თბილისი ცის ქვეშ... თავი 2
მომდევნო ორი დღე სიმშვიდე იყო.დასკვენი რომ ჩემი "სექს-წყვილი"-როგორც მე შევარქვი ისვენებდა.აი მესამე დღეს,უფრო სწორად ღამეს ამბავი ატყდაა მტრისას,კინაღამ ჭკუიდან გადავედი.ისეთი სიტყვები და კვნესა ისმოდა რომ ჭკუიდან გადასასვლელად არაფერი მაკლდა.ასე ვიჯექი საწოლზე და პორნოფილმს ვუსმენდი.ყურებაც კი არ მინდოდა უკვე თვალწინ მედგა ფაქტიურად იქ რა ხდებოდა და როგორ და რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი. კაცმა თუ ბიჭმა თავის საქმე კარგად იცოდა აშკარად... არა რა მაგიჟებდა მეც არ ვიცოდი.მაგრამ იმ ღამეს რამდენჯერმე განმორდა იგივე და მე უძილო დავრჩი.გამთენიისას მათთან ერთად ჩამეძინა.შედეგად ის მივიღე რომ სამსახურში უძილო,დასიებული და ჩაწითლებული თვალებით გამოვცხადდი და მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი.საერთოდ ყოველთვის ასე ვარ როცა გამოძინებას ვერ ვახერხებ.გააბრუებული და უჟმური ვარ.ამას ჩემი მეგობრის ზარი და საყვედურები დაემატა რამაც საბოლოოდ გამომიყვანა წყობიდან -კარგი რაა ეთუ,ნუ მსაყვედურობ,რა ვქნა ვერ ვიცლი რომ გამოვიდე თქვენთან,ვცდილობ საქმეები მოვასწრო დროულად რომ შვებულება მეღირსოს,თორემ უკვე გადავიწვები სადაცაა -კაცი გჭირდება შენ და უცებ მოხვალ ენერგიაზე და ხასიათზე.მომაძახა როგორც ყოველთვის -კაცი აღარ მიხსენო.ისედაც ჩემი გამჭირვებია,რომ გაიგებ რა დღეში ვარ. -რა დღეში ხარ?შენც ეხლა ვინმე სიმპატიური ყმაწვილი არ გყავდეს მეზობლად რააა... -ეთუნააა.....ვუყვირე გაბრაზებულმა -აუ კარგი რაა რა გაყვირებს?ყოველთვის ასე იყავი როცა ძილი გაკლდებოდა,მაგრამ აშკარად რაღაც ხდება ახლა.რა იყო ვინმე გამოჩნდა და არ იცი როგორ გვითხრა? -აი მაინცდამაინც მაგას რატომ ფიქრობ ჰაა?უარესებიც ხდება -უარესი რაღა უნდა იყოს? -რადა რაც ახალ სახლში გადავედი ნორმალურად ძილი არ მღირსებია.თითქმის ყოველ ღამე ჩემი მეზობლის სექსუალური ორგიების მომსწრე ვარ ..ვეღარ ვიძინებ ჯერ იყო რამდენიმე წამიანი დუმილი,მერე კი ეთუნა ისეთ ხმაზე ახარხარდა რომ ყურის ბარაბანი კინაღამ გამიხვრიტა. -შე გაჭირვებულო კიდევ ეგ გინდოდა?ხარხარებდა და სულს ძლივს ითქვამდა.-არა მოიცა მართალს მეუბნები და არ ხუმრობ? -მეტყობა რამე ხუმრობის?გავწამდი ქალი. -რითი გაწამდი?იმით რომ სიგიჟემდე გინდა მამაკაცი და შენ სხეულს ეს მოთხოვნილება უჩნდება მათი ხმების მოსმენისას? თუ იმით რომ არ გაძინებენ? -მორჩი გოგო ჩემ გაღიზიანებას. -კარგი ხო,ვჩუმდები.მაგრამ მაინც ფხუკუნებდა და ვერ იკავებდა სიცილს,კარგად ვხვდებოდი ამას.-მოკლედ შენ მეზობელთან რომ მორიგდები,იქნებ ნება იბოძო,დრო გამოძებნო და გვესტუმრო. -კარგი კვირის ბოლოს გამოვალ.წავედი ახლა საქმეები მაქვს მაცდენ,ნაჩქარევად დავემშვიდობე და გავუთიშე.ისევ საქმეს დავუბრუნდი. მართლაც და რა მაგიჟებდა?იქნებ ეთუნა მართალი იყო?ჩემი სხეული მამაკაცის ალერსს მონატრებული იყო და ახლა როცა ასთ სიტუაციაში აღმოჩნდა მასაც მოუნდა "ფრთების გაშლა"? სამსახურიდან ჩვეულ დროს გავედი,ჩვეულება არ დამირღვევია,ისევ ადრე ჩამოვედი ავტობუსიდან და ფეხით ავიარე ქუჩა,გზად მაღაზიაში შევედი,სახლისთვის საკვები პროდუქტები ვიყიდე და ასე დაზურგული შევედი ლიფტში.კარი რომ იკეტებოდა მაშინ შემომიხტა ერთი ახალგაზრდა,ზედმეტად გადაპრანჭული და ასე ვთქვათ "იმნაირად" ჩაცმული გოგონა.არც კი უკითხავს ისე მიაჭირა ლიფტის ღლაკს ხელი,ნუ კაი დაემთხვა ერთ სართულზე მივდიოდით და ხმა აღარ ამომიღია უხმოდ ვიდექი მის უკან,ძნელი მისახვედრი არ იყო სად და ვისთან მიდიოდა რადგან იმ სართულზე მხოლოდ ორნი ვცხოვრობდით,ეს უკვე გავარკვიე. მივხვდი რომ ძილი ამაღამაც არ მეწერა,არადა წუხანდელი უძილო ღამის შემდეგ სწორედ რომ გემრიელად დაძინებას ვგეგმავდი. პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დავალაგე,ყველაფერს თავის ადგლი მივუჩინე,მერე წყალი გადავივლე,თხელი პიჟამა და შორტი ამოვიცვი და მისაღებში მოვთავსდი,ლეპტოპში ახალ მელოდრამას ვუყურებდი.მასზე ბოლო პერიოდში ისეთი ამბავი ატყდა დამაინტერესა,თუმცა დიდი არაფერი და არც ისე გასაგიჟებელი ფილმი იყო,ნუ ბოლომე მაინც ვუყურე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავინაცვლე საძინებელში. რატომღაც ჯერ სიჩუმე იყო.კმაყოფილი გავიშოტე საწოლზე და ის იყო ძილში უნდა წავსულიყავი რომ ჰოპ და უცებ დაიწყო ისევ ამბები. აი აქ საბოლოოდ გამიწყდა მოთმინების ძაფი.ოთახის თხელ ჩუსტებში გავყავი ფეხები და პირდაპირ კარის მეზობლისკენ ავიღე გეზი.გზადაგზა ვიცოფებოდი და უფრო და უფრო მერეოდა ბრაზი.ზარი არც დამირეკია,.პირდაპირ კარზე ავტეხე ბრახუნი.იქამდე არ შემიწყვეტია სანამ კარს იქით ხმაური არ გავიგე და მალე ჩემს ყურებს საკეტის გაჩხაუნების ხმაც გაისმა. ჰაერშივე გამიშეშდა ხელი და ყველა სალანძღავი სიტყვა დამავიწყდა როცა მასპინძელი დავინახე.დავმუნჯდი,გავქვავდი და ვერ მომეფიქრებინა რა მექნა -შეენ?-თვალები გამიფართოვდა შუბლზე ამივიდა და ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე.აბა სხვა არაფერს ჰგავდა ეს ხმა რაც მე ამოვუშვი პირიდან. -შენ ხარ?არანაკლებ დაიბნა ისიც.უცებ ავაყოლე თვალი მის სხეულს.მხოლოს სპორტული შარვალი ამოეცვა,წელს ზემოთ შიშველი იყო და თმები საყვარლად აბურდვოდა. -აქ რას აკეთებ?თან ასეთ მდგომარეობაში?მანიშნა უცებ ჩემს ჩაცმულობაზე და სირცხვილისგან მაშინვე ვიგრძენი როგორ ავწითლდი. -სექსუალური ორგიები უნდა შეგაწყვეტინო.მოვეგე გონს და პასუხი დავუბრუნე,სულ არ შევიმჩნიე ჩემი ჩაცმულობა -რაა?ვერ მიხვდა უცებ -რა და ცნობითვის აქ მარტო აღარ ცხოვრობ და მოითხოვ შენი ბოზ..ი უფრო დაბალ ხმაზე აკვნესო,აქ წესიერი ხალხი ვცხოვრობთ უკვე და ძილი გვინდა. მისმა რეაქციამ და პასუხმა ისე გამაკვირვა და კიდევ უფრო ისე გამომიყვანა წყობიდან რომ ხელები მოვმუშტე და მინდოდა მისთვის დამეშინა.მზად ვიყავია ადგილზევე მიმეხრჩო -შენ ხარ ჩემი ახალი მეზობელი?მაპატიე არ მეგონა თუ ჩემი ახალი მეზობელი ჩემი მოყურადებით იქნებოდა დაკავებული ან დაინტერესდებოდა ამით,თან ისე დაინტერესდებოდა რომ პიდაპირ პიჟამოებით მომადგებოდა სახლში შუაღამისას. ისე მოგინდა რომ შორს ვერ წახვედი და პირდაპირ სახლში მომადექი? იცინოდა ირონიულად -ისეთივე იდიოტი ხარ როგორიც იყავი,თავი დაიოკე , მხოლოდ ერთხელ გაგაფრთხილებ მეტჯერ არა.მერე შენს თავს დააბრალე,მივაძახე გაცეცხლებულმა და უკან დავბრუნდი,კარი გამეტებით მივაჯახუნე და სამზარეულოს მაგიდაზე მდგარ ჭიქაზე ვიყარე ჯავრი -მაინცადამაინც ამას უნდა გადავყროდი.ამ იდიოტს,რატომ ?რატომ?რატომაა ასეთი პატარა ეს ქალაქი?აღარც კი მახსოვდა მისი არსებობდა და მაინცდამაინც ახლა უნდა შევხვედროდით? იმ ღამეს ალბათ მოთოკა ემოციები და ის გოგო სახლში გაუშვა ან სხვა ოთახში გადაინაცვლა, ჩემი ვარაუდი ასეთი იყო.ჰო ის გოგო,ახლა გამახსენდა მისი არსებოდა და ვიზუალიც რომ აღვიდგინე სიბრაზემ მომიცვა.რა გჭირს ნია?როდის აქეთ გადარდებდა ეს ვაჟბატონი ვისთან ერთად იქნება?ან როგორ გოგოსთან ერთად?რატომ არ მადარდებს რომ ის ჩემი მეზობელია?რატომ განვიცდი იმ გოგოების არსებობას?ახლა რომ ვთქვა ვეჭვიანობო საკუთარ თავს მაგრად დავცინებ ამინ გამო... იმ ღამით მშვიდი ძილი მეღირსა და დილითაც ბედნიერმა და კმაყოფილმა გავიღვიძე. მთელი დღეც ღიღინში და მხიარულებაში გავატარე,რა თქმა უნდა უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი იმ ფაქტს რომ ის ჩემი მეზობელი იყო და ხშირად მომიწევა მასთან შეხვედრა,მაგრამ ამაზე რტომღაც არ ვდარდობდი.აი რომ იტყვიან სწორედ ის ეტაპი მქონდა ცხოვრებაში როცა აღარ მინდოდა რაღაცეებზე ან ვიღაცეებზე დარდში დრო დამეკარგა და ფუჭად გამეფლანგა.კი ბატონო იყო მაგის დროც .როცა ბევრი ვიდარდე და ვინერვიულე.მაგრამ რაა?ამით ვერაფერი ვერ მოვიგე ვერც დაკარგული სიყვარული დავუბრუნე და ვერც დაკარგული დრო.არც არავის აინტერესებდა რომ ცუდად ვიყავი.შესაბამისად ერთ რამეს მივხვდი არ უნდა გავეკიდო წასულ ადამიანებს.არ უნდა შევეხვეწო არავის არაფერი,უნდა ვიყო ბედნერი და ეს ბედნიერება მარტოობაშიც კი ვიპოვო და საკუთარ კომფორტზე და სიმშვიდეზე ვიზრუნო.დარჩენილი დრო კი სარფიანად გამოვიყენო..ასეც ვიქცეოდი ვცდილობდი მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო ცხოვრებისგან,მაგრამ რა იქნებოდა ახლა?როცა ის გამოჩნდა?კითხვები ბევრი იყო და პასუხი არც ერთს ჰქონდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.