ჩვენ შევქმენით ჩვენი ბედნიერი მომავალი (4,5 თავი)
4 თავი იმ საღამოს,ალექსანდრემ სახლამდე მიმიყვანა და თბილად დამემშვიდობა.მეც სახლში ავედი,ვიცოდი დედაჩემს ხელიდან ასე მარტივად ვერ დავუსხლტებოდი და წინ სალანძღავი სიტყვების მთელი კორიანტელი მელოდა.კარი როგორც კი გავაღე მაშინვე დაიწყო ჩემთვის აპოკალიფსი. -შენ გოგო სულ გადაირიე არა?! ხვდები მაინც როგორ მანერვიულებ,ეს რომ მამაშენმა გაიგოს ხომიცი როგორ გაბრაზდება?!-მტუქსავდა პატარა ბავშვივით და ხელებს გაურკვეველი მიმართულებით იქნევდა.რაც შეეხება მამაჩემს ის არაფერს იტყოდა,რადგან იცოდა არაფერი დამემართებოდა და ჩემში ბოლომდე იყო დარწმუნებული.მიუხედავად იმისა რომ ჩემი მშობლები სიგიჟემდე მიყვარდა,საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე,მე ამ სახლში ვეღარ გავჩერდებოდი.თუმცა ამისთვის შემოსავალი მჭირდებოდა. -მარინა ნუ ყვირი რაა იცოდე წავალ ამ სახლიდან!-ვეუბნებოდი და თან ვფიქრობდი სად შეიძლება მუშაობას დამეწყო -რომ წახვალ რას შეჭამ და რითი იცხოვრებ ერთი?!წავა გოგო აბა რასიზამს-ამბობდა და დანანების ნიშნად თავს აქნევდა.ხო მარინა ნამდვილად მართალი იყო,სასწრაფოდ სამსახური უნდა მეპოვა.სახლზე პრობლემა არ მქონდა რადგან ოროთახიანი ბინა მარის კორპუსში მქონდა და იქ გადავიდოდი.მარიც ჩემთან იქნებოდა.ამ საქმეს წყალი აღარ გაუვიდოდა,ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა.აღარაფერი მითქვამს დედაჩემისთვის, ჩემს ოთახში ავედი და ინტერნეტში სამსახურის შესახებ განცხადებების დათვალიერება დავიწყე.იყო ღამის კლუბები,რესტორნები თუმცა ვიცოდი იქ მუშაობას ვერ შევძლებდი.უკვე იმედები მქონდა გადაწურული თუმცა ზუსტად იმ წუთას დაემატა ერთ-ერთი განცხადება.კაფე-ბარი იყო მეკი მიმტანად მუშაობა საერთოდ არ ,,მიტყდებოდა".მაშინვე გადავრეკე მითითებულ ნომერზე -გამარჯობა,სამსახურის თაობაზე გაწუხებთ-ძალიან ვნერვიულობდი,ეს ზარი და სამსახური ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. -დიახ,მაშინ ხვალ 5 საათისთვის მობრძანდით,მისამართს მესიჯად მოგწერთ. -დიახ მოვალ აუცილებლად,მადლობა-გავუთიშე მესიჯიც მალე მომივიდა და გახარებული საწოლზე წამოვწექი.იმდენდ დაღლილი ვიყავი ჩამეძინა,და საღამოს 8ზე გამეღვიძა.საათს რომ დავხედე თვალებს არ ვუჯერებდი,არმეგონა ასეთი დიდი დრო თუ იქნებოდა გასული.სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი.წვიმდა და მიუხედავად იმისა რომ ზაფხული იყო მაინც ციოდა.მაღალწელიანი ჯინსი ჩავიცვი კეტები,და თხელი კაპიშონიანი მაიკა,თმები გავიშალე და წავედი.დედაჩემისთვის აღარაფერი მითქვამს საღამოს მაინც უნდა მელაპარაკა მასთან,ჩემი გადასვლის შესახებ,რაც არცთუ ისე მარტივი იქნებოდა.ტაქსი გავაჩერე,და მისამართი ვუკარნახე.ფანჯრიდან ვიყურებოდი,ვხედავდი თუ როგორ ეცემოდა წვიმის წვეთები ფანჯრის მინას და როგორ სასიამოვნო ხმას გამოსცემდა.ვხედავდი ქუჩებში როგორ მოძრაობდა ხალხი.ზოგი მირბოდა მათ აშკარად არ უყვარდათ წვიმა,ზოგი კი მიდიოდა მშვიდად და აუჩქარებლად.ალბათ მეც ასე წავიდოდი ძალიან რომ არ მეჩქარებოდეს.დასანანია მე ხომ ვგიჯდები წვიმაზე-ვფიქრობდი და ამ ფიქრებში საავადმყოფომდეც მივედით,მაშინვე ფული გადავუხადე მძღოლს და საავადმყოფოში შევირბინე.408 პალატასთან მისულმა დავინახე ბიჭები რომლებიც,მოსაცდელში ისხდნენ,მათ სახეებზე ნერვიულობა აღარ ეტყობოდატ,ალბათ თოკა უკვე კარგად იყო.სამწუხაროდ ალექსანდრეს ვერ მოვკარი თვალი,ძალიან გამიკვირდა არმგენოა თუ დატოვებდა ბიჭებს მაგრამ ალბათ სახლში წავიდა დაისვენებს და მოვა-ვაიმედებდი საკუთარ თავს.ბიჭებთან მივედი და ყველა გადავკოცნე. -მარი სადაა?შესულია? -ხოო,3საათია მგონი უკვე და აღარც გამოდის-მითხრა ლუკამ და ჩაიცინა. -მე არ შემიშვებენ?უნდა დავურღვიო სიმღუდროვე-მეც სიცილით ვკითხე -კი როგორ არა შედი. კარი გავაღე და დავინახე როგორ იცინოდნენ.გამიხარდა,გამიხარდა მათი ბედნნიერება ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ და მათ ტკივილს ვერ გადავიტანდი.თოკამ შემამჩნია და გამიღიმა -ეე როგორ ხარ?რატო არ შემოხვედი აქამდე?-მეკითხებოდა თან იღიმოდა.აშკარად ძალიან დაღლილი იყო ხმაზეც კი ეტყობოდა. -მე კიარა შენ როგორხარ რატო შეგვაშინე?შენი შეყვარებული კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა -ვიცინოდი და თან მარის ვუყურებდი რომელიც ნაღვლიანი დასცქეროდა თოკას თოკაც წამოიწია და შუბლზე აკოცა.დამაინც როგორ უხდებოდა ეს ორი ერთმანეთს... -ხოარ დაგტოვოთ?ისე ბიჭებსაც უნდოდათ შემოსვლა მარა სიმყუდროვეს არ გირღვევდნენ და მე რისი ბარბარე ვიყავი როარ შემოგჭროდით?-სიცილი დავიწყე და ისინიც ამყვნეენ -აუ მიდიი დაუძახე რა შემოვიდნენ რამდენი ხანია იცდიან-მარიმ მთხოვა და მეც მათ დასაძახებლად გავედი.უკან კი უკვე ბიჭებთან ერთად დავბრუნდი. -აუ აი რაგაგვიკეთე ბიჭო ეს რაიყო ამდენი სანდორს ამბის მერე არ მინერვიულია-საყვედურობდა ერეკლე თოკას -ოო რა განერვიულებდათ დიდი დიდი მოვმკვდარიყავი სხვა ხოარაფერი-უკვე ლაზღანდარაობის ხასიათზე იყო მოსული თორნიკე -ეგ მეორედ აღარ თქვა და არც იხუმრო-უთხრა ნაწყენმა მარიმ თითქმის ჩურჩული,თუმცა მე მაინც გავიგე. -ბოლო ბოლო როდის გამოგწერენ? -აუ რავი ერთ კვირაში თუ ველაფერი კარგად იყოვო ექიმმა და ერთი კვირა რას გავძლებ აქ.ისე სანდრო სადაა მარიმ აქ იყოო და წავიდა სადმე? -ბიჭო სანდროზე..კაროჩე რა სანრო იმსაქმეზე გავიდა და არვიცით ვაბშე როდის მოვა აზრზე არვარ რა-ეუბნებოდა ეკე ალექსანდრეს და ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა-ჩვენც ვუთხარით გამოგყვებითო მარა არა დარჩით თქვენ თოკას ჭირდებითო და აღარ გაგვიყოლა -მარი ბარბარე გადით რა ორი წუთით საქმე გვაქვს რაღაც-ვხედავდი როგორ ებერებოდა ძარღვები თოკას სიბრაზისგან.მე და მარიც მაშინვე გამოვედით. -აუ რახდება ნეტა რა სულ რაღაც საქმეზე ლაპარაკობენ-მეკითხებოდა მარი და ზუსტად ეს კითხვა მქონდა მეც. -არვიცი არაფერი არვიცი.ნეტა ალექსანდრე კარგადაა?-ბოლო წინადადება ჩუმად ვთქვი მაგრამ მარიმ მაინც გაიგო -რათქვი?ბოლოს რათქვი?შენრა ალექსანდრეზე ნერვიულობ?არარსებობს-მეკითხებოდა წარბაწეული მარი და პასუხის მოლოდინში თვალებგაფართოებული მიყურებდა. -მარი წამო რა გარეთ გავიდეთ ცოტა ხანი და მოგიყვები ყველაფერს. გავედით და საავადმყოფოს ეზოში ერთ-ერთ სკამზე დავჯექით.მარი ყველაფერი მოვუყევი აუზზე მომხდარი ამბიდან იმ დღემდე აბსოლიტურად ყველაფერი.მოყოლის დროს კი მარი თავის სხვადასხვა ემოციებს გამოხატავდა.მოყოლა დავსრულე და მარის მივაჩერდი -ეხლა რავქნა.ხო ვაიღიარებ რო მომწონს მარა რავქნა?არაფერი არვიცი სანდროზე და თითონაც არაფერს მიყვება. -აუ მოიცადე და აქამდე რატოარ მითხარი ამას ეხლა უნდა ვიგებდე.შენ კიარ მოგწონს შეყვარებული ხარ -აქამდე როდი უნდა მეთქვა მასინ თოკას რო ოპერაციას უკეთებდნენ?ოო შეყვარებული არა ის ტიპს არ ვაინტერესებ. -მოგკლავ იცოდე შენ გიჟი ხარ რა ყურადღებას არ გაქცევს.აბა სახლამდე ვინ მიგიყვანა მეე?-მკითხა და ისეთი სახით შემომხედა სიცილი ვერ შევიკავე,მერე ისიც ამყვა. -ჰო ეგ მართალი მაგრამ ეხლა რავქნა როგორ მოვიქცე? -აცადე რა და დრო ყველაფერს მოიტანს-მაიმედებდა მარიამი -მოიტანს არა ის კაი რა-ჰოო მე ყოველთვის პესიმისტი ვიყავი-ისე ამის გარდა სხვა ახალი ამბავიც მაქ.დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე სახლიდან წამოსვლა და სამსახურის დაწყება. -ვაიმე ისეთ რაღაცეებს მეუბნები ერთი დღე კიარა მგონია რო მთელი საუკუნე გავიდა და სად აპირებ მუშაობას,ხოარ ყრია სამსახურები?გაგიჭირდება -მიმტანად -არა აშკარად სიცხე გაქვს ან მალე აგიწევს,არხარ შენ ნორმალური,ბუღალტერი უნდა გახდე ამხელა ქალი და მიმტანად იწყებ მუშაობას?-იმდენად გაკვირვებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით,ალბათ გარშემო ხალხი რომ არ ყოფილიყო დამასახიჩრებდა -ეჰჰ მარიამ რასიზამ ესეთია ეს ცხოვრება-ვთქვი და მარის სახეზე კიდევ ერთხელ მუცლის ტკივილამდე ვიცინე -ცხოვრება კიარა მაგრად გაკლია,და ბარემ საავადმყოფოში ვართ და ანალიზები აიღე რაღაც რიგზე ვერ გაქ-მითხრა და ესე სიცილ-სიცილით ისევ საავადმყოფოში შევედით.მე მალევე დავბრუნდი სახლში.სახლში შესულმა პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი სადაც დედაჩემი და მამაჩემი ისხდნენ და აშკარად ჩემზე ლაპარაკობდნენ. -ოჰჰ მობრძანდა ქალბატონი,სად იყავი-გაგრძელებას აპირებდა როცა შევაწყვეტინე-ჰო ვიცი დედა რო სახლის გზა დამავიწყდა და შენზე საერთოდ არ ვფიქრობ,სალაპარაკო მაქვს,დაჯექი რა გთხოვ.დედაჩემმაც ყველაფერს თავი დაანება და ჩვენთან დაჯდა მძიმედ ამოვისუნთქე და დავიწყე -მოკლედ ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ,ერთ ერთ კაფეში ვიწყებ მუშაობას.მინდა დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლო და...სახლიდანაც გადავდივარ-ერთ ამოსუნთქვაში ვთქვი და მათ შევხედე ორი წყვილი თვალი ჩემსკენ იყო მომართული და გაფართოებული მიცქერდა. -შენ ვერ სეძლებ მოუარო საკუთარ თავს ჯერ არც ისე დიდიხარ ამ ყველაფრისთვის-დედაჩემი მაინც არ ნებდებოდა როგორც ყოველთვის. -ვარ ვარ,მამა შენ რასიტყვი? -როგორც შენ თვლი საჭიროდ ისე მოიქეცი,თუ თვლი რომ შენი გადაწყვეტილება სწორია,გააკეთე ეს უბრალოდ შემდეგ არ ინანო-ის იყო მსოფლიოში ყველაზე გამგები ადამიანი.სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ორივეს ვაკოცე,შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი ტანსაცმელები გავიმზადე ხვალისთვის.კლასიკური შავი შარვალი შევარჩიე და მოკლე თეთრი მაისური.შემდეგ კი შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი,თავიდან ძილი არმეკარებოდა,ვფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო მომავალში,მაგრამ მალე ჩამეძინა. 5თავი მეორე დღეს გვიან გამეღვიძა,იმის გამო რომ მეზიზღებოდა დაგვიანება შევეცადე ყველაფერი სწრაფად გამეკეთებინა.ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,მები გავიშალე და სამზარეულოში გავედი.ჩემები სახლში არ იყვნენ ამიტომ იყო სახლში სიწყნარე.დრო ჯერ კიდევ მქონდა ჯერ მხოლოდ 4 საათი იყო,ამიტომ სიმღერები ჩავრთე ყავა მოვიდუღე და ლეპტოპი ავიღე,სოციალურ ქსელში შევედი და მარის მივწერე.მოვიკითხე თორნიკეც,და თოკას ფოტოებს ვათვალიერებდი.სულ მარისთან გადაგებული ფოტოები ჰქონდა და ამაზე ჩამეღიმა.უცებ ისეთი ფოტო გამოჩნდა რომელზეც ალექსანდრე და თოკა იყვნენ გამოსახული უბრალოდ ისხდნენ და იღიმოდნენ და ალექსანდრეს ხელში სიგარეტი ეჭირა.გამიკვირდა მე არასდროს მინახავს როგორ ეწეოდა,თან არც მესიამოვნა საერთოდ არ მომწონდ ის ფაქტი რომ ადამიანი საკუთარი ხელით ისწრაფებდა სიკვდილს.მეგონა ფოტოზე მონიშნული იქნებოდა ალექსანდრე თუმცა შევცდი.უკვე 5ის ნახევარი იყო ლეპტოპი სწრაფად დავხურე ჩანთა ავიღე და წავედი.თაქსით მითითებულ მისამართზე მივედი.გარედან კაფე ძალიან ლამაზად იყო მორთული.შიგნით შესულსაც სიმყუდროვე და კარგი გარემო დამხვდა,აქ ნამდვილად დიდი სიამოვნებდით ვიმუშავებდი.ერთ ერთი მიმტანი გავაჩრე და ვთხოვე დამხმარებოდა,მანაც მალე დამიძახა და მენეჯერთან შემიყვანა.სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო თბილადაც მიმიღო.ყველაფერმა კარგად ჩაიარა ბოლოს მითხრა რომ აყვანის შემთხვევაში დამიკავშირდებოდა და ნომერიც ჩაიწერა.მეც სახლში დავბრუნდი და დავისვენე.საღამოს მობილურმა დამირეკა მეც სიხარულით მასინვე ვუპასუხე და მართლაც მახარეს რომ მე უკვე აყვანილი ვიყავი სამსახურში და ხვალ 10 ზე უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი.იმ საღამოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა საავადმყოფოში გასვლაც ვეღარ მოვახერხე.მეორე დღეს აწ უკვე ჩემს სამსახურში წავედი ბედნიერი და გახარებული.პერსონალსაც ძალიან კარგაად შევეწყვე,ყველა ძალიან თბილი იყო.ასე მიყვებოდნენ დღეები ერთმანეთს და 1 კვირაც გავიდა.მეც ჩემს სახლში გადავედი,დედაჩემი ისე მაცილებდა თითქოს სხვა ქვეყანაში ვაპირებდი გადასვლას,მაგრამ დავპირდი რომ ტავს არ მოვანატრებდი. ამ ერთ კვირაში ალექსანდრე არსად გამოჩენილა არც საავადმყოფოში და არც ისე უბრალოდ არ მოვუკითხივარ,თითქოს თავს ვაიმედებდი რომ გადამავიწყდა.ერთ დრეს მარიმ დამირეკა -რაშვებიი?დღეს ხოიცი ვგუგუნებთ?-სიცილით მეუბნებოდა -დღეს არვიცი რას ვშვებით ან რატო ვგუგუნებთ მარა დღეს თეკლა ჩამოდის(თეკლა ეს ჩემი ბიძაშვილია რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ჩემთან 3 თვით ჩამოდის) -აუუ რამაგარიაა ხოდა თეკლაც წამოვა ჩვენთან ერთად,გუშინ ხო თორნიკე გამოწერეს და დღეს გვინდა სადმე კარაოკე ბარში გასვლა რა ხო უეჭველი წამოხვალ? -არვიცი გოგო, თეკლა ჩამოვა საღამოს და უნდა დავხვდე იმედია მოვახერხებ -კი კი მოახერხებ ჩვენ სანდრინიოს ვეტყვი და გამოგიყვანს,მერე კიდე ტეკლას დავხვდებით აეროპორტში. -აუ სანდრინიო კიარა რო გნახავ ოგკლავ იმედია ეხა მარტო ხარ და თოკა მანდ არაა -არა გოგო გარეთ ვარ გამოსული-შვებით ამოვისუნთქე ამ პასუხის გაგებისთანავე საერთოდ არ მაწყობდა რომ თოკას გაეგო ეს ამბავი. -კაი წავედი ეხლა და დაგირეკავ მერე-ვუთხარი და გავუთიშე.დღეს შაბათი იყო და ვისვენებდი.სახლი დავალაბე და აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი.ერთი სული მქონდა როდის მომაკიტხავდა სანდრო.8 საათზე უნდა წავსულიყავი.მოვემზადე.მაღალწელიანი კლასიკური შავი შარვალი ჩავიცვი და ზემოდან შავი ტოპი,თმები დავისწორე და 8ის ნახევარზე მარის დავურეკე -აბა სადაა ერთი ის რასაც მქირდებოდი?არავინ არ მომაკითხავს?-დანანებით ვეკითხებოდი მარის -კი მოგაკითხავენ ეხლა,2 წუთში ჩადი ეზოში-მითხრა და გამითიშა მეც ზუსტად ერთ წუთში ჩემი სადარბაზოს წინ ვიდექი.მალე ჩმს ფეხებთან მანქანაც გაჩერდა და ოქოდან ერეკლე გადმოვიდა...ხო ერეკლე და არა ალექსანდრე,გული დამწყდა არსად წასვლა აღარ მინდოდა მაგრამ ეხლა ვეღარაფერს შევცვლიდი -ვაიმე რა ლამაზიხარ ბარბიი-მითხრა ერეკლემ და მანქანაც დაძრა -მადლობაა მარა ძაან გთხოვ ბარბის ნუმეძახი რაა-ვუთხარი სიცილით -აა კაი და კუკლა არ წავა?-მიცინოდა და იისე მელაპარაკებოდა -აუფ ეგ უარესი-ეს ადამიანი იმდენს მაცინებდა ვგიჯდებოდი,მაინც როგორი პიზიტიური იყო და როგორ არ გავდა სანდროს.იმის იმედი ისევ მქონდა რომ კლუბში მისულს მაინც დამხვდებოდა ალექსანდრე მაგრამ მოვტყუვდი იქ ყველა იყო აბსოლიტურად ყველა ალექსანდრეს გარდა,ის არსად ჩანდა და მეგონა ვერ ვერასდროს ვეღარ ვნახავდი.ჩვენს მაგიდასთან მივედი.კარგად ვერთობოდით მაგრამ მაინც მაკლდა რაღაც ვცეკვავდით ვსვამდით და ვმღეროდით.ბოლოს ძალიან დ დავიღალე და მარის მივუკექი გვერდით. -გოგო თეკლა რომელზე ჩამოდის?-მკითხა მარიმ მე მაშინვე გამეხსნა გონება და საათს დავხედე თერთმეტი საათი ხდებოდა...არ არსებობს,არა არა -ვაიმე მარი თეკლა,თეკლა დამავიწყდა..!-სასოწარკვეთილი ვეუბნებოდი მარის რომელიც სიცილით ოთხად იყო მოკეცილი.ჰო ნამდვილად სასაცილოა.ასე დამავიწყდა,რომ ჩემს ბიძაშვილს დავხვედროდი აეროპორტში და ვიცოდი ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი თუარ ვიჩქარებდი.. მადლობთ რომ კითხულობთ.იმედია მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.