შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი" (თავი 1)


10-05-2018, 18:10
ავტორი teengirllove
ნანახია 4 574

კაკ-კუკ, კაკ-კუკ..მხოლოდ ჩემი ქუსლების და გულისცემის ხმა მესმის , ასე დაძაბული არასოდეს ვყოფილვარ,ვღელავ მოსალოდნელ შეხვედრაზე ,ყველაფერზე ვღელავ ,რომ არ მოვეწონო ?, რამე რომ დამიწუნოს?, რომ გადაიფიქროს? ვეკითხები ჩემს თავს ,, დამშვიდდი ,ის არ გადაიფიქრებს ,არც დაგიწუნებს ,შენ ხომ უბრალოდ შესანიშნავი ხარ" პასუხს მიბრუნებს უმალ შინაგანი ხმა ,მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები..ხალხი ,ხალხი ,უამრავი ადამიანია ირგვლივ ,ყველა ერთმანეთს ელაპარაკება ,ყველა ვიღაცას ეძახის ,ყველა დარბის და ყველას უამრავი საბუთი უჭირავს ხელში , მაგრამ მათი ხმები მე არ მესმის..საერთოდ სად ვარ? მხოლოდ ის ვიცი რომ ლიფტი, რომელშიც როდის შევედი აღარ მახსოვს სწრაფად ჩერდება მესამე სართულზე , უმალ გამოვდივარ და დერეფნის ბოლოს მყოფ კართან ვჩერდები, უხერხულად ვისწორებ კოსტუმს ,მუხლამდე კაბას კიდევ უფრო ქვევით ვქაჩავ, თმასაც ვავლებ ხელს ,უკანასკნელ გამბედაობას ვიჩენ და კარზე ვაკაკუნებ..(უკეთესქდ რომ წარმოიდგინოთ ,ქვევით მისი სურქთია)

..მას შემდეგ რაც შესვლის ნებართვას ვიღებ კარებს ვაღებ და შიგნით შევდივარ ...
მაგიდასთან , გამხდარი, მაღალი ,ქერათმიანი ქალი ზის , რომელიც ჩემს დანახვაზე მაშინვე წევს საბუთებიდან თავს და ინტერესით მათვალიერებს , შემდეგ ხელით მანიშნებს მის წინ დავჯდე ,რასაც უმალ ვასრულებ..ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და მეც ვავლებ თვალს , ქალი ნამდვილად ძალიან ლამაზია :სწორი ცხვირი, წითელი ტუჩები, დიდრონი ცისფერი თვალები და ამაყი გამოხედვით...თეთრი საკმაოდ ჩახსნილი დეკოლტე და შავი მოკლე კაბა აცვია , მეთუ მკითხავთ სამსახურისათვის ცოტა ვულგარულად ..
-კარგით , გისმენთ...მეუბნება ბოლოს
-მე?
-დიახ თქვენ...რამ შეგაწუხათ? იმდენად მკაცრი ხმა და ამაყი გამოხედვა აქვს ,რომ უარესად მთრგუნავს
-იცით მე გასაუბრებაზე მოვედი , მდივნის ვაკანსიაზე...
-დიახ ,მივხვდი..თქვენი სივი თუ შეიძლება-მეუბნება ბოლოს,მეც ქაღალდებით სავსე ფაილს ვაწვდი და კიდევ უფრო მეჭიმება კისერზე ძარღვები..ქალი ინტერესით ავლებს თვალს სივს ,კიდევ ერთხელ მათვალიერებს ქვევიდან ,შემდეგ საქაღალდეს ხურავს , ღრმად ამოისუნთქებს და მიღიმის..-რამდენი წლის ხართ?
-20-ს ..
-რაზე სწავლობთ?
-არქიტექტურის ფაკულტეტზე ..
-გასაგებია.ენები?
-ინგლისური,რუსული, ფრანგული -ვპასუხობ ამაყად..
კმაყოფილი გამომეტყველება აქვს -აყვანილი ხართ ,საცდელი ვადით.შეგიძლიათ საქმეს ხვალიდან შეუდგეთ , თქვენი ხელფასი ჯერ 400 ლარი იქნება,უფროსი დაგაკვირდებათ , თუ მოეწონებით ,დაგტოვებთ...
-უფროსი,მე მეგონა უფროსი თქვენ იყავით..
ქალს ეღიმება - არა გენაცვალე , მე ამ კომპანიის მეპატრონის მდივანი გახლავარ, ანა ჯიქია , აი შენ კი მისი ვაჟის ,მომავალი მეპატრონის დემეტრე ჯაყელის მდივანი იქნები...
-დე..დემეტრე ჯაყელის? ენა მებმის სახელი და გვარის გაგონებაზე
-დიახ ..ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ ,ხვალ დილით გელოდებით..
-ნახვამდის ...ვემშვიდობები და ნელი ნაბიჯებით გამოვდივარ გარეთ.საოცრად ბედნიერი ვარ, მე ხომ ასეთ უზარმაზარ და ცნობილ არქიტექტორულ კომპანიაში ამიყვანეს სამუშაოდ ,ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ფეხით მივუყვები ტროტუარს , ერთი სული მაქ ამ საზიზღარ ქუსლიანებს როდის მოვისვრი ,ტაქსის ვაჩერებ და სწრაფად მივდივარ სახლში.
პირველი რასაც შესვლისთანავე ვაკეთებ ისაა ,რომ ფეხსაცმეს ვიხდი ,რაც შეიძლება შორს ვყრი, პიჯაკსაც იქვე დივანზე ვაგდებ და ბედნიერი ვიშხლართები ლოგინზე ..ცოტახანს თვალებს ვნაბავ ,შემდეგ უცებ ვაცნობიერებ რაც მოხდა და ყვირილით ვხტები საწოლიდან,პატარა ბავშვივით დავხტუნავ იატაკზე
-ამიყვანეს ,ამიყვანეს ,ამიყვანეს!!!! ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს ..ტელეფონს ვიღებ ,ჩემს მეგობართან ვრეკავ
-გისმენ ბარბი , აბა რაქენი?.. მარის ხმის გაგონებაზე მეღიმება
-არანაირი ბარბი..შენ დღეიდან ბარბარე დევდარიანს , საქართვეკოში ყველაზე მსხვილი კომპანიის უფროსის მდივანს ელაპარაკები -ვახლი უცებ და სიცილით ვაკვდები,მისი კივილის ხმა ლამის მაყრუვებს
-არ არსებობს!!!!!- აგიყვანეს?
-რათქმაუნდა , მე ვინ არ ამიყვანდა?
-მითხარი შენი უფროსი ვინ იქნება?
-მოემზადე..დაჯექი!-შეპარვით ვეუბნები
-გისმენ !!!
-ვინ დაა..ისა..ვინ დაა..
-ამოღერღე თორემ გადმოვძვერი ტელეფონში!!! მის ავარდნაზე მეცინება
-თვით დემეტრე ჯაყელი...სიტყვა არ მაქვს დასრულებული რომ კივის,ოღონდ რას მეც არ მესმის..ცოტახანში წყნარდება და ადამიანივით იწყებს ლაპარაკს
-მშურს შენი...
-ხოო ?..
-ეგ ჩასაკვნეტი ბიჭი და შენი უფროსი? არა არ მჯერა , ბარბი რაღაცას მატყუებ..
-ვინაა გოგო ჩასაკვნეტი? ან რა ბიჭი ,კაცია
-მოიცა შენ რა დემეტრე ჯაყელი ფიზიკურად არ გყავს ნანახი?
-არა ...
-ღმერთო,შენ უნდა გყავდეს ეგ უფროსად და მე არა?
-ვინ არის ასეთი ?
-უსიმპატიურესი ბიჭია , 25წლისაა , ძალიან მშრომელი,გაწონასწორებული და სიმპატიურია...
-ეგ უკვე თქვი..
-რა!?
-ის რომ სიმპატიურია..ვეუბნები და ისე ვეჭყანები ,გეგონება მხედავდეს
-უიმეე ,რა უინტერესო ადამიანი ხარ ბარბარე ..
-მადლობა ,მარიამ !! კარგი წავედი დემნას უნდა ვახარო..ვეუბნები და ტელეფონს ვუთიშავ ..
ეხლა დემნას ვურეკავ და როგორცკი იღებს მაშინვე ვეუბნები ახალ ამბავს ,ისიც დაუფარავად ავლემს სიხარულს ..
-გილოცავ ბარბი ,აბა შენ იცი წარმატებები..
-მადლობა საყვარელო..როდის მოხვალ?
-მალე , 2 საათში, რა წამოვიღო? არ ავღნიშნოთ?
-შენთვის დალევა არ შეიძლება დაგავიწყდა?
-დღეს შეიძლება ..რა წამოვიღო? მიმეორებს კითხვას
-რავი ,ალბათ მარიამოც ამოვა ,ამიტომ ბეევრი ტკბილეული და ცოტა სასმელი..
-მარი?
-ხო,მარიამი,ჩემი მეგობარი...ვუნმარტავ და თან ვიცინი
-კარგი მაშინ ,წვენსაც წამოვიღებ ,ეგ ხომ არ სვავს.
-აჰამ,კაი გელოდები-კოცნას ვუგზავნი და ტელეფონს ვთიშავ ,სასწრაფო წესით ვიცვლი ,დივანზე კომფორტულად ვჯდები და მათ მოსვლას ველოდები...
ცოტახანში მარიამი მოდის , მეხვევა და კიდევ ერთხელ მილოცავს , მარიამს მალევე მოყვება დემნა ,გულში მიკრავს ,სასუსნავებით სავსე პარკს მაწვდის და მარიამს ესალმება ...(მარიამის და დემნას სურათები ,ქვევითაა)


ცოტახანში ყველანი დივანზე ვართ მოკალათებულები, ყველაფერი ნაჭამი გვაქვს,ფაქტიურად ძლივს ვსუნთქავთ ..
-არა მაინც არ მჯერა-დუმილს არღვევს მარი - სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ როგორ შედიხარ იმ ოფისში ვერ დავიჯერებ.
-რა არ გჯერა , ჩემი და ძალიან ჭკვიანია ,მათ ეს იციან და ამიტომაც აიყვანეს-მხარს მიბავს დემნა.
-ჩემი ბომბორა ,როგორ მიბავს მხარს -ლოყაზე ვჩქმეტ და ვიჯღანები-რაარი ძმაო ლოყა საერთოდ არ გაქვს ..
-კარგია მერე , აბა ტყუილად ხომ არ ვვარჯიშობ...მეუბნება და მიღიმის
-გესმის მარიამ,გამეზარდა უკვე ბიჭი, ვარჯიშობს კიდეც ,რამდენი წლის ხარ ბიჭო?
-24ის.დაგავიწყდა?
-ჰმ ჯერ კიდევ პატარა ხარ..მარიამის ნათქვამზე დემნას კოპები ეკვრება
-შენ ხომ რას ამბობ რა დიდი მყავხარ, 20 წლის ღლაპი ხარ..მკვახედ ახლის მარიამს ,რომელიც პასუხს ვეღარ იფიქრებს და სალაპარაკო თემას ცვლის ..
-ხვალ რას იცვავ ბარბი?
-არვიცი, ალბათ შავ შარვალს ,მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და თეთრ პერანგს..
-როგორც მდივანს შეეფერება -მეუბნება და მიღიმის -ისე როგორც ვიცი ,დემეტრე დიდად არ აქცევს ჩაცმულობას ყურადღებას სამსახურში,ამიტომ შეგიძლია თავისუფალი სტილიც შეარჩიო..
-ხოო..ხვალ დავაკვირდები სიტუაციას და იქედან გამომდინარე გადავწყვეტ..
-მეთუ მკითხავ შავი კაბა უნდა ჩაიცვა , შენს წითელ გრძელ თმას მოუხდება ..
-ეგ წითელი კიარა რიჟაა..უსწორებს დემნა
-ბიჭო შენ რიჟა და წითელი სხვადასხვა გგონია?! არც მარიამი ცხრება..
-შენზე კარგად მაინც ვერკვევი ფერებში ასე, რომ დამიწყნარდი მარიამ!!!
-აქეთ დამიწყნარდი !!!
აი ასე ხდება სულ, რაღაც სისულელეზე ჩხუბობენ და იბუტებიან ,სიტუაცისს განმუხტვა კი ისევ ჩემზეა..
-კარგით დაწყნარდით ორივე -ვამბობ და ვიცინი
-მაკიჟს იკეთებ? ხასიათზე მოდის მარი
-არაა..მეზარება ,ან შეიძლება სადად .
-ხო ეგრე აჯობებს , მაგ ლურჯ თვალებს ბუნებრიობა უფრო უხდება -მეუბნება დაფიქრების შემდეგ .
ცოტახანს ისევ სიჩუმეა , შემდეგ ისევ ჩხუბობენ და ბოლოს მარიამი გაბრაზებული მიდის ,აქეთ დემნა ზის გაბუსხული, მეკი მათი ჩხუბით დაღლილი ოთახში ვიკეტები..

მაღვიძარას ვთიშავ და სწრაფად ვდგები ლოგინიდან , პირს ვიბან , ტუჩის ხორცისფერ ფანქარს ვისვავ, მარის ვუჯერებ: შავ , წელზე მომდგარ, მოჭრილი მკავებით,ოდნავ ამოღებულს ,წელიდან მიხლამდე გაშვებულ კაბასა და შავ ქუსლიანებს ვიცვავ , თმას ვისწორებ,ჩანთას ვავლებ ხელს და გავრბივარ..ტაქსის მაშინვე ვაჩერებ და მისამართს ვკარნახობ,არ მინდა პირველ დღეს დავაგვიანო...საცობში დგება ჩერდება ,დიდი შავი მანქანის წინ ,ცოტა განთავისუფლდა გზა , მაგრამ მანქანა წასვლას რატომღაც არ ჩქარობდა ,კიდევ ხუთ წუთს ველოდეთ მაგრამ მაინც არ მიდიოდა ,ნერვები მომეშალა ,სამსახურში მაგვიანდება ,გაბრაზებული გადმოვდივარ მანქანიდან და წინ მდგარი მამქანისაკენ მივიჩქარი,რომელიც ისევ ხედავით დგას ერთ ადგილას ,სწრაფად ვაკაკუნებ მინაზე , ის ქვევით იწევა და ახალგაზრდა მამაკაცის სახე მოჩანს ,რომელიც ჯერ მათვალიერებს შემდეგ კი ისევ განაგრძნობს ტელეფონზე ლაპარაკს ..
-თუ შეიძლება გადაიყვანეთ მანქანა... ჯერ თავაზიანად ვეუბნები
-უკაცრავად , ტელეფონზე ლაპარაკს მოვრჩები და წავალ.
-თან ილაპარაკეთ თან წადით ,სამსახურში მაგვიანდება
-ამაზე ჯარიმაა..დამელოდეთ როდის მოვრჩები საუბარს და შემდეგ წახვალთ..უხეშად მეუბნება და ისევ აგრძელებს ტელეფონზე საუბარს...ისეთი გამწარებული ვარ მაშინვე ვართმევ ტელეფონს და რაც შეიძლება შორს ვისვრი..მამაკაცი გაბრაზებული მიყურებს , თანაც ძალიან გაბრაზებული ..
-რას აკეთებ,შენ რა სიცოცხლე მოგბეზრდა?!
-კეთილი ინებე და გადააყენე ეს მანქანა სანამ ესეც არ გამიფუჭებია,ყველა შენნაირი მოცლილი არ არის და არ აქვს ფუჭად დასახარჯი დრო !!! მკვახედ ვახლი და ტაქსიში ვბრუნდები..ცოტახანში ,წინ მდგომი მანქანა მიდის და ჩვენც სწრაფად ვწყდებით ადგილს...
მძღოლს ფულს ვაჩეჩებ ,ოფისსში შევრბივარ ,ლიფტს ველოდები და როგორცკი კარი იღება შიგნით შევდივარ, ის არის კარი უნდა დაიკეტოს,რომ ხელით აჩერებს ვიღაც კაცი კარებს და შიგნით შემოდის ..ჩვენი თვალები ერთდროულად ხვდება ერთმანეთს და ორივე გაოცებულები ვიყურებით, წარბშეხრით მიყურებს ,ცოტახანს მათვალიერებს ,შემდეგ ჩემს გვერდით იკავებს ადგილს ..გვერდიდან ვავლებ თვალს მის აღნაგობას : მაღალი, უბადლო აღნაგობის ,ყავისფერი გრძელი თმითა და ღია მწვანე ფერის თვალებით, ხორცისფერი ტუჩებით , დაბალი წვერით და მკაცრი გამოხედვით..

-ვერ ვიტან რომ მათვალიერებენ...მისი მკაცრი ხმა მაკრთობს
-ჰაჰააჰ,რაკარგად ხუმრობ..
-რა ასე არ იყო?
-მეტი საქმე არ მაქვს შენ გათვალიერო...ცალ წარბს ვწევ და ალმაცერად ვათვალიერებ
-ნუ იკბინები ,ჩემი ბრალი არ არის კუდში რომ დამსდევ..მეუბნება შემდეგ
-მე აქ ვმუშაობ ცნობისთვის ..
-მართლა, მაინც რა თანამდებობაზე?
-უფროსის მოადგილე ვარ..ვეუბნები ამაყად
-აჰა,ესეიგი შენ ხარ ახალი გოგო..
-ბარბარე ...შენკი ალბათ ტუალეტების მრეცხავი ხარ არა? ვეუბნები ირონიულად
-როგორ მიხვდი? ნამდვილას კარგი ინტუიცია გაქვს..
-დიახ...ვეუბნები და ლიფტიდან გავდივარ...
ისევ დიდი კარების წინ ვდგავარ ,შიგნით შევდივარ და ანას ვესალმები, ისიც მესალმება საპასუხოდ ,წარმატებას მისურვებს ,შემდეგ ჩემი კაბინეტისკენ მივყავარ... ჩემი კაბინეტი პირდაპირ უფროსის კაბინეტის გვერდითაა , საერო კედელი თითქმის მთლიანად მინისაა,ე.ი მთელი დღე უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ ვიქნები, გავიფიქრე ჩემთვის..ნათელი, ლამაზი ოთახია ,ხედიც კარგია,შუაში დიდი ჟურნალის მაგიდა დგას ,მაგიდაზე კომპიუტერი, კედლები წითელი ფერშია ,ფარდა კი ყვითელი ..მოკლედ ჩემი ოთახით კმაყოფილი ვჯდები სავარძელში , ანა ყველაფერს მიხსნის ,რა როგორ უნდა გავაკეთო ,მეც თავს ვუქნევ იმის ნიშნად რომ გავიგე და ისიც მტოვებს ..ცოტახანში ისევ შემოდის და მეუბნება ,რომ უფროსი მიბარებს ..დაძაბული ვდგავარ მისი კარების წინ , მოუთმენლად ველოდები დემეტრე ჯაყელის ნახვას , ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და კარზე ვაკაკუნებ..
-მობრძანდით..ისმის შიგნიდან ბოხი ხმა ,მეც მოკრძალებით შევდივარ ,კარს ვკეტავ და ოთახის შუაგულში ვჩერდები, ნელ-ნელა ვაპარებ უფროსისკენ თვალს და მოულოდნელობისაგან პირს ვაღებ...



მოკლედ ბევრი ვითმინე,ვითმინე და მაინც დავდე ,ჯერ ვაპირებდი ,,მაღალი საზოგადოება" დამემთავრებინა ,მაგრამ როგორც ხედავთ ვეღარ მოვითმინე..იმდია მოგეწონებათ ახალი მოთხრობა..ველოდები თქვენს აზრს..



№1  offline წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
მაცა ქალავ კითხვა არ დამიწყია,მარა წესით ვხვდები რომელიც უნდა იყოს,და ის კითხვა,რომელიც მაწუხებს ბარემ გეტყვი ჩემ სანდრინიოს და ნიტას რა უშვები

magas xval gaigeb ras vushvebi,axal tavshi :))

 


№2  offline წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
აჰა ესეიგი როგორც ყოველთვის გეტყვი რომ კარგია
ნუ ახლა მაქსიმუმ რომ მაბრაზებ მაშინ მოგშხამო
მაგრამ ახლა არ ვაპირებ,რომ გაგიბრაზდე
რადგან ახალი ისტორია მეტად მომწონს
რაღაც განსხვავებულია,კაი წავედი მე
თორემ ძაან გავტკბილდი heart_eyes heart_eyes

მადლობა საყვარელო, კი ჩემი მოთხრობებისაგან რადიკალურად განსხვავებული იქნება..

 


№3  offline წევრი teengirllove

ლათინო
ვიცოდი!!!!ვიცოდი თავიდანვე რომ ის იქნებოდა დემეტრე!! მანქანაში რო ტლიკინებდა ტელეფონზე მაშინვე გამიჩნდა ეჭვი,მერე ტელეფონი რო გადაუგდო ხო დავრწმუნდი....ხოდა ამიტომ ჩემო მშვენებავ მალე გამონახე დრო და დაგვიწერე ახალი თავი. ამისიც და იმისიც :))
ხო არ მოგეჩვენა მშვენებავ თქო გითხარი,დღეს კარგ ხასიათზე ვერ
:))

wow amas ras moveswari shengan eg sityva rom movismine :))) dawerili maqvs ukve amisi tavebi,aba rogor ginda..imas davwer da davdeb

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მნააააა როგორ დამაინტერესაააააა. სულ ასეთი დიდი თავები დადე ხოლმე რა.. დასაწყისი კარგია იმედია არ გააბანალურრბ.. წარმატებები

 


№5  offline წევრი teengirllove

ანი ანი
მნააააა როგორ დამაინტერესაააააა. სულ ასეთი დიდი თავები დადე ხოლმე რა.. დასაწყისი კარგია იმედია არ გააბანალურრბ.. წარმატებები

madloba ,ara vecdebi es sxvanairi iyos da ki did tavebsac davdeb

 


№6  offline მოდერი Mathew

აი რატომღაც სიყვარულს სიტყვები არ ესმის-ს მივამსგავსე(დიდი ფანტაზიის უნარი მაქვს)
საინტერესოა,დამაინტრიგებელი და სახალისოც.
მომეწონა,ახლა კი ისღა დამრჩენია,რომ ახალ თავს ველოდო

 


№7  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
აი რატომღაც სიყვარულს სიტყვები არ ესმის-ს მივამსგავსე(დიდი ფანტაზიის უნარი მაქვს)
საინტერესოა,დამაინტრიგებელი და სახალისოც.
მომეწონა,ახლა კი ისღა დამრჩენია,რომ ახალ თავს ველოდო

nu me ra me vqnebi romelime serialidan rame tuar gadavige :)))) daelode male davdeb , sxvatashoris es motxriba yvelaze kargi gamivida rac damiweria

 


№8  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომეწონა აუცილებად გააგრძელე შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№9  offline წევრი teengirllove

blondeangel631
ძალიან მომეწონა აუცილებად გააგრძელე შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

madloba ..male davdeb

 


№10  offline მოდერი N1penguin

შენი ნაწერები (რაც ამ საიტზე დევს) მთლიანად მაქვს წაკითხული. ნელ-ნელა იხვეწები. უფრო გამართულად და საინტერესოდ წერ. იმედი მაქვს, ამაზე ათასჯერ უფრო საინტერესო იქნება შემდეგი თავი. გელი heart_eyes

 


№11  offline წევრი teengirllove

N1penguin
შენი ნაწერები (რაც ამ საიტზე დევს) მთლიანად მაქვს წაკითხული. ნელ-ნელა იხვეწები. უფრო გამართულად და საინტერესოდ წერ. იმედი მაქვს, ამაზე ათასჯერ უფრო საინტერესო იქნება შემდეგი თავი. გელი heart_eyes

მადლიბა დიდი, სხვათაშორის ამას მეც ვამჩნევ და მახარებს..იმედი მაქვს ოდესღაც კარგ მწერალად ჩამივყალიბდები

 


№12 სტუმარი სტუმარი Waka

Wavikitxe da dzalian momewona, sainteresoa cota didi tavebi dade ra ... warmatebebi dzalian magari xar

 


№13  offline წევრი teengirllove

სტუმარი Waka
Wavikitxe da dzalian momewona, sainteresoa cota didi tavebi dade ra ... warmatebebi dzalian magari xar

madloba didi

 


№14  offline წევრი khatia khatia

კაია თანნ ძაააან
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent