შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აჩრდილი (8თავი)


12-05-2018, 18:50
ავტორი Mathew
ნანახია 1 714

თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე.იმ იმედით ვიყავი,რომ გუშინდელი ღამე საშინელი კოშმარი იყო,თუმცა ამაოდ.ისევ იმავე,საშინელ ოთხ კედელში ვიყავი გამომწყვდეული,კუთხეში მიყუჟული და ოცნებეში გართული.თავი საშინლად მტკიოდა,თვალების დახამხამებაც მიჭირდა,ცუდად ვიყავი.ახლა,მხოლოდ ერთი რამ მინდა,მინდა,რომ ერეკლემ მალე მიპოვის.შემოანგრიოს ეს საშინელი ხის კარები,გულში ჩამიკრას,თმაზე გადამისვას ხელი და მითხრას.
-მორჩა ქეთო,ეს მხოლოდ საშინელი კოშმარი იყო-ო-ვიცი რომ ერეკლეს გარდა აქ სხვა არავინ მოვა,ან ვინ უნდა მოვიდეს.მამაჩემს ამ ამბავს არ გააგებიებდნენ,მაგრამ შეიძება ახლა მთელმა ოჯახმა იცის ყველაფერი?შეიძლება უკვე მეძებენ?!მანამდე რა გავაკეთო?რამე უნდა მოვიფიქრო!უცებ ისევ გაისმა კარების ღრჭიალი,ნელა მივაბრუნე თავი და ისევ ძველ პოზას დავუბრუნდი.
-ოჰ,ქალბატონო ქეთევან,გაიღვიძე?-პასუხი არ გამიცია.წამში გაჩნდა ჩემ წინ და მუხლებზე დადგა.
-გამიბრაზდი?-არც ახლა მითქვამს რამე.
-იმედია არც ახლა ამოიღებ ხმას-ირონიულად ჩაიცინა,ხელი დამავლო და საწოლზე გადამაგდო.შემდეგ კი ჩემ გვერდით გაჩნდა.
-ხელი არ მომაკარო-დავუღრინე და თავს ძალა დავატანე,რათა საშინელი ტკივილი უკუმეგდო და რამე მომემოქმედებინა.
-ერეკლეს შენი ტუჩები მოეწონა არა?იმედია წინააღმდეგი არ იქნება ერთხელ მეც თუ დავაგემოვნებ მათ.-გულისრევის შეგრძნება მომაწვა და საშინელი ზიზღით ავივსე.
-არ გაბედო.იცოდე გიპოვის და მოგკლავს.
-ვიცი რომ მიპოვოს,მაგრამ ძალიან გვიან.
-მოგკლავს,ხელი არ დამაკარო.
-მგონი პირველი ვიქნები ვინც შენ ყელს დააგემოვნებს.
-მომშორდი-ბოლო ხმაზე დავიყვირე და ხელი ვკარი,ფეხზე ადგომაც ვერ მოვასწარი,ისე გაჩნდა ჩემს ზევით და ერთხელაც გამიღიმა,ირონიით სავსე ღიმილი მაჩუქა.
-მომშორდი.
-შენი წვალება მომწონს,მაგრამ ახლა მეცდები-უცებ მომშორდა და კარებისკენ წავიდა.
-გაეთრიე-დავუღრინე.
-ვერ გამექცევი პატარა!
-გაეთრიე-ამჯერად დავუყვირე და კარებიც გაიკეტა.ცრემლებმაც არ დააყოვნეს და უცებ დამინამეს სახე.ფეხზე წამოვდექი და იქვე დადებულ კომოდს მივვარდი,გამოვაღე და მათი ჩხრეკა დავიწყე.რამე ისეთი ნივთი უნდა მეპოვა,რომელიც მისგან თავის დაღწევაში დამეხმარებოდა,ან თუნდაც მის გათიშვაში.ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე რაღაც მაგარი,ქვის მსგავსი და მის შემოსვლას ისევ კუთხეში მიყუჟული დაველოდე.
-*-*-*-
ერეკლე,ნათიან,გიგი,თამო და აკი,ყველა ერთად იყო შეკრებილი,ყველას ერთი საფიქრალი და სადარდებელი ჰქონდა.ცდილობდნენ გაეგოთ სად იყო ქეთო და ამისთვის ყვეკაფერს აკეთებდნენ.პოლიციაც ჩართეს საქმეში,თავიანთ ნაცნობებთან გადარეკეს რომლებსაც საჭირო საქმეებზე მიუწვდებოდათ ხელი,მაგრამ ვიღაცას ყველაფერი კარგად ჰქონდა დაგეგმილი.
-ერეკლე-გიგიმ ბიჭს გახედა.
-გისმენ.
-ქეთოს სატელეფონო ჭანაწერებს გადავხედოთ,შეიძლება იქ ვიპოვოთ რამე ხელმოსაჭიდი.
-კარგი,ახლავე-უცებ ამოიღო ჯიბიდან მობილური და სადღაც გადარეკა,ქეთოს ნომერი უკარნახა,საჭირო მასაკები ჩააწერინა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა,ბოლოს ისევ გამორთო მობილური და ჯიბეში დააბრუნა.
-ყველაფერს ამობეჭდავს და გამოგვიგზავნის.
-კარგი-ჩუმად დაუქნია გაფრინდაშვილმა თავი.ყველაფერს ელოდა,მაგრამ ამას არა.ქეთი მისთვის ყველაფერი იყო,იმ სიტყვების მერე რაც მოისმინა,ვერ დაიჯერა,რომ მისთვის ერთ დროს ყველაზე საყვარელი ადამიანი ასეთ რამეს მასზე იტყოდა.ბოლოს კი ბოღმის ამონთხევა და სამაგიეროს გადახდა იმ გზით გადაწყვიტა რაც დაბადებისდღეზე გაუკეთა,რამდენიმე კვირის უკან კი მისმა სიტყვებმა საერთოდ აურია გონება,უნდოდა დაერეკა და ეთქვა,რომ აპატია,მაგრამ ვერ გაბედა,ახლა კი შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს ის,ისე რომ მას პატიებას ვერ თხოვს და ვერ ჩაიხუტებს.
-ვის უნდა ექნა?-თამო ისევ ვერ იჯერებდა მომხდარს.
-არ ვიცი,მაგრამ როცა ვნახავ გეფიცები მოვკლავ-გიგის ხმამ მთელ ოთახში დაიგგრგვინა.
-გიგი დაწყნარდი,ყველაფერი ჩაივლის და ისევ ერთად ვიქნებით-ნათიამ მისი დაწყნარება სცადა და გამოუვიდა კიდეც.
დრო მალე გადიოდა და წერილიც მოვიდა.სწრაფად გახსნენს კონვერტი და კითხვა დაიწყეს,მაგრამ იქ მათთვის საინტერესო არაფერი იყო,მხოლოდ მიმოწერები ერეკლესთან და თამოსთან,სატელეფონო ჩანაწერებიც ამავე პირებთან იყო,ფურცლები უბრალოდ გვერდით გადაყარეს და ისევ ფიქრი განაგრძეს.
-არ გყავთ ისეთი ვისზეც ეჭვობთ?-აკიმ დაარღვია საშინელი სიჩუმე.
-არ ვიცი,არავიზე მაქვს ეჭვი-ერეკლემ მხრები აიჩეჩა და სხვებიც მას დაეთანხმნენ,მაგრამ ნათია ჩუმად იყო.
-ლინდა.-უცებ წამოიყვირა.
-რა ლინდა?
-მაშინ როცა შენთან იყო სამსახურში საქმიან ვიზიტზე,ქეთოს საშინელი თვალებით უყურებდა,შემთხვევით კი საუბარს მოვკარი ყური.რაღაცას საუბრობდა როცა მისი სახელი ახსენა.
-წავედით-უცებ წამოხტა ერეკლე ფეხზე.
-სად მივდივართ?
-ლინდასთან-მკაცრად განაცხადა და სახლი დატოვა.
-*-*-*-
უკვე ყველაფერი მოფიქრებული მქონდა,რას როგორ გავაკეთებდი,მხოლოდ მისი შემოსვლა და გათიშვა უნდა მომეხერხებია,ახლა სისუსტისთვის დრო არაა,მართალია ცუდად ვარ,თუმცა ცოტა ხნით ეს უნდა ავიტანო,შევეგუო ამ ყველაფერს.
-ჯანდაბა,ახლა არ შემოვა-ხმამაღლა გავიფიქრე და მტკივან ადგილას მოვისვი ხელი.უკვე შიმშილიც მიპყრობდა,მაგრამ ახლა არ იყო ამის დრო.რამდენიმე წუთის შემდეგ,როგორც იქნა გაიღო კარები და ისევ შემოვიდა.მხოლოდ მისმა სახემ გამოიწვია ჩემში საშინელი შეგრძნება,მხოლოდ მისმა სახის დანახვამ მოახერხა ჩემში საშინელი ზიზღის გამოწვევა.
-მოვედი პატარა,ნახე საჭმელიც მოგიტანე.-ირონიულ ღიმილს მაინც არ იშორებდა სახიდან.
-არ ვარ მე შენი პატარა-ისევ დავიღრინე და ჩემ წინ დადებულ სინს მოვავლე თვალი,როცა დავინახე მასზე დაწყობილი საკვები შიმშილის გრძნობაც გაქრა.
-არ შეჭამ?
-არა-მოკლედ მოვუჭერი და ზურგს უკან დამალულ ქვას უკეთ მოვუჭორე ხელი.
-კარგი,მაშინ პირადპირ საქმეზე გადავალ-ისევ დამავლო ხელი და სხეულზე ამიკრა.
-მომშორდი.-არაფერს ამბობდა-ხელი გამიშვი-ბოლო ხმაზე ვყვიროდი,ის კი მის ტუჩებს ჩემ ყელში დაასრიალებდა-მომწყდი თავიდან-ხელი ისევ მოვუჭორე ქვას,ავიღე და თავში ჩავარტყი.უცებ შემიშვა ხელი და ძირში დავარდა.ჯიბეებზე ვეცი და მობილურის ქექვა დავიწყე,იქ რადგან ვერ ვიპოვე კარებისკენ სირბილით გავემართე და იქ მდებარე ერთადერთ ოთახში დავიწყე მისი ძებნდა.ბოლოს მივაგენი საჭირო ნივთს,ერეკლეს ნომერი ავკრიფე.
-აიღე ერეკლე,გთხოვ მიპასუხე.-რამდენიმე ზარის შემდეგ გაისმა ბიჭის ბოხი ბარიტონი.
-გისმენთ.
-ერეკლე-ტელეფონში ჩავყვირე.
-ქეთო?…ქეთო სად ხარ?სასწრაფოდ მითხრაი სად ხარ.
-არ ვიცი ერეკლე,რაღაც ქოხში ვარ.
-გარეთ გადი ქეთო და გარემო ამიღწერე,გადი და მითხარი სად ხარ.-მისი ბრძანება შევასრულე და გარეთ გავედი.ირგვლივ საშინელი სიმწვანე იყო,ყველაგან ტყე.სახლიდან კი გრძელი ბილიკი გადიოდა რომელიც ხეებში უჩინარდებოდა.ასე ავუღწერე გარემო და მის პასუხს ველოდი.
-ჯიპიესი ჩართე ქეთო-ტელეფონი ყურიდან ჩამოვიღე და ისე გავაკეთე როგორც მითხრა.
-ჩავრთე.
-კარგი,ახლა იმ ბილიკს გაუყევი და ტელეფონი არ გათიშო.-სირბილით გავუყევი ბილიკს რომელიც უსასრულო მეჩვენა.ქოშინით მივრბოდი და არეული ფეხების დამორჩილებას ვცდილობდი,ტელეფონი ამ დროის მანძილზე ყუროდან არ ჩამომიღია.
მივრბოდი და არ ვჩერდებოდი.
უეცრად რაღაც საშინელი ხმა გავიგე,შემდეგ ფეხზე მომხვდა რაღაც და წავიქეცი.დავიკივლე და თვალები დავხუჭე.
-ქეთო?ქეთო რა მოგივიდა.
-ერეკლე…
-აქ ვარ,არ გათიშო,სულ ცოტაც.
-მიყვარხარ ერეკლე-ეს ვთქვი და გავითიშე,მაგრამ ტელეფონიდან მაინც მომესმა ხმა.
-არ გათიშოთ,ხუთ წუთში მზად იანება.-ამის შმედეგ არაფერი გამიგია.ალბათ ესაა ჩემი აღსასრული.
-*-*-*-
-ლინდა-კარებზე მუშტებს ურტყამდა და ბოლო ხმაზე გაყვიროდა ქალის სახელს.რამდენიმე წუთში კარებიც გაიღო.
-ერეკლე?! რა მოხდა?-გაკვირვებული სახით მიაშტერდა ქალი მას.
-ეს მე უნდა გკითხო.სადაა ქეთო?
-ქეთო?ვინაა ქეთო?-გაოგნებული ქალის როლს არ იშორებდა,თითქოს აქამდე არაფერი სმენოდა მასზე.
-თავს ნუ ისულელებ,მითხარი სად არის ის.
-არ ვიცი ერეკლე,ვისზე მესაუბრები?
-ჩემ საცოლეზე ლინდა,სადაა ის?
-მე საიდან უნდა ვიცოდე?შენი საცოლეა და შენ უნდა იცოდე-აყვირდა.
-ტონს დაუწიე და მითხარი რა უქენი ქეთოს!
-რას მაბრალებ?! არაფერი ვიცი-თქო.
-ჯანდაბა,ლინდა,იცოდე თუ გავიგე რომ ამ საქმეში შენი ხელი ურევია დავივიწყებ იმას,რომ ქალი ხარ და ჩემი ხელით მოგკლავ.
-გეყოფა ერეკლე!არაფერი ვიცი-თქო-ისევ გაიმეორა და კარები დაკეტა,შემდეგ ზურგით აეკრო მას და ირონიულად ჩაიცინა.
ერეკლემ კი სახლი დატოვა და ისევ სხვებთან დაბრუნდა,პოლიციაში წასვლა გადაწყვიტეს.განყოფილებაში შევიდნენ და ოფიცერთან დაიწყეს ლაპარაკი,უეცრად ერეკლეს ტელეფონზე დაფარულმა ნომერმა დარეკა.მაშინვე შევიდნენ საჭირო ოთახში რათა საუბარი ჩაეწერათ.ერეკლეს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა უცხოში ქეთო აღმოაჩინა.მისი ადგილმდებარეობის დასადგენად გოგონას ჯიპიესი ჩაართვევინა,უკვე ყველაფერი შესრულებული იყო,როცა ბოლო წუთებზე ტელეფონი გამოირთო და ყველაფერი წყალში ჩაიყარა.ერეკლე ადგილს მიეყინა,ქეთოს სიტყვები თითქოს დამშვიდობებას გავდნენ.
თითქოს ყველაფერი დამთავრდა და ქეთომ სუნთქვა შეწყვიტა.მოეჩვენა თითქოს ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა,გარდაიქმნებოდა და ფასს დაკარგავდა.
-რა გითხრა?-ყველა მის პასუხს ელოდა.
-ის რომ ვუყვარვარ.
-სხვა?
-არ ვიცი,არაფერი ვიცი,მაგრა…-სიტყვა გაუწყდა.
-მაგრამ რა?
-დღეიდან ყველაფერი შეიცვლება,დღეიდან ყველაფერი გართულდება და გაუფერულდება.აღარ იქნება ისე როგორც იყო,ძალიან დავიტანჯებით.უმისობა მომკლავს-ბოლოს სიტყვები დაიჩურჩულა და სახეზე ხელები ჩამოისვა.
ახლა მისი ბზინავი თვალები რომლებიც ქეთოს აჩრდილში შეუყვარდა ჩამქრალიყო.აღარ იყვნენ მრავალფეროვანი,მუქ სფეროებში შიში ჩამდგარიყო და ის იპყრობდა მის მთლიან სხეულს.შიში რომელიც ერეკლეში იყო გამეფებული ყველაფერს უკუაგდებდა,ამ შიშს კი ქეთო ერქვა.ეშინოდა უმისობის და ეშინოდა იმ დღების წარმოდგენის რომელიც ალბათ წინ ელის.ეშინია იმ საშინელების გაფიქრებისაც,მაგრამ სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოს და შეიგრძნოს მისი სიმწარე.



№1 სტუმარი Wero

ოპააა ეს რა კარგი თავი იყო. მიყვარხარ და გთხოვ მალე დადო შემდეგი!

 


№2  offline მოდერი Mathew

Wero
ოპააა ეს რა კარგი თავი იყო. მიყვარხარ და გთხოვ მალე დადო შემდეგი!

მადლობაა <3 შევეცდები )))

 


№3 სტუმარი Ani gafrindashvili

Gmerto chemo chemi qeto chemi gogooo ar vici ra gitxra mteli Grdznobit vkitxulobdi ra moxdeba warmodgena ar maq magram kargi rom arraferi vici. (((((((((
Ici Rogor maxarebs titeuli sheni nashromi amis agwera ar shemidzlia yochag warmatebebi

 


№4  offline მოდერი Mathew

Ani gafrindashvili
Gmerto chemo chemi qeto chemi gogooo ar vici ra gitxra mteli Grdznobit vkitxulobdi ra moxdeba warmodgena ar maq magram kargi rom arraferi vici. (((((((((
Ici Rogor maxarebs titeuli sheni nashromi amis agwera ar shemidzlia yochag warmatebebi

მე კი ყოველთვის შენ მახარებ.მადლობა,მადლობა შენ <3

 


№5  offline მოდერი ენემი

არაფერი დაუშავო რა kissing_heart

 


№6  offline მოდერი N1penguin

ქეთო... ერეკლე... sob sob შენ ხომ ვერც წარმოიდგენ, როგორი დაძაბული ვკითხულობდი თავს სასიამოვნო მონაკეთის ძებნით. ბოლო ნაწილში გულში რაღაც ჩამწყდა. ერეკლეე cry რატომ, რატომ უნდა დაიტანჯოს? რატომ მიგრძნობს გული ცუდს? (შემდგომი რამდენიმე თავი მაინც) რატო ტანჯაავ? ან ამათ და ან მეე? tired_face ერეკლეს სიტყვებმა გამანადგურეს. არადა როგორი იმედით ვიყავი ქეთომ გამოპარვა რომ შეძლოო weary ოხ ეს გველის წიწილი ლინდა რაა rage ისე, ერეკლე რო მიდიოდა, რა ეგონა, ყველაფერს ჩაუკაკლავდა, ასე და ასე დავგეგმე შენი საცოლის გატაცებაო? laughing
მინდა, რომ გეჩხუბო ასეთი თავის დაწერისთვის, მაგრამ არ შემიძლია. ძალიან მაგარი იყო და ტყუილად ხომ არ გამოგლანძღავ? smile მალე ამოგვასუნთხებ ხოო? blush თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი, ხოო? laughing heart_eyes heart_eyes ყველა ერთად ვიმეორებთ, დაასრულე ქეთოსა და ერეკლეს ტანჯვა, ნუ გვიკლავ სათუთ გულებს sweat_smile kissing_heart

 


№7  offline წევრი teengirllove

როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო ,ძალიან კარგი და დამაინტრიგებელი..მაგრამ რა დაემართა ქეთოს ? იმედია ის საზიზღარი არაფწრს უზამს ხო?მოკლედ მალე დადე

 


№8  offline წევრი naniko mindia

Au radampalia es lana, warmatebebi veli shemdegs tavs, imedia ardagvianeb, ardashoro wyvili ❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent