ნატუ-დან ქალბატონ ადვოკატამდე (სრულად!!)
ჩვენს უბანში,სოლოლაკში,ერთი ბიჭი ცხოვრობდა. სანდრექსა იყო ჟურული. სანდრექსა სხვებისთვის, ჩემთვის - სანი ან სანდრო. ორი წლის,რომ ვიყავი სანდრო უკვე ექვსი წლის იყო,მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი ძმა უბნის “ბირჟასთან” ,რომ ჩამატარებდა ჟურული ყოველთვის ნაზად წამეთამაშებოდა დიდ,წითელ ლოყებზე. ცოტა,რომ წამოვიზარდე,დაახლოებით 15 წლის,რომ გავხდი სადაც მე ვიყავი იქ ჩნდებოდბენ ჟურული და მისი ექვსეულიც. ეს შვიდნი ისეთები იყვნენ,რომ ყველას შურდა! ბიჭები იყვნენ?! ბიჭები კი არა საოცრებები. აი ისეთები რა,ცოტა სხვანაირები. მარტო სოლოლაკი კი არა.მთელი მთაწმინდა,რომ გიჟდებოდა მათზე. ჩვენს უბანში ხმები დადიოდა ჟურულს ჩვენი ნატუკა შეყვარებიაო. არ მჯეროდა. მეცინებოდა. ჟურული და მე? წარმოუდგენელი იყო! - სანი,ვინ არის ის გოგო?- თავით ვანიშნე ლამაზ გოგონაზე,რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჟურულს ეხუტებოდა. - ჩემი შეყვარებულია,ნატუკ! - მასზე ლაპარაკის დროს თვალები აენთო ბიჭს. იმ დღეს მივხვდი,რომ სანი ჩემთვის მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა.მომწონდა ჟურული,მაგრამ სვანი ვიყავი ხისთავიანი! რამეს ხომ არ შევიმჩნევდი?! ცოტა მერე,სანდრო ცუდ წრეში გაერია. სოლოლაკში ჭორი გავარდა სანდრომ “გაჩხერვა” დაიწყო და წამალზე “შეჯდაო” და დამეფიცება იმ წამს მეტკინა პირველად ჩ ე მ ი სანი. - დედა! - თავში შემოირტყა დედაჩემმა ხელი,როცა სანდროს პირველი დაპატიმრების ამბავი გაიგო. - ხომ იცოდი,რომ ასე იქნებოდა ოდესმე?რატომ გიკვირს,ლოლა? - გაღიზიანებულმა მივმართე დედაჩემს და ოთახში ჩავიკერე. აი აქ კი,ჟურული მეორედ და გაუსაძლისად მეტკინა. - ჩვენი სანდრიკა,ტო? - სანდრიკა რომელი, ჟურულა? - გასროკეს,ტო? - კაი რა,ისეთია გამოძვრება,შე*ემა ხო იცი! ალაპარაკდა უბანი. ყველას სანი ეკერა პირზე! ასეთი იყო რა. მთელი უბანი ავს თუ კარგს ყოველთვის მასზე ლაპარაკობდა. კარგი ბიჭი იყო სანი. ძალიან,ძალიან კარგი. მახსოვს ერთხელ,მასთან ვიყავი. გათიშულს ეძინა და უბრალოდ ჩამოვჯექი სავარძელზე,მაგრამ მალევე მომჭრა მიმოფანტულმა ფურცლებმა თვალი. “მოვა ტაძართან შემოსილი თეთრებით ქალი ამოვარდება უმოწყალო, რიჟრაჟის ქარი თითს დაუმშვენებს სატრფოს ქმნილი ბეჭედი ლალის. და მე დავხვდები ხელთ მეჭირება ლამაზი ვარდი ჩემს დანახვაზე ქალი,სამწუხაროდ შიშისგან გარბის სახეს უმშვენებს აწ შეჩვეული უზომო დარდი თითქოს ცაც ტირის ჩემთან ერთად ფიფიქებით ბარდნის. მე ვერ ვინძრევი, ეს დრო კი გარბის. მოვა ტაძართან შემოსილი თეთრებით ქალი ამოვარდება უმოწყალო, რიჟრაჟის ქარი თითს დაუმშვენებს სატრფოს ქმნილი ბეჭედი ლალის.” მოვიხიბლე. გავოცდი. არ ვიცოდი,ან არ ველოდი,რომ ჩემს სანის ასე შეეძლო წერა. იმ წამს დავიზეპირე ეს ლექსი. დ ა ვ ი ზ ე პ ი რ ე ! - ნატუ! შევხტი. ქაღალდები დამიცვივდა და უაზროდ მოვყევი თავის მართლებას. გაეღიმა. გეფიცებით,ასეთი ღიმილი არავის ჰქონდა. სულ სხვანაირი იყო. სითბოთი და სიყვარულით სავსე. სანისი იყო და სხვანაირი ვ ე რ ც იქნებოდა. ამ ამბის გახსენებაზე მეღიმება. ყველა მოგონება მასთან დაკავშირებული მტკივნეული,მაგრამ ამავდროულად უზომოდ სასიამოვნო და თბილია . ვგრძნობდი,რომ რაღაც ხდებოდა ჩვენშორის,მაგრამ ამაზე არცერთი ვსაუბრობდით. არ უყვარდა ლაპარაკი. უბანი ისევ ალაპარაკდა. სანი გ ა ქ რ ა . აი ასე უბრალოდ,გამოსვლის დღისას ადგა და გაქრა! სად არ ეძებეს,მაგრამ ვერ იპოვეს. ალბათ არც უნდოდა დაბრუნება თორემ ხუთი წლის მანძილზე ერთხელ მაინც გვესტუმრებოდა. ხუთი წელი. ხუთი. 1825 დღე, 109 500 საათი და 6 570 000 წამი ჩემი სანის გარეშე გატარებული. ამასობაში იურიდიულზე ჩავაბარე და კარგი ადვოკატიც დავდექი! აბა როგორ?! დედაჩემი მეუბნება ხოლმე “ნატუ!ზედმეტად ნარცისი ხარო” მაგრამ რა ვქნა?! გეფიცებით,დედას გეფიცებით ზუსტად მახსოვს! პირველი თებერვალი იყო ისეთი ამბავი გავიგე,ცხოვრებაში პირველად ჩავესვენე დედაჩემის მკლავებში უგონოდ. - მატყუებ ხო? მითხარი,რომ მატყუებ,გთხოვ! - ამაოდ ვევედრებოდი ჩემს ძმას. მან იცოდა,ჩემი თქმის გარეშეც ხვდებიდა ყველაფერს. - შენს თავს ვფიცავარ,ნატუ! ჩამოვიდა. არ მეჯერა. ან როგორი დასაჯერებელი იყო?! როგორც წავიდა ისევე უცერემონიოდ დავბრუნდა. ოთხშაბათი დღე იყო,სამი თებერვალი,შვიდს უკლდა ათი წუთი ჩამოსვლის შემდეგ პირველად,რომ ვნახე. ბანალურ ისტორიებშია ხოლმე დაიწყებენ “შეცვლილა,უზომოდ გასიმპატიურებულა.” არამც და არამც. ისევ ის სანდრექსა იდგა ჩემს წინ. - ნატუ! - არ მეგონა ჩემი სახელი თუ ახსოვდა. გავშრი. - გამარჯობა,სანდრო. - ასეთ ბანალურ მისალმებას მხოლოდ მე მოვიფიქრებდი! - მომენატრე,ნატუ. - გმადლობ,ახლა მეჩქარება! - ხელი ანერვიულებულმა დავუქნიე და გავიქეცი. გავექეცი ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს. ისე,წეღან მოგატყუეთ! ერთ-ერთ ადვოკატურ ფირმაში ვმუშაობდი,მაგრამ რომ გითხრათ ვანათებდი - თქო ,მოგატყუებთ! იმ დღის შემდეგ ჟურული აღარ მინახავს - ნატალია! გელოდებოდი. - ვიძაბები,როცა ჩემი დირექტორი ასეთი ტონით მომმართავს. - მოკლედ ახალი საქმეა და შენ უნდა აიღო იცოდე! ძარცვაა! საბუთები მოვაწესრიგე,”დამნაშავესთან” უნდა შევსულიყავი იმ დღეს. (თუ გაინტერესებთ,ბრალდებული სანდრო ჟურული იყო,მაგრამ ეს უბრალოდ დამთხვევად მივიჩნიე.) საქმიანი ქალის იმიჯი მოვირგე და ჩემი დაცვისქვეშ მყოფისკენ გავემართე. საკანში ჩემთვის საყვარელი სხეულის დანახვაზე შევკრთი. არ მინდოდა სანდრო საკანში მენახა. ბადრაგს ვთხოვე დავეტოვებინეთ. - ნატუ,უფრო სწორედ ქალბატონო ადვოკატო! - ჩაეღიმა. - გამარჯობა,სანდრო. მოკლედ გავეცანი საქმეს ... იქ სამი საათი დავყავი. დავარიგე რა და როგორ უნდა ეთქვა. ორი მაისი იყო სასამართლოს დღე. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა! იცით რამდენ ხანს გაგრძელდა? ზუსტად ექვსი საათი. ფეხზე ძლივს ვიდექი. თან სანდროს მზერაც მაბნევდა. მოკლედ, ბოლომდე გმირულად ვიბრძოლე! იმდენი ვქენი სანდრო გამოუშვეს. სიხარულისგან დავფრინავდი. მე ეს შევძელი! საკუთარი თავით ამაყმა არისტოკრატული ნაბიჯებით დავტოვე შენობა. - ქალბატონო ადვოკატო,ეს უნდა ავღნიშნოთ! - წარბის აწევით მომმართა ჩემმა “კლიენტმა” . - აბა რა! - მხარზე მეგობრულად დავკარი ხელი და მანქანაში ჩავუხტი. ბარში მისულებს დანარჩენი ექვსეულიც იქ დაგვხვდა. გამიხარდა. - ამ ჭიქით,ქალბატონ ადვოკატს გაუმარჯოს! ყველა იმდენად მთვრალები ვიყავით უკვე,რომ ვეღარც ვითვლიდით მერამდენე ჭიქას ვსვავდით. მერე ოჰ, მერე იყო მომენტი, როცა ჩემი და ჟურულის ტუჩები ერთმანეთს შეერწყა. არასდროს,რომ დამავიწყდება აი ის შეგრძნებაა. მეღიმება აქ. იმის შემდეგ,არაფერი ყოფილა ჩვეულებრივად. ჯვარი დავიწერეთ და სამი წელი, სამი ყველაზე ბედნიერი წელი გავატარეთ ერთად. რამ დაგვაშორა? მოგახსენებთ ახლავე! ჩემს ორსულობაზე,რომ გავიგე იანვრის ცამეტი იყო. მისთვის უნდა მეთქვა,როცა მოულოდნელად მის ტელეფონზე მონაწერი “შემომენახა” . ვიღაც ლიზუ იყო. ასე სწერდა “მენატრები ჩემო დათუჩა და მალე მოდი ჩემთანო” . მეტკინა? მერედა როგორ! ჟურული მღალატობდა. მ ე , ნატუკა დადვანს სანდრო ჟურული მღალატობდა. რომ ვკითხე ლიზუზე ბლუკუნი დაიწყო. ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის. უთავმოყვარეო ნამდვილად არ გახლდით,მაშინვე წამოვედი. მიყვარხარო. მჭირდებიო. მენატრებიო. დამიბრუნდიო. არ ვაპატიე. უფრო სწორედ, ვერ ვაპატიე! ორსულობის მეექვსე თვეში ვიყავი,რომ გავიგე ნარკოტიკის ზედმეტი დოზის გამო მოკვდაო და იქ მოვკვდი მეც. არ იმსახურებდა ჟურული ასეთ უაზრო სიკვდილს. არც ჩვენ ვიმსახურებდით ასეთ უაზრო დასასრულს. - თხრობას ვასრულებ და ჟურნალისტს ვუბრუნდები,რომელიც ცრემლნარევი ღიმილით მიცქერს. - ისევ გიყვართ? - რა თქმა უნდა. მე სანდრო ჟურული ყოველთვის მიყვარდა და ამის შეცვლას არ ვაპირებ. - თქვენი შვილი? - მეკითხება შეპარვით. - ოჰ,დაჩი არაჩვეულებრივი ბავშვია! ისე ჰგავს მამას მგონია წინ სანი მიდგას,სანი მელაპარაკება. დაჩიც სხვანაირია. - დიდი მადლობა. - მიღიმის გოგონა და კარებისკენ მიდის მეც მეღიმება,სანდროზე ვიწყებ ისევ ფიქრს და პარლამენტის ერთ ღერს ფიქრებში გართული ვუკიდებ. __________________________________ შეცდომებისთვის ბოდიში.გაითვალისწინეთ,რომ ტელეფონით “ვცოდვილობ”. ყველაფერს სხვაგვარად ვაპირებდი,მაგრამ ასე გამოვიდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. მიყვარხართ! ყველამ გამოხატეთ აზრი<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.