შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 12

17-05-2018, 15:51
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 4 017

ავტორის შენიშვნა: მოკლედ, აუცილებლად უნდა გითხრათ რატომ დავაგვიანე... სკოლაში დიაგნოსტიკურები დამინიშნეს და საერთოდ არ მქონდა დრო :( მაგრამ დანაშაულის გამოსასყიდად შემდეგ თავს ზეგ დავდებ ❤️

აღტაცებული ვუცქერდი მაღლა მოცურავე ღრუბლებს.
-ლამაზია არა?-მომესმა ხმა გვერდიდან.
თავი მივატრიალე და ალექსის ცისფერ თვალებს გადავაწყდი. ვიფიქრე, რომ მისი თვალები გაცილებით ლამაზი იყო, მაგრამ ხმამაღლა ამას არასდროს ვეტყოდი, მხოლოდ თავი დავუქნიე.
-პატარაობაში ვოცნებობდი, რომ ღრუბლები ბამბის ნაყინად გადაქცეულიყვნენ და დაბლა ჩამოცვენილიყვნენ-გამეღიმა ჩემი ბავშვობის ოცნების გახსენებისას.
ალექსმაც ჩატეხა ტუჩის კუთხე, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-რატომ შვეიცარია?-ისევ მე წამოვიწყე საუბარი.
-ერთხელ ვარ ნამყოფი,-მიპასუხა ბიჭმა-დამიჯერე, სამოთხეში მიმყავხარ!
-ენა იცი? სად უნდა დავბინავდეთ? და ფული?-მივაყარე კითხვები.
-ფრანგულით იოლად გავალთ. სადაც მივდივართ, იქ ნაცნობები მყავს და ადვილად მოვეწყობით. ფული კი ჩვენი ქორწილის დამსახურებით, თავზე საყრელად გვაქვს.-ცალმხრივად გამიღიმა ბიჭმა.
-მაინც სად მივდივართ?-ჩავეკითხე.
-სიურპრიზია!
-ალექს, გაიგებენ რომ საფრანგეთში არ ჩავსულვართ და ინერვიულებენ!
-გეგა ჩემგან მიჩვეულია მოულოდნელობებს, ამჯერადაც გადაიტანს.- მიპასუხა ალექსმა-თანაც, სანამ გამოვფრინდებოდით ლუკას მივწერე, რომ რეისი შევცვალეთ.
სიჩუმე ჩამოწვა. არცერთი არ ვიღებდით ხმას.
-ყოველთვის მინდოდა შვეიცარიაში მოგზაურობა.-ვთქვი თითქმის ჩურჩულით ბოლოს.
-დამიჯერე, ეს ყველაზე საოცარი ადგილია დედამიწის ზურგზე!-მისი აღტაცებული ტონი მარწმუნებდა მის სიმართლეში.
-მჯერა.-ვუთხარი და ღრუბლების ცქერა განვაგრძე.

*********
აეროპორტში ჩასვლამდე ყურსასმენები მეკეთა და ბეთჰოვენის თანხლებით გავყურებდი სივრცეს. ალექსი ფილმს უყურებდა და ჩემდა საბედნიეროდ, ყურადღებას არ მაქცევდა. აეროპორტში ისე ჩავფიქრინდით, ერთმანეთს აღარ გავსაუბრებივართ.
სტიუარდესა ალექსს თავზე ევლებოდა. ყოველ ათ წუთში ერთხელ მაინც ეკითხებოდა რამე ხომ არ გჭირდებათო.  ჩემზე გასაკვირად, ალექსი არ გაფლირტავებია, მხოლოდ ზრდილობიანად ეუბნებოდა უარს.
დაფრენისას ცოტა შიში ვიგრძენი, მაგრამ ყველაფერი მალე დასრულდა. ხელი დავავლეთ ჩვენს ჩემოდნებს და შევეგებეთ ახალ ქვეყანას, სრულიად ახალ სამყაროს.
-ახლა რა უნდა ვქნათ?-ვკითხე ალექსს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ საერთოდ არ მეშინოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ბიჭის ნდობა შეიძლებოდა.
-ერთი წუთით მოიცადე.-მითხრა ბიჭმა, თავის ჩემოდანს ხელი გაუშვა და იქვე გაჩერებული ტაქსისკენ წავიდა. ერთ წუთში ტაქსის მძღოლთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც ჩემოდანი გამომართვა და საბარგულში ჩადო.
-ალექს სად მივდივართ?-კიდევ ერთხელ ვკითხე პასუხის მიღების იმედით, როცა ტაქსში მოვთავსდით. ტაქსის მძღოლს მოუწია ალექსის ჩემოდანი მანქანის სახურავზე მოეთავსებინა, რადგან საბარგულში ადგილი აღარ დარჩა.
-ღმერთო როგორი ინტერესიანი და მოუთმენელი გოგო მომიყვანია ცოლად-გაიცინა ბიჭმა და თეთრი კბილები გამოაჩინა.
-უბრალოდ არ გენდობი-მოვატყუე უტიფრად.
-ნუ ღელავ, ოთხ საათში იქ ვიქნებით.
-მოიცა... ქალაქგარეთ მივდივართ?-ვკითხე დაეჭვებულმა. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ალექსს მართლაც კარგ ადგილას მივყავდი.
-ჭკვიანი გოგო ხარ!-ჩაიცინა ბიჭმა- კარგი იქნება თუ დაიძინებ... მთელი ღამე არ გძინებია და ალბათ დაღლილი იქნები.
-საერთოდ არ მეძინება!

არ მახსოვს როდის ჩამეძინა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან კომფორტულად მოვთავსდი. უცნაურია, მანქანაში ასეთი კომფორტული ძილი. დაღლილს, ღრმად ჩამთვლიმა.
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მზის სხივებმა შემაწუხა, სავარაუდოდ სამი საათი მაინც.
ნელა დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს. ისევ ტაქსიში ვიყავი. თავი ალექსის მხარზე მოხერხებულად მედო. საოცარი სურნელი ასდიოდა-ვანილის მსგავსი. ისევ თვალების დახუჭვას ვაპირებდი, როცა გავიაზრე რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ელდდარტყმულივით შევხტი.
-მომშორდი ალექს!- ვუთხარი უხეშად და მის საწინააღმდეგო მხარეს გავჩოჩდი.
- უკაცრავად?-შეიცხადა ბიჭმა- შენთვითონ ჩამომადე თავი პატარავ, მე კი არ დამიძალებია. გეუბნები, შინაგანად გიზიდავ, უბრალოდ ამას არ აღიარებ.
პასუხი აღარ გამიცია. ენა ჩამივარდა. არა იმიტომ, რომ ალექსი მართალი იყო, ან პასუხი ვერ მოვიფიქრე, არამედ იმიტომ, რომ დანახულმა მომნუსხა.
-ღმერთო ჩემო!- აღმოვთქვი გაოცებულმა.
-ხომ გითხარი, სამოთხეა-მეთქი-კმაყოფილება ჩანდა ალექსის ხმაში.
ხო, ნამდვილად სამოთხე იყო აქაურობა.
პატარა, კრიალა წყლით სავსე ტბის პირას, იდეალურად დაგებულ გზას მივუყვებოდით. ტბა იმდენად სუფთა იყო, რომ მასში მცურავი პატარა არსებებიც კი ჩანდნენ. ტბას გარშემო ულამაზესი, არაბუნებრივად მწვანე ფერის მთები შემოკვროდა. მთის ერთ-ერთ კალთაზე, ტბასთან ახლოს, ხის სახლებით შემდგარი დასახელება მოჩანდა. სავარაუდოდ ჩვენც იქ მივდიოდით. ამ სოფელს ერთ მხარეს ტბა ესაზღვრებოდა, მეორე მხარეს კი მთაზე შეფენილი ნაძვნარი. გამთენიის მზის სხივები კი ამ ყველაფერს ორჯერ უფრო ლამაზს ხდიდა.
რამდენიმე წუთი ხმა არ ამომიღია. ენა ჩავარდნილი შევცქეროდი ჩემს გარშემო ახლად აღმოცენებულ ულამაზეს სამყაროს. ასეთი სილამაზე, მართლა არასდროს არ მენახა.
ალექსი უზომოდ კმაყოფილი ჩანდა.
მართალი აღმოვჩნდი, მართლაც იმ ლამაზ სოფელში მივდიოდით ტბის პირას, რომელიც ცოტა ხნის წინ შევამჩნიე.
ხალხმრავალი სოფელი არ ჩანდა, რაც აქაურობით უფრო აღმაფრთოვანებდა. აქ ყველაფერი იდეალური იყო-იდეალურად მოვლილი გაზონები, ახალი, სუფთა მანქანები, ხეებზე ჩამოკიდებული ჰამაკები და რაც მთავარია ხალხი! მანქანიდან გადასულიც არ ვიყავი, მაგრამ უკვე ვამჩნევდი იქაური მაცხოვრებლებისგან წამოსულ დადებით ენერგიას. მათ ღიმილიან სახეებს ვუყურებდი საქარე მინიდან და ვხვდებოდი - აქ მომეწონებოდა.

*********
ტაქსი სამ სართულიანი ხის ულამაზესი სახლის წინ გაჩერდა. სახლს დიდი ეზო ამშვენებდა, რომლის კაშკაშა მწვანე ბალახიც, თვალს მოგწყვეტდა. ხეებს შორის ორი ჰამაკი ეკიდა. ეზოში ასევე კომფორტული გრძელი საქანელა მოჩანდა. იქვე იდგა BMW-ს ჯიპი.
-აქ უნდა ვიცხოვროთ?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-არა -ჩაიღიმა ბიჭმა-აქ ის ადამიანები ცხოვრობენ, ვინც სახლს მოგვაქირავებენ.
თავი დავუქნიე. ტაქსის მძღოლი ჩემოდნების გადმოტანაში დაგვეხმარა. ალექსმა ფული გადაუხადა თუ არა, დაგვემშვიდობა და იქიდან გაქრა.
ალექსმა თავის ჩემოდანს ხელი დაავლო და ჭიშკრისკენ წავიდა. მეც მას მივყევი. გამიკვირდა, როცა ბიჭმა ჭიშკარი მოურიდებლად შეაღო და შიგნით ყველანაირი უხერხულობის გარეშე შევიდა, თითქოს მისი სახლის ეზო ყოფილიყო.
ბიჭს ცისფერი თვალები ჩასწითლებოდა. დაღლილი ჩანდა. ლოგიკურია დაღლილი იქნებოდა, მას ხომ უკვე 24 საათზე მეტია არ სძინებია. შავი თმა ოდნავ ასწეწვოდა, მაგრამ იმდენად უხდებოდა, იფიქრებდით სპეციალურად აიჩეჩაო. ასეთი დაღლილობის მიუხედავად, მაინც თავდაჯერებულად მიაბიჯებდა.
ვერც კი მოვასწარი ეზოში ფეხის შედგმა, ისე გამოვარდა საიდანღაც უზარმაზარი ძაღლი  და ხმამაღალი ყეფით, პირდაპირ ალექსისკენ დაიძრა. შეშინებულმა ვეღარ გავიაზრე რა უნდა გამეკეთებინა, ამიტომ უბრალოდ ვიყვირე:
-ალექს გაიქეცი!
ალექსი გაკვირვებული შებრუნდა ძაღლისკენ, რომელიც გაავებული სახით მირბოდა მისკენ. სახეზე ჯერ მოულოდნელობისგან გამოწვეული გაკვირვება გამოსახვოდა, შემდეგ კი ჩემდა გასაკვირად, ოდნავ ჩაიღიმა.
ძაღლი ხმამაღალი ყეფით შეახტა ბიჭს. მისმა წონამ ალექსზე იმოქმედა და ბიჭი ინერციით უკან გადავარდა. გაოცებული ვუცქერდი მომცინარ ალექსს და ძაღლს, რომელიც მას ეთამაშებოდა, შემდეგ კი სახე აულოკა კიდეც.
-ბონჟუ ჩაკ!-მიმართა ალექსმა ძაღლს და წამოჯდა. შემდეგ ჩაკს თავზე მოეფერა. ძაღლიც ბედნიერი აყეფდა.-როგორ გაზრდილხარ ჩემო ბიჭო!-უთხრა ფრანგულად.
ვუყურებდი ძაღლთან მოთამაშე ალექსს და ვხედავდი როგორი ბედნიერით იყო სავსე. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ისინი ძველი, კარგი მეგობრები იყვნენ.
ბედნიერი ჩაკი ჯერ კიდევ ალექსს ეთამაშებოდა. არც ბიჭი ჩქარობდა მიწიდან წამოდგომას.მისი ჩემოდანი გვერდით ეგდო, თუმცა აშკარად არც ეს ადარდებდა.
როგორც იქნა მეც გავახსენდი და ჭიშკარში გაშეშებულს გამომხედა.
-შემოდი ანა, არაფერს დაგიშავებს-მითხრა მან ქართულად. სავარაუდოდ ეგონა, რომ ფრანგული არ ვიცოდი.
გაუბედავად შევედი ლამაზ ეზოში. ალექსიც წამოდგა და მიწიანი ჯინსის შარვალი მექანიკურად დაიბერტყა. ძაღლმა ამჯერად მე გამომხედა ინტერესით. მისი იმდენად აღარ მეშინოდა, მაგრამ მაინც ვუბრთხოდი. ის კი მხიარულად მიცქერდა, ისეთი მზერით, რომ აშკარად მეუბნებოდა - შენც სიამოვნებით აგლოკავდიო.
მოულოდნელად სახლის კარები გაიღო და იქიდან ორი ადამიანი გამოვიდა.
კაცი დაახლოებით 40 წლამდე იქნებოდა. მაღალი იყო, გამხდარი. ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. თმა ნაადრევად გაჭაღარავებოდა, მაგრამ ნაცრისფერი თმა ძალიან უხდებოდა მის ნაცრისფერ თვალებს და საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი ვიზუალი.
ქალიც სავარაუდოდ მამაკაცის ასაკის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. კაცზე ბევრად დაბალი იყო, გამხდარი. წითური, ხუჭუჭა თმა და ღია მწვანე თვალები ჰქონდა. სახეზე სულ ჭორფლი ეყარა. მასაც ჯინსის შარვალი და პერანგი ეცვა. როგორც ჩანს, აქ ეს ყოველდღიურ სამოსს წარმოადგენდა.
-ალექს?!-აღმოთქვა ქალმა მკვეთრი, ფრანგული აქცენტით. სახეზე გაკვირვება და სიხარული ეხატა, ისევე როგორც კაცს. დღესავით ნათელი იყო - აქ ალექსი ყველას უყვარდა.
-დაიანა!-გულრწფელად გაიღიმა ბიჭმა და ქალისკენ ხელებგაშლილი წავიდა. ქალმაც არ დააყოვნა, ხელები გაშალა, თითის წვერებზე აიწია და ბიჭს კისერზე ჩამოეკიდა. ალექსმა ქალი ხელში აიტაცა და ერთხელ დააბზრიალა. ქალმა სასიამოვნო კისკისი დაიწყო. როცა ბიჭმა მიწაზე დააბრუნა, შევამჩნიე, რომ თვალები აწყლიანებოდა. ალექსი ამჯერად კაცს მიუბრუნდა გაბრწყინებული სახით.
-ჰენრი!-ამჯერად კაცს გადაეხვია ძლიერად. დავინტერესდი რამდენი ხანი გაატარა აქ ალექსმა, რომ ასე დაუახლოვდა ამ ოჯახს. ან საინტერესოა, საერთოდ რა უნდოდა აქ...?
-რატომ არ გაგვაბრთხილე, რომ ჩამოსვლას აპირებდი?! - უნდოდა ესაყვედურა დაიანას, მაგრამ მისი დანახვით ისეთი ბედნიერი იყო, ტონი შესამჩნევად შეურბილდა.-დაგვხვდებოდით!
-ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა-უპასუხა ალექსმა ასევე ფრანგულად-ბოლო წამს გადავწყვიტეთ აქ წამოსვლა.
-გადაწყვიტეთ?-მრავლობით ფორმაზე გაამახვილა ყურადღება ჰენრიმ.
ალექსი ჩემკენ შემობრუნდა და თვალებით მანიშნა აქ მოდიო. დაიანამ და ჰენრიმ მხოლოდ ახლა შემამჩნიეს და ჩემი თვალებით შესწავლა დაიწყეს. ხელი ჩემს ჩემოდანს მაგრად მოვჭიდე და გაუბედავად დავიძარი მათკენ. ჩაკი ყეფას არ წყვეტდა. აქეთ-იქით დახტოდა.
იქამდე გზა თითქოს საუკუნედ გაიწელა. საბოლოოდ მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე და ალექსს გვერდით ამოვუდექი.
-გაიცანით, ეს ჩემი ცოლია, ანა.-უთხრა ბიჭმა მათ ფრანგულად.
წყვილი მოსმენილისგან შოკში ჩავარდა. რამდენიმე წუთი ხმას ვერცერთი ვერ იღებდა. ხან მე მიყურებდნენ გაკვირვებულები, ხარ ალექსს. ჩვენ კი მოთმინებით ველოდით როდის გადაივლიდა პირველადი შოკი.
-ცოლი...?-დაიანა ჯერ კიდევ შოკირებული იყო.
-მოდი, სახლში შევიდეთ და ყველაფერზე უკეთესად დავილაპარაკოთ-შემოგვთავაზა ჰენრიმ. ბიჭი მაშინვე დათანხმდა. წყვილი შებრუნდა და სახლში შეგვიძღვა.
-ჩემოდანი აქ დატოვე -მითხრა ბიჭმა ქართულად და სახლში შევიდა. დავემორჩილე და მეც უკან მივყევი.
სახლი შიგნიდან გაცილებით გრანდიოზული იყო, ვიდრე გარედან. ყველაფერი ერთდროულად უბრალო და ძალიან ძვირფასი იყო. მისაღებში უზარმაზარი თეთრი დივანი იდგა. მთელს იატაკზე ფუმფულა ნოხი ეგო. აქვე იყო ამ დროისთვის უფუნქციო ჩუქურთმებიანი ბუხარი. კედლები სავსე იყო ნახატებით, რომლებსაც კუთხეში ერთი და იგივე ხელმოწერა ამშვენებდა. მხატვარი ან დაიანა უნდა ყოფილიყო, ან ჰენრი. ნახატები უმეტესწილად ქაოსური იყო, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე მშვიდ პეიზაჟებსაც შეხვდებოდით.

-ანუ რა გამოდის...?-დაიწყო დაიანამ, როგორც კი დივანზე მოვთავსდით.
-ხო, დავქორწინდით-დაუდაატურა ალექსმა.
-ალექს შენ? - გაიკვირვა ქალმა- განა როგორ შეიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ისე, რომ ამ დონემდე შეყვარება შეძელი?!-ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ქალი.
-სიყვარული სასწაულებს ახდენს.-წარბშეუხრელად იტყუებოდა ბიჭი.
-კი მაგრამ... დაქორწინებისთვის ზედმეტად ახალგაზრდები ხართ!-ჯერ კიდევ არ ეპუებოდა წითური.
-დაიანა შეეშვი ბავშვებს-მხარზე ხელი დაადო ჰენრიმ- თუ ერთმანეთი უყვართ, იმსახურებენ, რომ ბედნიერები იყვნენ. მე კი მაწვალე, სანამ 30-ის არ გახდი არ გამომყევი ცოლად,-დაამატა ღიმილით- მაგრამ მათ ქვეყანაში ალბათ ასეა მიღებული.
-არა, ქვეყანა არაფერ შუაშია!-ამჯერად მე ჩავერთე საუბარში. საბედნიეროდ ფრანგული კარგად ვიცოდი და ამჯერადაც არ გამიჭირდა ენის გახსენება. ალექსმა წარბაწეულმა გადმომხედა. როგორც ჩანს ჩემგან არ ელოდა ენის ცოდნას. მისი გაკვირვებით კმაყოფილი დავრჩი.
-ჩვენ მართლა ძალიან გვიყვარს ერთმანეთი-დავამატე მეტი დამაჯერებლობისთვის.
წყვილმა გამიღიმა და მივხვდი, რომ მეც მიმიღეს. საპასუხოდ გავუღიმე.
-კაი, აბა მოგვიყევით როგორ გაიცანით ერთმანეთი-გაგვიღიმა ჰენრიმ.
ამ დროს სახლში ჩაკი შემოვარდა და პირდაპირ ჩემთან და ალექსთან მოვიდა. ალექსმა თავზე ფერება დაუწყო და იგივე ისტორია მოყვა, რაც კლუბში ,,კაიფის ოთახში''.
-აქ ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?-გვკითხა დაიანამ, როცა მოკლე ისტორიის მოყოლას მოვრჩით.
-მინდოდა ანასთვის აქაურობა მენახებინა-უპასუხა ალექსმა.
-იმედია ჯერ შვილის ყოლას არ აპირებთ!-პანიკა გაისმა დაიანას ხმაში.
-არა, რა თქმა უნდა!-ვუარყავი მაშინვე.
-რატომ არა?-მკითხა ალექსმა ვითომ ინტერესით. აჰა, მოუნდა ბიჭს თამაში!
-იმიტომ, რომ ამისთვის ზედმეტად ახალგაზრდები ვართ,-დავიწყე წყნარად ახსნა და ცისფერ თვალებში ჩავაშტერდი.- თან მომავალ პერსპექტივებს უნდა მივხედოთ. სწავლაც კი არ დაგვიმთავრებია არც ერთს!
-მომწონს ეს გოგო!-გაიცინა დაიანამ.
-თქვენ?-თემა გადაიტანა ალექსმა-თქვენ არ აპირებთ პატარას ყოლას? რაღას ელოდებით?
წყვილი გაიბადრა. ჰენრი დაიანას უკან ამოუდგა და მუცელზე ხელები მოხვია. დაიანამ კაცის ხელებს თავისი დაადო.
-ერთი თვის ორსული ვარ.-თქვა მან ღიმილით.
ალექსის თვალებში ცელქი ნაპერწკლები გამოჩნდნენ. სახეზე ათასობით დადებითი რეაქცია ერთმანეთს ენაცვლებოდა. ანთებული თვალები კი ყველაზე კარგად გამოხატავდა მის ემოციებს.
-პატარა მხატვარი გვეყოლება?-მხოლოდ ეს იკითხა.
თვალზე სიხარულის ცრემლმომდგარმა დაიანამ თავი დაუქნია.
-ხო, ჩემი პატარა გოგონა ნამდვილად დედას დაემსგავსება-გაიცინა ჰენრიმ და ცოლის მუცელს მოეფერა. ესეიგი მხატვარი დაიანა ყოფილა.
-რა იცი, რომ გოგო იქნება?-ჰკითხა ქალმა.
-ვიცი, ვიცი.-ნაცრისფერი თვალები უციმციმებდა ჰენრის-მამიკოს გოგო იქნება!
-არა, ბიჭი იქნება-გაიცინა დაიანამ.-მე დედა ვარ და უკეთ ვიცი!
ჰენრისაც გაეცინა და ცოლს ლოყაზე აკოცა.
ამ სცენის ყურებისას, წამითაც არ მომშორებია გულწრფელი ღიმილი სახიდან. გაუაზრებლად ვიღიმოდი და გულში რაღაც სასიამოვნო გრძნობა მიღვიოდა.
-აქ რამდენ ხნით დარჩებით?-ჩვენ მოგვიბრუნდნენ ცოლ-ქმარი.
-ალბათ ორი კვირით...-უპასუხა ალექსმა.
-მხოლოდ ორი კვირა?-იმედგაცრუება გამოესახა დაიანას.
-გპირდები, ბავშვის დაბადებისას ისევ ჩამოვალთ-შეპირდა ბიჭი.
დაიანა ისევ გაიბადრა. ახლა უკვე კმაყოფილი ჩანდა.
-მთის სახლში გინდათ დაბინავება არა?-გვკითხა ჰენრიმ, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ალექსმა იცოდა.
-კი, იქ გვირჩევნია.-დაუდასტურა ბიჭმა.
-მთის სახლი?-დავინტერესდი მე.
-ჩვენი ერთ-ერთი სახლია.-ამიხსნა ჰენრიმ-სახლებს ვაქირავებთ ტურისტებისთვის. ორი წლის წინ, როცა ალექსი აქ ჩამოვიდა, ეგ სახლი იქირავა და იქ ცხოვრობდა. არადა ბევრჯერ შევთავაზეთ სხვებიც, რომლებიც ტბასთან უფრო ახლოს მდებარეობდა, მაგრამ იქაურობა ყველაფერს ერჩივნა.
-იმედია ეგ სახლი სხვისთვის არ მიგიქირავებია...
-არა, რას ამბობ!-შეაწყვეტინა ჰენრიმ- შენს შემდეგ მაგ სახლში ვის შევუშვებდით?! კვირაში ერთხელ ჩვენ ავდივართ ხოლმე... იქაურობას აშკარად აკლდი.
-ერთი სული მაქვს როდის ავალთ-ჩაიღიმა ალექსმა.
-დღესვე აპირებთ?-ჩაგვეკითხა ჰენრი.
ალექსმა მხრები აიჩეჩა.
-მოდი დღეს აქ დარჩით-შემოგვთავაზა დაიანამ-დაღლილები იქნებით, ამდენი იმგზავრეთ...
მე და ალექსმა ერთმანეთს გადავხედეთ. მართლაც ორივე დაღლილები ვიყავით. განსაკუთრებით ალექსი. მას ჩემგან განსხვავებით თვალიც არ მოუხუჭავს, რაც ჩაწითლებულ თვალებზეც ეტყობოდა.
-კარგი დავრჩებით-ალექსის მაგივრად მე ვთქვი.
დაიანამ ტაში შემოჰკრა.
-კარგი, წავალ საწოლს მოგიმზადებთ!-თქვა და მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს აუყვა.
-მე საჭმელს მოგიმზადებთ-გაგვიღიმა ჰენრიმ და სამზარეულოში გავიდა.
მე კი ვიდექი გაშეშებული, ვუყურებდი ალექსის ეშმაკურად მომღიმარ ლამაზ სახეს და ვხვდებოდი- მახეში გავედი! მე და ალექსს ერთ ოთახში მოგვიწევდა დაძინება, ისევ ჩემი დაუფიქრებლობის გამო!

№1  offline წევრი teengirllove

რა საყვარელი თავი იყო, ძალიან მომეწონა ..მოუთმენლად ველი შემდეგს :)))

№2  offline წევრი black angel555

Au dzalian magaria male dade ra shendegu

№3  offline მოდერი Mathew

აუუ,მეტი მინდაააა

№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აუუ ძალიანნ პატარაა იყოო
იმედიაა მალე დადებთ ახალთავს

№5  offline მოდერი D-roni

მოკლედ წინაზეკი დაგიწერე ოთხი ჩემხელა კომენტარი მაგრამ იმდენად მომწონს ვერ ვჩერდები!
კითხვის სურვილი დაკრგული მაქვს დიდი ხანია საიტზე და შენ თავიდან მიბრუნებ!
ძალიან მომწონს და საინტერესო განვითარებას ველი იმედი მაქვს ანა ისევ სულელურ თავის დაფაებას და გრძნობების დამალვას არ დაიწყებს , ეს ის პერიოდია როცა მართლა მიხვდებიან ვგრძნობ თავიანთ გრძნობებს და მგინია, რომ ალექს უკვე გააზრებულიც კი აქვე და ანას აღიარებას ელოდება !
მომწონს ძალიან ალექსი , მომწოს რომ თავისუფალია და ვფიქრობ, რომ ანამაც უნდა მიბაძოს!
ველოდები ცეცხლობებს შემდეგ თავში ბოლოს და ბოლოს პირველ ღამეს ათევენ ერთად და იმერია გაძეგლებულებს არ ამყოფებ! :დ
აუ ისე ველოდები ისე ვერ აგიხსნი! ❤️
ასეთი ინტერესით ისტორია დიდი ხანია არ წამიკიათხავს და შენი დაგვიანებებიც კი ვერ მიქრობს სურვილს და ინტერესს !
გელოდები და იმედი მაქვს ბევრ საინტერესო და ცეცხლოვან მომენტს შემოგვთავაზებ მეტი გრძნობებით და მეტი თავისუფლებით , რაც აქამფე იცივეს და იყინულეს ეყოფათ! :დ

№6  offline წევრი ubraloooo tipi

teengirllove
რა საყვარელი თავი იყო, ძალიან მომეწონა ..მოუთმენლად ველი შემდეგს :)))

Madloba ❤️

black angel555
Au dzalian magaria male dade ra shendegu

მადლობა ❤️ შევეცდები ❤️

Girl with pretty smile
აუუ,მეტი მინდაააა

მალე იქნება :DD ❤️

ნარჩიტა
აუუ ძალიანნ პატარაა იყოო
იმედიაა მალე დადებთ ახალთავს

ხვალვე დავდებ ❤️

D-roni

უღრმესი მადლობა ❤️ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა შენი კომენტარი რომ დავინახე ❤️ მე არ მგონია, რომ ალექსს ჯერ რაიმე სერიოზული გრძნობები ჰქონდეს ანას მიმართ. არც ანას გააჩნია სერიოზული გრძნობები ჯერჯერობით. ალბათ რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რომ საკუთარ თავში გაერკვნენ და სავარაუდოდ მალე მოხდება ❤️

№7 სტუმარი gggg

Dazlian magari iyo saocreba piki panika aleqsis echvianoba minda cota;-) male dade

№8  offline მოდერი D-roni

ubraloooo tipi

მიხარია რომ გიხარივარ :დ
შეიაძლება ეგრეცაა ავტორი შენ ხარ და უკეთედად იცი , არ მინდა ჩემი რჩევის გამო შენი გეგმები შეცვალო მე შენი ნაწერი მომწონს და არა ჩემს თავში განვითარებული მოვლენებჯ , ნუ რა თქმა უნდა ეგეც მოუხდება :დ მაგრამ შენ უკეთესად იცი!
რაც შეეხება მათ გრძნობებს ერთი გარდამტეხი წამი და პერიოდი ვერ შეცვლის მათ დამოკიდებულებას , ეს უფრო ხანგრძლივი პერიოდია რისთვისაც ეს ორი კვირა ძალიან მაგარი და ხელის წამკრავი უდიდესი ბიძგი უნდა იყოს წესით!
გელოდები დიიდი ინტერესით ❤️

№9  offline წევრი NniNna

ეხლა ძაან დააგვიანდება ისევ ხო?? ://////

№10  offline წევრი ubraloooo tipi

NniNna
ეხლა ძაან დააგვიანდება ისევ ხო?? ://////

არა დღეს დავდებ :დდ

№11  offline მოდერი D-roni

ოოო რამდენ ხანში დებ ? აქ ვზივარბ????

№12  offline წევრი ubraloooo tipi

D-roni
ოოო რამდენ ხანში დებ ? აქ ვზივარბ????

ათ საათზე დავდებ ❤️

№13  offline მოდერი D-roni

აბა დავდებ 10zeo ??

№14 სტუმარი Marta

სად არის დაპირებული თავი?????. აუუ ძალიან მაინტერესებს და ნუღარ დაგვიკარგავს მუღამს????

№15  offline წევრი ubraloooo tipi

Marta
სად არის დაპირებული თავი?????. აუუ ძალიან მაინტერესებს და ნუღარ დაგვიკარგავს მუღამს????

ათ საათზე დავდე :/ ჯერ ისევ რედაქტირების პროცესშია

№16 სტუმარი Marta

და ნეტა მალე იქნება. ველოდები. მადლობა:)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent