ორი მოწმე (თავი 6-7)
მიუხედავად დაჩის გაცეცხლებისა და ყვირილისა, მაინც ლილიას გეგმამ გაიმარჯვა და აი ერთ სამშაბათ დღეს, როცა ჩვეულებრივად მუშაობდა, სრულიად მოულოდნელად მკლავში დაჩი წვდა და მისკენ შეაბრუნა. -მე შენ რა გაგაფრთხილე?_თვალებიდან ლამის ცეცხლს აფრქვევდა. -დაჩი მტკენ. -გაიხსენე აბა რა გაგაფრთხილე? ხომ გითხარი კაფეში მისული აღარ დაგინახოთქო? -დაჩი ეს ჩემი სამსახურია. -არ მაინტერესებს. ახლავე გამოიცვალე და წამოდი_ხელის კვრით გაუშვა პერსონალის ოთახსიკენ და ყველას მისკენ მიპყრობილი მზერა დააიგნორა. -არა დაჩი, ამჯერად შენსას ვერ გაიტან, უკვე ზედმეტი მოგდის, შეეგუე ბოლოსდაბოლოს, მე აქ ვმუშაობ. სანამ დაჩი ისევ მოასწრებდა ლილიასთან მიახლოებას მათ შორის ლაშა ჩადგა, ლილიაც დიდის ამბით ამოეფარა და დამფრთხალი თვალებით დაიწყო ყურება. -ძმაო ზედმეტი მოგდის, ჯობია აქედან წახვიდე ლილიას არცხვენ. -შენ ვიღა ჩემი ფეხები ხარ? ჩემს საცოლეს სადაც მინდა და როგორც მინდა ისე მოვექცევი._საცოლეზე ლილიამ წარბები აწკიპა და ლაშას ზურგიდან ჩუმად გამოიჭყიტა. -შენი საცოლე არ ვარ დაჩი და ახლა უკვე აღარც შეყვარებული, ყველაფერი დამთავრდა აქედან წადი. -ამას ასე არ შეგარჩენ ქალბატონო_მუქარა დაუტოვა ლილიას და კმაყოფილი ღიმილით ჩაჯდა მანქანაში. დემნასთან იკრიბებოდნენ, ორ საათში ლილიაც მივიდა, ნატალი ყველას მაგარი ყავით გაუმასპინძლდა, უნდოდა თუ არა ისიც ჩაერთო გამოძიებაში და ისეთი აზარტი იგრძნო დემნას საყვედურს აღარასდროს ვეტყვიო ისიც გაიფიქრა. -მოკლედ ვერაფერს გეტყვი ყოფილო საქმროვ, მემგონი მსახიობობა უფრო გამოგდის, ფროფესიის შეცვლაზე ხოარ იფიქრებდი?_მხიარული ხმით შემონარნარდა ლილია დუტის გახსნით. მის გაბრწყინებულ თვალებს ცივად ახედა დაჩიმ და ბოლოს მაინც გაეცინა -შენც იგივეს გეტყოდი. აბა? -რა აბა? -ახლა რას აპირებ? -ოჰ დაჩი, შენთან დაშორებით ისე გავნერვიულდი ვიღაცის ბეჭი მჭირდებოდა ცრემლები რომ მეღვარა_მოწყენილმა ჩაილაპარაკა ლილიამ და ლამის ისევ ატირდა. -ღმერთო ჩემო მართლა უნდა იფიქრო მსახიობობაზე_სიცილით გააქნია თავი დაჩიმ, მაგრამ ორ წუთში ისევ გამომძიებელი ჩართო_იცოდე როგორც შევთანხმდით, ძალიან ახლოსაც არ მიდიხარ, სახლში არ ეპატიჟები და თითოეულ სიტყვას უკვირდები. -კარგი საყვარელო, ვიცი ეჭვიანობ, მაგრამ ჩვენ უკვე დავშორდით და ნება მომეცი ლაშასთან ბედნიერი ვიყო_თვალების ციმციმით მიუჩოჩდა დაჩის და ქვედა ტუჩი ვითომ მოწყენილმა ამოაბრუნა. დაჩიმ ზემოდან დახედა და ჩუჩრჩულით უთხრა -იცი რას ამბობენ ექსტრემალურ სიტუაციაში დაწყებულ ურთიერთობაზე და სიყვარულზე? -ცხოვრების ბოლომდე გრძელდებაო?_გული ამოუჯდა ლილიას დაჩიდან სიყვარული რომ გაიგონა, ცოლ-ქმარს კი ბატიბუტიღა ქონდა დარჩენილი და ნამდვილად ფილმი ეგონებოდათ. -არა ლილია, მტკივნეულად მალევე მთავრდებაო_ცივად შეკრა წარბები და კარისკენ წავიდა._ტკბილი ძილი ყველას. ლილიას სახეზე შეყინული ღიმილი უხერხულად ჩამორეცხა დემნას ჩახველებამ -წამო ლილია, ჩაი დავლიოთ და ჩვენთან დარჩი_ისიც დაპროგრამებულივით უკან გაყვა და ლამის ტირილი დაიწყო დაჩის სიცივით ნაწყენმა. არც მას მოწონდა და დიდად თავს არ იკლავდა, მაგრამ ასე გულგრილობასაც არ ელოდა. -არ მოიწყინო რა, ის ყველასთან ასეთია, ლილია გთხოვ რა. -რატომ უნდა მოვიწყინო დემნა, მეორე თვეა რაც ვიცნობ, თავიდანვე ვიცოდი როგორი ცივი იყო, სანამ გავიცნობდი მანამდეც კი ვიცოდი ვინ იყო და როგორი, ამიტომ არ მწყენია. -ამჯერად მინდა მსახიობური ნიჭი დაგიწუნო და თან ერთი კითხვა მაქვს. -გისმენ დემნა. -პირველად რომ გავეცანით ერთმანეთს, მახსოვს დაჩიზე თქვი ანუ შენ ხარ ის დაჩი თაბაგარიო და შეგიძლია მითხრა საიდან იცნობდი? -დემეტრესგან დემნა_ გაეცინა ლილიას_ერთხელ, როცა ნიას მორიგ სიურპრიზს უკვე ჩემი იდეით ვუწყობდით, დაჩიზე მომიყვა, მითხრა ნიაზე როცა ვეტყვი ერთი უნდა გაგაცნო ისეა მის სამსახურზე გადამკვდარი ორი თვეა არ ვუნახივარ და შენნაირი თუ მოიყვანს ცხოვრებისკენო. ამითი მივხვდი ვინც იყო და როგორიც. ლილიამ დარჩენა მაინც გადაიფიქრა, ახლა მხოლოდ სამხატვრო ოთახზე ფიქრობდა, დემნამაც სახლამდე მიაცილა და ცოლთან დაბრუნდა. მაშინვე ფუნჯები მოიმარჯვა ლილიამ და დილამდე ოთახიდან არც გამოსულა, რამდენიმე ნახატი ერთად დაასრულა, აქედან მხოლოდ ერთი იყო პორტრეტი და ისიც დაჩისი. -ჯანდაბა, ამ ჯმუხს ჩემ ცხოვრებაში არაფერი ესაქმება. _ნახატი მაგიდის უკან გადამალა და სამხატვრო კურსებისთვის მოემზადა. შუადღეს გარეთ გამოსულს დაჩი რომ დახვდა ნერვიულად მოსიარულე, მისკენ წავიდა. -გამოხვედი? კარგია წავედით. -სად? რამე მოხდა? -კი, წავედით. როგორც ყოველთვის დემნასთან შეიკრიბნენ. დაჩი ნერვიულად მიმოდიოდა და ისე ლაპარაკობდა. -გუშინ სახლში ვერ წავედი, გზაში რატომღაც მკვლელობის ღამე გამახსენდა და კამერების ჩანაწერები გადავამოწმე, კიდევ კარგი ბენზინგასამართ სადგურებს მაინც აქვთ და საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე, მთელი საღამო სადაც დემეტრეს მანქანა ჩანდა, უკან აი ეს შავი მერსედესიც დაყვებოდა_სურათები დაყარა მაგიდაზე_ ყველა კამერაში ჩანს მათ უკან, ამიტო დამთხვევა გამორიცხულია, ერთ-ერთ კამერაში შუქი პირდაპირ ნომრებზე ენათება და ვინაობაც გავარკვიე, მანქანა ვინმე ლალი შალამბერიძეს ეკუთვნის. მასზე მაშინვე მოვიძიე ცნობები და ის უფრო გამიკვირდა მისი ძმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლაშა რომ აღმოჩნდა. ახლა ორი ვარიანტია, ან მისი დაც გარეულია, ან იმ საღამოს გამოიყენა კვალის არევისთვის. მოკლედ, დემნა უფროს უკვე ველაპარაკე, ლაშაზე ოფიციალური თვალთვალი იწყება, შენ კი ქალბატონო_მკაცრად დაუქნია ლილიას თითი_ დღესვე მოდიხარ იმ ბარიდან, დეტექტივობანას თამაშს თავს ანებებ და შენ საქმეს აგრძელებ, გასაგებია? რომელიმე ჩვენიანი ჩაგანაცვლებს და ლაშას ის დაუახლოვდება. -არა. -ვერ გავიგე? -არათქო. -რატომ ხარ გოგო ასეთი ჯიუტი? -ეს ჩემი საქმეა და ჩემი გეგმა, ახლა მოგინდა ჩემი საქმიდან გამოთიშვა? არა. უკვე საკმაოდ შევტოპე და არ გავჩერდები, თავიდანვე გითხარი, ან თქვენთან ერთად ან უთქვენოდ. მე შენთვის არავინ ვარ, ჩემზე უფრო ნაკლებად ინერვიულებ ვიდრე შენ თანამშრომელზე, ჩემი პასუხია არა. -იცი რა ქალბატონო, რაც გინდა ის ქენი, კისერიც გიტეხია, სულარ მაინტერესებს, მე ჩემ საქმეს გავაკეთებ, შენი საქმის შენ იცი._კარები გაიჯახუნა და სახლში წავიდა. გაბრაზებულ გულზე ვერც დაიძინა და ფიქრებიც შემოაწვა. არა, ლილიაზე სულაც არა, როგორც ყოველთვის ისევ საქმეზე, ფიქრობდა რა მოხდებოდა, როგორ შეიძლებოდა იოლი გზისთვის მიეგნო, როგორ იყო ამ ყველაფერთან ლაშა დაკავშირებული. ნუთუ ძმის მკვლელი წინ ედგა და ვერ ხვდებოდა? იქნებ მიტო დაყვებოდა? ამდენი ფიქრისან თავი გაუსკდებოდა, მერე ლილიას გაბრაზებული სახე გაახსენდა და უფრო დაეკარგა ძილის სურვილი. -არავინ ყოფილა თურმე გოგო._გაბრაზებულმა კრა აივნის მოაჯირს ფეხი და რომ მიხვდა ეტკინა კარგადაც შეიკურთხა. (6) ერთი კვირა ისე გავიდა ერთმანეთი არც უნახავთ. დაჩი ლაშას თვალთვალს ხელმძღვანელობდა და უშუალო მონაწილეობასაც იღებდა, ახალი არაფერი სახლი-ბარი, დიდად არსად გადიოდა და დაჩიც ნელნელა გიჟს ემსგავსებოდა, ლილიადანაც რომ არაფერი იყო ახალი დემნა იტანდა დაჩის ნერვულ შემოტევებს და ხმას არ იღებდა. ერთ შუადღესაც, ბიჭებმა ცვლა რომ შეცვალეს ლაშას სახლთან დემნამ ტელეფონზე ლილიას ზარი ნახა. -აუ ხმა მქონდა გამორთული და ლილია რეკავდა, ნახე შენთან დარეკავდა ჯერ როდის იყო მე მირეკავდა _გაეცინა და დაჩის გადახედა. -არა, მე ჩართული მქონდა ჩემთან არაფერია. -ოჰო, ასე აწყენინე? -რა დემნა, მასავით უპასუხისმგებლოდ რომ არ ვიქცევი? მისი საქმეა რა ეწყინება_სულერთიას სახით აიჩეჩა მხრები და მანქანა დაქოქა. -მოიცა, შენ რა მართლა ვერაფერს ხვდები? -და რას უნდა მივხვდე? უაზრო თამაში რომ წამოიწყო და ზედმეტად მოეწონა მისი როლი? -შეჩე*ა სულ გამო*ირდი თუ ღადაობ? -დემნა რა გინდა ვერ გავიგე? -გისმენ ლილია_ზარმა გადაარჩინა. -................. -კი, რა თქმა უნდა, დაჩიც აქაა, მაგრამ თუ რამე სერიოზულია დღესაც შეგვიძლია. -........................ -რა ხდება ლილია? იცოდე რამე შარში არ გაეხვა, გვითხარი და ერთად მოვიფიქროთ -...................... -იცოდე მასე არ მოიქცევი და ძებნას გიწყებ. -............ -კარგი. -აბა რაო ქალბატონმა? -რაღაც გავიგე, დღეს გადავამოწმებ და თუ ისაა რაც მგონია დასაბუთებული მოვალო. -ანუ კიდე რაღაცაში ეხვევა. დემნა ხომ ხვდები რომ ზედმეტია? -თუ არ გაინტერესებს რატო ღელავ? -და რატო უნდა მაინტერესებდეს? უბრალოდ კიდე ერთი უდანაშაულოს სიცოცხლე არ მინდა დასრულდეს, დემეტრე და ნიაც საკმარისია. მაინც რაღაცნაირად ღელავდა დაჩი, ეს საქმე ძალიან გაიწელა, არეგონა ორი თვე თუ გავიდა და წესიერი ხელჩასაჭიდი არაფერი ქონდა, ახლა სულ ცოტათი ლილიას იმედი ქონდა, იქნებ რამე ისეთი გაიგო რაც დაეხმარებოდათ. დიდხანს უცადეს ლილიას, უკვე ერთი საათის დამთავრებული ქონდა სმენა და დემნა და ნატალი საოცრად ღელავდნენ, დაჩი კი დივანზე არხეინად წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა, სიმართლე რომ ვთქვათ ერთი სიტყვაც არ გაუგონია. უკვე დემნა ბარში აპირებდა წასვლას ლილიაც რომ შემოვიდა. -გაგიჟდი ლილია? მოვკვდით ნერვიულობით_არც უფიქრია ნატალის ისე მოეხვია უცებ და დივანზე დასვა. -ხო მაპატიეთ ვერც გაგაფრთხილეთ, ლაშიკომ სახლამდე მიგაცილებ გვიანია ათასი გადარეული დადისო_ თვალები გადაატრიალა და ტელეფონს დაწვდა. -ანუ მშვენივრად გამოგადგა ჩემთან სკანდალი_ირონიულად ჩაიცინა დაჩიმ და ტელევიზორი გამორთო. -ხო, უბედნიერესი ვარ შენთან დაშორებით_არც გოგომ დააკლო ირონია და ტელეფონში ჩანაწერი ჩართო._სამწუხაროდ მხოლოდ ხმა მაქვს, ვიდეოსთვის თქვენი დახმარება დამჭირდება. აბა მოუსმინეთ: „-კარგი ლაშა, შენი საქმის შენ იცი, მე ჯერ კიდევ არ ვენდობი. -ხომ იცი სულელი არ ვარ, ერთი პატარა მეამიტი გოგოა, ნიას და ვარო განაცხადა, მაგრამ ისე მელაპარაკება ეჭვი მაქვს იმ გოგოს არაფერი უთქვამს, იქნებ კიც გადმოვიყვანოთ ჩვენსკენ, პროსტა თავს შევაყვარებ რა. -როგორც უკვე გითხარი შენი საქმეა და შენ იცი უბრალოდ ფრთხილად იყავი, ხომ იცი გიორგიმ რამე არ იეჭვოს. ელაპარაკე? რას ამბობს ახალ მანქანაზე? -გუშინ დარეკა. ტავარი 4 დღეში იქნებაო, გადახდა წინასწარო, ხვალ მოვა მაყუთისთვის. -მაშინ ხვალ არ გამოვდივართ და როგორც სტუმარი ისე მოვალ ჩვეულ დროს.“_და ჩანაწერიც დასრულდა. ორი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც გაკვირვებულმა დემნამ დაარღვია -ეს სად იშოვე? -აქამდეც უნდა მეშოვა ყურადღებით რომ ვყოფილიყავი, მოკლედ რაც იქ ვმუშაობ ლაშა და ეს ბენდის დათო ერთსა და იმავე დროს უკანა გასასვლელით გარეთ გადიან და რამდენიმე წუთი ჩერდებიან, ბოლო ერთი კვირა გადაბმულად ვიმუშავე და მაშინვე შევამჩნიე, გუშინ არ ვმუშაობდი, ჩავუსაფრდი და ჩავიწერე_მხრების აჩეჩვით ისე თქვა თითქოს ბაღის კიდეზე გაესეირნოს. -ესეც შენი უსაფრთხოება_ნიშნისმოგებით გადახედა დაჩიმ დემნას და ფანჯარა გამოაღო რომ კვამლის სუნი არ დამდგარიყო. ლილია გაკვირვებული უყურებდა, პირველად ხედავდა დაჩის სიგარეტით -შენ ხომ არ ეწეოდი? -ერთი კვირაა ვეწევი_არც შემობრუნებულა ისე განაგრძო ჩანაწერზე ფიქრი. -ლილია ეს როგორ ჩაწერე?_ისევ დემნა ჩაერია. -რავი, იმ გასასვლელთან ფანჯარა ან რამე არ იყო ამიტომ წინასწარ გარეთ მდგომ ნაგვის ყუთში ჩავჯექი, თავზე დავახურე და ჩავუსაფრდი. დემნას სიცილმა მთელი სადარბაზო გააყრუა, თუმცა მალევე მოვიდა გონს და ჩაახველა_მაპატიეთ ნერვული სიცილი მაქ, ტავარზე ვიმსჯელებთ თუ პირდაპირ ნარკოტიკი ვიფიქროთ? -ვიმსჯელებთ, ტავარს წამლის გარდა ქალებსაც და ბავშვებსაც ეძახიან, ნებისმიერი შეიძლება იყოს_ფანჯარა მიხურა დაჩიმ.-ეს ჩანაწერი ვიდეოს გარეშე არ გამოგვადგება, თანაც იმ გიორგის სახე თუარ გვეცოდინება ხმით ვერც მივაგნებთ. ახლა წავალ ბიჩებს აპარატურას გამოვარმთმევ და ხვალ დავაყენოთ. -მე დავაყენებ, ვერც მიხვდებიან ისე_მხრები აიჩეჩა ლილიამ. -გოგო შენ სიცოცხლე სულ მოგბეზრდა?_ვეღარ მოითმინა დაჩიმ -შენ კიდევ რა ვერ გაიგე, რომ ეს საქმე ჩემ სიცოცხლეზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია? -არაფერი არაა ლილია ამქვეყნად საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი, არაფერი. -მიტო ხარ ასეთ სახიფათო სამსახუზე გადამკვდარი?_წარბ აწევით უთხრა გოგომ და ისეთი სახე მიიღო აბა გაბედე და პასუხი გამეციო. -მოკლედ_დემნა ჩაერია სანამ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია_ ხვალ დილით მოწყობილობით მოვალთ, გასწავლით რა როგორ უნდა დააყენო და საღამოს, გზის მოპირდაპირე მხარეს ფურგონში ვიქნებით კარგი რაკურსი რომ შევარჩიოთ. ასეც მოიქცნენ, დილით ლილიამ 2 საათიანი ინსტრუქტაჟი გაიარა, დაჩი ისევ უბღვერდა, დემნა ასწავლიდა, ბოლოს სულ პატარა ნიჟარის ფორმის რაღაც ყურში ჩაუტენა. -ეს მიკროფონიცაა და ნაუშნიკიც, ჩვენს ხმასაც გავიგებთ და შენსასაც, ასე რომ თუ რამე უბრალოდ გვანიშნე. _ლილიამ თავი დაუქნია და სამსახურში წავიდა. მალევე მოსაღამოვდა. შეკვეთებს დაატარებდა და გარეთ გასვლის მიზეზს ეძებდა. ერთი საათი იქნებოდა გასული ბიჭებს ფურგონში ლილიას ტირილი რო მოესმათ, ორივე დაიძაბა და დემნამ მაშინვე მიკროფონს ჩაყვირა. -ლილია რა ხდება? -მაცადეთ როლში შევდივარ. -არანორმალურია_დაჩის გადმოხედა დემნამ და მოსასმენად მოემზადა_ახლა რაღა მოიფიქრა? „-ლაშა_ასლუკუნებული მიადგა ლილია ბიჭს. -მითხარი ახლავე რა მოხდა და ვინ აგატირა_ბიჭებმა ლაშას ვითომ მკაცრ ხმაზე ჩაიფხუკუნეს და მოსმენა განაგრძეს. -არავინ ლაშ, უბრალოდ გთხოვ ორი წამი მინდა აზრზე რომ მოვიდე, უკან გავალ და გთხოვ უფროსობასთან მიშველე თუ მიკითხეს რა, ახლა როარ განვმარტოვდე გავგიჟდები_საცოდავად ამოიკრუსუნა და ლაშას თავის დაქნევაზე მაშინვე გარეთ გავარდა.“ ლილიამ კამერა ჩართო და ბიჭებს ხითხითით დაუქნია ხელი, მერე ერთად არჩევდნენ საიდან უკეთ გამოჩნდებოდა და ნაგვის ყუთის უკან არსებული ბნელი კედელი აარჩიეს, დაყენება ორი წამის დასრულებული ქონდა კარის ხმა რომ გაიგონა, მიხვდა ვინც იქნებოდა და უცებ გადაისვა თვალებზე ხელები. -ლილია კარგი რა, ასეთს ვერ გიყურებ, რა დაგემართა? -მე მე უბრალოდ...._ისევ ამოისლუკუნა, მიზეზზეფიქრობდა და რაც პირველი მოაფიქრდა ის დააბრეხვა_დაჩი მომენატრა._კიდევ კარგი ბიჭის აწეულ წარბებს ვერ ხედავდა -დაჩი? ა შენი საქმრო? -ყოფილი ლაშა, სამწუხაროდ ყოფილი. იცი დიდი ხანი არც იყო რაც ვიცნობდი, მაგრამ ისეთი თბილი იყო სამუდამოდ დამამახსოვრა თავი. ერთი კვირაა არ მინახავს და მომენატრა, უფრო საშინელი კი იმაზე ფიქრია, რომ მას შეიძლება არც ვახსოვარ. -კარგი რა ლილია, შენნაირ გოგოს ასე უცებ ვინ დაივიწყებს? -შენ მას არ იცნობ, თუ დაჭირდა ისეთი ცივი და ამაყი ხდება, ვერც მიხვდები ეს ორი განსხვავებული ხასიათი ერთ ადამიანს თუ ეკუთვნის. -კარგი, მოდი ჩემთან დაწყნარდი_ლაშამ თავჩახრილ გოგოს ხელები მოხვია და ჩაიხუტა, დემნამ იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა დაჩის და ტუჩის კუთხეში გაეღიმა. -ლილია_უკან დაიხია ლაშამ და ლოყაზე ხელი დაადო_ვიცი, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ დიდი ხანია მომწონხარ და იქნებ უბრალოდ შანსი მომცე დაჩი დაგავიწყო. ხომ იცი გულს არ გატკენ_სახეს ნელნელა უახლოვებდა და პირველად მსგავს სიტუაციაში მყოფი ლილია ისე დაიბნა ადგილს მიეყინა და ვერც გაინძრა. უკვე თთქმის ტუჩებთან იყო ლაშა დახრილი დაჩის გაღიზიანებული ყვირილი რომ ჩაესმა ყურში:-შენი აზრით რა ჯანდაბას აკეთებ?_მაშინვე გამოფხიზლდა და უკან დაიხია -მაპატიე ლაშა, ჯერ ძალიან ადრეა. -ვიცი, უბრალოდ იცოდე, რომ ჩემი იმედი ყოველთვის ყველაფერში გქონდეს, ნებისმიერ საკითხში_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ბარში შებრუნდა. -ახლა მიხვდი როგორი გრძნობაა?_ჩაეცინა დემნას -რა? -ეჭვიანობა. -ეგ რაღა შუაშია? -შენი აზრით იმ გრძნობას რა ქვია მათ დანახვაზე რომ იგრძენი? -სიფრთხილე დემნა. -კარგი რა, ბოლოსდაბოლოს აღიარე. -დემნა ვერ გავიგე რას მთხოვ, შენ გინდოდა რომ ეკოცნა? -რა თქმა უნდა არა, მაგრამ... -მაშინ, რატომ უნდა იყოს ასე განსხვავებული ჩვენი შეხედულება ლილიაზე? არ შეიძლება მეც უბრალოდ მისი მშვიდობით სახლში დაბრუნება მინდოდეს? მაპატიე თუ იმედები გაგიცრუე დემნა და ძმის მკლვლელობის საქმეში სიყვარულობანას არ ვთამაშობ_გაბრაზებულმა მიაჯახუნა ფურგონის უკანა კარი და საჭეს მიუჯდა ამ ადგილს რომ გაცლოდნენ. ----------------------------------------------------------- ესეც წაგახალისეთ მთელი 8 გვერდით და ორი თავით :დ ახლა თქვენ წამახალისეთ კომენტარებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.