ჩემს იქით გზა აღარ გაქვს (თავი მერვე)
-ანი, ბექა ბოდიში რაა, ვიცი ერთად უნდა გაგვეტარებინა ეს დრო, მარა აი როარ წავიდეთ არ შეიძლება -კაი რა გჭირს შე*ემა, უნდა წახვიდე აბა რაა მე და დემეტრე უკვე აეროპორტში ვდგავართ, როგორც წესი პარიზში თაფლობისთვის გასატარებლად მიდიან ხოლმე, ან ქორწინებიის წლისთავს აღნიშნავენ ხოლმე, ჩვენკი ბიზნეს ფორუმზე მივდივართ რამაგარია. პარიზში როგორ ჩავფრინდით არც კი ვიცი, მთელი გზა მეძინა - საყვარელო, პარიზში იცი რაუნდა ნახო პირველი ? - დემეტრე ნამყოფი ვარ პარიზში თან ძალიან ბევრჯერ და ეიფელის კოშკიც ძალაუნებურად ნანახი მაქვს - ოხ ეს ირონია როარიყოს რა გეშველებოდა, იცი საუკეთესო ყავა კრუასანით სად უნდა მიირთვა ცოლო ? - Cordonnerie - ში მეუღლევ - ღადაობ ? საიდან იცი ეს ადგილი ? - წარწერამ მიიქცია ჩემი ყურადღება - აჰა ანუ მაშინ, შენთან სახლში, რომ არ გაგეცანი, საფრანგეთში სადმე პატარა ყავის სახლში მაინც შემხვდებოდი ? - შესაძლოა - კარგი მაშინ წამოდი წავიდეთ - აუ არარაა, კაბაც საყიდელი მაქვს და სალონშიც წასასვლელი ვარ - და მე რავაკეთო მანამდე ? - Cordonnerie - ში ყავა და კრუასანები გელოდება საყვარელო ბიზნეს ფორუმი მალევე დამთავრდა, ორივე ძალიან დაღლილები ვიყავით და პირდაპირ ნომრისკენ ავიღეთ გეზი. - მოდი ჩემთან - პატარა ბავშვივით გამოწია ხელები დივანზე მჯდარმა დემეტრემ, მეც უხმოდ მივედი მასთან და იქვე ჩამოვჯექი - იცი როგორ მიყვარხაარ ? - კიი ვიცი - მერეე ? - მერე ? - ოხ ელენეე, მეც ძალიანო არ წამოგცდეს რად გინდა - კარგი რაა, ნუ იბუსხები ამხელა კაცი პატარა ბავშვივით - აჰაა, ესეიგი პატარა ბავშვი არაა ? - კალთაში ჩამისვა და ტუჩებზე მეცა - არა, დემეტრეე ეხლა არა რაა დაღლილივარ - შენ ვინ გეკითხებაა როო - დემეტრეე - კარგი ხოო, ღვინოს დალევ ? - აამმ....არაა - რა გჭირს შენ ? უხასიათოდ ხარ თუ მეჩვენება - გეჩვენება, ღვინო მინდა მაგრაამ ვერ დავლევ - და რატო ? მოიცა...მოიცა შეენ...შეენ... ბავშვი ? ორსულად ხაარ ? - კიი, დღეს გავიგე მეეც - მაშინვე წამოხტა ფეხზე, ხელებში ამიტაცა და დამაბზრიალა - ჩემო ლამაზო, ყველაზე ყველაზე ბედნიერი გამხადეე დღეს, ჩვენ შვილი გვეყოლებაა, ჩვენ შვილი გვეყოლებაა, მე მამა ვხდებიი - ყვიროდა ბოლო ხმაზე - სხვათაშორის ვაღიარებ არ მეგონა ესე თუ გაგიხარდებოდა - შენწარმოიდგინე და არც მე მეორე დილას უკვე თბილისში ვიყავით, როგორ დამღალა ამდენმა ფრენამ, დემეტრემ იმ საღამოსვე გამოაცხადა ჩვენი შვილის შესახებ ყველასთან, ისევ სტუმრები, მოლოცვები - დემეტრე იცოდე აღარ გამაგონო ბავშვის დაბადებამდე ეს აღნიშვნები - რაიყო დაგეწყო უკვეე ? - ნუ იცინიი, მართლა არ შემიძლია ეს ხალხმრავლობა რაა - კარგი პატარავ, ჩემ გოჭუნიებს არ ვაწყენინებ - ბატონოო ? რისი თქმა გინდა ეხა, რომ გავსუქდი ? - კარგი რაა ეგ რაშუაშია, უბრალოდ... - რა უბრალოდ ? რა უბრალოდ ? იქნებ ცოტახანში პირდაპირ მითხრა ღორს გავხარ და აღარ მიყვარხარო ? მერე ვიღაც კარგ ტანიან ქალთან წახვალ და მე დამტოვებ ხოო ? - აუ აუუ ელე, ძაან შორს წახვედი, რეებს ბოდიალობ, უბრალოდ გითხარი, თან გასუქება როდის უნდა მოგესწრო არმითხარი 4 კვირის ვარო ? - აჰაა ანუ ეხა დებილიც გამოგყავარ ? - ყვირილის შემდეგ, ტირილი ავტეხე - ელე ნუ ტირი რა გჭირს - გადი იქით არ მომეკაროო, გაეთრიე საერთოოდ, ვაბშე ვერ ნახავ ამ ბავშვს - ვაახ ჩემი რააა - დემეტრე ოთახიდან გადიოდა, როცა ჩემი ისტერიკული სიცილი შეამჩნია და შემოტრიალდა - რა გაცინებს ? - საყვარელო იცოდი, რომ ადრე თეატრალურზე მინდოდა ჩაბარებაა ? ისიც გეცოდინება, რომ სამსახიობო ნიჭით ვარ დაჯილდოვებული - გული გამისკდა, გაგიჟდი გოგო შეენ ? - შესაძლოა - ეხლა განახებ მე შეენ გაგიჟებას - ხელში ამიტაცა, შემდეგ კი ორივე ლოგინზე ავღმოჩნდით - აუ ელეე, სქესის გაგება არ გვინდა რაა - ეე კაი რაა - აუ სიურპრიზად დავტოვოთ, ეგრე ჯობია რაა - კარგი ხოო, თუ ესე ძალიან გინდა - როგორი დამჯერი გახდი შენ - ნაადრევად ნუ გამოიტან დასკვნებს საყვარელო - სახელებზე რას ფიქრობ ? ან გოგო გინდა თუ ბიჭი? - მნიშნველობა არაქვს ჩემთვის, თუ გოგო იყო, ევა მომწონს კიდევ ანასტასია, მარიამი, მია, თუ ბიჭი იყო თორნიკე ან ალექსანდრე - მე ბიჭი მინდა, აი სახელებს რაც შეეხება შენთვის მომინდია, მე ალექსანდრეც მეყვაარება და მურთააზიც - რა იდიოტიხარ რა დემეტრეე, რა მურთაზიი დილით ბექა და ანი გვესტუმრნენ, ბექა და დემეტრე მთელი დღე კაბინეტში იყვნენ, ბიზნესის საქმეებზე - ერთი ავხედოთ ჩვენ ბიჭებს, ხო ცოცხლები არიან - შენ ადიი თუგინდა - როგორ გაზარმაცდი ელენეე ანი მეორე სართულზე ავიდა, დემეტრეს კაბინეტში - შეიძლებაა ? - მოდი ანიი - ჩემი ქმარი სად არის ? - სააბაზანოშია -აუუ პიცა გინდათ ? უნდა გამოვიძახო, ძაან მომშივდა - მეორე სართულზე ავაკითხე მეც - წეღან არ ჭამე გოგოო ? - ვაიმე ანი რაგინდაა, ისევ მშიაა - და ისევ დაბლა ჩავედი დასარეკად - ანი რაგაცინებს ? - არაფერი დემეტრე, რაუნდა მაცინებდეს ? - იცი ხოო ? - აბა რაა, დაახლოებით 2 კვირაა მკერდი უზარმაზარი გაუხდა და ყველაფერს ჭამს, რაც კი ხელში მოხვდება - მაგრამ თვითონ არ უთქვამს ხო ? - არა მაგრამ იცის, რომ ვიცი - ესეიგი შენც იცი, რომ მან იცის, რომ შენც იცი - როცა მზად იქნება, თვითონ მეტყვის....გილოცავთ, ეს ერთი და სხვა მრავალი ჩემო კარგოო... ჩავედი, სანამ შენმა ცოლმა ყველაფერი გადაჭამა ჩემი ორსულობა არაჩვეულებრივად მიდიოდა, დემეტრე ყველა ჩემს სურვილს ასრულებდა, არც ზამთარში უთქვია მარწყვზე უარი და არც ღამის სამ საათზე ნაყინის ამოტანაზე, არც საზამთროს შოვნა გასჭირვებია გაზაფხულზე, ვატყობდი, რომ დაიღალა, თუმცა უარი არცერთხელ არუთქვამს, მთელი 7 თვე თავს დამტრიალებდა - ელე მზად ხაარ ? - კი კი, ჩანთას ავიღებ და გავიდეთ - ელეე 20 წთ გავიდა უკვე, რით ვერ იპოვე ეს ჩანთააა ? 3ზე უკვე კონსულტაცია გაქვს - მოვდივარ ხოო - კლინიკაში შევედით თუარა, ყველა დემეტრეს უყურებდა თვალებში, მეკი თავს დამტრიალებდნენ, არა რაა რას შვება ეს გავლენაა, აბა არ ყოფილიყო ცნობილი ბიზნესმენი დემეტრე ავალიანი - მობრძანდით ქალბატონო ელენე, აქ დაწექით - ეხოსკოპიაზე ვიყავი, და ნაყოფს ერთ-ერთი ექიმი ათვალიერებდა, თუმცა მისი უკმაყოფილო სახე ნამდვილად არ გამომპარვია - მოხდა რამეე ? - ერთი წუთით სხვა ექიმს დავუძახებ მანდამდე, თქვენ აქეთ წამობრძანდით - და ხელით კაბინეტსკეთ გაგვიძღვა, დიიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაახლოებით 45 წლის, სასიამოვნო აღნაგობის ქალბატონო შემოვიდა ოთახში - ექიმო რა ხდებაა ? - .... მეორე ტიპს მცირე წონა, განუვითარებელი ფილტვები, ყლაპვასთან და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ახასიათებს, მეორე ტიპის მქონე ბავშვები დაბადებიდან რამდენიმე საათში იღუპებიან, ხანდახან რამდენიმე დღეშიც, თქვენ შვილს საშვილოსნოს შიდა მოტეხილობების რისკიც აქვს - მოიცა მოიცა საშვილოსნოს შიდა მოტეხილობები თქვით ? - დიახ - ჩემ შვილს, ძვლები ჩემს მუცელშივე უტყდება ? იქ სადაც ყველაზე უსაფრთხოდ უნდა იყოს, ძვლები უტყდება ? - ელენეე - დემეტრემ სცადა ჩემი გაჩერება, მის თვალებში იმხელა ტკივილი, იმედგაცრუება, სევდა იგრძნობოდა - არა, ერთიწუთით ის ამას გრძნოობს ? ძვლების მოტეხილობას გრძნობს ? ასეაა ? ტკივაა ? - ვიმეორებ, კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ მე და დემეტრე განადგურებულები წამოვედით საავადმყოფოდან, ხმის ამოუღებლად მივედით სახლამდე, იქ თიკო დამხვდა კარგი ამბების მოლოდინში, თუმცა ჩემი გამომეტყველებით ყველაფერს მიხვდა - ეს, ეს როგორ უნდა დამართნოდა ? ჩემ პატარას ეს როგორ უნდა დამართნოდა ? - დაწყნარდი, ელე, ელე შემომხედე და დაწყნარდი, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, აი რას გავაკეთებთ, ერთ უახლოესს დღეს აირჩევ, ყველა ფიქრისგან გათავისუფლდები, პროცედურაზე მიხვალ და თქვენს ლამაზ პატარა ბიჭუნას გააჩენთ, შემდეგ სახელს დაარქმევ და აქვე მონათლავ, შემდეგ ჩაიხუტებ, მისთვის ილოცებ და იავნანასაც უმღერებ, შემდეგ შეხედავ, შეხედავ და მისი სახის ყველა ნაკვთს დაიმახსოვრებ, ამას იქამდე გააკეთებ, სანამ იცოცხლებს, ამას იქამდე გააკეთებ სანამ ღმერთი წაიყვანს, სწორედ ასე მოვიქცევით - ჩვენ ამას შევძლებთ ელენე - დემეტრეს მთელი სხეულით ვყავდი მიკრული გულზე - ეს ხვალ, ხვალ უნდა მოხდეს, არმინდა მას ტკიოდეს, არმინდა ამ ტკივილს გრძნობდეს- ტირილისგან ხმა დაკარგულმა ამოვიბურტყუნე ძლივსძლივობით... მეორე დღეს ექიმთან მივედით მე და დემეტრე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ერთი საათი ვიდექი შესასვლელთან, ბოლოს როგორღაც მივაღწიე კაბინეტამდე - თქვენი ხელმოწერები მჭირდება - და ამის შემდეგ რა მოხდება ? - როგორც კი ამას მოვრჩებით, პალატაში წაგიყვანთ, წამალს მოგცემთ, რომელიც ნაყოფის გაზრდას დააჩქარებს, შემდეგ ობსეტოცინს გაგიკეთებს და სხეული თვითონ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს, ეს დაბადების მოწმობისთვისაა, ეს წერილობითი თანხმობაა - ამას უკვე ხელი მოვაწერეთ - არა ამისთვის არ მოგიწერიათ, რასაც დღეს ვაკეთებთ დაგვიანებული აბორტია, ეს კი გარდაცვალების მოწმობისთვისაა - კი მაგრაამ....უკვე...ის ხომ ჯერ არც დაბადებულაა - ჯობია თავიდანვე მოვიშოროთ ეს ფორმალობა ელენე, დამიჯერე მერე უფრო გაგიჭირდებათ ამ საშინელი პროცედურების შემდეგ, უკვე პალატაში ვარ და ჩემი ბიჭის დაბადებისთვის ვემზადები, 1 საათი, ზუსტად 1 საათი გაძლო, ჩემმა სანდრომ, ჩემმა ძლიერმა ბიჭუნამ, ზუსტად 1 საათი მეჭირა ხელში, იცით ხელიც მომიჭირაა? კი კიი მომიჭირა, ამით თავისი სიძლიერე მაჩვენა, მთელი ამ დროის მანძილზე ვფიქრობდი რატომ ? რატომ მარგუნა ღმერთმა ეს განსაცდელი 24 წლის ასაკში, მეხომ ჯერ არც "მიცხოვრია", მაგრამ ჩემი პატარა ? მან რა დააშავა ? რატომ შეხვდა ამხელა განსაცდელი, რატომ წაართვეს სიცოცხლის უფლება ? რატომ დააშორეს დედას? რატომ დამაშორეს ჩემ შვილს ? არარის საკმარისი, არიყო საკმარისი ერთი საათი.... ახლა რახდებაა ? 6 თვე გავიდა, მე მის ოთახში ვარ, ლამაზი ოთახია, ცისფერი კედლებით, ჭერზე ვარსკვლავებით, ნეტა მოეწონებოდა ? სავარძელში ვზივარ, ის პლედი მიჭირავს, რომელიც მას მოვახვიე დაბადებისას, მის სურნელს ვგრძნობ, მასაც ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ ჩემთან იქნება ყოველთვის... მე და დემეტრეე ? არ ვლაპარაკობთ, დღეები ისე გადის, რომ ხმასაც არ ვცემთ ერთმანეთს, ამ ოთახშიც კი რიგრიგობით შემოვდივართ, როგორფიქრობთ ენდომებოდა ეს ? არაა, ეს არ ენდომებოდა ჩემ ბიჭს, მაგრამ ვცდილობ, ორივე ვცდილობთ, ყოველდღე ცდილობს დამიახლოვდეს, მაგრამ უფრო ვშორდებით ერთმანეთს, არ შემიძლია მისი ყურება, მთელი ეს დრო გვერდით მედგა, ახლაც ასეაა, მაგრამ ვერ ვუყურებ, ვიცი არარის დამნაშავე, მაგრამ მაინც ვადანაშაულებ, ვიცი არარის მისი ბრალი, მაგრამ... ის რომ არაა, მისთვის რომ არ დამეჯერებინა, იქნებ ასე არმომხდარიყო.... მას არუნდოდა სქესის გაგება, სიურპრიზი უნდოდა.... ვიცი ვიცი, რომ არ ეშველებოდა არაფერი, მაგრამ მაინც მას ვადანაშაულებ, მასაც ტკივა, ორივეს გვტკივა - ელეე ისევ აქ ხაარ ? - ანი კარგად ვარ - კარგი რაა, მაგ ოთახიდან არ გამოდიხარ, ვიცი ძნელია მაგრამ, 24 წლის ხარ წინ გაქვს ყველაფერი, დემეტრეც ცოდოა, ყოველდღე ცდილობს, ამდენს იტანს, ითმენს, მაგრამ ხელს კრავ, ცოდოა მაასაც ტკივა - იცი, რომ მას ვადანაშაულებ ? - რაა ? კი მაგრამ... ის... ის არარის ....ის რა შუაშია - ხოო ვიცი, რომ არაფერ შუაშია, მაგრამ სადღაც ქვეცნობიერში, მისი დანახვისას.... უბრალოდ არ შემიძლია მას ვადანაშაულებ გესმის ? გვერდიდად არ მშორდებოდა, სულ ჩემთან იყო, მე კი მას ვადანაშაულებ, გგონია არ ვცდილობ ? მაგრამ ვერ ვცვლი ვერაფერს, ვერ ვაკონტროლებ იმას რომ მისი ყოველი დანახვისას, ჩვენი ბიჭი არ გამახსენდეს, არც მისი ნათქვამი, რომ სიურპრიზი უნდოდა, თავის დროზე, რომ გადაგვეღოო...იქნებ შეცვლილიყო რამე, იქნებ გამოგვესწორებინა - ელეე, გთხოვ ნუტირი, არშემიძლია ასეთს გიყურო გესმის, შენ ეს არხარ, დღითიდღე კარგავ თავს, ორივე იტანჯებით - მისგან შორს ყოფნა მჭირდება - რაა ? - მისი დანახვისას ყველაფერი კადრებად მიდგას წინ, დროებით მისგან შორს ყოფნა მინდა - როდის ეტყვი ? - ..... - ელენე, არმითხრა რო წერილით აპირებ ამის გაგებას - მიყვარს, ვიცი რომ მასაც ტკივა, უბრალოდ აქ სუნთქვა მიჭირს გესმის, ამ გარემოში ყოფნა მიჭირს, სადაც ყველგან ჩემი პატარა მახსენდება, ვერ ვსუნთქააავ, საკუთარ თავს ვკარგავ, საკუთარ თავს ვანადგურებ და მასაც იგივეს ვუკეთებ - სად მიდიხარ ? - დარწმუნებულიხარ, რომ ამის გაგება გინდა ? - ელენე გპირდები არავის ვეტყვი - შვეიცარიაში, ავსტრიაში ან ჩინეთში, ამ სამინდან რომელიმეში, შემდეგ მყუდრო პატარა სოფელს ავარჩევ და წავალ, ახლა სიმშვიდე მჭირდება ყველაზე მეტად - ხო ჩამოხვალ ? - არვიცი - ელენეე ? - არვიცი ანა, არვიცი, იქ ხომ სეზონზე დასასვენებლად არმივდივარ არაა ? მიჭირს, მტკივა თქვენგან შორს ყოფნა, მაგრაამ - არ გაპატიებს, ესე წასვლას ხომიცი, კარგად დაფიქრდი ელენე -......... _________________ ესეც ახალი თავიიი, ვიცი დავაგვიანეე, მაგრამ ამ გამოცდების გადამკიდეეეე, მოკლეეს სოუ სოუუ სორიიი <3333333 ველი თქვეენ შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.