სუროგატი დედა.თავი 3
ხშირ შემთხვევაში, ამინდი მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.გიორგის ამშვიდებს წვიმაში ყოფნა და მარტო ყოფნისას,ფიქრის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა ემატება,ასევე ივსება უფრო დიდი და ძლიერი ენერგიით.გიორგი უცქერს როგორ შემოეძარცვია ხეებს სამოსი,და მის ირგვლივ ლაღად დათარეშობს ანცი სიო.იდგა და უსმენდა წვიმის ხმას,თითქოს მის სათქმელს ამბობდა შხაპუნა წვიმა.ვერავინ ხვდება რომ გიორგის დიდი საერთო აქვს აქვს წვიმასთან,თითქოს ორივე უხმოდ ტირის თავიანთ ტკივილზე.კი, სიმშვიდე მოაქვს წვიმას,მაგრამ ამ სიმშვიდესაც თავისი ტკივილი თან ახლავს და ამიტომ ირგვლივ დიდი ვაკუუმია დახშული სივრცით, ჩარაზული კარებებით და გაყინული მზერა ეჭვებით სავსე.არავინ იცის რამდენს ფიქრობს,რამდენს ცდილობს,არავინ იცის როგორ დაიღალა,არავინ იცის რომ ამქვეყნიური ხელოვნური სახე მობეზრდა და არავინ იცის რომ მისმა სულმა ხორცი გაიხადა.ჩუმად მიდიოდა ჩაფიქრებული და დიდი სურვილი ჰქონდა ფეხით შემოევლო ყველა ქუჩა,ყველა ბაღი და ყველა ის ადგილი რომელიც უყვარდა.ფიქრობდა უამრავს და იმასაც ოცნებობდა,რომ არ შეძულებოდა,არ დარჩენილიყო მასში ეს გრძნობა თორემ გააბოროტებდა.არ უნდოდა სახლში დაბრუნება,მაგრამ სულმა უყვირა,შესდექი და დაბრუნდიო,შერცხვა,სულის შერცხვა და უკან დაბრუნდა.უკვე გამთენიის 6 საათი იყო,ფრთხილად შევიდა სახლში რათა სველი ტანისამოსი გამოეცვალა და იქ გულწასული ნატა დახვდა.შეეშინდა,ახლოს მივიდა ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა,შემდეგ კი ექიმს დაურეკა.მთელი ღამე წვიმდა,მართალია წვიმის ხმაზე უყვარდა ძილი,მაგრამ ახლა ნატა იწვა სიცხიანი და მას დასტრიალებდა თავზე.დილიდან მოწყენილი იყო,სარკმელს არ სცილდებოდა და სევდიანად გაჰყურებდა მოქუფრულ ცას და გაუთავებელ წვიმას.იდგა ფანჯარასთან და შუშაზე მცოცავ წვიმის წვეთებს აკვირდებოდა.რამდენიმე დღე არ გასულა სახლიდან და უცქერდა ნატას თუ როგორ გახდა,თვალები ჩაუცვინდა,გაუფერმკრთალდა,მაგრამ მაინც წამოდგა ფეხზე. -დილა მშვიდობის,როგორ გრძნობ თავს? -მადლობა,უკეთესად. -დედაშენმა დარეკა,ვუთხარი რომ შეუძლოდ ხარ და მოსვლა უნდა,იმედია ნორმალურად შეხვდები და შენს დედას მაინც გაუღიმებ.ათი დღეა უკვე ერთად ვცხოვრობთ და შენს სახეზე ღიმილი არ დამინახავს. -გიორგი ცუდად მოგექეცი,დავფიქრდი და მივხვდი რომ ბოდიში უნდა მოგიხადო.გიორგიმ ერთი შეხედა,ადგა და სახლიდან გავიდა.რამოდენიმე საათში თამილა ესტუმრა შვილს. -როგორი ფერმკრთალი ხარ,გიორგიმ მითხრა რომ შეუძლოდ იყავი. -დედა,იმედი მქონდა რომ სერგი ამ ქორწინებას ჩაშლიდა,რამეს მოიფიქრებდა,მაგრამ მან არც კი მოვიდა. -ნატა შვილო,მე გიორგის თავიდან ვერ შევხედე კარგი თვალით,მაგრამ მინდა იცოდე,რომ გიორგი არის ის ადამიანი,რომელმაც მე ამ ასაკში კარგი და ცუდი დამანახა.ვის მისტირი,გიორგი არის ის ადამიანი რომელმაც დაგიხსნა იმ არა ადამიანისაგან.სერგეი რომელმაც გაგაუბედურა,სერგეი რომელმაც შენი ოცნებები დაამსხვრია და სერგეი რომელიც მიუხედავად მისი ავადმყოფური საქციელისა შენ შეგიყვარდა,შენ ის გიყენებდა.მას მხოლოდ შენი ქონება უნდოდა,მაგრამ რომ გაიგო ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ აღარც მოსულა შენთან და საერთოდ ურთიერთობაც გაწყვიტა.ან იმ ყველაფრის შემდეგ რაც მან გაგიკეთა,როგორ შეგიძლია და ისევ ფიქრობ მასზე. -გავყიდეთ?ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ?მე რატომ არ ვიცი არაფერი დედა. -ჩვენი ვილა რომელიც შენ ძალიან გიყვარდა,ის გიორგიმ იყიდა.გიორგიმ ასევე გადაგარჩინა სერგეისგან.შენ კარგად იცი,რომ სერგეი მოთამაშეა,და არა მარტო მოთამაშე მოძალადე და ნარკომანია.მან წააგო მისი მშობლების მთელი ქონება,ამიტომ მამაშენისგან უამრავი ფული აიღო,რომ შენ თავისუფალი ყოფილიყავი ასევე გიორგისგან.არ ვიცი რამდენი გადაიხადა შენს დახსნაში,მაგრამ ვიცი რომ ცოტა არ გადაუხდია. -უნდა გეთქვა დედა,მე ეს ყველაფერი უნდა მცოდნოდა. -ნუ გაუცრუებ იმედებს გიორგის მან შენთვის ყველაფერი გააკეთა ნატა.ვიცი,რომ ამაყი ხარ,მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ არ ხარ ბოროტი.მე შეიძლება მკაცრი და ცივი დედა ვიყავი შენთვის,მაგრამ ჩემებურად გასწავლიდი სიყვარულს,მეგობრობას გასწავლიდი,ტირილიც გასწავლე და სიმღერაც.ტკივილი,ტკივილი არ მისწავლებია,მაგრამ ახლა გეტყვი,რომ უნდა ისწავლო და შეძლო ტკივილის ატანა.უნდა შეძლო ნატა რადგან შენს გულში ბოღმა არასოდეს არ ყოფილა,ეს გული სუფთაა და შეძლებს ისევ ისე იცხოვროს როგორც ასწავლეს ცხოვრება.შორს ხარ,ყველასგან შორს,ძალა არ გყოფნის შეეჩვიო ამ ყველაფერს და შენს ახლოს მხოლოდ მოწყენილობაა.ცრემლი და სევდა დატოვე გარეთ,გამოფხიზლდი და შენს რეალურ ცხოვრებას ფეხი აუწყვე.შენ ამოხვედი ბინძური ჭაობიდან ნატა და ეს არის ძალიან დიდი შვება ჩვენთვინაც და შენთვინაც.ეს კი ყველაფერი გიორგის დახმარებით მოხდა, დააფასე ის.ნატა დაფიქრდა და გადაწყვიტა გიორგისთან წასულიყო,სურვილი ჰქონდა ახლოს ენახა,ჩახუტებოდა და მისი სუნი შეეგრძნო.ადგა,მოემზადა და წავიდა,იქ მისული კი არასასიამოვნო სურათს შეესწრო,რამაც შეაშინა.გიორგის კაბინეტში მის წინ ახალგაზრდა ქერა გოგონა იჯდა და ორივეს მხიარული სახეები ჰქონდათ,როგორ უხდებოდა გულიანი სიცილი გიორგის. -გიორგი ბედნიერი ხარ?რაღაც ამ ბოლო დროს ვერ ვხედავ შენს ლაღ სიცილს ისე როგორც ადრე. -თუ არ ვიცინი სულ სულელივით,ამიტომ დაასკვენი რომ არ ვარ ბედნიერი?შეეკითხა გიორგიმ მკაცრად. -შენი მეუღლე აქ არ მოსულა,ერთად არ დადიხართ,ხალხი ვერ ხედავს თქვენს ბედნიერ სახეებს. -მეგი ჩემი მეუღლე მიყვარს და თუ ერთად არ დაუნახივართ ხალხს,ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ ვგრძნობ თავს ბედნიერად.ბედნიერი ვარ,ოჯახში საყვარელი მეუღლე მელოდება,ყველაზე გემრიელია მისი ხელით გამზადებული ვახშამი მთელი დღის დაღლილი რომ მივალ და მე კი გაწყობილი მაგიდის დანახვა მიხსნის ამ დაღლილობას.ვფიქრობ ეს ყველაფერი ოჯახში ხდება და არა ქუჩაში რომ ხალხმა დაინახოს.ასე რომ,დამშვიდდი მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ.გიორგიმ შეამჩნია კარებთან მდგარი გაფითრებული ნატა და გაოცებულმა შეხედა. -ნატა?ხომ მშვიდობაა,აქ არ გელოდი. -ისე მოგაკითხე,არ ვიცოდი თუ დაკავებული იყავი. -არა,შენთვის ყველა საქმეს გადავდებ და დროს ყოველთვის გამოვნახავ.გინდოდა რამე? -მინდოდა მაღაზიებში წავსულიყავით ერთად,მაგრამ თუ დრო არ გაქვს,სხვა დროს იყოს მარტო წავალ. -რას ამბობ,როგორ თუ მარტო წახვალ.მეგი უკაცრავად,მე ჩემს მეუღლეს ვჭირდები. -გასაგებია.მეგი ფეხზე წამოდგა და კარებში გასვლისას შურით სავსე თვალებით შეხედა ნატას,გიორგიმ კი მდივანს შეხედა და უთხრა. -მაიკო გავდივარ,თუ ვინმემ მიკითხოს აქ არ ვარ და თუ რამე სერიოზული იცი რომ ჩემს ნომერზე დამირეკო. -გასაგებია ბატონო გიორგი.ხელი მოხვია წელზე ნატას და კომპანიიდან გავიდნენ,მანქანაში მოკალათდნენ თუ არა გიორგიმ ნატას შეხედა და უთხრა. -მართლა მაღაზიაში გინდოდა გაყოლა თუ ეს ფარსი იყო ხალხის დასანახად ნატა. -არა,არანაირი ფარსი არ არის გიორგი.მინდოდა სადმე გავსულიყავით ერთად.ჩუმად უთხრა და გვერძე გაიხედა,რომ მისი ცრემლი არ დაენახა გიორგის. -ნატა მე ვმუშაობ,სასეირნო დრო სამუშაო საათებში არ მაქვს.მითხარი სად მიგიყვანო.მკაცრი იყო გიორგის ხმა,აქამდე ვერ გადაელახა წყენა და ცივად ესაუბრებოდა ნატას. -დედასთან მიმიყვანე,იქედან კი ჩემით წამოვალ.გიორგიმ მიიყვანა დედასთან ნატა თავად ჯერ ქუჩებში ისეირნა და შემდეგ დაბრუნდა ოფისში.თამილამ შეხედა თუ არა ნატას,მიხვდა რომ ნატას ჯერ კიდევ უჭირდა გიორგისთან ერთად ცხოვრება. -დედაააა,უბედური ვარ,მითხარი რა ვქნაააა. -რა გინდა გითხრა შვილო.ნატამ ყველაფერი მოუყვა თამილას რაც გაიგონა. -მაღმერთებს დედა,ყველასთან მაღმერთებს და ამბობს რომ ის ბედნიერია.ღმერთო რა დიდსულოვანი ადამიანი ყოფილა ჩემს გვერდით და მე ვერ გამიგია დღემდე.მითხარი დედა,დამარიგე როგორ მოვიგო მისი გული.მითხარი რა გავაკეთო,რომ ის მხოლოდ ჩემი იყოს და მე მისი. -გითხარი და არ გამიგონე,გითხარი რომ გიორგიმ მეც და მამაშენიც შეგვცვალა,შენ კი ისევ ის მეტიჩარა და ცხვირაბზუებული დარჩი,და უფრო მეტი ქორწილის პირველ ღამეს ატკინე,ჯოჯოხეთი ანატრე,ახლა აქ მოხვედი ტირიხარ და შველას მთხოვ. -მითხარი,რა ვქნა რომ ჩემი გული ვაჩუქო.თამილა გვერდით დაუჯდა შვილს,ხელი მოხვია და უთხრა. -შეგიყვარდა,არ გინდოდა მაგრამ გულს ვერ უბრძანებ შვილო.ჰოდა,შენც მოიპოვე მისგან ის სიყვარული რაც აქვს ჯერ კიდევ გულში შენს მიმართ.ნატა აჩუქე შვილი გიორგის და ოჯახი მყარი გახადე. -შვილი?ჩვენი შვილი?იმ ღამით ნატა მხიარული სახით დახვდა გიორგის და ვახშამიც ერთად მიირთვეს.ცოტა ხნით ტელევიზორსაც ერთად უყურეს და შემდეგ გიორგი თავის საძინებელში შევიდა,მაგრამ ნატამ შეაჩერა. -გიორგი შენი ნივთები ჩემს საძინებელშია. -რატომ?ჩემს საძინებელს რა დაემართა? -არაფერი არ დაემართა, ჩემი სურვილი იყო ერთ ოთახში დავიძინოთ,ერთ საწოლში. -მოიცადე მომესმა თუ ასე თქვი,ერთ ოთახში და ერთ საწოლშიც? -ხო გიორგი ერთ საწოლში. -დარწმუნებული ხარ? -ისე როგორც არასდროს.თითქოს ყველაფერი მის ადგილზე დადგა,თითქოს უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ მათ ქორწინებაში არ ეწერა ერთად ყოფნა,საუკუნო ერთგულება.უფრო მეტიც,სიამოვნებდათ ერთად ცხოვრება,თავსაც იტყუებდნენ რომ ბედნიერები იყვნენ და სხვებსაც აჩვენედნენ მათ ვითომ ბედნიერებას.მაგრამ გიორგი ყოველთვოს დინჯი,სერიოზული და გაწონასწორებული იყო,როგორც ყოველთვის.სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ და ბევრი ცდის შემდეგ გადაწყვიტეს შვილის აყვანა,მაგრამ შიშობდნენ და გიორგიც სასტიკი წინააღმდეგი იყო,ამის გამო ბევრჯერ უკამათიათ კიდეც. -რატომ,რატომ არ გინდა ერთი შვილი გაუჩინო გიორგის თუ მასთან ერთად გინდა რომ იცხოვრო მთელი შენი ცხოვრება. -მინდა დედა,მინდა ძალიან მაგრამ მე არ შემიძლია ეს გავაკეთო. -შენი ვერ გავიგე შვილო,შვილი გინდა მაგრამ არ გინდა გააჩინო,ეს როგორ უნდა ამიხსნა ნატა. -შემიძლია ვინმე ავიყვანო და მან გააჩინოს ბავშვი. -ის ვიღაც თუ გააჩენს გიორგის შვილს,შენ დედა როგორ იქნები,შენ როგორ შეიგრძნობ დედობას,ის როგორ იქნება შენი სხეულის ნაწილი ნატა.გაოცებული იყო ნატას მსჯელობით თამილა. -არ შემიძლია დედა,მე სხეული გამიფუჭდება,ასევე მკერდი და მერე აღარ მოვეწონები,სხვა ქალებისაკენ გაიწევა. -შენ თუ მამაკაცს იმას არ მისცემ რაც მას სურს შვილო,ყველა ის რაც მამაკაცისათვის არის ბედნიერება და სიხარული,გაწევით მაშინ გაიწევა ის სხვა ქალისაკენ.დაფიქრდი,რას აკეთებ შენი ქცევებით შენ თავად დაკარ5გავ მას.ფიქრობდა,ფიქრობდა ძალიან ბევრს და რაც უფრო უღრმავდებოდა მის ჩანაფიქრს,მით უფრო აღარ ფიქრობდა შედეგებზე,თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის ჩანაფიქრს.ეშინოდა გიორგის რეაქციის,მისი დალაპარაკება სახლში და ჩუმად ნათქვამი სიტყვაც კი ექოსავით ჩაესმოდა ყურში.გიორგიმ შეამჩნია ნატას დაბნეულობა და შეეკითხა. -რა ხდება,რამე გინდა მითხრა? -გიორგი ექიმთან ვიყავი. -რის ექიმთან იყავი ან რატომ,რა გჭირს.შეშინდა გიორგის. -ბავშვის გამო,გამოკვლევები გავიკეთე და მითხრა,რომ ვერ შევძლებ ბავშვის გაჩენას. -რატომ,რამე სერიოზული გჭირს? -არსებობენ ქალების კატეგორია,რომლებსაც არ შეუძლიათ გახდნენ დედა,ვერ აჩენენ შვილებს და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ.გიორგი ვხედავ და ვხვდები,რომ ჩვენი ქორწინება დასასრულს უახლოვდება. -რას გულისხმობ?გაკვირვებულმა შეხედა გიორგიმ ნატას. -ვგულისხმობ იმას,რომ ეს ბოლო პერიოდი მხოლოდ თუ ვჩხუბობთ ხან უმიზეზოდ,ხან მიზეზიანად. -რა გინდა ნატა,პირდაპირ მითხარი. -მე ვარ შენს წინაშე დამნაშავე,მე ვერ მოგეცი ის რაც უნდა მომეცა და ვერც ვერასოდეს ვერ მოგცემ იმ სიხარულს რაც ძალიან გაგახარებს და გაგაბედნიერებს. -ხომ გითხარი,ყველაფერი კარგად იქნებათქო. -იცი რას ვფიქრობ?არ უნდა მეჩქარა,არ უნდა დავქორწინებულიყავით ასე სწრაფად. -და გინდოდა იმ წუმპეში ჩამპალიყავი საიდანაც ამოგიყვანე?სამი წლის შემდეგ მეუბნები,რომ არ უნდა გეჩქარა? -მინდოდა იმ წუთებში სადღაც გავქცეულიყავი იმ ადგილიდან და შვება შენს გვერდით ვიპოვე,შენ მოგეკედლე,მაგრამ ის საშინელი წუთები ვერ დავივიწყე. -ნატა შენ სხვა გიყვარს?მთელი ეს დრო ჩემთან ხარ და სხვა გიყვარს?შემომხედე თვალებში და მიპასუხე,მას ხვდები? -არა,არ ვხვდები. -მაგრამ პირველივე შესაძლებლობა მოგეცემა თუ არა შეხვდები.იმას კი ვერ აზროვნებ და ვერ ხვდები,ისევ იქ რომ ბრუნდები საიდანაც ძალიან გაგიჭირდა ამოსვლა.დრო,დრო გვიჩვენებს გზას ნატა ან სწორს და ან მრუდეს.არ ინერვიულო,ყველაფერს მისი დრო აქვს,ყველაფერი მოგვარდება. -მე ცუდად გაზრდილი შვილი ვარ,შვილი რომელსაც არასოდეს არ ტკიოდა სხვისი ტკივილი,შვილი რომელსაც მხოლოდ ფული უნდოდა,ბევრი ფული და დრო გაყავდა ისე როგორც მას უნდოდა,მას სურდა,მას მოსწონდა.ჩვენ სიყვარული არ გვქონია გიორგი ერთმანეთის მიმართ.მე ბევრი ვიფიქრე და შენ თუ თანახმა იქნები,არსებობს სხვა ხერხიც შვილი რომ გვყავდეს.თანახმა იქნები,რომ სხვამ გაგვიჩინოს შენი შვილი? -შენ თავად თანახმა ხარ? -შენ თუ მხოლოდ ეს გაგაბედნიერებს,მე თანახმა ვარ. -მაშინ იყოს ისე როგირც შენ ამბობ.ადამიანს როცა ძალიან უნდა რაღაც გააკეთოს,ის ყოველთვის აკეთებს იმას რაც უნდა,მხოლოდ დარწმუნებული უნდა იყოს,რომ ის სწორ ნაბიჯს დგამს და გულით გრძნობს იმას რაც უნდა რომ გააკეთოს. -მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც თავისუფლად ვსუნთქავდი,ყოველთვის ვიდექი ჩვეული ღიმილით და კმაყოფილი სახით,ასევე გაშლილი მხრებით.რა საოცრად კარგი შეგრძნრბაა,როცა გვერდით შენსავეთ ძლიერი ადამიანი ჰყავს ქალს,მაგრამ მე ისევ წავბორძიკდი,თითქოს საყრდენი გამომეცალა და წავიქცეოდი,რომ არა შენი ძლიერი ხელები.გიყურებ და შენს თვალებში ვკითხულობ,რომ მე წაქცეულიც და ფეხზე მდგარიც შენს იმედად ვარ.დაე იყოს ისე,როგორც შენ იტყვი,როგორც შენ გინდა და როგორც შენ ამბობ.დრო,დრო თავად გვიჩვენებს გზას საით წავიდეთ და სად გავჩრდეთ.საუბრობდნენ,რომ მოულოდნელად გივიკო და ალექსანდრე ესტუმრათ.ორივეს ეწყინათ რა თქმა უნდა და ორივე გაამხნევა მეგობრებმა.ალექსანდრეს გიორგი ძალიან უყვარდა და ამიტიმ არც დაფიქრებულა ისე განათავსა განცხადება გაზეთში ,,ვეძებ სუროგატი დედას''ეს რა თქმა უნდა გიორგისთან და ნატასთან შეთანხმებით და რამდენიმე დღეში მის ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა. -გისმენთ. -უკაცრაცად,მე განცხადების თაობაზე გაწუხებთ,თუ ისევ ძალაშია. -დიახ,ძალაშია და შეგიძლია შემხვდეთ და ვისაუბროთ?შეთანხმდნენ შეხვედრაზე და ალექსანდრემ უცნაურად აათვალიერა მის წინ მდგარი ულამაზესი გოგონა.მაღალი გრძელი თმებით და ჩამოსხმული ტანით. -ალექსანდრე ბერიძე. -მარიტა გაბუნია.ალექსანდრემ დაკვირვებით დააკვირდა მარიტას და რაღაცნაირად სითბო იგრძნო ამ გოგონას მიმართ,შემდეგ კი შეეკითხა. -რამდენი წლის ხარ მარიტა. -19-ის. -სწავლობ? -კი წელს მოვეწყვე სამედიცინოზე -რატომ გადაწყვიტე გამოხმაურებოდი ჩემს განცხადებას,მინდა გავიგო რა არის ამის მიზეზი.მარიტამ თვალებში შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -ოდესმე გაგჭირვებია ისე,რომ ყველაფერზე მზად ხარ გააკეთო? -არა,არასოდეს. -მაშინ ნუ მეკითხები,რადგან ვერ შეძლებ გამიგოთ ბატონო ალექსანდრე. -მოდი შევთანხმდეთ,ჩვენ მეგობრები ვართ და არანარი ბატონო და ქალბატონო ჩვენს შორის,უბრალოდ ალექსანდრე,ალექსი,ალექს როგორც შენ მოიხერხო. -კარგი,ვეცდები.გაუღიმა მარიტამ. -შეგიძლია შენზე მომიყვე? -რა გაინტერესებს,რა მოგიყვე. -ვინ ხარ,საიდან ხარ და მოკლედ გავიცნოთ უფრო ახლოს ერთმანეთი.ყველაფერი მაინტერესებს. -სულ,სულ ყველაფერი? -სულ,სულ ყველაფერი. -სულ თავიდან? -სულ თავიდან.გაეღიმა ალექსანდრეს მარიტას ბავშვურობაზე. -მოგწყინდება მოსმენა.თითი დაუქნია გაფრთხილების ნიშნად. -არ მომწყინდება და დაიწყე,გისმენ. -მაშ ასე,დაბადებით არ ვიცი სად დავიბადე,მაგრამ ვიცი სად გავიზარდე.არ ვიცი ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები,მაგრამ ვიცი ვინ გამზარდა,ვინ არიან ჩემი აღმზრდელები.სკოლა შარშან დავამთავრე,წელს გადავწყვიტე ვისწავლო.ჩემმა აღმზრდელებმა ყველაფერი გააკეთეს,რომ მე სასწავლებლად ქალაქში გამოვეშვი.აქ ჩამოსულმა ერთი გოგონა გავიცანი ბელა და ერთად ვიქირავეთ ბინა,ერთი თვის ფული წინასწარ გადავიხადე და ერთ ღამეს ბელა არ დაბრუნდა,არც მეორე დღეს და არც შემდეგ კვირაში.ბოლოს ეჭვი შემეპარა და აღმოვაჩინე,რომ წასვლისას ჩემი ნივთები მოუპარავს და ასე გაქრა.ალექსანდრე ყველაფერი რაც გამაჩნდა წაიღო და წავიდა.ვერც სამუშავო ვიშოვე და დავრჩი ასე ქუჩაში.ბინის ქირა ვეღარ გადავიხადე და მეპატრონემ ბინა დამიკეტა,არ მომცა შიგნით შესვლის საშუალება.არავის ვიცნობ და არც მინდა ვინმე შევაწუხო.სამი ღამეა უკვე ბიბლიოთეკაში ვათენებ და ვაღამებ,ამიტომ ვნახე თუ არა განცხადება გამოვეხმაურე.ალექსანდრე არც დაფიქრებულა ისე ბუთხრა. -არ ვიცი ეს საქმე გამოვა თუ არა,მაგრამ შენ ჩემთან წამოხვალ,ჩემთან იცხოვრებ. -მერე შენები? -მე ცალკე ვცხოვრობ,ჩემები სხვაგან ცხოვრობენ. -შვილი ვის უნდა,ვინ არიან ისინი,შენ დაქორწინებული ხარ? -მე არა,ჩემი ახლო მეგობარია.სამი წელია რაც დაქორწინდნენ და შვილი არ ჰყავთ,არადა გიორგის ძალიან უნდა ჰყავდეს შვილი. -ცოლი?ცოლი თანახმაა თუ ჯერ არ იცის და აწი უნდა უთხრას. -არა,თანახმაა ერთად მოილაპარაკეს.ორივეს უნდათ რომ შვილი ჰყავდეთ,თავად არ შეუძლია შვილის გაჩენა პრობლემების გამო და ამიტომ გადაწყვიტეს აიყვანონ ,,სუროგატი დედა''. -როგორ ფიქრობ,დარწმუნებული ხარ მე მოვეწონები? -ნუ ნერვიულობ,დარწმუნებული ვარ მოეწონები მარიტა.შენ ის მითხარი,რა ხდება შენს პირადულში. -არაფერი,სიწყნარე და სრული თავისუფლება. -მარიტა უნდა შეგეკითხო,ეს პირველი შემთხვევაა ხომ რაც გინდა გააკეთო.მარიტამ თავი დახარა,აწითლდდა და უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად ალექსანდრეს. -ალბად იცი,რომ ეს ნაბიჯი მთელ შემნს ცხოვრებას შეცვლის? -ვიცი,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.დედას და მამას იმედებს ვერ გავუცრუებ,მე მათმა აღმზარდეს და ახლა ჩემი ჯერია მეც ამაგი დავუბრუნო მათ უკან. -კარგი,ყველაფერი გასაგებია.ახლა გიორგის დავურეკავ და მოვა ისიც.რამდენიმე წუთში კაფეში მაღალი მამაკაცი შემოვიდა უკან გადავარცხნილი თმებით,დაბალი წვერით და სათვალეებით.ალექსანდრეს წინ დადგა და შემდეგ მარიტას შეხედა თუ არა თვალი გაუშტერდა. -შეეენ?გოგონა ბიბლიოთეკიდან? -თქვენ?უზრდელი უცნობი.თქვა მარიტამ.გიორგიმ ჩაიცინა და ალექსანდრეს შეხედა. -თქვენ რა,იცნობთ ერთმანეთს? -არც ისე კარგად.თქვა გიორგიმ. -ტყუის,საერთოდ არ ვიცნობ და პირველი კოცნა მომპარა.შეუბღვირა მარიტამ და გიორგიმ კი თვალი ჩაუკრა. -ღმერთო ეს ხომ მთლად ბავშვია ალექსანდრე.თქვა გიორგიმ და მარიტას თვალს არ აშორებდა. -ის თანახმაა გიორგი.შემდეგ თვალებში შეხედა მარიტას და შეეკითხა. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ.უთხრა მარიტამ და თვალი გაუსწორა. -შენ თუ თანახმა ხარ,მეც თანახმა ვარ. -ნატა არ მოვა? -უნდა მოსულიყო აქამდეც,მე ოფისიდან მოვედი.აი ისიც,მოვიდა. -გამარჯობათ.ნატამ სათვალე მოიხსნა და მარიტას დაკვირვებით შეხედა.მარიტას საერთოდ არ მოეწონა ნატას გამოხედვა,მაგრამ უკვე კარგად იცოდა,მას წინ წინააღმდეგობები შეხვდებოდა,ამიტომ ის ძლიერი უნდა ყოფილიყო,რომ გამკლავებოდა შემოტევებს.ნატა დაჯდა თუ არა,პირველივე უხეში წინადადებით მიმართა მარიტას. -დიდი ხანია რაც ამ საქმით ხარ დაკავებული?მარიტას თვალები გაუფართოვდა და გაოცებულმა შეხედა ჯერ თვით ნატას,შემდეგ გიორგის და იგრძნო ალექსანდრემ ხელზე ხელი მოუჭირა გამხნევების ნიშნად.მარიტამ შეხედა თუ არა ალექსანდრეს მის თვალებში სითბო დაინახა,მაგრამ ისიც კარგად ამოიკითხა იქვე,რომ არ უნდა შეერჩინა ნატასთვის შეურაცყოფა.ჩაახველა და ნატას პირდაპირ თვალებში შეხედა. -სიმართლე გითხრათ,საერთოდ არ ვარ ამ სფეროში კომპიდენტური,მაგრამ არ დავფიცავ იმას,რომ ჩემი უკიდურესად ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფმა გადავწყვიტე ის გამეკეთებინა,რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მიუღებელია.მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედე ჩემს ჩანაფიქრს,მიხარია და ბედნიერად ვგრძნობ თავს,თუნდაც ჩემი გადაწყვეტილებით ბედნიერებას იპოვის ერთი ოჯახი.მე თანახმა ვარ და არც მრცხვენია იმის რასაც ვაკეთებ,თქვენ რომ შეგძლებოდათ ეს ბედნიერება თქვენი მეუღლისთვის მიგეცათ,ახლა აქ არ იქნებოდით ჩემს წინ და ამ შხამს არ გადმოანთხევდით ჩემს მიმართ. -საკმარისია.მკაცრად თქვა ნატამ. -მე თანახმა ვარ.თქვა გიორგიმ და მარიტას თვალს არ აშორებდა,მარიტამ ვერ გაუძლო გიორგის თვალების ელვარებას რომლებიც მის სიღრმეში ჩაძირვას აუწყებდნენ. -მე არ ვარ თანახმა,სხვას ველოდები და მას გავესაუბრები.თქვა ნატამ. -მე დრო არ მაქვს კიდევ სხვები ვეძებო,მე თანახმა ვარ,მაგრამ მე ჩემი მოთხოვნილებები მაქვს მარიტა. -გისმენთ,რას ითხოვთ. -მთელი ის 9 თვე,ჩემს სახლში უნდა იცხოვროთ,ჩემს სიახლოვეს რადგან მინდა ვიცოდე ყველაფერი. -ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ.უთხრა გიორგის ალექსანდრემ. -მე ვსწავლობ,იმედია წინააღმდეგი არ იქნებით. -არა,წინააღმდეგი არ ვარ,სხვა წვრილმანებზე ვისაუბრებთ როცა დრო მოვა.გიორგიმ ნატას გადახედა და უთხრა. -მე ოფისში მივდივარ,შენ? -სახლში წავალ.აშკარად ეტყობოდა,რომ არ იყო კმაყოფილი გიორგის გადაწყვეტილებით და ბრაზობდა,რომ არ დაეთანხმა მის უარს.გიორგი წამოდგა და ისევ მარიტას შეხედა და უთხრა. -კარგად დაფიქრდი მარიტა შენს გადაწყვეტილებაში და მე პასუხს როცა მეტყვი უკვე კარგად დაფიქრებულზე,მაშინ ვიმოქმედებთ ყველა ერთად.დაველოდები შენს საბოლოო გადაწყვეტილებას,ნუ იჩქარებ საქმეს აჩქარება არ სჩვევია.სათვალე გაიკეთა და კაფედან გავიდა,მაგრამ უკან ნატას ძახილმა შეაჩერა. -გიორგი.უკვე მანქანასთან მისული ნატას მიუბრუნდა და თვალებით შეეკითხა,გისმენო. -დარწმუნებული ხარ ეს გოგო სახლში შევიყვანოთ? -რატომ არ უნდა შევიყვანოთ სახლში,რა შეამჩნიე რამე უკულტუროდ ისაუბრა თუ არაა შენი ოჯახის წრის ისე როგორც მე ნატა. -ეს არ მიგულისხმებია,მე ვფიქრობ ის ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. -შენს მოთხოვნებს ვერცერთი ის ქალი ვერ დააკმაყოფილებს,ვისაც შვილის გაჩენა შეუძლია და ასეთი უხეში იქნები ყველასთან,როგორადაც ესაუბრე მარიტას.მომისმინე,მე ვაკეთებდი აქამდე ყველაფერს რომ შენ ბედნიერად გეგრძნო თავი,ვფიქრობ დრო არის უკვე ხვდებოდე რა ან ვინ აკლია ჩვენს ბედნიერებას.3 წელია,სრული 3 წელი რაც ერთად ვცხოვრობთ,27 წლის ვარ და აქამდე ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი,დროა შენც გამიგო ნატა.არც გიცდია გებრძოლა,გემკურნალა რომ თავად მოგეტანა ჩემთვის ეს ბედნიერება და შენ ყოფილიყავი ჩემი შვილების დედა.ახლა კი უნდა წავიდე და მაპატიე ამ მწარე სიმართლისთვის.მოწყვეტით წავიდა გიორგი და ნატამ თვალი გააყოლა და თვალზე მომდგარი ცრემლი კი გადაყლაპა,შემდეგ კი თვალი გაუსწორა კაფედან გამოსულ ალექსანდრეს და მარიტას.ზიზღით შეხედა მომღიმარ მარიტას და გულში თქვა ჩუმად. -არ დავუშვებ ამ ბავშვის დაბადებას,ყველაფერს ვიღონებ,რომ არ დაიბადოს.შებრუნდა,ზურგი აქცია მათ და წავიდა. -მარიტა არ მინდა სხვაგვარად გამიგო,მაგრამ როგორც მითხარი წასასვლელი არსად არ გაქვს,წამოდი ჩემთან და ჩემთან იყავი სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ. -მართლა არ შეგაწუხებ? -არ შემაწუხებ,ხომ გითხარი მარტო ვცხოვრობ.მარიტამ ხელი ჩაკიდა ალექსანდრეს და ღიმილით გაუდგნენ გზას.ნატა ეჭვანობით სკდებოდა და ცდილობდა გიორგის გადარწმუნებას,მაგრამ გიორგის ყველგან მარიტას სახე ედგა წინ ნელა-ნელა ეს გოგო ერთი ნახვით ძალიან შეიჭრა მასში და ჩასახლდა მის დაუკითხავად.მთელი დღეები გათიშული დადიოდა,რაც ალექსანდრემ შეამჩნია და უთხრა. -რა გემართება,რა გათიშული დადიხარ. -წარმოიდგინე,რომ ერთ დილით გაიღვიძებ და ხვდები,რომ წლების წინ ჩადენილი შეცდომა ჯერ კიდევ ისევ მტკივნეულად ტრიალებს სულში.ერთ დილით კი მიხვდები,რომ შეგიყვარდა.სიგარეტს ანთებ,ნაპასის ღრმად უშვებ ფილტვებში და თან ფიქრობ,ეს მოულოდნელად შენში შემოჭრილი სიყვარული თუ ძლიერია ის არ დაიკარგება,არ გაქრება,იმიტომ რომ მან ღრმად დაიდო უკვე ბინა შენს გულში.ვეძებე,ვეძებე და აი ვიპოვე და ის უკვე ჩემშია რადგან შევხედე თუ არა ჩემს სულში იმ დღიდან დაიბადა,ახლა მივხვდი რომ აქამდე თურმე მიტომ იყო ჩუმად იზრდებოდა ეს გრძნობა და შიგ ჩემში ღრმავდებოდა,ფესვებს იდგამდა.მარიტა,ალექსანდრე მარიტა არის ის ქალი რომელიც ასე ძლიერად შემოიჭრა ჩემში. -მაშინ იბრძოლე,იბრძოლე გიორგი რომ ყოველ ნაბიჯზე შენს სიყვარულს გრძნობდეს. -თავი მტკივა ალექსანდრე უკვე ამდენი ფიქრისგან,მგონი ვგიჟდები.ჩემს ფიქრებში ხანდახან მასთან ერთად ავდივარ ღრუბლებში ხელი-ხელ ჩაკიდებული და ბედნიერებით სავსე ორივე.როგორ ფიქრობ,შეიცვლება ჩემი ცხოვრება? -შეიცვლება,შენ ახლა გიყვარს ნამდვილი სიყვარულით.ცხოვრება ძალიან მოკლეა,რთულიც და მკაცრიც გიორგი და ნუ დაიძაბები,ვაკეთოთ ის რაც ჩვენს გულს უნდა.გამოუტყდი რომ შეგიყვარდა და გული გაგინთავისუფლდება სიმძიმისგან.იცი როგორი სახე გაქვს?წლების მიერ გადაუშლელი წიგნი რომელსაც ჩრჩილი ჭამს,მტვერი ედება და ვინც ამ წიგნს ხელში აიღებს გაუჭირდება წაკითხვა.სწორედ ასე ხარ,მაგრამ მე ხომ გიცნობ შენ გიორგი. -რაც მარიტა ვნახე მის მერე ძილი გამიკრთა,ასე მგონია ღამით მოდის ჩემთან ქურდულად მეპარება სახე დაფარული,მაგრამ სუნზე ვხვდები რომ ის არის.არ მინდა მოვუსმინო მის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს,მაგრამ შევხედავ თუ არა ვგრძნობ რომ უძლური ვარ.ვნება,ვნება იღვიძებს ჩემში და რომ მინდა შევეხო,რომ მინდა დავიჭირო გულში ჩავიკრა და მოვეფერო ხელიდან მისხლტდება და მიდის. -წარმოსახვები დაგეწყო,წარმტაც ფერებში? -დამეწყო,დამეწყო და ჩაითრია გულიც და გონებაც.ჩემში,მთელ ჩემს არსებაში არის გაბნეული.იცი როგორ ვარ?ბორკილებით შეკრულ ტყვეს ვგავარ,ვერ ვეწინააღმდეგები,რადგან იმ წუთში მახსოვს რომ ფეხები შეკრული მაქვს და ვერ გავედევნები.სასტიკი ბრძოლაა ჩემში გულსა და გონებას შორის,მათ კი ვნება ეჯახება და დგას ტანჯვა.წამებისაა მთელი ღამეები,ვერ ვიძინებ,არ მინდა ძილში რამე წამომცდეს და ნატამ გაიგონოს.ჩუმად ვებრძვი გულს და გრძნობებს,უზარმაზარი ლოდი მადევს,გაყოფილია ჩემი ნაწილები და ვერ თანხმდებიან,ეს ხომ სულის ტკივილია.გავცივდი,ლოდად ვიქეცი და აღარაფერი აღარ მინდა,მხოლოდ მარიტა მინდა,მხოლოდ ის უნდა გულს და სხვა არავინ. -ასე ღრმად შემოვიდა შენში ეს გოგო? -შემოვიდა,შემოვიდა და დარჩება კიდეც.ალექსანდრე რა იცი მასზე,ვინ არის და საიდან არის. -ბევრი არაფერი,ის ერთი უბრალო გოგოა რომელიც ჩემთვის არა მარტო უბრალო,ის არაჩვეულრებრივი ადამიანია. -სწორედ მაგ არაჩვეულებრივმა ადამიანმა არია და დარია ჩემში ყველაფერი,აღელვებული ზღვის ზვირთებივით მეხეთქება გულზე სურვილი,მისი ნახვის სურვილი. -დავაცადოთ,მოიფიქრებს და გვეტყვის პასუხს.ოჰ, აი ისიც მარიტა მირეკავს. -უპასუხე დროზე,იქნებ რა უნდა რომ გითხრას. -გისმენ მარგარიტა. -ალექსანდრე საიდან მოიტანე ეს მარგალიტა უფ,დაგაგვიანდება? -გაბრაზდი პატარავ? -არა,საერთოდაც არა. -გზაში ვარ და მოვდივარ,გიორგიც ჩემთან ერთად არის და ორივეს გვშია მარგარიტა ძალიან,ძალიან. -მშვენიერია,წამოიყვანე და წამოდი.ალექსანდრემ გიორგის შეხედა და უთხრა. -ორივე უნდა წავიდეთ,გველოდება. -რატომ,რა ხდება.დაძაბული ხმა ჰქონდა? -არა,არა მასეთი ვერ შევამჩნიე ვერაფერი. -როგორ ფიქრობ,პასუხი უნდა გვითხრას? -ვფიქრობ,რომ სწორად გამოვიცანით და პასუხიც დადებითია. -წავედით,წავედით.გაუხარდა გიორგის და ალექსანდრეს მანქანაში მოთავსდა. -მანქანას აქ ტოვებ შე ბრუ დასხმულო? -არა უშავს,ხვალ მოვაკითხავ.სახლამდე არცერთს არ ამოუღია ხმა და სახლში შესულებს მოშივებულ კუჭზე გემრიელი სუნი დაეტაკათ და თვალები გაუფართოვდა ორივეს ულამაზესი სუფრა რომ დახვდათ გაშლილი. -მოხვედით?აბა სასწრაფოდ ხელები დაიბანეთ და მობრძანდით.გიორგიმ და ალექსანდრემ ერთმანეთს გადახედა და ორივეს ერთი კითხვა ჰქონდათ. -რა ხდება? -მარგარიტა რა ხდება,რამე დღესასწაული გვაქვს და დაგვავიწყდა თუ არ ვიცით? -არ დაგვიწყებიათ,უბრალოდ არ იცით.დღეს 20 ნოემბერია და 20 წელი შემისრულდა და არა მარტო ეს,მინდა რაღაც გითხრათ,მხოლოდ ჯერ მიირთვით. -არა,უმჯობესია გვითხრა რისი თქმაც გინდა. -გიორგი,ალექსანდრე ბევრი ვიფიქრე,ბევრი რამე გვერძე მივდე და მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება. -რომ........... -რომ თანახმა ვარ გავაჩინო შენი შვილი და ვიყო სუროგატი დედა. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ და მინდა გაჩუქო ის სიხარული,რაც ყველა ადამიანის ოცნება და ცხოვრების მიზანია. -მარიტა კიდევ გეკითხები,დარწმუნებული ხარ და გულით გინდა გააკეთო ის,რასაც ამბობ? -კი გიორგი დარწმუნებული ვარ. -ხვალ,ზეგ,მასზეგ ამ აზრზე იქნები?ან ერთი კვირის შემდეგაც არ შეიცვლება და არც ერთი თვის შემდეგ შენი აზრი? -რომ არ მეფიქრა კარგად,არ იქნებოდით ახლა ჩემს წინ მაგ გაოცებული სახეებით ორივე.ვიცი,რომ ნატა ვერ მიტანს ამას მის გამოხედვაზე ვგრძნობ და მეშინია კიდეც რამე ზიანი არ მომაყენოს,მაგრამ ცხოვრება რისკი არის და მეც გავრისკავ და თუ თქვენი მხრიდან არაფერი არ შეცვლილა,შემოთავაზება ისევ ძალაშია მე თანახმა ვარ,როცა გინდათ ექიმთან მაშინ წავიდეთ. -ღმერთო,შენ არ იცი მე როგორ ველოდი შენგან ეს პასუხი გამეგონა და ახლა როცა მოვისმინე პასუხი,თითქოს შემეშინდა კიდეც. -რამ შეგაშინა,იმ პატარა არსებამ,რომელიც სულ მალე შენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს? -ჩემი ცხოვრება ისედაც თავდაყირა დადგა ალექსანდრე. -დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება. -ღმერთო რა ბედნიერი საღამოა.საჩუქრის გამო ბოდიში,ეს გვეპატიება რადგან არ ვიცოდით ეს დღე თუ შენი დღე იყო. -არა უშავს,მაგაზე არ იდარდო გიორგი საჩუქარს მოგვიანებითაც მივიღებ.თქვა მარიტამ და სამივემ გულიანად გაიცინა. -მაშ,გაუმარჯოს ახალ მიზნებს.თქვა ალექსანდრემ და ღვინო მოსვა. -ნატას დაველაპარაკები და ამ კვირაში წავალთ ექიმთან. -გაგიჭირდება მარგარიტა ნატასთან ურთიერთობა,მაგრამ ლოდ ქვეშ მოყოლილი ყვავილივით უნდა გაუძლო,რას იზამ მკაცრია დაო ცხოვრება. -რას ვიზამთ ალექსანდრე ჩვენ ყველას ჩვენი ღირსება გვაქვს,მართალია ზოგი ღირსებასთან ერთად მოთმინებას და თავდაჭერილობას კარგავს,მაგრამ შესანიშნავად აქვს ნათქვამი ერთ ცნობილ ადამიანს თომას მანის- რომ ,,იმ ადამიანის უნდა გეშინოდეთ,რომელიც არ ხმაურობს''. თქვა და თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს,გიორგი იჯდა და სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა მარიტას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.