ეს რეალობაა? (თავი 2)
არ ვიცი, ასეთი სასწაული რით დავიმსახურე, მაგრამ ყველაფერი ისე მალე გამოკეთდა, როგორც გაფუჭდა. თურქეთში გადამიყვანეს და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მართალია, ცოტა წვალება მომიწევდა ისევ ჩვეულებრივად გასავლელად, მაგრამ მგრძნობელობა სრულიად დამიბრუნდა. როცა ფეხზე მყარად წამოვდექი (რასაც ჩემი ნერვების დაწყვეტა დასჭირდა) და სახლშიც გამიშვეს, სკოლაში მისვლა გადავწყვიტე. მთელი ეს დრო საავადმყოფოში გავატარე და ახლა კიდევ სახლში ყოფნას ვერ ავიტანდი. -დარწმუნებული ხარ? მკითხა დედამ. -კი, დე. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე მაინც ჰომ მომიწევს წასვლა? ჰო და, ბარემ ორშაბათიდან ჩავდგები ჩვეულ რეჟიმში. -კარგი, დე. ფრთხილად იყავი. თავი დავუქნიე და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ორშაბათს სკოლაში მისულს ყველა მომაშტერდა. ბევრმა გამიცნო და ვისაც ერთხელ მაინც უთქვამს გამარჯობა, მოდიოდა და მესალმებოდა. კლასელები მთელი რეაბილიტაციის განმავლობაში გვერდში მედგნენ და ახლაც ყიჟინით შემხვდნენ. მასწავლებლები კი აცრემლებულნი მეგებებოდნენ. ალექსანდრესაც მოვკარი თვალი. ისევ პირველი სართულის დერეფანში იდგა, ჩვეულ ადგილას. გამომხედა და ხელი დავუქნიე. მას კი გაეღიმა და ჩამეხუტა. ის ჩემზე ბევრად მაღალი იყო, ამიტომ მის მკლავებში თითქმის აღარ ვჩანდი. გამეღიმა და მეც შემოვხვიე მკლავები წელზე. -ყველაფერი დამთავრდა. აღტაცებულმა ამოვთქვი. -რას ამბობ, ყველაფერი ახლა იწყება. ღიმილით მაკოცა თავზე. კარგი იქნებოდა, ასეთი დასასრული რომ ქონოდა ჩემს ისტორიას, მაგრამ ბევრად მეტი დაბრკოლება მელოდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ყველაფერი მართლაც, ახლა იწყება. ალექსანდრეს ჩამოვშორდი, როცა მის ზურგს უკან დავინახე სალომე და დემეტრე როგორ მოდიოდნენ ჩვენკენ. სიხარულისგან ერთი შეკივლება მოვასწარი, შემდეგ კი სალომე შემომაფრინდა. დემეტრემ კი ხელში ამიყვანა და ისე ძლიერად ჩამეხუტა, რომ ძლივს ამოვისუნთქე. -გამიშვი, იდიოტო! უკან საავადმყოფოში ნუ გამაბრუნებ!-ამოვიკისკისე.დემეტრემაც სიცილით დამსვა და თმები ამიჩეჩა.-აუუუ! წავიბუზღუნე და მერე გავიაზრე, რომ ალექსანდრე ისევ ჩვენს გვერდით იდგა... დემეტრე ისედაც იცნობდა. სალომე კი მე გავაცანი ალექსანდრეს. ამ დროს დერეფანში ვიღაც გოგო გამოჩნდა, რომელიც ტიპიური ჩვენი სკოლელი იყო. ვგულისხმობ, სქელ, სტაფილოსფერ მაკიაჟს, გაურკვეველი ორიენტაციის ცაცმულობას (გოთსა და სვეცკს შორის მერყევ სტილს) და უცნაურ, განაზებულ ხმას. -ალექსანდრეეე!-მოვიდა და ალექსანდრეს კისერზე ჩამოეკიდა.-სად ხარ?! მთელი დასვენებაა შენ გეძებ!-ტუჩები აიბზუა უცნობმა გოგომ. მე, დემეტრე და სალომე უხერხულად გავდექით განზე. -ქეთა....რა გინდა?-ალექსანდრეს ცივმა ტონმა გაგვაკვირვა. -რას ქვია, რა მინდა? ჩემი შეყვარებულის სანახავად მიზეზი მჭირდება? მთელი ტანით მიეტმასნა ქეთა ალექსანდრეს. გაოცებისგან პირი ოდნავ გავაღე. თუმცა, გამომეტყველება მაშინვე გავისწორე, გავბრუნდი და ჩემზე არანაკლებად გაოცებულ დემეტრეს და სალომეს ჩავუარე. ალექსანდრემ რაღაც კიდევ თქვა, მაგრამ არ გამიგია. "შეყვარებული ყოლია... რად მინდა ზედმეტი დრამა? ბიჭს შევეცოდე და მაგიტომ დაიწყო ჩემთან კონტაქტი....ახლა კი, შეუძლია, აღარ მომაჩვენოს თავი." მეორე დღეს ალექსანდრეს იმის უფლებაც არ მივეცი, რომ ერთი სიტყვა ეთქვა. უსიტყვოდ ვუვლიდი გვერდს. სალომემ მკითხა: -ბოლო-ბოლო რა ხდება შენსა და ალექსანდრეს შორის? -არაფერი. -ნამდვილად? -კი. ნამდვილად. ის უბრალოდ ისევე მოიქცა, როგორც ყველა დანარჩენი. არაფერი განსაკუთრებული. მოოკლედ.... ყველაფერი საშინლად წარიმართა. ალექსანდრეს დანახვა არ მსიამოვნებს. უცნაური შეგრძნება მეუფლება. თან კარგი, თან ცუდი. მაგრამ მერე ქეთა მახსენდება და ყველაფერი თავიდან იწყება. დეპრესიული პერიოდი დამიდგა და ჩემმა მეგობრებმა გართობის მიზნით კლუბში წამათრიეს. სალომე, თეა, დემეტრე და ირაკლი იყვნენ ჩემი კომპანიონები. ცეკვის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი, ამიტომ ისინი დარბაზის ცენტრში შევაგდე, მე კი ბარს მივუსკუპდი. ცოტა დალევა არ მაწყენდა. -შენი გაცნობა შეიძლება?-ვიღაც გვერდით მომიჯდა. -არა.-ვუთხარი ისე, რომ არც შემიხედია და მარტინი მოვწრუპე. -დარწმუნებული ხარ? ამაზე თვალები გადავატრიალე და ვიკადრე, უცნობისთვის შემეხედა, რაც ნამდვილად არ დამეხმარა. გვერდით ალექსანდრე მეჯდა.თვალებგაფართოებულმა ამოვღერღე: -...შენ... -ვიცი, ძალიან სიმპატიური ვარ! ვითომ ჩემი წინადადება დაასრულა, შემდეგ კი მალევე დაამატა: -ცოტა მაინც მოგეცადა. ასე უცებ, არ ველოდი, რომ შენგან კომპლიმენტს მივიღებდი.-ტუჩის კუთხე ჩატეხა ალექსანდრემ. ასეთ სისულელეზე თავი ვერ შევიკავე, თვალები გადავატრიალე და ძლივსშესამჩნევად გამეღიმა. -აქ რას აკეთებ? -იმას, რასაც შენ. -ახლა ნებითა შენითა გამეცლები თუ ძალითა ჩემითა? -'ძალითა შენითა?'-გაიკვირვა. -მისმინეე! მე აქ გასართობად ვარ მოსული და შენი მაიმუნობისთვის არ მცალია!-ოდნავ ალკოჰოლი მომეკიდა, მაგრამ სულაც არ მაწუხებდა. -უნდა დავილაპარაკოთ.-დასერიოზულდა ალექსანდრე. -რაზე? ქეთაზე? არა, იყოს. არ მაინტერესებს. -მარტო იმას გეტყვი, რომ ჩემი ყოფილია. დიდი ხნის წინ დავშორდი, მაგრამ არ მეშვება! გოგოსთან თუ დამინახავს სულ ეგრე იქცევა. ალექსანდრეს სიტყვებმა ჩემზე იმოქმედა. მაგრამ მაინც არ გამოვტყდი. -მერე? რით ვერ მოაგვარე?! დავიჯერო ასე რთულია?-ალექსანდრემ ერთი ჭიქა მარტინი გადაკრა და უცნაურად შემომხედა. -მგონი შენი მოვლა უფრო რთული იქნება. -რა თქვი? -არ შეგიძლია, უბრალოდ გაიგო სიტუაცია? რამდენი ხანია, ვცდილობ ყველაფერი აგიხსნა, მაგრამ ერთი წუთითაც არ გამიჩერდი! არაფერი ვთქვი კლუბიდან ისე წამოვედი. ალექსანდრე მართალი იყო. მას საშინლად მოვექეცი და თურმე, დამნაშავეც არ ყოფილა. "ჯანდაბა! ჩანთა დამრჩა! ყოჩაღ, ანასტასია!" შევიკურთხე და უკან შევბრუნდი. ალექსანდრე ჩემი ჩანთით ხელში იმავე ადგილას იჯდა. მისკენ გავიწიე, რომ ჩანთა ამეღო, მაგრამ ხელი მაღლა აწია და ვეღარ მივწვდი. -ჩანთა დამიბრუნე. თითის წვერებზე ავიწიე და ეშმაკურად მომღიმარ ალექსანდრეს თვალებში ახლოდან ჩავხედე. მისი მუქი ყავისფერი თვალები კლუბის სიბნელეშიც ელვარებდნენ. მან მკლავში ხელი ჩამავლო და ჯერ კიდევ ჩემი ჩანთა ეჭირა, როცა გარეთ გამათრია. -წამოდი, სახლში მე გაგიყვან. -არ მინდა, იყოს. უბრალოდ ჩანთა დამიბრუნე.-ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვცადე ჩანთის აღება. ალექსანდრემ ისევ გაწია ჩემი პაწაწინა, ოქროსფერი ხელჩანთა. ამოვიოხრე და მკლავები გადავაჯვარედინე. -დიდხანს აპირებ თამაშს? -მანქანაში ჩაჯექი.-ოდნავი ღიმილით მითხრა. მე კი ვუპასუხე: -არა. -კი. -არა. -კი. -კაი! ალექსანდრემ გამარჯვებულმა ჩაიღიმა, მე კი შუბლზე ხელი მივირტყი და მანქანაში ჩავჯექი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.