ჩემი ,,ტირანი " (თავი 3 )
სახლში გვიან დავბრუნდი,დემნა უკვე მისულიყო, კარი გამიღო და მსუბუქად გამიღიმა -დემე რა გჭირს? მივახალე შეშინებულმა , სახეზე ფერი არ ედო,ისიც შევამჩნიე ამ ერთ კვირაში კიდევ უფრო გამხდარიყო, თვალებს ირგვლივ კანი კი გამუქებოდა -არაფერი,ალბათ ვცივდები.. -დემ მაშინებ..ვუთხარი და დივანზე ჩამოვჯექი,გვერდით მომიჯდა და თავზე გადამისვა ხელი -ნუ გეშინია დაიკო,კარგად ვიქნები..იმდენი რამ გადავიტანეთ ერთად ამის შემდეგ როგორ უნდა დამემართოს რამე.. -წარსულს ნუ იხსენებ დემნა , ისინი არ არიან ამის ღირსნი..შენი საქციელის გამო კი მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.. -მე შენი უფროსი ძმა ვარ,მარტო არასოდეს დაგტოვებ ბარბი..დედას ჯერ კიდევ მუცელში იყავი რომ შევპირდი დაგიცავდი.. თავი მიხლებზე დავდე ,თვალები მივნაბე და დედის გახსენება ვცადე , 14 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა , მამიდამ და მამამ გაგვზარდეს მე და დემნა.. -მენატრება...ვუთხარი და ცრემლი მოვიწმინდე -მეც ...ნეტავ ეხლა აქ რომ იყოს როგორ განვითარდებოდა მოვბლენები.. -ის გამიგებდა დემ,აუცილებლად გამიგებდა და მამასავით არ მოიქცეოდა.. -ვიცი.. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა , ორივე ერთ რამეზე ვფიქრობდით -დედაზე...კიდევ დიდხანს ციჯდებოდით ასე რომ არა ზარის გაბმული რეკვა ..შეშინებული ავდექი და კარი გავაღე,ზღურბლზე ნამტირალევი მარიამი დამხვდა ,მის დანახვაზე გული დამეწვა ,სახლში შემოვუშვი და მაგრად მივიკარი გულზე , მან ვეღარ გაუძლო და მწარედ ატირდა -მეტს ვეღარ გავუძლებ ბარბი,მეტი აღარ შემიძლია.. თავზე გადავუსვუ ხელი, ოთახში შევიყვანე და დივანზე დავაჯინე ,დემნა გვერდით მიუჯდა გული უკვდებოდა მარიამის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე -რამოხდა მარუსი? -წამოვედი..ვეღარ გავძელი..სლუკუნებდა მარიამი..დემნამ კიდევ უფრო მიიკრა გულზე -ამჯერად რაღა მოხდა,ისევ ჩხუბობდნენ? -ხო,რაღაც ჯანდაბაზე დაიწყეს ჩხუბი, მერე მამა წავიდა და დედა მე გადმომწვდა , სისულელეებზე მეჩხუბა ,ბოლოს მიათხრა უნივერსიტეტში აღარ ისწავლიო, სახლში იქნებიო.. -რაა? კიმაგრამ რატომ? -რავი, შენ მამაშენის მხარეს ხარო, ხელს აფარებო, მე არ გიყვარვარო, მოკლედ ნევროზი აქვს რა , მითხრა მე რომ ვისწავლე ამით რა ხეირიო,მეც უარი ვუთხარი ,ამაზე მეჩხუბა თუ ჩემთან არ გინდა წადი მაშინო, მეც ავდექი და წამოვედი.. -კაი რა ალბათ ცხელ გულზე გითხრა,არ იდარდო ხვალ დაგირეკავს ..ვცადე დამემშვიდებინა -არა , იქ აღარ დავბრუნდები, მათი ჩხუბის მოსმენა აღარ შემიძლა..ამაღამ აქ დავრჩები თუ შეიძლება ,ხვალიდან კი სახლს მოვძებნი... -რას ამბობ მარუს?! რა სახლს ,ჩვენთან იცხოვრე რამდენი ხანიც გინდა..წამოენთო დემნა , მას კვერი დავუკარი ,მარიამიც დამთანხმდა ,შემდეგ ვივახშმეთ ,ცოტა ხასიათზე მოვიდა, გავაცინეთ კიდეც .. -აი სიცილი როგორ გიხდება ..მხიარულად მიუგო დემნამ -კაი ერთი ... -არა მართლა , თაფლისფერი თვალები რომ გიციმციმებს ხოლმე სიხარულისგან მაგას რაჯობია...მარიამმა მორცხვად დახარა თავი , დემნამ კი გულიანად გაიცინა და მე გამომხედა.. -ხო მართლა შენთან არის რამე ახალი?..ეხლა მე შემომანათა თავისი თაფლისფერი თვალები მარიმ -რავი ,კი ..დღეს ტირანი გავლანძღე..ვთქვი ამაყად -რააა? დემეტრე ჯაყელი გალანძღე? თვალები გადმოუბრუნდა მარიამს -ხო ,ვუთხარი რომ საშინელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ,რომ უგულოა და ს.ხ. -შენ სულ გაგიჟდი?როგორ არ გაგადო.. -მისი ბრალი იყო და რას გამაგდებდა -რა გიჟი და მყავს რა..სიცილი დაიწყო დემნამ -ასეთი რა დააშავა? არ ცხრებოდა მარიამი..მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.. -აა ანუ პროექტი შენ ჩაგაბარა ხო? თავი თანხმობისნიშნად დავუკარი-მაგარია გილოცავ.. -ეჰ ,მაგარი კია მაგრამ რომ არ გამომივიდეს ,არ მინდა ის ტირანუკა გავახარო.. -გამოგივა ბარბი, გამოგივა აბა როგორ ...მითხრა დემნამ და თავისი თეფში გასარეცხად წაიღო..სანამ ის გასული იყო მარიამმა ეჭვით ამათვალიერა -ისე მაინც როგორ მოხდა გალანძღვის შემდეგ რომ არ გაგადო? -არვიცი..მხრები ავიჩეჩე - ალბათ მასზე გალანძღვა კარგად მოქმედებს...დავამატე სიცილით.. -უცნაურია ... -რაარის უცნაური? არ ვიმსახურებდი და არ გამაგდო, მაგ რკინისკაცს სინდისი ჰქონია.. მეორე დღეს ადრე ავდექი, შავი მუხლზე დახეული ჯინსი, თეთრი ბრეტელებიანი ზედა და შავი ტყავის ქურთუკი ჩავიცვი,წითური თმა დავისწორე, კეტები ამოვიცვი,გუშინ დემეტრემ დამავალა დილას პირდაპირ მის სახლში მივსულიყავი ,რაღაცეები ვერ მოვასწარით წინა დღეს და სახლში უნდა გაგვევლო მისვლამდე ...უკვე უნდა გავსულიყავი დემნა რომ დამადგა -უკვე მიდიხარ? -ხო დემუშ ,არ მინდა დავაგვიანო.. -წამო მე წაგიყვან... -ცუდად აღარ ხარ? -დღეს უკეთ ვარ ,მართლა ..წამო წამო წაგიყვან... მანქანა დემეტრეს სახლთან გააჩერა ,მაგრად მაკოცა ლოყაზე და გამიღიმა -ყველაფერი კარგად იქნება .. შევამჩნიე რომ თვალები კიდევ უფრო ჩაშავებოდა -ვიცი ,დემნა გთხოვ დღეს არ წახვიდე უნისში ,სახლში დარჩი მარიამთან ერთად... -კარგი ,სამსახურში დავრეკავ და ვეტყვი რომ დღეს არ მივალ.. -არც ხვალ.. -ბარბარე! -კაი რა დემუშ ,გამოკეთდი და წადი მერე ვინ გაკავებს.. -კარგი ხო...რა ჯიუტი მყავხარ. გადმოსვლამდე კიდევ ვაკოცე და სწრაფად შევედი უზარმაზარ სახლში,იქ არავინ დამხვდა ,ალბათ სძინავსთქო ვიფიქრე, იქვე ჩამოივჯექი და დაველოდე როდის ინებებდა ბოსი ჩამოსვლას ..მისი მძიმე ნაბიჯები გავიგონე ,სხეულში ისევ ჟრუანტელმა დამიარა ,ჯერკიდევ ვერ შევეჩვიე რომ ამხელა სახლში მასთან ერთად მარტო ვარხოლმე ..კარებთან მისი სილუეტი დავლანდე ,ლურჯი მაისური და შავი ნაჭრის შარვალი ეცვა , თავზე სათვალე დაეკოსა , კარებთან შეჩერდა და ჩემდა გასაოცრად გამიღიმა..ისეთი სიმპატიური იყო ნებისმიერ გოგოს დატოვებდა გაშტერებულს.. -დღეს ადრე მოსულხარ..მითხრა და მაგიდას მიუჯდა -დიახ ,ასე მოხდა -მოდი დაჯექი..მის გვერდით მდგარ სკამზე მიმანიშნა,გაკვირვებულმა შევხედე . უხმოდ დავჯექი სკამზე რომელიც ძალიან ახლოს იდგა მისასთან, მისგან შორს ჩავიჩოჩე და უხერხულად შევიშმუშნე .. -პროექტზე რას შვრები? -ამ დღეებში დავიწყებ მუშაობას .. - დღესვე დაიწყე, დრო არ ითმენს ! -გასაგებია , ნუ ღელავთ თავის დროზე ჩაგაბარებთ ... -კარგი,საბუთები ამოიღე და საქმეს შევუდგეთ ,დროა აღარ ითმენს საბუთები მაგიდასთან დავალაგე და საქმეს შევუდექით,მასთან ერთად განვიხილე დღის განრიგი,უჩვეულო სურნელი ასდიოდა -პიტნისა და მენთოლის. -დემუშ!!! მომესმა კიბიდან გამყინავი ხმა ,დემეტრეს კინაღამ წვენი გადასცდა .ცოტახანში კი ზღურბლზე ქერა არსება გამოჩნდა.. .ქერიათმიანი გამხდარი ქალი შემოვიდა : მასზე 4 ზომით დიდი პერანგი ეცვა , ფეხზე არაფერი, თმა ისე გაჩეჩვოდა გეგონებოდათ ბალიში აუფეთქდაო.უხმოდ წამოვიდა და დემეტრეს პირდაპირ კალთაში ჩაუხტა ,ესეც არ იკმარა ,ჩემს თვალწინ კოცნა დაუწყო,ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე, მთელი სხეული დამეჭიმა ,საშინლადსაშინელი უხერხულობა ვიგრძენი. -გადადი მარტა! .მკაცრად მიმართა დამეტრემ ,ისიც წამოდგა და მეორე მხარიდან მიუჯდა.საშინლად, არმინდოდა ამათთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა, ამიტომ ჩანთას დავავლე ხელი და მანქანაში დაველოდე უფროსს. ისე,რომ არ ვმჯდარიყავი წიგნი ამოვიღე და კითხვას შევუდექი. კარები გააღო და გაკვირვებულმა შემომხედა -მანდ რატომ ზიხარ? -მეგონა ქალბატონ მარტინს თქვენთან ერთად წამოსვლა ენდომებოდა ...ისე ვუპასუხე, წიგნისთვის თვალიც არ მომიშორებია.. -მარტა ჰქვია -სიცილი აუტყდა -ის არ მოდის ,შეგიძლია გადმოხვიდე ჩემს მანქანაში . -რატომ ,რა სამწუხაროა ,ხომ არ გეჩხუბათ იქ სხვა ქალიც რომ დახვდა? ირონიით ვიკითხე . მკაცრი მზერა მესროლა -მას ,და არა მარტო მას, არანაირი უფლება არ აქვს აკონტროლოს ჩემს სახლში ვინ იქნება...მივხვდი ამ სიტყვებით მეც მიკბინა -გადმოდი !. -აქაც კარგად ვზივარ გმადლობთ.. -ბარბარე ნუ მამეორებინებ!....იმდენად მკაცრი იყო ,შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა ,მის მანქანაში გადავედი ,მძღოლს მივუჯექი და კითხვა გავაგრძელე ,მისთვის ზედაც არ შემიხედავს ,სამაგიეროდ მის მზერას ვგრძნობდი კარგად სარკეში ... -არ მინდოდა შენ და მარტა ერთმანეთს შეხვედროდით,ცოტა უხერხულია..... -კი ნამდვილად უხერხულია...ჩემი პასუხი იმდენად პირდაპირი იყო გახევდა -ბოდიშს გიხდი ,უხერხულობისთვის... მას გავხედე და წიგნი ხმაურით დავხურე -ბატონო დემეტე ბოდიში საჭირო არარის,სულ არ მანაღვლებს როდის ვინ ქალი გეყოლებათ ან სად ..მე მხოლოდ მდივანი ვარ და თქვენს ცხოვრებაში ჩარევის არანაირი უფლება არ მაქვს... იმდროს ისეთი სახით შემომხედა გული შემიტოკდა ,აშკარად რაღაცის გამო გაბრაზდა მაგრამ რისი არვიცი ,უბრალოდ მანქანა დაქოქა და ადგილს მოვწყდით... ჩემს კაბინეტში ვიჯექი ,საქმეს თითქმის მოვრჩი ,წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე როცა კარი ილიამ შემოაღო, გაღიმებული მომიახლოვდა და წინ ჩამომიჯდა -რას შვები ბარბი? -ვკითხულობ...ღიმილითვე ვუპასუხე , შუშის მიღმა დემეტრეს მკაცრი მზერა ვიგრძენი მაგრამ არ შევიმჩნიე ,პირიქით უფრო მხიარულად დავუწყე ილიას ლაპარაკი , ასე რატომ ვიქცეოდი თვითონაც არ ვიცოდი... -რას კითხულობ ,თოჯინა? -,,ეკატერინე ჭავჭავაძეს'' -წაკითხული მაქვს ..მითხრა ღიმილით ..შენ მის ადგილას როგორ მოიქცეოდი? -მე სიყვარულს ავირჩევდი ,ალბათ... -მეც ...მის ნათქვამზე ხმამაღლა გავიცინე ,დემეტრეს საქმისთვის თავი მიენებებინა და 120° იყო ჩვენსკენ შემობრუნებული,აშკარად აინტერესებდა რაზე ვიცინოდით... -ალბათ ბევრი გიდგათ რიგში არა ბატონო ილია? სიცილით მივახალე -ხო აბა როგორ ,ქალების რიგი მიდგას ....ისიც ამყვა ,შემდეგ რამდენიმე ანეგდოტი მომიყვა და ლამის გამგუდა სიცილით..ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა საუბარი, -გისმენთ ბატონო დემეტრე ,გნებავთ რამე? -ყავა...მოისმა მკაცრი ხმა,სწრაფად ავდექი ყავა მოვამზადე ,შევუტანე , ისევ ოთახში დავბრუნდი და ილიასთან გავაგრძელე საუბარი,ისევ ტელეფონი აწრიალდა -გისმენთ -ყავას შაქარი აკლია ,ახალი შემომიტანე .... -ეხლა რაღა უნდოდა? იკითხა ილიამ -შაქარი აკლიაო....მივახალე თან ყავას ვამზადებდი -კიმაგრამ ეგ უშაქროდ სვავს .....გაუკვირდა ილიას ,მე მხრები ავიჩეჩე და ისევ მივურბენინე მეორე ჭიქა... -დაგღალა ხო იმ უგულომ ...დაბრუნებულზე მითხრა,თვალები ავატრიალე და სავარძელში ჩავესვენე ,ისევ ტელეფონის ხმა -მიდი ალბათ ზედმეტი შაქარი მოგივიდა ....სიცილით მითხრა ილომ -მოუხდება იქნებ დატკბეს...ჩავისისინე და ყურმილი ავიღე-დიახ ,ეხლა რაღა მოხდა? -საშინლად ტკბილი ყავაა....კიდევუფრო უხეში ხმა ჰქონდა -აღარ მინდა ჩაი შემომიტანე ..... გაბრაზებულზე ისე მაგრად დავაჭირე ღილაკს თითი ლამის ჩავტეხე ...უცებ ერთი იდეა მომივიდა ,ცოტახანში ყველაფერი მზად იყო, უფროსის კაბინეტისაკენ ლანგრით ხელში დავიძერი, კარები ფრთხილად შევაღე და სინი წინ დავუდე .. -ეს რაარის? გაკვირვებულმა იკითხა -რადგან მე ვერ მოგიმზადეთ ისეთი ყავა როგორიც მოგწონთ და თქვენც ვერ ჩამოყალიბდით როგორი მოგწონთ ,აი ყავა ,ჭიქა და შაქარი..თავად ჩაიყარეთ...ნაზად გავუღიმე და ისე შევხედე ,წარბაწევით მიყიურა -ისეთი უგემური ყავები მომიტანე ჩაი მომინდა,სწორედ ჩაი დაგაბარე..წამოიძახა უცებ და გამიღიმა -დიახ მახსოვს აი ჩაის პაკეტი-ჯიბიდან ამოვიღე და მივაწოდე-და წყალი თუ გნებავთ ,ჭიქაც და დოქიც უკან გიდევთ..სწრაფად მივუგე სანამ რამეს იტყოდა -თავი ჭკვიანი გგონია არა? სავარძელში გადაეყუდა და კალამის წვალებას მოჰყვა -ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით ბატონო დემეტრე მე საკუთარ თავზე იმდენივე წარმოდგენა მაქვს რაც ვარ ,არც მეტი არც ნაკლები. ოდნავ ჩაეღიმა ,მეც უხმოდ დავტოვე ოთახი...ცოტახანს გაკვირვებული იჯდა დემეტრე ჯაყელი კაბინეტში, თვალი გააყოლა წითურ არსებას-მისი სიმტკიცე ,სხარტი პასუხები, ირონია და ბავშვურობა ერთდროულად ძალიან მოსწონდა,რაღაც უცნაურს იწვევადა ეს გოგო მასში,ასეთი რამ ადრე არ დამართნია,მაგრამ ადრე ასე არც არავინ დალაპარაკებია,ყავა ძალიან მოეწონა ,მაგრამ რატომ დაუწუნა თვითონაც არ იცოდა ,უბრალოდ არ ესიამოვნა ილოსთან ერთად,რომ იყო ოთახში,თუმცა არც ამის მიზეზი იცოდა ესეც მესამე თავი,იმედი მაქვს მოგეწონებათ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.