შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარუილი {2}


10-05-2018, 17:24
ავტორი lile-eli
ნანახია 6 447

-ნიცააა? (გიგა)
-რა მოხდა ნიცა? (ბექა)
ტყუპები ერთდროულად შეეგებნენ, შემდეგ სახე დაუსერიოზულდა გიგას ხელები მოხვია ატირებულს და მისაღებში შეიყვანა, ისეთი უსუსრი ჩანდა გოგონა, რომელიც მუდამ სიცოცხლეს ასხივებდა, რომ ტყუპები მას დასტრიალებდნენ, სავარძელში მოათავსეს, წყალი მიაწოდეს ვერ დალია ისე კანკალებდა, რომ დაეღვარა მთლიანი სითხე.
-ნიცა რა მოგივიდა?
ბექამ მოსვენება დაკარგა და გვერდზე მჯდომ გიგას შეუბღვირა:
-გაიწიე მეც დავჯდე! გოგო ნუ გადამრევ და მითხარი რა მოხდა!
გიგა არ განძრეულა, თავზე ეფერებოდა ნიცას, ბექა ნიცას წინ მდომ პარატა მაგიდაზე ჩამოჯდა და გოგონას ხელის თითებს ფერება დაიწყო.. იქვე მდგომი თომასთვის ძალიან რთული სანახავი აღმოჩნდა ჯერ ის, რომ ნიცას თვალზე ცრემლს ხედავდა და მერე ის, რომ ბექა მის ხელებს ეფერებოდა, დაძაბული იდგა და ელდა ნიცას, როდის იტყოდა ტირილის მიზეზს.
-მითხარი ჩემო გოგო რა მოხდა. (ბექა)
-ნიკა მართალია... მას ანას მოტყუება უნდა.. მე... ნიკა არ არის აქ, მე არ ვიცი რა ვქნა.. ანა მოკვდება თუ რეზიზე სიმართლეს გაიგებს..
-გოგო, რეზის როგორ ხვდებოდით ნუ გდამრიეთ თქვენ! ერთხელ მაინც გეთქვა ტო!
გიგა წამოდგა და ნერვიულად დაიწყო სიარული, ბექა გვერდით მიუჯდა თავი მკერდზე დაადებინა და დაუყვავა:
-ახლა ყველაფერი ისე მოყევი, როგორც გაიგე და მერე ერთად მოვაგვარებთ, კარგი?
ნიცამ თავი დაუქნია და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ყველაფერი მოყვა, ის რაც ბარში მოისმინა.. იმ ხნის მანძილზე, რაც ნიცა საუბრობდა, არვის ხმა არ ამოუღია, არც ნიცას შეუმჩნევია ხალხი ვინც იქ იყო, ტყუპების მშობლებიც ჩუმად ისხდნენ და გაოგნებულები ისმენდნენ ყველაფერს..
-ვიღაც დადიანი ახსენეს კიდევ, მაგრამ ვერ გავიგე რას გულისხმობდნენ თქვეს, რომ მასთან საქმის დაჭერა არ აწყობთ..
ნიცას ბოლო სიტყვებზე თომას რეაქციამ არ დააყოვნა და ჩაერია გოგონას საუბარში:
-დადიანზე რა თქვეს?!
თომას ხმამ, ცივად დაუარა სხეულში ნიცას და სწრაფად მიბრუნდა მისკენ, მაშინ შეამჩნია გაშლილი სუფრა, თომა, ორი ბიჭი და ტყუპების მშობლებს შეხედა უხერხულობისაგან გაწითლებულმა..
-უკაცრავად.. მე არ ვიცოდი სტუმრები, რომ გყავდათ.
-რას ამბობ შვილო, ესენი სტუმრები არ არიან, შენ კი საბოდისო არაფერი გაქვს!
ირამ ჩაიხუტა, ფეხზე ამდგარი დაბნეული გოგონა. პირველად იყო ნიცა ასე უმოქმედო და შეშინებული, ამით ხვდებოდა ირა თუ რამდენად სერიოზული პრობლემა ჰქონდათ აბაშიძეებს.
-ირა დეიდა არ ვიცი, როგორ მოვიქცე და..
-გაჩუმდი ახლა და ნუ ინაზები თორემ მოგცხებ!
-ბექა!
ირამ დაუყვირა შვილს, ისიც გაჩუმდა და სიცილით თვალი ჩაუკრა ნიცას, გოგონასაც გაეღიმა. ამ ყველაფერს, განსაკუთრებით კი ბექას აკვირდებოდა თომა, რომელიც ეჭვიანობდა ნიცასა და ბექაზე, მაგრამ ამ გრძნობას შიგნითვე კლავდა. ნიცას მიუახლოვდა თომა და თვალებში უყურებდა:
-ნიცა რა თქვეს დადიანზე ზუსტად მითხარი!
წამით დაიბნა გოგონა, თომას შავი სფეროების ნახვამ სხეულში უცნაური შეგრძნება გაუჩინა, მაგრამ მალევე მოიკრიბა გონება და პასუხი გასცა:
-ნიკა დადიანი ახსენეს, მაგრამ რეზიმ თქვა ეგ არა უფროსი დადიანიო, „მაგრამ მკ*ა მე ყველას და ყველაფერს ჩავრევ და ანასტასია აბაშიძე ჩემი იქნება!“
სიტყვა-სიტყვით გაიმეორა რეზის ნათქვამი.
-მოიცა თორნიკე რა შუაშია?
ბექა გაოცებული ეკითხებოდა ორივეს, ნიცამ მხრები აიჩეჩა, თომამ კი ღიმილით შეხედა:
-თორნიკე ანას იცნობს!
-როგორ? ახლა მაგაზეც უნდა გაბრაზდეს ნიკა? ეს გოგო მომკლავს!
აქოთქოთდა ნიცა და ბექამ მხარზე ხელი ჩამოადო თომას:
-დაბრუნდა ქალბატონი გალაქტიკაზე!..
-სად იყო რო?
-მიხვდები, ცოტა ხანი უყურე.
-ვუყურე უკვე.
-რა თქვი?
-არაფერი. დროა დადიანი ჩაერიოს!
-რატომ არ ვიცი ვისზე საუბრობთ? ან შენ თუ იცნობ მე რატომ არ ვიცნობ?
თვალები დააწვრილა ნიცამ.
-ეე გოგო მე შენ „დერსკი“ მეგონე და მოვტყუვდი? მოდი აქ დაჯექი.
ბექამ ხელი გადახვია და სუფრისკენ წაიყვანა გოგონა.
-ნერვებს რატომ მიშლი? არ მინდა დაჯდომა, უნდა წავიდე ანასტასიას უნდა დაველაპარაკო.
-რა გიშლის ნერვებს გოგო, ყოვლის მცოდნე ნიცა აბაშიძემ ინტერნეტში ერთხელ მაინც ვერ ნახა კაცი, რომელზეც გოგონები გიჟდებიან?
-და ამიტომ არ ვარ „დერსკი“? იდიოტი!..
სახეს ისეთი ფორმა მისცა, ყველას გაეღიმა, მათ შორის თომასაც, მაგრამ გულში მობობოქრე გრძნობას, ვერაფერს უხერხებდა და ნაძალადევი სიმშვიდით ნიცას მიმართა:
-თორნიკე ის ადამიანია, ვინც იმ ხალხს ანას მოაშორებს და არა მარტო ანას, თუ იმათ ანას შესახებ იციან უკვე მოქმედებაზე გადავლენ, ეს კი ძალიან სახიფათოა, შესაძლოა შანტაჟიც დაიწყონ.
-თქვენ ამბობთ, რომ ვიღაც თორნიკეს უნდა ვენდო? მე არც შენ არ გენდობი!
ამ სიტყვებზე სახე დაეჭიმა, თვალები უფრო ჩაუმუქდა თომას და სურვილი გაუჩნდა, მარტო ჰყოლოდა ეს ტუტუცი გოგო, რომ მოესვა საჭირო ადგილზე, მაგრამ ტყუპების მამამ ღიმილით უთხრა:
-ნიცა შვილო, თორნიკე თუ ამ საქმეში ჩაერია, მე ვიქნები პასუხის მგებელი მის კაცობაზე.
-ძალიან კარგი ზაზა ძია, მაშინ მე არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა ერთისა.
-გისმენ.
თომამ თვალებში შეხედა გოგონას და დავლილი ჟრუანტელთ მიღებულმა სიამოვნებამ, თვალები წამიერად დაახუჭინა, არც ნიცა იყო კარგ დღეში, მივიწყებული გრძნობა წამოეშალა გულსა და გონებაში ისე, რომ თავგზას ურევდა:
-გამაცანით.
გაეღიმა თომას და თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად.
-მოკლედ ნიკას დავურეკავ და რომ ჩამოვა, მასთან ერთად ვიმოძრავებთ რა..
ბექამ ტაში შემოჰკრა.
-მომისმინე ვაჟბატონო, იცოდე მე ყველაფერი უნდა ვიცოდე!
-აი ეხლა ახუ*ბ ნიცა.
-ბექა!
-კარგი შემეშვი, რამეს მოგატყუებ ხო.
-გიგა უთხარი რამე! იცოდე..
-მორჩი ახლა! წამო სახლში მიგიყვანო, თორემ დავითი გაბრაზდება.
-კარგი წამიყვანე.
როცა სახლი დატოვა ნიცამ, თომა მათ ისევ ესაუბრა თორნიკეს და ანას შესახებ:
-ზაზა, ერთადერთი გამოსავალი ჩვენი კონტაქტების ჩარევაა, თან რადიკალური ზომების მიღებაც შეიძლება მოგვიწიოს, რადგან რეზი თუ იმ ხალხს გამოიყენებს, აბაშიძეებს დიდი პრობლემები შეექმნებათ. გამოდის ნოდართან ისევ მოგვიწევს შეხვედრა, თორნიკე კი ანას გამო, უკან არ დაიხევდს!
ამით ყველანი მიხვდნენ თომას მინიშნებას, რომ თორნიკე ანასტასიას მიმართ გულგრილი არ იყო, ტყუპების მამამ ღიმილით უთხრა:
-თომა შვილო, მე ვიცნობ თორნიკეს, ახლა დავითმა უნდა გაიცნოს.
-გავიცნობთ, ჯერ თორნიკეს დაველაპარაკები..

რეზიმ კარგად გათვალა ყველაფერი, იცოდა რომ დრო არ უნდა დაეკარგა და ტელეფონით დაეკონტაქტა ანასტასიას, თან შესაფერისი მომენტის შექმნას ცდილობდა, რომ შეხვედრა და მისი წაყვანა შეძლებოდა. სანამ ნიცა სიტუაციის მოგვარებას ცდილობდა, რეზიმ ბარი დატოვა, სახლიდან დაურეკა ტელეფონზე გოგონას და აქტიურად ურევდა თავგზას, ურთიერთობებში გამოუცდელ ანასტასიას, რომლის მთავარი მიზანი ცხოვრებაში, მხოლოდ სწავლა იყო:
-გისმენ.
-ანა მე ვარ. როგორ ხარ?
-რეზი, შენ როგორ ხარ? მე ვერ დაგირეკე.. ძალიან დავიბენი, ბერი კითხვა მაქვს. თან გაბრაზებული ვარ!..
არეული საუბრობდა გოგონა, რომელიც საძინებლის კარისკენ აპარებდა თვალს, ვინმე ხომ არ უსმენდა.
-ანა, უნდა შემხვდე და ყველაფერს აგიხსნი, მე მამაშენთან შეხვედრას ვაპირებდი, მაგრამ შენგან არ ვიცოდი პასუხი, ახლა კი ყველაფერი აირია და დაჩქარდა, ამიტომ მოვიქეცი ასე..
-ნიკაც, გაბრაზებულია შენზე!
-ვიცი ანა, ეგ ძველი ამბავია, ახლა მომისმინე რასაც გეტყვი მხოლოდ იმიტომ გეტყვი, რომ მიყვარხარ! მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემზე ცუდს გეტყვიან და გთხოვ არ დაიჯერო.
ანასტასია პირველად განიცდიდა ყურადღებას მამაკაცისგან და ამ გამოუცდელოაბამაც იქონია გავლენა..
-ანა მისმენ?
-კი.
-თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, ან კიდევ მოგწონვარ, ერთი შანსი მომეცი, რომ ყველაფერში დაგარწმუნო. დაფიქრდები და გადაწყვეტილებაც ისე მიიღე. სამი წლის წინ, ბიჭებთან ჩხუბი მომივიდა და მანდ ნიკაც იყო, ვინც ვცემე მისი მეგობარი ყოფილა, მაშინ არ გიცნობდი შენ, თან იმ მეგობარმა ძალიან დააშავა..
-რა დააშავა?
გოგონას არგუმენტები სჭირდებოდა და ტყუილში დახელოვნებულმა რეზიმ, მალევე იპოვა გამოსავალი.
-ჩემი ახლობელი გააუ*ა..
-რაა?
ანასტსია შოკში ჩავარდა, მოწყვეტით დაეცა საწოლზე, მისი ძმა მეგობრობდა ბიჭთან, რომელიც მოძალადე იყო..
-ახლა არსებობს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც შენით არის დაინტერესებული..
-ვინ? მე რატომ? რაში ვჭირდები?
სულ დაიბნა ისედაც დაბნეული გოგონა.
-თორნიკე დადიანი.
-ეგ ვინ არის?
გაეცინა ბიჭს, რადგან გოგონების უმრავლესობა იცნობდა ძმებ დადიანებს, ანასტასია კი არა.
-ეს ის კაცია, რომელსაც ცუდი წარსული და საქმეები აქვს ჩადენილი..
შიში გაუჩინა გულში გოგონას და განაგრძო საუბარი:
-ანა პრობლემები გვაქვს, ორივეს გვითვალთვალებენ.
-რა უნდათ? მე არავის ვიცნობ ისეთს, რომ მითვალთვალონ..
-ისინი გიცნობენ ანა.
-ვინ კაცო ნუ გადამრიეთ, ყველა რაღაცას ამბობს და თან არ ამბობს, ვერაფერი გავიგე.
-დადიანების ხალხი დაგვდევს და რომ იცოდე ისინი გოგონებს იტაცებენ. არაკანონიერი საქმით ამუშავებენ და ამიტომ მე უნდა დავასწრო!
-რა უნდა დაასწრო რეზი?
-შენ თუ ჩემი ცოლი გახდები, ისინი თავს დაგანებებნ. ნიკაც დამშვიდდება, როცა ყველაფერს გაიგებს და შეგვირიგდება კიდეც, ოდესმე..
-ასე მარტივად? არა! მე მამას ასე ვერ მოვექცევი, მას ძალიან ეტკინება.
-ანასტასია, შენ უნდა გადაწყვიტო, მაგრამ იმაზეც იფიქრე, რომ მე ძალიან მიყვარხარ.
-მე არ ვიცი, ყველაფერი ისე აირია დრო მჭირდება..
-ვიცი, მაგრამ დრო საერთოდ არ გვაქვს.
-არა რეზი, ასე ვერ მოვიქცევი..
-დაფიქრდი და როცა გადაწყვეტ დამირეკე ანა.
-კარგი. მამას დაველაპარაკები.
მისი დაბნეულობით უნდა ესარგებლა რეზის და ასეც მოიქცა.. თავის მეგობარს დაურეკა და სთხოვა:
-შენი დამარება მჭირდება სერგი.
-გისმენ.
-ანას გადაწყვეტილების მიღება უჭირს და უნდა დავეხმაროთ. დღესვე!
-როგორ?
- ანას ნომერს მოგწერ დარეკე და მისამართი უთხარი სადაც მე ვარ ნაცემი..
-რა ხარ?
-არაფერი სი*ო. ასე უთხარი ცემეს და ცოტა გაამწვავე სიტუაცია რა.. რამე მოახერხე და აქ მომიყვანე კარგი?
-კარგი გავიგე, შენ თვითონ სი*ო.
-მიდი დროზე!
ამით მარტივი გახდა გოგონას მართვა, რადგან ნიკასგან და აკაკისგან გამოხატულ აგრესიას გაურბოდა და შინაგანი შიშის გასაქრობად, სიმშვიდე ვისთანაც იპოვა იქით მიუწევდა გული, რეზისთან..
უცნაური იყო მაგრამ ფაქტი, რომ საკუთარ ძმას აღარ ენდობოდა ან კიდევ მეგობარს, რომელთან ერთადაც გაიზარდა, რამდენიმე წინადადებამ იქონია გავლენა და უკვე ენდობოდა ადამიანს რომელმაც, მზრუნველობითა და ყურადღებით მოხიბლა, მაშინ როცა ყველა ახლობელი უკრძალავდა ყველაფერს, რაც მასთან აკავშირებდა. შინაგანი პროტესტის გრძნობა აწუხებდა, სურდა რომ გაეგო მიზეზი, თუმცა მიზეზის გაგებასაც ვერ ახერხებდა, ამით ღრმავდება ეჭვი ანასტასიას გონებაში და სწორედ ეს ეჭვი ანგრევს წლობით ნაფერებ ურთიერთობას. ისიც ფაქტია, რომ კარგად შენიღბულ ადამიანს ვერ ცნობდა გოგონა, რომელსაც არც ასაკი, არც ცხოვრება არ უნახავს და გამოუცდელი იყო..
სახლში მხოლოდ ანასტასია და დიანა იყვნენ, ნიკა ლექტორს ახლდა დასავლეთში, დავითი მორიგე იყო, ნიცა კი ტყუპებთან. ანასტასია ტელეფონზე საუბრის შემდეგ დედასთან გავიდა სამზარეულოში და გაბრაზებას ვერ მალავდა:
-დედა იცოდი, რომ ნიკა მეგობარს ეხმარებოდა, რომელიც მოძალადეა?
-რას ამბობ შვილო?
შეშინებულმა შეხედა გოგონას დიანამ, რომელსაც ხელი მოკიდა და მაგიდასთან დასვა:
-რა გაიგე ჩემო გოგო ისეთი, რაც ჩვენ, მით უფრო შენ, არ იცი ნიკაზე?
-არ ვიცი დედა, მითხრეს რომ მისმა მეგობარმა გოგო გააუპატიურა და ამის გამო უჩხუბია, თან იმ იდიოტის დასაცავადო.
ქალს ფერებმა გადაუარა, შეშინებული ხმით დაუყვავა ქალიშვილს, რადაგან დიანას არ შეეძლო შვილებთან კამათი, მით უფრო ხმამაღალი საუბარი..
-ანასტასია, მე ბევრი არაფერი ვიცი, ვინ რაზეა ნაწყენი და ამიტომ ვერც ვერაფერს გეტყვი, მაგარამ შენ იცნობ ნიკას და უნდა ხვდებოდე იმას, რას გააკეთებს ის მსგავს სიტუაციაში. მე მას ვენდობი და როგორც ვიცი შენც, ახლა ნერვიულობ, თან ნიკაზე ნაწყენი და ეს გირევს გონებას. ჩემო ლამაზო, შენ ხომ ყოველთვის სამართლიანად აფასებ სიტყაციას? დრო მიეცი შენს თავს და ყველაფერს მიხვდები.
-დედა ძალიან დავიბენი, ეს ძალადობა და მუშტი-კრივი, ხომ საერთოდ მირევს გონებას.
-ნუ გეშინია, ხომ იცი მამაშენი და ნიკა დაგიცავენ, დაგავიწყდა მამამ რა გითხრა?
-არა დედა, მაგრამ..
-ჯერ დამშვიდდი, ხომ ხედავ არ გეკითხები ვინ გითხრა ეს სისულელე, რადგან არ მჯერა! შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ, ყველაფერს დაუკვირდი და პასუხსაც შენვე იპოვნი!.. მე მალე მოვალ დედი, დაბლა უნდა ჩავიდე.
მოეფერა გოგონას დიანა და ფეხსაცმილის ჩაცმა დაიწყო შესასვლელში.
-სად მიდიხარ დე?
-ტომატი არ ყოფილა და მაღაზიაში.
-მე წავალ დედა.
-არა შვილო, ნიკამ მითხრა ღამით სახიფათოა შენი გარეთ გასვლა და მე ჩავალ, კარი ჩაკეტე.
-კარგი რა დე, მაღაზია აქვეა, თუ გინდა მიყურე აივნიდან.
ქალმა გაუღიმა, თავზე აკოცა და გაუშვა. რამდენიმე წუთში ანასტასიამ ბინის წინ მოედანი გადაკვეთა და მოპირდაპირე კორპუსის მაღაზიაში შევიდა.. მაღაზიაში მყოფს, ტელეფონზე ზარის ხმამ ფიქრები გაუფანტა:
-გისმენ.
-ანასტასია გამარჯობა.
-გამარჯობა. რომელი ხარ?
-მე რეზის მეგობარი ვარ სერგი, მისი თხოვნით გირეკავ..
-რეზი სად არის? რა დაემართა?
-დამშვიდდი, ცოტა შეუძლოდ არის და შენი ნახვა უნდა..
-სად არის, რატომ არის შეუძლოდ?
-ახლა მოგაკითხავ და მე მიგიყვან მასთან, შეძლებ?
-იცი.. მე.. ვერა.
-შეძლებ, თუ ვერა მხოლოდ ის მითხარი!
ასეთი მკაცრი ტონი ეუცნაურა გოგონას და მანაც მკაცრი პასუხი გასცა:
-ჯერ მას უნდა ველაპარაკო!
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ ვერ შეძლებს საუბარს. მძიმედ არის ნაცემი, შენ გკითხულობს..
-ახლა ვერ შევძლებ..
-კარგი, როგორც გინდა..
ტელეფონი გათიშა, სერგიმ და ჩაილაპარაკა:
-არ გინდა და ნუ გინდა, ჩვენ გვინდა!..
მაღაზიასთან ახლოს იდგა მანქანა უკვე, ფარები ჩააქრო და რადგან მაღაზიიდან გამოსული გოგონა დაინახა, თვითონაც გადავიდა.. დედამისი ხედავდა ანასტასიას აივნიდან და მანქანიდან გადასული სილუეტის ნახვამ, გულში ცუდი შეგრძნება გაუჩინა, ამიტომ სასწრაფოდ დაიძრა გასასვლელისკენ, გულაჩქარებული ჩარბოდა კიბეზე ქალი..

-საღამო მშვიდობის.
-გამარჯობა სერგი.
რეზისთან ერთად, ერთხელ ნანახი ბიჭი იცნო გოგონამ.
-შეგიძლია გამომყვე?
-ვერ შევძლებ, მე თქვენ ერთხელ მყავხართ ნანახი..
-რეზი თუ ნახე ბევრჯერ რა მერე?
-რა თქვით?
-რა და რეზიმ გამომატანა შენთან რაღაც, მანქანაში მაქვს და უნდა მოგცეთ.
-კარგი მომეცით.
გაჰყვა გოგონა მანქანისკენ, რომელიც ოდნავ მოფარებული იდგა და საღამოს ხანის გამო ხალხიც არ ჩანდა ახლომახლოს, ბიჭმა მანქანის კარები გააღო თუ არა წაბორძიკდა, თითქოს შეუძლოდ გახდა..
-რა დაგემართათ? ფრთხილად დაჯექით, წყალს მოგიტანთ..
-არ შეწუხდეთ, მემართება ხოლმე დიაბეტის გამო..
-მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? სასწრაფოს გამოვიძახებ..
-არა გმადლობთ, წყალს დავლევ და გამივლის, შემდეგ წამალსაც გავიკეთებ..
-მე მოგიტანთ, სად გაქვთ?
-მანქანაში მეორე მხარეს.
-კარგი ახლავე.
ავტომანქანისა მოუარა ანასტასიამ და მძღოლის გვერდზე კარი გააღო, განერვიულებული ხელების კანკალით ეძებდა ბოთლს, სათავსოში არ იყო..
-დაბლა დავაგდე ალბათ, სავარძლის ქვემოთ..
სერგი საჭესთან გასწორდა და მანქანის დასაძრავად მოემზადა, გოგონამ კი ტანი ისე დახარა, რომ მარტივი გახდა ერთი ხელის დაქაჩვით, მისი სავარძელზე დასმა და მანქანაც მალევე ჩაკეტა ღილაკის საშუალებით, დაბნეულმა გოგონამ იგრძნო, რომ საფრთხეში იყო.. სადარბაზოდან გამოსულ შეშინებულ დედას თვალი მოჰკრა ანასტასიამ, რომელსაც მანქანის საბურავებმა ფეხებთან ჩაუარა მცირე მანძილის დაშორებით და კივილითი ჩაიკეცა ადგილზე..
ქალის ხმაზე ხალხი გარეთ გამოცვივდა, დიანამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ დავითისთვის დაერეკა მეზობლის საშუალებით და ანასტასია წაიყვანეს ეთქვა, იმ წამსვე დაკარაგა გონება ქალმა, დავითმა კი ნიცასთან გადარეკა, გოგონა ისტერიკაში ჩავარდა, როცა ბექას ხმამ მოიყვანა გონს:
-ნიცა დამშვიდდი! მალე მივალთ სახლში და მოვაგვარებთ ყელაფერს! მისმენ?
-კი, კი... ღმეთო მიშველე.
ნიცა თავისთვის ლუღლუღებდა, ბექა კი თომას ესაუბრებოდა, სიტუაციას უხსნიდა, რაც იმ წუთას იცოდა და მისამართზე მისვლას სთხოვდა ყველას უკლებლივ, იცოდა დიანას დედამისი დასჭირდებოდა, დავითს კი მამამისი. სახლში ისეთი სისწრაფით მივიდნენ, რომ რეზის შანსი ნელ-ნელა მცირდებოდა..
დავითმა საქმე, მეორე თანამშრომელს გადაბარა, გზადაგზა აძლევდა მითითებას და სწრაფად წავიდა სახლში, სადაც ნიცაც განერვიულებული ელოდა საყვარელ მამას, კაცი კი ისე დაბერებული შევიდა, თითქოს რამდენიმე წელი მოაკლესო.. ნიცას მამის დანახვამ გული სულ მოუკლა და კარგავდა კონტროლს შიშისგან, ანასტასიას მდგომარეობის წარმოდგენა არ სურდა. მასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა, თუმცა გამორთული არ იყო ტელეფონი. ნიკას ვერ დაელოდებოდნენ, მაგრამ ელოდნენ თორნიკეს, რომელიც მალევე წავიდა დათქმულ ადგილას. კორპუსებს შორის თავისუფალი ადგილი მალევე შეივსო ძვირადღირებული მანქანებით, რაც დადიანის მისვლას ნიშნავდა:
-საღამო მშვიდობის!
სახლში შესვლისთანავე ცივმა ხმამ გაიჟღერა ოთახში, სადაც ყველანი შიშისგან დამძიმებული სულით სუნთქავდნენ, მოსალოდნელი საშინელი ამბის გამო..
-დავით, ეს თორნიკე დადიანია, მას მე ვიცნობ, თომას მეგობარია.
-გასაგებია.
თავი დაუკრა სამივეს, იმის ნიშნად, რომ ზაზას ენდობოდა და განაგრძო:
-მშვიდობის რა გითხრათ, მობრძანდით.
მხრებში მოხრილმა დავითმა, მიიპატიჟა მაღალი სილუეტი, რომელის ნახვამ ვიღაც მოაგონა, მაგრამ მალევე გეფანტა გონება, რადგან უემოციოდ და ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ საქმეზე დაიწყო საუბარი თორნიკემ:
-რა იცით!
-მხოლოდ ის, რომ მანქანაში ძალით ჩასვეს მაღაზიასთან. (თომა)
-მაღაზიის კამერები ნახეთ?! (თორნიკე)
-მოიტანენ! (თომა)
-ტელეფონი გამორთული აქვს?!
-არა.. ზარი გადის.
ნიცამ გასცა პასუხი, ჯერ კიდევ გაოცებული სახით მჯარმა, რომელმაც ვერ გაიგო ვინ იყო ეს სიმპატიური მამაკაცი, რომლის ცივი ხმა და ცივი ნაცრისფერი თვალები წამიერად, მაგრამ მაინც აშინებდა..
-მოძებნეთ ეზოში?!
-არა.
-უთხარი მოძებნონ!
სიტუასიაში გარკვევისთანავე სცადა კონტაქტებთან კავშირი, ვინაიდან ანასტასია არ პასუხობდა და ტელეფონიც ვერ იპოვნეს, გადაწყვიტეს სიხშირით უნდა ეპოვნათ..

ანასტასიას ტელეფონის გამოართვა უბრძანა სერგიმ და მისთვის მიცემა შიშისგან დაბნმეულმა უსიტყვოდ ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან, გამორთვის იმიტაციით ხმა გამორთო თითქოს მითითებას ზუსტად ასრულებდა..
-ყოჩაღ კარგი გოგო ხარ.
გამოართვა ტელეფონი სერგიმ და ჟიბეში ჩაიდო.
-მართლა, რეზიმ გამოგაგზავნა?
-ეჭვი გეპარება?
-ამით რას მიაღწევთ?
-არაფერს და ყველაფერს!
-რას?
-მალე გაიგებ.
გაჩუმდა გოგონა, რადგან იცოდა მსხვერპლი იყო და არ ღირდა გამტაცებლის გაღიზიანება, თან იმ წუთას დედა გაახსენდა, რომელიც იცოდა ძალიან ცუდად იქნებოდა, შემდეგ მამზე ფიქრობდა და იმაზე, რომ დავითი მას არ მიატოვებდა..
ფიქრებში გართულს რამდენჯერმე გამოხედა სერგიმ, უკვირდა რატომ იყო ჩუმად გოგონა, თითქოს მშვიდადაც და უცებ პერანგის გახსნილ ღილზე გაუჩერდა მზერა, მძიმედ გადაგორა მომდგარი მადა, ფიქრებმაც უხამსმმა გაურბინა გონებაში და უეცრად დაამუხრუჭა მანქანა..
-რა მოხდა?
შეშინებულმა ანასტასიამ ხმაც დაკარგა.
-არაფერი, გეგმა შეიცვალა, სხვაგან მივდივართ!
-სად? რატომ? მე რეზისთან მიმიყვანე!
-მივალთ! აუცილებლად მივალთ, მაგრამ ჯერ ჩემთან გავივლით!
ანასტასია დაიბნა თუ მართლა რეზისთან მიდიოდნენ, რატომ აიძულა მანქანაში ჩაჯდომა, ახლა კიდევ გეგმის შეცვლაზე საუბრობდა ბიჭი..
-შენთან რა გვინდა?
-რეზის წამლები სჭირდება და დამავიწყდა..
ცოტა დამშვიდდა გოგონა და შედარებით მშვიდი ტონით უთხრა:
-გზადვე ვნახოთ აფთიაქი.
-ისეთი რაღაც მჭირდება, რაც მანდ არ იქნება!
-კარგი, მაგრამ ასეთი რა არის?
-ოოო, ეგ შენ ხარ ჩემო ლამაზო!
ანასტასიამ შეამჩნია სერგის მზერა მკერდზე რომ იყო მიმართული და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-ვერ გავიგე, რა გინდა?
-მოკეტე და მალე გაიგებ!
გოგონა კარებს დაწვდა, ღილაკს ეძებდა რომლითაც შეძლებდა ჩაკეტილი კარის გაღებას, მაგრამ სიცილის ხმამ გვერდზე მიახედა.
-ტყუილა ნუ ეცდები!
ანასტასია სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და გონების უკანასკნელი ძალებით გააზრებულმა ჰკითხა:
-შენ ფიქრობ, რომ ასე რამეს მიაღწევ?
-ვერა?
-დიახ ვერა!
საჭეს დაწვდა გოგონა და მანქანას მართვა დააკარგვინა:
-გოგო ხელი გაუშვი! დავიმტვრევით გოგო გაგიჟდი?
-დიახ გავგიჟდი, შენნაირთან ყოფნა მაგიჟებს!
რამდენიმე არასწორი მანევრის შემდეგ, სერგიმ მოახერხა და განათების ბოძს დააჯახა მანქანა, რადგან მისი მხარეს იყო ძლიერი დარტყმა დამცავი ბალიში გაიხცნა მხოლოდ მის მხარეს, ანასტასიას ღვედი არ ეკეთა და შუშას მიარტყა თავი და შუშის პატარა ნატეხით წარბს ზემოთ უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა.. სერგის თავის დამცავ ბალიშზე დარტყმისგან გონება დაეკარგა, გოგონამ მისი ტელეფონი ამოაცალა ჯიბიდან და მანქანიდან გადავიდა.. გარბოდა, თან უკან იხედება იმის შიშით სერგი მისდევდა თუ არა და როცა მანქანას საკმაო მანძილზე მოშორდა ხელების კანკალით მოძებნა ნიცას ნომერი..
ნიცა, დიანას ეფერებოდა და ცრემლების მოშორებას უშედეგოდ ცდილობდა სახიდან, როცა ტელეფონმა დარეკა:
-ღმერთო მიშველე! რეკავს.. მაამა რეკავს.
დავითთან მიირბინა გოგონამ, რომელიც ტელეფონს აჩვენებდა, სანამ დავითი რამეს ეტყოდა, ისევ ის სივი ხმა მოესმა:
-უპასუხე და მიკროფონი ჩართე!
-ხო ანნა..
-ნიცა მიშველეთ! შეიძლება დამეწიოს..
-ვინ? ვისთან ხარ?
-შვილო სად ხარ? (დავითი)
-არ ვიცი.
-აღწერე ადგილი!
საუბარში ჩაერია თორნიკე, რომელსაც აშკარად ხმა შეცვლოდა და ნიცამ წამიერად შეხედა, რადგან დარწმუნებულიყო ხმის ავტორის ვინაობაში, გაოცდა თვალების სიმწვანე რომ დაინახა, თუმცა გონება ანას ხმამ მაუფანტა:
-გზა ორად იყოფა ძველი ბენზინ გასამართი სადგური ჩანს, მემგონი „ვისოლის“ დაშლილია..
-ვისთან ხარ? (თორნიკე)
-სერგი ჰქვია, შავი აუდი, ბოძს დავეჯახეთ, მე ვაიძულე, სანამ გონს მოვაა... ააა... მეტკინა ცხოველო!.....
უცებ დაიკივლია გოგონამ, რადგან მკლავზე მაგრად მოუჭირეს ხელი..
-ვის ელეპარაკები! ძუ*ნა?
-ხელი არ ახლო ახ*რო!
ისეთი ხმით იყვირა თორნიკემ, ნიცა შეხტა. იმწუთას თომაც შევიდა სამზარეულოდან..
-იპოვეს სიხშირით!
-ჩქარა!
სწრაფი ნაბიჯებით დატოვეს სახლი, სადაც მხოლოდ ქალები დარჩნენ შიშითა და დარდით სავსე..

სანამ ანა დარეკვას ცდილობდა სერგის რეზი ურეკავდა და გონსაც ტელეფონის ხმამ მოიყვანა:
-სად ჯანდაბაში ხარ და რას აკეთებ?
-იცი მე, ავარიაში მოვყევი... ფუ შენი.. გაიქცა!
-რა ავარია? ვინ გაიქცა? სად ხარ? მითხარი და მოვალ.. ანა შენთან არის?
მანქანაში ჯდებოდა რეზი თან საუბრობდა..
-სახლში მივდიოდი და იქ მოდი შენც, მანამდე შენს გოგოსთან მე გავერთობი კარგი?
-შენ ში** ?.. არ გაბედო ხელი არ ახლო თორემ ყელს გამოგჭრი!
-კაი რა, სულ შენ გინდა ყველფერი კარგი ტო?.. რა ნაგლი ხარ!
ტელეფონი გაუთიშა და სწრაფად დაიძრა გოგონასკენ, რომელიც საუბრობდა, უხეშად დაქაჩა მკლავზე ტელეფონი დააგდებინა და წაათრია სუსტი სხეული, იმ გასამართი სადგურის ნანგრევებისკენ, რომლის აღწერასაც ცდილობდა გოგონა წუთის წინ.. პატარა ოთახის კარის ფეხით გაღებას ცდილობდა სერგი, როცა ტელეფონმა დაურეკა სერგის და პასუხისთანავა გაიგო რეზის ხმა:
-სერგი, ხომ იცი გიპოვნი და „ტრუპი“ ხარ!
-რეზი მიშველე...
-მოკეტე შენი!
ხელი კრა გოგონას და ოთახში შეაგდო..
-ჯერ მიპოვნე და მერე დანარჩენი...
-გიპოვე უკვე!
ტელეფონი გათიშა რეზიმ და სასწრაფოდ მანაქანასთან გაჩერდა, იქ სიჩუმე რადგან იყო, ადგილი მოათვალიერა შორი ახლოს მდებარე ნანგრევები მოხვდა თვალში სწრაფად მირბოდა და კივილის ხმაც იმატებდა.. უნდა მიესწრო! გულში ნატრობდა ანას გადარჩენას..
კარი ისედაც აღარ ჰქონდა ოთახს, რომელშიც გოგონა კიოდა და კარგად დაინხა, როგორ დაარტყა სახეში, სერგიმ ანას და იატაკზე მოწყვეტით დაეცა, როცა რეზის ხმა გაიგო...
-ანაა! შენი ****
ბილწსიტყვაობდა და გამეტებით ურტყამადა სერგის რეზი, ისე რომ აშკარად არ აპირებდა მის დანდობას. გოგონა ოთახის კუთხეში მიყუჟული იჯდა და სხეულის კანკალით უყურებდა ყველაფერს...
რამდენიმე წუთში, პატარა ოთახი შევიდა მაღალი სილუეტი, რომელიც რეზის მრებში შააფრინდა და ისეთივე გამეტებით ცემდა, როგორც ამას თვითონ აკეთებდა..
-მე შენ რა გითხარი?!
-გაუშვი ის მე მიცავდა..
ანას ხმა არ ესმოდა ახლად შემოსულ თორნიკეს, რომელსაც გაურკვევლად მაგრამ მაინც უხსნიდა, რომ დამნაშავე არ იყო რეზი, თუმცა ოთახის კუთხიდან არ დაძრულა, სხეული აღარ ემორჩილებოდა.. მალევე აივსო ოთახი ხალხით, რომლებიც ანას არ ეცნობოდა, სახეებს ვერ არჩევდა და ტირილი დაიწყო, როცა გიგა დაინახა..
-გიგა მიშველე.. აქედან წამიყვანე...
გიგამ სურვილი მალევე შეუსრულა გოგონას და გარეთ გასულს მხრებში მოხრილი მამა დახვდა, რომლის ნახვაც განაჩენი იყო მისითვის და გონებაც დაკარგა..


პ.ს. მომიტევეთ ყველამ ყველფრისთვის(როგორ არ მიყვარს ასეთი პატარა თავები),
ვეცდები მალე დავბრუნდე.
ველი შეფასებებს და ძალიან ვღელავ..
მადლობა წინასწარ თქვენი ლილე



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე როგორ დავიძაბე, მგონი წნევამ ამიწია. ახლა თორნიკე გამოვა აქ ყველაფრის თავიდათავი ანას თვალში. ის სერგიმ თუ ვინ ჯანდაბაა კარგია, რომ მიიღო საკადრისი, მაგრამ რატის არაკაცობა უნდა დაასამარონ. ასეთი ადამიანები როგორ უნდა არსებობდნენ და აბინძურებდნენ დედამიწას?

 


№2  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargi iyo gavbednierdi

 


№3 სტუმარი სტუმარი Nina

Kargia, mxolod dialogebs saxelebs nu uwer ra...’sheecase dialogshive gamochndes vin saubrobs ❣️

 


№4  offline წევრი lile-eli

Chikochiko
ვაიმე როგორ დავიძაბე, მგონი წნევამ ამიწია. ახლა თორნიკე გამოვა აქ ყველაფრის თავიდათავი ანას თვალში. ის სერგიმ თუ ვინ ჯანდაბაა კარგია, რომ მიიღო საკადრისი, მაგრამ რატის არაკაცობა უნდა დაასამარონ. ასეთი ადამიანები როგორ უნდა არსებობდნენ და აბინძურებდნენ დედამიწას?

აი ზუსტად იცი, რაც გამახარებს და იმას რომ აკეთებ დიდი, დიდი მადლობა.
მართალი ხარ. ასე გამოჩნდა ანას თვალში, მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის ''განსაცდელები'' (იმედია ძალიან ბოროტი არ ვარ)...
მადლობა კიდევ ერთხელ მახარებ ძალიან!!!!

tatiko.1995
dzalian kargi iyo gavbednierdi

ეს მე გავბედნუერდი , რადგან ასე გახარებს.. მადლობა

სტუმარი Nina
Kargia, mxolod dialogebs saxelebs nu uwer ra...’sheecase dialogshive gamochndes vin saubrobs ❣️

მადლობა ჩემო კარგო. გავითვალისწინებ აუცილებლად.

 


№5 სტუმარი სიო

მალე დადე რა შემდეგი გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent