შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუროგატი დედა.თავი 5


10-05-2018, 15:18
ავტორი zia-maria
ნანახია 2 512

დაღამდა,მაგრამ გარეთ თეთრი და ნათელი ღამეა,ზის და ფიქრობს მის გარშემო რატომ არის მხოლოდ წუხილი?ფანჯარაში იხედება და მთვარე მკრთალი ღიმილით ესალმება ღამის სიმწუხრეში ჩაძირულ შავთვალა გოგონას.ცა ვარსკვლავებით მოჭედილი,მათ შორის დიდი სავსე მთვარე და მისთვის მოლოდინით სავსე დილა.ყველა ძველი ნაკვალევი წაიშალა,მაგრამ ახალი ნაბიჯები ჯერ არსაით ჩანს.სიჩუმე,ირგვვლივ სრული წყვდიადი,რაღაც ხმები ესმის და შიშისაგან აკანკალებული მიიყუჟა ერთ კუთხეში.როგორც იქნა გათენდა და მზემ დაიწყო მისი მცხუნვარე სხივების გამოსხივება,იმედი მოეცა და მთელი ღამის უძილარს თვალები დაეხუჭა,მაგრამ ცოტა ხანში იგრძნო ვიღაცამ ხელით შეაღვიძა.
-შემეშვით,მძინავს დამაცადეთ სიცოცხლე მე ხომ არაფერს ვითხოვ ჩემი არსებობისთვის,მხოლოდ ძილი დამაცადეთ.ცოტა ხანში ყავის მძაფრი სუნი იგრძნო და თვალებიც დაჭყიტა.მის საწოლთან გაღიმებული ალექსანდრე იდგა,მის ხელში კი ცხელი ყავის ფინჯანს ორთქლი ასდიოდა.
-ვინ გაბედა და არ გაცდის სიცოცხლეს.
-რააა?გაკვირვებულმა იკითხა,მოჭუტული ცალი თვალით კი ფინჯანს უცქერდა.
-იცი რას ვიზამ აწი?ჩავიწერ რასაც იტყვი ძილში,რომ დილით მოგასმენინო.
-მე?მე ძილში ვლაპარაკობ?ალბად მოგეჩვენა.
-არა ხო მართალი ხარ,მე ვლაპარაკობდი და შენ დაგაბრალე.თქვა და გულიანად გადაიხარხარა.
-ნუ დამცინი.შეუტია მარიტამ და წარბები შეყარა.
-მარგარიტა ხანდახან შენში ჩემს თავს ვხედავ და რატომ გვავართ ასე ძალიან ერთმანეთს?
-ეგ არ ვიცი,მაგრამ მეც ბევრჯერ დავიჭირე ჩემებური მანერები.აი მაგალითად,რომ გძინავს ბალიშს თავზე იდებ,ან კიდევ ჩაფიქრებული რომ ხარ და უეცრად ხელს ყელზე იდებ,მეც ასე ვიცი.
-ეგ მეც შევნიშნე,მაგრამ ბალიშს რომ თავზე ვიდებ როდის დაინახე.
-გუშინ მდივანზე რომ დაგეძინა,გამოვედი პლედის დავაფარებთქო და ბალიში თავზე გედო ზემოდან.
-ეგ ყველაფერი დამთხვევაა მარგარიტა.ადე დღეს დაგავიწყდა?ექიმთან მიდიხართ.
-ექიმი?ხო ექიმი,რომელი საათია?
-ადე და გეტყვი.
-ხო ავდგები,ისა ის წუპაკა სწერვაც მოდის?
-ვინ?წუპაკა?ალექსანდრემ ცრემლებამდე იცინა და შემდეგ უთხრა.ძალიან არ მომწონს არც მე,მაგრამ რა უნდა ვქნათ,ის ხომ ჩემი მეგობრის ცოლია.მარიტამ დაიჭყანა და ალექსანდრეს შეხედა.
-გავუძლებ მის გამოხტომებს,მაგრამ ვერ შეგპირდები,რომ სულ მოვუთმენ.
-შენც ნუ დაუთმობ,უთხარი რაც გინდა მე მაგრა ვხალისობ მის ამჟავებულ სახეს რომ ვხედავ,იცი რა აწერია ზედ? ,,როგორ გაბედე და შემეპასუხე''.
-უიიი,ვერ მივართვი ჩემი თავი ლანგრით რომ შემჭამოს.
-მარიტა გიორგი ძალიან შეიცვალა.
-როგორ შეიცვალა,რას გულისხმობ მის შეცვლაში.შეეკითხა ალექსანდრეს და საწოლზე წამოჯდა.
-ვერ ხვდები?შენს მიმართ გრძნობები გაუჩნდა.
-რა სისულელეა ცოლი ჰყავს.ისა,შენ ეს ყავა შენთვის მოიტანე თუ დამითმობ მე?
-უი,აჰა მიირთვი.ნახე არ გჯერა და გაგახსენებ ჩემს სიტყვებს.
-ისე რამ გადაუბრუნა ტვინი ამ სწერვა ქალზე რომ დაქორწინდა.
-ეს გრძელი ისტორიაა,ალბად თავად მოგიყვება როდისმე.ადე ახლა აწი გიორგიც მოვა.
-გიორგი?აქ მოვა?და რა უნდა აქ?
-ნუ დაიბენი ძირს გაბნეული ბრინჯის მარცვალივით.ადე ძირს დაგელოდები,გიორგი უნდა გაგყვეს ექიმთან,ის უნდა იყოს ბავშვის მამა განა მე?მარიტას შერცხვა და შემდეგ ღიმილით უთხრა ალექსანდრეს.
-მეგონა მე არ მეხებოდა.აუუუ,ალექს რა ჩავიცვა მომეხმარე რა ამარჩევინე.
-მიდი შენ თავს მიხედე და მე აგირჩევ რა ჩაიცვა.მარიტა წამოდგა,სააბაზანოში შევიდა ალექსანდრემ კი მარიტას შავი მუხლებამდე კაბა დაუდო საწოლზე და თეთრი თხელი პერანგი.ისე სათუთად არჩევდა ტანისამოსს თითქოს ეფაქიზებოდა შეხება მათი.საწოლზე დააწყო ყველაფერი და უნებურად გაეღიმა.ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდა ასეთი განსხვავებული გრძნობა მარიტას მიმართ.სააბაზანოდან გამოსულ მაროტას ალექსანდრე ისევ იქ დახვდა და ცოტა არ იყოს,შეცბა.
-არ აღელდე,მე როგორც დას ისე გიყურებ მარიტა.ესენი ჩაიცვი დღეს მინდა ლამაზი იყო.
რატომ რა ხდება?
-ექიმის შემდეგ სადღაც წაგიყვანს გიორგი.
-შენ არ მოდიხარ?
-უჰ,მე რა მინდა გოგო გინეკოლოგთან.
-ნეტავ კი შეიძლებოდეს.
-მარიტა არავინ არ გაძალებს არაფერს.
-არა,მაგაზე არ ვამბობ,ის სწერვა არ მინდა იქ იყოს.წამოდი რა?
-დავფიქრდები.უთხრა და თვალი ჩაუკრა.
-წაყვანით სად უნდა წამიყვანოთ?
-ჩვენს სამეგობროს უნდა შენი გაცნობა.
-როგორ,რას ეტყვით მათ ალექსანდრე?
-ისინი ჩვენი სულის ნაწილები არიან,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ მარიტა და ასე რომ,მათმა იციან შენი გადაწყვეტილების შესახებ და ყველა ქედს იხრის შენს წინაშე.
-მრცხვენია.
-ჩვენ შენს გვერდით ვართ.კარებზე ზარი იყო.
-გიორგი მოვიდა ალბად,წავალ გავაღებ.ერთი საათი მოუნდა მარიტა გამოწყობას და ისიც შეუერთდა მათ.ნატამ ალმაცერად აათვალიერა საოცრად ლამაზად მყოფ მარიტას თვალი და უნებურად გიორგის შეხედა,რომელიც მარიტას თვალს არ აშორებდა და მოეჩვენა,რომ თვალებით ეფერებოდა.ნატას უნდოდა მარიტასთვის ხასიათი მოეშხამა და ირონიულად უთხრა.
-ექიმთან მიდიხარ თუ პაემანზე.
-რააა?გაუკვირდა მარიტას ნატას შეკითხვა.
-არ იყო ასე სექსუალურად გამოწყობა საჭირო,თუ რამე სხვა ფიქრები არ გამოძრავებს.
-ნატა ძალიან სცდები,იმის მაგივრად რომ მადლობას ამბობდე მხოლოდ შხამს ისვრი.ნუ ნერვიულობ,არ გაქვს სანერვიულო.
-ხოოოო?სხვას ვხედავ შენს თვალებში და სიტყვებით კი სხვას ამბობ.
-ნატა საკმარისია.დაუყვირა გიორგიმ და ნატამ კუშტად შეხედა.
-რაა საკმარისი,ის რომ ჩემი ქმარი უყვარს?იქნებ მე თავად დავუთმო ჩემი ადგილი და მშვიდად გავდგე გვერძე.
-ძალიან ვწუხვარ,რომ ასე ადრიანად დაგაბრმავა ეჭვიანობამ,ჯერ წინ ხომ დიდი დროა.დამშვიდდი ნერვებს მოუფრთხილდი,ასეთი აწეწილ-დაწეწილი ნერვებით შვილს ვერ გაზრდი.დაიმახსოვრე,მე არსოდეს მიფიქრია თქვენი ქორწინების ჩაშლა,ეს აზრადაც არ მომსვლია.
-ადამიანები ზოგჯერ ძალიან სუსტები ვართ,მაგრამ მე გიორგის ცოლი ვარ მარიტა და კარგად ვიცნობ ჩემს ქმარს.თქვა ნატამ და გიორგის შეხედა.
-ნატა მე არაფერი არ დამიძალებია თქვენთვის,მე თქვენს განცხადებას გამოვეხმაურე და მინდა დაგეხმაროთ და მოგცეთ ის,რაც თავად ვერ მიეცი შენ შენს ქმარს.მე თქვენგან წავალ,მხოლოდ მაშინ როცა თითქმის ჩემი სხეულის ნაწილს დავტოვებ შენს მკლავებში.შენ კი ნერვები მოთოკე და ეცადე,რომ შენი უადგილო ეჭვიანობით თავად არ დაუსვა წერტილი თქვენს ქორწინებას.ალექსანდრე იდგა და კმაყოფილებით სავსე შესცქეროდა მის წინ წელში გამართულ და ამაყად მდგარ მარიტას რომელიც ერთი თავით მაღალი იყო ნატაზე და მასზე ძალიან მეტად ძლიერიც.ალექსანდრეს არც ის გამორჩენია მხედველობიდან როგორი გაოცებული თვალებით უცქერდა გიორგი მარიტას და კმაყოფილებით ივსებოდა მისი თოთოეული სიტყვის წარმოთქმაზე,უცქირა უხმოდ და გულში დარწმუნებით თქვა.
-ახლა კი დარწმუნებული ვარ,რომ მართლა გაები,გაებიიი.ვხედავ შენ ცდილობ,მაგრამ შენი ქორწინება ნელა-ნელა იმსხვრევა.ნატა სახლიდან გავიდა თავდახრილი,მარიტამ ღრმად ამოისუნთქა და უკან გაჰყვა.
-დარწმუნებული ვარ,ეს პატარა გაიზრდება იმ ქალთან ვინც ამ ქვეყანას მოავლენს მას,მარიტა გააჩენს ამ ბავშვს და ის მარიტასთან გაიზრდება გიორგი.
-მეც ვხედავ,რომ თანდათან რთულდება ეს თემა და ერთ დღეს ამომივა ყელში მისი ისტერიკები და წერილს დავუსვამ ამ ყველაფერს.
-წავედით,დრო აღარ გვაქვს.მოესმათ ნატას ხმა და ორივე გავიდა სახლიდან.
-წავედით,წავედით და ნატა უმიზეზოდ ნუ დაიწყებ ჩხუბს,არსებობს წესები და უნდა დავიცვათ ეს წესები,რომ ორივე მხარე მშვიდად იყოს.მშვიდად მივიდნენ საავადმყოფოში,ყოველგვარი ირონიის გარეშე ნატას მხრიდან,გიორგიმ და მარიტამ ერთდროულად ამოიღვნეშა და საავადმყოფოს თეთრ კედლებში გაუჩინარდნენ,უეცრად მარიტა შებრუნდა და ალექსანდრეს ჩაშჭიდა ხელი და თითქოს მისი სიახლოვით გულდამშვიდებული აედევნა გიორგის.ალექსანდრე?გიორგი?უკვე მოხვედით?წყალს შევისხამ სახეზე წუხელ მორიგე ვიყავი,ახლაც საოპერაციოდან გამოვედი,შედით ჩემს კაბინეტში და მეც ახლავეს მოვალ.
-უნდა წახვიდე მელანო,უძილო როგორ იმუშავებ.
-არა უშავს,განა პირველი შემთხვევაა?ხანდახან მავიწყდება,რომ მეც მაქვს სახლი და მყავს მშობლები,მაგრამ რას ვიზამ ეს პროფესია ძალიან რთული პროფესიაა და ამიტომაც არის საინტერესო.მალე შეუერთდა მელანო მათ,თეთრი ხალათი გამოიცვალა და მათ წინ დაჯდა.
-გავიგე აქედან მიდიხარ თურმე,მართალია?
-არ ვიცი ალექს.სიმართლე გითხრა,ჯერ კიდევ ვფიქრობ.
-მაინც სად აპირებ წასვლას.
-შორს არა,თურქეთში.
-თურქეთში?ესე იგი არ დაიკარგები წლობით და ხშირად გნახავთ.უთხრა ღიმილით გიორგიმ.
-კი ჩამოვალ ხოლმე,სტამბოლში მიმიწვიეს ერთ-ერთ ქართველ ქირურგთან ერთად,რადგან ჩვენ ორმა საფუძველი ჩავუყარეთ ტურიზმში ერთ-ერთ მთიან რეგიონში მედიცინას,ასევე ნაცნობების დიდი წრე შეიკრიბა ჩვენს გარშემო ვისაც ძალიან დააინტერესდა ჩვენი პროექტი და ვნახოთ რა იქნება.
-ძნელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება,ვფიქრობ გაგიჭირდება.
-ვიცი,ძნელია ამიტომ რაც არ მომეწონება გავივლი უხმოდ და წავალ,რადგან ვიცი უფლება არ მაქვს სხვის მიწაზე მე ხმამაღლა ვინმეს რამე შეუსწორო.
-ეჰ,ნეტავ აქაც ასე იყოს ყველა უცხოელი,ისე დადიან თითქოს ისინია მასპინძლები და ჩვენ ჩამოსულები.ამ შავმა მუტანტებმა უნდა გვასწავლოს ცხოვრება რომლებიც აფრიკის მიუვალი ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები,იქ სადაც არანაირი კულტურა არ არის,იქ სადაც მიწურებში ცხოვრობენ და აქ ჩვენს ღირსებაზე საუბრობენ.
-ეს არაა მათი ბრალი ალექსანდრე,ეს იმ ტელევიზიების ბრალია ვინც მიიწვია ისინი იქ და ხმის ამაღლების უფლება მისცეს.
-აქ რისთვოს მოხვედით დაგავიწყდათ?თუ სავალდებულოა ჩვენც ვუსმინოთ ექიმის მომავალი ცხოვრების გეგმებს.
-არ დაგვიწყებია,აქ რისთვის ვართ მოსული, მაგრამ მელანო ჩვენთვოს არ არის უცხო და კარგია თუ დაწყნარდები,თუ ვერ თოკავ ნერვებს საერთოდ წადი აქედან.ისეთი გაბრაზებული ხმით უთხრა გიორგიმ ნატა მოიკუნტა და თითის ტოლა გახდა.
-ნატა ნერვები გაქვს დასკდომაზე და თუ არ დამშვიდდი ასე ძალიან გაგიჭირდება იცხოვრო იმ სახლში,სადაც ფეხმძიმე ქალმა უნდა იცხოვროს და მითუმეტეს მაშინ,როცა ის შენი ქმროს შვილს ატარებს ,მისი სხეულით.მკაცრად უთხრა მელანომ ნატას და მარიტას მიუბრუნდა.ისაუბრეს და რამოდენიმე დღეში ისევ დაიბარა მხოლოდ გიორგი და მარიტა.საავადმყოფოდან გამოსულები კი ნატა ცალკე წავიდა,ალექსანდრემ კი გიორგის აართვა მანქანის გასაღები და თავად დაჯდა მძღოლის ადგილზე.
-სად მივდივართ,რა ჩაიფიქრე.უთხრა ალექსანდრეს და მის აციმციმებულ თვალებს რომ შეხედა თავადაც ჩაეცინა.
-მივდივართ იქ,სადაც ერთი იდუმალი არსება მღერის,ჯორჯ გურენის იცნობ მარიტა?
-ჯორჯ გურენის?არა,მოიცადე გეორგე გურენი და ჯორჯ გურენი ერთი და იგივე პიროვნებაა?
-კიიიი,შენ საიდან იცი გეორგე გურენი?
-როგორ არ ვიცი,აქ არ ზის შენს წინაშე?ალექსანდრემ უეცრად,მოწყვეტით გააჩერა მანქანა და გიორგის შეხედა.
-შენ უთხარი?
-მე ვუთხარი,მაგრამ გეორგე გურენი ვუთხარი და ჯორჯი თავად მიხვდა.
-აააააა,ჩამეშალა სიურპრიზი ეს ხომ სიურპრიზი აღარაა.
-არა უშავს,ისე მოვიქცევი ვითომ არ ვიცი,ისე ძლიან მომეწონა ნახატები ჯორჯ.
-მარტო ნახატები ნახე?გამოცოცხლდა ალექსანდრე.
-სხვა რა უნდა მენახა,კიდევ მალავთ რამეს?
-ოოოო,მაშ ჩემი სიურპრიზს გაგრძელება აქვს.აი მოვედით.ერთ-ერთ დიდ შენობასთან გააჩერა ალექსანდრემ მანქანა და გადავიდნენ თუ არა გიორგი სადღაც გაქრა,ალექსანდრემ ხელი ჩაჭიდა მარიტას და ხალხის ბრბოში გაიყვანა.
-მოიცა გიორგი?
-მას გიორგით არავინ იცნობს მარიტა ჯორჯ გურენი არის,ჯორჯ გურენი.
-აბა ჯორჯი?უიმე?მე ამ სახელს ვერ მივეჩვევი.
-მიეჩვევი.
-მოიცა აქ კონცერტია?სიმღერებს უნდა ვუსმინოთ?
-უნდა ვუსმინოთ,დღეს შენთვის დიდი სიურპრიზია.
-არ მითხრა, რომ გიორგიმ ანუ ჯორჯ გურენიმ უნდა იმღეროს.
-მოუსმინე და თავად მიხვდები.
-სცენაზე გამოდიიიის,სცენაზე გამოდიიიის ჯორჯ გურენიიიი,მივესალმოთ მას.მარიტა გაოგნებული იჯდა და ხალხის შეძახილები,ხალხის სიხარულით გამოწვეული ყიჟინა არ სჯეროდა რომ ეს ყველაფერი რეალობად ხდებოდა და ხმაური ჩააცხრო ნელმა და სასიამოვნო მუსიკამ.გაისმა გიორგის ხმა რომელიც მარიტას გულს მალამოდ მოეცხო.
-ღმერთო.წამოსდა მის ბაგეებს.
-მოგეწონა?
-საოცრებაა,ალექსანდრე ეს ხომ საოცრებაა,ეს ადამიანი უფლის მიერ არის ამ ნიჭით დაჯილდოვებული.მხატვარი,მომღერალი და ამ ყველაფერთან ერთად უნიკალური ადამიანი,მაგრამ რატომ ჯორჯ გურენი?
-მარიტა ის ძალიან ბევრს მოგზაურობს,უამრავ ქვეყანაში არის ნამყოფი და ამასთან ერთად აქვს თავისი ბიზნესიც.ხშირი მოგზაურობის გამო დაითქვა გეორგე ანუ ჯორჯ გურენი.
-დავიჯერო ეს ნატამ არ იცის?
-არა,არ იცის გიორგის ვინც იცნობს მისი ხელოვნების და შემოქმედების გარშემო,მას იცნობენ როგორც ჯორჯ გურენი და კიდევ,ის ნანუკას შოუშიც ამ სახელით იყო მიწვეული,ძალიან იშვიათია გიორგი აქ ვინმემ დაუძახოს.
-გასაგებია,მაგრამ მე ის გიორგით გავიცანი და ჩემთვის გიორგია.
-მიეჩვევი შენც ისე როგორც სხვები.
-მე მასთან დიდი,დიდი ერთი წელი მომიწიოს ცხოვრებამ და მერე დავემშვიდობები,ასე რომ არ ვაპირებ მაგ სახელის დამახსოვრებას და გულში დამარხვას.
-მაგასაც გაგახსენებ.თვალი ჩაუკრა ალექასანდრემ მარიტას და ისევ სცენისკენ გაიხედა.გიორგი იდგა სცენაზე და სიმღერას-სიმღერა სცვლიდა,მღეროდა დაუღალავად და მთელი გრძნობით.ორ საათი გაგრძელდა კონცერტი და როგორ გავიდა ეს დრო ვერც კი გაიგო,თითქოს გულიც კი დაწყდა,რადგან უნდოდა დაუსრულებლად ესმინა მისთვის.აღფრთოვანებული,გაოცებული და გაკვირვებული დაბრუნდა სახლში,ინტერნეტი უკვე აჭრელებული იყო ამ კონცერტის ვიდეოებით და თითქმის მთელი ღამე მას უსმენდა,უნდოდა ეს ხმა,ეს სიტყვები შიგ გულში დაემალა,დაემახსოვრა და სულ მასთან ყოფილიყო.რამოდენიმე დღემ გაიარა არ ენახა გიორგი და თითქოს დანაკლისს გრძნობდა,თითქოს რაღაც აკლდა,მაგრამ ერთ საღამოს ესტუმრა და მშვიდად ისაუბრეს რომ მეორე დილით მხოლოდ ორნი წავიდოდნენ ექიმთან.მელანომ დაკვირვებით გადახედა მარიტას და გიორგის ანალიზებს,მარიტას რაღაც წამლები დაუნიშნა და უთხრა.ერთი თვე მიიღებ ამ წამლებს,ერთი თვის შემდეგ მოხვალ და ვნახოთ რა მდგომარეობა იქნება ამას შემდეგი ანალიზი გვეტყვის,შესაძლებელია განაყოფიერებაც მოხდეს.წასვლისად მელანომ რაღაც დაწერა ფურცელზე და გიორგის მისცა.
-გიორგი შენ კი ეს წამალი გაითვალისწინე.გიორგიმ დაიჭყანა,რადგან არ უყვარდა მაინდამაინც წამლების მიღება და ფურცელი გაშალა,წაიკითხა თუ არა ხველა აუტყდა და მარიტამ იქვე დადებული ჭიქით წყალი მიაწოდა,დალია წყალი და შეშინებულმა შეხედა.
-რა დაგემართა,კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ,მაგრამ ჩვენი ექიმი ვერ არის კარგად.შეუბღირა მელანოს რომელიც ცრემლებამდე მისულიყო სიცილისგან.
-მოიცადე,შენ რომ დასტაცე მაგ ჭიქას ხელი და მომაწოდე,იქნებ შიგ რამე იყო,მკლავდი?
-მე,მე როგორ გკლავდი,ექიმმა მომაწოდა ის ჭიქით წყალი,მაშინ უნდა ვიგულისხმო,რომ მე ექიმი მკლავდა?
-გიორგიიიიი,ჯორჯ იფიქრე რაც გითხარი.
-მელანო გაგიჯდი?კიდევ შეუბღვირა მელანოს მაგრამ გული რაღაც სასიამოვნოდ აძგერდა,მარიტას კი შიშით შეხედა ჩემი ფიქრები ხომ არ წაიკითხაო.მელანომ თვალი ჩაუკრა გიორგის და მარიტას ჩუმად კი ენაც კი გამოუყო,მაგრამ გიორგის დაბღვერილი გამოხედვა და შეყრილი წარბები მაინც ვერ გახსნა,კარებში გასვლისას კი მუჭი დაუქნია მელანოს და ღიმილით ჩატეხა მარჯვენა ტუჩის კუთხე.წინ წასულ მარიტას შეხედა და კიდევ ერთხელ გადაიკითხა ფურცელზე დაწერილი.
-ჯორჯ მე შენს ადგილზე,ბუნებრივ განაყოფიერებაზე ვიფიქრებდი,რად გინდა ეს სინჯარის ბავშვი როცა შესაძლებელია ეს გააკეთო,მარიტა შენია ნუ გაუშვებ ხელიდან.ნუ იბღვირები,გაკოცეეე,მეც მიყვარხარ.
-გიჟია ეს გოგო,როდის უნდა დაჭკვიანდეს.ჩაიცინა და მანქანაში ჩაჯდა,მარიტას შეხედა და უთხრა.
-მარიტა მე ვფიქრობ დროა დავილაპარაკოთ.
-მეც მაგ აზრზე ვარ გიორგი.
-წამოდი სადმე დავჯდეთ.მშვიდ გარემოში და ვისაუბროთ.თითქმის ქალაქიდან გავიდნენ და მისთვის ნაცნობ პატარა და მყუდრო რესტორანში შევიდნენ სადაც მსუბუქად ისადილეს,გიორგი შიგა და შიგ მარიტას მშვიდ სახეს აკვირდებოდა.
-მარიტა..............
-გიორგი.............ერთად წამოიწყო ორივემ საუბარი და შემდეგ ორივეს გაეცინა.
-დაიწყე,შენ თქვი რაც გინდოდა გეთქვა.
-არ დავიწყებ იმის მოყოლას და ახსნას რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი.
-ყველაფერი ვიცი და ვფიქრობ,არ უნდა ინერვიულო არაფერზე.
-არ მინდა იფიქრო,იმის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს მე შენგან ფული მინდა.მე მხოლოდ ის მინდა,რომ ჩემს მშობლებს არ დავაწვე მხრებზე,ვისწავლო და ეს ყველაფერი მშვიდ გარემოში გავაკეთო,მაგრამ მაპატიე,მე თქვენთან ერთად ერთ სახლში არ მექნება მშვიდი გარემო.მიუხედავად იმისა,რომ ეს თავიდანვე თქვი ჩემთან ერთად უნდა იყო და მე უნდა ვაკონტროლებდე ყველაფერსო,მე და ნატა ერთ სახლში ვერ ვიქნებით მშვიდად,კარგად ხვდები რატომ ვამბობ.
-ვიცი მარიტა და არაა ახსნა საჭირო,ნატა ძალიან შეიცვალა და სიმართლე გითხრა ჩემი სახლში არ ყოფნის დროს,რადგან მე ხშორად მიწევს გასვლა ქვეყნიდანმ,მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს,ამიტომ მე ალექსანდრეს ველაპარაკე და ის თანახმაა მასთან იყო მთელი ეს დრო,ან თუ წინააღმდეგი არ იქნები მე მზად ვარ ბინაც ვიქირავო ან სულაც ვიყიდო და ცალკე იცხოვრო,მაგრამ იქ სულ მარტო იქნები და ამიტომ შენ გადაწყვიტე როგორ გინდა და მეც ისე მოვიქცევი.
-თუ ალექსანდრე თანახმაა მე მასთან მირჩევნია ვიყო და იქ როცა გინდა მოხვალ,გაუფრთხილებლადაც კი.
-ეს შენი გადასაწყვეტია,სადაც შენ იგრძნობ მშვიდად და კარგად კომფორტულად თავს იქ იყავი,მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს.
-კარგია,რომ ჩემი გესმის,თუმცა მე ნატასიც კარგად მესმის.
-მარიტა მინდა მნიშვნელოვან თემას შევეხო ის რაც მე და შენ გვეხება.
-გისმენ.დაიძაბა მარიტა და სმენად გადაიქცა.
-მე ექიმს ვესაუბრე რაღაც საკითხებზე და მითხრა,რომ ქალების კატეგორია საქართველოში ვინც ხდება სუროგატი დედა და უჩენს სხვას შვილს,ეს 15,000- დან 20,000-ლარის ფარგლებშია გადასახდელი,ეს მხოლოდ დედას.მე გადავწყვიტე ანგარიში გავხსნა შენს სახელზე და ეს თანხა იქ დავდო,რომ ხელშეუხებელი იყოს გარკვეული დროის მანძილზე და ამას როცა დრო მოვა შენ შენსას მიიღებ.
-გიორგი მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე თანხა არ მინდა,გითხარი ვსწავლობ და მხოლოდ იმაში დამეხმარე,რომ სწავლის თანხა გადავიხადო,რადგან ვერ მოვხვდი მთლიან დაფინანსებაში,არ მინდა სწავლაზე ხელი შემეშალოს თანხის გამო,მამამ ჩემს გამო თავი გაიმეტა და მტკივა მას რომ ვატკინო,მხოლოდ ამაზე ვფიქრობ მთელი ღამეები და კიდევ სხვა რამეებია რაც სერიოზულად მაფიქრებს.
-მითხარი ყველაფერი,რაც კი გაქვს გულში,თქვი რა გაწუხებს,რა არ გაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას,მინდა მეგობრები ვიყოთ მარიტა და ერთმანმეთს გახსნილად ვესაუბროთ.
-რომ არ გაამართლოს და შედეგი ვერ მივიღოთ?
-ამას ჩვენ ვერ გავიგებთ,როცა ემბრიონს შენს სხეულში ჩათესავენ ამის შედეგი ორ თვეში გვეცოდინება.
-ბავშვი რომ ავადმყოფი დაიბადოს?მიატოვებ?არ მიაქცევ ყურადღებას?იქნებ ნატამ უარი თქვას მის სახლში წაყვანაზე,გიორგი მერე პატარას რა ეშველება?
-მარიტა ეს რა აზრები გაწუხებს,ვიცი მცირე დროა რაც ერთმანეთს ვიცნობთ,მაგრამ ნუთუ დავიჯერო ამ დროში ვერ შემიცანი?
-შენ ამ პატარა დროშიც კი შეგიცანი,მაგრამ არ დაგავიწყდეს ნატას არსებობა,ის ვერ შევიცანი.
-მესმის შენი,ჩემზე უფრო ვერავინ ვერ გაგიგებს მაგრამ გპირდები ყველაფერი კარგად იქნება,დაიჯერე ჩემი სიტყვა ჯორჯი გეორგე სიტყვას არასოდეს ტეხს,მთავარია შენ არ ინერვიულო.ამშვიდებდა მარიტას მაგრამ თავადაც კარგად ნერვიულობდა,რადგან სერიოზულად დააფიქრა მარიტას სიტყვებმა.მაინც არ კარგავდა იმედს და დარწმუნებით შეეძლო ეთქვა,რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩებოდა და წინ მხოლოდ სასიხარულო დღეები ელოდათ.



№1  offline წევრი mia15

ძალიან მაგარი თავი იყო.მემეწონა ძალიან.სუპერ.ველი ახალ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი მაყვალა

ძალიან ძალიან კარგია მოუთმენლად ველოდები გაგრძელეებას ჩემო ნიჭიერო და ყველასთვის სიყვარულით გამთბარი გულის მატარებელო გეფერები შორიდან

 


№3  offline მოდერი zia-maria

mia15
ძალიან მაგარი თავი იყო.მემეწონა ძალიან.სუპერ.ველი ახალ თავს

მადლობა ჩემო გოგო გაიხარე. kissing_heart kissing_heart

სტუმარი მაყვალა
ძალიან ძალიან კარგია მოუთმენლად ველოდები გაგრძელეებას ჩემო ნიჭიერო და ყველასთვის სიყვარულით გამთბარი გულის მატარებელო გეფერები შორიდან

მადლობა ქალბატონო მაყვალა გაიხარეთ,მახარებთ და მიხარია რომ დროს პოულბთ კითხვისთვის. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

აი რა ვთქვა არვივმცი სიტყვები არ მყოფნის უმაგრესიხარ.

 


№5  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მარიამი
აი რა ვთქვა არვივმცი სიტყვები არ მყოფნის უმაგრესიხარ.

გაიხარე ჩემო საყვარელო. kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი marina

es istoria zalian seriozuli da sainteresoa
velodebi gagrzelebas.ise super kiria xar mzia.❤❤❤

 


№7  offline მოდერი zia-maria

marina
es istoria zalian seriozuli da sainteresoa
velodebi gagrzelebas.ise super kiria xar mzia.❤❤❤

heart_eyes εσησ ισαστε σουπερ κιρηα, κιρηα μαρινα σασ σαγαπαω πωλη. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent