შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით შეყვარება(1ნაწილი სრულად)


16-05-2018, 23:58
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 5 292

რა ლამაზიიი დღეააა რა ნათელიი მზეაააა იმიტოოომ როომმ დღეეს ჩემიი დაბადებიის დღეააა!

მერამდენე წელია ასე ვატარებ ჩემს დაბადების დღეს, ჩემთვის არავის უმღერია, არავის მოულოცნია არც საჩუქრები უჩუქნია ვინმეს... გული მწყდება უკვე თვრამეტი წელია ჩემს თავს ვუმღერი დბადების დღის სიმღერას, მე არც ოჯახი მყავს,არც მეგობრები,არც საყვარელი ადამიანი მყოლია ოდესმე. მე ვარ დანიელა უკვე თვრამეტი წელია თავშესაფარში ვცხოვრობ.არ ვიცი რატომ მიმატოვეს ჩემმა მშობლებმა, დაბადების დღიდან ისინი ერთხელაც არ მინახავს... არ ვიცი როგორები იყვნენ... სულ ვფიქრობ რატომ მიმატოვეს მშობლებმა რა იყო ამის მიზეზი?!ალბათ სასურველი შვილი არ ვიყავი,ან თუნდაც ჩემს სარჩენად ფული არ ჰქონდათ და ამ ჯოჯოხეთისთვის გამიმეტეს. მაგრამ მე უკვე სრულწლოვანი ვარ და დროა ამ ჯოჯოხეთიდან გავაღწიო. ერთის მხრივ მიხარია მეორეს მხრივ არა, მიხარია რომ წავალ აქედან მაგრამ ... მთავარი საფიქრალი წინ მაქვს, დამოუკიდებლად ცხოვრებას უნდა შევეჩვიო,ან თუნდაც რომ წავალ სად ვიცხოვრო?!მე ხომ არც ნათესავი მყავს და არც ვინმე მეგობარი რომ ცოტა ხნით მასთან გავჩერდე. ამ ფიქრებში ქალბატონი ალექსანდრა შემოვიდა და მის კაბინენტში მომიხმო. ალექსანდრა ძალიან კეთილი ქალბატონი იყო. სკამზე დამსვა და ჩემს წინ მოკალათდა.

__დანიელა შენ ძალიან კარგი გოგონა ხარ_ მითხრა ქალბატონმა ალექსანდრამ

მე გავუღიმე

_დღეს ტოვებ თავშესაფარს,მთელი თვრამეტი წელი აქ იყავი ... მე გადავწყვიტე რომ ერთი წლით ბინა გიქირავო - მითხრა მან.

__მე..მე..._ძლივს ამოვილუღლუღე

__მუშაობას დაიწყებ და თავს როგორმე გაიტან მჯერა შენი...

__დიდი მადლობა ,გმადლობთ ქალბატონო ალექსანდრა.

დავტოვე კაბინენტი დიდი სიხარულით.

**********************

წავედი უკვე "ჩემს" სახლში, ძალიან ბედნიერი ვიყავი, სახლი არასდროს მქონია..

ულამაზესი სახლი იყო ორ ოთხაიანი მე მეყოფოდა, ლამაზი ავეჯით, დიდი პლაზმური ტელევიზორით,ფუმფულა მდივანით, ორ კარიანი მაცივრით. აბაზანაში შევედი თუ არა თვალები გამიფართოვდა..ის ... ის ისეთი ლამაზი იყო,ტირილამდე ცოტა მაკლდა. უცებ შხაპი მივიღე და ორ საწოლიან ლოგინში თბილად შევხტი..

******************

გათენდა, მეშინოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იქნებოდა მაგრამ, თვალები როცა გავახილე და ჩემს ლამაზ სახლს მოვკარი თვალი სიხარულით ავხტი..

ყავა დავლიე, დავისვენე...

დასვენება კარგია მაგრამ სამწუხაროდ ეხლავე სამსახური უნდა მომეძებნა თორემ ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი

**************

დიდიხნის ძიების შემდეგ წავაწყდი ჩემთვის სასურველ სამსახურს..

რესტორანში მიმტანად ვიმუშავებდი.

მაგრამ სიხარული ჯერ ნაადრევი იყო, ჯერ სამსახურში უნდა ავეყვანეთ.

***************

გასაუბრებაზე მიმიწვიეს, დიდი ხანი ვესაუბრებოდი, მენეჯერი შუა ხნის ქალი იყო, ელეონერა, ძალიან ლამაზი სახელი ჰქონდა, ქალბატონიც ძალიან ლამაზი იყო...

ამიყვანა ვაშა,როცა მიმიღო სამსახურში გულში სიხარულისგან ვკიოდი მაგრამ ხმამაღლა რომ დამეკივლა ალბათ გადაიფიქრებდა ჩემს აყვანასაც და მეც დავრჩებოდი ესე უმუშევარი და ან შიმშილი მომკლავდა ან არ ვიცი.

სახლში წავედი, მაღაზიაში შევიარე(ქალბატონმა ალექსანდრამ ცოტა თანხა დამიტოვა რომ სამსახურის დაწყებამდე შიმშილს არ მოვეკალი)

სამი კვერცხი,ორი პური,ერთი ყუთი არაჟანი,ერთი გამაგრილებელი სასმელი ვიყიდე და სახლისკენ ავიღე გეზი.

__პირველი დღე სამსახურში__

დილით ნაადრევად ავდექი გამოვეწყვე და ჩემი ახალი სამსახურისკენ გავეშურე, დიდი ლამაზი რესტორანი იყო.

მეც მიმტანის ფორმა მოვირგე და შევუდექი მუშაობას.

ყველას მოვემსახურე.

უცებ რესტორნის კარი გამოიღო და ხუთი ბიჭი შემოვიდა, თან რაღაცაზე გაფაციცებით საუბრობდნენ ,თითქოს ვიღაცის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წწყდებაო,ისეთი ემოციებით საუბრობდნენ. მარტო "ქერა"იდგა ჩუმად, ქერა თმები,ლურჯი თვალები, წითელი სისხლის ფერი ტუჩებით, მაღალი...

*******

ამ ფიქრებში მათაც დამიძახეს მეც აკანკალებული მივედი მათთან, "ქერამ" ამომხედა, მას ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა.... ძლივს გამოვერკვიე ფიქრებიდან და ვკითხე

_რას შეუკვეთავთ?

_მე დამიანე მქვია- მითხრა ქერამ
__თქვენ ჩემი შეკითხვა ალბათ სწორად ვერ გაიგეთ?მე არ მიკითხავს თქვენი სახელი, მე გკითხეთ თუ რას შეუკვეთავდით__გაბრაზებულმა ვუთხარი "ქერას" როგორც ჩანს დამიანე ჰქვია... ხმის ამოღება არ ვაცალე ისე ვაქციე ზურგი, ახლა უკვე მის ძმაკაცებთან გადავედი იმავე კითხვით.

__რას შეუკვეთავთ?

__მე რამე ალკოჰოლური სასმელი წამომიღე თუ შეიძლება ქალბატონო(პაუზა)?თქვენი სახელი?

__დანიელა

__ქალბატონო დანიელა მე ალექსანდრე მქვია,ძალიან სასიამოვნოა,__ მომაყარა უცებ

__ჩემთვისაც

მერე ყველა გავიცანი,ძალიან მხიარული ბიჭები ჩანდნენ ალექსანდრე,თორნიკე,ერეკლე,დემნა.

ყველაზე საყვარელი რატომღაც ალექსი მომეჩვენა.

__ოთხმოცი ხინკალი მომიტანე ძვირფასო დანიელა, მოულოდნელად წამოიძახა დამიმ...

ყველა ახარხარდა

__დამუუს სკდებიი ტოო? რაიიყოო ამდენიი ხანიი ხმაააა რო არ ამოგიღია ხინკალზე ფიქრობდი?!-

__დამუს იქნება ეხააა მერამდენედ გაგაფრთხილოოთ ტოო დამუუსსს არა მე მქვიაა დამიანე და სახელს ნუ ამახინჯებთ ერთი თქვენი ჭირიმე რაა

ან ოთხმოცი ხინკალი რა გაგიგკვირდათ? ეგრე იძახით და მერე ყველაზე მეტს თქვენ ჭამთ, ჩემთვის აღარ რჩება და მე ვრჩები მშიერი,ამიტომ თავს ვიზღვევ ალექსიკო.

_მეტს არაფერს შეუკვეთავთ?-უკვე მომბეზრდა ამათი ჩხუბის სმენა

__ოჰ ქალბატონი დანიელა შეწუხდა(ჩაიცინა დამიანემ)

__ოჰ ქალბატონო?როდიდან დაამუუსს(ირონიულად გავუღიმე)

დამიანე გაბრაზდა და ხინკლის მიტანამდე ხმა არ ამოუღია.

ბიჭებს ისე შიოდათ რომ "ტაიმერი" ჩართეს და წუთებს ითვლიდნენ როდის მივიტანდი ცხელ ხინკალს.

15-20 წუთში მიივუტანე ხინკალი და ალექსმა გახარებულიი შეკივლა

__ვაშა,მოოიიტანა,დანი მოდი ძვირფასო მალე თორე მოვკვდი კაცი

__ეეეეე ბიიჭოო დამეყარა ხინკალი რა გაკიივლებსს;დდ

__დანი დაჯექი დაიკო გაგვეცანი,ძალიან საყვარელი გოგო ჩანხარ

დაიკოო?!ღმერთო ტირილამდე ცოტა მაკლდა,რა საყვარელია ეს ბიჭი.

და მაინც...თავი ვეღარ შევიკავე და თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მდიოდა.

რა კარგი გრძნობაა როცა ვინმე დაიკოთი ან თუნდაც "შვილოთი"მოგმართავს.

მე ძმა არასდროს მყოლია,თავშესაფარშიც არ მყავდა ერთი მეგობარიც კი რომელიც გამამხნევებდა,მეც მას გავანდობდი ჩემს გულისტკივილს. მთელი თვრამეტი წელია რაც ამ ტკივილს გულში ვიმარხავ...ტკივილს რომელიც დედაჩემმა გამოიწვია(ვფიქრობ, ნეტა მყავდა ძამიკო, ან თუნდაც დაიკო, ნეტა ისინიც მიატოვა დედაჩემმა?)ფიქრებს ძალიან ჩავუღრმავდი როცა დამის ხმამ გამომარკვია:

__დანიელა, დანი ჩემო ძვირფასო, კარგად ხარ?

__ჰმმ..მე..მე, კი კარგად ვარ

************************

__დანი გინდა დღეს კლუბში შევხვდეთ?შენც უფრო კარგად გაგვიცნობ და ჩვენს(მითხრა ალექსმა)

__კარგი,სამსახურის მერე?

__რომელზე ამთავრებ?გამოგივლი

_12-ზე

__კაიი დანიელაჩკა

დანიელაჩკა?ჰმმ... რა სასაცილოა ეს ბიჭი

*******************12საათი*********************

ლამაზდ გამოვეწყვე,დახეული ჯინსები და რუხი ტოპი ჩავიცვი,შავი კედები და შავი ჩანთა...

მოკლეედ ბიჭებიც დანიშნულ დროს მოვიდნენ BMW_X5 ვაუ რა მაგარი მანქანა იყო,

BMW-ს უკან მოსდევდა MERSEDES_BENZ რა მააგარი მანქნები იყოო ერთი სული მქონდა როდის ჩავჯდებოდი...

*************

ეკე,დემნა,თოკა და ალექსი ერთად დაჯდნენ

სავარაუდოდ მე დამისთან უნდა დავმჯდარიყავი,ბიჭებს შევეხვეწე რომ მათთან დავჯდებოდი მაგრამ დამი შეეცოდათ და MERSEDES-იდან გადმომაგდეს...

მეც სხვა გზა არ მქონდა.

*************

დამიანემ კარი გამიღო და მეც წიინ მოვკალათდი.

__დაჯექი დანიელაა

__მადლობა-ვუთხარი მას და თავი სარკისკენ შევატრიალე,მინდოდა რომ ზედმეტი დიალოგების გარეშე მიგვეღწია კლუბამდე.მაგრამ ვინ გაცადა... დამიანე როგორც ჩანს არ არის სიჩუმის მოყვარული.

****

_დანიელა დიდი ხანი უნდა იჯდე ესე ჩუმად?

_მე არაფერი მაქვს სათქმელი

მან ერთი ხელი ხელზე შემახო და ნაზად მომეფერა.ტანში ჟრუანტელმა გამიარა.

ღმერთო!რა თბილი ხელები აქვს...

მე დავიმორცხვე და გავწითლდი.

***********

ძლივს მივედით კლუბში როგორც ჩანს ალექსი,ეკე და დემნა ჯერ არ მოსულან.

დამიანე მანქნიდან გადმოვიდა და მეც გამომიღო მანქნის კარი, ის წინ მიდიოდა მე კი უკან მივსდევდი,(გზააბნეული პატარა გოგოსავით რომელიც დედამ ეხლახანს იპოვა და უკან-უკან მისდევს მას იმის შიშით რომ კვლავ არ მოსწყდეს დედას და არ აებნეს გზა.)

_შემოდი

ეს... ეს რა არის?! მე კლუბი სხვა რამე მეგონა, ღმერთო რა საშინელი სიგარეტის სუნია,

გოგონები და ბიჭები გიჟებივით ცეკვავენ.

ერთმანეთში ირევა დუხის და ოფლის სუნი...(უკვე აღარ მყოფნის ჰაერი)

__წამოდიი გოგო-იყვირა დამიანემ რადგან მუსიკები იმხელა ხმაზე იყო ჩართული რომ...

მეც გავყევი და ერთ მაგიდასთან დავჯექით.

_დანიელა გამეცანი,რას წარმოადგენ?მარტო ცხოვრობ თუ ვინმესთან ერთად?გყავს საყვარელი ადამიანი?სად არიან შენი მშობლები?

მშობლები... მშობლები...თითქოს ტელევიზორმა გაჭედა და სულ ერთიდა იმავეს იმეორებს...მშობლები... მოვწყდი მთლიანად იქაურობას, აღარც მუსიკა ჩამესმოდა ყურში, აღარც იმ საშინელს სუნს ვგრძნობდი.

ერთადერთი რაზეც ყურადღება მქონდა გამახვილებული იყო "მშობლები"

რას ნიშნავს სიტყვა მშობლები?როგორია როცა შენს მშობელ ადამიანს "დედას" ან თუნდაც "დეს""დედიკოს" ეძაახი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს...

მე... მე არასდროს განმიცდია ეს გრძნობა...

ამ დროს ბიჭებიც შემოიყარნენ

_დაგვაგვიანდა დამუს და დანი რას შვებით?

__საცობში მოვყევით ამიის დედაც -- წამოიკნავლა ეკემ

__რას შემოიყარეთ რა კარგად ვსაუბრობდით მე და დანი რა გინდოდათ

__დანიელა მარტოო შენიი ნუ გეგონება დამიკო__შეუბღვირა ალექსანდრემ და წარბები მაღლა ასწია

__კაი,კაი გოგოს თავი მოაბეზრეთ უკვე

__დანიელა დაიწყე ეხა შენზე ყველაფერი გვაინტერესებს ჩვენ და მერე საიდუმლოს გაგიმხელთ__ეშმაკურად გაიღიმა ალექსმა და თვალი ჩამიკრა

მოკლედ თავიდან ვიწყებ იმ საშინელების მოყოლას რის დავიწყებასაც ვაპირებდი.

ერთი-ორი ცრემლი წინასწარ ჩამომიგორდა თვალებიდან,ქუთუთოები დავხუჭე და დავიწყე ჩემი ტანჯული ცხოვრების შესახებ მოყოლა...
დავინახე როგორ გამოიღო კარი და დამიანე შემოვიდა ვიღაც გოგოსთან ერთად,თავიდან ბრაზი მომაწვა მაგრამ მერე დავარწმუნე ჩემი თავი რომ ჩემი საქმე არ იყო, ვისთან ერთად ივლიდა დამიანე!მე ვინ მეკითხებოდა?!

ფიქრებში გავერთე როცა დამიანეს მაგიდასთან მიმიხმეს.

_გისმენთ?რას შეუკვეთავთ?!

_წითელი ღვინო მოგვიტანე(თქვა გოგონამ)

_მეტი არაფერი?

_არა,მარტო ღვინო.

ღვინო მიმქონდა როდესაც დამიანე მუხლებზე დაიჩოქა და გოგონას ბეჭედეი გაუწოდა

_ცოლად გამომყვები?

_კი,კი,კიიიი (შეჰკიივლა გოგომ)

ღვინო დავიჭირე თორემ ალბათ გამივარდებოდა ხელიდან.

მივიტანე ღვინო და მოვშორდი იმათ მაგიდას.

მთელი დღე რაღაცას ჟღურტულებდნენ.

***********

სახლში წავედი თუ არა შხაპი მივიღე და ეგრევე დავიძინე.

***

რესტორანში ყოველდღე მოდიოდნენ დამიანე და მისი საცოლე,უკვე მომბეზრდა ამათი ყურება. გადავწყვიტე რომ წავსულიყავი სამსახურიდან,მართლა ვეღარ ვიტანდი ამათ.

შევედი ქალბატონ ელეონერასთან და ვთხოვე გავეთავისუფლებინე.

ძალიან გაუჭირდა ჩემი გაშვება,მთხოვა რომ დავფიქრებულიყავი მაგრამ აზრის შეცვლას არ ვაპირებდი.

***

დიდი ხნის ძიების შემდეგ ვიპოვე ჩემთვის გამოსადეგი სამსახური და დავიწყე მუშაობა...

ერთ ძალიან "მდიდრულ" სუპერმარკეტში დავიწყე მუშაობა გამყიდველად.

თვეში 600 ლარი ძალიაან მაგარიაა,მიმტანად მუშაობაც მომწონდა მაგრამ აქ უკეთესი იყო.

*****

ყოველდღე ძალიან ბევრი კლიენტი იყრიდა თავს.მთელი მაღაზია გადაჭედილი იყო,ადგილიც კი არ იყო რომ დამდგარიყავი.

მარტო არ ვმუშაობდი კიდევ კარგი თორემ ალბათ მოვკვდებოდი.

მეორე გოგონაც მუშაობდა ჩემთან ერთად ელენა ერქვა.

ძალიან კარგი გოგო იყო ვატყობდი მალე დავმეგობრდებოდით კიდეც.

ერთმა კლიენტმა დამიძახა რაღაცის კითხვა უნდოდა,უცებ გავირბინე როცა ვიღაც შემეჯახა.

_ჩემი ფეხიიი(ვიკივლე მე)

_კარგად ხართ?

_ცოტა ფრთხილად იარე ყმაწვილო(ირონიულად გავუღიმე)

_მეე თუ შენ უნდა იარო ფრთხლიად?

არა თუ დავფიქრდებით ჩემი ბრალი იყო...მაგრამ აწი რა მნიშვნელობა ჰქონდა?ფეხი ისე გადამიბრუნდა რომ ალბათ ვერც გავივლიდი...

_საავადმყოფოში წაგიყვან(მითხრა მან და ხელი მომკიდა რომ წამოვეყენებინე)

_არ არის საჭირო, თვითონაც წავალ (ვუთხარი და ნაბიჯის გადადგმა ვცადე როცა ისევ იატაკზე გავიშხლართე)

ბიჭი ხარხარებდა.

_წაგიყვან წამოდი,(ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა)

საავადმყოფოში მივედით დიდი ხანი არ გავჩერებულვართ ერთი ორი დღე დავისვენებდი და ფეხიც მომირჩებოდა.

სახლშიც მან წამიყვანა,მმეც ყავაზე დავპატიჟე(ზრდილობის საქმე იყო)

_შენი სახელი მითხარი

_დანიელა

_მე გაბრიელი,სასიამოვნოა.

_ჩემთვისაც.

ყავა დალია,ცოტა ხანი მელაპარაკა და წავიდა.

რა ვაკეთო, ვიჯდე ასე სულელივით?! ორი დღე ვითხოვე და სამსახურშიც აღარ წავსულვარ.

მთელი დღეები ვიწექი.

ბოლოს როგორც იქნა მომირჩა ფეხი ისე აღარ მტკიოდა და სიხარულით წავედი სამსახურში.

****

გაბრიელი ყოველდღე დადიოდა მაღაზიაში, ძალიან დავუმეგორბი კაი ბიჭი ჩანდა.

უბრალო მეგობრები ვიყავით არანაირი "შეყვარებულები".

****

კარზე ზარია, ვინ უნდა იყოს?ჰმმ...

_მოვდივარ(დავიყვირე უცებ და კარისკენ გავიქეცი)

_პრივეტ დანიელა როგორ ხარ?(გაბრიელი იყო)

_კარგად გაბრიელ შენ როგორ ხარ?(მივაყარე უცებ)

_ჰო რა ვიცი მეც მასე არ შემომიშვებ?(მკითხა მან)

_უი კი შემოდი

***

_ რა ვაკეთოთ?(წამოჭრა თემა გაბრიელმა)

_მოდი ტელევიზორს ვუყურო,ესე ხო არ ვიჯდებით მთელი დღე.

ტელევიზორი ჩავრთე,ყველა არხზე დამიანე და ელენაზე ლაპარაკობდნენ.

თურმე ზეგ ქორწილი აქვთ,თავი შევიკავე რომ არ მეტირა.

*************ახალი ამბები**************

_ცნობილი ბიზნესმენის შვილს დამიანე დვალიშვილს ასე მოულოდნელად მოჰყავს ცოლად,ელენა მეტრველი.წყვილი ძალიან ბედნიერია, მაგრამ აქამდე ისინი ერთად არავის უნახავს?!დიდი ხანია უყვართ ერთმანეთი თუ ფიქტიური ქორწინებაა ეს ჯერ გაურკვეველია.

_არანაირი ფიქტიური ქორწინება ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს, უბრალოდ ხალხში არ ვჩნდებოდით.(თქვა დამიანემ და მის საყვარელ მეუღლეს ლოყაზე აკოცა)

_დიდი ხანი აპირებ ამის ყურებას?(მკითხა გაბრიელმა)

უცებ გამოვერკვიე ფიქრებიდან და გაბრიელს შევხედე.

_აჰ ჰო მართალი ხარ,ტელევიზორში არაფერი გადის ყველა არხზე დამიანეზე საუბრობენ,მოდი კომპიუტერში ვუყუროთ რამეს (ვთქვი და დივანიდან წამოვდექი).

****
კინოს ყურება დავამთავრეთ როდესაც გაბრიელმა წამოიძახა

_აუჰჰ დაღამებულა,კაი წავედი დანიელა (მითხრა და ლოყაზე მაკოცა)

კარამდე მივაცილე.

წავიდა თუ არა ეგრევე ტელევიზორი ჩავრთე და ახალი ამბების ყურება გავაგრძელე,არ მახსოვს როდის ჩამეძინა მაგრამ,როცა გავიღვიძე ისევ დივანში მეძინა.

შხაპი მივიღე,ლამაზად ჩავიცვი და სამსახურისკენ გავეშურე.

დღეს გაბრიელი არ გამოჩენილა.(ნეტავ სად არის?! ვფიქრობდი მთელი დღე როდესაც ტელეფონზე ესემესი მომივიდა,გაბრიელი იყო.)

"სამსახურის მერე პარკში გელოდები"

"რა მინდა პარკში"?(მივწერე მაგრამ პასუხი აღარ გაუცია.

მეც სამსახურის მერე პარკში წავედი,დიდი ხანი ვიყურებოდი აქეთ-იქით მაგრამ გაბრიელი არ გამოჩენილა.რა ლამაზი იყო პარკი,ისეთი სიმშვიდე იყო...

არც ისე ბევრი ხალხი იყო,მეც ისეთ ადგილას წავედი სადაც მხოლოდ მე ვიქნებოდი და თავისუფლად შევძლებდი დასვენებას.

დიდი ხანი ველოდე გაბრიელს.

ბოლოს ტელეფონი ამოვიღე რომ მესიჯი გამეგზავნა მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ პირზე ნაჭერი ამაფარა,დაკივლებაც ვერ მოვასწარი,ჩამეძინა.

როდესაც თვალები გავახილე საშინელ ადგილას ვიყავი,დამტვრეული კედლებით ირგვლივ სიცარიელე იყო.

მე კი სკამზე დაბმული ვიყავი და ადგილიდანაც კი ვერ ვინძრეოდი.

ბევრი ვიყვირე რომ დასახმარებლად ვინმე მოსულიყო მაგრამ როდესაც მივხვდი რომ ჩემს ყვირილს აზრი არ ჰქონდა გავჩუმდი.

ალბათ ნახევარი საათი ვიჯექი ესე.

ბოლოს კარის გაღების ხმა გავიგონე(სიმართლე გითხრათ ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო ჩემი გამტაცებელი,მე ხომ თითქმის არავის ვიცნობდი)

კარი გაიღო და ღმერთოო!!! ნეტავ არ მენახა...

გამოიცანით ვინ იყო?

ისეთი ადამიანი ვისზედაც ეჭვსაც კი ვერ მივიტანდი!

დიახ,გაბრიელი იყო!

ვერ გავიგე ჩემთან რა უნდოდა,მან ხომ რამდენიმე დღის წინ მითხრა რომ "სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი"

ეს,ეს არამზადა.

_გაგიკვირდა დანიელა?(ჩაილაპარაკა და ახარხარდა)

_დიახ,გამიკვირდა თან შენგან!რა გინდა ჩემგან თავი დამანებე

_მე გითხარი რომ"სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი",შენ კი მითხარი რომ ჯერ კარგად უნდა გაგვეცნო ერთმანეთი...მაგრამ ვიცი ვინც გიყვარს დანიელა,შენ,ის არამზადა დამიანე გიყვარს...ვიცი რომ მასაც უყვარხარ და ამიტომ შემოვედი შენს ცხოვრებაში,მართალია შენ არაფერ შუაში ხარ მაგრამ,ეს ყველაზე კარგი შანსია იმ არაკაცი დამიანეს დასატანჯავად.

_რაა,რას ლაპარაკობ?რა გინდა დამიანესთან? ან ჩემთან გამიშვი გთხოვ...

_დამიანეს ჩემი და უყვარდა,ჩემს დასაც სიგიჟემდე უყვარდა ის არამზადა,შეყვარებულები იყვნენ,მაგრამ იმ დღის მერე როდესაც რესტორანში მოვიდა შენ დაგინახა...და დაავიწყდა ჩემი ნუცა,ერთი ნახვით შეყვარება ხომ გაგიგია?აი ეგ მოუვიდა შენს დამიანესაც,რის გამოც ჩემი უდანაშაულო და დაისაჯა.მეც რესტორანში ვიყავი მაგ დროს და ვუყურებდი დამიანეს როგორი თვალებითაც გიყურებდა,მინდოდა მომეკლა ეგ ნაბი*ვარი.რესტორანიდან წამოვიდა თუ არა ჩემს დას დაურეკა და უთხრა რომ უნდა შევხვდეთო.

მივიდა ჩემი "და"და ესე უტიფრად უთხრა რომ აღარ უყვარდა.

ჩემი ნუცა მანქანაზე დაჯდა და გიჟივით გამოვარდა იქედან,რის შემდეგაც იგი ავარიაში მოყვა და დაიღუპა.

გგონია ამას დავივიწყებ და შენს დამიანეს ჩვეულებრივი ცხოვრების საშუალებას მივცემ?

ისიც მოკვდება როგორც ჩემი და მოკვდა.არ ვაცოცხლებ კარგად დაიმახსოვრე.

(ხმა ავერ ამოვიღე,ნუცაც ძალიან შემეცოდა,ღმერთო დამიანე ესე როგორ მოიქცა?ვტიროდი და ჩემთვის ფიქრებში ვიყავი გართული გაბრიელისთვის აღარც შემიხედავს.)

_ალო,დამიანე ხართ?(ტელეფონში ვიღაცას ელაპარაკებოდა)

***

_თუ გსურთ რომ თქვენმა საყვარელმა დანიელამ იცოცხლოს ეხლავე მითითებულ მისამართზე მოდით(მისამართს მესიჯით გამოგიგზავნით)

უთხრა და ყურმილი დაკიდა.

_ეხლა მოვა შენი გმირი,ან საერთოდ შეიძლება არ მოვიდეს და შენც საიქიოსკენ გაგისტუმრებ.

(ღმერთო ეს რა ნაგავთან მქონია საქმე?ამდენი ხანი უტიფრად მატყუებდა,არარაბა ხარ გაბრიელ არარაობა!!ვფიქრობდი ჩემთვის.)

****

_აი შენი გმირიც მოდის(დაიძახა გაბრიელმა)

_დამიიაანეე, დამიაანე ,მიშველე გთხოვ(ვყვიროდი მე)

_გოგო გაუშვი ეხლავე თუ არ გინდა რომ აქვე სიცოცხლეს გამოგასალმო(უთხრა დამიანემ და მუშტი მოამზადა დასარტყმელად)

_ოჰ,ოჰ,რა სიმამაცეა ბატონო დამიანე(ტაში დაუკრა გაბრიელმა და ახარხარდა)

_დააბით(დაიყვირა გაბრიელმა)

მაგრამ უცებ ალექსანდრე ,ერეკლე,დემნა და თორნიკე შემოცვივდნენ პოლიციასთან ერთად.

გაბრიელს ბორკილები დაადეს წაყვანას უპირებდნენ როდესაც ხმამაღლა იყცირა

_ეს ასე არ დამთავრდება დამიანე შენც და დანიელასაც ერთად მოგკლავთ და თქვენს ძმაკაცებსაც დავაყოლებ თან,ნუცას სიკვდილს არ შეგარჩენ შე არამზადა,ნაბი*ვარო,(ყვიროდა ბოლო ხმაზე სანამ მანქანაში ძლივს-ძლივობით არ ჩასვეს.)

ღმერთო აშკარად ფსიქოპატია გავიფიქრე ჩემთვის.

_კარგად ხარ დანიელა?(მკითხა დამიანემ)

_გმადლობ,კარგად ვარ

სახლში ჩემით წასვლას ვაპირებდი როდესაც დამიანემ მხარზე ხელი დამავლო და მანქანაში ძალით "შემაგდო".

_ჩემითაც წავიდოდი

სახლის მისამართი ვუკარნახე.

_დიდი მადლობა(ვუთხარი და წავედი)

ღმერთო გაბრიელმ ეს როგორ გამიკეთა?!არამზადა,მთელი ღამე გაბრიელზე ვფიქროდი,ვერ ვიძინებდი,ძალიან მეშინოდა რომ ისევ წამიყვანდა.

ამ დროს კარზე ზარი გაისმა

საწოლიდან შევხტი.

ღმერთო ვინ უნდა იყოს ღამის 12 საათზე?!ნუთუუ ისევ ის არის!

კარი გავაღე და ყველა შიშმა ჩაიარა და ეხლა სახეზე უფრო გაკვირვება დამეტყო

_დამიანე აქ რა გინდა?

_არ შემომიშვებ?

_რა თქმა უნდა არა ღამის 12 საათზე სახლში უცხოებს არ ვუშვებ ,მაპატიე

კარის დაკეტვას ვაპირებდი როდესაც ხელით შეაჩერა.

_რა გინდა დამიანე?

პასუხი არ უთქვამს ისე შემოვარდა სახლსი და იქვე დივანზე მოკალათდა.

_დანიელა შენთანსალაპარაკო მაქვს მოდი აქ დაჯექი(მანიშნა ხელით დივანზე)

ოჰ ისე მეუბნება დაჯექიო თითქოს და მისი სახლი იყოს.

_გისმენ,მალე თქვი შენი სათქმელი და წადი

_მოკლედ რაც შენი

ისტორია
გავიგე მაგის მერე ვცდილობდი შენი მშობლების შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძებნას,იცოდე არ შემაწყვეტინო.

მთელი 1 თვე იმიტომ არ გამოვჩენილვარ რესტორანში რომ ინფორმაციას ვაგროვებდი,და გავარკვიე...

(რა გაარკვია?)ვფიქრობდი ჩემთვის.

_რა?რა დამიანე სწრაფად თქვი მალეე

_შენი მშობლები ცოცხალი არიან,შენ გეძებდნენ თავშესაფარში მთელი 9წელი მაგრამ ვერ გიპოვეს.

(თვალებიდან ცრემლები გადმომიგორდა)

_რატომ დამტოვეს?რა იყო ამის მიზეზი?(ვთქვი და თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები მოვიწმინდე),

_როგორც ჩანს სამწუხაროდ დედაშენი ძალადობის მსხვერპლი იყო.სულ პატარა იყავი ტითქმის 1-2 წლის როდესაც დედაშენმა მამაშენი მოკლა.

_რა?(თვალები გამიფართოვდა)

_ჰო დანიელა,დედაშენი ციხეში გადაიყვანეს შენ და შენი ძმა კი თავშესაფარში/

_ძმა?

_ჰო თურმე ძმაც გყოლია,ალექსანდრე ერქვა.

ეს ძალიან გამიხარდა მაგრამ სად იყო ეხლა ის?

_მაგრაამ დამი სად არიან ისინი?

_დედაშენი ვიპოვე, ის ძალიან მდიდარია დანიელა,როგორც ჩანს შენი ვარაუდი არ გამართლდა,შენ ხომ გეგონა რომ უფულობის გამო დამტოვეს ალბათო?სინამდვილესი იგი მილიონერია.

_და ჩემი ძმა ჩემი ძმა სად არის?

_ისიც თავშესაფარში იყო მასაც ეძებდა დედაშენი მაგრამ ვერ იპოვეს,როგორც ჩანს ისიც სრულწლოვანია და წამოვიდა იქედან.

_ჰო მართლა დანიელა მთავარი შენი გვარიც გავიგე

_რაა??მითხარი ჩქარა დამიანე

_ცააავა

ღმერთო დანიელა ცააავა?რა ლამაზიგვარი მქონია და ტირილი დავიწყე.

_მადლობა დამიანეე,და ჩემს დედას ჰო მას რა ჰქვია?

_ნინო მაქაცარია.

ნინო მაქაცარია დედაჩემია ღმერთო რა ბედნიერი ვარ.

_დამი წამიყვანე გთხოვ გემუდარეი.

_კარგი წამოდი.

სწრაფად ჩავიცვი და დამიანეს მანქანაში ჩავჯექი.

დედაჩემის სახლთან მივედით თუ არა პირი ღია დამრჩა იმხელა სახლი იყო ღმერთო,ალბათ ჩემი სამ სართულიანი ბინის ხელა მთლად იყო.

ლამაზი ბაღი და ყვავილები იყო დარგული.

დიდი ფანტანი იყო ეზოში,რა საოცარი სახლი იყო.

******

კარზე დავაკაკუნეთ და ღრმადჩავისუნთქე ძალიან მეშინოდა მასთან შეხვედრის.

კარი ასე 35-40 წლის ქალმა გაგვიღო, ის ძალიან ლამაზი იყო,ღმერთო ჩემო ნუთუ ეს დედაჩემია?

_მოდი დამიანე.

როგორც ჩანს დედაჩემი დამიანეს იცნობდა.

_ქალბატონო ნინო ეს დანიელა ცაავაა თქვენი შვილი რომელიც თავშესაფარში დატოვეთ.

რა?(გაგიჟდა ნინო)

_დიახ ეს ისა ვისაც მთელი 9 წელი ეძედით.

_ღმერთო შვილო (ტირილი დაიწყო მან და მაგრად ჩამეხუტა)

თავიდან სანამ დედაჩემს ვიპოვიდი მეგონა რომ მას იმას ვერასდროს ვაპატიებდი რომ თავშესაფარში წამიყვანა,მაგრამ ,ეხლა ყველაფერი სხვანაირადაა,მის ჩახუტებაზეც კი ჟრუანტელმ დამაყარა.

რა თბილი ხელები აქვს დედაჩემს,თურმე რა კარგი გრძნობა ყოფილა როდესაც დედა გეხუტება,მეგონა ამას ვერასდროს განვიცდიდი მაგრამ თურმე ვცდებოდი,ღმერთო დიდი მადლობა რომ ეს ბედნიერებც მაღირსე,მთელი თვრამეტი წლის შემდეგ მე პირველად ვეხუტები დედაჩემს...რა კარგი სუნი აქვს,რა ტკბილი კისერი...!

ღმერთო მის ცრემლებს ჩემს კისერზე ვგრძნობ,ჩემი საყვარელი დედიკო

_დედა(ჩავიჩურჩულე მე და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა)

_ჰო შვილო მე დედაშენი ვარ ჩემოპატარა იმედია მაპატიებ რომ თავშესაფარში წაგიყვნე,შენ გგონია არ განვიცდიდი?ყოველდღე ვწყევლიდი ჩემს თავს...

_გაპატიე დედიკო გაპატიე(ღმერთო რა ლამაზად ჟღერს სიტყვა"დედიკო"ცუდად ვარ უკვე ჰაერი აღარ მყოფნის.)

კიდევ 5 წუთი ვიყავით ასე ჩახუტებულები შემდეგ კი მოვშორდით ერთმანეთს.

მთელი ღამე ვლაპარაკობდით დამიანეც კი ჩვენთან დარჩა.

მეც დედაჩემთან დავრჩი საცხოვრებლად.

***

დილით როცა გავიღვიძე თვალების გახელის მეშინოდა შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი სიმზარი ყოფილიყო,მაგრამ როცა დედაჩემს მოვკარი თვალი ,სიხარულით წამოვხტი ლოგინიდან შხაპი მივიღე და ჩავიცვი.

ქვემოთ ჩავედი და ვნახე რომ დედაჩემი და დამიანე საუბრობდნენ.

_ძილისგუდა ამდგარა (თქვა დამიანემ)

**
სუფრასთან დავჯექი,მართლაც დიდებული საუზმე გაუწყვიათ.
სახლში ორი მოსამსახურე გვყავდა,ნინოც კარგად ექცეოდა მათ.არ იყო ამაყი ქალი,ალბათ მეც მას გავარ,ამაზე გამეღიმა,რაც ყოვლისმცოდნე დამიანეს არ გამოპარვია და კითხვები დამაყარა:
_დანიელა რა გაცინებს?
_არაფერია-(ვუპასუხე და წვენი მოვსვი)
_როგორ თუ არაფერია?აბა რაზე გაგეცინა?
_დამიანე საუზმეს მიხედე!(მკაცრად ვუთხარი)მე გავალ სუფთა ჰაერზე(ვთქვი და მაგიდა დავტოვე)
გარეთ გავედი და მართლაც მესიამოვნა სუფთა ჰაერი. ჯერ კიდევ არ მჯეროდა,მე დედაჩემი ვიპოვე ღმერთო,რა ბედნიერი ვარ!
ყველაზე,ყველაზე ბედნიერი ვარ!(ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული და თან მეღიმებოდა,უკნიდან ვიღაცამ მხარზე ხელი შემახო და შევხტი)
_ნუ გეშინია დამიანე ვარ,(გამიღიმა)
_ასე ნუ მეპარები,გული გამიხეთქე.
_ახლა არ თქვა მარტო რომ იყავი არ ვიცინოდიო?
_ვაიმე რა გინდა დამიანე?
_ხომ გაიღიმე? ჩემზე ფიქრობდი?(მითხრა მან და თმა უკან გადაიყარადა წარბები მაღლა ასწია).
_რა გინდა დამიანე?რას გადამეკიდე ადამიანო?სხვა საქმე არ გაქვს?რას დამსდევ კუდში?წადი რა...
_მაგდებ?(თავი მოისაწყლა)
_დამიანე!საკმარისია წადი ჩემი ცხოვრებიდან,შენ ჩემთვის მხოლოდ რესტორანში გაცნობილი უბრალო კლიენტი ხარ და კიდევ დიდ მადლობას გიხდი დედაჩემის-გამო,ამ ვალს ვერასდროს გადაგიხდი,მართალია.წადი და ელენას მიხედე,გთხოვ თავი დამანებე და ნუ დამსდევ...(ასუხს არც კი დავლოდებივარ ისე გავიქეცი,თურმე იქვე ნინო იდგა და გვისმენდა).
ოთახში ჩავიკეტე,არავისთან საუბრის თავი არ მქონდა...ლოგინზე წამოვწექი და თან მეტირებოდა,ჩემს თავს ველაპარაკებოდი(არა დანიელა არა!ვისთვის ტირიხარ?!ანა ამად ღირს?ან საერთოდ რა გატირებს?ის ხომ შენი არაფერია?მას ცოლი ჰყავს,ცოლი შეიგნე!ან საერთოდ რაებს ლაპარაკობს?რა შენი საქმეა ცოლი ჰყავს თუ არა?ვაიმე რა იდიოტი ხარ,იდიოტი!
არ თქვა შემიყვარდაო დანიელა,ეგ არ თქვა იცოდე!მე არ მიყვარს!
მე არ მიყვარს!
არა!
მე არ მიყვარს!
ვუმეორებდი ჩემს თავს განუწყვეტლივ.
კარზე დააკაკუნეს(ალბათ ნინოა)
_გააღე დანიელა ნინო ვარ
კარი გავუღე და დედაჩემს ჩავეხუტე.
_რა გჭირს დედი?
_არ ვიცი,არა!
_ასე რატომ ელაპარაკე დამიანეს?
_არ ვიცი,ვერც მე ვხვდები.
_ბოდიში უნდა მოუხადო ეხლავე
_მართალი ხარ ზედმეტი მომივიდა
_კარგი წავალ შვილო დავუძახებ და ილაპარაკეთ თქვენ!
წამოდგა და კარს აღებდა როდესაც დავუძახე
_დეე
_გისმენ
_მე...მე ... მიყვარხარ დედა(ძლივს ვთქვი ბოლო სიტყვები)
_მეც ჩემო პატარა
ახლა ძალ-ღონე უნდა მოვიკრიბო რომ დამიანეს დაველაპარაკო,ოჰ!თვალებში როგორ ჩავხედო?სინდისი შემაწუხებს.
კარი გამოიღო და დამიანე შემოვიდა
_კარზე დააკაკუნე მაინც სასხვათაშორისოდ ეს (ვუთხარი და თვალი ჩავუკარი)
_კარგი მოიცა(გავიდა კარი დაკეტა და დააკაკუნა)
_მობრძანდით
_ახლა?
_კარგია
გვერდით მომიჯდა.
_დანიელა,კარგი გოგო ხარ...(გაეცინა,მეც გამეცინა)
_ხო,კარგი გოგო ვარ,ნაყინი არ უნდა მიყიდო?
_კარგი,წავალ და მოგიტან.
_არა,არა,არ მინდა,ვერ ვიტან ნაყინს.
სიცილი ვეღარ შეიკავა.,მერე დიდი ხანი ვსაუბრობდით.
_კარგი დანი წავედი მე,ხვალ გელოდებით,ჩვენი სასტავი(თვალი ჩამიკრა და სახლიდან წავიდა)
მეც დავწექი და დავიძინე.
_დილით ადრე გამეღვიძა,შხაპი მივიღე და სარბენად წავედი,ნაუშნიკები გავიკეთე და მუსიკებს ვუსმენდი,თან ნელ-ნელა მივრბოდი,ძალიან მოვდუნდი,სიმღერებში ვიყავი გართული როდესაც ვიღაცას დავეჯახე და "ტრასაზე"გავიშოტე.
_ვაიმე(დავიკივლე ხმამაღლა)
_მაპატიეთ
_თუ წამომაყენებ გაპატიებ,ვუთხარი რაზეც ორივეს გაგვეცინა.
წამომაყენა,მხარზე ხელი დავადე და სკამზე დამსვა.
_მე ლუკა ვარ
_სასიამოვნოა,მე დანიელა(ხელი გამომიწოდა და მეც "ჩამოვართვი")
_კარგი ეხლა უნდა წავიდე,მერე შევხვდებით!
_ნახვამდის ლუკა
ამის მერე დიდი ხანი აღარ მირბენია,სახლში დავბრუნდი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.
თავიდან არჩევანი წითელ მუხლსზემოთ კაბაზე შევაჩერე ღრმა დეკოლტეთი,უკან ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა.
_არაა ეს არ მომწონს ძაან გამომწვევია(ვთქვი და კაბა გავიხადე,თხუტამდე კაბა მოვიზომე და არჩევანი"კოჭებამდე" კაბაზე შევაჩერეთ მე და ნინომ,მართლაც ძალიან ლამაზი კაბა იყო.
შვიდი საათი სრულდებოდა ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა,დამიანე იყო,ვუპასუხე
_გისმენ
_მზად ხარ?
_კი
_ჩამოდი მაშინ.
_კარგი,მოვდივარ(ყურმილი დავკიდე,კიდევ ერთხელ შევათვალიერე სარკეში ჩემი თავი და კმაყოფილმა დავტოვე სახლი)
_ძალიან ლამაზი ხარ
_ზედმეტი სინაზე არა!(ვუთხარი და ცალი თვალი დავხუჭე)
მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია.
ბოლოს კი ნაცნობ ადგილს მივაშურეთ და მანქანაც გაჩერდა.
ხო ისევ ის ნაცნობი ბარი.
შევედით და თვალები გამიფართოვდა,ალექსანდრე იყო,როგორ მომენატრა ეს ბიჭი.
მანაც დამინახა და ჩემსკენ გამოექანა მაგრად ჩავეხუტე,როდესაც მოვრჩით "ჩახუტობანას"შემდეგ ვინებე და სხვებსაც გადავეხვიე.
უცნობი ბიჭებიც იყვნენ.
_მოკლედ მე,დამიანეს, ეკეს,დემნას და თოკას გვიცნობ,ეხლა ამათზე გადავიდეთ(მითხრა ალექსანდრემ)
_კარგი.
_ეს ლევანია,ეს გიორგი,ირაკლი და საბა.
ყველა გავიცანი.
_სასიამოვნოა
_ჩვენთვისაც...
_და აი ეს ლუკაა
_ლუკა?სადაა?
_აგერ არის
ლუკა წამოვიდა,ჰო აი ის ლუკა იყო რომ დამეჯახა და ფეხი კინაღამ მომტეხა.
_პრივეტ დანიელა
_პრივეტ ლუკა
_თქვენ ერთმანეთს იცნობთ?(თქვა დამიანემ რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ხმა არ ამოუღია).
_კი,ვიცნობთ
_კარგი,დავასრულოთ ეს გაცნობის ცერემონია და გავერთოთ.
მე და ლუკა საცეკვაოდ წავედით.
დიდი ხანი არ გვიცეკვია დამიანე დაგვადგა თავზე
_გოგო უნდა ჭაგართვა ლუკაჩო(მხარზე ხელი დაარტყა)
_კარგი,(უთხრა ლუკამ და წელიდან ხელი აიღო)
წინ დამიდგა დამიანე წელზე ხელი მომხვია და ყურში ჩამჩურჩულა:
_ასე აღარ გააკეთო პატარავ
_როგორ?რას ამბობ ვერ ვხვდები?

_სხვას არასდროს ეცეკვო იცოდე!
ხმა აღარ გამიცია
მალე მომბეზრდა ცეკვა
_აღარ მინდა ცეკვა
_კარგი წამოდი
_სახლში მინდა წასვლა,წავალ ტაქსით შენ აქ დარჩი!
ჩამეხუტა როდესაც უკნიდან ვიღაც დაუდგა,და ეს ვიღა მისი ცოლი იყო ელენა!

_დამიანე ჩემო საყვარელო რას შვრები?
_ელენა ხელი გასწიე და "საყვარელო"არა!
_შენ ჩემი ქმარი ხარ,მე კიდევ შენი ცოლი ხოდამ პატივი უნდა მცე....
_ელენა!ეს ფიქტიური ქორწინება იყო და ამიტომ წადი შენს გზაზე...
_არ მაინტერესებს,და შენ მისი მორიგი ძუ*კნა ხარ?
_მე მეუბნები?
_აბა ვის?
ეს თქვა და სახეში ისე გავარტყი ხელი მე მეტკინა
_დამიანე პასუხს აგებ და შენც!
_ელენა!ზედმეტი არ მოგივიდეს და წადი აქედან!
_წავედი მე დამიანე(ვუთხარი და გავიქეცი)
_დანიელა მას არ უსმინო!
სახლში მივედი და დავიძინე.
**
ორი კვირა გავიდა და ლუკაც სულ სხვანაირად მექცეოდა,თითქოს უფრო თბილად ვიდრე ადრე,ძალიან დავუახლოვდი.
ერთ დღეს ვიღაცამ მომწერა უცხო ნომრიდან
"დანიელა გარეთ გამოდი"
გავედი გარეთ და ლუკა შემრჩა ხელში.
_როგორ ხაარ დანი?
_კარგად ლუკი შენ?
_ჰო,რა ვი მეც
_დანი რაღაც უნდა გითხრა
_გისმენ ლუკა!
_იცი რაა თითქმის ერთი თვეა გიცნობ და ძალიან დაგიახლოვდი,ეხლა რაღაცას გეტყვი და ამის გამო ჩემთან მეგობრობას ნუ შეწყვეტ გთხოვ!
დანიელა მე შემიყვარდი!
(მგონი მეც მქონდა მის მიმრთ გრძნობები)
_იცი მეც მიყვარხარ ლუკ!
ამის მერე მე და ლუკა სულ ერთად ვიყავით,"წყვილის"სახელი გვქონდა.
დამიანეს რეაქცია მაინტერესებდა ყველაზე მეტად ამ ამბავთან დაკავშირებით!
მეორე დღეს დამიანემ დამირეკა
_გისმენ
_როგორ ხარ?ლუკა როგორ გყავს?(მითხრა გღიზიანებული ხმით ეტყობოდა რომ მთვრალი იყო).
_მე კარგად,ლუკაც მასეა
_გილოცავთ!
_მად...(სიტყვის დასრლება არ მაცალა ისე გამითიშა ტელეფონი)
ნერვები მომეშალა,მოემზადე დამიანე ეს მხოლოდ დასაწყისია!
***
ლუკას დავურეკე და ბარში წავედით,შევედი და დამიანეს მოვკარი თვალი ამ დროს ლუკაც შემოვიდა და მაგრად ჩავეხუტე.
_როგორ ხარ?
_კარგად ლუკი შენ?
_მეც
_სადაა ალექსი ხო არ იცი?
_არ ვიცი ვიჩხუბეთ
_რატომ?
_მერე გეტყვი
წამო ვიცეკვოთ
დიდი ხანი ვცეკვავდით,მერე ბევრი დავლიეთ
თავიდან ერთი ჭიქა მოვსვი ბოლოს ისე შევყევი რომ სათვალავი ამერია იმდენი დავლიე!
გათიშული მთვრალი "მიმათრია"ლკამ სახლში.
***
ერთი თვე იყო გასული მას შემდეგ რაც დამიანე არ გამოჩენილა.
სიმართლე გითხრათ"მომენატრა"
ლუკასთან დიდი ხანი ვეღარ გავჩერი
ისი მიხვდა რომ არ ვუყვარდი და ეს უბრალო გატაცება იყო.ხოდა ასე ბედნიერად დავშორდით ერთმანეთს.
***
დღეს-დღე მისდევდა,კვირას-კვირა,მაგრამ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა,არც დამიანე ჩანდა და არც სხვები.
მერე კომპანიაში დავიწყე მუშაობა.
მეგობრებიც გავიჩინე,განსაკუთრებით მარიამი მიყვარდა.
საუკეთესო მეგობრები ვიყავით
_დანიი
_რა იყო მარ?რამე მოხდა?
_გოგო,მოხდა აბა რა?ერთ კომპანიას უნდა რა ჩვენთან ხელშეკრულების დადება,ხოდა ამ კომპანიის უფროსი არის იმენა "ბომბა" ბიჭი(გამეცინა)
_ოხ შენ არ მოუკვდი შენს პატრონს,რამე სასწაული მოხდა მეგონა.
_აუ რა იუნტერესო ხარ(დამეჭყანა და გავარდა)
_უი ჰო დამავიწყდა ხუთ წუთში აქ იქნება და შენ იცი
***
ძლივს დავდე ძაან მომინდა გაგრძელება<3შემიფასეთ მეგობრებო



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძააანნ მაგარიააა დაააიმედიიააა გაადრძელეებბბ ❤️

 


№2  offline წევრი nathali lifhonava

სტუმარი მარიამი
ძააანნ მაგარიააა დაააიმედიიააა გაადრძელეებბბ ❤️

მადლობა აუცილებლად გავაგრძელებ❤️ :LOVE:
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№3  offline წევრი Dead girl

წარმატებები,ნატუ!

 


№4 სტუმარი A

Magaria momewona da male dade ra gagrdzeleba xo kide ar gewyinos magram yvelapers achqareb. Zoggan ki azri ar gaq dasrulebuli axalze ise gadadixar. Lamazi istoria chans da ar miapuchecho ra....

 


№5  offline წევრი nathali lifhonava

Dead girl
წარმატებები,ნატუ!

მადლობა ლის<3 ჰოიცი შენ ისტორიას როგორ ველი?^_^

A
Magaria momewona da male dade ra gagrdzeleba xo kide ar gewyinos magram yvelapers achqareb. Zoggan ki azri ar gaq dasrulebuli axalze ise gadadixar. Lamazi istoria chans da ar miapuchecho ra....

მადლობაა<3კიი ვიცი ახალ ისტორიაში გამოვასწორებ<33
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent