შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამაზმანი ფოტოგრაფი


8-05-2018, 19:06
ავტორი Hipster
ნანახია 1 429

„სულს მითბობდა მისი ერთი შეხედვაც კი ... დრო ყველაფერს როდი კურნავს, გაიძულებს შეეგუო“


თავი 1
გოგონა გასაღებს აკანკალებული ხელით სწრაფად ატრიალებს, კარები ჩაკეტილი აღარ არის მაგრამ ლილე მის გაღებას არ ჩქარობს.
- მზად ხარ მიკი ? - ეკითხება მის გვერდით მდგომ ძაღლს რომელიც მის აკანკალებულ ხელს წვდება და ლოკვას უწყებს
- კარგი ბიჭი ხარ შენ - ღიმილით იხრება ყიფშიძე ძაღლისკენ და თავზე ეფერება.
კარების სახელურს ეხება გონებაში კი გაუჩერებლად იმეორებს „შენ ძლიერი ხარ, შენ ძლიერი ხარ“
თვალებს ხუჭავს და კარს აღებს..
ნესტ გარეული, მაგრამ მაინც ნაცნობი სურნელი ცხვირს უწვავს. დანანებით იღიმება და სახლში შედის, მიკიც პატრონს ბაძავს და კარის ზღურბლს აბიჯებს. ლილე თვალებით ეფერება დამტვერილ ავეჯს, მისაღებში შედის და ჩანთას იატაკზე დებს. თვალს იქაურობასაც ავლებს .მტკივნეული მაგრამ მაინც სასიამოვნო გრძნობა ეუფლება. მისაღებიდან გამოდის და მისი ოთახის გზას ადგება.
კარებთან ჩერდება.
ეშინია.
რისი?
ეშინია მოგონებების, ძველი სიყვარულის, ჭრილობის გახსნის. თაბაგარის ეშინია..
ლილე ყიფშიძეს ეშინია.. ეშინია ჰო ,ეშინია
თვალებს ხუჭავს და ჰაერს ისუნთქავს, თავის თავს იმაში არწმუნებს რომ ის ძლიერია, რომ მას პრობლემების არ ეშინია. ოთახის კარებს სწრაფად წვდება და კარს აღებს.
ეღიმება
შიში ქრება
თვალწინ მიურბის წარსულის მოგონებები
ოთახში ფრთხილად შედის
ისევ ის სურნელია.. შავი ნარცისო და სობრანიე.. ჰო სობრანიე მაგრამ შავი. საწოლი რომელიც დამტვერილია, მისი წასვლის შემდეგ არავინ შეხებია, კარადა- რომელიც პატრონს ისევ მოთმინებით უცდის რომ გააღოს, გიტარა - ისევ იქ აყუდებული, ნახატებიც ისევ თავის ადგილას დევს და ოთახი..
მოგონებების ოთახი..
ლილეს თვალები ოთახისკენ ეყინება
ირონიით იღიმის
ისევ ისე.. ცალყბად
ცრემლი მოდის..
ტირის
ლილე ყიფშიძე ტირის!
თქვენც გიკვირთ არა?
ტირის ჰო, თან უკვე მერამდენედ!
პატარა კარადას, რომელიც სინამდვილეში ოთახია, ნელა უახლოვდება და სწრაფად აღებს. თვალებ დახუჭული შედის და კარს კეტავს. ზანტად ტრიალდება და თვალები ოთახში გაკრულ სურათებზე უშტერდება. მათ ნელა უახლოვდება, თითოეული ფოტოს გადაღების ისტორია კადრებად ჩნდება ლილეს მეხსიერებაში:
ფოტო 1 : ლილე და ლონდა
ფოტო 2 :გიორგი და ვაჩე
ფოტო 3 :ლონდა, გიორგი ვაჩე და ბარბარე
ფოტო 4 : წყნეთის აგარაკი
ფოტო 5 : ანდრია და ლილე..
ფოტო 6 : ლილე და ანდრია
ფოტო 7 : ანდრია და ლილე..
და ასე გრძელდება ოთახის ბოლომდე
ყიფშიძე იქვე ლამაზად შემოდებულ ფოტოაპარატს უახლოვდება,ხელით თბილად ეხება მონატრებულ მეგობარს .. ჯიბიდან შავ სობრანიეს აცურებს, უკიდებს და იქვე ჯდება, მოკიდებულ სიგარეტს იქვე ფრთხილად დებს, თვალებს ხუჭავს და მოგონებების მორევში იძირება.
*********

ანდრია თაბაგარი ? როგორ გითხრათ , ანდრია ჩემთვის სხვა განზომილება იყო. აი სულ სხვა! (იცინის)
მიყვარდა და ვუყვარდი.
უბრალოდ არაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ ეს სიყვარული შეგვენარჩუნებინა.
როგორ გავიცანით ერთმანეთი?
რათქმაუნდა ფოტოაპარატის საშუალებით !
15 აგვისტო იყო, ზუსტად მახსოვს.. ბარბიმ გამომიარა დაშნიანის დაბადების დღე უწევდა პარასკევს და ბარბარე რის ბარბარე მეტრეველი იყო ახალი კაბით რომ იქ არ წასულიყო! მაღაზიებში უნდა გავსულიყავით საყიდლებზე.. აი ეს კაბები და 15 სანტიმეტრიანები კიდე ჩემი სტილი არ იყო რა .. თან იმ კვირაში ძაან დაგრუზული დავდიოდი.. ვერაფერს ვიღებდი, არავინ მომწონდა.. ასე ვთქვათ მუზა დავკარგე ( იცინის) . მოკლედ მე და ბარბიკო წავედით კაბის ასარჩევად.. ერთ-ერთ შუქნიშანზე გავჩერდით.
- შენ არაფრის ყიდვას აპირებ? - დაინტერესებული მზერით შემომხედა ბაბიმ და საჭეზე თითები აათამაშა.
- არამგონია, სახლში ავარჩევ რამეს - მოკლედ მოვუჭერი და ფანჯრის მინა ჩამოვწიე, გვერდით შავი აუდი გაჩერდა, მინები დაბურული იყო, ყურადღება არ მივქციე და ბარბარეს ლამაზ პროფილს გავხედე, 2 წამში მეზობელი მანქანის მინა ჩამოიწია, ზანტად გავიხედე..
იცით? ზოგჯერ ვფიქრობ ნეტა არ გამეხედათქო!
ცალყბად უცინოდა საჭესთან მჯდომ მეგობარს.. თითებში შავი სობრანიე ეჭირა.. სწორი ცხვირი და მსხვილი ტუჩები.. კარგად გამოკვეთილი ყბის ხაზი.. წამიერად ფოტოაპარატისკენაც კი წავიღე ხელი.. მაგრამ გადავიფიქრე, ეს ის არარის რაც მე მჭირდებათქო გულში გავიფიქრე.. მაგრამ მერე იცით რა მოხდა? ( იცინის)
შემომხედა..
შემომხედა ჰო, შავი თვალებით.. იმ შავი თვალებით სხვას რომ არავის აქვს.. სწრაფად მოვკიდე აპარატს ხელი და ფოტო გადავუღე.. მის სახეზე გაკვირვება იკითხებოდა, მადლობათქო ეს ვუთხარი და ბაბიმ მანქანაც დაძრა
ეს იყო და ეს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent