შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 10 )


12-05-2018, 20:58
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 375

მეორე დილას ნუცამ შემომიღო კარები
-ადექი დროზე, ზღვაზე გავდივართ
-აუ გადით და გამოვალ მეც- ამოვილაპარაკე მოგუდული ხმით და ბალიშში ჩავყავი სახე
-ოო რა უჟმური ვიღაც ხარ, და მალე ჯობია გამოხვიდე თორე ლიზი ისეთ ფორმაშია მეეჭვება რატის ყურადღება მიიქციო
-ჰაჰ, ამერიკაში 4 წელი ტყუილად კი არ გამიტარებია, ვარჯიშს გადავყევი- წამოვჯექი ეგრევე და ნიშნისმოგებით გავხედე დაქალს - თან ჩემზე დაბალია
-ჰო თან მკერდიც არ აქვს, მაგრამ მაინც მაგრად გამიყურება - მხრები აიჩეჩა კაპანაძემ და საწოლზე ჩამომიჯდა
-ჰოდა რო გამოვალ ფურორს მერე მოვახდენ
-ჰოდა იწექი მერე შუადღის მზეზე და დაიწვი, ცურვა არ იცი და არაფერი, რა უნდა აკეთო სხვა - წარბი ამიწია ნუცამ და ოთახიდან გავიდა- იტოკში მოგვძებნე რა , სანაპიროზე ვიქნებით
არა ცურვა მართლა არ ვიცოდი სანამ ამერიკაში წავიდოდი და ამაზე მთელი სამეგობრო მეღადავებოდა, მაგრამ დაიჯერებთ რო გითხრათ ვიცი-თქო? არა თქვენ კი დამიჯერებთ, მაგრამ აი იმათზე რა მოგახსენოთ. სანამ თავიანთი თვალით არ ნახავენ, მანამდე ხმის ამომღები მე არ ვარ.
ავდექი და მოწესრიგება დავიწყე, არა აშკარად ძაან ეფექტურია ეს სოლარიუმი, ზღვაზე ჩამოდიხარ და უკვე რუჯი გაქვვს, თან ეს საცურაო კოსტუმიც როგორ მიხდება - კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი და სარაფანა გადავიცვი. ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე და გარეთ გამოვედი
-უკვე მზად ხარ? - შემეგება ბექა
=შენ არ წასულხარ? - ჩანთა სავარძელზე მივაგდე და სათვალის ძებნა დავიწყე
-არა ვიფიქრე დაველოდები და ერთად გავალთთქო- მხრები აიჩეჩა ექიმმა და ჩემი ჩანთა ხელში აიღო, როგორც კი სათვალე მოვირგე- წავედით?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გასაღები მოვიმარჯვე. სანაპიროს გადავხედე და უცბად აღმოვაჩინე ჩემი ბავშვები , ბექას ხელით ვანიშნე იქით არიან-თქო და მათკენ დავიძარით
-წყალში რატო არ ხართ- ვკითხე ჩემსკენ მომართულ მზერებს და ჩანთა თავისუფალ შეზლონგზე დავადებინე მამაკაცს
-ვიყავით უკვე და ამოვედით - მიპასუხა ანკამ და ცოტნეს გახედა რომელიც გოგოს დაკერვას ცდილობდა
-კარგი მაშინ მე და ანიტა ჩავალთ- გადაიძრო მაიკა ბექამ და დაკუნთული სხეული გამოუჩნდა
-როგორც გავიგე ანიტამ ცურვა არ იცის - სწერვულად ჩაილაპარაკა ლიზიმ და რატის კისერზე მოხვიდა ხელები. იმანაც ჩაიცინა
-ჯერ მზეზე მირჩევნია წოლა - დავაიგნორე წყვილი და ბექას გავხედე. სარაფანი გადავიძრე და რატის მოშტერებულ მზერაზე სიცილი ძლივს შევიკავე. ყველა გაკვირვებული ათვალიერებდა ჩემს სრულყოფილ სხეულს მაგრამ ორი მათგანისგან განსაკუთრებული ვნება იგრძნობოდა თვალებში. კმაყოფილმა ჩავიცინე და შეზლონგი დავიკავე.
-ეს ლამაზმანი ვინაა - მოგვიახლოვდა ცოტნე და მომაშტერდა როცა სათვალე მოვიხსენი - ანიტ?
-როგორ ხარ?
-მე გადასარევად, რა ფორმაში ხარ გოგო. საერთოდ არ მაქვს სურვილი ნახევარი სანაპიროს ცემის - ვითომ შეწუხებულმა წამოიძახა და ბექას გახედა
-წადი ზღვაში, თორე მეც ვხედავ რო ვეღარ უძლებ ამ მშვენების ყურებას - გახედა ციბაძემ ყბაჩამოგდებულ ექიმს და სიცილი დაიწყო. ამაზე რატიმაც ბექასკენ გაიხედა და შესამჩნევად დაეჭიმა ძარღვები
-რა იყოთ ხალხო, პირველად ხედავთ? - ამოიბურტყუნა უკმაყოფილოდ ლიზიმ და ზღვაში ჩადგმულ ტრამპლინს გახედა- აბა ვის უნდა წამოსვლა?- სურვილის არ გამოთქმის შემდეგ ცხვირაბზუებული ადგა და კურტუმოს ქნევით წავიდა ორსართულიანი „კოშკისკენ“. პირველ სართულზე შედგა და ბომბის სტილში ჩახტა წყალში. ბედნიერი ამოვიდა იქიდან და რატის მიუჯდა- რა გოგო ვარ?!- თვალები აუფახულა და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა
-საშიში იყო? - კითხა ნუცამ ირონიულად და მე გადმომხედა
-აუ ძაან - გაიწელა ყიფიანი- იმ სიმაღლეა ნებისმიერი ვერ გადახტება მანდედან, აი მაგალითად ანიტა
-გინდა ვცადო? - მივიღე გამოწვევა და წამოვჯექი
-ანიტა არც გაბედო- გამაფრთხილა ვაკომ და ისიც წამოიწია
-არ დავიხრჩობი, როგორღაც მაგდენს მოვახერხებ - ვითომ არაფერია თქო ისე დავიძარი ტრამპლინისკენ რომელიც ძალიან ღრმად იდგა. ბეტონით გაკეთებული ბილიკით მივაღწიე დანიშნულების ადგილს და პირველ სართულზე ავედი. გვერდით გავიხედე, სადაც დაძაბული სახეებით მიყურებდნენ ჩემი ბავშვები და ზუსტად ვიცოდი ნებისმიერ მომენტში წამოვიდოდნენ ჩემ დასახმარებლად. ისიც არ ვიკმარე და მეორე სართულისკენ დავიძარი. შორიდან ვაკოს და ცოტნე ყვირილი მომესმა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და დავინახე როგორ წამოდგა ტვილდიანიც. სამამდე დავითვალე და ჰაერში ორმაგი ბრუნის შემდეგ თავით გადავეშვი და დაახლოებით ერთი წუთის მერე ნაპირთან ამოვყვინთე. მთელი სანაპირო ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა. ჩემი მეგობრების გაოცებული სახეები ეხლაც არ მავიწყდება.
-გვეღადავები? - წყლიდან ამოსვლისას პირველი რაც მკითხეს ეს იყო
-ცოტას- თვალი ჩავუკარი ბავშვებს და დაბღვერილ ლიზის გავხედე- ხო ისე ლიზი ისეთი საშიში იყო პირველიდან , გადმოხტომა ვერ გავბედე და პირდაპირ მეორეზე ავედი
-ნუ ხარ გველი - გადმომსისინა ვაკომ და ხასიათგაფუჭებულ ყიფიანს გახედა
-რა ვქნა, თვითონ გამომიწვია - მე რა შუაში ვარ მზერით შევხედე ჩივაძეს და მხრები ავიჩეჩ
-აუ ანიიტ- ტუჩები დაბრიცა ცოტნემ
- რა უნდა მთხოვო - გამეცინა და ციბაძეს გავხედე
-წეღან იმას რო ვკერავდი ეგ ვაეჭვიანოთ რა - წარბები ამითამაშა და მოკისკისე გოგოს გახედა
-რა პრობლემაა, თუ ბექა არ იეჭიანებს - გავხედე მამაკაცს, რომელიც ისევ ხარბად მათვალიერებდა
-ჰა? ა ჰო, არა, ისა
-იქნებ როგორმე ჰორმონები დაგეშოშმინებინა? - გახედა რატიმ აღელვებულ მამაკაცს და სარაფანი გადმომიგდო- ვერ ხედავ რომ ყველა შენ გიყურებს?
-მიყურონ და დატკბნენ მერე , კი არ ვუშლი- ტვილდიანის ეჭვიანობაზე გავხალისდი და ცოტნეს გავყევი
-რა ქვია? - ვკითხე ხმადაბლა აცუნდრუკებულ ციბაძეს
-მარიამი
-კაი გოგოა- თვალი ჩავუკარი და გემოვნება შევუქე
-ვიცი და ნერვებს მიშლის
-ჯერ არ გაგიცნია და უკვე?
-ჰო ისეთი საყვარელია ვერ ვეღადავები ისე, როგორც საჭიროა და შესაბამისად ვერ ვკერავ
-შენ ღადაობით აბამ გოგოებს?- გამეცინა და მივეხუტე
-არ იცი რა იუმორი მაქვს?- ამაყად განმიცხადა და მხრებში გასწორდა
-რო ვიცი მაგიტო გამიკვირდა, ან ვაფშე საიდან აგდებ მაგ გოგოებს, შენს იუმორზე რო იღვენთებიან - დავცინე ძმაკაცს და მხარი გავკარი- აქეთ იყურება
-სახეზე რა ახატია? ეჭიანობს? მოიწყინა? იმეა ჩვენ გვიყურებს? დაგვინახა?- აფორიაქდა წამში
-ვაიმე დაწყნარდი რა გჭირს, ქრონოლოგიურად მაინც დაგელაგებინა კითხვები
-ვაიმე არა, უნდა მივიდე
-სად უნდა მიხვიდე მოდი აქ
-ოო ძაან დამევასა
-ფრთხილად იყავი, დავასებიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია
-ოო როგორ შეიძლება ზღვაზე დავასებული გოგო შეგიყვარდეს?
-ეხლა ის ფრაზა არ თქვა, რაც ზაფხულში ხდება ზაფხულშივე რჩებაო თორე მაგ ბანალურ თავს ჩაგაყვინთინებ აი აქვე- მუქარის ნიშნად საჩვენებელი თითი ავუწიე
-შენ თვითონ ამბობ დავასებიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო და კიდე მე ვარ ბანალური?- შემომიტია აქეთ
-ეგ ფრაზა სხვანაირად არის ლამასო
-რა მნიშვნელობა აქვს, არსი ხო ერთია
-ნწ, ვაფშე არა
-ოო მეტრეველო, რა დაიხვეწე იმ ამერიკაში ასეთი?
-შენც უნდა გაგიშვა იქნებ რამე გეშველოს- თმები ავუჩეჩე და ლოყაზე ვაკოცე
-ეხლა ან ერთი ან მეორე თუ არ მცემს კარგი იქნება - ჩვენ მხარეს გაგვახედა და რატის და ბექას მზერებზე მიმანიშNა , რომლებიც არ მშორდებოდნენ
-მაგათ მაქსიუმუმ ერთმანეთი დახოცონ, მე რა ვქნა იმ გოგომ რო სადარბაზსოთან დამისატკაოს და თმებით მითრიოს?
-ვაიმე როგორ გეკადრება - შეიცხადა ციბაძემ - ისეთი საყვარელია გაგიჟდები
-როდის უნდა გამაცნო მერე
-ჯერ მე არ გამიცნია შენ რა უნდა გაგაცნო, მეღადავები?
-დაახლოებით - გავუცინე და ბავშვებისკენ დავიძარი- ეხლა ცოტა ხნით დარჩი და თვითონ თუ არ მოვა შენ მიდი- თვალი ჩავუკარი და სექსუალური მიხვრა მოხვრით წამოვედი, ბიჭები კი არა გოგოების მე მაყოლებდნენ თვალს
-მე და ანიტა წავალთ - წამოდგა რატი და სარაფანი გადმომიგდო
-იქნებ არ მინდა წამოსვლა- წარბი ავქაჩე ზემოთ
-ნემსი მაქვს გასაკეთებელი და აქედან არცერთმა არ იცის გაკეთება - გადახედა მზეზე მწოლიარე ლიზის, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა. ის ის იყო ანკას უნდა ეთქვა მე ვიციო რო ნუცამ უჩქმიტა და „წყვილს“ მარტო დარჩენის საშუალება მოგვცა
-მეც მოვდივარ - წამოდგა ბექა
-აუ ბექა, ბიჭებს საქმე აქვთ, უნდა გავიდნენ და ასეთ გოგოებს მარტო გვტოვებ? - ვითომ წყენით იკითხა ნიამ
-აუ ხო რა, დარჩი თორე ვინმემ რამე რო გვითხრას მერე ნახე შენ - აყვა ეგრევე ნუცა და გაურკვევლობაში მყოფ ანკას ხელი გადახვია. ბიჭიც დაჯდა და თვალი გამოგვაყოლა
-ჩაიცვი სარაფანი- გამაფრთხილა და ბიჭების მზერაზე ხელი მაგრად მომიჭირა
-მეტკინა- ვცადე ხელის გათავისუფლება
-ძალიან გსიამოვნებს რო ყველა შენ მოგშტერებია?
-ადამიანო ზღვაზე ვართ და ეს “ღ“რუზინული კომპლექსები მოიშორე რა
-ეს ამერიკა ცუდად მოქმედებს ხო შენზე - ამათვალიერა და წინ გაიხედა
-რატო , რას მერჩი- ვითომ გაურკვევლად ჩავიბურტყუნე და ტანს დავხედე- არა ისე თქვი, ხო საკაიფოდ დავადუმე შენი შეყვარებული
-ვაიმე ანიტა- სარაფანი თავზე წამომაცვა და ჩემზე მოშტერებულ ბიჭს შეუღრინა
-მე კი არა იმ ლიზას მიაქციე ყურადღება, მარტო რო დატოვე იქ - ჩავურტყი სწერვულად და კაბა გავისწორე- ჰო მართლა რა ნემსიო?
-მივალთ სახლში და გაიგებ
საბედნიეროდ ჩვენი სახლი სანაპიროსთან ახლოს არის და ბევრი სიარული არ მოგვიწია. ოთახში ავედი და სააბაზანოში წყალი ავავსე, ქაფი ჩავასხი და დიდხანს ვინებივრე
რო ამოვედი და პირსახოცის ძებნა დავიწყე, გამახსენდა რო საწოლზე მეგდო და მშვიდად გამოვედი ოთახში გაქაფული
-ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა? - მომესმა ტვილდიანის ხმა და უცბად კედელზე აღმოვჩნდი აკრული- კარგად გამოგდის - მიჩურჩულა და ტუჩებზე დამაკვდა.
ხელი ქვემოთ ჩაასრიალა და ორ წამში წელზე შემომისვა. წინააღმდეგობის გაწევის არც ძალა მქონდა და არც სურვილი. კოცნაში ავყევი და საწოლისკენ წამიყვანა. დამაწვინა და ზემოდან მომექცა. არ ჩქარობდა, ნელ-ნელა მიკოცნიდა გაქაფულ სხეულს
-რატი არ ვიქცევით სწორად
-ეხლა მორალებს ნუ წამიკითხავ, მოგვიანებით გადავდოთ - ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა და თავისი საქმე განაგრძო
-მერე უკვე გვიანი იქნება - წამოვიწიე და მსუბუქი ხელის კვრით ისევ უკან დამაბრუნა
-რატიიი- ვიყვირე და მომშორდა
-ჯანდაბა, ჩაიცვი მალე თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ - ოთახის კარი გაიჯახუნა და დამტოვა გაშეშებული
-სუსტი წერტილიც ნაპოვნია რატი ტვილდიანო- ამაყად ჩავილაპარაკე და პირსახოცის ძებნას შევუდექი..



№1 სტუმარი Tako

ძალიან ჯარგია????????

 


№2 სტუმარი nia

vgijdebi am orze da saahinlad mishlin nervebs is liza da beqa.

 


Kargia....ar gegonos rom shen saqmeshi verevi magram mgoniarom shotasac tu gamoachen mere epeqturi iqneba.

 


№4 სტუმარი სტუმარი Lika

აუუუუუ რაკაიააა ეეეე!!!ცოტასდებ ისე კარგიაააა

 


№5  offline წევრი NatatuKa

მაგას ვგეგმავდი მაგრამ ეხლა გადავიფიქრე ამ კომენტარის მერე ❤️????????????

მწვანეთვალებაგოგო
Kargia....ar gegonos rom shen saqmeshi verevi magram mgoniarom shotasac tu gamoachen mere epeqturi iqneba.

 


NatatuKa
მაგას ვგეგმავდი მაგრამ ეხლა გადავიფიქრე ამ კომენტარის მერე ❤️????????????

მწვანეთვალებაგოგო
Kargia....ar gegonos rom shen saqmeshi verevi magram mgoniarom shotasac tu gamoachen mere epeqturi iqneba.

:(((((((

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ახლა შეიძლება მოვკვდეეეეე :დდ რა საყვარლები არიან ღმერთოო :დდდ ეს ლიზა მალე გააქრე რაა ძააან არ მებასება :დდ

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

აუ ძან კაია მალე დადე რა

 


№9  offline წევრი NatatuKa

:დდდდდ <3 მიხარია, რომ კითხულობთ <3

 


№10  offline წევრი Somebody

მევასება ასეთი მომენტებით დასრულება joy joy
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent