შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისის ცის ქვეშ... თავი 6


17-05-2018, 02:41
ავტორი katiusha
ნანახია 2 320

ო,როგორი გაბრაზებული ვიყავი მასზე.ახლა ალბათ კიდევ რომ შემოსულიყო და რამე ეთქვა ვერ გადამირჩებოდა და ცოცხალი ვერ გამასწრებდა აქედან,ნუ საღ-სალამათი მაინც.რაღაცას აუცილებლად დავმართებდი.არ მომინდომა აქ ეჭვიანობა და არ გამიმართა სცენები.
იმ ღამეს რათქმა უნდა თავის საყვარელს დაურეკა, ალბათ ჩემზე გაბრაზებულს ნერვების დაწყნარება უნდოდა და ეს მისმა ქალბატონმა კარგად იცოდა როგორ უნდა გაეკეთებინა. მეც რა თქმა უნდა მისაღებში მომიწია დაძინება,არა ასე აღარ შეიძლებოდა,ასე ვეღარ გავაგრძელებინებდი.რაღაც უნდა მომეფიქრებინა.
ხელსაყრელი დრო რამდენიმე დღის შემდეგ დადგა.ნიკას კომპანიასთან ხელშეკრულება წარმატებით გაფორმდა და მეც პრემია და შექება დავიმსახურე უფროსებისგან,რაც ნამდვილად აღსანიშნავი იყო და მეგობრების გარდა აბა ვის გავუზიარებდი ამ სიხარულს? გოგოებს დავურეკე და მეუღლეებთან ერთად დავპატიჟე საღამოს ჩემთან,სამსახურიდან მარკეტში გავიარე,მზა საჭმელები და საჭირო პროდუქტები ვიყიდე და მზადებას შევუდქი,ნუ იმ დღის შემდეგ ჩემი მეზობელი მხოლოდ რამდენჯერმე შემხვდა,უბრალო მისალმებით შემოვიფარგლეთ და ეგ იყო და ეგ.
სუფრა გავაწყვე და თან გოგოებს ველოდი,თან მათეს ვყარაულობდი რომ სახლში ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი გეგმა არ იმუშავებდა.
ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ ეთუნა და ქეთო მეუღლეებითურთ.
-აბა რას მივაწეროთ შენი ეს მონდომება?-მკითხა ლადომ და გადამკოცა.თან ცოლს მოხვია ხელი და სუფრისკენ გაახედა:-რას იტყვი ცოლო მზადაა გასათხოვრად?
-ნუ იცი ხოლმე შენ ამ თემაზე ასე მწარე ხუმრობა,- დატუქსა ქეთომ ქმარი
-იმედი უნდა გაგიცრუო ლადო,გათხოვებას არ ვაპირებ,ეს ყველაფერი კი სამსახურში ჩემი მორიგი საქმის წარმატების აღსანიშნავად მოვიფიქრე, თან ამისთვის პრემიაც დავიმსახურე.
-რამდენი რამე მოგიმზადებია გოგო.-შემიქო მონდომება გიგიმ
-იმედი უნდა გაგიცრუო ძვირფასო,მზა საჭმელები ვიყიდე
-საცოდავი შენი ქმარი.მოკლავ მშიერს.
-ქმარი კი არა უბრალოდ მამაკაცი ვერ მიპოვია ჯერ და მანამდე ვისწავლი სანამ ვინმე გამოჩნდება,-ვუპასუხე და ღვინო გამოვიღე მაცივრიდან:-აი ეს კი ნამდვილად არაა ნაყიდი,მამაჩემმა გამომიგზავნა სოფლიდან,ნატურალურია
-ოოო დიდებული ღვინო აქვს მამაშენს დიდებული.
-გიგი მართალია ახლაც მახსოვს მისი გემო,დააეთანხმა ლადო და ცოლი მოიკითხა,გოგოები აივანზე გასულიყვნენ და გარემოს ათვალიერებდნენ
-საოცარი ხედია აქედან ღამით,ახლა მივხვდი რატომ მოგეწონა ეს ბინა და რატომ მოინდომე აქ გადმოსვლა.
-თან მყუდრო და გემოვნებიანი ბინააა,
-მყუდრო რამდენადაა არ ვიცი, მაგრამ ხედი მართლა კარგია.-თვალი ჩავუკარი გოგოებს ეშმაკურად და სუფრასთან მივიწვიე ყველა.
-ქმარო ჩამოასხი ღვინო.მიმართა ეთუნამ გიგის
-დღეს ვსვავთ ბოლომდე.მხარი აუბა ქეთომ
-ქალბატონო ბავშვი გყავს მისახედი შენ
-დედაშენი მიხედავს,ოქრო დედამთილი მყავს
-რძალ-დედამთილი ასე უგებდნენ ერთმანეთ პირველად ვხედავ,მგონი მე კი არა. შენ ხარ მისი შვილი.
-ნუ იბოღმები შენ და გვაღირსე სადღეგრძელო.ენა გამოუყო პატარა ბავშვივით ქეთომ, ამდენი წელია ერთმანეთს იცნობენ,ცოლ-ქმარი არიან და მაინც ასე პატარა ბავშვებივით კინკლაობენ და აბრაზებენ ერთმანეთს.თან გაგიჟებით უყვართ ერთმანეთი და ყოველთვის მშურდა მათი სიყვარულის თეთრი შურით რა თქმა უნდა. ანალოგიურად არიან გიგი და ეთუნაც.
-ღმერთო შენ გვიშველე ამათ ხელში,იმედია დღეს ძალიან არ გაგიჟდებით,თქვა ლადომ და პირველი სადღეგრძელოც შემოგვთავაზა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო უცებ გეტყვით რომ იმ ღამით შურისძიება შედგა.ბევრი დავლიეთ,ვიცინეთ,ვიმხიარულეთ,ძველი ამბები გავიხსენეთ.მუსიკაც ჩავრთეთ და ბოლო ხმაზე ავუწიე.ისე რომ ჩემს მეზობელთანაც გადიოდა ხმა და დარწმუნებული ვარ არ ეძინა.
შუაღამე იყო სტუმრები რომ წავიდნენ.ხმაურით და სიცილ-კისკისით აიკლეს სადარბაზო სანამ ლიფტი მოვიდოდა და არც მერე შეჩერებულან
-იმედია სახლამდე მშვიდობიანად მიხვალთ და რამე სიგიჟეს არ ჩაიდენთ.-მივაძახე და უკან მოვბრუნდი სახლისკენ.მაგრამ კედელზე ასვეტილი მათე დავინახე.
-შენ ჩემი გაგიჟება გინდა?დამიბრიალა თვალები.-რომელი საათია იცი მაინც?
-კი ვიცი და სრულებით არ მადარდებს.აუღელვებლად ვუპასუხე და სახლისკენ დავიძარი,მაგრმ წინ ჩამიდგა და გზა ჩამიკეტა
-არ გადარდებს ხომ რომ ვერ ვიძინებ?ლამისაა გავგიჟდე?
-შენ თუ გიჟი ხარ ჩემი რა ბრალია?ავუქნიე ხელი და გაცლა ვცადე,მაგრამ შევბორძიკდი.ხელი შემასველა
-შენ რაა დალიე?მთვრალი ხარ?
-მთვრალი ვარ ხოო,რა მოხდა მერე?ამიტყდა უაზრო სიცილი.-უკაცრავად დაძინებაში ხომ არ შეგიშალე ხელი?
-შენ წარმოიდგინე და კი..
-შენ წარმოიდგინე და მეც ვერ ვიძინებ როცა შენს ღამეულ თვგადასავლებს ვუსმენ.ასე რომ გადაწყვიტე ან შენი ბოზ..ის მოყვანას და მათ აკვნესებას შეეშვები და მშვიდად დამაძინებ, ან არადა მეც ასეთ ამბებს მოგიწყობ ყოველ ღამით.-თვალი ჩავუკარი ეშმაკურად,გვერდი ავუარე და სახლში შევედი.
-ვახ ჩემიი ეს ვინაა,- მომესმა ზურგსუკან მისი ხმა და ბოლოს კარის მიჯახუნებაც გაისმა.
-ესეც ასე ბატონო მათე,ერთით ერთი.აბა ვნახოთ ვინ აჯობებს. კმაყოფილი ვიყავი ჩემი გეგმის ასე შესრულებით.მაგიდა არც ამილაგებია ასე ბედნიერი გავიშოტე საწოლზე და ღრმა ძილს მივეცი თავი...
კარგია როცა მეორე დღეს ისვენებ და ნაბახუსევზე და გამოუძინებელი არ გიწევს სამსახურში წასვლა..

რა უპირატესობა აქვს მარტო ცხოვრებას?ის რომ სახლში ნებისმიერ ფორმაში შეგიძლია იარო და არანაირ დისკომფოტს არ გრძნობდე.
დილით კარგად გამოძინების შემდეგ პირდაპირ სამზარეულოში გავედი ყავა მოვიდუღე და სულაც არ ვფიქრობდი რომ ჩემს გამომწვევ პიჟამოებზე რამე მომეცვა,ისე ვმოძრაობდი სახლში. ყავა ჭიქაში ჩამოვასხი და ასე გავედი აივანზე.ვივარაუდე რომ რადგან შუადღე იყო ჩემი მეზობელი სახლში არ იქნებოდა.თამამად მოვთავსდი სკამზე და ფეხები აივნის კიდეზე შემოვაწყვე.მშვიდად მივეფცხე მზეს.შესანიშნავი ამინდი იყო და სასიათსაც არ ვუჩიოდი.
-იცოდე კიდევ ერთხელ თუ გნახავ მსგავს ფორმაში საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.მომესმა მისი ბოხი და ხრინწიანი ხმა.აშკარად ახალგაღვიზებულის.შევხტი,ფეხები სწრაფად დავუშვი ძირს და თვალები დავაჭყიტე.გვერდით აივანზე მათე იდგა,მოკლე შორტში და წელსზევით შიშველი ლუდის ბოთლით ხელში.არა არ ვიტყვი რომ ის აპოლონი იყო როგორც ყველა აღწერს ხოლმე,ჩვეულებრივი მამაკაცი იყო,მასზე უკეთესებიც არსებობდნენ,მაგრამ ახლა რატომღაც ძალინ სიმპატიური და სექსუალური მეჩვენა ამ ფორმაში,მერე რა რომ ცოტა მსუქანი დ ღიპიანი იყო,მერე რა თუ თაფლისფერი თვალები ჰქონდა და არა რაღაც საოცრება ფერი როგორც არის ხოლმე მთავარი გმირების შემთხვევაში.
მაინც მესიმპატიურა და მესექსუალურა ამ შემთხვევაში. გამახსენდა როგორ ვეხუმრე ბოლო შეხვედრაზე მის ზედმეტ კილოგრამებზე და ჩამეღიმა.
-რეაქციაც რომ არ აქვს რაა, ჩაილაპარაკა ვითომ ნაწყენმა ჩემს გასაგონად
-რა რეაქცია უნდა მქონდეს ან რატომ?ჩემს აივანზე რასაც მინდა იმას გავაკეთებ.
-ფრთხილად პატარა ნუ მეთამაშები
-რატომ უნდა გეთამაშებოდე?
-ასეა და იმიტომ.მიწვევ და იცოდე ჩემთან თამაშს არ გირჩევ,ცეცხლში დაიწვები.
-შენც ჩაგითრევ მაგ ცეცხლში და ერთად დავიწვებით.
-რატომ მეწინააღმდეგები ყოველთვის?
-ვინ მეე?-სულელურად გამომივიდა მაგრამ ასე იყო.
-კი შენ.
-ო როგორ მიშლი ნერვებს,ყავის დალევის სურვილიც კი დამიკარგე,წამოვდექი გაბარზებული და ოთახში შესვლა დავაპირე,რომ უცებ მომემსა
-მშიშარა.
აბეზარი ფიქრებისგან გასანთავისუფლებლად სახლის დალაგება მოვიფიქრე.დაბალ ხმაზე ჩავრთე მუსიკა და გუშინდლი გიჟური საღამოს შედეგს წარბებაწეული გადავხედე,რა დაალაგებდა ამ ყველაფერს. ს-რა თქვი?-მოვბრუნდი სწრაფად
-მშიშარა ხარ.ისევ გარბიხარ.ყოველთვის გარბიხარ.არასოდეს არ გინდა სხვისი აზრი მოისმინო.სხვისი გადმოსახედიდანაც შეხედო ცხოვრებას და მის ადგილზე წარმოიდგინო თავი.ყოველთვის გინდა მართალი იყო,შენი გაიტანო.ყოველთვის შეეწინააღმგედო და საპირისპირო გააკეთო.მაგრამ ასე არაა,სხვასაც სტკივა,სხვაც განიცდის,სხვასაც აქვს გრძნობები. შენ ყოველთვის გაქცევას თვლი გამოსავლად მაგრამ ასე არაა.
-საიდან?საიდან გაქცევა არა გამოსავალი?იმ ურთიერთობისგან თავის დაღწევა და უარის თქმა რომელიც დასაწყისშივე განწირულია?ერთი ღამის ურთიერთობა რომ არ მინდა და სხვა არაფრის გაგონება არ მინდა ამიტომ ვარ მშიშარა?
-შეგეძლო მეტიც ყოფილიყო...
-არ შემეძლო...არ შემეძლო გესმის ორი დღის გაცნობილ ადამიანთან მსგავსი ურთიერთობა გამება როგორიც შენ გინდოდა,არ შემეძლო ადამიანთან რომლმაც მეორე ოფიციალურ პაემნზე ცოლობა მთხოვა მივნდობოდი და მისი მერწმუნა.ისიც კი არ ვიცოდი რაში გჭირდებოდი მე.რატომ გინდოდა უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა სრულიად უცნობთან
-მგონი არც ერთი არ ვიყავით იმ ასაკში რომ დიდი სიყვარულის დაგვეჯერებინა,ერთად კარგად ვგრძნობდით თავს,კარგად ვუგებდით და შეგვეძლო გვეცადა.
-გვეცადა?რომ არ გამოსულიყო რა მექნა მერე?ან შენ რას იზავდი?ბოდიშს მომიხდიდი,მეტყოდი მაპატიე ნია არაფერი გამოგვივიდა,დიდი სიყვარული არ მოვიდა,შეგვეშალა,ეს შეცდომა იყო დავშორდეთო?ჩემზე გიფიქრია მაშინ კიდევ ერთ მსგავს დარტყმას გავუძლებდი თუ არა ისევ?მაპატიე მაგრამ კიდევ ერთ დაშორებას,კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტანდი.კიდევ ერთ კითხვის ნიშნით დაწყებული ურთირთობას ვეღარ შევძლებდი..როგორ არ ვეცადე მაგრამ მაინც მომერია ცრემლი და თვალებზე მომადგა
-იქნებ არ ყოფილიყო ასე?იქნებ გამოსულიყო?რას ვკარგავდით რომ გვეცადა?
-შენ კიდევ ვერ გაიგე რა გითხარი?არ გიცნობდი ადამიანო არა.არაფერი ვიცოდი შენზე,არც ახლა არ ვიცი ვინ ხარ,რას საქმიანობ,რა გიყვარს რა მოგწონს,რა არ მოგწონს.
-გავიცნობდით ნია უბრალოდ შენ გაიქეცი იმაზე ადრე ვიდრე ველოდი.შეიძლება ყველაფერი გამოსულიყო.
-ბოდიში მაგრამ შეიძლებაზე ვერ ავაწყობდი ურთიერთობას და ვერ დაგთანხმდებოდი. მაშინაც და ახლაც უნდობლობა მაქვს შენს მიმართ,და მაპატიე თუ ასეთი პირდაპირი ვარ.ვუთხარი და სწრაფად დავბრუნდი ოთახში,
ახლა ეს მინდოდა მე?წარსულის გახსენება და აფორიაქება?
ისე მართალიც იყო.რომ დავფიქრებულიყავი მაშინ ნამდვილად მე გავიქეცი.აი ასე უსიტყვოდ ავდექი და გავიქეცი,არა სადმე კი არ წავსულვარ,უბრალოდ აღარ შევეხმიანე, არც დავურეკე,არც მივწერე,არც რამე ავუხსენი.ის კი ჩემ ზარს და პასუხს ელოდა,იქნებ მართლა გამოგვსვლოდა რამე? მაგრამ არც მას მოუკლავს თავი.არც მას მოვუძებნივარ.ან რატომ მომძებნიდა არ ვუყვარდი და რატომ იზავდა ამას? მე სულელს კი ბრმად მჯეროდა რომ მხოლოდ დიდ და გიჟურ სიყვარულს შეუძლია ადამიანების გაგიჟება ისე რომ ცხრა მთა გადალახინოს და ცაში ააფრინოს.მაგრამ დამავიწყდა რომ დაცემა ძალიან მტკივნეული იყო,იქნებ მართალი იყო და ოცნების კოშკების აგებას და ცაში აფრენას პირდაპირ მიწაზე მყარად დგომა სჯობდა და ასეთი ურთიერთობით უფრო შორს წავსულიყავით,უფრო ძლიერი ყოფილიყო ასე დაწყებული ურთიერთობა?
ასეა თუ ისე მე წარმოდგენაც არ მქონდა რატომ უნდოდა ჩემზე დაქორწინებ აუსიყვარულოდ და მხოლოდ სიმპატიების ფინზე.ფაქტია რომ რაღაც მიზეზი ჰქონდა,მე კი ნამდვილად არ მქონდა სურვილი გამერისკა და არასასურელი შედეგი მიმეღო.
მაშინ არა მაგრამ ახლა ნამდვილად სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს.ახლა დეპრესია და ის ტკივილი გადალახული მაქვს და სიმართლე რომ ვთქვა ახლა რომ შემომთავაზოს იგივე დარწმუნებული ვარ დავთანხმდები.
საღამომდე ვიტანჯე და ვიწვალე,მითუმეტეს რომ დიდად არ მეხერხებოდა სახლის საქმე.ტყუილად არ დამცინოდნენ გოგოები და სიძეები.
დალაგებას რომ მოვრჩი წყალი გადავივლე და სასერნოდ წავედი,მომბეზრდა სახლში ყოფნა,თხელი შიფონის სარაფანშიც კი მცხელოდა.ვიმედოვნებდი რომ აგრილდებოდა. შორს არ წავსულბას.ჩვენი კორპუსის უკან სკვერი ადრევე შევნიშნე და ახლა გადავწყვიტე ამეთვისებინა. ბავშვებით და მშობლებით იყო სავსვე და ადგილის პოვნა გამიჭირდა.მაგრამ განაპირას მაინც მივაგენიცარიელ სკამს,ჩამოვჯექი და პატარების თვალიერებით დავკავდი. ვერთობოდი და მეცინებოდა მათ ცელქობაზე და ბავშვურ საუბრებზე,ცოთა ხანს ჩემს ბავშვობაშიც დავბრუნდი,მაგრამ დიხანს არ დამცალდა,ყურთან ვიღაცამ დაიჩურჩუა და ისე ვნებიანად რომ სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
-მარტო ხართ ქალბატონო? თავი სწრაფად მოვატრიალე და მისი სახის პირისპირ აღმოვჩნდი.
-დიახ მარტო ვარ, არც უკითხავს შეიძლებოდა თუ არა დაუკითხავად დაჯდა ჩემს გვერდით კმაყოფილი,ხელები სკამის საზურგეზე შემოაწყო ფეხები ერთმანეთს დააშორა და ასე ღიმილით მიაჩერდა ბავშვებს,თითქოს დილით სულ არაფერი მომხდარიყო.
-მე არ მომიცია უფლება რომ დამჯდარიყავი.შევუბღვირე.
-არც მჭირდება.უკვე დავჯექი.
-ხოდა როგორც დაჯექი,ისე აბრძანდი და გადაბრძანდი სხვაგან.
-კარგი რაა,რატომ არ შეგიძლია ნორმალურად,ცივილიზებული ადამიანებივით ვისხდეთ და ვილაპარაკოთ?დაივიწყე ყველაფერი,წარსული მითუმეტეს და მშვიდად ვისხდეთ,თუ გინდა სულ არ ამოვიღებ ხმას.-მკითხა ღიმილით
-დასავიწყებელი არაფერია,წარსული წარსულში დარჩა
-მითუმეტეს,მოდი შევეშვათ იმაზე ფიქრს რა იქნებოდა და როგორ და ნუ ჭირვეულობ აი იმ პატარა ბავშვივით,ერთ ერთი გოგონასკენ გამახედა და ჩაეღიმა,მეც ჩამეღიმა როცა ისინი დვინახე,გოგო თავისივე ასაკის ბიჭს ეჯიკავებოდა და სათამაშოს წართმევას ცდილობდა.
-ისე გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრაც პარკში შედგა.პატარა თინეიჯერი ბიჭივით დამაჯინე და არსად გამომყევი,თავს თოთხმეტი წლის ბიჭი მეგონა. ბოლოს ხომ მაშინ ვიჯექი გოგოსთან ერთად,ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ ოცდაათი წლის ასაკში ჩემი პაემანი თუ იქ შედგებოდა მაგას ვერა.ხმამაღლა გაეცინა და მეც ამიყოლია.
-მახსოვს მაშინაც ზაფხული იყო..
-არა არ იყო.ეტყობა შენთვის არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი და მაგიტომ არ გახსოვს. გაზაფხული იყო,აპრილის ბოლო.ყველაფერი ყვაოდა და ჰაერში საოცარი სურნლი ტრიალებდა,მაგრამ მაინც შენ ყველაფრისგან განსხვავებული სურნელი გქონდა,დღესაც არ ვიცი რისი...ისე აღფრთოვანებული ლაპარაკობდ იმ დროზე რომ თავი უხერხულად და დამნაშავედ ვიგრძენი რომ ეს ყველაფერი არ მახსოვდა.
-შენ..შენ ნუთუ ყველაფერი გახსოვს? შევხედე გაოცებულმა
-დიახ,მე ყველაფერი მახსოვს.ისიც მახსოვს ხელი რომ მოგხვიე იუხერხულე,შეიშმუშნე ხელი მომაშორებინე და რამდენიმე სანტიმეტრით გადაჯექი.მე შენსკენ მოვიწიე და ისევ ჩაგკიდე.გაშვებას ცდილობდი,მაგრამ არ დაგანებე.არ გაგიშვი,მეტიც უფრო მიგიხუტე..
-მე არც მახსოვს ეგ დეტალები..
-ასეა,არ გახსოვს და ძალიან მწყინს,იცი შენგან ყველაზე მეტად ეგ მეწყინა რომ ყველაფერს ივიწყებდი რასაც შენთვის ვაკეთებდი. მეწყინა ხელი რომ გამიშვი...იმ მომენტში კი არა საერთოდ რომ გამიშვი...მის ხმაში სინანული ჩანდა და თავი კიდევ უფრო დამნაშვედ ვიგრძენი
-არ მეგონა ყველაფერი ასე დეტალებში თუ გემახსოვრებოდა. სამაგიეროდ კარგად მახსოვს რომ მაშინ ჩვენი პირველი კოცნა შედგა.და მე კოცნის ქურდი გიწოდე
-კარგია ეგ მაინც რომ გახსოვს.
-რას ვიზავთ ხანდახან ადამიანები არასწორად ვიქცევით და ჩვენი ნების საწინააღმდგოს ვაკეთებთ. ის თუ გახსოვს ჩვენს მეორე შეხვედარზე როგორ გაგაბრაზე?როგორ მოგიშალე ნერვები..ჩაეცინა ჩემსკენ შემობრუნდა ნახევარი ტანით და მომაჩერდა
-მართლა ძალიან გამაბრაზე მაშინ,.მე უბრალოდ მინდოდა შენთვის ლამაზი დღე მეჩუქებინა შენ კიი..
-ასეც იყო მართლა კარგი დღე იყო გამოგივიდა,იმ მძიმე პერიოდში ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებად მახსენდება.მახსოვს სახლში ახალი დაბრუნებული ვიყავი სამსახურიდან შენ რომ დამირეკე და შეხვედრა მთხოვე,მაშინ ნამდვილად ზაფხული იყო.დიდხანს ვემზადებდი,ვჩქარობდი არ დავაგვიანო-თქო და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ შენ დააგვიანე,
-და მთელი დღე მებუზღუნებოდი და მაყვედრიდი. ვერ წარმოიდგენ ყველაზე საყვარელი რომ მაგ დროს იყავი.
-შენ კი ჩემს გაბრაზებულ სახეზე იცინოდი,მე უფრო ვბრაზდებოდი. ქალაქიდან რომ გახვედი და გეზი ტყისკენ აიღე კი შევშინდი.ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე მანიაკი ხომ არ არის და მოსაკლავად ხომ არ მივყავარ თქო,მე სულელი კი მანქანაში ჩავუხტი ასე არსაიდან მოსულს,ვინ იცის რას მიპირებს და იქნებ ჩემი გვამიც კი ვერ იპოვნონ-თქო. ვფიქრობდი და თან ვცდილობდი არ შემემჩნია
-არ არსებობს.სერიოზულად?შემომხედა გაოცებულმა და მერე გადაიხარხარა.-მართლა ასე ფიქრობდი?
-აბა რა უნდა მეფიქრა მეორე პაემანზე რომ გამაქროლე ტყეში?მეც მეცინებოდა და აღმოვაჩინე რომ ისე ვსაუბრობდით კარგი შეხმატკბილებული წყვილივით.
-გოგოს მოხიბვლა და მისთვის სიუპრიზის მოწყობა მინდოდა,მას კი თურმე მანიაკი ვგინებივარ,პირველად მესმის ასეთი რამე.რა არ უთქვამთ და დაუბრალებიათ ჩემთვის მაგრამ ასეთი რამე არასოდეს..ვეღარ ვსუნთქავ,ამდენი სიცილი აღარ შემიძლია..
-გულწრფელად გამიხარდა რომ მივხვდი სადაც მივდიოდით,ამ ადგილის შესახებ გაგონილი მქონდა და სულ მინდოდა მისი მშვენიერება მეც მენახა.შენ კი ეს ოცნება ამისრულე,
-ხედავ ერთი ოცნება მაინც აგისრულე,ესეგი ერთით ნაკლები ოცნება დაგრჩა ასასრულებელი.
-მართლა ლამაზი იყო ყველაფერი.სიმწვანე,სუფთა ჰაერი,მდინარის ჩუხჩუხი,მინდორში მოფენილი ათასფერი ყვავილები.ჩიტების ჭიკჭიკი.სიგრილე და შენ.იმ მომენტში არავინ და არაფერი მახსოვდა,მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით,თავს ყველაზე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი.თუმცა შინაგანად დაძაბული ვიყავი.
-ეგ დაძაბულობა გეტყობოდა,მაგრამ თვალები ისეთი ანთებული გქონდა სიხარულისგან და ისეთ ბედნიერებას ასხივებდი რომ მინდოდა სულ ასე ყოფილიყავი,რომ შემძლებოდა იმ მომენტს,დროს გავაჩერებდი.მეც გადმომედო შენი სიხალისე და ბავშვურობა მინდორში რომბ ჩამოჯექი და ყვავილების კრეფა დაიწყე,
-შენ ან ყვავილებისგან გვირგვინი გამიკეთე და თავზე დამადგი,მითხარი თუ მოინდომებ ჩემი დედოფალი იქნებიო და ის კითხვაც მოაყოლე,რომელმაც თავზარი დამცა.
-კარგი რაა,რა გკითხე განა ეგეთი.დღესაც ვერ მივმხვდარვარ რატომ გქონდა ეგეთი რეაქცია
-ალბათ იმიტომ რომ იმ დროს ვისგანაც მინდოდა მომესმინა და ვისგან გაგებაზეც ვოცნებობდი მან რომ არ მითხრა.იმიტომ გითხარი უარი ცოლად გამოყოლაზე.იმიტომ გთხოვე სახლში წამოგეყვანე და იმიტომ გავიბუტე.არ შემეძლო გესმის,ვერ დაგთანხმდებოდიდა თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას რომ შენთან ვყოფილიყავი და სხვაზე მეფიქრა და მეოცნება,როცა ისევ ის მიყვარდა.ეს ღალატი იქნებოდა და ღალატად ვთვლიდი ამას,მაშინაც და ახლაც ღალატად მივიჩნევ
-ახლაც გიყვარს ის ..სხვაა?
-ახლა აღარ.ახლა უბრალოდ მშვიდად ვარ,ვისწავლე მარტო ცხოვრება და მხოლოდ საკუთარი თავისთვის.კომფორტულად ვარ და თუ ესეც ბედნიერებაა მაშინ ბედნიერი ვარ
-არა ნია,არ მოგცემ მშვიდად ყოფნის უფლებას.მე ისევ შემოვალ შენს ცხოვრებაში და ვიბრძოლებ იმისთვის რომ ამ კომფორტს და ბედნიერებას ერთად მივაღიოთ.
-არ გინდა კარგი?თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვს და თუ ისევ გართობა გინდა ნუ ამირევ ისედაც ძლივს დალაგებულ ცხოვრებას.ნუღა განმიახლებ ტკივილს.-ვთხოვე და თვალი ავარიდე,სათამაშო მოედნისკენ გავიხედე.ხალხისგან თითქმის დაცლილიყო,საუბარში დრო სწრაფად გასულიყო.
-წავედი უკვე გვიანია,წამოვდექი,ისიც გვერდით ამომიდგა.
-ნუ მიყურებ ასე ერთი გზა გვაქვს.არ გაცილებ.გამიღიმა ეშმაკურად,როგორ ახერხებდა ყოველთვის გაღიმებას მიკვირდა..
-ნია,,,-შემაჩერა სახლის კართან,როცა მივედით.-მინდა ასეთი საღამოები კიდევ გავიმეოროთ,თან არაერთი.
-მოვიფიქრებ
-დიდხანას ნუ იფიქრებ თორემ პირდაპირ სახლში შემოგივარდები,შეხვედრების პერიოდს გამოვტოვებ და ჩაგისახლდები.
-ვერ გაბედავ.
-გავბედავ დ ნუ მეწინააღმდეგები-თქო გითხარი.მშვიდობიან ღამეს გისურვებ.
-ჩემი მეზობელი თუ ვინმეს არ მოიყვანს ამაღამ მექნება მშვიდობიანი ღამე.მაინც წავგესლე დამშვიდობებისას და სანამ უარესს მეტყოდა ცხვირწინ მივუხურე კარი.



ცოტა არეული და აზრები დაულაგებელი თუა მაპატიეთ შუაღამისას ვწერ და გადახედვის დროს ნამდვილად არ მაქვს,ძალიან ნუ განმჯით და იქნებ თქვენი აზრიც გამოხატოთ ისტორიატან დაკავშირებით :)



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომწონს ძალიან. საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს და დაათბობ ამ გოგოს:დ

 


№2  offline წევრი katiusha

Mapatoet isev shecdomit maqvs teqsti dabecdili sil cotatia shecdoma erti patara abzaci

Chikochiko
მომწონს ძალიან. საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს და დაათბობ ამ გოგოს:დ

Esegi cudi araa xo?

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

katiusha
Mapatoet isev shecdomit maqvs teqsti dabecdili sil cotatia shecdoma erti patara abzaci

Chikochiko
მომწონს ძალიან. საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს და დაათბობ ამ გოგოს:დ

Esegi cudi araa xo?

რას ამბობ, სყლ ვამოწმებ ახალი თავის მოლოდინში საიტს. და მიხარია რომ მალ-მალე დებ. თან განსხვავებულია და ეს მომწონს

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian momconss, satauric mimzidveli aqvsss, da tvitonac sainteresoaa, araushavs shecdomebsss, chven xo redaqtorebas arvuketebtt,

 


№5  offline წევრი katiusha

mirandaa31
ძალიან მომწონს ❤️ მალე გადავიდნენ რაა ახალ ფაზაში ესენი ❤️ საყვარლები არიან ძაან.. ველოდები ახალ თავს ))

მალე გადავლენ მალე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent