სუროგატი დედა.თავი 10 (დასასრული)
სერიოზული უთანხმოების წამოჭრის გამო ნატა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა,ბევრჯერ სცადა ჯორჯთან დალაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ.რადგან დიდ იმედგაცრუებას გრძნობდა,ამის გამო ვეღარ მალავდა უკმაყოფილებას და სიბრაზეს.უჭირდა მშვიდად საუბარი,რადგან იცოდა ნატა პანიკაში ჩავარდებოდა,ამიტომ კამათსაც ერიდებოდა.ნატას კი არასოდეს უცდია გულახდილი ყოფილიყო ჯორჯთან და თუნდაც ერთხელ ეთქვა, ,,ბოდიში შევცდი'', ,,მაპატიე, რომ გული გატკინე''.ჯორჯის დუმილი ნატაზე კი ძალიან ცუდად მოქმედებდა,აღაგზნებდა და სექსუალურ სურვილებს უმძაფრებდა.ქორწინებაში კი ფიზიკური სიახლოვე მაშინ არის სასიამოვნო,როცა მეუღლეები ერთმანეთის კეთილდღეობაზე ფიქრობენ და უყვართ ერთმანეთი.ჯორჯს კი ამდენი პრობლემებისგან და უსიამოვნებებისგან ემოციურად გამოფიტულია. -გიორგი არ ფიქრობ,რომ ძალიან შევიჭერით როლებში და კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე შემოირბენ სახლში,ფიქრობ ეს საკმარისია ნორმალური ოჯახისათვის?კითხა ერთ საღამოს ნატამ ჯორჯს.(უნდა შეგახსენოთ,რომ ნატამ გიორგის ფსევდომინი არ იცის)მე ვცდილბ ყველაფერი გავაკეთო ჩემი ოჯახის შესანარჩუნებლად.გული აუჩუყდა და ცდილობდა ყურადღების მიქცევას. -რაც გინდა ის იფიქრე და გააკეთე,გაცილებით უფრო დიდი პრობლემები მაქვს და ვცდილობ მის აღმოფხვრას. -შემიძლია დაგეხმარო? -შეგიძლია,მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი დახმარება ნატა.ნატას თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან და აღფრთოვანებულმა შეეკითხა. -როგორ,მითხარი გიორგი რა გავაკეთო. -ჩემი ანგარიშიდან ფულს ნუ ხსნი,ასევე მარიტას სახელზე გაკეთებული ანგარიშიდან.ნატა დაიბნა,გაშრა,გაფითრდდა. -მე,მე,მე არაფერ............... -არაფერი არ თქვა,ვიცი რომ სერგის დაუბრუნდი,ვიცი რომ ისევ იმ ჭაობისკენ მიდიხარ და სანამ დროა,სანამ ჯერ არ ჩაძირულხარ,შეეშვი ნატა.მე გაგაფრთხილე,თუ დღეიდან ჩემი ანგარიშიდან ფული გაქრება,კისერს მოვუგრიხავ სერგისაც და შენც. -მოდი ყველაფერი დავივიწყოთ და სულ-სულ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. -შენ არც ახლიდან დაწყება გამოგასწორებს ნატა არც ბოლოდან და არც შუიდან.უთხრა გაბრაზებულმა და სახლი დატოვა.მარიტა სახლიდან გასვლას ერიდებოდა თუ გვერდით არ ახლდა ან ალექსანდრე,ან თვით ჯორჯი,ან ქრისტი და ან ზაზა რადგან ამ ოთხმა იცოდა მარიტას შიშის მიზეზი და ოთხივე მტკიცედ იდგა მის გვერდით,მაგრამ ერთ დღეს მოხდა გაუთვალისწინებელი,როცა მარიტა მარტო იყო სახლში ნატამ მოინახულა. -დილა მშვიდობის,როგორ ხარ?ტკბილად შეხვდა მარიტას რამაც ძალიან გააკვირვა და თავადაც დამთბარი ხმით უთხრა. -მადლობა კარგად,რას დალევ ჩაი თუ ყავა. -ყავა თუ არ შეწუხდები.უთხრა და იქვე დაჯდა.სამზარეულოში გავიდა და ოთხივეს ერთი შეტყობინება გაუგზავნა, ,,მარტო ვარ,მეშინია''.ჯორჯს არ გაუგონია შეტყობინების მისვლა რადგან ოფისში დარჩა ტელეფონი თავად კი სათბურში იყო,მარიტამ კი შეტყობინებასთან ერთად უამრავჯერ მოასწრო გადარეკვა,მაგრამ უშედეგოდ ჯორჯი არ პასუხობდა,შემდეგ ალექსანდრეს ურეკა და აქაც უშედეგო ცდის შემდეგ ზაზას გადაურეკა.ზაზა ლექციაზე იყო შეტყობინება რომ მიიღო,თვალი მოკრა თუ არა მარიტას სახელს იმ წუთში გახსნა,ფერი შეეცვალა და ქრისტის შეხედა,ქრისტიმ მიხვდა ზაზა აფორიაქების მიზეზს და თავადაც ფეხზე წამოდგა.ზაზამ სტუდენტებს გადახედა და თხოვნით უთხრა ყველას. -მეგობრებო მარიტას სიცოცხლე საფრთხეშია,უნდა წავიდე გთხოვთ სიწყნარე შეინარჩუნოთ. -მეც მოვდივარ. -არა,ადგილზე დარჩი და ტელეფონით გაგაგებინებ ამბავს,მაგრამ ორი ჯანსაღი ბიჭი დამჭირდება.ორი სტუდენტი აარჩია და საჩქაროდ დატოვა აუდიტორია გაოცებულ სტუდენტებთან ერთად.უკვე გზაში იყო,ისევ მარიტამ რომ დაურეკა. -მარიტა გისმენ,წავიკითხე შეტყობინება და მოვდივარ. -ნატაა მოსული და მეშინია.მოასწრო თქმა და თითქოს იმედი მიეცა და რაც შეეძლო ყავის მოდუღების პროცესი გაწელა.მარიტამ ყავა გაუტანა ნატას და თავადაც შორი ახლოს დაჯდა.ნატა ნელა-ნელა სვამდა ყავას და შემდეგ ირონიულად უთხრა. -როგორ მოხდა,რომ მარტო ხარ?სატანურად იცინოდა და მოულოდნელად მარიტას ხელიდან ტელეფონი აართვა და კედელს მიახეთქა. -რა გგონია,ძალით შეძლებ წამგლიჯო ის რაც ჩემია? -ნატა დაწყნარდი,ძალიან უსამართლო ხარ ჩემს მიმართ.ხომ შევთანხმდით,ხომ ვისაუბრეთ რატომ გაქვს ასეთი დიდი ზიზღი გულში,რატომ ვერ მიტან. -თავიდანვე არ მომეწონე,თავიდანვე შეგამჩნიე,რომ ჩემი ადგილის დაკავება გინდოდა,მაგრამ არა,არ დაგითმობ გიორგი ჩემი ქმარია და ჩემი დარჩება ბოლომდე. -რატომ არ გინდა გაიაზრო,რომ შენს ქმარს არავინი არ გართმევს.მე შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს და ძალიან გთხოვ მარტო დამტოვე.მარიტა წამოდგა და თავის საძინებელში წავიდა,რომ ნატას ხმა მოესმა. -გახსოვს რომ გითხარი,ეს ბავშვი არ დაიბადებათქო? -მახსოვს,მაგრამ როგორც ხედავ სულ ცოტაც და დაიბადება. -არ იცოცხლებს, ექვსთვიანი ბავშვები არ ცოცხლობენ. -რას გულისხმობ.კიბეზე ადიოდა მარიტა რომ მოუბრუნდა გაკვირვებულმა. -რას ვგულისხმობ?ახლოს მივიდა ნატა და უეცრად თმებში წვდა და კიბეზე დააგორა,შემდეგ კი ზემოდან დახედა,ფეხი გადააბიჯა და სახლიდან გავიდა. სახლში მივიდა,დამშვიდდა და ჯორჯს დაურეკა.ჯორჯმა არ უპასუხა და შეტყობინება გაუგზავნა. -საყვარელო გელოდები,მინდა დღეს ერთად ვისადილოთ.ზაზამ მოწყვეტით გააჩერა მანქანა ალექსანდრეს სახლთან და სირბილით შევიდა ეზოში,მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. -ბიჭებო მომეხმარეთ,კარი უნდა შევამტვრიოთ.ძალა არ დაიშურეს და როგორც იქნა კარიც გატეხეს,სირბილით შეცვივდნენ სახლში და სამივე თვალებგაფართოვებული უცქერდა მარიტას გათიშულს და სისხლის გუბეში მწოლიარეს.სასწრაფოზე ლოდინი საფრთხეს შეუქმნიდა მარიტას სიცოცხლეს და ხელში უნდა აეყვანა,რომ ალექსანდრე გიჟივით შემოვარდა სახლში და ისიც ადგილზე გაშეშდა. -ღმერთო,ვერ მოგისწარი ჩემო პატარავ, დამაგვიანდა.თქვა ტირილით და ზაზას შეხედა. -ალექსანდრე დრო არ გვაქვს ბევრი,მარიტას ექიმს დაურეკე და ჩემს კლინიკაში მოვიდეს.ალექსანდრემ აკანკალებული ხელით მელანოს დაურეკა და ტირილნარევი ხმით უთხრა რაც მოხდა. -არ შეეხო,ალექსანდრე ახლავეს გამოვდივარ სასწრაფოთი.სადღაც 10წ-ში მოვიდა გაფითრებული მელანო და ჯერ ადგილზევე გასინჯა და შემდეგ თქვა. -მაინც მოგვასწრო იმ ალქაჯმა,მაგრამ ნუ გეშინიათ ცოცხალია. -ბავშვი?ბავშვი როგორ იქნება მელანო. -ბევრი სისხლი აქვს დაღვრილი,სასწრაფოდ ვიზრუნოთ სისხლზე. -ბიჭებო გადაურეკეთ ყველას და სისხლი დაგვჭირდება.უთხრა ბიჭებს ზაზამ. -მარიტას მესამე ჯგუფის უარყოფითი სისხლი აქვს ,რაც ძალიან იშვიათი არის და გაგვიძნელდება სისხლის მოპოვება.თქვენ? -მე მარიტას ლექტორი ვარ,ქირურგი-გინეკოლოგი ჩემს კლინიკაში წავიყვანოთ ახლოსაა და დროს მოვიგებთ. -კარგი,გავედით.ალექსანდრე ჯორჯს შეატყობინე. -ვურეკავ და არ მპასუხობს,ნახავს ნარეკებს და თავად გადმორეკავს.ნატა ურეკავდა და ურეკავდა ჯორჯს და როგორც იქნა უპასუხა. -სად ხარ,ვინერვიულე მალე მოხვალ?მინდა ერთად ვისადილოთ. -ნატა სერიოზული პრობლემები მაქვს,არ შემიძლია მოვიდე.უთხრა და გაუთიშა.მარიტას ნარეკები ნახა და გადაურეკა,ჩაეცინა გათიშული რომ ჰქონდა,იფიქრა გამიბრაზდაო და შემდეგ ალექსანდრეს დაურეკა და გიჟივით გავარდა ოფისიდან,თვალებში კი ცრემლის გუბეები ედგა. -ვაზღვევინებ,მწარედ ვაზღვევინებ ვინც ხელი შეუშალა შენი გულის მშვიდად ცემას.ღმერთო,ეს რა ელვა დამატყდა დღეს თვზე რომელმაც ყველაფერს აუარა და გულიც კი გადაკვეთა.ავტომატის ჯერი მომიშვირე და ერთიანად დაცხრილე გული,მომკალი და გამანადგურე მარიტა. -შენ რა დამაჯერებ,რომ მართლა შეყვარებული ხარ შენს ქმარზე?მოესმა ნატას საზარელი ხმა და შეშინებულმა შებრუნდა საიდანაც ხმა მოდიოდა.სიბნელეს მიაჩერდა და გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა უთხრა. -როგორ შემოხვედი სახლში ან რატომ მოდი. -დავიჯერო არ მოგენატრე?ნუთუ დაგავიწყდი,გინდა შეგახსენო რა არის ნამდვილი ნეტარება?სიყვარულს ხომ უყვარს ლეგენდების შექმნა,არ გინდა ჩვენი ლეგენდა შევქმნათ?თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიები,ყველასთვის სანატრელი ურთიერთობების ჯადოსნური კადრები,რომელიც ვიცი რომ არადროს არ გქონია შენს ქმართან. -წადი,გიორგი დაბრუნდება და წადი. -ხახახახაააა,გიორგი დაბრუნდება?გიორგი ახლა დარწმუნებული ვარ საავადმყოფოშია და კედელთან ჩაცუქული ღვრის ცრემლებს. -რატომ?გაიკვიორვა ნატამ. -რა, რატომ ნატა.რა გააკეთე დღეს, შენ ხვდები რომ განზრახ მკვლელობით დაგიჭერენ? -შენ,შენ რა იცი მე რა გავაკეთე.არაფერიც არ გამიკეთებია. -ვერ იტანდი იმ გოგოს,მაგრამ ნუთუ ასეთი გულცივი ხარ ბავშვი გაიმეტე სასიკვდილოდ? -არა,არაფერი ჩამიდენია. -დამშვიდდი,დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება,თუ საღამოს იმავე ბარში მოხვალ.სერგეი ნატას მიუახლოვდა და ხელზე დაუსვა ხელი,ჩამწყდარი ხმით კი უთხრა.-მომენმატრე,ძალიან მომენატრე ნატა. -არა,აქ არ უნდა იყო.აქ არავინ არ უნდა დაგინახოს წადი,წადი ახლავეს წადი. -გეგონა მთელი ეს ოთხი წელი ძალიან შორს ვიყავი შენგან,არა ძვირფასო.ძალიან ახლოს ვიყავი,შენი ყველა ნაბიჯი ვიცი,მაგრამ მე არ ვტოვებდი კვალს არსად.მაშ ასე,საღამოს იმავე ბარში.სერგეი წავიდა და ნატა შეშინებული,აკანკალებული იდგა და ცრემლები თავისთავად სცვიოდა.მიხვდა,რომ მისი ბედნიერი წლები ჰაერში გაიფანტა და საპნის ბუშტივით გაქრა.გიჟივით შევარდა საავადმყოფოში და ალექსანდრეს მივარდა. -როგორ არის,რა მოხდა. -დაწყნარდი,რა მოხდა მერე გავარჩიოთ ახლა ვილოცოთ ყველაფერი კარგად დასრულდეს.ფერდაკარგული ზაზა გამოვიდა საოპერაციოდან სისხლში ამოსვრილი და ჯორჯს უყვირა. -სისხლი,სისხლი გვჭირდება.ორივეს დავკარგავთ თუ სისხლი დროზე არ მივაწოდეთ. -რომელი ჯგუფის სისხლი ჭირდება.იკითხა ალექსანდრემ. -მესამე რეზუს უარყოფითი,რაც ძალიან რთული და იშვიათი სისხლია. -მე,მე მაქვს მაგ ჯგუფის სისხლი,მე გადავუსხამ.თქვა ალექსანდრემ და არც დაფიქრებულა იმ წუთში მასთან მისული მელანო ხელი ჩაავლო და საოპერაციოში შეიყვანა.ალექსანდრეს გულის რევის შეგრძნება დაეუფლა,ირგვლივ სისხლში ამოსვრილი ექიმები რომ დაინახა,მაგრამ თავი შეიკავა და მარიტას შეხედა. -ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარავ. -ალექსანდრე რამდენი.მოესმა მელანოს ხმა. -რამდენიც შეიძლება მელანო.თქვა მტკიცედ.ცოტა ხანში კი ალექსანდრეს ზაზას ხმა მოესმა. -წნევა დარეგულირდა,შესაძლებელია საკეისრო გავაკეთოთ.მელანომ რამდენიმე წუთში ალექსანდრე წამოაყენა,გარეთ გაიყვანა დააჯინა და ქრისტის თხოვა. -ფორთოხლის წვენი,ყავა და რამე მარილიანი მუტანე რომ შეჭამოს,შოკოლადიც წამოუღე. -დღეს უნდა გავსუქდე მელანო? -ხმას ნუ იღებ,უნდა წამოწვე აუცილებლად.ექთანს ჩააბარა,თავად ჯორჯს მიუბრუნდა და უთხრა. -ჯორჯ ვიცი რა რთულ სიტუაციაში ხარ,მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლებად რთულ მდგომარეობაში.პაციენტი ჩვენს ხელშია და თუ საკეისრო არ გავაკეთეთ პატარას დავკარგავთ. -ჯორჯ გამაგრდი,უნდა ვიმოქმედოთ რომ ორივე გადავარჩინოთ,მხოლოდ შენი თანხმობა გვჭირდება. -მელანო,ზაზა გააკეთეთ რაც კი შესაძლებელია,მაგრამ ჯერ ხომ ადრეა,ის ძალიან პატარაა გაუძლებს? -გაუძლებს,პატარა 7 თვისაა ჯორჯ. -ეს როგორ,მე მითხრა რომ ექვსი თვის არის. -დაგავიწყდა რომ ახლო ურთიერთობა გქონდა?ჯორჯ ეს არ არის ჩასახვით გაჩენილი ბავშვი,ეს პატარა შენი და მარიტას შვილია.ახლა არ მაქვს დრო,ყველაფერი კარგად დასრულდეს და დაგელაპარაკები.გაოგნებული იდგა ალექსანდრე და ჯორჯიც,მხოლოდ ქრისტი იდგა თვალცრემლიანი და გულში ლოცულობდა მარიტას გადარჩენას.ჯორჯმა ქრისტის შეხედა და უთხრა. -შენ იცოდი,შენ იცოდი ხომ სიმართლე. -ჯორჯ ასე იმიტომ გააკეთა მარიტამ რომ თავი აერიდებინა ნატასგან მაგრამ როგორც ხედავ,მაინც ვერ შეძლო გაქცეოდა მას შორს. -რას გულისხმობ,ამ ყველაფერში ნატას ხელი ურევვია? -რა გიკვირს,რა დაიხევდა უკან?აი წაიკითხე შეტყობინება გამომიგზავნა რომ ვნახე შიშმა ამიტანა,გავიქეცი მაგრამ ზაზამ მიმასწრო,ვერც მან ვერ მიუსწრო,მარიტა უგრძნობ მდგომარეობაში დაგვხვდა სისხლის გუბეში. -მარიტას ან ბავშვს რომ რამე დაემართოს,გეფიცები მოვკლავ.ტელეფონზე დაურეკა ნატას მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო,ნატა ამ დროს უკვე მისთვის ნაცნობ ბარში იჯდა და კოქტეილს სვამდა. -მოხვედი,სიმართლე გითხრა არ მეგონა დამიჯერებდი,მაგრამ რადგან მოხვედი იმედია ეს ადგილი შენი წარსული წლების ლამაზ დღეებს გაგახსენებს. -რა გინდა,რისთვის მომიყვანე აქ. -არ მითხრა რომ არ მოგენატრე, ნატა მაწყენინებ. -სერგეი არ მინდა ვინმემ დაგვინახოს,თქვი რისთვის მომიყვანე აქ და წავალ.სათამაშოდ არ მცალია. -ვიცი,წინ დიდი სირთულეები გელის. -მაგდენი უნდა გაგეგო მგონი ამდენი ხანი,რომ შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში დასრულდა ოთხი წლის წინ. -მხოლოდ ერთი ღამე. -არა,არც ერთი ღამე და არც ერთი ლარი,გიორგიმ გაიგო ფულის შესახებ. -ნატა მე როცა ვამბობ რამეს ვასრულებ და როცა მინდა რაღაც მივიღო ვღებულობ,მხოლოდ ერთი ღამე და ხვალ დილით გავქრები,შორს მივდივარ და გპირდები ყველაფერი კარგად იქნება,როგორც აქამდე. -არ ვარ დარწმუნებული. -იმიტომ,რომ ამჯერად ძალიან ღრმად შეტოპე.ნატა ეს საქმე არ ჩაივლის ადვილად როგორც სხვა შენი ბინძური საქმეები,რატომ მოექეცი გიორგის ასე ცუდად,რატომ გაუკეთე ცუდი შენ თუ ქალი გქვია და თუ ცხოვრობ ადამიანურად.დავიჯერო ნუთუ დაგავიწყდა,რომ მასთან დიდ ვალში ხარ ამ ყველაფერს რომ გაგარიდა,იცი რომ აქამდე ვერ იცოცხლებდი?შენ იცი რა გაუკეთე?დედის სხეულშივე მოუკალი ის ვინც ძალიან ახარებდა.უმადური ადამიანი ხარ ნატა და თან უსარგებლო.შენ მხოლოდ ერთი ღამის ქალი ხარ და მეტი არაფერი,ეგოისტი ხარ. -წავედი,არ შემიძლია შენი მოსმენა. -დაჯექი,არ მითქვამს წადითქო.გითხარი ერთი ღამეთქო და ამ ერთ ღამეს ერთად გავატარებთ,რადგან უნდა გავიხსენოთ ის გიჟური და ვნებით სავსე ღამეები,დარწმუნებული ვარ მონატრებული გაქვს და აი,მეც აქ ვარ. -სწორედ იმ წლების გახსენება არ მინდა,უნდა წავიდე. -ნუ ხარ ცივი,მაჩვენებ თავს ცივად არადა კარგად მახსოვს შენი სხეულის თითოეული ნაკვთი -იუმორი დაგიხვეწია,სურვილი არ მაქვს შენთან ყოფნის.სერგეი არ ელოდა ნატასგან ასეთ ცივ შეხვედრას და რადგან ნებით ვერ მიიღო მისთვის სასურველი პასუხი,ისევ ძალა იხმარა მასზე -შენ მოგწონს ძალადობა როგორც შეგატყვე გსიამოვნებს ასეთი უხეში მოქცევა და აი მიიღე ის რაც ასე ძალიან გინდა.როგორც ჩანს ვერ მოგარჯულა შენმა ქმარმა,ეს არაფერია მე მოგარჯულებ.მთელი ღამის განმავლობაში ურეკავდა ჯორჯი ნატას მაგრამ ვერა და ვერ იპოვა,ვერ გაიგო მისი ადგილსამყოფელი.როგორც იქნა დამშვიდებული სახით გამოვიდა საოპერაციოდან მელანო და ზაზა და ღიმილით შეხედეს ჯორჯს. -კარგად არიან,ორივე გადავარჩინეთ მაგრამ ჯერ ვერ ნახავთ.ჯორჯმა ჩაახველა და მელანოს უთხრა. -მგონი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. -ჩემს კაბინეტში წავიდეთ,იქ მშვიდად შევძლებთ ვისაუბროთ.უთხრა ზაზამ ჯორჯს და უხმოდ მივიდა ყველამ ზაზას კაბინეტამდე.კაბინეტში შევიდნენ თუ არა,მელანომ ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დალია,ყელი ჩაიწმინდა ჯორჯს შეხედა. -ნუ წელავ დროს,მელანო გისმენ.მელანო ჩუმად იყო,მაგრამ ზაზამ უთხრა. -მაშ ასე,ჯორჯ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს ეს მარიტამ იმისთვის გააკეთა,რომ ნატასგან თავი დაეცვა. -როდესაც ჩასახვის ანალიზზე მოხვედით და უნდა გაგვეკეთებინა და ორი თვე უნდა დავლოდებოდით,გახსოვს?შეეკითხა მელანომ. -კი მახსოვს,ერთად ვიყავით მოსული. -ჰოდა, მაშინ მარიტა უკვე ფეხმძიმედ იყო.მე როცა გაოცებულმა შევხედე მიმიხვდა ჩემი გაოცების მიზეზს და კატეგორიულად ამიკრძალა სიმართლის თქმა,არ გაგიმხილა ჯორჯ რომ ის უკვე ორსულად იყო შენგან.ჯორჯ ეს არ არის სინჯარის ბავშვი,ეს თქვენი ორივეს შვილია რადგან მარიტა ბუნებრივად დაორსულდა,მარიტა ბავშვის ნამდვილი დედაა,დაივიწყე სუროგატი დედა,ის აღარ არსებობს და კარგად მიხვდი იმასაც ალბად,რომ ის ამ ბავშვს არ დათმობს,მაგრამ ეს თქვენ უნდა მოილაპარაკოთ,რას როგორ გადაწყვეტთ. -გასაგებია ყველაფერი.თქვა ჯორჯმა. -არ ამბობ დარწმუნებულად და შენ შეგიძლია დნმ-ის ანალიზი გააკეთო. -არა,არა,დარწმუნებული ვარ მჯერა,ჩემი ტვინი მხოლოდ სულ სხვაგან არის,ზაზა გთხოვ შემიშვი ცოტა ხნით,იგრძნოს რომ აქ ვარ.ისეთი სევდიანი თვალებით შეხედა ზაზას ვერ გაუძლო იმ თვალებს ვერც მელანომ და ვერც ზაზამ და ექთანს დაუძახა. -თინიკო შეუშვი მხოლოდ სამი წუთით და არცერთი წამით ზედმეტად არ გააჩერო პაციენტთან.უთხრა ზაზამ ექთანს და ჯორჯის დაბღვერილ სახეს თვალი აარიდა.ექთანმა კარებთან დადგა და თავად ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მარიტას საწოლს და ჩურჩულით უთხრა. - ძნელია როცა გიყვარს და დამალო ეს სიყვარული,ძნელია როცა ყოველ ღამით სიზმრებში ხედავ ვერ ამბობ და გულში გინდა ჩაიკლა,რადგან ასე გინდა დაიცვა.თურმე უშენოდ ღიმილიც კი ძნელია,ახლა აქ ვდგევარ და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ჩუმად, უხმოდ ვყლაპავ.ძნელი ყოფილა საყვარელო ამხელა გრძნობის გულში დატევა, სუნთაქვაც მეძნელება თავისუფლად როცა შენ აქ წევხარ,მარიტა გული და გონებაც გაღმერთებს არ გაბედო და არ მიმატოვო,მე თქვენ ორივე სიგიჟემდე მიყვარხართ. შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე,არ დამტოვო,შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ვინც კი გამაჩნია ჩემს ცხოვრებაში.იბრძოლე ჩემო სიყვარულო და მეც მომეცი ბრძოლისთვის ძალა,უშენოდ არაფერი ვარ.გპირდები,ჩვენ ერთად გავზრდით ჩვენს შვილს,მიყვარხარ მარიტა.მარიტამ თითქოს იგრძნო მის სიახლოვეს ჯორჯის არსებობა და თვალებიდან ცრემლიც კი ჩამოუგორდა,საფეთქელზე გაიარა და თმებში ჩაიმალა.გაივლის,ყველაფერი გაივლის და უკან დარჩება ეს ტკივილიც.არავის მივცემ უფლებას ცუდად შეგეხოს და ვინც კი გაბედა და შეგეხო ის მწარედ გადაიხდის.წამოდგა,ფრთხილი კოცნა დაუტოვა გაფითრებულ ბაგეებზე და კბილების ღრჭიალით დატოვა პალატა,გვერდი აუარა ალექსანდრეს და მელანოს და ისეთი სისწრაფით ჩაირბინა კიბეები ალექსანდრე დაედევნა,მაგრამ გარეთ გასულს უკვე თვალიც ვერ მოკრა ჯორჯს.არც მანქანა იდგა იქ და არც თავად ჩანდა არსად.ჯორჯი კი მიდიოდა,ცრემლებს იწმენდდა და ისე მიიწევდა წინ,ნაცნობ ბარში შევიდა და დაინახა ნატა გათიშული იჯდა,მივიდა და წინ დაუჯდა. -რაო ნატა ძველი ცხოვრება მოგენატრა?ვეღარ გაუძელი მონატრებას და მოაკითხე ნაცნობ გარემოს?. -აქ რისთვის მოხვედი. -შენ გეძებ,საავადმყოფოდან მოვდივარ. -თვალები გაქვს ჩაწითლებული,ვინმე ახლობელი მოკვდა? -არა,არ მომკვდარა,შენმა გეგმამ არ გაამართლა და უნდა გაუწყო რომ მარიტა და ბავშვი გადარჩა.ისინი კარგად იქნებიან,მაგრამ შენ კი ამ წუმპეში ჩაიძირები და ვეღარავინი ვეღარ გადაგარჩენს.შენი ნივთები მოაგროვე სადაც გაქვს და სახლში წამოდი. -ვერ გავიგე?შენ რა მე მიბრძანებ?არსადაც არ მოვდივარ,ჩემი ადგილი აქ არის და მეც აქ ვიქნები.მოიცადე, როგორ მიპოვე? -არ იყო ძნელი შენი მოძებნა და ვფიქრობ,იქნებ არც იყო საჭირო რომ მომეძებნე? -ჰოდა წადი გიორგი შენი ადგილი აქ არ არის,ჩემი კი. -რა საქმე გაქვს ნატა შენ ამ ბარში.ჯორჯს მაინც შეეცოდა უკვე ყელამდე წუმპეში ჩაძირული ნატა და სინანულის სავსე თვალებით უცქერდა.არ უყვარდა,მაგრამ ენანებოდა ასეთი ახალგაზრდა ასე რომ იღუპავდა თავის თავს. -აქ მაქვს საქმე და არა სხვაგან,გიორგი წადი და ჩემგან თავისუფალი ხარ. -ბააა,ასე ადვილად თმობ შენს ადგილს?დაგიჯერე კი როგორ არა. -აღარაა ბრძოლა საჭირო. -რატომ დანებდი ასე ადვილად,შენ ხომ წაგებას არ ხარ ჩვეული. -აღარაა ბრძოლა საჭირო,ვხედავ რომ ბრძოლას აზრი არ აქვს.წადი,გულით გეუბნები რომ წადი.ჯორჯმა წავიდა და ნატამ ცრემლით სავსე თვალებით გააცილა.ყოველ დღე საავადმყოფოში იყო,წვერიც მოეზარდა და მარიტამ როცა თვალი გაახილა პიველად ჯორჯის ჩაცვენილი თვალები შეამჩნია და გაიფიქრა, ,,როგორ გამხდარა ამ რამდენიმე დღეში''.ჯორჯმა იგრძნო დაჟინებული მზერა და მარიტას შეხედა,მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა ახლოს მივიდა ხელზე ხელი მოუჭირა და უთხრა. -ამიერიდან ვერავინი ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას -ნატა?იკითხა გაოცებულმა მარიტამ სუსტად. -ნატა გავიდა თამაშიდან,რა თქმა უნდა არ მომწონს მისი ასე წყნარად წასვლა,მაგრამ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება. -ის ყოველთვოს მაშინ ჩნდება,როცა ძლიერია,როცა მე მარტო ვარ.ჯორჯ შეეშვი ნატას ბავშვი როგორაა. -ყველაფერი კარგადაა,რომ მოკეთდები შემოგიყვანენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ,ამიტომ ვიკავებ თავს და არ გეჩხუბები მაგრამ იცოდე ვერ დამიძვრები ხელიდან. -ეს რომ ნატას სცოდნოდა,უფრო ადრე ჩაიდენდა სიცუდეს და ბავშვს დავკარგავდით,ახლა კი 7 თვიანია,მაგრამ გადავარჩინეთ. -რა იფიქრე სულელო რომ დამიფარე და ისე მელაპარაკებოდი მეგონა რომ ეს ბავშვი არ გიყვარდა,რადგან ჩემთან უნდა დაგეტოვა. -მქონდა გადაწყვეტილი,რომ ყველაფერი მეთქვა.გეფიცები მინდოდა თქმა.რამოდენიმე დღეში მოიკეთა მარიტამ და ყველა იქ იყო,ექთანმა ზაზას ანალიზის პასუხები რომ შემოუტანა და ჯერ გაოცებულმა დააცქერდა,შემდეგ მარიტას და ალექსანდრეს შეხედა და ისევ ქაღალდს დააცქერდა. -ზაზა რა მოხდა.შეეკითხა ჯორჯმა. -მოიცადე,მოიცადე მეც მოვიდე აზრზე.თავზე გადაისვა ხელი და ალექსანდრეს შეხედა. -როდისმე დაფიქრებულხარ რატომ გაქვს მარიტასთან ასეთი ახლო ურთიერთობა,რატომ მიიღე ის ასე ახლოს და რატომ შეგტკივა შენ ის? -არ ვიცი,მეგობრები ვართ,რომ გითხრა დედმამიშვილი არ მყავს და იმიტომთქო ტყუილი იქნება მეექვსე შვილი ვარ ოჯახში. -ალექსანდრე თქვენ მეგობრები არ ხართ. -აბა?აბა რა ვართ.გაუკვირდა ალექსანდრეს. -თქვენ და-ძმა ხართ.ალექსანდრემ მარიტას შეხედა და შემდეგ ზაზას. -გეშლება ზაზა ის ხომ გაბუნიაა და მე ბერიძე ვარ. -ალექსანდრე ვიცი ეს ასე მოულოდნელი რამ არ შეიძლება ასე უეცრად გააცნობიერო,მაგრამ დნმ-ის ანალიზი თქვენს დედმამიშვილობას ადასტურებს.ჯორჯმა ქაღალდი გამორთვა და თავადაც გადაამოწმა,ალექსანდრეს თავი დაუქნია და ხუმრობით უთხრა. -ეს რა გამოდის შენ ჩემი ცოლის ძმა უნდა იყო? -ეს ჯერ გასარკვევია,მაგრამ მართლა ვერ გავიაზრე ჯერ,ეს რა გამოდის მარიტა ჩემმა მშობლებმა გასცეს?რატომ,ეს თუ მართალია რატომ გააკეთეს ეს.უნდა წავიდე და ყველაფერი გავარკვიო.კარებში გადიოდა,რომ მარიტას შეხედა,მივიდა შუბლზე აკოცა და უთხრა. -არ იფიქრო მეწყინა ეს ამბავი,პირიქით ძალიან გამეხარდა,მაგრამ ისეთი მოულოდნელი იყო ჯერ კარგად უნდა გავარკვიო ყველაფერი.ალექსანდრე არეული სახით მივიდა მშობლიურ სახლში და ყველა იქ იყო ოჯახის წევრები. -ალექსანდრე მოვიდა.თქვა უფროსმა ძმამ და ალექსანდრეს გადაეხვია. -რა მოხდა ალექს რა სახე გაქვს,მშვიდობა გვაქვს?კითხა შუათანა ძმამ მაგრამ ალექსანდრემ იქვე ჭაღარა შერეულ მამაკაცს შეხედა და ჩამწყდარი ხმით უთხრა. -მამა,დედა კარგად ხართ? -კარგად ვართ შვილო,რა ხდება. -კარგია,კარგად რომ ხართ მე კი აი აქ დავჯდები თქვენს წინ და რაღაც უნდა ამიხსნათ.ნაირამ და ტარიელმა ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდნენ. -წამოდი ცალკე ვლაპარაკოთ.ფეხზე წამოდგა ტარიელი. -დაჯექი მამა,ჩვენ აქ ვილაპარაკებთ ყველასთან ერთად. -ალექს რა მოხდა,ასეთი შეშლილი სახე არასდროს არ გქონია.უთხრა ისევ უფროსმა ძმამ. -აქამდე არც ის ვიცოდი,თუ ჩემი და სხვაგან ცხოვრობდა,სხვის ოჯახში და შემთხვევით გავიგებდი მისი არსებობის შესახებ. -რააააა?ფეხზე წამოდგა ორი ერთნაირი გოგონა. -დედა,მამა იოანემ გაგრძნობინათ პირველად თუ რას ნიშნავს შვილი და რამხელა დიდი გრძობაა როცა დედა ხდები.შემდეგ რომეო იყო,შემდეგ ნიკოლოზი,შემდეგ კი ორი ერთნაირი ლილე და ლალილა,ბოლოს კი მე და რაღა დააშავა ყველაზე პატარამ?ის სადაც გაიზარდა,მან იცის რომ ისინი არ არიან მისი ნამდვილი მშობლები,მათმა 15 წლის ასაკში სიმართლე უთხრეს და არც უცდია მას მოეძებნა მისი ბიოლოგიური დედა,რადგან ფიქრობდა რომ არ უყვარდათ ის და ამიტომ მიატოვეს და დასვეს სხვის კარზე.არ გიფიქრიათ როდისმე,რომ ერთ დღეს სიმართლეს გავიგებდით,ისიც თქვენს წინ დაჯდებოდა და ერთ კითხვას დაგისვამდათ მხოლოდ, ,,რატომ''?მას არ მოკლებია დედის და მამის სითბო,ის ღარიბ ოჯახში გაიზარდა,20 წლისაა დედა და ახლახანს თავადაც დედა გახდა. -როგორ გაიგე.უთხრა ნაირამ ჩამწყდარი ხმით. -სისხლი ჭირდებოდა და გადაუსხი,მასაც ჩემსავით რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლი აქვს.რომ არა ეს შემთხვევა,ალბად ვერასოდეს ვერ გავიგებდით რომ და მყავდა. -ღმერთო,ქეთევან და გუჯა ეს რა გააკეთეთ,ბავშვები როგორ დააშორე ერთმანეთს.კარგია,ძალიან კარგია რომ იპოვნე ალექს. -ვისი?დედა აგვიხსნი რა ხდება?ფეხზე დადგა შვილები. -დაჯექით,რამხელა იყო ის გოგონა რომ გაზარდა აღმზრდელმა მშობლებმა. -5 თუ 6 თვის ყოფილა,ერთ წვიმიან დღეს უნახიათ შეხვეული მძინარე კარებთან და შვილად აუყვანიათ.ისინი თავად უშვილონი ყოფილან და მარიტას მეტი არავინი არ ყავთ. -ალექსანდრე ის შენი და არის,მაგრამ ჩვენ არ ვართ შენი მშობლები. -რა თქვი?დედა აბა ვინ ვარ მე,საიდან მოვხვდი თქვენთან და სად არიან ჩემი მშობლები. -ქეთევანი და გუჯა კარგი წყვილი იყვნენ, სტუდენტობიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა,დავმეგობრდით.როცა დავქორწინდით არ ვაგწყვიტეთ ურთიერთობა.ერთ საღამოს მოვიდნენ ჩვენთან და დიდი მორიდებით გვთხოვეს,რომ ოთხი წლის ალექსანდრე დაგვეტოვა რამდენიმე თვით.არ ვგითქვამ უარი,რადგან არ გაგიჭირდებოდა აქ გაჩერება ბავშვებთან ერთად,მართლი აღმოვჩნდი და მალე შეეჩვიე ბავშვებს,შენ მათ შორის ყველაზე პატარა იყავი.ყველა დედას რომ მეძახდა,ჯერ ყველას მოავლე თვალი და მერე შენც დედა დამიძახე.მაშინვე გავიფიქრე,რომ გამიჭირდებოდა შენი აქედან გაშვება და გულში ჩაგიკარი.დიდებმა პირველად იეჭვიანეს და ერთი ორჯერ ნიკოლოზმა წაგიჯიკავა,მაგრამ იოანე იდგა მკაცრად და მასთან ერთად ვერ გიბედავდა ვერაფერს,მაგრამ თუ დროს იხელთებდა და მარტო ჩაგიგდებდა ხელში,გცემდა და გატირებდა.გაეცინა ნაირას წარსულის გახსენებაზე.ყველას გაეცინა და ლალილამ მის გვერდში მჯდარ ძმას ხელი უჯიკა მსუბუქად. -შემდეგ,შემდეგ რა მოხდა. -ორი თვე არ იყო გასული,რომ თურქეთში საბერძნეთში მიმავალი ნავი ჩაიძირა ზღვაში და ისინიც იმ ნავში ისხდნენ,მათთან ერთად კი უამრავი ადამიანი იყო,მათ შორის ბავშვებიც.ეს ამბავი ტელევიზიით გავიგეთ და ტარიელი რა თქმა უნდა თურქეთში წავიდა,რომ დაზუსტებული ინფორმაცია გაეგო,და დაღუპულთა შორის მათი სახელებიც აღმოჩნდა.მოგვიანებით ქეთის მოტანილი ჩანთა ამოვალაგე და შიგ წერილი ვნახე,სადაც ქეთევანი მთხოვდა შენზე მეზრუნა როგორც ჩემს შვილებზე რადგან ცუდს უგრძნობდა გული და არ იცოდა მომავალი მისი როგორი იქნებოდა.ასევე მწერდა,სადღაც დასავლეთის ერთ-ერთ სოფელში ახლობლის დახმარებით დატოვა პატარა გოგონა და იქნებ ოდესმე მომეძებნა,ალექსანდრე ვეძებეთ,გეფიცები ვეძებეთ მაგრამ ვერ ვიპოვეთ,ვერ მივაკვლიეთ მის ადგილსამყოფელს.არაფერი ინფორმაცია მასზე არ ვიცოდით.ასე მოხვდი ჩვენთან და შემდეგ ტარიელმა გადაწყვიტა ჩვენს გვარზე დაგვეწერე.ის ბინა სადაც შენ ცხოვრობ შენი მშობლებისაა,შენი სახლია სადაც შენ დაიბადე და ოთხი წელი იცხოვრე მათთან ერთად.ალექსანდრე დადუმებული იჯდა,შემდეგ ადგა ნაირას გვერდით დაჯდა ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. -მადლობა,მადლობა რომ ხელი არ მკარი.მადლობა,რომ ლუკმა გამიყავი და შენს შვილებში არ მარჩევდი.მადლობა,რომ შენი შვილების გვერდით ჩემთვის ადგილიც გამოყავი,მაპატიე. -რა გაპატიო ალექსანდრე. -მაპატიე,წეღარ რაც გითხარი. -ეს მე უნდა გთხოვო პატიება,შენთვის ეს უფრო ადრე უნდა გვეთქვა,მაგრამ გაპატიებ თუ წამიყვან და იმ გოგონას მაჩვენებ. -მარიტა,მარიტა ჰქვია.მარინა და ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ყველა წამოდგა. -ჩვენც მოვდივართ,ჩვენც გვინდა გავიცნოთ ჩვენი დიდი ოჯახის კიდევ ერთი წევრი.ალექსანდრემ ცრემლიანი თვალებით გადახედა ყველას და აკანკალებული ხმით,მაგრამ ბედნიერი ღიმილით თქვა. -არ შემცდარა ჩემი მშობლები, როცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს აქ დავეტოვებინე.მინდა სულ ასე ერთიანად მჭიდროდ შეკრული ვიყოთ.ექვსივე გადაეხვია ერთმანეთს და შემდეგ ორი მანქანით წავიდნენ მარიტას გასაცნობად.მარიტას ბავშვი შეუყვანა ექთანმა და აჭმევდა,ჯორჯი კი იქვე იდგა და ღიმილით უცქერდა ორივეს.უეცრად პალატის კარი გაიღო და დიდი უზარმაზარი თაიგული შემოვიდა იოანე პალატაში,შემდეგ კი ნელა-ნელა შემოყვა სხვები და ბოლოს შეხედა ალექსანდრეს გაღიმებულ სახეს. -მარიტა,გაიცანი მოგიყვანე ჩვენი დიდი ოჯახი.დაიბნა მარიტა და ჯორჯს შეხედა,რომელიც ასევე გაოცებული უცქერდა ალექსანდრეს,ალექსანდრე კი მივიდა მარიტასთან და ბავშვს პატარა ხელებზე მოეფერა და იქვე მდგარ ნაირას ჩაუგორა ხელებში. -ბებო გაიცანი შვილიშვილი.მარიტა ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა ყველას და თვალი გოგოებზე შეაჩერა. -ტყუპები ხართ? -ტყუპები ვართ.ღიმილით დაუბრუნა პასუხი გოგონებმა. -მარიტა ახლა ყურადღებით მომისმინე.მე და შენ და-ძმა ვართ,გვყავს ერთი ბიოლოგიური მშობლები.მაგრამ ეს ოჯახია სადაც მე გავიზარდე,ესენია ჩემი შეძენილი დები და ძმები. -როგორ,შენც სხვის კარზე დაგტოვეს? -ნუ მიყურებ დაბნეული თვალებით,მეც მასე დამემართა პირველად რომ გავიგე,მაგრამ დედამ ამიხსნა რაც მოხდა და ახლა შენ მინდა აგიხსნა.ალექსანდრემ ყველაფერი აუხსნა და შემდეგ შეეკითხრა. -მე ყველაფერი გითხარი,ჩენი სურვილია ისევ ისე დარჩეს ყველაფერი,შენი შემომატებით და ვიყოთ ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი,რას იზამ იქნები ჩვენთან ერთად? -მეკითხები ალექსანდრე?რა თქმა უნდა მეც თქვენთან ერთად ვიქნები,მე ხომ აქამდე არავინ არ მყავდა. -მაშ საჭიროა ერთი ბედნიერი საოჯახო ფოტოც.ჯორჯ შენ მარიტას გვერდით დაჯექი და ყველა გარშემო.ფოტო კი ზაზამ გადაიღო. -ალექსანდრე მინდა დედა და მამა .......... -ვიცი მარიტა რისი თქმაც გინდა,ზაზა წაგვიყვანს და მათაც აქ მოგიყვანთ,რა თქმა უნდა ავუხსნით ყველაფერს. -ვერ ვბედავდი ხმამაღლა თქმას,მაგრამ ხშირად ჩემს თავს ვუსვამდი შეკითხვებს,თუ ვინ ვიყავი მე ამ ვეებერთელა სამყაროში და ვინ იყვნენ ჩემი მშობლები.მე კარგად ამღზარდეს,მაგრამ მაინც ვგრძნობდი დიდ დანაკლისს.როცა შენ გაგიცანი გული გრძნობდა რომ ჩვენ საერთო გვქონდა,ხშირად შენს თავში ჩემს თავს ვხედავდი ხან გაბრაზებისას,ხან სიცილისას,ხან დაფიქრებისას და ვამბობდი,რომ ეს დამთხვევა იყო და სხვა არაფერი. -რა არის სისხლის ყივილი,მარიტა როგორც ,,სუროგატი დედა''ასე ავიყვანეთ და აღმოჩნდა მთელი ეს წელიწად ნახევარი ჩემს სახლში ჩემივე სულის,ხორცის და სხეულის ნაწილი მყოლია და ეს არცერთმა არ ვიცოდით.ტარიელი ზაზა და ალექსანდრე იმ დღესვე წავიდნენ სოფელში,უცხო სტუმრების დანახვამ გააკვირვა ინგა და ავთანდილი მაგრამ როცა მათი მისვლის მიზეზი გაიგეს,ხან იცინოდნენ და ხან ცრემლებად იღვრებოდნენ.უზარმაზარი სიხარული იყო იმ ღამით როცა საავადმყოფოდან გამოწერილ მარიტას სახლში ყველა დახვდა.რა თქმა უნდა ისევ ალექსანდრეს სახლში მივიდა,რადგან ჯერ ჯორჯს ნატასთან საბოლოოდ უნდა გაერკვია ყველაფერი.თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა და ეს სიწყნარე არ მოსწონდა ბიჭებს. -ალექსანდრე მეშინია,ნატას ასეთი სიწყნარეა სწორედ საშიში. -არ დაგიმალავ და მეც მეშინია.უთხრა ალექსანდრემ მარიტას.მშვიდმა ცხოვრებამ მხოლოდ 5 თვეს გასტანა.5 თვე არ გამოჩენილა ნატა და გამოჩნდა სწორედ მაშინ როცა ისევ მარტო იყო მარიტა სახლში.5 თვის გაბრიელი ეჭირა ხელში და ხალისიანად ჭყლოპინებდა,რომ მოულოდნელა თითქმის დავიწყებული ხმა შემოესმა. -რა სასწაულის მომსწრე გავხდი,ეს რა სიხარული გვყოლია.მაგრამ მეზიზღება,რადგან ამ შენმა ნაბიჭ...ა წამართვა ჩემი ოჯახი და დროა გეტკინოს,დროა გადაიხადო ჩემი დამცირებისვის.ძნელია და უმძიმესია იმ განცდებისს აღწერა რაც მარიტამ განიცადა იმ წუთებში.იდგა შეშინებული და ნატას შესცქეროდა შიშით სავსე თვალებით,გულში კი ოცნებობდა ალექსანდრე ან ჯორჯი მოსულიყო.წვიმიანი შემოდგომის ღამეს მარიტას შიში გაუორმაგდა,როცა სახლში ორი უცხო მამაკაცი შემოვიდა სახლში და ნატას ხმა ზარივით გაისმა მყუდრო კედლებში. -ბავშვი წამოიყვანეთ და ამ მძორს რაც გინდათ ის უყავით.მარიტას ძალა წაერთვა,ცრემლები მოერია ხელი მაგრად მოხვია პატარას და თვალებით ეძებდა გასაქცევს.მოულოდნელად მისკენ საბედნიროდ შემოტრიალდა ბედის ბორბალი და ყველაფერი შეიცვალა,ყველაზე ბედნიერი გახდა და თავადაც სრულფასოვნების განცდა იგრძნო,როცა სახლში ალექსანდრე შემოვიდა ჯორჯთან ერთად.დაიბნა ორივე და გაოცებული უცქერდნენ მარიტას,რომელიც ორი გოლიათის შუაში იდგა და ცახცახებდა. -რა ხდება აქ,ნატა აქ რას აკეთებ ან ვინ არიან ეს ხალხი.მარიტამ თვალები მაგრად დახუჭა და ათვლა დაიწყო გულში,რადგან იცოდა ჯორჯმა საოცარი გაბრაზება იცოდა.თვალებს არ ახელდა,რადგან გრძნობდა ყოველი წუთი და წამი სასწაულის მოლოდინით ყოფილიყო სავსე.დასასრული არ ჰქონდა მის თავში ფიქრებს თუ რა მოხდებოდა ჯორჯის და მარიტას თვალწინ გაიარა პატარა გაბრიელის პირველმა ტირილმა,პირველმა ღიმილმა,პირველმა შეხებამ როცა გულში ჩაიკრა ორი საყვარელი არსება.არცერთს არ უნდოდა ის ბედნიერი წუთები დასრულებულიყო,მაგრამ უეცრად თვალებში დაუბნელდა ჯორჯს და როცა თვალი გაახილა ალექსანდრეც მის გვერდით იწვა,მარიტა და ბავშვი კი არსად არ ჩანდა.ფეხზე წამოდგა,ბორძიკით გავიდა ღიად დარჩენილ კარში და კიბეებზე მარიტას გათიშული სხეული დალანდა.სულ დაავიწყდა ყველაფერი და ხელში აიყვანა,სახლში შეიყვანა და წყალი შეასხა,მოასულიერა და შემდეგ ალექსანდრესთან მივიდა,როგორც იქნა ისიც მოასულიერა და მარიტას ხმა გაიგონა. -ბავშვი,ბავშვი ჯორჯ ნატამ ბავშვი გაიტაცა.ის ხომ ჯერ სულ პატარაა ასეთ რთულ სიტუაციაში მოხვდეს. -ყველაფერი მოგვარდება.ყველას დაურეკა და ზაზას თხოვა მარიტასთვის მიეხედა,თავად გაახსენდა სახლთან მდგარი ვერცხლისფერი ნისანი რომ იდგა და გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა, ალექსა სტუმრები გვყავს დღეს?ფიქრები გაფანტა და პატრულს დაურეკა 112-ზე. -გისმენთ. -ჯორჯ გურენი გესაუბრებათ.ამ წუთებში ვერცხლისფერი ნისანი გავიდა რუსთაველის დასახლებიდან რომელშიც ჰყავთ გატაცებული 5 თვის ბავშვი. -თვით მხილველი ბრძანდებით. -ბავშვის მამა ვარ და თვით მხილველიც,გთხოვთ იმოქმედეთ. -გამოვდივართ.იყო პასუხი და სპეც რაზმიც გაემზადა.ნაწილი აეროპორტისკენ წავიდა,ნაწილი თურქეთისკენ და გაძლიერდა საგზაო შემოწმებები.თვით პატრულიც ფრთხილობდა,რადგან საქმე თოთო ბავშვს ეხებოდა.ერთი დღე და ერთი ღამე სრულ აგონიაში გაატარეს,არანაირი ინფრმაცია სრული სიჩუმე იდგა გარშემო.კვალი გაქრა,ვერ გაიგეს როგორ აორთქლდა ან სად და როგორ ეძებნათ.მარიტა გიჟს ჰგავდა,არ უნდოდა არავის შეხედვა,არავისთან საუბარი.სამი დღის შემდეგ მარიტამ შეტყობინება მიიღო,რომ მარტო მისულიყო თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში,მარიტას ეძინა იმ დროს დაღლილს და ნანერვიულებს და შეტყობინება ქრისტიმ წაიკითხა,ზაზას აჩვენა და ზაზამ უამრავი ნაცნობების ჩარევით სასტუმროს მიაგნეს,სასტუმროს ნომერში შესვლისას თურქმა სამართალდამცავებმა ნახეს პატარა რომელიც სიცხისგან გათიშული იწვა და არანაირი რეაგირება არ ჰქონდა.ექიმებისა და ქართველი სამართალდამცავების დახმარებით ბავშვი საქართველოში გადმოიყვანეს.ექიმების მცდელობამ გაამართლა,პატარამ თვალები გაახილა და ზაზას გაუღიმა,ზაზამ კი პატარას მოეფერა ხელებზე და ქრისტის დაურეკა.ამ დროს კი გაოცებული სახით უცქერდნენ ტელევიზორს ყველა,მარიტამ შვებით ამოისუნთქა ზაზას მკლავებში ჩვილი რომ დაინახა. -მარტო როგორ წავიდა,რატომ არაფერი არ თქვა.თქვა ალექსანდრემ მაგრამ ქრისტიმ აუხსნა ყველას შეტყობინების შესახებ და ისიც დასძინა,რომ ზაზას ძალიან ბევრი ნაცობები ჰყავდა და ერთი წუთით არ შეუწყვეტია ბავშვის ძებნა.კარზე ზარი იყო,მარიტამ მივარდა კარს და ზაზას ხელში მძინარე პატარას დაავლო ხელი,ჯერ მისი მონატრებული სუნი შეისუნთქა,მაგრამ საყვარელი სუნის ნაცვლად წამლების სუნი იგრძნო და ზაზას შეხედა. ზაზამ აუხსნა ბავშვის მდგომარეობა და ისიც უთხრა,რომ საშიში აღარაფერი აღარ იყო,მაგრამ მაინც საჭიროებდა ექიმის დაკვირვებით გასინჯვას. -როგორ მიატოვეს ასე ბავშვი. -პატარა როგორც ჩანს გაცივდა,მაღალი სიცხისგან გაითიშა და მათ ეგონათ ხელში ჩააკვდათ და მიატოვეს უპატრონოდ,შენთან კი შეტყობინება გამოაგხზავნეს,აესე ნახავდი ბავშვს მაგრამ მათი აზრით მკვდარს.ჯორჯმა დიდი დრო მოანდომა ნატას პოვნას და როგორც იქნა იპოვნა ერთ დღესაც მის სახლში როცა მივიდა მარიტასთან ერთად ბავშვიანად.ნატა სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.ჯორჯმა გაბრაზებულმა შეხედა და დაუყვირა. -აქ რას აკეთებ,ან რის მიღწევას ცდილობ.ნატა ჭკუას მოუხმე და ჩვილი ბავშვის გამოყენება არაა საჭირი შენი ბინძური ზრახვებისთვის.რა გინდა,ფული გინდა?მითხარი,დაასახელე თანხა და გადავიხდი.ვხედავ სულ სხვა ცხოვრება დაგიწყია,გაუჩინარდი 6 თვე და გამოჩნდი სასწაული ენერგიით სავსე.გაბრიელი აართვა მარიტას ხელიდან და იმ მამაკაცებიდან ერთ-ერთს ხელებში მიაჩეჩა,პატარამ გაუცინა მამაკაცს და მისი პატარა ხელები სახეზე მოუთათუნა,მარიტა კი ცრემლით სავსე თვალებით შესცქეროდა შვილს. -მიდი რას ელოდები,მოკალი ეს განზრახვა ხომ გქონდა მაშინ,როცა გაიტაცე ბავშვი.მერე მამაკაცთან მივიდა და უთხრა.-შეხედე,ამ პატარა თითებს შეხედე,შუბლს,ლოყებს.არ მეგონა ამოდენა კაცი ასეთი უგულო სხეულით თუ მოძრაობდი.ღმერთო ეს სიზმარია რაც ჩემს გარშემო ხდება,ნატა მითხარი ეს რეალობაა? -სამწუხაროდ ეს რეალობაა,გიორგი მე უშენობა გამიჭირდა. -შენ,შენ თავად დაანგრიე ყველაფერი ნატა.ჩამოგაშორე ადამიანებს,რომლებმაც ყელამდე ლაფში ჩაგაგდეს.იცი დღემდე რატომ შეგეშვეს?იცი რატომ დაგანებეს თავი?200,000$ გადავიხადე რომ შენთვის ცხოვრება არ დაენგრიათ,მე კი რა გავაკეთე კიდევ?ასეთი ნატანჯი ქალი შევიცოდე,დიახ შეგიცოდე და შენზე დავქორწინდი.თავზე როგორც კი გვირგვინი მოირგე შენც თავი დედოფლად წარმოიდგინე,ბოლო დროს კი შეიცვალე.რა გინდა ნატა რატომ მტანჯავ მეც და რატომ იტანჯავ შენს თავსაც.მითხარი რა გავაკეთო,რომ მშვიდად ვიყო მეც და შენც. -ნუ ყვირი,შენი ხმა გარეთ გადის. -როდიდან უფრთხილდები ჩემს ნერვებს,იცი რა?შენ ავად ხარ და ამიტომ მეცოდები კიდევ უფრო.ბავშვი აართვა ისევ მამაკაცს ხელიდან და მარიტას გადასცა.-წადი,უხმოდ წადი შენს სტუმრებთან ერთად. -ჩუმად და შეუმჩნევლად წავიდე და მარიტასთან დარჩე?ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ქორწინებაში ვართ.გიორგი თუ ჩემი არ იქნები არც მისი არ იქნები.ჯორჯს ჩაეცინა,მაგრამ არ იმჩნევდა შიშს,განა თავის თავზე დარდობდა იქ ხომ მარიტა და ბავშვი ჰყავდა ამას დარდობდა.მიხვდა,რომ ნატას კიდევ უფრო საშინელი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული.არ შეეპუა და პირდაპირ უთხრა ის ფიქრები და გრძნობები რასაც მარიტას მიმართ განიცდიდა. -დიახ,მარიტა არის ჩემს გვერდით,ის ჩემი შვილის დედაა,ქალი რომელიც არის იმ ადგილზე სადაც უნდა იყოს.ქალი რომელსაც შეხედავ და გული არ გაგიწევს სხვისკენ გაკმაყოფილებს მისი ხიბლით და მისი ყველაფრით.მისი ღიმილია რომელიც საღამოს მავიწყებს ყველა იმ პრობლემებს რომელიც მაქვს მთელი დღის მანძილზე.ბედნიერი ვარ,რომ სწორედ ის ქალია დღეს ჩემს გვერდით.სწორედ ასეთი ქალი წარმომედგინა ყოველთვის ჩემს გვერდით,რაც არ უნდა მტკივნეული იყის შენთვის მინდს გითხრა,რომ ჩემი ოცნების ქალია მარიტა და ჩემი ყველა შვილის დედაც ის იქნება.მინდა წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან,ჩვენი ერთად ცხოვრების წლები აქ დასრულდა.ჩვენში ძლიერი გრძნობა რომ ყოფილიყო,ჩვენ აქამდე არ მოვიდოდით,ამ წუთამდე.ჩვენ მივეჩვიეთ მხოლოდ ერთმანეთს და მეტი არაფერი არ ყოფილა ჩვენში ზედმეტად.მარიტას გამოჩენის შემდეგ გამოაჩინე შენი სახე,სახე უნიღბოდ რომ დავინახე იქ ზიზღი,ირონია,ცინიზმი და შურისძიება წავიკითხე რამაც ძალიან შემაშფოთა.პირველი დანახვიდანვე შეიზიზღე,მაგრამ მე იმ პირველი დანახვიდანვე შევიყვარე.მართალი იყავი მარიტაში რომ ყოველთვის კონკურენტს ხედავდი,რადგან მიხვდი მე მარიტა მომიტანდა იმ ბედნიერებას,რომელიც ვერ მომიტანე შენ.მარიტამ იცის როგორ გააბედნიეროს საყვარელი მამაკაცი,როგორ მყარი გახადოს ოჯახი.არ ვბრაზდები შენზე,რადგან ყოველთვის ვიცოდი,რომ ერთ დღეს მოგწყინდებოდა წყნარი და თბილი ცხოვრება,ვიცოდი ერთ დღეს დარუნდებოდი იქ სადაც თავს უფრო ბედნიერად გრძნობდი.არასოდეს არ ყოფილა შენი კოცნა ვნებით სავსე,ვნება მე მარიტამ ამიფეთქა და არა შენ.დატოვე ჩემი სახლი,წადი და დაფიქრდი აქედან გასული გზაჯვარედინზე დადგმულმა რომელ გზას დაადგე.ცხოვრება რომელსაც მიეჩვიე ან მიგაჩვიეს,არ შეიძლება დაივიწყო ასე ადვილად.შესაძლებელია მოგბეზრდეს რაღაც და მისგან გაიქცე,მაგრამ მაგ წუმპეს ვერასოდეს ვერ გაექცევი.ყველას აძლევს ცხოვრება იმას რასაც და როგორსაც იმსახურებს.ჯორჯმა კარი გააღო და ხელით ანიშნა სტუმრებს სახლიდან გასულიყვნენ.კარი დაკეტა და დაფიქრებული იდგა.მიხვდა ნატა არ აპატიებდა ამდენის თქმას და ალექსანდრეს დაურეკა.მოუყვა რაც მოხდა და მისი ეჭვებიც გაანდო,მართლაც ალექსანდრემ პატრულთან ერთად მივიდა ჯორჯის სახლში და მის მანქანაში ასაფეთქებელი ნახეს დამაგრებული.გაძლიერდა ნატას ძებნა,ჯორჯმა კი იმ დღეს წერტილი დაუსვა მის გადაწყვეტილებას,ყველას დაურეკა,მარიტას მშობლებიც ჩამოაყვანინა ალექსანდრეს სოფლიდან და მარიტას საუკუნოდ ერთად ცხოვრება შესთავაზა.ვერ გაჩერდა შიშისგან მარიტამ იმ სახლში და ისევ ალექსანდრესთან მივიდნენ,მარიტას ისეთი შიშები და განცდები ჰქონდა ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა რომ დამშვიდებულიყო,ერთ დღეს ქრისტიმ გარეთ გაიყვანა და საღამომდე ატარა,იქამდე ატრიალა წაღმა-უკუღმა მაღაზიებში სანამ არ გამოექცა და გაბრაზებულმა არ შეაღო სახლის კარი,სახლში კი ყველა იქ იყო და როგორც იქნა დაინახა ალექსანდრეს გვერდით მისი საყვარელი ქალი სოფი.ღიმილით მიესალმა და ეგონა ეს საზეიმო განწყობა სოფის გამო იყო მოწყობილი,რომ უეცრად მის წინ ჯორჯმა მუხლზე დადგა და უთხრა. -საყვარელო,გავბედავ და გთხოვ შენს ნატიფ ხელს და არა მარტო ხელს,შენს გულს,შენს სულ და მინდა შენი სიცოცხლე ჩემს სიცოცხლეში ჩავდო და ამიერიდან ერთი სუნთქვით ვისუნთქოთ.დაიბნა,აბლუკუნდა,შერცხვა,ცრემლიც წამოუვიდა.მის თვალწინ გაიარა ყველა იმ სასიამოვნო თუ საშინელმა მოგონებებმა.ჯორჯმა ბავშვთან ერთად აიღო მარიტას ხელი და ულამაზესი ბეჭედი გაუკეთა ხელზე. -ეს,ეს,ეს ხომ ძალიან ძვირი ღირს. -შენ ამ ბეჭედზე ძვირფასი ხარ მარიტა და ჩემთვის ფასდაუდებელი განძი,რომელმაც ბედნიერი ფეხით შემოდი ჩემს ცხოვრებაში,მაჩუქე ის სიხარული რასაც ვოცნებობდი და მინდა ეს სასიახულო და ბედნიერი წუთები გაგრძელდეს უსასრულოდ. -დარწმუნებული ხარ,რომ შევძლებთ ერთად ცხოვრებას? -შევძლებთ,ჯერ კიდევ ბევრს შევძლებთ და შენ კი მოემზადე მეჯვარეობისთვის უთხრა ზაზას.-იმედია უარს არ იტყვი.ზაზამ დაბნეულად შეხედა ჯორჯს და პატარა გაბრიელი აიყვანა ხელში. -უარი უნდა ვთქვა ამ ანგელოზის ნათლიობაზე?ეს ხომ დაუშვებელია.მზად ვარ,რა თქმა უნდა ძალიან გამახარე ჯორჯ. -მაშ მეგობრებო,დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება,ისევ ერთად,ისევ დიდი და სიყვარულით სავსე ოჯახი ვართ.თქვა ალექსანდრემ. -მიყვარხარ ისე ღრმად და ისე ძლიერად,რომ მეშინია არ დამეკარგო თვით ჩემს გულში და სულში,არ გაიბნე ჩემში ისე რომ ვეღარ მოგძებნო,შენ ჩემი სულის ის ნაწილი ხარ,რომელსაც ჩუმად გეძებდი დიდხანს. -მიხარია,მაგრამ თან მეშინია კიდევ ასეთ შემოტევას ვერ გავუძლებ ჯორჯ რასაც გავუძელით ამ ბოლო ორ თვეში. -ის უკვე წარსულია,დაივიწყე დღეიდან ახალი ცხოვრებას გთავაზობ,შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი ხარ,მხოლოდ შენ მასწავლე გზაზე სწორი მიმართულებით მევლო და მინდა ამ გზის ბოლოშიც ერთად გავიდეთ ხელიხელ ჩაკიდებულებმა. -ჯერ კიდევ შიშის გრძნობას ვყავარ შეპყრობილი. -შიში რომელიც შენში ჩასახლებულა მე გავნდევნი მათ და გპირდები,რომ ბედნიერები ვიქნებით.შენ მე და ჩვენი შვილი ამ ჩვენს გიჟ და გადარეულ სამეგობროსთან ერთად. -შენ ვინ გყავს მეჯვარედ,ალბად ქრისტი. -ეს არ მოხერხდება,მელანოს ვეტყვი. -რატომ,უარზეა? -არა,რა უარზე,მაგრამ მგონი ზაზას და ქრისტის შოროს რაღაც ხდება. -ააააა,μαλιστα. -რა თქვი? -არაფერი,გასაგები არისთქო.ჯორჯმა მტკიცედ დაიცვა მისი ნათქვამი სიტყვა,მისი მამობრივი გრძნობა იმაზე დიდი იყო ვიდრე წარმოედგინა თავადაც.ეხმარებოდა მარიტას ბავშვის მოვლაში.სითბო და სიყვარული ბუდობდა მხოლოდ მათ გარშემო,და უსაზღვრო ბედნიერება იყო მისთვის როცა პატარა სხეული გულზე ეწვინა და მასთან ერთად ეძინა,ისინი ერთი გულით სუნთქავდნენ.ის იყო პატარა ადამანი,რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება.დილით ახალ გაღვიძებულზე მარიტას უთხრა. -სიცოცხლე და ბრძოლა თქვენს გამო,მხოლოდ ამად ღირდა.თქვა ჯორჯმა როცა პატარა შუაში ჩაიწვინეს. -მიუწვდომელი ოცნება არ არსებობს,თუ მოინდომებ ყოველთვის აგისრულდება ის,რაც მთელი გულით გინდა და თქვენ მე ამისრულდით ჯორჯ.უკვე გაღვიძებულ გაბრიელს ეთამაშებოდა,რომ ჯორჯს ტელეფონზე დაურეკეს,უცხო ნომერი იყო და თავისი ჩვეული ხმით უპასუხა. -გისმენთ. -ბატონო გიორგი გთხოვთ მობრძანდეთ საავადმყოფოში,თქვენი მეუღლის მდგომარეობა ძალიან რთულია. -რა ხდება,რა მოუვიდა. -გთხვთ აქ მობრძანდეთ.ჯორჯმა ტელეფონი გათიშა და მარიტას შეხედა. -რა ხდება,რა სახე გაქვს. -ნატა,ნატაა საავადმყოფოში. -რატომ,რა ჭირს. -არაფერი არ ვიცი,ვერაფერი ვერ გავიგე. -რას ელოდები,ადე და წადი გაიგე იქნებ რა ჭირს და შენი დახმარება ჭირდება.ჯორჯმა წამოდგა საჩქაროდ ჩაიცვა და გზიდან ალექსანდრეს დაურეკა,თითქმის ერთად მივიდნენ საავადმყოფოში. -ვის ეძებთ,ვისთან ხართ. -იცით მე დამირეკეს აქ ნატა................ -ააა,ვიცით ექიმი გელოდებათ.ალექსანდრემ და ჯორჯმა ერთმანეთს შეხედეს და ექიმის კაბინეტისაკენ წავიდნენ.გზაში კი გოგონას სიტყვები გაიგონა. -რა ქმარი ყოლია და რად უნდოდა ეს სასიკვდილო ნარკოტიკი. -იქნებ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ნარკოტიკში პოულობდა შველას.ექიმის გაბინეტზე ფრთხილად დააკაკუნა და შემდეგ შეაღო და იქ ტირილისაგან თვალებდაწითლებული მიშას და თამილას შეხედა,შემდეგ ექიმს შეხედა,მიხვდა ექიმმა ჯორჯმა რა თვალებით შეხედა და წყნარი ხმით უთხრა შეკითხვების გარეშე. -ვწუხვარ ბატონო გიორგი. -რა მოხდა,შეგიძლიათ ამიხსნათ? -თქვენი მეუღლის სისხლში ანალიზებმა კოკაინის ზედმეტი დოზა გვიჩვენა,ამიტომ ბევრი ბრძოლის შედეგადაც ვერ შევძელით მისი გადარჩენა. -ვიცოდი,ვიცოდი რომ ისევ იმ გზაზე დაადგებოდა,ვაკონტროლებდი მაგრამ მაინც შეძლო და თავიც დაიღუპა.თქვა ჯორჯმა. -თავს ნუ იდანაშაულებ,გიორგი ჩემი ბრალია ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.თქვა მიშამ.ალექსანდრემ და ჯორჯმა ვილაში მივიდნენ სადაც ნატას ძალიან უყვარდა ყოფნა,იმ საძინებელში შევიდნენ სადაც ოდესღაც თავიანთი საძინებელი ჰქვიოდა.საწოლზე რვეული იდო და ალექსანდრემ აიღო ხელში და ჯორჯს მიაწოდა. -ეს შენთვის არის დაწერილი.ჯორჯმა გამოართვა და გადაიკითხა. გიორგის,ანუ ჯორჯ გურენს. თავიდანვე ვიცოდი ვინ იყავი,მაგრამ ვითამაშე. იმდენად გამიტაცა ამ თამაშმა შემიყვარდი,მაგრამ წავაგე.შორიდან გითვალთვალებდი მინდოდა შენში მინუსი დამენახა,მაგრამ იმდენად დადებითი პიროვნება იყავი ვერაფერი მინუსი ვერ აღმოვაჩინე,ამან კიდე გააძლიერა ჩემი გრძნობა.ჩემს თავს ვეთამაშე და დავაშავე,მართლა შემიყვარდი.მახსოვს ის წუთები,თითქოს ახლა ხდება ეს ყველაფერი თავიდან.შენი ჩაცმულობა უბრალო,მაგრამ მოხდენილი.ჩემს თავთან მქონდა ომი გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი რომელიც გადავდგი.ერთ საღამოს კი ბოლომდე დავუსვი წერტილი ყველაფერს,როცა ერთ ბარში შენგან წამოსულ სიგარეტის თეთრი ბოლი შევისუნთქე,რომელსაც შენი სუნამოს სუნი და ცოტა ალკოგოლის სუნიც ერწყმოდა.იმ წუთში წარმოვიდგინე შენს გვერდით ჩემი თავი შიშველი და წერტილიც დავსვი.რაც მინდოდა ის გავაკეთე,მაგრამ ბოლომდე ვერ შეგინარჩუნე.მარიტამ,მარიტამ წამართვა შენი თავი.ამიტომ მე ჩემს როლს ვტოვებ ჩემს შექმნილ სცენაზე და გავდივარ სპექტაკლიდან.უკვე ვიცი რომ შენ მე აღარ მეკუთვნი,შენ უკვე შენი ტკბილი სამყარო გყავს,ის სამყარო რომელიც მე ვერ ან არ მოგეცი. ჯორჯ არ გაგიკვირდეს,რომ შენი ფსევდომინი ვიცი,ეს უკვე დიდი ხანია რაც ვიცი,მაგრამ ერთხელაც არ წარმომითქვამს.საოცრად მომწონდა შენი სიმღერები,მე შენი საყვარელი მსმენელივარ.მინდა ბედნიერი იყო ჯორჯ. ,,ნატა'' -ჯორჯ ეს რა არის.შეეკითხა ალექსანდრემ.ჯორჯმა ალექსანდრეს შეხედა და საწოლთან გამოღებულ უჯრაში უამრვი წამლები და ტაბლეტები დაინახა. -მთელი ეს წლები,რა ბრმა ვყოფილვარ.ხედავ როგორ მეთამაშა?შეეძლო,ალექსანდრე მას შეეძლო შვილი გაეჩინა,მაგრამ არ გააჩინა და როცა მარიტა გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ეჭვიანობით სკდებოდა. -დაწყნარდი,ის აღარ არსებობს. -აი ამ წამლებმა დამანახეს როგორ იყო ჩემს მიმართ,გარკვეული დრო ჩემს თავს ვადანაშაულებდი,ვფიქრობდი იქნებ დავუშვი შეცდომათქო,მაგრამ საქმე ჩემში არ ყოფილა,საქმე მასში იყო. -მიცვალებულებზე ცუდს არ ამბობენ,მაგრამ არასოდეს არ მომწონდა ეს ქალი შენს გვერდით და შენს ცხოვრებაში. -წავედით,ვინმეს გამოვუშვებ და აქაურობას მიალაგებენ ტანისამოსს კი ეკლესიას ან ღარიბებს გადავცემ. -წავედით მეგობარო,ცხოვრება წინ მიდის და გრძელდება ასე არ ამბობენ? -ალექსანდრე არსებობს კი მარადიული სიყვარული? -ნამდვილ სიყვარულს დრო არათუ რაიმეს აკლებს, პირიქით უფრო აძლიერებს, აღრმავებს და ასაზრდოებს.მთავარი უპირატესობა და ერთმანეთის მიმართ თავგანწირვაა,ცხოვრებაში პირველ ადგილზე გახსოვდეს სწორედ ის ვინც ყველაზე და ყველაფერზე ძალიან გიყვარს.თუ საჭიროება მოითხოვს უარი უნდა თქვა ყველაფერზე,პროფესია,კარიერა უნდა დაივიწყო და მის გვერდით დადგე,რადგან ის ყველაზე ძვირფასია და შესაძლებელია იმ დროს მას მხოლდ შენი გვერდით დგომით ძალა ჭირდება.ყველაფერი ის, რაც კვებავს სიყვარულს ფაქტობრივად, ცხოვრების წესად გაიხადეთ.ამ ძლიერ გრძნობებს ხომ მოვლა და გაფრთხილება სჭირდება,თქვენ ერთმანეთის საერთო ტკივილმა უდიდესი გამოცდა მოგიწყოთ,რომელიც კარგად ჩააბარეთ.ამიერიდან ბედნიერი წუთებითა და საათებით, სირთულეებით, და ამ სირთულეების გადალახვის ერთობლივი ძალისხმევით იცხოვრეთ კიდევ უამრავი წლები ერთმანეთის მხარდამხარ.ჯორჯმა გადაეხვია ალექსანდრეს და მომლოდინე მარიტასთან წავიდა ჩქარი ნაბიჯით,სახლში მისულს კი პატარა გაბრიელი ფეხებზე შემოეხვია.მარიტამ მიახლოვდა და უთხრა. -რა აზრის ხარ შენი სუროგატი დედა კიდევ ერთი შვილის დედა რომ გახდეს,მაგრამ ამჯერად სრულიად მშვიდ გარემოში. დასასრული. ავტირი მზია ფერაძე. -16.05.2018. ადამიანში ყველაზე კარგი ისაა,როცა ეტყვიან ,,შენ კი არა,შენში შენი სული არის ლამაიო''.ეს სიტყვები დიდ ადამიანს ეკუთნის როგორიცაა ,,პაულო კოელიო''.მადლობა მინდა გითხრათ და მოვეფერო შოროდან თქვენს ლამაზ შინაგან სამყაროს.მახარებთ,მაბედნიერებთ.რა თქმა უნდა მეტკინა კიდეც როცა წავიკითხე,თურმე ეს მთელი ისტორია ერთ-ერთი თურქული სერიალის დაკოპირებაა,მაგრამ მინდა გითხრათ ჩემი ზურას სულს ვფიცავარ,არანაირი თურქული სერიალის არცერთი მომენტი ამ ისტორიაში არ არსებობს.ზურა ჩემი ტკივილია,ჩემი სულის სიმწარე და არ მივცემ უფლებას ჩემს თავს ის ტყუილზე დავიფიცო.ამიტომ ძალიან გთხოვთ,როცა რამეს დაწერთ ჯერ კარგად გაანალიზეთ რას წერთ და დასკვნა მერე გამოიტანეთ.შესაძლებელია ვინმე აკეთებს და სხვისი ისტორიებით თავის სახელს იმაღლებს,მაგრამ არა მე.მიყვარხართ ყველა და მადლობა ყველას იმ სტიმულითვის ძალას და ენერგიას რომ მაძლევთ თქვენი არსებობით.გემშვიდობებით დროებით,ახალი ისტორიამდე რომელიც ამ ისტორიის პარალელურად უკვე წერის პროცესშია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.