შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-შეიცვლები? - მოიცა რა ! 22


9-05-2018, 18:38
ავტორი niakoo
ნანახია 4 540

- აი ვფიქრობ და არ მესმის ეს როგორ გითხრა- ერთი კვირის მერეც იგივე აწუხებდა ელეს.
- ელენე მაგ თემას აღარ შევეხოთ თქო ასიათასჯერ ხომ გითხარი უკვე ?- გაღიზიანებულმა დავაგდე ტელეფონი.
- მესმის მაგრამ გავბრაზდი ..
- მე არ გავბრაზებულვარ და შენ რაზე გაბრაზდი?
- ნუ მატყუებ სახეზე გეტყობოდა ყველაფერი..
- კარგი ვაღიარებ, მეწყინა.
-ხო..
- ვის არ ეწყინებოდა- როგორც იქნა საუბარში ჩაერთო ნინი- ადამიანი თავს რომ მოტყუებულად იგრძნობ მაგარი ****..
- ნინი შენ ზრდილობა ისწავლე და მერე მე ვიცი- ისევ გაბრაზდა ელენე.
- შენ რა გაღიზიანებული ხარ დღეს?- როგორც იქნა ვკითხე.
- არაფერია- ხელი აიქნია და მეასე ჭიქა წვენი დალია.
- ნამდვილად?- წინ წაიწია ნინი და ელეენს დააკვირდა.
- მგონი ვიჩქარე ლაშასთან გადასვლა- ძლივსგასაგონად გაისმა ელეს ხმა.
- ალილუია- ხელები მაღლა აღარპყრო ნინიმ.- რამ მიგახვედრა?
- მეგონა თუ მასთან გადავიდოდი შეიცვლებოდა, სახლში ადრე მოვიდოდა, შედარებით მეტ დროს დამითმობდა მაგრამ - ელენემ პაუზა გააკეთა და მე გადმომხედა- სულ გარეთაა, გამთენიისას მოდის და მერე შუადღემდე სძინავს, არანაირი პროგრესი, ზუსტად ისევე ცხოვრეობს როგორც აქადე.
- არ დაელაპარაკე?- იმდენად უინტერესოდ ვიკითხე შემრცხვა.
- ხო..
- მერე?- თვალები დააწვრილა ნინიმ.
- ხომ იცოდი როგორიც ვიყავიო- კიდევ უფრო დაუწია ხმას ელემ.
- არ მინდა წაქცეულზე ზედ გადავლა გამომივიდეს ელენე მაგრამ ლასა მართალია. არ იცოდი? იცოდი, ისიც იცოდი მაგის გამოსწორება შეუძლებელი იყო, ამიტომ სიყვარულო მოკიდე ხელი შენს კერკიდევ ამოულაგებელ ბარგს და წამოდი მანდედან სანამ შეგიძლია..
- არ ვიცი, მართლა ძალიან მიყვარს- თვალები აუცრემლიანდა ელეს.
აღარაფერი მითქვამს, სასწავლი მაქვს თქო მოვიმიზეზე და წამოვედი.
ამ ბოლო დრო კამათს ყველასთან გავურბივარ. არ ვიცი ეს რატომ ხდება მაგრამ აღარ მინდა ვინმეს რამე დავუმტკიცო, უკვე მეზიზღება არგუმენტები, რომელიც ჩემს მოსაზრებას ამართლებს და მერე რა რომ მე მართალი ვარ ელესთან და შემიძლია მილიონი მიზეზი ჩამოვუთვალო რატოც უნდა წამოვიდეს ლაშასგან? ხო მერე რა, მეტყვის რომ ზალიან უყვარს და ვერაფერს ვუპასუხებ, ვერ ავუხსნი რომ გადაწყვეტილების მიღებაა ძნელი თორემ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და თუ მე შევეგუე გეგას დაკარგვას, არც ელეენს მოკლავს ლაშასგან შორს ყოფნა.
არ მინდა ამის დამტკიცება, არ მინდა და მორჩა...
მთელმა თვემ ჩაიარა ელენეს წუწუნში. გეგა აღარ მინახავს, მხოლოს ერთი თვის მერე შევხვდით შემთხვევით ბარში.
- აბა დღეს ვის ვუბაგუნებთ ბიჭობა?- ხმა დაიბოხა ნინიმ როგორც კი ლაშას სრული საძმაკაცო დაინახა.
- ფრთხილად შენ არაფერი მოგხვდეს- გაღიზიანებული ჩანდა აკო.
- აკუნ, ჩემო ძმაო, ვინც ნორმალურად იქცევა არავინ არაფერს უსავებს.
- ნინი ნერვები არ მაქვს - გააფრთხილა აკომ.
- აი სულ რომ დაძაბულები ხართ როგორ არ შემიძლიხართ- ხელები გაასავსავა და როგორც იქნა დაჯდა.
- კარგად ხარ?- ელენეს ვკითხე.
- კი რა იყო?
- არაფერი- ამ გოგოს მხიარულება მაგიჟებს. გუშინ ტიროდა ლაშა ისევ ისე იქცევაო დღეს ბედნიერი ზის.
ისევ არ მიმჩნევდა გეგა მხოლოდ დამშვიდობებისას მიკადრა და შემომხედა, თავით მანქანაზე მანიშნა და უსიტყვოდ გამიღო კარი. არ გამიპროტესტებია მშვიდად დავჯექი და სერიოზული კამათისთვის მოვემზადე, ამჯერად აღარ ვაპატიებდი.
- იმდღეს ცუდად გამომივიდა- ათწუთიანი დუმილის შემდგებ მოაბა თავი სათქმელს.
- მეჩვენება თუ ბოდიშს მიხდი?- სიმწრით გამეღიმა მის ვერნათქვამ ბოდიშზე.
- როცა ხედავ რომ ყველა გაღიზიანებულია უნდა გაჩერდე და არა პირიქით სიტუაცია გაამწვავო..
- ხომ შეგეძლო უბრალოდ ბოდიში მოგეხადა?- გაცხარებულმა მივატრიალე თავი- შენ კიდევ პირიქით ცდილობ ამიხსნა რომ მე ვიყავი დამნაშავე და ფაქტობრივად გაიძულე ჩემთვის ეს ყველაფერი გეთქვა და მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი შენ საბოდისო არაფერი გექნებოდა- უკვე ნერვულად მეცინებოდა- შენი ლოგიკით პირიქით მე მაქვს ბოდიში მოსახდენი რადგან ამ სიტუაციაში ჩაგაგდე. სასწაული ადამიანი ხარ- თავი გავიქნია და დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე.
- შენ რა ძაან გაგფუჭებია ნერვები..
- რას ვიზამთ ცხოვრებამ და ამ ცხოვრებაში არასწორმა ადამიანებმა მოიტანა.
- ზედმეტი მოგდის ნია..
- თუ დაფიქრდები რა გააკეთე მიხვდები რომ მართალი ვარ..
- შენ თქვი ჩემთან ყოფნაზე უარი.
- არ გინდა გეხვეწები, ორივემ ვიცი ეგ მიზეზი იყო. საერთოდ მაგით ხალხს ატყუებ თუ საკუთარ თავს?
- რისი მოსმენა გინდა?- მანქანა დაამუხრუჭა გეგამ და მთელი ხმით იყვირა.
- პირველი -თითი გამაფრთხილებლად ავუწიე- ნუ ყვირი და მეორე, არაფრის მოსმენა არ მინდა, მითუმეტეს იმის რაც ისედაც ვიცი.
- ვერ ვიქნებოდით ერთად- მშვიდად დაიწყო ერაძემ- ჩმენაირი ადამიანი ჩემნაირი ცხოვრებით შენტან ვერ.. მუდმივად ვიკამათებდით, შენ მუდმივად პასუხებს ითხოვდი ნია მე კი ისინი არასოდეს მქონდა, მე კაცი მომიკლავს, მე ყოველდღე ვცემ ვიღაცას, მე იარაღი დამაქვს შენ კი ეს ყველაფერი გძულს, ვერ გამიძლებდი..
- წამალი გამოგრჩა - შევახსენე მთავარი მიზეზი.
- აღარ ვიკეთებ.
- არ გადამრიო- ხმამაღლა გამეცინა მის დამარწმუნებელ ტონზე.
- აი ხომ ხედავ არც კი გჯერა.
- არ მითხრა რომ გეწყინა არ გამაცინო..
- ნია ნორმალურად ლაპარაკი შეგიძლია?
- გეგა სახლში მიმიყვანე და თავი დამანებე გეხვეწები.
- კარგი როგორც გინდა...
მობეზრებულმა გააქნია თავი და მანქანა დაძრა. უხმოდ მიმიყვანა სახლამდე და დამშვიდობების გარეშე წავიდა.
რამდენიმე კვირა აღარ მინახავს მერე შემთხვევით შევხვდი რესტორანში, კურსელის დაბადებისდღეზე, ისევ ჩხუბობდნენ, ისევ დეჟავუ მქონდა, პირისპირ პირველად ასე შევხვდი გეგას. ინსტიქტურად ავდექი და მივუახლოვდი, პოლიცია ორ წუთსი მოვიდა, ყველა დასალა და გარეთ გაიყვანა გარეთ გავყევი მეგონა დაიჭერდნენ, გეგა და აკო იყო მეტი ვერ ვიცანი.
- ერაძე დავიღალე- შედარებით თბილად ესაუბრებოდა პოლიციელი- კარგი შვილო დაისვეენ და ჩვენც დაგვასვენე.
- ვა ნია?- უხერხულად გაიღიმა აკომ.
- ნორმალურად მოქცევა არ შეგიძლიათ ხო?- დავისისინე და პოლიციელს გავუღიმე.
- წავედი მე და ჭკვიანად მიდით სახლში, ირაკლი მომიკითხე- დაემშვიდობა პოლიციელი და წავიდა.
- აქ რა გინდა?- ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა ერაძემ და როგორც იქნა შემომხედე.
- რესტორნებში შენსგარდა სხვებიც დადიან გეგა ..
- სულ ერთნაირი ადგილები როგორ მოგვწონს- გაეღიმა.
- მხოლოდ რესტორნებში ვემთხვევით.- წარბაწეულმა მოვახსენე და აკოს მივუბრუნდი.
- რას გავხარ აკო..
- დიდი მადლობა- რვერანსი გააკეთა და სახე დამანჭა ალბათ კარგად მოხვდა.
- რატომ ეჩხუბებოდით?
- არ გვევასებიან ეგენი..
- თბილისსი არის ვინმე ვინც გევასება?
- კი მაგრამ შენი კურსელები მაგათ სიაში არ შედიან- თავით მანიშნა რესტორანზე აკუნამ.
- მაგათგან რაღა გინდა?
- ერთი, მაღალი, რიჟა, კომისარის შვილის, მაგან გამსროკა ორი წლით იმდენი ფული ჩამაყრევინა ნაბ$$44-მა ..
- რომელი ჩხაიძე?
- ჰო ..
- და მერე ?
- ვაბშე რა პონტში ხარ მაგ სასტავში ვერ გავიგე, მეორე კოდუა ნაბი@@@ ბიზნესმენის შვილია მამამისი სამჯერ მყავს ნაცემი..
- აკო თქვე მთელი თბილისი ნაცემი გყავთ და მთელი თბილისი ვერ გიტანთ და მაგისგამო სახლში ვერ გამოვიკეტები, თანაც ეგ თქვენი პრობლემაა და არა ჩემი..
- ერთ-ერთი დვალის ბიჭია- სიაგრეტის ამოღება მოესწრო გეგას- აი იმ პოლიციელის საავადმყოფოში რომ გაგამწესა..
დავიბენი, რაცარუნდა მომხდარიყო ჩემსა და გეგას შორის ის დღე ჩემს კოშმარად დარჩება.. ირაკლი დვალი კარგი ბიჭია, მასთან ძალიან ახლოს არ ვარ მაგრამ ვმეგობრობ.
- არ ვიცოდი- დავიჩურჩულე და უაზრო მიმართულებით დავიწყე ყურება.
- ახლა ხომ იცი..
- მერე რა? იქნებ სულაც არ აქვს არანაირი შეხება მამამისის საქმეებთან.
- რა აზრი აქვს ნია? იმ ძაღლის შვილია არ გახსოვს რა გვიქნა?
- შენთან კამათს არ ვაპირებ, მეგობრებთან ვბრუნდები..- ზურგი ვაქციე და წამოვედი.
- ნია? ნიკუშა დანელია ვინ არის?- აკოს ხმამ გამაჩერა ადგილზე.
ნიკუსა დანელია იმ ბიჭის სახელი და გავრია ნინამ რომ გვაჩვენა კაფეში.
- რა აზრი აქვს აკო- მისკენ მივბრუნდი და ვცადე მაქსიმალურად წამეკითხა მისი ემოცია.
- კაი ჩემით გავარკვევ..
- შეეშვი რა..
- ვერა - გამიღიმა. ისე გამიღიმა გეგა რომ იღიმოდა "ვერა"ს თქმის მერე.
არაფერი მიპასუხია შემოვტრიალდი და წამოვედი.
უცნაური ემოციები დამიტოვა ამ დღემ, ცოტა მელანქოლია, ცოტა ნოსტალგია და ცოტა ცინიზმი..
ხო ცინიკურია ცხოვრება? ხო, ასეა. სხვანაირად როგორ შეიძლება ჩემნაირ გოგოს გეგასნაირი ბიჭი
უყვარდეს...



№1  offline წევრი Lover-Girl

შენ არ იცი როგორ მიხარია რომ აგრძელებ.. ადრე სულ ველოდებოდი ხოლმე ახალ თავს და ერთი სული მქონდა როდის დადებდი.. იმედია ეხლაც გააგრძელებ, და სისტემატიურად დადებ..
აი ძაან მიყვარს ეს ისტორია და რავქნა.. გეგაც კი, მიუხედავად იმისა რომ მისი უმეტესი თვისებები არ მომწონს...
ნუ, რაღა ვთქვა... წარმატებები და იმედია გააგრძელებ.. heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

აკოს და ნინას ხაზი განავრცე რა))

 


№3 სტუმარი Maria

რაღა დაგიმალო და მომწონს !!

 


№4  offline წევრი ჟიზელი

წამალს შევეშვიო, თითქოს ცა გამონათდა .
მე მაინც მჯერა,რომ ადამიანები სიყვარულის გამო იცვლებიან.

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ერთ ადგილას ჭედავ რა.
პრობლემებზე არასდროს არ საუბრობენ საკმარისად.
თითქოს მიყვარხარ, ბოდიში, შემირიგდი შველის მხოლოდ
და თემა დახურული რჩება მუდამ.
შენს პერსონაჟებს და ზოგადად, შენს ისტორიებს ემოციები აკლია.
აღწერას არ ვგულისხმობ,
დიალოგები გჭირდება უფრო აზრიანი,
ვრცელი და შესაბამისი.
ხომ შეეძლო, პასუხი მოეთხოვა,
თავის გრძნობებზე ეთქვა,
თუ არ უნდოდა ეს პირიქით,
არ მიეცა არაფრის თქმის უფლება მაინც.
ეს მაგალითად, თორემ ყველა ეპიზოდს მაზავ.
როგორ გამოვიდა იცი?
ჰჰოპპ და შეუყვარდათ და ჰოპ და დაშორდნენ და ჰოპ და რიგდებიან...
ზოგადად, მე ნიას მამა კარგი ტიპი მგონია და
შენც ასე აღწერ.
რატო საერთოდ არ ერევა?
ერთხელ მაინც რატომ არ ათქმევინე გეგასთვის რომ,
იცი რა გეგა, ჩემს ქალიშვილს არ აწყენინო. არ გაეკარო. არ გაბედო...
ანუ, მამამ როცა იცის რომ შვილს ნარკომანი და მკვლელი შეყვარებული ყავს,
უმოქმედოდ ზის?
არ არსებობს ეგეთი მამა და მითუმეტეს,
აშკარად სხვა ტიპაჟია რატიც.
უფრო მეტი წვრილმანები გინდა, ხომ ხვდები?
გეგას კიდევ არაფრის რომ არ ეშინია,
ეგ რეალობას აცდენილია.
სიტუაცია გაამძაფრე,
თუ აჩხუბებ,
პრობლემებიც შექმენი და მერე მოგვარება დაიწყე.
ძალიან, ძალიან ბევრი რამ გაქვს დასახვეწი და
მე დიდი იმედი მაქვს, რომ დახვეწ.
მჯერა რომ დაიხვეწები,
სცადე მაინც რა.

პს: ისე მართალიც იყო გეგა რა.
ამ გოგოს ცხოვრებაში სხვა არასდროს არ უნდა გამოჩნდეს?
თუნდაც, დროებით და გეგას რომ არ მისცეს ჩარევის უფლება.
უბრალოდ, ძალიან სუსტ და გოიმ პერსონაჟად ხატავ ნიას და ტეხავს.

წარმატებები
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6 სტუმარი ელეე

Eleniko13
ერთ ადგილას ჭედავ რა.
პრობლემებზე არასდროს არ საუბრობენ საკმარისად.
თითქოს მიყვარხარ, ბოდიში, შემირიგდი შველის მხოლოდ
და თემა დახურული რჩება მუდამ.
შენს პერსონაჟებს და ზოგადად, შენს ისტორიებს ემოციები აკლია.
აღწერას არ ვგულისხმობ,
დიალოგები გჭირდება უფრო აზრიანი,
ვრცელი და შესაბამისი.
ხომ შეეძლო, პასუხი მოეთხოვა,
თავის გრძნობებზე ეთქვა,
თუ არ უნდოდა ეს პირიქით,
არ მიეცა არაფრის თქმის უფლება მაინც.
ეს მაგალითად, თორემ ყველა ეპიზოდს მაზავ.
როგორ გამოვიდა იცი?
ჰჰოპპ და შეუყვარდათ და ჰოპ და დაშორდნენ და ჰოპ და რიგდებიან...
ზოგადად, მე ნიას მამა კარგი ტიპი მგონია და
შენც ასე აღწერ.
რატო საერთოდ არ ერევა?
ერთხელ მაინც რატომ არ ათქმევინე გეგასთვის რომ,
იცი რა გეგა, ჩემს ქალიშვილს არ აწყენინო. არ გაეკარო. არ გაბედო...
ანუ, მამამ როცა იცის რომ შვილს ნარკომანი და მკვლელი შეყვარებული ყავს,
უმოქმედოდ ზის?
არ არსებობს ეგეთი მამა და მითუმეტეს,
აშკარად სხვა ტიპაჟია რატიც.
უფრო მეტი წვრილმანები გინდა, ხომ ხვდები?
გეგას კიდევ არაფრის რომ არ ეშინია,
ეგ რეალობას აცდენილია.
სიტუაცია გაამძაფრე,
თუ აჩხუბებ,
პრობლემებიც შექმენი და მერე მოგვარება დაიწყე.
ძალიან, ძალიან ბევრი რამ გაქვს დასახვეწი და
მე დიდი იმედი მაქვს, რომ დახვეწ.
მჯერა რომ დაიხვეწები,
სცადე მაინც რა.

პს: ისე მართალიც იყო გეგა რა.
ამ გოგოს ცხოვრებაში სხვა არასდროს არ უნდა გამოჩნდეს?
თუნდაც, დროებით და გეგას რომ არ მისცეს ჩარევის უფლება.
უბრალოდ, ძალიან სუსტ და გოიმ პერსონაჟად ხატავ ნიას და ტეხავს.

წარმატებები


ზედმეტად აკრიტიკებ რა. მამამ იცის რომ მის შვილს ნარკომანი უყვარს და მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ეს მაინც არ დაუშლის იმიტომ რომ ეს მისი გადატყვეტილებაა და უფლება აქვს ის უყვარდეს ვინც უნდა და მამა გვერდში იქნება მუდამ. ნია გოიმი პერსონაჟი არაა უბრალოდ მსგავსი სიტუაციის გაგება არ შეგიძლია თუ გამოცდილი არ გაქვს ადამიანთან სულ კამათი ასეთ რამეზე, ასევე გეგას რომ არაფერი აშინებს ეს გასაკვირი არაა და რატომ ფიქრობ რომ რეალობას აცდენილია? არიან ადამიანები ვისაც არაფრის ეშინიათ, შესაძლოა შენ არ იცნობ უბრალოდ თორემ არიან ასეთებიც. დასახვეწი აქვს მაგრამ ისე ნუ იზამ რომ დახმარების ნაცვლად წერის სურვილი დაუკარგო რა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ელი

აზრზე არ ხარ რამდენ ხანს ველოდებოდი ამ ისტორიის გაგრძელებას. არც კი დამითვლია თავიდან რამდენჯერ წავიკითხე. რაღაც პონტში ჩემს ცხოვრებას გავს და დეჟავუს გრძნობა მაქვს ხოლმე. უფრო დიდი თავები რა... არ მყოფნის... <3 heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი უბრალოდ მკითხველი

ნიაკო შენი ისტორია ძალიან მაგარია, უბრალოდ გთხოვ ცოტა მალე დადე, მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას❤️

 


№9  offline მოდერი ^paradise^

აუ ახლა გამახსენდა როგორ აღმოვაჩინე ეს საიტი ამ ისტორიით .. მაშინ როცა დებდი ამ ისტორიას აი ძალიააან პოპულარული იყო, თან ეგეთი ბიჭები რაღაც მოდაში შემოვიდა და ისეთი ისტორია იყო აუ მეთქი ნეტა მეც ეგეთი შეყვარებული მყავდესთქო :დდდ სამი წელი გავიდა მგონი ესეიგი სადღაც 16 წლის ვიყავი ხოდა ამ ისტორიის წაკითხვას ვიწყებ თავიდან ნოსტალგიის გრძნობით . არ დავიწყებ ეხლა შეცდომებზე ლაპარაკს არ ვთვლი,რომ რაღაც ჩემებურად უნდა შეასწორო. ჩემი ისტორია ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და მესმის შენი , როცა ითხოვენ რომ თუნდაც დიალოგებში მეტი აზრი იდოს ! შენს გულს როგორც გაუხარდება და რაც გაუხარდება ის წერე <3 მთავარია წერა არ შეწყვიტო !

 


№10 სტუმარი მირა

მალე დაიდება??

 


№11 სტუმარი სტუმარი მოცინარი

რა კარგიაა❤❤❤
მალე დადე , რა
კაი ბიჭია ერაძეეე

 


№12  offline წევრი ჟიზელი

სად გაქრსი :(

 


№13 სტუმარი სტუმარი უბრალოდ მკითხველი

ამდენიხნიანი დაშორებებით შენს ისტორიას სრულიად უინტერესოს ხდი, მემგონი ჯობს რომ მალ. მალე დადო ახლაი თავიები, ცოტა ჩვენზეც იფიქრე..

 


№14  offline წევრი Kaxcha

არვიცი რა ვთქვა თავიდან ბოლომდე ეხლა წავიკითხე და ლამის გავგიჟდი... უმაგრესია გთხოვ გააგრძელე❤

 


№15 სტუმარი სტუმარი ელი

სერიოზულ ლომკაში მაგდებ... მალე დადე რა. გავწამდი.

 


№16 სტუმარი

აუ კაიიი რააა! გთხოოოვ გააგრძელე რა.... ან ის მაინც თქვი რომ აღარ აგრძელებ... =((

 


№17  offline წევრი anns

აღარ აგრძელებ?

 


№18  offline წევრი nniiaakkoo:)

აუ ნია გაგიბანძებია;/
გეგა,როგორიც არუნდა იყოს ყველანაირი მიყვარს,ქაჯი არაა რა ხოხვდები:)

 


№19 სტუმარი სტუმარი უბრალოდ მკითხველი

აუ გააგრძელე რა..

 


№20  offline წევრი Somebody

ეს არის ისტორია, რომელსაც მთელი გულით, სულით და სიხარულით ვუცდი <3
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№21 სტუმარი

აშკარად გადაგვაგდე..????ესე დაგვიკიდე ამდენი კაცი..

 


№22 სტუმარი სტუმარი ანა

ველიდები უკვე რამდენი ხანია

 


№23 სტუმარი Wero

უკვე 4 თვეააა ამისტორიას ვუცდით-_- (((ძააანნნნ დააგვიანეე(( შეგიძლიაა რომ
მალეე დადოო(((

 


№24 სტუმარი სტუმარი ანა

რამდები ხანია ვამოწმებ და არ დაგიდია;( მითხარი რომ არ დადებ და მეც დავმშვიდდები

 


№25 სტუმარი სტუმარი Kaxcha

გთხოვ მალე უკვე გავგიჟდი ამის ლოდინშიიიი????????????

 


№26  offline წევრი mariam m.k

Bolos da bolos agrzelef tu ara. Amit mkitxvels kargav da mets arafers !!!

 


№27  offline წევრი Avrora-Gallagher

გააგრძელე რა ძააააან გთხოვ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№28  offline წევრი manonreom

გააგრძელე რაა
--------------------
ი.მ.

 


№29 სტუმარი ana

იცი როგორ მინდა ამ ისტორიის გაგრძელება წავიკითხო? ძალიან გამიხარდება....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent