შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ბილიკი (დასასრული)


12-12-2016, 16:27
ავტორი teddy))
ნანახია 2 618

***
ორი კვირა გავიდა, იმ აბის შემდეგ. ვიცი, ლაშა ამას არ იმსახურებდა, უბრალოდ ჩემგან ამის ღირსი არ იყო. მობილურს ვიღებ და ლაშას ნომერს ვეძებ. უშედეგოდ ვცდი, არ მპასუხობს. შეტყობინებას ვწერ, მას:
,,ცუდათ მოგექეცი, ვნანობ!“
ცოტახანში შეტყობინებაც მომდის:
,,ვერ გიპასუხე, არ მეცალა“
,,სამსახურში ხარ?“-მივწერე მე.
,,კი.“-პასუხს მიბრუნებს და კარადიდან ლურჯ შარვალს და თეთრ მაისურს ვიღებ. სწრაფად ვიცვამ და გარეთ გავდივარ. გაჩერებაზე, ტაქსიში ვჯდები და ლაშას, მისამართს ვკარნახობ. ადრე გავიგონე, მობილურით ვიღაცას ეუბნებოდა. ცოტახანში ავტომობილიც ჩერდება და შენობის წინ გადმოვდივარ. კეთილ მოწყობილი კომპანიაა, თეთრ ფერებში.
-გამარჯობა! ლაშა მახარაძის ნახვა, სად შემიძლია?-ვეკითხები, მაგიდასთნ მჯდომ, გოგონას.
-იცით, ახლა არ სცალია!-მპასუხობს ის.
-როდის მოიცლის?-ღიმილით ვეკითხები მას.
-დღეს ბევრი საქმე აქვს, ამიტომ...
-ის კარია?-ვანიშნებ იმ კარზე, სადაც მის სახელს და გვარს ვხედავ.
-დიახ!-მპასუობს ის და იმ კარისკენ მივდივარ. წითური გოგონა, ამაოდ იძახის მეძახის, რომ უკან მოვბრუნდე.
-ლაშა, გამარჯობა!-კარს ვკეტავ მე.
-მარია?-ფურცლებს თავს ანებებს და ფეხზე დგება.
-არ მელოდი ხომ?-მხიარულად ვეკითხები მას.
-არა...
-ჩემს ცხოვრებაში, არც შენ გელოდებოდი...-ვეუბნები მას და მასთან ახლოს მივდივარ.-გაბრაზებული ხარ ხომ?-ვეკითხები მას.-მე, მარია ვარ!-ხელს ვართმევ იმის ნიშნად რომ ყველაფერს ვნანობ და მინდა თავიდან დავიწყოთ.
-ლაშა!-ისიც ხელს მართმევს და მანიშნებს სკამზე დავჯდე.
-როგორ მომაგენი?-მეკითხება ის.
-ადრე, გავიგონე ვირაცას ეუბნებოდი, შენი სამსახურის მისამართს.
-გასაგებია!-ამბობს და ფურცლებს უჯჯრაში ინახავს.
-იცი, მინდა დღეს საღამოს სადმე დაგპატიჟო!-ვეუბნები მას.
-სად?-ეცინება მას.
-რესტორანში, რომანტიკულ ვახშამზე რას იტყვი?-ვეუბნები ღიმილით, ლაშას.
-კარგად ჟღერს!-ეცინება მას.
-ხოდა, ახლა მე წავალ, და ერთ საათში მისამართს მოგწერ.-ვეუბნები მას.-დროებით!-კაბინეტიდან გარეთ გამოვდივარ და გოგონას, დამნაშავედ ვუღიმი.

***
სახლში მისულს კარებთან კონვერტი მხვდები, კარს ვაღებ და სახლში შესვლისთანავე ვკიტხულობ.
,,მარია, საქართველოდან მივდივართ, შეიძლება ამ პრობლემებსაც ვექცევი, არ ვიცი, უბრალოდ ის ვიცი, რომ ჩემთვისაც და შენთვისაც ასე აჯობებს და საერთოდ ყველასთავის. ვეღარასდროს გნახავ. მინდა ჩემს თავსაც ვაიძულო, რომ დაგივიწყო და უბრალოდ შენც დამივიწყე. ორივეს გაგვიჭირდება, ვიცი! მინდა რომ ბედნიერი იყო. არ მინდა წარსული თან დაგვყვებოდეს, მასში ხომ უამრავი რამ არის, რაც ერთმანეთს გაგვახსენებს, გულს გვატკენს... ჩვენი სიყვარული არ შედგა, იმის მიუხედავად რომ ძლიერი იყო ან არის...
უბრალოდ მსურს, ახალი ცხოვრება დავიწყოთ ერთამენეთის გარეშე!“
ფურცელს ვკეცავ და გვერდზე ვდებ.
-ორივესთვის ასე აჯობებს!-ვამბობ და ფანჯრიდან ვიყურები.-მეც მინდა ბედნიერები ვიყოთ და ის ისყვარული ისეთ ადგილას დავმალოთ, სადაც ჩვენც კი ვერ ვიპოვით...

***
რა ადრე მოსულხარ!-რესტორანში შემოსულს მეუბნება, ლაშა.
-დავიგვიანებდი, უბრალოდ მე დაგპატიჟე და მინდოდა პირველი მე მოვსულიყავი!.-ვიცინი მე.
-ძალიან ლამაზი ხარ!-ჩემკენ მოდის და თავის ტუჩებს ჩემსას აგებებს.
-გმადლობ!-ვპსუხობ მე.-გთხოვთ დაბრძანდით!-ვეუბნები და ანთებულ სანთლებს შევყურებ.
შავგვრემანი ბიჭი გვაიხლოვდება და ჭიქებში ღვინოს ასხამს.
-მოგწონს აქაურობა?-ვეკითხები მე.
-კარგი ადგილია, უბრალოდ შენ ჩრდილავ...-ეცინება მას.
-კომპლიმენტები მესმის!-გავიცინე და ღვინო მოვსვი.

***
ცხოვრება გრძელდება... წარსულის ბილიკიდან ვცდილობ ბოლომდე თავი დავაღწიო... ხანდახან ცხოვრების დინება ბოროტია, მაგრამ ალბათ ეს დავიმსახურეთ და ღმერთის წყალობით ხდება ეს რომ ჩვენს შეცდომებს მივხდეთ... უბრალოდ არ დაივიწყოთ რომ ყოველ ბნელ ღამეს, მზიანი დღე მოჰყვება...

წარსულის ბილიკი (დასასრული)

---------------------------------
ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდით! ეს ისტორია ჩემთვის ძალიან მნიშვლევონია, მგონი პირველად ვწერდი ასე მონდომებით, ვგრძნობდი ამ ისტორიას... დიდი მადლობა ყველას!



№1 სტუმარი Shore shore

chemo cknapu.

 


№2  offline მოდერი sopiko

იჰიჰ, მომეწონა კი არა, ძალიან, ძალიან მომეწონა heart_eyes
რა იყო ეს!!!
ძალიან ვისიამოვნე და ბოლომდე აზრზე არ ვიყავი, რა მოხდებოდა...
ეტყობოდა შენი მონდომება...
იმედია მალე დაგვიბრუნდები!
ჩემო თედუნია ^_^

 


№3  offline წევრი teddy))

MoonLady
უღრუბლო ვარსკვლავებით მოჭედილი ლურჯი ცის ფერია ^-^

Shore shore
chemo cknapu.

sopiko
იჰიჰ, მომეწონა კი არა, ძალიან, ძალიან მომეწონა heart_eyes
რა იყო ეს!!!
ძალიან ვისიამოვნე და ბოლომდე აზრზე არ ვიყავი, რა მოხდებოდა...
ეტყობოდა შენი მონდომება...
იმედია მალე დაგვიბრუნდები!
ჩემო თედუნია ^_^

როგორ გამახარეთ, ჩემო საყვარლებო! ❤️ უღრმესი მადლობა!

 


№4  offline წევრი mimimimo

"...-ორივესთვის ასე აჯობებს!-ვამბობ და ფანჯრიდან ვიყურები.-მეც მინდა ბედნიერები ვიყოთ და ის სიყვარული ისეთ ადგილას დავმალოთ, სადაც ჩვენც კი ვერ ვიპოვით..."
ესაა ჩემი პასუხი!

 


№5  offline წევრი teddy))

mimimimo
"...-ორივესთვის ასე აჯობებს!-ვამბობ და ფანჯრიდან ვიყურები.-მეც მინდა ბედნიერები ვიყოთ და ის სიყვარული ისეთ ადგილას დავმალოთ, სადაც ჩვენც კი ვერ ვიპოვით..."
ესაა ჩემი პასუხი!

❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent