ქარის მოტანილს ქარი წაიღებს სულ...(თავი 3)
ასე გადაუღებლად წვიმდა საღამომდე... საეკლესიო საქმეებს რომ მოვრჩითე და ზურა მანქანისკენ წავედით -დაიღალე? -მკითხა ზურამ და მანქანა დაქოქა -სულაც არა, ეკლესიაში ძალიანააც რომ გინდოდეს ვერ დაიღლები -ვუთხარი და გაიღიმა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს. მე ისევ იმ გოგოზე ვფიქრობდი ეკლესიაში სიცივისგან რომ კანკალებდა და ახლაღა შევნიშნე რომ ჩემი ქურთუკი კვლავ მას ქონდა, როცა მე სახლში მივდიოდი. ერთი სიტყვით ქურთუკი დავკარგე. როგორც იქნა სახლში მივედით და მდივანზე ძალაგამოლეული მივწექი. -რასაკეეთებ? -გაკვირვებულმა მკითხა ზურამ -რას უნდა ვაკეთებდე ვერ ხედავ? -კითხვა შევუბრუნე დაბნეულმა -ადექი მოემზადე კლუბში მივდივართ -თავზე წამომარტყა -აჰჰჰ ჰო კარგი -ვუთხარიდა ოთახისკენ გავემართე როგორ მეზარებოდა წასვლა თუმცა ბიჭებს ვერ გავუტეხავდი. ავედი ოთახში და კარადა გამოვაღე დახეული ჯინსიდა კლეჩატი საროჭკა ჩავიცვი იმდენი ხანია არ მცმია მომენატრა კიდეც. ქვწვით ჩავედი და ზურა როგორც ყოველთვის გამზადებული იყო. -წავიდეთ ბიჭები იქ დაგვხვდეიან -კარგი -ვუპასუხე და წავედით. კლუბში მალევე მივედით და შესვლისთანავე ნაცნობი ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი ტრიალებდა. ბიჭები იქვე ისხდნენ და სასმელიც შეეკვეთათ. გვერდით მაგიდაზე ვიღაც გოგონები ისხდნენ და ხმამაღლა რაღაცაზე იცინოდნენ. ბიჭები მარტინს სვავდნენ მე კოქტეილს... 1... 2... 3... 4... 5ჭიქის მერე ყველა საცეკვაოდ წავიდა... მე კი ბართან მივედი და ისევ ქოქტეილი მოვითხოვე, ბართან ვიღაც გგოგო მოვიდა. გავხედე და მანაც შემომხედა. -ოჰჰ ისევ შეენ? -მითხრა და ჩემკენ მოიწია. მივხვდი რომ მთვრალი სულაც არ იყო. -აქამდე სადმე გინახივარ? -ვკითხე გაკვირვებით. -როგორ არა დღეს ეკლესიაში -თავი დახარა. -ოჰოო თქვენ ის ქალბატონი არ ბრძანდებით ჩემი ქურთუკი რომ უმოწყალოდ მოისროლეთ? -ვკითხე და მისკენ მივბრუნდი -დიაახ მე გახლავართ -ამომხედა და ეხლა შევამჩნიე რა ლამაზი იყო... მისი სწორი თმა ლამაზად ჰქონდა ჩამოყრილი მხრებზე და ჩოლკები თავის ლამაზ ღია მწვანე თვალებამდე სწვდებოდა. ცხვირიც კურნოსა ჰქონდა. -შენი ქურთუკი ისევ მე მაქვს და დაბრუნებას ვაპირებდი, მაშინ როცა წადი. -არაუშავს მეც გადამავიწყდა... -ბოდიში უხეშობისთვის -მითხრა და გაწითლდა -არაუშავს ხდება ხოლმე -ვუთხარი და ჩამეცინა. -ჰო მართლა მე ანა მქვია... ანა პირველი... ჰო ცოტა არ იყოს უცნაური გვარიმაქვს -საყვარლად ჩაეღიმა -მე გიგა ახვლედიანი გახლავართ.... -გაგრძელებას ვაპირებდი როცა მისი გაკვირვებული თვალები შევნიშნე -რაიყო? -ინტერესით ვკითხე -შენ ელენე ახვლედიანის ძმაა ხარ? -მკითხა გაკვირვებულმა -შენ რა იცნობ მას? -ცოტა არ იყოს ახარებულმა ვკითხე -რათქმაუნდა ის ჩემი კლასელია... -მითხრა და თავისი მაგიდისაკენ თავი მიატრიალა რომ გაეგო ვინ ეძახდა -როგორ არის? -ვკითხე სევდიანად -კარგად... დღეს აქ აპირებდა წამოსვლას თუმცა ვერ მოახერხა... ისე ჯობია ნახო... ძალიან ენატრები... -მითხრა, მხარზე ხელი დამადო და თავისი მაგდისკენ წავიდა. ღმერთო ჩემი ელენე... ჩემი პატარა როგორ მენატრება... ძალიან ვგავართ ერთმანეთს,მასაც ჩემსავით ხუჭუჭა თმები აქვს,ოღონდ ჩემგან განსხვავებით შავი თვალები აქვს.. თურმე მასაც ვენატრები. რათქმაუნდა ის ხომ ციხეში ჩემს სანახავად არც კი მოსულა. მერე უცებ ნიკა გაჩნდა ჩემს გვერდით. -რაგჭორს ტო? -მითხრა და მხარზე ხელი დამკრა. -შენ მთვრალი არ უნდა იყო? -ვკითხე და სიცილი ამიტყდა -არდამილევია, წამო მოვწიოთ რა. -წამო -ვუთხარი და კარისკენ წავედი. -რას გებაზრებოდა ის გოგო? -ცნობისმოყვარეობა კლავდა ნიკას -ელენეზე მეუბნებოდა რაღაცეებს -დამალვა არც კი მიცდია -ხო... რაც შენ ჩაგსვეს იმის მერე სულ ჩვენთან ერთად იყო... ეგ და ჩემი და სულ ერთად დადიოდნენ და კიდე ვიღაც მაგათი კლასელი იყო ანაო თუ რაღაც ერქვა... სულ ჩვენთან ერთად იყვნენ... ზურას კითხე მოგიყვება ამბებს... -კაი მადლობა... შეილება რო წავიდე? ელენე მინდა ვნახო მაგამ არავის უთხრა კაი? -კაი ტოო არგცხვენია ვის უნდა ვუთხრა აბა... მიდი მიდი თუ გინდა მანქანა წაიყვანე გაწვიმებას აპირებს და ჩამიკოცნე ელენე -მითხრა ნიკამ და გასაღები გამომიქნია. -მადლობა ნიკუშ -მივაძახე თუმცა უკვე კლუბის კარებთან იყო და არა მგონია ჩემი სიტყვები გაეგო. მანქანა დავქოქე და ელენესკენ მისასვლელ გზას დავადექი... *****ელენე ახვლედიანი***** ზარის ხმამ გამომაღვიძა და ცოტა არ იყოს დაბნეული ვიყავი თითქმის შუაღამე იყო, ამდროს რომელი გიჟი აღვძებს ადამიანს... -ელენე -ლაპარაკობდა ხმა მე კიდევ ძილბურანში ვიყავი და ისე ვპასუხობდი -გისმენ -სადხარ? -ლოგინში იდიოტო? -თავიდან ჩემი იდიოტი შეყვარებული მეგონა -კარებთან მოდი.... ჩქარა -ამბობდა ხმა. და ტელეფონი გათიშა. ახლახანს გავაცნობიერე მისი ნათქვამი და მეც ფეხაკრეფით ჩავედი ქვევით, ყოველი შემთხვევისთვის ცომის საბრტყელებელი ავიღე და გარეთ შუქი ავანთე... კარები ფრთხილად და უხმაუროდ გავხსენი ... უცნობიზურგით იდგა და თავზე კაპიუშონი ჰქონდა წამოხურული.... -ჰეიი -ვთქვი ხმადაბლა -ჰეი -წარმოთქვა უცნობმა და მოტრიალდა... ადგილზე გავშრი... ადამიანი რომელიც მთელი ოთხი წელი არმენახა... ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად მენატრებოდა და ადამიანი რომელთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებდა... ჩემი ძმა... -მე... -ხმის ამოღება არ ვაცადე მივედი და ისე ჩავეხუტე რომ მთელი ოთხი წლის მონატრება შით ჩავაქსოვე... ალბად მიხვდა რო მეც მამასავით გაბრაზებული არ ვიყავი და ხელები მაგრად მომხვია... -მომენატრე... წარმოთქვა ჩურჩულით -მეც ყველაზე და ყველაფერზე მეტად.... -ვუთხარი ჩურჩულით... მგონი ჩახუტებულები ნახევარი საათი ვიდექით და მერ ემივხვდი რომ წვიმდა.... -წამოდი სახლში შევიდეთ -ვუთხარი და ხელზე მოვქაჩე -არა დედა და მამა გაიღვიძებენ და... ვიცი რომ მათ ჯერ არ უპატიებიათ ამიტომ ... ხო ამიტობ ჯობია წავიდე, რომ არ მენახე შეიძლება გავგიჟებულიყავი -მითხრა და შუბლზე მაკოცა... -მოიცა მამა მივლინებაშია ქალაქ გარეთ მარტო მე და დედა ვართ... დედა კი შენზე გაბრაზებული არც კი ყოფილა ვთქვი და სახლში შემოვიყვანე... -მოიცა... აბა სანახავად რატომ არ მოდიოდით... -მკითხა და თავი ჩაღუნა -მაპატიე... გიგგ მამა გვიკრძალავდა შენთან მოსვლას და ნახვას... ხომ ხვდები არა... -უკვე კი. მაპატიე შუაღამე რომ შემოგეჭერით -ეს შენი სახლიცაა და როცა გინდა მაშინ უნდა მოხვიდე. -ცუთხარი და გავუღიმე. -დეეედაააა!!!! დეეეედაააა!!!... -ყურის წამღები ყვირილი ავტეხე.. -ხო ეელენე -ისმოდა დედაჩემის ნამძინარები ხმა. -სამზარეულოში ჩამოდი -ისევ ვიყვირე -სწრაფად. -მიდი სამზარეულოში დაჯექი ეს პლაში კი მე მომეცი... -ვუთხარი გიგას და პლაში გამოვართვი... კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაისმა... დედა მოდიოდა დათან ბუზღუნებდა -ოხ ელენე ეხლა რაღა მოხდა -მკითხა და თვალები მოიფშვნტა -მამაშენი დაბრუნდა? თავი გავაქნიე და გამეღიმა. -აბა ეგ პლაში ვისია? -გაჩუმდი დ აუბრალოდ სამზარეულოში შედი -ისე ვუთხარი თითქოს მეფევიყო და ვეზირს ვუბრძანენდე წადი და წყალი მომიტანეთქო... დედაც უსიტყვდ დამემორჩილა და სამზარეულოში შევიდა... -გიიგა -ისმის დედაჩემის გაოცებული ხმა -დეე -გიგა შვიდი წლის ბავშვვივით ლაარაკობს რომელიც დატუქსეს და კუთხეში დააყენეს... სგამეღიმა და სამზარეულოში შევედი. დედა და გიგა კიდევ ჩახუტებულები იდგნენ... ღმერთო როგორ მენატრებოდა ეს მომენტი... მივედი და მათ მეც მოვეხვიე... -რამოხდა ესე ადრე რატომ გაგანთავისუფლეს? -სიჩუმე დედამ დაარღვია თან მაცივრიდან წვენი გამოიტანა და სამ ჭიქაში გაანაწილა... ყოველთვის ასე ხდებოდა მაშინ როდესაც მე და გიგა ჯერ კიდევ პატარები ვიყავით და დედა ალაპარაკოდ დაგვისვავდა ხოლმე... მაცივრიდან ჩვენ საყვარელ წვენს გამოიტანდა და თანაბრად ავსებდა სამ ჭიქას. ბოლო ოთხი წლის მანძილზე მხოლოდ ახლა ვიგრძენი რომ ოჯახი ერთად ვიყავთ და არ გვაკლდა არავინ... -ჰო -დაიწყო გიგამ -მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა უნდა ვაკეთო, ეკლესიაში ვიმუშავებ, მამაოს დავეხმარები... -კარგია -თქვა დედამ -შენ ხომ გიყვარს ეს საქმე -ეჭვნარევი ხმით გახედა გიგას... მასაც გაეცინა და უპასუხა: -კი დედა თან ყვეაფერზე მეტად... ციხემ მარტო ჩაცმისსტილი შემიცვალა -თქვა და ყველას ერთად გაგვეცინა. -მამა სად არის? -იკითხა გიგამ და თავი ჩაღუნა -მივლინებაშია, თუმცა მალე განქორწინებას ვაპირებთ -თქვა დედამ და გიგას ხელი ხელზე მოუჭირა. -რატომ? -მიღალატა -გაეღიმა დედას. მერე ისევ დუმილმა დაისადგურა. ყველა ვიღიმოდით და ერთმანეთს ვუყურებდით. ბოლოს ყველა ერთმდივანზე ჩახუტებულები დავჯექით და აღარც კი მახსოვ როგორ გაიპარა დრო და შემოგვათენდა. -კარგი ჩემი წასვლის დროა! -თქვა გიგამ და წასასვლელად მოემზადა -კი მაგრამ ეხლახანს აემოხვედი? -ვკითხე და მივეხუტე -დარჩი ცოტა ხანი -არა ელე.. უნდა წავიდე თორე ზურამ რომ გაიგოს აქ მთელიღამე გავათენე და თანაც თითონ კლუბში დავტოვე არ მაცოცხლებს -თქვა და გაეცინა -კარგი მიდი მაშინ წადი და ხვალ გამოგვიარე -უთხრა დედამ -ხვალ ვისვენებ და თქვენ მოდით ზურასთან მთელი დღე სახლში ვიქნებით -კარგი დავეთანხმე დაგავაცილეთ. -მამაშენი მალე ჩამოვა და განქორწინების საბუთებსაც ხელს მალე მოვაწერთ, მალე წავა ამ სახლიდან და შეგეძლება დაბრუნება უთხრა დედამ და გადაეხვია. -კარგი დედა! მაგრამ არ ინერვიულო, მე ზურასთან ვარ და თან ძალიან კარგადაც... გპირდები ყველაფერი მალე თავის ადგილს დაუბრუნდება და ჩვენ ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით, თუ რამე იცით სადაც ვარ და მოდით -გვუთხრა გიგამ მვიდა ორივეს შუბლზე გვაკოცა მომენატრეთო გვითხრა და წავიდა. ეს ჩემს ცხოვრებაში და თანაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე კარგი დღეიყო. ვიცოდი რომ მალე ყველა ერთად ვიქნებოდით, ერთად ისევ ბედნოერი ოჯახი ვიქნებოდით. დედას ვაკოცე და დასაინებლად დავწექი. *******გიგა***** მიხაროდა რო დედაც და ელენეც ვნახე... პატარა ბავშვივით ვიყავი გახარებული და ისევ კლუბში მივედი... ბიჭები წასულები იყვნენ... მეც ზურას სახლისკენ გავემართე და შესვლის თანავე დავინახე როგორ ეძინა მდივანზე ზურას და ერეკლესს, ხოლო სამზარეულოში ვიღაც ხმაურობდა და დარწმუნებული ვიყავი ნიკა იყო. შესვლისთანავე ჩემი მოსაზრება გამართლდა ნიკა რაღაცას მაცივარში იქექებოდა, ჩემი შესვლის შემდეგ კი მაცივრიდანგამოძვრა და მკითხა -ნახე ელენე? -კი დედაც ვნახე და ხვალ აქ მოვა ორივე... -ბავშვივით გამიბრწყინდა თვალები -კაია გიგ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად... მოდი ეს ორი ლოთი საძინებელში ავიტანოთ და ჩვენც დავწვეთ გვიანია უკვე... -ნიკა საძმაკაცოში ყველაზე უფროსი იყო და ყველაზე ჭკვიანიც ბევრს კითხულობდა და სკოლის პერიოდში კარგადაც სწავლობდა. ორი ლოთი გაჭირვებით ავათრიეთ მეორე სართულზე და ჩვენც მალევე დავწექით. ცოტა ხანი არ დამეძინა. ანაზე ვფიქრობდი და რატო ეგ არ ვიცოდი... მისით მეფიქრებოდა. მეძინებოდა და ტელეფონში ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე i wanna be yours და თვალები დავხუჭე, როდის დამეძინა ვერც კი შევნიშნე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.