შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"უშენოდ ბედნიერი ვერ ვარ .. "


13-05-2018, 00:33
ავტორი daiana
ნანახია 1 964

-დავშორდეთ მაშინ .. - ოთახში ექოდ გავარდა ხმა.
სიჩუმე
სიჩუმე
სიჩუმე
-ვერ გავიგე,ხო?
-გეგა,უბრალოდ აზრი არ აქვს ასეთ ურთიერთობას .. სახლში არ ხარ,სულ გარბიხარ,სულ დაკავებული ხარ .. წამალს არ ეშვები,არც გარჩევებს და ჩხუბებს აკლდები .. დავიღალე .. აღარ შემიძია,იმედი მქონდა .. იქნებ შეიცვალოს,სხვანაირი გახდესთქო,მაგრამ აზრი არ აქვს .. არ მინდა სიყვარული სხვა გრძნობაში გადამეზარდოს და .. მთელი ცხოვრება ვინანო,რომ ოდესღაც ცოლად გამოგყევი ..
წამით საათის ისრებმაც კი შეწყვიტეს მოძრაობა.
ყველაფერი გაიყინა,მათ შორის მათი გულების ძგერაც.
-ელენე .. სისულელა .. რას მეუბნები,ხვდები მაინც?
-გეგა .. არ ეცადო და ტყუილად არ შემეწინააღმდეგო .. მე ასე არ მინდა,ვერ ვიცხოვრებ ასე,სულ იმაზე შიშით არ უნდა ვიძინებდე,რომ შეიძლება სადღაც გნახონ დაჭრილი,ნაცემი .. ანდაც საერთოდ .. გეგა,არა რა ..
-ელენე,შენ იცოდი მე როგორი ვიყავი,ასეთი რომ შეგიყვარდი .. ზუსტად იმიტომ გაფასებდი და გაფასებ .. შევიცვლებითქო რომ დაგპირდე და ვერ შევიცვალო? გთხოვ რა .. არ გინდა .. მე და შენ ვერ დავშორდებით .. ჩვენი სიყვარუ..
-გეგა - გოგონას წამოყვირებამ სიტყვა შეაწყვეტინა - ჩვენი სიყვარული? სად არის აბა ჩვენი სიყვარული? ჩვენი თუ ჩემი? შენი გრძნობა სადღაც გაქრა .. - ცრემლებმა აწითლებული ლოყები დაუნამა - აღარც კი მგონია,რომ გიყვარვარ .. უნდა წავიდე!
ორივეს გონებაში ქაოსი ტრიალებდა.
არ ემეტებოდათ ერთმანეთი,მაგრამ ერთმანეთთანაც არ შეეძლოთ.
-კარგი .. იყოს ისე,როგორც შენ გინდა ..
-არა გეგა,ისე ნუ მეუბნები რომ ჩემი სურვილი იყოს დაშორება,არა! ჩვენ ერთმანეთს შევიწირავთ,შენ თუ არა მე ყოველ შემთხვევაში მალე გავნადგურდები თუ ისევ ასე ვიცხოვრებ ..
-ელენე .. - სიტყვებს ვერ პულობდა,არ იცოდა რა ეთქვა გოგოსთვის რომელიც მისი არსებობის ერთადერთი მიზანი იყო.
-გეგა ..
-დარჩი რა ..
-ვერ გავუძლებ ..
-შევეცდები .. შენთვის შევეცდები ..
-აქამდე მე არ ვიყავი?
-აქამდე წასვლას არ აპირებდი ..
-კი არ ვაპირებ,მივდივარ გეგა ..
-მართლა შევეცდები ელე .. თუ ისევ გიყვა..
-იცი რომ მიყვარხარ,სისულელეს ნუ მეტყვი ახლა .. რომ არ მყვარებოდი,დამერწმუნე,ცოლადაც არ გამოგყვებოდი ..
-ანუ,რა გამოდის? ქორწინებიდან მეორე თვეს,ერთმანეთს ვშორდებით?
-ხო .. - თავი დანანებით დაუქნია და აწყლიანებულ მწვანე სფეროებს უცხოდ გაუღიმა.
შავი რკინის კარი გაჭირვებით გააღო,მაინც ვერ ემეტებოდა ეს სახლი დასატოვებლად .. სახლიც და გეგაც .. ამ სახლში,რაც არ უნდა იყოს,გეგასთან ერთად იცხოვრა,მასთან ერთად ამ სახლში იღვიძებდა და იძინებდა.მის გვერდით ამ სახლში წვებოდა და ამ სახლში ეფერებოდა გეგა.
დამძიმებული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და კედელთან მდგომს გახედა.
-ელე,იქნებ არ წახვიდე ..
-უნდა წავიდე,გეგა ..
სახლიდან გავიდა.
-ბედნიერი იქნები? - ბიჭს სახეზე ღიმილი გაუკრთა.
-შენს გარეშე ელე? .. შენ იქნები ბედნიერი?
-შენს გარეშე გეგაა? - ლაპარაკი უჭირდა,რუგზაკზე ჩაბღაუჭებული თითები გალურჯებოდა .. - სხვა ნივთებისთვის მერე მოვალ .. - ჩუმად ჩაილაპარაკა და კიბეებისკენ გაბრუნდა.
-დარჩი,გთხოვ .. - გეგა იქ იდგა,სადაც ორი წამის წინ თვითონ.
-გეგა,გთხოვ არ გინდა - ცრემლებმა სიტყვის დამთავრება არ დააცადეს.
ზურგიდან იგრძნო თბილი ხელების მოხვევა,საყვარელი გულის ცემას ზურგით აღიქვამდა.ბიჭის ხელებს მისი ხელები ძლიერად შემოაჭდო.ასე იდგნენ წუთები მხოლოდ,ერთმანეთს მოშორებისად თავიანთი ნაწილები დაუტოვეს,რა იცი იქნებ ერთ დღეს გამთელებულიყვენენ ..
შავი კარი დაიკეტა,პარალელურად სადარბაზოს დიდი კარი გაიღო.
****
გამარჯობა მეგობარო
რა გგონია,არ უყვართ ერთმანეთი?
ეჰ,მეგობარო ..
დაშორებაზე უფრო რთული,ამ გადაწყვეტილების მიღებაა,მეგობარო!
"შენ აღარ მოხვალ .. "
###
..
-დედა,ნუ დამტირიხარ თავზე,ისედაც ცუდად ვარ - გაბრაზებულმა წამოიყვირა და გაცხარებით დაუყვირა ანერვიულებულ ქალს.
-ელენე,რას მეუბნები შვილო? ჩემ შვილს ორი თვის შექმნილი ოჯახი დაენგრა და მე მშვიდად ვიყო? რას მეუბნები .. გაგიჟდება მამაშენი .. შენი ძმა ფეხით ჩამოვა .. ძმები .. ნიკამ დღემდე ვერ გაპატია ასე ადრე გათხოვება .. ახლა ამას რომ გაიგებს,ჭკუიდან გადავა! - ქალი ნერვიულობისგან რას აკეთებდა ვეღარ ხვდებოდა,ხან ერთ ოთახში გადიოდა,ხან მეორეში.
გაუბედურებული ელენე მაკალათია საწოლზე ემბრიონის ფორმაში იკო მოკეცილი და ნაგროვებ ცრემლებს ერთიანად ათავისუფლებდა.სადამდე ეთმინა? როდემდე გაუძლებდა? იქნებ ერთ დღეს გეგას ვეღარ მოეზომა და ელენესთვის რამე დაეშავებინა? (სისულელეა ელენე) სანამ სიყვარული შეიწირავდა,მანამდე წამოვიდა,ასე არ ჯობდა?
-შვილი მოგიკვდებოდა დედა .. დარდი მოკლავდა .. - ჩუმად ლუღლუღებდა და აკანკალებულ ხელებს მუხლებზე გამეტებით იჭერდა.
..
-გეგა სად ხარ? გელოდებით ბიჭები,მშვიდობაა? - შეშფოთებული ხმა ქონდა ერეკლე მახალდიანს.
-ელენე წავიდა!
-რა?! სად წავიდა?! ვერ გავიგე,ან ვაფშე რა ხმა გაქ .. ამოვალ ორ წუთში.
..
-რას გავხარ შე**მა .. გააღე ეს ფანჯარა,გაგუდვას აპირებ?
-ეგ მიშველის? ისედაც ვიხრჩობი ამ სახლში ..
-ვერ გავიგე,რა მოხდა?
-არაფერი ერეკლე,რა მოხდებოდა? ვერ გამიძლო .. და იცი რისი შემრცხვა? დარჩენა არ ვაიძულე,მის გამო შეცვლაზეც კი უარი ვთქვი .. აქამდე არც ვეცადე .. ხო ვხედავდი როგორ ვტანჯავდი?! ვხედავდი! მაინც არაფერი გავაკეთე,მაინც გავაქციე.
-ეგრე ადვილად ნებდები მერე? - გაკვირვებული იყო ბიჭი.
-და რა ვქნა?
-არ ვიცი,რას აკეთებდი როცა გებუტებოდა? რაღაცა ქენი ადამიანო,ასე ადვილად აპირებ გაუშვა? ელენეს გამო რეები აკეთე,არ გახსოვს მაინც? 18 წლამდე,რომ არავინ გააკარე და შენც არ გამოჩნდი მის ცხოვრებაში,ჯერ გაიზარდოს დიდი გოგო გახდეს,ისწავლოს და მერე გამოვჩნდებიო .. ტყულად იყო ეგ ამბები? 20 წლის ასაკში ძლივს დაითანხმე ცოლობაზე,ქალაქში ისეთი ქორწილი გააკეთე,არავის რომ არ ქონდა და შენ რას მეუბნები,რომ ასე ადვილად უშვებ?
-ერეკლე დავტანჯე,გესმის?
-არ მესმის!
-ასე ადვილია წყენის დავიწყება შენი აზრით?
-როცა უყვართ ..
-და როცა საყვარელ ქალს ტკენ,ისე რომ არც უფიქრდები .. მაშინ რა ხდება? მაინც სიყვარული იმარჯვებს? ფაქტია არა,გამექცა და არც კი გავაჩერე.აქ არ გაჭრა ჩემმა სახელმა,ელენესთან ვერ ვიყვირე,ხელი ვერ დავარტყი და ორი კვირა სავადმყოფოს გზას ვერ გავუყენე ..
-გეგა,შენ კარგად იცოდი ელენე რას ითხოვდა შენგან .. საერთოდ თემას ძალიან გავცდით ..
-არაფერს არ ვაპირებ ერეკლე .. ვაცდი,იქნებ ასე მაინც იყოს ბედნიერი .. მე ვერ შევძელი ..
..
ასეა მეგობარო
როცა ადამიანი შენ თავზე მეტად გიყვარს ..
მისი ბედნიერებაც კი გაბედნიერებს
არ აქვს აზრი
შენ ხარ ამ ბედნიერების ავტორი
თუ
არა.
გაიღიმე მეგობარო
ყველაფერი ხდება.
###
ყველაზე უაზრო ორი თვე გითხრათ როგორი არის ორი შეყვარებული ადამიანისთვის,რომლებიც ერთად ვერ არიან?
დილა:გაღვიძება,ჭამა იმიტომ რომ არ წაიქცე,ტელევიზორის ყურება,მაგრამ ბოლოს რომ კითხოს ვინმემ რა ხდებოდაო ვერ გეტყვის.
შუადღე:გააჩნია,სტუდენტია თუ სამსახური აქვს.
საღამო:აბაზანა,დაძინება.
ასე რუტინულად გრძელდება ცხოვრება,სანამ ბაც და უცებ არ გაანათებს მოქუფრულ ცაზე.
..
ერთმანეთს კარგად ემალებოდნენ.ორი თვე ისე გავიდა,რომ ერთმანეთს ვერსად ვერ შეხვდნენ,ან არ შეხვდნენ,რას გაიგებ ..
გეგა ვერ იტანდა მეტროს,ელენე პირიქით,სულ მეტროთი მოძრაობდა.შეეძლო მთელი დღე,ერთი ბაქნიდან დაეწყო და თბილისი ასე მოევლო.
იმ დღეს,დაშორებიდან ორი თვე და სამი დღე იყო გასული,გეგა ითვლიდა .. ელენეც.
გეგას მანქანა გაუფუჭდა და იძლებული გახდა დიდი ხნის მივიწყებული ტრანსპორტი გაეხსენებინა,ელენე უნივერსითეთს კონსპექტებით ხელში მირბოდა ექსკალატორზე,სახლში აგვიანდებოდა.ვაგონის ნახევრად დახურულ კარში სწრაფად შევიდა და იქვე კართან აპირებდა დადგომას,გულმა სწრაფად რომ გაკრა წამით და მერე ჩქარ რიტმში დაიწყო ძგერა.მის მოპირდაპირე მხარეს მდგომ,საყვარელ სხეულს გაყინული თვალებით უყურებდა,ვერც ვაგონის ჩქარმა მოძრაობამ შეძლო მისი გაშეშებული სხეულის აზრზე მოყვანა.ვაგონი გაჩერდა,სანამ ახალ სადგურზე ხალხი ავიდოდა-ჩამოვიდოდა,გეგამ ელენეს მზგავსად გაყინული სხეული ძივს აამოძრავა და გოგონას წინ რკინის კონსტრუქციას მარცხენა ხელით ჩამოეკიდა,მარჯვენა ელენეს მოხვია მხარზე და გულზე აიკრა.მისი თმების სურნელი შეისუნთქა,იგრძნო რომ ის იყო,მისი ელე,ყველაზე ლამაზი და ყველაზე ნაზი,რომელიც ტკივილისთვის არ დაენანა.ორივე სრულ იდილიაში იყვნენ,ამდენი ხნის უნახავი თვალები ერთმანეთს მონატრებული უმზერდნენ და უსიტყვოდ გადმოცემულ გრძნობებს მთელი სხეულით გრძნობდნენ.მგზავრებს,რომლებიც მათ აკვირდებოდათ,არ აინტერესებდათ.
მთავარია ერთად იყვნენ.
არა სტატუსით
არამდე
სულით,ხორცით და არსებით.
"მინდა ისევ ჩემთან იყო
ისევ შენი სურვილი
მკლავს."
..
მერე
რაღაც ყველაფერი აირია.
გრძნობები გაქრა?!
ან იქნებ ჩაქრა?!
ელენეს ამბავი მიუტანეს,გეგა ვიღაც გოგოსთან ერთად დადისო .. რა იგრძნო? სხეული აუფეთქდა,არ იცოდა რა ტკიოდა,მაგრამ ტკივილი რომ აგიჟდებდა ფაქტი იყო.ემოციებს ვერ აკონტროლებდა,ყვირილით აიკლო სახლი,ცოფიანი ძაღლივით(ვიცი ცუდი შედარებაა) ყველას უღრენდა,მერე თითქოს ჯიბრით იძახდა,ტყუილია,ასე მალე ვერავის შეიყვარებდაო .. მერე შეეპასუხნენ,უყვარსო არც არავინ ამბობს,პროსტა ერთად დადიანო ..
დაშორებიდან ოთხი თვე და 7 დღე გავიდა .. ელენე ითვლიდა,გეგაც,ჯერ კიდევ.
..
სასწაული დღე გაუთენდა,ერეკლემ რომ დაურეკა და მის დაბადების დღეზე მიიწვია.უარს ვერ ეტყოდა,მაგრამ არც იქ წასასვლელად იყო მზად,ასე ადვილად ვერ ადგებოდა და გეგასთან ერთად საღამოს ვერ გაატარებდა,მითუმეტეს თუ ის ვინც ახლა გაჩნდა მის ცხოვრებაში,მასთან ერთად იქნება.
-ერეკლე მადლობა,მართლა ძალიან მინდა მოვიდე და შენთან ერთად გავატარო შენი დღე,მაგრამ ..
-ელენე კარგი რა,როდემდე დაიმალები? ხო მორჩა არა? გეგა მის გზაზეა,შენ შენსაზე.მე და შენ გეგამდე ვიყავით მეგობრები,დაგავიწყდა?
-კარგი,კარგი,მოვალ!
..
არაფერი განსაკუთრებული,სადად გამოეწყო,არც კი უფიქრია გეგასთვის გადაპრანჭულიყო.ერთადერთი რამ დაავიწყდა,ზურგ ამოღებულ კაბაში ვერ გათვალა,რომ მისი ტატუ,გეგას ინიციალებით,ხერხემლის შუაში შესამჩნევი იქნებოდა.მარტო რესტორანში შესვლისას გაკრა ფიქრმა გონებაში.
-ძალიან გამახარე,ელე - ისე თბილად მოეხვია ერეკლე,გული გაუბა.
-გილოცავ ერე,მართლა მთელი გულით ბედნიერებას გისურვებ.
-მადლობა და მოდი გაიძვრე ეგ მოსაცმელი ჩამოვკიდებ - მისი მხრისკენ წაიღო ბიჭმა ხელი,უცებ რომ გააჩერა ელენემ.
-ერეკლე - მორცხვად ჩაეცინა - კაბას ზურგი ცოტა მოგებული აქვს,ვერ გავთვალე,დამეფიცება სპეციალურად არ გამიკეთებია .. გეგას ინიციალები გამოჩნდება,არ მინდა იფიქროს რომ ..
-კაი,რას მიხსნი? - კიდევ მიიხუტა აფორიაქებული მეგობარი ბიჭმა და დაბრაზში ხალხს მოავლო თვალი - ჩემ დას,თათას აქვს მოსაცმელი,გამოვატანინებ ახლავე .. ერეკლე ორ წუთში დაბრუნდა თათასთან ერთად.
-თათუ - მონატრებულ მეგობარს ხელები მოხვია და თან მიეყინა მზერა კარში შემოსულ წყვილზე.
-ელე,როგორ მომენატრე .. ელე .. უი,გეგა მოვიდა .. - ერეკლეს და გეგასაც მიესალმა და მის თანმხლებ,საკმაოდ მომხიბვლელ გოგოსაც - ელე აჰა ეს მოსაცმელი,ერეკლემ რაღაცის გამოჩენა არ უნდაო და .. - ჩუმად უთხრა და იქვე,ერეკლესთან მოსაუბრე გეგას გახედა - მიდი გაიძვრე ეგ და უცებ მოგაცმევ ..
ვერ მოაცვა უცებ
მაინც დაინახა გეგამ
და
ჩამქრალი გრძნობებიც
აშრიალდნენ.
..
ხო,მეგობარო.
სიყვარული და თან უსაზღვრო
არ იკარგება.
"მე შენთან მოვალ"
..
მთელი საღამო გაყინული იჯდა თათას გვერდით და ცდილობდა ნაკლებად გაეხედა იმ მხარეს,სადაც გეგა და როგორც გაარკვია ნინო,ისხდნენ.თათას მაქსიმალურად ბევრს ელაპარაკებოდა,რომ ფიქრები არ გაქცეოდა.თავს ძლივს იკავებდა,იქვე არ დაეწყო ტირილი,ამდენი მოთმენილი ტკივილის გამო.
და
მაინც ვერ გაუძო გულმა
მოცეკვავე გეგას რომ შეხედა
ამჯერად
მასთან ერთად არა თვითონ ელენე
არამედ სხვა ცეკვავდა .. არადა ერთხელ ხომ უთხრა,მარტო შენთან ვიცეკვებო?
დაავიწყდა? ჰო? თუ არა? ჰო? არა,არა გეგა სხვა ტიპია .. თუ ჰო?
საპირფარეშოში ჩქარი ნაბიჯებით გავარდა და კარები შეაღო თუ არა მაშინვე იფეთქა.აღარ შეეძლო,გეგასგან მისგან მიყენებულ ტკივილებს გამოექცა,ახლა საერთოდ არ ტკენს ის ბიჭი ფაქტობრივად,მაგრამ .. რას გაუგებ გულს? მის ჭკუაზე გატარებს,გაგაკეთებინებს რაც მას უნდა და ბოლოს განანებს,სისხლის ცრემლებს ამოგადენს,იმ საქციელისთვის რაც თვითონ გაგაკეთებინა.
-ნუ ტირიხარ,მაკიაჟი გაგიფუჭდება - მოულოდნელობისგან სხეული შეუთამაშდა,ჩაშავებული თვალებით სარკეში,მის უკან მგდომს გახედა.სახეზე არაფერი არ ეხატა გეგას,არც სინანული,არც ტკივილი .. საერთოდ არაფერი.
-გადი რა - ცრემლები მოიშორა და ცივი წყლით გახურებული ლოყები დაინამა - გეგა გადი,გელოდებიან ..
-მე შენ გელოდები,დაუჩქარე ..
-შენ დიდი ხანია,მე აღარ მელოდები ..
გულის ნაკუწებად დაშლა იცით რას ნიშნავს? იმედია არ იცით,იმედია არ გამოგიცდიათ .. სხეული დაეშალა,გულთან ერთად,არაფრის ძალა არ ჰქონდა,სამყარომ არსებობა შეწყვიტა,გაქრა ყველაფერი .. იმედები გაუქრა,მზე ჩაქრა.
##
"მენატრება
მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა."
..
დაშორებიდან ექვსი თვე გავიდა,ელენე ითვლიდა,გეგაც ..
**
გაჭირვებით აკრიფა ტელეფონის ნომერი,რომელიც კონტაქტებიდან არ წაუშლია.
ერთი ზარი
ორი
სამი
ოთხი
მეხუთეზე ბრახუნი გაისმა
-გისმენთ - სისხლი გაეყინა .. არა ნომერს არ დახედავდა,ისე უპასუხებდა .. - გეგა!
-ელე .. დაბადების დღეს გილოცავ!
-გეგა ..
-ბედნიერი მინდა იყო,მართლა მთელი გულით მინდა ..
-ვერ ვარ ბედნიერი,გეგა ..
-იყავი რა ელე ..
-მენატრები!
-მეც ელე .. ჩვენ სახლში მოხვალ?
-მოვალ ..
..
"სულს მოგცემ"
"დრო ისევ წაიღებს დარდს"
**
ამ ცხოვრებაში,ადამიანად ერთელ იბადები და ისიც უბედურმა უნდა გაატარო?!
**
"სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი,რა ვერ გაიგო ამ ხალხმა"
**
სადაც სიყვარულია ..
იქ
რა უნდა
სიამაყეს?
რა უნდა
პრინციპებს?
სიყვარული.
**
ამ ცხოვრებაში
ღრუბლიან ცაზე
ყოველთვის განათდება
ვარსკვლავი
მეგობარო.
**
კავშირის დასასრული.

&&
საუნდრეკი იდეაში: ირაკლი ჩარკვიანის მისი დააკვდებოდა.



№1 სტუმარი gggg

Srulad iyo?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent