შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი" (თავი 5 )


16-05-2018, 19:37
ავტორი teengirllove
ნანახია 3 060

მთელი ღამე პალატაში გავატარე ,დილით რომ გავიღვიძე ზურგი საშინლად მტკიოდა,წითელი ქუსლიანები ჩავიცვი,შავი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი ტანზე მოვისწორე ,თმა ავიწიე ,დემეს ეძინა ნაზად ვაკოცე და პალატა დავტოვე.
-მიდიხარ უკვე? კარებში ვეჯახები მარიამს
-ხო სამსახურში ,რომ დავაგვიანო ის ტირანი მომკლავს
-ხო მესმის, კარგი მიდი მე ვიქნები დემესთან, შუადღეზე პასუხები იქნება, ხომ გახსოვს?
-კი და მოვალ
-კარგი პატარავ -ნაზად მაკოცა ,მეც გიჟივით გამოვვარდი და პირველივე ტაქსს ჩავუჯექი მანქანაში.
-საით მიდიხართ გოგონა?
მისამართი სწრაფად ვუთხარი და ფანჯარაში დავიწყე ყურება-გათხოვილი ბრძანდებით?
-არა
-ასეთი ლამაზი გოგონა რატომ არ არის გათხოვილი? უკვე ნერვებს მიშლიდა,მკვლელი მზერით გადავხედე თავმოტვლეპილ ტაქსის მძღოლს
-თქვენ რა განაღვლებთ?!
-არაფერი უბრალოდ მომეწონე -თავი მოატრიალა და ერთი კარგად ამათვალიერა
-გააჩერეთ!!
-რა?
-გითხარით გააჩერეთ მეთქი!
მანქანიდან გადმოვხტი,ფული მივუგდე და გაბრაზებული ჩამოვჯექი იქვე, ტაქსითაც ვეღარ გიმგზავრია წესიერად ადამიანს რა.
-ბარბარე? თავი ავწიე და ბოლო დონეზე გაკრეჭილი ილია დავინახე
-ბატონო ილია-ღიმილით გავემართე მისკენ
-მანდ რატომ დგახარ, ჩაჯექი
-არა ,არ შეწუხდეთ ,ავტობუსს დაველოდები
-რასამბობ ბემბი ,რა შეწუხება ,დაჯექი სწრაფად
-მადლობა-სწრაფად მივუახლოვდი და გვერდით მოვუჯექი
-სულ ავტობუსით დადიხარ?
-არა ხან ტაქსით,ხანაც ჩემს ძმას მოვყავარ
-ძმა გყავს?
-დიახ ,დემნა ჰქვია
-ვაა ძალიან კარგია ,დღეს რა მოხდა ისეთი არც ტაქსი და არც ძმა რომ არ გამოგადგა?
-ძმას სიცხე აქვს ,ტაქსი კი..უბრალოდ მძღოლს ჰქონდა ცუდი ენა
-რამე ისე ხომარ გაკადრა ბემბი? ხმა დაუსერიოზულდა ილიას
-არა ,არა ისეთი არაფერი. უბრალოდ იქ ჯდომა აღარ მინდოდა და გავაჩერებინე
-გასაგებია,თუ რამეა შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
ნაზად გავუღიმე.მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია,ორივე სხვადასხვა რამეზე ვფიქრობდით,მე ჩემს ძმასა და მის ანალიზებზე ,ბატონი ილია კი ალბათ საქმეზე .მანქანა უფროსების სადგომთან გააჩერა ,ღვედი შევიხსენი ,ფეხი გადმოდგმული არ მქონდა გვერდით შავი მანქანა გაჩერდა და დემეტრე გადმოვიდა,როგორც ყოველთვის მკაცრი გამომეტყველებით მოგვიახლოვდა,შავი პერანგი ,შავი შარვალი და ამავე ფერის მანტო ეცვა,არასდროს მინახავს შავი ვინმეს ისე უხდებოდეს როგორც ამ ტირანს.
-ვაა დემუშ ,შენც ეხლა მოხვედი? ღიმილით ჰკითხა ილიამ და გვერდით მომიდგა
-რამდენჯერ უნდა გითხრა ასე ნუ მეძახითქო! მკვლელი თვალებით გადმოგვხედა ორივეს -ბარბარე ,როგორცკი ავალთ ყავა შემომიტანე.
მორჩილად დავუქნიე თავი,შემდეგ კი კაბინეტში შევედი ყავა გავამზადე ,ოთახში შევუტანე და დღის გეგმა გავაცანი
-ბარბარე პროექტზე რა ხდება?
-ვმუშაობ ბატონო დემეტრე,როგორც დაგპირდით დათქმულ ვადაში დავასრულებ
-წარდგემნამდე მე მაჩვენე ,არ მინდა რაიმე შეცდომა დაუშვა
-კარგით.
-ხო მართლა,ილიას დაურეკე ამოვიდეს.
კაბინეტი დავტოვე და ბატონ ილიას დემეტრეს დანაბარები გადავეცი,შემდეგ მარიამს გადავურეკე ამბის გასაგებად.
-აბა რაარის ახალი?
-რავი ბარბი,სიცხე აღარ აქვს ,დღეს წვნიანი გავუკეთე და კარგად ჭამა
-მართლა,რაკარგია,ანალიზები რომელზე იქნებაო?
-3-ზეო
-აუუ,მე შესვენება 4-ზე მეწყება
-ხო,მოდი და ერთად ვკითხოთ,არამგონია რამე სერიოზული იყოს,ალბათ ვარჯიშისგან გამოეფიტა ორგანიზმი და იმის ბრალია.
-აუ,არვიცი იმედია..კაი კაი წავედი თორემ ტირანი თავისი კაბინეტიდან თვალებით მკლავს, ვერ იტანს ტელეფონზე რომ ვხარჯავ დროს
-ვაიმე,მომიკითხე ეგ ტირანიკო
-ხო აბა რა ,შევალ და ვეტყვი ჩემმა დაქალმა მოგიკითხათქო..
-ხო და ბარემ ისიც დაამატე ცოლად ხომარ მოიყვანთქო-სიცილით კვდება
-კაი წავედი,გაკოცე .
-კაი პკ.
ტელეფონი გავთიშე და საქმეს შევუდექი.

***დემეტრესთან***
-მეძახდი დემუშ? როგორც ყოველთვის მხიარულად შეაბიჯა ილიამ კაბინეტში
-დაჯექი-მკაცრი ტონი არ ლბებოდა-საქმე მაქვს შენთან
-აბა გისმენ.
დემეტრე ნელა წამოდგა სავარძლიდან და ფანჯარაში დაიწყო ყურება-შენ ხომ იცი ,მე რა აზრის ვარ თანამშრომლებს შორის რომანზე?
-კი
-მაშინ ამიხსენი რატომ გხედავ სულ ჩემს მდივანთან ერთად?
-რა მარტივ რაღაცას მეკითხები-გაიკრიჭა ილია-იმიტომ ,რომ ვმეგობრობთ
-ნუ იბღინძები!- იმხელაზე დაიღრიალა კინაღამ შუშები დაილეწა-შენ ჩემი პარტნიორი ხარ ილია,თან არც ისე ცოტა ხანია.იცი ,რომ დიდად, არ მომწონხარ, მაგრამ მამაჩემის სურვილს ვეცი პატივი.იცოდე -აქ უკვე თითის ქნევაზე გადავიდა-ჩემს მდივანს ახლოს აღარ გაეკარები,მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გექნებათ ,მორჩა და გათავდა!
-ვერ გავიგე რას ვაშავებ დემუშ
-და ნუ მეძახი ამ დემუშს!,გეგონება შენი კარგი ძმაკაცი ვიყო,ჩემთან აფერისტობა არ გინდა ილია.
ილიას სახე დაუსერიოზულდა ,ფეხზე წამოდგა და ამაყად დადგა -მისმინე დემეტრე,მხოლოდ იმიტომ გცემ ამწუთას პატივს ,რომ პარტნიორები ვართ.მაგრამ ზედმეტებში ნუ გადახვალ,მე ვიცი ვისთან რა ურთიერთობა უნდა მქონდეს ,შენ ვერ დამიშლი!
-გქონდეს ,ვისთანაც რა გინდა ის გქონდეს,მაგრამ ჩემს მდივანს თავი დაანებე და ტვინს ნუ ურევ!
-მე არავის ტვინს არ ვურევ დემეტრე,ბარბარე კი ძალიან კარგი გოგოა,ძალიან მომწონს ,ამიტომ არ შევეშვები და საერთოდ შენ რა გადარდებს ,მდივანია -და ხომ არა?
-მე არ მინდა ჩემს მდივანთან რაიმე სახის ურთიერთობა რომ გქონდეს ,ილია ,არ მინდა სამსახურში აცილებდე,გაითვალისწინე ეს .
-მეცოდება ეს გოგო შენს ხელში-ესღა თქვა და ოთახი დატოვა
*****
-ბატონო დემეტრე .
-გისმენ ბარბარე ,რა ხდება?
-შესვენებაზე უნდა გავიდე ,თუ არ გჭირდებით-იმდენად დიდი მოეჩვენა იმწუთას გოგონას ლურჯი თვალები ლამის შიგნით ჩაიძირა ,თვალები რომელიც შეშინებული იყურებოდა,გაფართოებით მისჩერებოდა და მისგან პასუხს მოელოდა
-წადი..
-კარგით. ბოლოჯერ შეავლო თვალი და ოთახი დატოვა ,ცოტახანს იდგა დემეტრე და მისჩერებოდა ადგილს სადაც ის ცოტახნისშინ იდგა ,შემდეგ ჩაეღიმა და სავარძელში ჩაეშვა .

***ბარბარე**
გიჟივით გამოვვარდი ,ეგრევე საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი,სწრაფად მივედი იქაც და პალატის კარები შევაღე,მარიამი დემეტრეს ლოგინთან იჯდა,თავი მის ხელზე ედო ,თვალები მიენაბა ,რომ მივუახლოვდი თავი ასწია ,ნაზად გამიღიმა.
-მოხვედი უკვე?
-ხო,წამოდი რა სწრაფად გავიგო პასუხი
-დამშვიდდი ნუ ხარ გაფითრებული,ყველაფერი რიგზე იქნება.
თავი დავუქნიე ,მორჩილად გავყევი ექიმის კაბინეტისაკენ
-მობრძანდით.. სათვალის ქვევიდან ამომხედა ექიმმა და მის წინ მდგარ სავარძელზე მიგვანიშნა დაჯექითო.
-ჩვენ ანალიზების პასუხი გვაინტერესებს .
-დიახ მივხვდი-დაბნეულმა გადმოგვხედა და ღრმად ჩაისუნთქა-საქმე იმაზე რთულად არის ვიდრე მეგონა-ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული
-ექიმო არაფერი დაგვიმალოთ-ბუნდოვნად მესმოდა მარიამის სიტყვები
-მას ,სიმსივნე სჭირს..
ამის თქმა და თავში რაღაცის დატრიალება ერთი იყო,მარიამმა როგორცკი შემომხედა მაშინვე აიღო იქვე მაგიდაზე მდგარი დოქი,წყალი დამისხა და მომაწოდა,ცოტა გონს მოვედი
-კარგად ვარ,გისმენთ-ენა ძლივს მოვაბრუნე
-მოკლედ სიმსივნე აქვს ,ოღონდ მსუბუქი ფორმით,მხოლოდ ოპერაციით ვუშველით ყველაფერს,ნუ იქ კი უნდა ქიმია და რაღაცეები ,მაგრამ ოპერაცია აუცილებელია.რაც შეეხება სიცხეს ,ეს დამატებითი ვირუსის ბრალია,კიდევ კარგი ანალიზები ავუღეთ და ტომოგრაფიაც ჩავუტარეთ,თორემ უფრო გართულდებოდა საქმე..
-რა ჯდება ოპერაცია,ეხლავე გაუკეთეთ-წამოვიყვირე უცებ
-ძალიან ძვირი ჯდება ,ოპერაცია,ქიმია,წამლები. მართლა ძალიან ძვირია გოგონა
-მაინც რამდენი?!
-40.000 ყველაფერი ერთად,შეიძლება მეტიც დაგვჭირდეს შემდგომ
-რა?! -მორჩა უკვე ვიგრძენი როგორ წამერთვა ძალა ფეხებში,ხელებში,კისერსაც ვერ ვიმორჩილებდი,ყველაფერი ერთად დატრიალდა ,თითქოს თვალზე ბინდი გადამეკროო,ყველაფერი გაპრჭყვიალდა ,ბოლოს კი გაშავდა.
თვალები რომ გავახილე უკვე პალატაში ვიწექი,მარიამი მედგა თავზე,
-რახდება?
-ბაბი გონება დაკარგე
-უნდა წავიდე
-მაგრამ სუსტად ხარ!
-რადროს ეგაა,ფული უნდა ვიშოვოთ.. ვთქვი და სწრაფად წამოვვარდი ლოგინიდან -ეხლა სამსახურში მივბრუნდები ,საღამოს მოვიფიქრებ რამეს .
-ხომ კარგად ხარ? გაკვირვებულმა შემომხედა მარიამმა
-კი,წავედი .
ჰაერზე გამოვედი თუარა მაშინვე დავტოვე ყველაფერი უკან და ცრემლებს საშუალება მივეცი წამოსულიყო, სამსახურის გზას დავადექი ,თან ვტიროდი,მკლავდა იმის წარმოდგენის რომ შეიძლებოდა ხვალ ჩემი ძმა არ მყოლოდა ,ვერ ვეჩხუბებოდი,ვერ ჩავეხუტებოდი,ვერ შევიგრძნობდი მის სურნელს,სახლში რომ მივალ ვერ გამიღებს კარებს და ვერ მეტყვის ,,ვაა ბარბი მოსულაო" ,.იქვე ჩამოვჯექი სკამზე ,თავი ხელებში ჩავრგე ,გული მტკიოდა ,ისე რომ გამისკდებოდა ,აუტანელი ტკივილი იყო..ასე ვიჯექი ცოტახანს ,მერე გამახსენდა სამსახურში წასასვლელი რომ ვიყავი,თვალები მოვიწმინდე ,ტაქსი გავაჩერე და ოფისში დავბრუნდი,ალბათ იკითხავთ ამ მდგომარეობაში რადროს საქმეაო ,მაგრამ სამსახურის დაკარგვა არ მაწყობს ამწუთას,ძლიერი უნდა ვყოფილიყავი.
-ბარბარე,რა გჭირს? დერეფანში შემეფეთა ანა
-არაფერი ,რახდება?
-სად ხარ ამდენ ხანს,დემეტრე გამწარებული გეძებს
-ხო შევალ..უხალისოდ ვუთხარი და პირდაპირ უფროსის კაბინეტის წინ ავესვეტე,ფრთხილად დავაკაკუნე,იმდენად ცუდად ვიყავი არ მანაღვლებდა რას მეტყოდა
-შემოდით! გაისმა იქედან მკაცრი ბარიტონი..აკანკალებული შევედი ,ფანჯარასთან იდგა ,ჩემგან ზურგით
-მეძახდით?
-სად ჯანდაბაში იყავი?! დაიღრიალა და შემოტრიალდა ,როგორცკი შემომხედა სახე ეცვალა,ალბათ ჩემი თვალები შეამჩნია
-მაპატიეთ დამაგვიანდა ,შეგიძლიათ ხელფასიდან ჩამომაჭრათ-თვალები დავხარე და ისე ვუთხარ
-ამჯერად არ ჩამოგაჭრი გაპატიებ,სხვადროს აღარ დააგვიანო-იმდენად რბილი და თბილი ხმა ჰქონდა გამიკვირდა..ასე უცებ რამ მოალბო?
-მადლობა-ჩავიჩურჩულე და ოთახი დავტოვე.
***
კაბინეტში ვიჯექი,ვფიქრობდი ფული სად ჯანდაბაში შეიძლებოდა მეშოვა,ყველა ჩემს ნაცნობს დავურეკე მაგრამ ამხელა თანხას ვინ მასესხებდა .
-ხო მარიამ-თავი მაგიდაზე მედო ,თან ვლაპარაკობდი
-ფულზე რაქენი? -მასაც ნამტირალევი ხმა ჰქონდა
-არავის აქვს,ან ვის ექნება ამხელა თანხა-ვუთხარი და ტირილი ამივარდა
-ბარბი ,რაღაცას გეტყვი და არ მეჩხუბო
-რახდება?
-მგონი მათთან უნდა მიხვიდე
-არა,შანსი არაა ! -შევყვირე და თავი წამოვწიე,მაშინვე დემეტრეს თვალებს წავაწყდი ,თავის კაბინეტში მაგიდასთან იჯდა და მიყურებდა
-ამაზე სახლში ვილაპარაკოთ მარი,ეხლა გაგითიშავ.
-იფიქრე ამაზე, გთხოვ..
ტელეფონი გავთიშე და მაგიდაზე ხმაურით დავაგდე,ისევ დემეტრეს გავხედე რომელმაც მანიშნა ყავა შემომიტანეო,მეც ზლაზვნით ავდექი და ყავა მივურბენინე,მკაცრი მზერა მსტყორცნა -საქმეს მიხედე და ტელეფონი გვერდით გადადე ,გასაგებია?
-დიახ.
-საერთოდ სამსახურის საათებში თუ არ ილაპარაკებ ამ ტელეფონზე უკეთესი იქნება
-კარგი..
რომ არ შევეწინააღმდეგე ალბათ გაუკვირდა ,იმწუთას ისეთი სახე ჰქონდა.
კარები გამოვიხურე და გამოვედი,ეხლა თავი არ მქონდა თორემ, სიამივნებით დავამხობდი ყველაფერს თავზე,ეს ტირანი ეს..ეს..ჯანდაბა ყველაფერზე ნერვები მეშლება უკვე.
**
ძალაგამოცლილი ვიწექი ლოგინზე ,ცალ ხელში ტელეფონი მეკავა,მეორეში ნომრების წიგნაკი,აღარაფრის თავი აღარ მქონდა,თვალებიდან ვეღარ ვიხედებოდი ისე დამსიებოდა ტირილისაგან.კარებში გასაღების გადატრიალების ხმა გავიგე,ცოტახანში მარიამიც შემოვიდა
-გაგიჟდი შეენ?! მომვარდა ყვირილით,მასაც დასიებოდა თვალები
-რამოხდა?
-მთელი საღამოა გირეკავ,გავგიჟდი ტელეფონი სულ დაკავებული იყო,ბოლოს შემეშინდა რამე ხომარ დაემართათქო- წარბშეკრული მომიახლოვდა და იქვე ჩამოჯდა
-იცი ახლა როგორ გავხარ იმ ტირანს?-ვუთხარი და ისტერიკული სიცილი ამივარდა,გაოცებულმა შემომხედა
-კარგად ხარ?
-50 კაცს მარიამ,50 ადამიანს დავურეკე,ხომ იცი რამდენი მდიდარი მეგობარი მყავს..ჰმ-სიმწრით ჩავიღიმე-მყავს რა ,მყავდა.არცერთს არ შეუძლია თუნდაც 10 ლარი მაინც მასესხოს,ყველა უარს მეუბნება,არ ვიცოდე მაინც რომ არ უჭირთ.
-საყვარელო-მომიახლოვდა და მუცელზე თავი ჩამომადო-მეც ვიყავი ჩემებთან,დიდი ხვეწნის შემდეგ იკადრა მამაჩემმა და მხოლოდ 10.000 ლარი მომცა,მაპატიე რა ,მეტი ვერ ვიშოვე .
-რას ამბობ,ეგეც საქმეა ,დიდი მადლობა მარი,არ ვიცი როგორ ,მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებ
-რას ამბობ გოგო,რადროს ეგაა ,ეხლა მთავარია ფული მთლიანად ვიშოვოთ..
-ხო,მაგრამ ყველა შენნაირი ხომ არ არის ,სხვისი ტკივილი გულთან არავის მიაქვს ,მარტო 5 ბიძა მყავს ,მაგრამ არც ერთმა არ შეიპარტყუნა ყური..
-ბარბარე-წამოყო უცებ თავი-იმაზე იფიქრე რაც გითხარი?
-კი,ვიფიქრე..
-მერე
-იმ სახლში იმის შემდეგ ფეხს არ მივადგამ!
-ბარბარე! -ფეხზე წამოხტა და გაცეცხლებული თვალები მომანათა-ახლა სიამაყის დრო არ არის,საქმე დემნას ეხება ,შენს ბიოლოგიურ ძმასა და ჩემს მეგობარს!!
-ჰმ..-ლოგინზე წამოვჯექი-ხო ვიცი,ვიცი უბრალოდ არ შემიძლია იმ კაცის ნახვა ვინც ასეთ დღეში დაგვტოვა.
-ვიცი გოგო,განა არ ვიცი,მაგრამ დემეს ხათრით ნუ,უნდა გადააბიჯო თავმოყვარეობას და მიხვიდე მამაშენთან.
-ის კაცი მამაჩემი აღარ არის..მაგრამ კარგი,ხვალაც თუ ვერ ვიშოვე ფული აუცილებლად წამოვალ.
-მპირდები? გახარებული წამოჯდა და ხელი აღმართა დაპირების მიზნით,ბავშვობაში ვაკეთებდით ხოლმე ესე,როდესაც ერთმანეთს რამეს ვპირდებოდით ხუთივე თითს გავშლიდით და ხელს ზევით ვწევდით.მეც გავშალე ხელი და ნაზად გავუღიმე-გპირდები..
მოვიდა და ჩამეხუტა -შეიძლება ამაღამ შენთან დავიძინო?
-როგორც ბავშვობაში?
-როგორც ბავშვობაში- აცრემლებული თვალებით შევხედე,გვერდიდან მომიწვა ,თავი ისევ მუცეკზე ჩამომადო-დემნა გვაკლია-გულიანად ამოვიღვნეშე,ესე ვიწექით,ორივე რაღაცაზე ვფიქრობდით,შემდეგ ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი.
***
-პრივეტ ლიკა ,რგორ ხარ?
-ვაა ბარბარეე,კარგად შენ ?
-ვარ რა ..
-სად დაიკარგე გოგო,ვეღარც წვეულებებზე გხედავ და ვეღარც კლუბებში
-ხო,აღარ მცალია არცერთისათვის
-სულ სწავლა კარგი არ არის ,უნდა მოიცალო გენაცვალე..
-ლიკა შენსკენ რა ხდება?
-ოო არაფერი ისეთი,აუ იცი იმდღეს ერთი ტიპი გავიცანი,მდიდარი ოჯახიდან არის ,ზე სიმპაწიურია ,მეთქი მალე ჩემი იქნები ჩიტოოო,მაგრამ ძაან მკაცრი და უკარებაა,რაც უფრო მიზიდავს-ვიცოდი გააბამდა ამიტომ პირდაპირ ვატაკე
-ლიკა ფული მჭირდება
-აა ხოო-უცებ შეეცვალა ხმა-რამდენი?
-30.000 ზოგადად
-რახდება ბარბი,ხო მშვიდობაა,რაიყო ნარკოდილერებს ხომარ გადაეყარე? -მის სიცილზე ლამის ავიჭერი
-არა ,უბრალოდ ახლობელი ძალიან ცუდად და ოპერაციის ფული სჭირდება
-ვინ ?
-ვინ და ..დემეტრე
-შენი ძმა?
-აჰამ
-ვაიმე ბარბი,ხომ იცი როგორ მიყვარს დემე ,მაგრამ ამწუთას მართლა არ მაქვს მაგდენი,მამაჩემთანაც ნაჩხუბარი ვარ ვერ ვთხოვ
-აჰამ..ცრემლები ყელზე მომადგა
-არ იდარდო რა..კაი წავედი ეხლა გიო და ეკე მოვიდნენ ,პკ..
ტელეფონი გავთიშე და მაგიდქზე დავახეთქე -სულელი!
მორჩა ჩემი ბოლო იმედიც მოკვდა , რომ გეკითხა საუკეთესო მეგობრად მივაჩნდი და დემეტრე ბავშვობიდან უყვარდა ,ეხლა..ჯანდაბა რა..
ქაღალდებს დავავლე ხელი და უფროსის კაბინეტში შევაბიჯე ,დემეტრე მაგიდასთან იჯდა,თავი ქაღალდებში ჩაერგო ,რომ შევედი ამომხედა ,ერთი კარგად ამათვალიერა და ისევ ქაღალდებს მიაჩერდა
-რამ შეგაწუხა?
-პროექტი მოვიტანე
-მაგიდაზე დატოვე და გადი!
-მაგრამ,ხომ უნდა აგიხსნათ რა სად არის
-მაგ თვალებითა და აკანკალებული ხმით აპირებ რამის ჩვენებას?
ამ სიტყვებზე გავშრი,არ მეგონ ასეთი შესამჩნევი თუ იყო ჩემი ნერვიულობა
-კარგი,მიდი წყალი შეისხი პირზე ,დამშვიდდი და შემოდი.
გაკვირვებულმა შევხედე,მაგრამ ფეხი არ მომიცვლია,ჩემს სახეზე გაეღიმა ,ქაღალდები შეაგროვა და გვერდზე გადადო,ჩემი პროექტი აიღო ,მაგიდაზე გაშალა და ინტერესიანი მზერა მოავლო
-ეს შენ დახაზე?
-დიახ.
ოდნავ ჩაეღიმა -შენ მართლა მეორე კურსზე ხარ?
-რათქმაუნდა ,რა კითხვაა.
-არა უბრალოიდ ძალიან კარგად ხაზავ- სხვა დროს მის ამ შექებაზე სიამაყით გავიბერებოდი ,მაგრამ ეხლა რატომღაც მხოლოდ ჩამეღიმა
-კარგი მასწავლებელი მყავს..
-ხოო..კარგი მოდი აბა ამიხსენი აქ რა როგორ გააკეთე-მეც ნელა მივუახლოვდი მაგიდას ,მის წინ დავდექი,მაგიდასთან გადავიხარე და ასახსნელად მოვემზადე ,როცა მისი მზერა ვიგრძენი ქვევიდან, პირდაპირ მივანათე თვალები,რამაც შეაკრთო
-მოუარე მაგიდას და გვერდით დამიდექი..
გაკვირვებულმა შევხედე -რა,რატომ?
-ასე უკეთესად გავიგებ ,მოდი-მითხრა და სკამი გვერდით ჩასწია,მეც უხმოდ მივედი ,გვერდით დავუდექი,უცნაური შეგრძნება დამეუფლა,სახეზე ოდნავ წამოვწითლდი ,მისი სურნელი პირდაპირ სახეზე ,,შემეფრქვა"..
-აქ სამზარეულო იქნება , აქ სააბაზანო ,აქ..- თან ვუხსნიდი ,თანაც მის მზერას ვიგერიებდი,მთელი ახსნის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია ჩემთვის,რამაც კიდევ უფრო ამაღელვა - სულ ეს არის-წელში გავიმართე და ჰაერი ღრმად ამოვისუნთქე, ეხლაღა მივხვდი როგორი დაძაბული ვუხსნიდი,მანაც ინება და მომაშორა მზერა,სკამზე გადაწვა ,ცოტახანს ჩაფიქრებული იყო ნახაზს აკვირდებოდა
-ძალიან კარგია, ვნახოთ კონკურსზე რას იზამს
-კონკურსზე?
-ხო,ეს პროექტი კონკურსე გაგვაქვს კომპანიის სახელით,თუ გაიმარჯვებს პრემიას გამოგიწერ ხუთციფრიანს
-ახლა უარესად ავნერვიულდი-ვუთხარი და ხელების წვალება დავიწყე
-დამშვიდდი ბარბარე -ფეხზე წამოდგა ,ნელა მომიახლოვდა და წინ ჩამომიდგა - თუ ვერ გაიმარჯვებს არც ეგ არის პრობლემა..
ჩემთან იმდენად ახლოს იდგა,მისი სუნთქვა მესმოდა, ღმერთი რატომ არის ასეთი სიმპატიური,ეხლა მუხლები მომეკეცება ,ოღონდ ნერვიულობისაგან..
ცოტახანს მიყურა,შემდეგ გაეღიმა, მომშორდა და თავის ადილას დაჯდა ,შვებით ამოვისუნთქე
-ბატონო დემეტრე- ამოვილუღლუღე შემდეგ
-გისმენ-არც შემოუხედავს ისე მითხრა
-შეიძლება წავიდე?-ნელა შემოატრიალა თავი,ხმას არ იღებდა
-ასე ადრე?
-გთხოვთ რა-მუდარით შევხედე ,ბოლოს თავი დამიქნია წადიო,გასვლას ვაპირებდი ილიამ რომ შემოაღო კარები,ორივეს გაგვიღიმა,ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით დამიდგა
-მე გავალ-ვთქვი და კარებისკენ ავიღე გეზი
-მოიცადე ,სახლში მიდიხარ? მომაბრუნა ილიამ
-დიახ
-დამელოდე მე წაგიყვან-გაკვირვებულმა გავხედე ჯერ ილიას შემდეგ დემეტრეს,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-არა ,გმადლობთ,თვითონ წავალ
-არა არა გაგიყვან,ტაქსით აღარ გაგიშვებ
-მაგრამ..
-ბარბარე თავისით წავა ილია ,შენ აქ მჭირდები! გაისმა დემეტრეს მკაცრი ხმა
-მე,კიმაგრამ რაში გჭირდები? წარბები აზიდა ილიამ
-რადგან გითხარი ესეიგი მჭირდები,აქ დარჩები !
-კარგი,მაგრამ ბარბარე შენ ჩემი მძღოლი წაგიყვანს,ტაქსით არ წახვალ-ახლა მე მომიბრუნდა
-ბარბარეს კომპანიის მძღოლი წაიყვანს!- შეაწყვეტინა დემეტრემ
-არა ,იყოს მომაკითხავენ - სიტყვა ჩავაკვეხე როგორც იქნა ,მაშინვე ორი თვალი მომაშტერდა ერთდროულად,ბატონი ილიასი და ბატონი დემეტრესი
-რა,ვინ? მკაცრად ამომხედა დემეტრემ
-ხო ვინ?
- მეგობარი-ამოვთქვი და ნელა გადავხედე ორივეს
-ჰმ..კარგი ბარბარე თავისუფალი ხარ ! მომანათა ცივი თვალები უფროსმა ,მეც წყნარად გამოვედი,ნივთები ავიღე ,ოფისი დავტოვე და მარიამს დაველოდე მისაღებში..
***დემეტრე****
-დაჯექი -გადავხედე ჩემს წინ მდგარ ილიას,ისიც სწრაფად ჩამოჯდა ,მაგიდასთან
-გისმენ ..
-მე გისმენ ,რატომ მოხვედი?
-აა ხო,აი ეს საბუთები-მითხრა და ხელში მქონე საბუთები მაგიდაზე დამიდო-ხელი გაქვს მოსაწერი ..
-ეს რისია? ეჭვით დავხედე საბუთებს
-იმ პრიექტთან არის დაკავშირებული ბარბარე რომ აკეთებს ,ხელი უნდა მოაწერო თუ თანახმა ხარ..იმ შემთხვევისთვის თუ გავიმარჯვეთ ერთად უნდა წახვიდეთ ორი კვირით საფრანგეთში..
საბუთებს გადავხედე , რაღაც მხრივ გამიხარდა , ხელი მოვაწერე და დავუბრუნე .
-ეს ყველაფერი კარგი მაგრამ,შენი დღევანდელი საქციელი რას ნიშნავდა?
-რას გულისხმობ?
-მე ხომ გელაპარაკე ამაზე უკვე ,არ მსიამოვნებს ბარბარეს თავს რომ აბეზრებ
-ვერ გავიგე რას ეძახი თავის მობეზრებას დემნა,თავს თუ ვაბეზრებ მეტყოდა არ მოერიდებოდა..
-სწორედ მაგას ვიძახი რომ არ გეუბნება ,უფროსი ხარ..-გაცხარებული წამოვდექი და მაგიდახ დავარტყი ხელი ,თვითონაც ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა - თვითონაც კარგად წავიდოდა სახლში ,შენ რატომ აცილებდი?!
-გეყოს დემეტრე! -გაბრაზებული წამოდგა ილია-რა ჯანდაბა გემართება ,მე პატარა არ ვარ და კარგად ვიცი ვისთან როგორ მოვიქცე,ჭკუას ნუ მასწავლი ძალიან გთხოვ..
-მე ჭკუას არ გარიგებ ილია,მაგრამ არ მსიამოვნებს ის რასაც ვხედავ
-და რას ხედავ ამიხსენი!..წამოიყვირა უცებ
-იმას რომ ბარბარეს შებმას ცდილობ,იმასაც ვხედავ რომ ეს გოგო ძალიან ბავშვური და მეამიტია,არ მინდა გააუბედურო!
-მე იმ გოგოს გაუბედურებას არ ვაპირებ და არც შებმას ,უბრალოდ ვმეგობრობ მასთან
-იმეგობრე ,მაგრამ ეს მიცილებები და შეხვედრები არ გინდა!
-მე არ ვხვდები მას ,რაც შეეხება მიცილებას ბოლოს რომ მოვიყვანე ,გაჩერებასთან დავინახე იქ იჯდა, თურმე ტაქსის მძღოლმა აკადრა რაღაც და ამანაც მიალანძღა.ამიტომ არ მინდოდა დღესაც ტაქსით გამეშვა ,ძალიან კარგი გოგოა და შემეცოდა რამე არ ეთქვა ვინმეს.
მის ნათქვამზე სისხლი გამეყინა -რა?
-ხო ,ასე იყო ეს ამბავი,ეხლა წავედი.შენკი ცოტა ნერვები დაიწყნარე .
მისთვის არაფერი მითქვამს ,საბუთები წაიღო და წავიდა , მეკი უცებ დავჯექი სავარძელში,ტელეფონი ავიღე და საჭირო ნომერი ავკრიფე
-ანა,სასწრაფოდ გამოუყავი მძღოლი ბარბარე დადიანს..კარგი..დაურეკე და გადაეცი რომ დღეიდან ის მიაკითხავს ყველგან, კომპანიაშიც ის მოიყვანს და სახლშიც წაიყვანს..კარგი..
**** ბარბარე***
მარიამი მალე მოვიდა ,მანქანა იქავე გააჩერა ,მეც სწრაფად ჩავჯექი
-როგორ ხარ?
-როგორ უნდა ვიყო,ფულს ვერსად ვშოულობ-გზას გავხედე- მოიცა საით მივდივართ?
-ბარბარე შენ დამპირდი გახსოვს?
-არა,არ შემიძლია ეხლა მამაჩემის ნახვა .
მანქანა დაატორმუზა და გაბრაზებული მომიტრიალდა ,პირველად ვნახე ასეთი - ახლა ჩემი ხელით დაგახრჩობ იცოდე ,შენ დამპირდი
-მაგრამ..
-არავითარი მაგრამ, იცი რომ ეს ერთადერთი გამოსავალია,დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვის..დემნასთვის გააკეთე ეს
-ჰმ...ხო ,მართალი ხარ, კარგი წავედით!
უკვე კარგახნის მისულები ვიყავით ,მაგრამ გადასვლას არ ვჩქარობდი
-ჰა ეხლა გადადი..ამოიგმინა ბოლოს მარიმ,თავი დავაქნიე ,ღრმად ჩავისუნთქე და მანქანუდან გადმოვედი..


ესეც ,შემდეგი თავი,კი დაგპირდით ,,მაღალ საზოგადოებას" დავდებთქო, მაგრამ სამწუხაროთ ვერ მოვახერხე დასრულება ჯერ ..



№1  offline მოდერი Mathew

მოკლედ რა გითხრა?!
მოლოდინს გადააჭარბე!
უარესი ინტრიგა ჩააგდე!
ეს წყვილი უფრო შემაყვარე!
ყოველ დღე ველი იცოდე!
ჩემო ბემბი!
ახალი თავი მინდა მალეე ^^

 


№2  offline მოდერი abezara98

დემნა და დემეტრე გერეოდა ერთმანეთში grimacing დანარჩენი კარგი იყო, გააგრძელე blush

 


№3  offline წევრი teengirllove

abezara98
დემნა და დემეტრე გერეოდა ერთმანეთში grimacing დანარჩენი კარგი იყო, გააგრძელე blush

madloba

 


№4  offline წევრი teengirllove

ლათინო
აჰაჰამ!!! ვიტკაცუნებთ თითებს და ვიწყებთ წერას.
პირველ რიგში მოსაკლავი ხარ,მოსაკლავი!!! რო გითხარი დემნას რამე სერიოზული არ დამართო თქო?! ძაან სერიოზული არ იქნებაო დაახლოებით ასეთი რაღაც არ მითხარი? კი ვხვდებოდი რო აქეთ მიგყავდა ეს ამბები მარა ესე უცებ სიმსივნე სჭირსო რო მიახალა ამ ექიმმაც მე მხეთქა გულმა და ბარბარე წარმომიდგენია....
ხო ისიც მითხარი ძაან დიდი თავია ძაან-ო მაგრამ არაფერიც.
ძაან დიდი კი არა მოზრდილი თავია მშვენიერო :))
ხო ჩამოყალიბდი ეხლა რომელია დემნა და რომელი დემეტრე :დდ
ერთიდაიგივე სახელი რომ გგონია არ არის ეგრე ჩიტო,არაა! :დდდ
დემეტრე და დემე კიბატონო
მაგრამ დემნა კიდე სხვა სახელია
მემგონი ისტორიაზე დიდ კომენტარს მე გიწერ ხოლმე და დამაფასე ♥♥♥
ხო კიდე რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ დამავიწყდა თუ გამახსენდება ისე გეტყვი...
კის უ....♥♥♥

gakomiyvane matyuara xo :))) ki gavarkvie yvelaferi, nu ravqna asea shemdegi tavebistvis sachiro,rom demna cudad iyos ,araushavs gamoketdeba tu ishova fuli :)))

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Auhhh, zaan magari gogo xarr, ramoxda mamamistan ridis gairkvevaaa, intrigaaaa, chaixlarta situaciaaa, veli momdwvno tavss, tqven shwmiciravt meee

 


№6  offline წევრი teengirllove

Qeti qimucadze
Auhhh, zaan magari gogo xarr, ramoxda mamamistan ridis gairkvevaaa, intrigaaaa, chaixlarta situaciaaa, veli momdwvno tavss, tqven shwmiciravt meee

madlobaa..jer ar gamichndeba mamamistan ra moxda ,magram aucileblad gaigebt

mirandaa31
დემნა შემეცოდა.. მაინტერესრბს რა მოხდა წარსულში მამამისთან იმედია შენდეგ თავში გავიგებთ. ველოდები ახალ თავს ))

ara shemseg tavshi nawilobriv gaigebt albat marto

meocnebe avadmyopi
აჰა ინტუიცია და სანდო წყაროები არ მღალატობენ
მე უფრო შემდეგ თავებს ველი,ა ცოტა მეშინია კიდეც
ისე ძალიან კარგი თავი იყო,მომეწონა
ნუ როგორც ყოველთვის ვამბობთ,მითუმეტეს არ ^^აგვიანებ^^
აი იმის მერე უკვე მაინტერესებს რა მოხდება რაც ინტერესს
უფრო მიღრმავებს

აბა ველი შემდეგ თავს ამისიც და იმისიც
მიკახალ stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes heart_eyes heart_eyes

mec miyvarxar dzalian..madloba , male davdeb shemdegs

 


№7 სტუმარი დიკოსია

მომწონს ვაღიარებ
კარგი ხარ
ხო არ მყოფნის
სიმსივნე და რაღაცები უნდაო
ცოტა ყურს მოხვდა
უკეთ რო აგეხსნა
ასე რაღაც უნდა იმედ გადაწურულ დას რო ეუბნები
არ გაგიტყდეს მაგრამ
მართალს ვამბობდ და
ხო კარტებს ხსნი მომწონს
თავებს ადიდებ ეგეც მომწონს
ეს ილია ნუ გამოგყავს
უფროსის შვილივით
ბლეყვესავით
თავმოყვარეობა რო არ აქ
ამხელა ბიჭს
არ მომწონს მამის გამო კი არა
ვინც არ უნდა ყოფილიყო
დემეტრე ილიას ადგილზე
მივალანძღავდი
ჰო ერთი სიტყვით კარგია
მარტო ბარბარე და დემეტრე არ მყოფნის
მარი და დემეც კაი იქნება თუ იქნებიან
მაგათზე რადგანაც მრავალფეროვნება
გაშლა უკეთესია
როგორც ჩრმთვის
ასევე შეი დახვეწისთვის
წარმატებები

 


№8  offline წევრი teengirllove

დიკოსია
მომწონს ვაღიარებ
კარგი ხარ
ხო არ მყოფნის
სიმსივნე და რაღაცები უნდაო
ცოტა ყურს მოხვდა
უკეთ რო აგეხსნა
ასე რაღაც უნდა იმედ გადაწურულ დას რო ეუბნები
არ გაგიტყდეს მაგრამ
მართალს ვამბობდ და
ხო კარტებს ხსნი მომწონს
თავებს ადიდებ ეგეც მომწონს
ეს ილია ნუ გამოგყავს
უფროსის შვილივით
ბლეყვესავით
თავმოყვარეობა რო არ აქ
ამხელა ბიჭს
არ მომწონს მამის გამო კი არა
ვინც არ უნდა ყოფილიყო
დემეტრე ილიას ადგილზე
მივალანძღავდი
ჰო ერთი სიტყვით კარგია
მარტო ბარბარე და დემეტრე არ მყოფნის
მარი და დემეც კაი იქნება თუ იქნებიან
მაგათზე რადგანაც მრავალფეროვნება
გაშლა უკეთესია
როგორც ჩრმთვის
ასევე შეი დახვეწისთვის
წარმატებები

madloba..gavitvaliswineb

 


№9  offline მოდერი ენემი

abezara98
დემნა და დემეტრე გერეოდა ერთმანეთში grimacing დანარჩენი კარგი იყო, გააგრძელე blush

დემნა და დემეტრე ერთიდაიგივე სახელია უბრალოდ სხვადასხვა ფორმააა, და თავად უნდა მიხვდეთ რომელ დემეზეა საუბარი innocent

 


№10  offline წევრი ბიბი

დევდარიანი და დადიანი აგერია.

 


№11  offline წევრი teengirllove

ბიბი
დევდარიანი და დადიანი აგერია.

xshirad mereva xo:)) mivaqcev yuradgebas

 


№12  offline წევრი khatia khatia

კაი იყოოოო სასწაული ტავებია სულ სულ ყველა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent