შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მოწმე (თავი 4)


8-05-2018, 14:27
ავტორი naattii
ნანახია 2 212

-ლილია აქ რა ჯანდაბას აკეთებ_უცებ წამოვარდა დაჩი და მკლავში წვდა_ ახლავე წადი აქედან, ხომ გითხარი არ გაერიოთქო?
-ბატონო გამომძიებელო, მე უბრალო მიმტანი ვარ და მეც კი ვხვდები, რომ ასე ყურადღების მიქცევა აქ არ შეიძლება. ნუთუ ესეც მე უნდა გასწავლოთ?
-გამოიცვალე და წადი აქედანთქო.
-არა. მთელი ორი კვირა გქონდათ, მთელი ორი კვირა და ვერაფერი გაარკვიეთ. ლოდინით დავიღალე, ახლა უკვე ჩემი ჯერია.
-რა შენი ჯერია გოგო ნუ გადამრიე, ახლავე წადი აქედან.
-საქმეს თქვენ ვერ იძიებთ და სხვებს მაინც დააცადეთ რა ბატონო დაჩი_ ხელი ცივად გააშვებია და ირონიულად ჩაილაპარაკა.-თანაც უკვე გვიანია, აქ როგორც ნიას დას ისე მიცნობენ, ამიტომ ვნახოთ ვინ რას მოიმოქმედებს.
-ლილია დარწმუნებული ხარ?
-მერე ვისაუბროთ დემნა, აქ არ ღირს_ დასრულებული არ ქონდა ლილიას სიტყვა უკნიდან ბარმენი რომ ამოუდგა.
-ლილია რა ხდება?
-არაფერი ლაშა, უკვე სხვა მაგიდასთან მივდიოდი_ბიჭი მაინც რომ თვალებით ბურღავდა დაჩის, ლილიამ ჩუმად ჩაულაპარაკა_ხოიცი ქუთაისელი ბიჭები როგორები არიან, დღეს გაიგო მისი შეყვარებული მიმტანად რომ მუშაობს და არ მოეწონა_ვითომ გაიცინა და ამაზე უფრო გაცოფებულ დაჩის მზერა აარიდა.
-ისე თქვენ ადგილას ბენდის წევრებს ყველაზე დიდ დროს დავუთმობდი_ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა ლილიამ, დაჩის სასიამოვნო სურნელი დააიგნორა და შემდეგი მაგიდისკენ გაემართა.
-ღირსი იყავი, ეს გოგო მომწონს_სიცილი დაიწყო დემნამ, თუმცა დაჩის აღარ ეცალა და ბენდს აკვირდებოდა. ესეიგი არ შემცდარა, ინტუიცია არც ამჯერად ღალატობდა, საქმე მათშია, მაგრამ კერძოდ? კარგი ამას გაარკვევს, თითოეულს გაშიფრავს, ყველა მათ ნაბიჯს გაიგებს და ვერაფერს გამოაპარებენ, ბედნიერს გაეღიმა და ვისკი ბოლომდე მოსვა, მართალია ეს გოგო საოცრად აღიზიანებს, მაგრამ უხარია, რომ მისი ეჭვები გაამყარა.

სახლში გვიან დაბრუნდა, ბენდის წევრებზე ინფორმაციას ამოწმებდა და ჭკუიდან გადავიდა იმდენად სუფთა ისტორია ქონდათ. არა, მაინც არ დანებდებოდა, რაღაცას იპოვიდა. ტელეფონის ხმაზე უცებ წამოდგა ლოგინიდან და გაკვირვებულმა უპასუხა ლილიას ზარს
-ლილია?
-დაჩი, მაპატიე გაგაღვიძე, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ შენ და დემნა და ვინმე გამოიყოლოთ იქნებ ანაბეჭდები დატოვეს?
-აბაბეჭდები? რა ანაბეჭდები? ლილია სად ხარ?_პასუხს არც დალოდებია ისე სტაცა მანქანის გასაღებს ხელი და კარი გამოაღო.
-ჩემი ბინა ყირაზეა.
-მოვდივარ, ხელი არაფერს ახლო, დამელოდე, გასაგებია?
-ღმერთო ჩემო ნუ ყვირი, მე თითონ დაგირეკე ვხვდები რომ ხელი არაფერს უნდა ვახლო.
-ჯიუტი ბავშვი, ჯიუტი_გაბრაზებულმა დაქოქა მანქანა, და დემნასთან დარეკვა გადაიფიქრა_მართლა გამოაგდებს ამ საცოდავს ცოლი მე თითონ მივხედავო. არ გაუმართლა, დემნა უკვე იქ დახვდა, კრიმინალისტებს დაურეკავთ რადგან საქმე ოფიციალურად მისი იყო და ახლა შორიდან უბღვერდა .
-აბა რა ხდება?
-ლილია ამბობს რომ არაფერი დაკარგულა.
-ხო ასე რასაც ვხედავ ყველაფერი ადგილზეა, ჩემი ოთახი შევამოწმე და ცოტა ფული რაც გადანახული მქონდა ხელუხლებელია. ეს რას ნიშნავს?_ბიჭებს გადახედა ერთმანეთს უსიტყვოდ რომ ესაუბრებოდნენ_რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტულს ეძებდნენ არა? ფული არაფერში ჭირდებოდათ, რაღაც კონკრეტული უნდათ რაც ნიასთანაა კავშირში.
ბიჭებმა კრიმინალისტები გაუშვეს, მაინც ვერაფერი იპოვეს, ფროფესიონალის ნახელავს გავდა. მათი გასვლა და ლილიას ყვირილი ერთი იყო:
-ან ახლავე მომიყვებით წესიერად ყველაფერს, ან ჩემით ვიმოქმედებ და არცერთს გეტყვით რა გავიგე.
-დარწმუნებული ხარ რომ მხატვარი გინდა გახდე?_გაეცინა დემნას_კარგად აზროვნებ.
-მომიყევით.
-კარგი,_ ხელები აწია დაჩიმ_ რადგან უკვე იქ მუშაობ ერთმანეთს გამოვადგებით
-დაჩი ეს სარისკოა, ის არ ჩარიო, რამე შეიძლება მოუვიდეს.
-დემნა, ამ ცხოვრებაში არავინ დამრჩა, ისიც არ ვიცი რატომ ვცხოვრობ, მეგობრები არ მყავს, აღარც და, ნიას სიკვდილის შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანია, სამაგიერო გადავუხადო ვინც ასე გამამწარა, თქვენი საქმეა ჩამრევთ თუ არა. ახლა უკვე ნამდვილად ვიცით რომ საქმე კაფეშია, როგორც კი მივედი და ნიას და ვართქო განვაცხადე იმ ღამესვე სახლი გაჩხრიკეს.
-კარგი ლილია, მაშინ ინფორმაცია გავცვალოთ, მოკლედ, მკვლელობის ადგილზე ჯერ დემეტრე მოკლეს, ნია გარეთ ერთ-ერთ ხეზე ყავდათ მიბმული, ანუ მისგან ინფორმაციის დატყუება უნდოდათ, და ჯერ შეაშინეს. ადგილზე სამაჯური ვიპოვეთ და მასზე დნმ-იც ვნახეთ, მაგრამ თუ შესადარებლად არავინ გვეყოლება ვერ გავიგებთ ვისია. ბენდს რაც შეეხება, ყველა გადავამოწმეთ, მაგრამ იმდენად სუფთა ისტორია აქვთ, ლამის დავიჯეროთ უმანკოები რომ არიან. ჩვენებს რაც შეეხება, ვცადეთ დღის მარშუტი გაგვეგო, მაგრამ ეს ქუთაისია და რამდენიმე კამერა მუშაობს, გავიგეთ, რომ კაფემდე მაკდონალდში იყვნენ, შემდეგ კაფეში და სადღაც უნივერსიტეტთან კვალს ვკრგავთ.
-კი მაგრამ ორი კვირა გავიდა სულ ესაა? მანქანაში არაფერი იყო?
-არა, არანაირი ანაბეჭდი, იდეალურად სუფთა დაგვხვდა, არც ავარიის კვალია, ანუ თვითონ გააჩერეს იმ დაწყევლილ ტყესთან.
-ტყესთან? სად ტყესთან?
-საღორიაზე.
-ღმერთო ჩემო,_სახეზე ხელები აიფარა ლილიამ_ეს მათი ადგილი იყო, ერთ-ერთ ნაწილში ბოლოსკენ ხეები შეთხელებულია, იქ უყვარდათ ყოფნა, დემეტრე ამბობდა ისეთი სიწყნარეა, გვამშვიდებს ხეების შრიალში ვარსკვლავების ყურებაო. ნია კიდე დაცინოდა, რომელი ვარსკვლავების მთელი დრო მე მიყურებო. ღმერთო რა ბედნიერები იყვნენ._სლუკუნი ვეღარ შეიკავა ისე აუცახცახდა ბეჭები. დაჩის გული ორმაგად ეტკინა და კიდევ ერთხელ დაინახა თვალნათლივ რამდენი გამოტოვა მისი ძმის ცხოვრებაში, ამ უცხო გოგომაც კი იმაზე მეტი იცოდა ვიდრე თვითონ.
-მოვკლავ, ვინც არუნდა იყოს, ჩემი ხელით მოვკლავ, ამის დედაც მო****, ბავშვებს ერჩოდნენ არაა_მთელ ოთახში გაშმაგებით დარბოდა დაჩი და ისედაც არეულ ოთახს უარესად რევდა და ყველაფერს ლეწავდა. ცოტაც აცადა ლილიამ და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-დამშვიდდი, დავიჭერთ, აი ნახე, პასუხს გაგვცემენ, დავიჭერთ._ეჩურჩულებოდა კაცს და იატაკზე დავარდნილები განუკურნებელ ტკივილს დატიროდნენ.




---------------------------------------------------

დიდი მადლობა ვინც ასე გამოხატავთ მოწონებას <3



№1  offline წევრი დარინა

ისე მომწონს ეს ისტორია, რაც არ უნდა დიდი თავი იყოს არ მყოფნის, მომეწონა დაჩის და ლილიას წყვილის განვითარებაა, უკვე მგონიიი დაიწყებენ ერმანეთზე ფიქრს, აი შეყვარებული დაჩი წარმოვიდგინე და ძალიან მომეწონა, ლილიას რომ უკრძალავს იმ ბარში მუშაობას გაცეცხლებული.

 


№2  offline მოდერი naattii

დარინა
ისე მომწონს ეს ისტორია, რაც არ უნდა დიდი თავი იყოს არ მყოფნის, მომეწონა დაჩის და ლილიას წყვილის განვითარებაა, უკვე მგონიიი დაიწყებენ ერმანეთზე ფიქრს, აი შეყვარებული დაჩი წარმოვიდგინე და ძალიან მომეწონა, ლილიას რომ უკრძალავს იმ ბარში მუშაობას გაცეცხლებული.

მადლობა ❤

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Kargad vitardeba movlenebii, gelodebi moutmenlad, carmatebebiiii

 


№4  offline მოდერი naattii

Qeti qimucadze
Kargad vitardeba movlenebii, gelodebi moutmenlad, carmatebebiiii

დიდი მადლობა ❤

 


№5  offline წევრი ბიბი

დედა დედა, რა კარგი ხარ <3
ბენდის ბიჭებს კიდე თავი დაანებე უცოდველები არიან :დ

 


№6  offline მოდერი naattii

ბიბი
დედა დედა, რა კარგი ხარ <3
ბენდის ბიჭებს კიდე თავი დაანებე უცოდველები არიან :დ

მადლობა ❤ არცაა ბენდის წევრი ნაწილობრივ გარეშე პირია ????

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაც დაინახეს, ანამ კი გადაიღო... რაღაც ისეთი იცოოდა რაც არ უნდა სცოდნოდა. ბენდის წევრები არ მგონია

 


№8  offline წევრი triniti

ვაიმე აშკარად ღამის თევისთვის ვარ განწირული...ძალიან მომწონს საოცარი განვითარება აქვს მოვლენებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent