შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 9 )


10-05-2018, 01:09
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 827

-რას აკეთებ გაგიჟდი?- ხელი ვკარი ტვილდიანს და ვცადე მომეშორებინა
-არ მინდა იმ სი*თან რო წახვიდე, ესეთი გაუგებარია?
-ანიტა მეტრეველი პირობას ყოველთვის ასრულებს
-ფეხებზე დაი*იდე ეგ პირობა და არ წახვიდე- აუწია ტონს
-რა გინდა ადამიანო? - არ დავაკელი ყვირილი არც მე
-მოგწონს ის ბექა თუ შმექა?
-კი მომწონს - ვუყვირე და მივხვდი რო უკან დასახევი გზა აღარ მქონდა
ცოტა ხანს თვალებში მიყურა და ბოლოს ამოღერღა
-კარგი გასაგებია - სინანულით ჩაეცინა და კარისკენ წავიდა. არჩეული ტანსაცმელი კარადაში შევყარე და რატის ჯინაზე მოკლე კაბას დავუწყე ძებნა. ნახევარ საათში გამოვეწყვე და კიბეზე დავეშვი
-რო კითხო არ აინტერესებდა ქალბატონს რას ჩაიცვამდა - ჩაიცინა ნუცამ და ყველას ყურადღება მივიპყარი. რატის მზერამ მარცხენა ლოყა ამიწვა მაგრამ ვცადე ზედაც არ შემეხედა მისთვის
-მგონი შენი მარტო გაშვება არ ღირს- შენიშნა ვაკომ სერიოზულად და მომიახლოვდა- იმ შენს ექიმს კიდე გაგიჟება უნდა?
-კარგით ხალხო რა გჭირთ, ჩვეულებრივი კაბაა - მხრები ავიჩეჩე და ჩანთაში ამღერებული ტელეფონის ძებნა დავიწყე. - ხო ბექა
-უკვე იქ ვარ
-კი მაგრამ ჯერ ოცი წუთით ადრეა - დავხედე საათს
-არაუშავს, პრობლემას არ წარმოადგენს ეგ ფაქტი, უბრალოდ დაგირეკე, ხო არ გადაიფიქრა მოსვლათქო, მაინტერესებდა
-როგორ გეკადრება, პირობას ყოველთვის ვასრულებ - გამეცინა და კარისკენ წავედი - გამოვდივარ უკვე, არ მოგიწევს დიდხანს ლოდინი ნუ გეშინია - ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და ბავშვებს დავემშვიდობე- გვიან თუ მოვედი არ ინერვიულოთ და არ დამელოდოთ, მაქვს გასაღები- ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და რატის დაძაბულ მზერას წავაწყდი. ისევ დავაიგნორე და სწრაფად დავტოვე მიმდებარე ტერიტორია

-მაოცებ - გადამკოცნა ბექამ და ამათვალიერა- რა ლამაზი ხარ
-შენც საკმაოდ კარგად გამოიყურები - არ დავიშურე კომპლიმენტი და სკამზე ჩამოვჯექი
-უკვე გადავედით შენობითზე, ეს უკვე მომწონს - შენიშნა ექიმმა - ისე, მეგონა სადღაც 2 საათი მაინც მომიწევდა ლოდინი
-როგორ არ მიცნობ აზრზე ხარ? - გავუცინე და მიმტანს შოკოლადის მილქშეიკი შევუკვეთე
-ხოდა მაგიტო გეუბნები ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მაოცებ
-და მანამდე როგორ გაგაოცე- გადავავლე თვალი წარსულ დღეებს და განსაკუთრებული ვერაფერი ამოვქექე
-შენი ტელეფონის ნომრის გამოცანაზე რას იტყვი?
-ხო მართლა, ეგრე უცბად როგორ გამოიცანი
-მაგ დღეს მოუნდა მაინცდამაინც ჩემს დისშვილს მაგ ლექსის თქმა, თან ორიგინალის კი არა, გადაკეთებულის- გამიცინა ამირეჯიბმა
-საინტერესოა- მიმტანს ჩემი შეკვეთა გამოვართვი და ცოტა მოვსვი- ეხლა კი სიმართლე მითხარო
-მეგობარი მუშაობს უშიშროებაში და შენი სახელით და გვარით არც შენი ტელეფონის ნომრის გაგება გამიჭირდა, მითუმეტეს როცა პირველი 4 ციფრი ვიცოდი
-მაგრამ საიდან გამოიცანი რომელ ლექსს ვგულისხმობდი
-ადრე სკოლაში კაკრას ეგ ლექსი დამავიწყდა და ეგრე დავამთავრე. ისე საინტერესო ნომერი გაქვს ძაან
-ხო ყველა მაგას მეუბნება- შევიფერე უცბად

რამდენიმე საათიანი სეირნობის, გართობის და ლაპარაკის მერე ბექა ექიმმა სახლში მიმაცილა, ეზოში დამშიდობებისას შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. იქვე სიბნელეში, სადაც ჰამაკი ეკიდა, სიგარეტის შუქი დავლანდე. მივხვდი თეორიულად ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და ურეაქციოდ შევედი სახლში. ოთახში ნიას ეძინა მთელ სიგრძეზე, ამიტომ უხმოდ გამოვიხურე კარი და იმ საძინებლისკენ წავედი,რომელიც ცარიელი იყო. ემოციებმა მაშინ იყარა თავი საწოლზე რო წამოვწექი დაღლილი . ის მომენტი ამომიტივტივდა თავში, რატიმ რო მაკოცა და მაგაზე თავიდან შემაჟრჟოლა. მაგ მოგონებას ვერ გავცდი და სანამ არ ჩამეძინა ვერ მოვისვენე. ოთახში შუქის ანთებამ გამომაფხიზლა
-აქ რას აკეთებ? - წამომახტუნა ტვილდიანის ხმამ
-ჩემს ოთახში ნიას ეძინა და აქეთ გამოვედი. შენ აქ რა გინდა
-დიდიხანია აქ გადმოვსახლდი- ცივად მელაპარაკებოდა და მაიკის გახდა დაიწყო
-იქნებ ჯერ გავსულიყავი?- ფეხზე ჩაცმა დავიწყე
-იყავი არ მიშლი- ურეაქციოდ დააგდო მაიკა საწოლზე და შარვლის შეხსნა რომ დაიწყო, სასწრაფოდ გამოვვარდი იმ ოთახიდან. ძლივს დავიძინე და შესაბამისად რომ გავიღვიძე უკვე შუადღის 4ს უჩვენებდა საათის ისრები. ავდექი, წყალი გადავივლე, ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. კიბეზე ჩასვლისას მუხლები მომეკვეთა და სანამ ვინმე დამინახავდა უკან ამოვბრუნდი.
შანსი არაა. მომეჩვენა. იმედია სიზმარია. კართან ჩავიკეცე და თავი მუხლებში ჩავრგე. მეორე ოთახიდან ნუცა გამოვიდა და ეგრევე მოირბინა
-რა მოხდა
-ქვემოთ იყავი უკვე?
-არა ჯერ, ეხლა მოვრჩი წიგნის კითხვას და ჩასვლას ვაპირებ, რა მოხდა
-ლიზი და რატი ერთად არიან?
-არა იმ დღის მერე ზედაც არ უყურებენ ერთმანეთს
-რა დღის მერე, რა მოხდა, ან მაშინ რატო უზის ყიფიანი ტვილდიანს კალთაში ?
-რაა?- დაიყვირა ნუცამ და ძლივს მოვასწარი პირზე ხელის აფარება
-სირცხვილია გაიგებენ
-მეეჭვება ეგ უმიზეზოდ მომხდარიყო ესე მალე. რო უყვარდეს რატის კიდე მესმის, მაგრამ ... დაიცა !! შენ რატო ნერვიულობ მაგაზე?- გამომცდელად შემომხედა და მზერა ვეღარ გავუსწორე- დროზე ოთახში და ყველაფერი მომიყევი იცოდე დაწვრილებით.- რომელიღაც ოთახში შემათრია და საწოლზე დამაგდო.
ყველაფერი ქრონოლოგიურად დავულაგე. კოცნამდე რო მივედი ვაფშე გადაირია
-ეგ დებილია? არა, ნორმალურია ვაფშე? რას ქვია გაკოცა - გაცეცხლებული დადიოდა აქეთ-იქით და ცოფებს ყრიდა კაპანაძე
-არ ვიცი ნუცა, არ ვიცი, გუშინ მე მკოცნიდა და ეხლა ლიზი უზის კალთაში, ორმაგ თამაშს თამაშობს თუ რა მაფიაა ვერ ვხვდები
-დაიცა მართლა ვერ ხვდები ესე რატო იქცევა? - აბაზანიდან გამოვიდა ცოტნე თმის მშრალებით
-შენ აქ რას აკეთებ? - გაბრაზდა ნუცა
-რავი მე უნდა გკითხოთ თქვენ რას აკეთებთ ჩემს ოთახში -მხრები აიჩეჩა ციბაძემ
-შენს ოთახში? - გავიკვირვე და იქაურობას თვალი მოვავლე - ჯანდაბა
-კარგი რა ანიტ,- ჩამომიჯდა საწოლზე - ხო იცი რო ჩემთან დასამალი არაფერი გაქვს, პირიქით დაგეხმარები
-ვიცი ცოტნე, უბრალოდ არ მინდოდა ვინმეს ცოდნოდა
-გიყვარს რატი?- გამომცდელად ჩამაშტერდა ციბაძე თვალებში
-არა მაგრამ არც არაფერი მიკლია
-ჰოდა არც ისაა გულგრილი შენ მიმართ
-შენ რა იცი
-მეც კაცი ვარ და როგორმე ვხვდები. აბა ის კოცნა გუშინ რას ნიშნავდა?
-ამაში მართალია, ხო იცი შენ - დაეთანხმა ნუცა
-ხო მაგრამ დღევანდელი საქციელი რას ნიშნავდა?
-ლიზი რო უზის კალთაშ იმას გულისხმობ?
-ხო
-გუშინ სად და ვისთან ერთად იყავი შენ წასული?
-ბორჯომის პარკში ბექასთან ერთ... დაიცა,- გამინათდა გონება- ანუ სამაგიეროს მიხდის? - გაკვირვებული მზერა მივაპყარი ცოტნეს
-აქამდე როგორ ვერ მიხვდი გოგო- გაეცინა ციბაძეს და გულში ჩამიკრა.
-ხოდა ეხლა მე მაცადე რატი ტვილდიანო, შენ თუ სეირი არ გიჩვენო- გამეღიმა კმაყოფლს და ბექას ნომერი ავკრიფე.

კიბეებზე გრაციოზულად დავეშვი და იქ მყოფებს ისე მივესალმე, თითქოს არაფერი არ ხდებოდა.
-ააბა რას ვშვებით დღეს?- მხიარულად ჩამოვუჯექი ვაკოს გვერდით
-სადმე გავისეირნოთ გინდათ?- წამოაყენა აზრი ანკამ
- მშვენიერი იდეაა. პარკში წავიდეთ - სიხარულისგან ტაში შემოვკარი
-რო უთხრა მერე პატარა ბავშვი ხარო ეწყინება - გაეცინა საბას. ენა გამოვუყავი და დანარჩენებს მივუბრუნდი- ხო ყველა თანახმა ხართ?
-მე და ლიზა დღეს სახლში დავრჩებით - გამომწვევი ხმით თქვა რატიმ და ჩემს რეაქციას დაელოდა
-კი ბატონო, როგორც გენებოთ- უდარდელად ავიჩეჩე მხრები და საათს დავხედე- წუთი-წუთზე ბექა მოვა და გავიდეთ ხო? - გავხედე რეზის რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, ხოლო მის გვერდით მჯდომი ტვილდიანი, აშკარად დაიძაბა . გულში გავიცინე და კარის გასაღებად წავედი, რომელზეც იმ წუთას დარეკეს ზარი
-ბექა- ჩავეხუტე - როგორ ხარ?
-კარგად ჩემო ლამაზო, შენ?- წელზე ხელი მომხვია, რაც არ მესიამოვნა მაგრამ როგორმე უნდა ამეტანა
-ეხლა ვაპირებთ პარკში გასვლას და ატრაქციონებზე კატაობას, ხო წამოხვალ? - ავხედე და საყვარლად გავუცინე
-რა თქმა უნდა წამოვალ- ცხვირზე თითი დამკრა და ბავშვებს მიესალმა
-ბექა ექიმო როგორ გიკითხოთ?- მიესალმა ნია და გადაკოცნა - ცივ ყავას ხო არ დალევდით?
-დიდი სიამოვნებით
-ხოდა აი ანიტა ჩაცმულია უკვე და გაგიკეთებს. მანამდე მე ავალ და გავემზადები - ენა გამომიყო კენჭაძემ და კიბისკენ დაიძრა.
სახლში არც ისე გვიან დავბრუნდით. ბექა მორიგე იყო სამსახურში და შესაბამისად იქ უწევდა წასვლა. მაკამ დამირეკა, შენ კიდე რით ვერ მოიმატე ეგ 4 კილო ნახე ნანა და გურამიო. კარგი ვნახავ ხვალვე- დავპირდი და გავუთიშე
-ხალხო- მივიქციე ყველას ყურადღება, როცა უკვე ყველა მისაღებში ისხდა- ხვალ მივდივარ ბათუმში და ხო წამოხვალთ? - ინტერესიანი მზერა მოვავლე ყველას და პასუხს დაველოდე
-სადაც შენ იქაც მე - ჩამომიჯდა სავარძელზე ცოტნე და ხელი დამირტყა
-სულ მჯეროდა რო შენი იმედი უნდა მქონოდა
-ნუ მგონი ბევრი მსჯელობა ამას არ უნდა, სადაც თქვენ იქაც ჩვენ - მხრები აიჩეჩა ვაკომ და რეზის გახედა- ისე ზღვაზე კაი ნაშობა კაკრას ამ პერიოდში ჩითავს
-ნაშობასაც აქვს თავისი სეზონი? - გამეცინა მე და ლიზის გავხედე შეუმჩნევლად
-აუ კი, სანამ აგვისტოში დაიწყებს ყველა ჩამოსვლას, მანამდე ყველაზე კაი პერიოდია- დაეთანხმა საბა ჩივაძეს
-ხოდა წავიდეთ ჩავბარგდეთ და რო ავდგებით ეგრევე დავაწვეთ- წამოდგა ცოტნე და კიბისკენ გაემართა
-მერე შენი ბექას მიტოვებას ესე აპირებ? - ირონიულად გადმომხედა რატიმ
-უი ეგ რა კარგი გამახსენე, კაკრას ეხლა აპირებდა შებულების აღებას და წამოვა, არ იქნება პრობლემა- ტელეფონი ავიღე და ტვილდიანის გამშრალ სახეს შევხედე, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: რა მინდოდა რა მაყრანტალებდაო. უაზროდ გამეცინა და ნომერი ავკრიფე

მეორე დღეს შუადღისას დავიძარით ყველა ერთად და დაღლილებს მალევე ჩაგვეძინა. საღამოს გავიღვიძე და ნანას დავურეკე, ჩამოვედით, ბათუმში ვართ და გნახავთ-მეთქი. მარტო ნიას და ნუცას ეღვიძათ, შესაბამისად ჩვენ სამნი წავედით მათ სანახავად. რო დავბრუნდით უკვე ყველა ფეხზე იყო, შესაბამისად თამაში მომინდა და გადავწყვიტეთ ყველაზე ბანალური მაგრამ საინტერესო თამაში „ბეჭედი“ გვეთამაშა. ბეჭედი არ გვქონდა, შესაბამისად თმის სამაგრით გადავწყვიტეთ რო ფონს გავსულიყავით. მალე ეგეც მოგვბეზრდა და ბექამ ბულვარში გასეირნება შემომთავაზა. რატის დაჟინებული მზერის შემჩნევისთანავე დავთანხმდი და ტელეფონი ავიღე
-მალე დავბრუნდებით- ბავშვებს ხელი დავუქნიე და კმაყოფილმა დავტოვე იქაურობა.
იმდენი ბამბის ნაყინი ვჭამე, რაც ბავშობაში არ მიჭამია ეხლა ავინაზღაურე მთლიანად. სახლში რო დავბრუნდით, ბავშვები ისევ იქ ისხდნენ, დაღლა მოვიმიზეზე და დასაძინებლად წავედი. აბაზანიდან რომ გამოვედი თმების დავარცხნა დავიწყე და კარზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით
-კიდევ კაი ჩემ მაგივრად ეხლა ბექა არ შემოვიდა აქ- ამათვალიერა ტვილდიანმა პირსახოცში გამოწყობილი და მზერა სახეზე შეაჩერა
-უკეთესი იქნებოდა ნამდვილად
-ნუ მიშლი ნერვებს, ანიტა - გამაფრთხილებელი ტონით მაუწყა და მომიახლოვდა
-არ გაბედო- უკან დავიხიე და კარადას ავეკარი
-როგორც ჩანს არ დაგვიწყებია იმ დღის კოცნა- კმაყოფილმა მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა
-სხვათაშორის ბექამ უკეთესი კოცნა იცის- არ ვიცი რატო მინდოდა მისი გაღიზიანება და რატო მოვჩმახე სისულელე, როცა ბექას მსგავსი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ნამდვილად ვინანე მისი თვალების შემხედვარემ ეგ გადაწყვეტილება
-მაგ სი*მა როგორ გაბედა რო შეგხებოდა- მუშტი დაარტყა კარადას და სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა- მაგას მერე მივხედავ, ეხლა კი არ მოგცემ საშუალებას ბექას ტუჩების გემოთი დაიძინო- სახეზე ხელი მომკიდა და ტუჩებზე დამაცხრა. გაშმაგებული მკოცნიდა და უცბად ჰოპ..
პირსახოცი ძირს დავარდა..
სანამ მის ასაღებად დავიხრებოდი, რატი პირსახოცისკენ დაიხარა და თვითონვე მომაჩეჩა ხელში
-დროზე მოიხურე სანამ გავგიჟდი- თვალებდახუჭულმა შეცვლილი ხმით მიბრძანა და მეც ეგრევე დავემორჩილე. თვალი რო გაახილა, ეგრევე კარისკენ წავიდა და მომაძახა- როცა ეგეთ ფორმაში ხარ, არავინ უნდა შემოუშვა ოთახში, კარს საკეტი ტყუილად არ აქვს- კარი გაიხურა და გავიდა..
ცუდად ვიყავი, მთელი სხეული მეწვოდა და მივხვდი რო მე რატი ტვილდიანი მიყვარდს. დაბრკოლებას კი ლიზი ყიფიანი წარმოადგენს, თუმცა მაგის გამო რატის ვერ დავთმობ! შესაბამისად ოპერაცია: „ძმაკაცის შეყვარებულისთვის შეყვარებულის ახევა“ გახსნილად გამომიცხადებია.



№1  offline წევრი ჟიზელი

"რო" რომ იცოდე რა ცუდად მხვდება თვალში :( "რომ" ხომ უფრო გრამატიკული,ქართული და ლამაზია.

 


№2 სტუმარი nia

მომწონს ეს ორი და დავიწყოთ ოპერაცია - "მოვაშოროთ ლიზა და ბექა" :დდდ

 


№3 სტუმარი Mariami

ცოტახანი კიდევ აეჭვიანე რატი და ანიტა, და უფრო მეტი მსგავსი დიალოგები ❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Lika

Cudia ro ase cotas debbb

 


№5 სტუმარი სტუმარი shalo

http://net.adjara.com/Movie/main?id=21493

 


№6  offline წევრი NatatuKa

meocnebe avadmyopi
აი არასაც ქვია ყველაზე ყველაზე...........მაგარი თავი იყო
საოცრება მყავს ეს ორი
ჩემი ტვილდიანი მეცოდება
რატო უკეთესბს ეგრე.მარა ახოა ისტორიისთვის
ეგრე უკეთესია
მე მიყვარს ეს ორი და საერთოდ მთელი სასტავი\
ძაან მაგრები არიან



როგორ მიხარია მსგავსი შინაარსის კომენტარები ხომ ვერ წარმოიდგენ <3

 


№7  offline წევრი Somebody

თავს, რომ გაყვარებს ეს იმ ისტორიათაგან ერთ-ერთია heart_eyes
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent