შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარის მოტანილს ქარი წაიღებ სულ...(4 თავი)


10-05-2018, 21:52
ავტორი mavne_13
ნანახია 1 102

ციხეში ყველაზე რთული კოშმარები იყო.
კოშმარები რომლებიც ყოველ ღამე არ გასვენებენ.
ახლაც კოშმარი მესიზმრება და მოულოდნელად გამომეღვიძა.
თუმცა არაფერი ხდებოდა, ყველაფერი რიგზე იყო.
აივნის კარი გამოვაღე და იმწამსვე სუსხი მომხვდა სახეზე.
ნელ-ნელა გამოვფხიზლდი ძილ ბურანიდან და აზრზეც მოვედი.
აივნის მოაჯირზე ჩამოვჯექი და მთვარეს ვუყურებდი.
იცით როგორია ეს ყველაფერი?! დამღლელი!!! ყველას უივირს რატო გამოვედი ასე ადრე!!! ყველა სხვანაირი თვალით მიყურებს!! მოსაბეზრებელია!! ძალიან მოსაბეზრებელია!!!
ამას ჯობდა ისევ იმ ცივ საკანში ვყოფილიყავი სადაც არანაირი გემრიელი საჭმელი, არანქირი თბილი ლოგინი და რაც მთავარია არანაირი თბილი ტანსაცმელი.
ფიქრებში გართული ვიჯექი აივანზე და მთვარეს ვუყურებდი.
ოთახისკენ გავიხედე და გიტარა დავინახე.
გიტარა რომელიც ალბად კარგა ხანია ასე უმოქმედოდ იდო კარადის თავზე.
მივედი კარადასთან, ჩამოვიღე გიტარა ისევ აივამზე დავჯექი და დაკვრა დავიწყე.
გათენებამდე ასე ვუკრავდი ჩემთვის.
გათენდა და ოთახში ზურა შემოვიდა.
-ოჰ გიტარისტო -მითზრა და გაიცინა
-კარგი რა არაფერი მახსოვს... -თავი დავხარე
-დღეს გოგოები მოვლენ
-ვინები?
-აი შენი და, და მისი კლასელი და მოემზადე -მითხრა და ოთახიდან გავიდა.
არ დავაყოვნე ავდექი და ჩავიცვი ჩემილოგინი მივალაგე და ქვევით ჩავედი.
ზურა ჩემ დასთან ერთად კუთხის მდივანზე იჯდა.
-ვაა გიგაა -შესძახა ელენემ და ჩამეხუტა
-ჰო ელენე აქვარ -ვუთხარი დამეც ჩახუტებით ვუპასუხე
-აბა ვიღაც გოგო მოყვებაო -ვკითხე ზურას
-სამზარეულოშია -თვალი ჩამიკრა
სამზარეულოსკენ წავედი. ის გოგო მაცივართან იდგა და ცდილობდა რაღაც მაინც ეპოვა.
-დაგეხმარო? -ვკითხე მორიდებით
-აჰჰ კი სად დევს წვენი? -მკითხა და მობრუნდა.
ანა. ეს ანა იყო. მისმა სილამაზემ კიდევ ერთხელ გამაოცა. აქამდე ასეთი ლამაზი არ მენახა.
-ჰო ზედა თაროზე -ვუთხარი და ძალით გავუღიმე.
-ასეთი უჟმური ხარ სულ? -მკითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მეც იგივე უნდა მეკითხა შენთვის -ვკითხე და ცხვირზე თითი დავკარი
-ეიიი ჩემი ცხვირი -წამოიყვირა და შოკოლადის ფილა მესროლა.
-ოჰ უჟმურთან ერთად ფეთქებადიც ყოფილხარ -ვუთხარი და გამეცინა.
აანამ არაფერი მიპასუხა ენა გამომიყო და ელენესთან გავიდა.
მეც გავყევი და ოთხივე ერთად მდივანზე ჩამოვჯექით.
-ახლა რა ვქნათ? -იკითხა ზურამ
-როვითამაშოთ რამე? -კითხვითვე უპასუხა ელენემ
-მაინც რა წრეშიბურთი? -ვიკითხე სასხვათაშორისოდ
-კარგი მისტერ უჟმურო მაშინ რავქნათ მოიფიქრე -თქვა ანამ და ხელები გადააჯვარედინა
-ფილმს ვუყუროთ -ვუთხარი და თვალებში შევხედე.
ისეთი საყვარელი თვალები ჰქონდა ყურებით ვერ გაძღებოდით. მალე გავაანალიზე რომ სულელივით ვიყავი მიშტერებული და ელენეს გავხედე
-რას იტყვი? -ვკითხე
-კარგი მაშინ დრამა იყოს -აკივლდა ელენე
-კარგი რაა -მე და ზურამ ერთხმად წამოვიძახეთ
-გთხოვთ -სევდიანი თვალებით შემოგვხედა ელენემ
-კარგი -სხვა გზა არ გვქონდა და დავეთანხმეთ.
რაღაც სასიყვარულო ფილმი ჩართეს სადაც ბოლოს ბიჭი კვდებოდა. ზურა ელენეს აწყნარებდა როგორც ყოველთვის ის ტიროდა.
ელენეც და ანაც.
-ადექით სახეზე წყალი შეისხით და სადმე გავიდეთ -ნერვებმოშლილმა ვთქვი
-კარგი აზრია -თანხმიბა მივიღე ზურასგან.
-მე სახლში დავრჩები -თქვა ელენემ -არვარ ხასიათზე
-მაშინ მეც ვრჩები -თქვა ზურამ
-ამასთან ერთად მიშვებთ სასეირნოდ? -იკითხა ანამ
-ასეა დაო -უთხრა ელენ და გაეცინა
-კარგით რაა -თავი ხელებში ჩარგო
-თუ გინდა არ წავიდეთ -ვუთხარი ანას
-არა კარგი წავიდეთ -თავი აწია ანამ -თან სახლიდან ტანსაცმელს წამოვიღებ ელენემ თქვა დღეს აქ ვრჩებითო
მე და ზურამ გაკვირვებულმა გავხედეთ ელენეს რომელსაც თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული და ისევ ფილმის გამო ტიროდა.
მხრები ავიჩეჩე და ზურამაც თავი დამიქნია.
-კარგი გაგიყვან -ვუთხარი და გამეცინა. -წავალ ჩავიცმევ -ვთქვი და ზემოთ ავედი.
ისევ თავისუფლადჩავიცვი. მხოლოდ ზედა უნდა გადამეცვა და ანა შემეფეთა კარებში.
-ოი მაპატიე მე... მე... ისა... -დაიბნა
-კარგი რაიყო რატო დაიბენი -გადავიხარხარე
-საპირფარეშო ვეძებდი - მითხრა მორცხვად
-ჰო აბა რა -ვუთხარი დაგავაანალიზე რომ ჩემი სხეული მის სხეულზე იყო აკრული.
-ჰო..... -დაბნეული იყურებოდა აქეთ იქეთ
მალევე მოვეგეთ გონს და ერთმანეთს მოვშორდით.
მე მაიკა გადავიცვი და ანას შევხედე რომელიც გაწითლებულიყო.
-კარგი წავიდეთ? -ვკითხე დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ
-ჰო კი -ორივე ქვევით ჩავედით და ზურას გასაღები გამოვართვი, ანას მანქანის კარი გავუღედა უხმოდ დავქოქე მანქანა. ხმას არც ერთი ვიღებდით. ცოტა ხნის შემდეგ კი დუმილი მან დაარღვია:
-ისე ციხეში რისთვის იჯექი? -მკითხა და ფანჯარაში გაიხედა
-ქურდობისთვის -ვუპასუხე და იმ წამსვე ლილუ გამახსენდა
-უჰჰ კარგია რომ გამოხვედი
-ვითომ რატო?
-იმიტომ რომ შემს დას ძალიან ემატრებოდი მითხრა და შემომხედა
ღმერთო რა ლამაზი იყო. ასეთი ლამაზი ჯერ არავინ მენახა, თვით ლილუსაც კი სჯობდა.
-აი მოვედით -მითხრა მან და სადარბაზოსკენ მიმითითა -მალე ჩამოვალ. -მითხრა და მანქანიდან გადავიდა.
ათი წუთის განმავლობაში ველოდე და როგორც იქნა ჩამოვიდა.
ისევდუმილმა დაისადგურა.
-გშია? -ვკითხე მოულოდნელად
-ცოტათი -მიპასუხა მორცხვად
-წამო ვჭამოთ ვუთხარი და პიცერიისკენ გადავუხვიე.
პიცაც მალე მოვიდა, მანამ კი ანა თავის თავს მაცნობდა. ყველაფერი მომიყვა რომ მშობლები არ ჰყავდა და დეიდასთან იზრდებოდა, დედისერთა იყო ამიტომ არ იცოდა რა ნიშნავდა უფროსი ძმის ყოლა და როგორც ჩანს ელენე მშვენიერ მეგობეობას უწევდა, შეყვარებული არ ყავდა და ძალიან უნდოდა ექიმი გამხდარიყო, მხოლოდ იმიტომ რომ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის ემუშავა.
-მოიცა ტუჩზე რაღაც გაქვს -ვუთხარი და ხელსახოცით პიცის კვალი ტუჩიდამ გავუქრე.
რდენიმე წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა...
ანას შერცხვა თავი დახარა მე კი გამეცინა.
-წავიდეთ? -ვკითხე და გადასახადი წიგნაკში ჩავდე.
-წავედით -მიპასუხა გახარებულმა.
მანქანაში ჩავჯექით თუ არა იმ წამსვე მივხვდი რომ ანა ეხლა უფრო გახსნილი გახდა.
-უკვე ღამდება -ისე მითხრა ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ჰო... გინდა ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო? -მოულოდნელად ვკითხე
-კი წავიდეთ -მიპასუხა და თვალები გაუბრწუინდა.
ჩემი საყვარელი ადგილი ერთი ბორცი იყო რომელიც თბილისს გადმოჰყურებდა. უკვე კარგად დაბნელებულიყო და კარგადაც ციოდა, მანქანიდან პლედი გადმოვიღე და ანას მოვახურე.
-მოგწონა? -ვკითხე და გვერდით მივუჯექი
-შეუდარებელია -თავი მხარზე დამადო.
ამ წამს ძალიან მინდოდა რომ მისთვის მეკოცნა. გიჟური იდეა იყო ვიცი მაგრამ უნდა გამეკეთებინა. თავი ჩემსკენ შემოვატრიალებინე და მის ტუჩებს ისე დავეწაფე თითქოს წყურვილის გრძნობით მომაჯვდავ კაცს წყალი დაენახოს.
დიახ! ეს მოხდა მე მას ვკოცნიიდი და როგორც მივხვდი არ ის იყო ამის წინაადეგი.
როცა კოცნას მოვრჩით ჩამეხუტა და ასე ვიჯექით კარგა ხანს.
მერე ისევ მანქანაში დავბრუნდით , ცალი ხელით მანქაანას ვატარებდი ცალი ხელი კი მძინარე ანას ჰქონდა ჩაბღაუჭებული.
სახლში მალემივედით. ანას ისე საყვარლად ეძინა აღარ გავაღვიძე და ჩემივე ხელით ჩემივე საწოლში ჩავაწვინე. მერე ზურას ოთახში შევიხედე და მას და ეპენეს უკვე ეძინათ. ელენე ზურას ლიგინზე იყო მოკალათებული ხხოლო ზურას გასაშლელ ლოგინზე ეძინა და ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული. მეც დავბრუნდი ჩემს ოთახში და სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი.
თვალს ვერ ვაშორებდი მძინარე ანას.
ღია აივნის კარიდან შემოსულმა ქარმა საბანი გადახადა. ავდექი საბანი კლავ წავაფარე?, შუბლზე ვაკოცე და ჩემს ადგილას უნდა დავბრუნებულიყავი როცა ჩემს ხელს ანას ხელი შეეხო, მეც მალევე მისკენ მივბრუნდი და მან ნამძინარები ხმით მითხრა
-შეგიძლია ჩემთან დაწვე? ამაღამ ჭექა-ქუხილია გამოცხადებული და მე ძალიან მეშინია მაგის -მითხრა და ოდნავ ამოიწია დაიმწამსვე ცა განათდა და საშინელი ხმაური გაისმა. ანამ თავზე საბანი წაიფარა და ხმადაბლა შეჰკუვლა.
სხვა გზა არ იყო, მივედი და ანას ზურგიდან მივეხუტე ისიიც საბნიდან მალე ამოძვრა, ყელში მაკოცა და გადაბრუნდა.
ასე ჩახუტებულწბს გვეძინა დილამდე...


----------------------------------------------------------
ესეც მეოთხე თავი... ცოტათი დამაგვიანდა, მაგრამ ამიერიდან გამოვასწორებ.მაქსიმალურად ვეცადე თქვენი ყველა შენიშვნა გამეთვალისწინებინა, უბრალოდ არ მომწონს როცა სიუჟეტი ძალიან სწრაფად ვითარდება(არარეალურად). იმედია მოგეწონებათ ეს თავი.
პ.ს რას ფიქრობთ ღირს გაგრძელება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent