შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა (ნაწილი 2)


13-05-2018, 23:56
ავტორი judi N
ნანახია 1 534

მეორე დღეს მაღვიძარას ხმამ გამომაღვიძა, ალბათ მივახრჩობდი ადამიანი , რომ ყოფილიყო, მაგრამ ტელეფონს კედელზე მინარცხების მეტი ვერაფერი ვუქენი.. ჰოო ყოველდღე ასეა მერე ვწევარ და ვნატრობ ეკრანი არ მიმსხვრეოდა ნეტა მეთქი..თვალები სულ ორი წამით დავხუჭე და ჰოიი საოცრებავ თურმე ნახევარი საათით ჩამთვლიმასავით, როგორც ყოველთვის.. მერე ავიზლაზნე და სულ ფუ რა დებილი გოგო ხარს ძახილით ჩავიცვი.. თმა დავივარცხნე ( ჰო კაი ერთი-ორჯერ სავარცხელი ჩამოვუსვი) მაკიაჟი მივითხაპნე და ფეხსაცმელების ჩაცმით გავვარდი.. ლიფტის გამოძახება როგორც ყოველთვის რომელიღაცა მეზობელმა დამასწრო და ლანძღვით ჩავირბინე ხუთი სართული..
მეტროს დანახვაზე უკვე ჩვეულებრივი ალერგია მაქვს... დნ-დნ-დნ ჩამესმის ყურში ყველგან.. შეშლილის სახით შევეტენე გატენილ ვაგონში და თავი მაღლა ავწიე , რომ მესუნთქა, მაგრამ ღმერთი და გენეტიკა ერთად , რომ გაგწირავს და მეტრა ნახევარი ხარ ნახტომში რა გინდა ქნა?! ლექციაზე დაგვიანებით შევვარდი და დავჯექი ბოლოს წინა სკამზე , მეტად ცარიელი იყო ..
-დამსდევ?
- უკაცრავად?! ისეთი სახით გავხედე მეთვითონ გამეცინებოდა ვინმეს ასე ნაძალადევად დაბღვერილი სახით რომ შემოეხედა..
-ჰო, ჯერ მეტრო მერე პრეზენტაცია და ახლა ას კაცში მაინც და მაინც მე მომისკუპდი , თან იკრიჭებოდა..
- შავო ვარდო, კი არა და , ალბათ კამოგეკიდებოდი ასეთი თავდაჯერებული და ზედმეტად გაბღენძილი , რომ არ იყო..
- თავს იმართლებს და თანაც ენას იგრძელებს.. ჩაიბურტყუნა
- ჰმ .. ცხოვრება სავსეა საყვარელო იმედგაცრუებებით და გინდა საიდუმლო გაგიმხილო?
- მიდი აბა და ახლოს გადმოიწია..
- ყურთან მივაპარე ტუჩები და ჩავჩურჩულე - დამთხვევები არსებობს !!
არც მე ვიცი საიდან ამხელა გამბედაობა და სითამამე , ალბათ ზედმეტად გაღიზიანებული ვარ დილიდან ?!
- ისე მე ვაკო მქვია..
- სასიამოვნოა
-მოიცა მშობლებს არ უყვარხარ და სასიამოვნოა დაგარქვეს?
- ჰა ჰა ჰა .. მაოცებს იუმორი .. არა ნინია დამარქვეს..
-აი ახლაა სასიამოვნო ნინია
ნაძალადევად მივუგდე ღიმილი და თავი მაგიდაზე დავდე..
როცა ავწიე აღარ იჯდა ჩემს გვერდით. ლექცია დამთავრდა და გავედი აუდიტორიიდან.. ვიღაც გოგო ეკიდებოდა კისერზე და ესეც საერთოდ არ გრძნობდა დისკომფორტს..
გოგოები მომახტნენ რასაც ქვია და ერთიანად დამიწყეს ლანძღვა .. -მეტროში გელოდეთ ნახევარი საათი გიჟი ხარ შენ ?
- იცოდე მე შემომაკვდებიი
-ისევ დაგეძინა ხო ?
და ბოლოს სოფის ხმა . -ამას თვალი გაუშტერდა ან გვადებილებს ..
მერე მზერა გააყოლეს ჩემს მზერას და მეც გავიყიდე..
-ნუ ახლა კაი ბიჭია რას ერჩი
- ის გოგო მოსაშორებელია
- კაი ნუბოდიალობთ.. გამოვერკვიე მაშინვე და თემა შევცვალე.. შავმა ვარდმა და ვარდის ქერა ეკალმა ჩაგვიარეს.. ვარდმა გამოიხედა ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა..
ჩემი დებილის გამომეტყველება უკვე წარმომიდგენია ..
- თავხედი და თვითკმაყოფილი იდიოტი.. ჩავიბურტყუნე..
- უუჰჰ ომი გველის , გავიქეცით გადაიხარხარა ლენკამ..
- აუ მე სოც- მუშაობაზე დასწრება მეზარება და სახლში წავალ რა .. თხოვნა-მუდარა ნარევი ხმით ვუთხარი გოგოებს
-საერთოდ რისთვის მოხვედი აბა? !
-კაი , კაი წადი.. ისეთი სახე გაქვს სჯობს გაქრე..
წამოვედი და რუსთაველისკენ ფეხით ჩამოვისეირნე, გზაში ფბ-ზე დამატება მომივიდა..
-ეს ვინღაა ნეტა?! დამთავრებული არ მქონდა , რომ ვიცანი შავი ვარდი.. უფროსწორად ვაკო ჯაყელი.. და დავაატე თუ არა სმს ამოხტა
- მეგონა სოც-მუშაობაზეც დაედევნებოდი
- ანუ შენი თეორია უკან დევნის შესახებ თავზე ჩამოგემსხვრა..
- ან ჩემი დანახვისას გული მიგდის და ვეღარ გაუძელი
- ჰო პირდაპირ დავდნი
- მეც ეგ ვიგულიისხმე.
დავსინე და ყურსასმენები გავიკეთე .. ისევ მეტრო , გაუთავებელი ზუზუნი და უამრავი უცნობი , რომელთა სახეზეც ნაცნობი ისტორიები იკითხება..
ლენკამ დამირეკა წივილით
- სად ხარ გოგო , დაგავიწყდა დღეს რომ დათის დაბადების დღეა , მალე აეხეთქე და აქ გაჩნდი, თორემ ნინია ჯავახიშვილო დაბადებას განანებ!!!
სულ გადამავიწყდა, რომ ლენკას შეყვარებულს დღეს ჰქონდა დაბადებისდღე.. უცებ წამოვხტი და შავი ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი, შავი ბასანოჩკი და თმა გავიშალე..
კარი ლენკამ გამიღო ლანძღვით.. ხალხშიც არ მოერიდა და სალანძღავი სიტყვებით შემამკო.. ბოლოს დათიმდე მივაღწიე . გადავკოცნე, მივულოცე, საჩუქარი მივეცი და ვთხოვე -დათი, დამიცავი შენი ქაჯი დედოფლისგან ...
დათის გაეცცინა
- მაგ დედოფლის ხელში ვარ მეც , ვერაფერს გიშველი.. მოდი ჩემს ძმაკაცს გაგაცნობ , იქნებ იმან გიშველოს ..
- ეს ვაკო ჯაყელია
არდააცადა ვაკომ - ახლა შენი მაშველიც გინდა ვიყო ნინია?
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ?!
- მაქვს ბედნიერება თვითკმაყოფილ ვაკოს ვიცნობდე დათი..
-ქაჯი დედოფალიო ლენკაზე თქვა დათი ამან? გაიკრიჭა ისევ შავი ვარდი..
- მე გოგოებთან წავალ.. მოვიმიზეზე და გამოვეცალე.. ცოტა დავლიეთ, ვიცინეთ , შიგადაშიგ ვაპარებდი თვალს ვაკოსკენ , მაგრამ თვითონ არც კი მიმჩნევდა.. ბოლოს გადავიღალე და წამოვდექი
- დათი ბოდიში , მაგრამ უნდა წავიდე ..
-კარგი რა ნინია, ასე მალე? ცოტახანს დარჩი..
-არა რაღაც ვერ ვარ , თან ხვალ რთული დღე მაქვს.. არ მიწყინო დათუჩი... ჩავუკოცნე ლოყები და გამოვედი... გოგოებსაც დავემშვიდობე.. ლიფტიტ ჩავედიი .. კიბეებზე ვიღაც ჩამორბოდა.. მე ფეხს ავუჩქარე და სადარბაზოდან გავედი , როცა ნაცნობი ხმა გავიგე..
- გაგაცილებ.

--------------------------------
მეგობრებო შემიფასეთ.. გამიზიარეთ თქვენი აზრი <3 ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია <3



№1  offline წევრი malikuna23

ძალიან კარგია მაგრამ მოვლენებს ძალიან სწრაფად ანვითარებ ნუუ მე ესე მგონია და რავი კარგი იქნებოდა ზოგიერთი მონაკვეთი უფრო დაწვრილებით აღწერილი რომ ყოფილიყო მაგრამ არაუშავს დარწმუნებული ვარ გამოასწორებბ ველი შემდეგს ????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent