შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭების სასტავი თავი მეათე


18-05-2018, 08:12
ავტორი Mariami 1408
ნანახია 3 089

დემეტრეს ვუყურებდი და ცრემლები ერთის მიყოლებით მცვიოდა. როგორც ჩანს ჩემმა მწველმა მზერამ შეაფხიზლა და თვალები გაახილა. ჯერ თავის ტკივილისგან დაიჭყანა შემდეგ კი მე შემომხედა. სახე ეცვალა როგორც კი ჩემი ცრემლები და საერთოდ მთელი ეს სიტუაცია დაინახა
-ანი...-მივხვდი რომ სიტყვებს თავს ვერ უბამდა. ლოგინიდან წამოვხტი და იქვე მიგდებული სპორტულები ჩავიცვი
-ანი შეჩერდი, სად მიდიხარ-გამომედევნა უკან უკვე ჩაცმული დემეტრე
-დემეტრე ახლოს აღარ გამეკარო-ვთქვი და ცრემლები წამომივიდა
-ანი მე...
-რა შენ დემეტრე რა შენ, იცი რა? შემეშვი არ გამეკარო დამივიწყე მეც და ეს ღამეც-ვთქვი და ჩემი ხელი გამოვგლიჯე დემეტრეს. სახლიდან სირბილით გავვარდი და იქვე მდგარი ტაქსი გავაჩერე. სახლში ისე მივედი საერთოდ არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის ვიცი რომ ნუცი ცდილობდა ჩემს გამოცოცხლებას და შემდეგ სრული სიბნელე...
*****************
ამ დროს რა ხდებოდა დემეტრესთან?
გონება დაძაბა და ყველანაირად შეეცადა რაიმე გაეხსენებინა წინა ღამიდან ბატონ დემეტრეს. მხოლოდ ის ახსოვს რომ სახლში მოვიდა ანისთან ერთად, ეს რომ გაიხსენა ეგ უკვე კარგია, კიდევ ახსოვს რომ ანიც ძალიან მთვრალი იყო და რამდენიმე მომენტი წინა ღამიდან.
ნერვებ მოშლილმა თავი ვეღარ გააკონტროლა და შეკრული მუშტი მისაღებში მდგარ სარკეს დაარტყა. სარკე დაიფშვნა დემეტრეს კი ხელი დაესერა. ზუსტად ამ დროს შემოვიდა ოთახში ლაშა და მისი ძმაკაცი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა გული შეუღონდა. მდივანზე დასვა და წინ დაუჯდა
-დემეტრე რა მოხდა?-იკითხა შეშინებულმა
-პასუხი არ არის
-დემეტრე რა მოხდა მეთქი-ტონს აუწია ლაშამ
დემეტრემ დაწვრილებით უამბო ისინი რაც ახსოვდა და რაც დილით მოხდა.
სიჩუმე ჩამოწვა ორ მეგობარს შორის
-რას აპირებ?-ვეღარ მოითმინა ლაშამ
-არ ვიცი
-როგორ უნდა შემოირიგო?
-არ ვიცი
-სიტუაცია როგორ უნდა გამოასწორო?
-არ ვიცი
-ამის დედაც დემეტრე მგონი სიყვარულმა ვაფშე გამოგაშტერა
-ხო გამომაშტერა-დაიღრიალა დემეტრემ და თავი ხელებში ჩარგო. ლაშაც გაჩერდა მიხვდა თუ რას გრძნობდა მისი ძმაკაცი ეხლა. აი ასე იჯდნენ ორივენი ჩუმად, ხმას არ იღებდნენ როდესაც დემეტრეს ტელეფონმა დარეკა
-გისმენთ
-დემეტრე ნუცი ვარ
-რა მოხდა ნუცი
-ანი...ის საავადმყოფოშია...
*******************
როგორც ვხედავთ დემეტრეს და ანის ურთიერთობა დაეძაბათ. ამდენი ცუდი ამბების შემდეგ მოდი ახლად დაქორწინებულ ბედნიერ წყვილზეც ვისაუბროთ.
ვაჩესთან სახლში უამრავი სტუმარი იყო,ტევა ალბათ არც იქნებოდა. მთავარ ტახტზე კი ერთმანეთზე მიხუტებული ვაჩე და გვანცა იჯდნენ
-ოუ ოუ რა იყოთ თქვენ? სიყვარულის ბუშტი გაგისკდათ?-შესძახა კოტიკომ
-მე მგონი წინა ღამე არ ეყოთ-არ ცხრებიდა გეგა
-მოკეტეთ რა-თქვა გვანცამ სიცილით და ისევ ვაჩეს მიეხუტა
-მე კი მოვკეტავ მაგრამ სოფის როგორ შემოირიგებ არ ვიცი-უპასუხა კოტიკომ
-არ არის დედაჩემი ჩემზე გაბრაზებული
-ეგ შენ გგონია რომ არ არის თორე არის-გაიმეორა ისევ კოტიკომ და ლუდი მოსვა
-არა უშავს, რაც მთავარია ეხლა ვაჩესთან ვარ დედასაც შემოვირიგებ რამენაირად
-ეხა ვიეჭვიანებ(კოტიკო)
-კაი კოსწიკ ხო იცი შენ მაინც სხვა ხარ-გაამხნევა ვაჩემ
-იტოკში დავაკლავ ამ გოგოს-თქვა გაბრაზებულმა გვანცამ როდესაც ანიმ უკვე 6 ჯერ არ აიღო ტელეფონი
-გოგოო სიტყვები-გაუბრაზდა კოტიკო-იტოკში იქნება რო მოგაცლი მაგ ენას
-კაი ხო ერთხელ მაპატიე-თქვა და გაიცინა
-აუ ისე მეც ვნერვიულობ გვანცუ, დემეტრეც არ პასუხობს (ვაჩე)
-აი ნუცი რეკავს, ვეჩნად მაგარი დანძრეული აქვთ რა
-გოგოოო-უყვირა კოტიკომ
-ალო გვანცა შენ ხარ?
-ხო რა ხდება?
-ანუ...ანი საავადმყოფოშია
-რააააა????? რა დაემართა ანის
-აუ აი რო მოხვალ მოგიყვები რა და ვაჩეც გამოიყოლე
-კაი ხო მოვქრივარ-თქვა სწრაფად გვანცამ და ვაჩესთან მივარდა
-ვაჩე, ანი საავადმყოფოშია
-რაა? რა დაემართა?
-არ ვიცი წამოდი რა ვნერვიულობ
-კაი ხო წამოდი-თქვა ვაჩემ და ანერვიულებული ფეხზე წამოდგა-კოსწიკ ჩვებ წავედით
-კაი, გაგვაგებინეთ ამაბავი-თქვა კოტიკომ და როლანს მიუჯდა გვერძე
*************
დემეტრე სწრაფი ნაბიჯებით შევარდა საავადმყოფოში და მას ლაშა მიყვა უკან. ნუცი აქეთ იქით ანერვიულებული დადიოდა და ექიმის გამოსვლას ელოდებოდა
-ნუცი რა ხდება?-იკითხა ანერვიულებულმა
-არ ვიცი, სახლში გაფითრებული მოვიდა და პირდაპირ ხელებში ჩამივარდა, კიდე კაი დედამისი და მამამისი იქ არ იყვნენ თორე-თქვა ნუციმ და აწეწილ თმაზე ხელი გადაისვა
-ამის დედაც ყველაფერი ჩემი ბრალია-დაიღრიალა დემეტრემ
-დემეტრე დაწყნარდი...(ლაშა)
-რა არის შენი ბრალი? ან ანის რა დაემართა? ვაფშე გუშინ საღამოს სად იყო? რაც შენთან ერთად წავიდა არ გამოჩენილა
-ნუცი...საერთოდ-დაიწყო ლაშამ და ისე შეხედა ყველაფერი მიანიშნა
-რაააა?-თქვა ნუციმ და ემოციის დასამალად პირზე ხელი მიიდო. რაღაცის თქმა აპირებდა როდესაც პალატიდან ექიმი გამოვიდა
-ამ პაციენტის ახლობლები თქვენ ხართ?
-დიახ დიახ რა დაემართა როგორ არის?-იკითხა ანერვიულებულმა დემეტრემ
-თქვენ ვინ ხართ მისი?
-მე...მე...მისი ქმარი ვარ
-პაციენტი ეხლა სტაბილურად არის თუმცა უნდა გითხრათ რომ იმდენად ინერვიულო გონება დაკარგა. მისმა ამ ნერვიულობის ტალღამ ცუდად იმოქემდა მის თავზე, ეხლა დასვენება და სიწყნარე ჭირდება. აქედან ზეგ გავწერთ, გადასხმა ვუკეთებთ-თქვა ექიმმა და მეგობრები მარტო დატოვა.
დემეტრემ ხელები თავზე მიიყრდნო და იქვე ჩამოჯდა
-დემეტრე შენ შედი პირველი, მგონი ჯობია ნახო-უთხრა ნუციმ და გვერდით ჩამოუჯდა
-არ ვიცი რამდენად შევძლებ ამას
-დემე, მომისმინე შენ ანისთვის ბევრს ნიშნავ დამიჯერე, მის ცხოვრებაში დიდი ნაწილი გიჭირავს, უბრალოდ ხომ გესმის არა? ყველაფერი ყოველთვის კარგად ვერ იქნება თუ შენ არ შეეცადე-უთხა ნუციმ და ხელი მხარზე დაადო-მიდი შედი
დემეტრე წამოდგა და კანკალით შევიდა ანისთან
-რას ფიქრობ შერიგდებიან?-გვერდით ჩამოუჯდა ბექა ნუცის
-იმედია
-მე მინდა რომ შერიგდნენ
-ბექა ყოველთვის ასეთ პოზიტიურ ხასიათზე როგორ ხარ?-იკითხა სიცილით ნუციმ
-ყველაფერს კარგი მხრიდან უნდა შეხედო
-ვნახოთ რა მოხდება
-ვნახოთ
******************
თვალები პალატაში გავახილე. თავში ოდნავ ტკივილი მივლიდა და სხეულის ამოძრავება მიჭირდა.
კარი გაიღო და დემეტრე შემოვიდა გაფითრებული სახით, მისი დანახვისას გამახსენდა ყველაფერი და სახე ავარიდე თავი მეორე ფანჯრისკენ გავაბრუნე
-ანი...უნდა ვილაპარაკოთ
-დემეტრე გევედრები წადი, არ მინდა შენთან ლაპარაკი
-მომისმინე ანი, ხომ ხედავ მეც რა მდგომარეობაში ვარ, ყველაფერში დამნაშავედ ჩემს თავს ვთვლი...
-დემეტრე შენ არა მე ვარ დამნაშავე, საერთოდ არ უნდა გაგკარებოდი-ცრემლი გადმომივარდა და მას მეორე მოყვა. რაღაც უნდა ეთქვა დემეტრეს როდესაც პალატაში ნუცი და გვანცა შემოვიდნენ. დემეტრემ მხოლოდ ერთხელ შემომხედა მოსიყვარულე თვალებით და ოთახი დატოვა. ტირილი დავიწყე, ტირილი არა ჯღავილი
-კარგი ანი ნუ ტირი-მითხრა ნუციმ და გვერდით მომიჯდა
-ჩვენ შენს გვერდით ვარ-მეორე ადგილი გვანცამ დაიკავა
-რა გავაკეთო მითხარით რა?
-ანი გიყვარს?(გვანცა)
გავჩუმდი არაფერი მითქვამს, დაქალების მკლავებზე მიმთვლიმა და მძინარემ ხმადაბლა თუმცა მეგობრების გასაგონად ვთქვი
-მიყვარს თანაც ძალიან.
მესამე დღეს საავადმყოფოდან გამწერეს, დემეტრე არ გამოჩენილა სახლში ნუციმ და ბექამ წამიყვანეს. წყვილს საერთოდ არ ვუსმენდი მინაზე მქონდა მიდებული თავი და ფიქრებს მივცემოდი
-ქორწილის შემდეგ არ გვილაპარაკაია ნუცი(ბექა)
-არ მინდა იმაზე საუბარი რაც იქ მოხდა
-კარგი რა, მაპატიე ეს უბრალოდ კოცნა იყო
-უკვე გაპატიე ბექა
-არ გეტყობა, ჩემგან შორს იჭერ თავს, საერთოდ არ მეკონტაქტები, ახლოსაც არ მიკარებ, უბრალოდ არ გინდა ჩემთან ყოფნა
-ეს ასე არ არის უბრალოდ.. მისმინე დრო მჭირდება, სულ ცოტა რო დავფიქრდე კარგი? ცოტახანი
-გელოდები პრინცესა-ჩაიჩურჩულა ბექამ და მანქანა სახლთან მიაყენა.
ავტომობილიდან გადმოვედი და მისაღებში შევედი როდესაც იქვე მჯდარი ჩემი მშობლები და დემეტრე შევნიშნე
-შვილო, კარგი იყო გვანცასთან?-დედაჩემმა არაფერი არ იცოდა ამიტომ შემომეგება ამ კითხვით
-კი დე ძალიან-ვთქვი და დემეტრეს მივაჩერდი
-მამი რატომ არ მითხარი ასე სიმპატიური სიძე თუ მყავს?-იკითხა მამაჩემმა ღიმილით-ან საერთოდ ქორწილს თუ აპირებდით
-რაააა??-ვიკითხე გაკვირვებულმა და ამავდროულად გაბრაზებულმა
-ხო საყავრელო, ხო შევთანხმდით არა ქორწილზე?-იკითხა ვითომ ღიმილით დემეტრემ და წელზე ხელი მომხვია
-მაშინ ერთ კვირაში იყოს, რაღას ვუცადოთ?-იკითხა ბედნიერმა დედაჩემმა. ახალი აამბისგან შოკირებული ვიყავი ხან მშობლებს ვუყურებდი ხან დემეტრეს
-დე შეიძლება დემეს დაველაპარაკო?
-რა თქმა უნდა
დემეტრეს ხელი მოვკიდე და გარეთ გავიყვანე
-გაგიჟდი? მე შენი ცოლი არ გავხდები
-დავიწყე კივილი
-შენ უკვე ჩემი საცოლე ხარ და ერთ კვირაში ცოლიც იქნები-მხრები აიჩეჩა დემეტრემ
-არ მინდა დემეტრე არა
-გინდა თუ არა მაინც იქნები
-არ მიყვარხარ-დავიღრიალე ბოლო ხმაზე-არ მჭირდები, მომშორდი
-რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკე შენ ჩემი ცოლი გახდები-თქვა დემეტრემ და სასიამოვნოდ გაიღიმა.
-ქალბატონო ეკა დღეს ანის მოვაკითხავ და მშობლების გასაცნობად წავიყვან-გასძახა დემეტრემ
-კარგი საყვარელო მე ანის მოვამზადებ-თქვა სასიამოვნოდ დედაჩემმა და შიგნით შემიყვანა
-აბა საღამოს რას იცმევ?
-კარგი რა დედა, რას უნდა ვიცმევდე
-როგორ თუ რას უნდა იცმევდე, დედამთილზე კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვო, ადი ეხავე შენ ოთახში და აარჩიე-ამაგდო დედაჩემმა ზემოთ-გოგონი შენც მიყევი და აარჩევინე-ამოაგდო ნუციც ჩემთან ერთად. მივხვდი რომ დედაჩემთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა, დემეტრეს ორივეზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა, როგორც დედიკოზე ასევე მამამიკოზეც. ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა დემეტრეს რატო არ მანებებდა თავს
-ეხლა არ მითხრა რომ ცოლად მიყვები-მითხრა ნუციმ და საძინებლის კარები დაკეტა
-რა გავაკეთო? მითხარი რა ვქნა? რა ვუთხრა დედაჩემს? ან საერთოდ მამაჩემს რა ვუთხრა?
-მესმის შენი მაგრამ...აუ ისე რა მაგარი წყვილი ხართ
-ნუცი
-რა? მართლა თანაც დემეტრე დაცემა ბიჭია
-გეყოს
-მაიცა და დედამისი უნდა გაიცნო? უი უი კაბას აგირჩევ ეხლავე-თქვა და ჩემი გარდერობი შეათვალიერა
-ნეტა თუ არ გეზარება
-საერთოდ არა-თქვა და შავი კაბა გამოიღო-ეს?
-ზედმეტად გამომწვევია
-ეს?
-ზედმეტად დეკოლტეა
-ეს?
-არ მომწონს
-ეს?
-რა იყო გოგო დაკრძალვაზე კი არ მივდივარ
-კარგი აბა-თქვა და ფიქრიანად მიიდო ხელი-აი ეს
-ამას არაუშავს-ვთქვი და ცისფერი კაბა გამოვართვი თანაც მგონი უნდა მომიხდეს
-მოგიხდება მოგიხდება, აი ეგ კაბა ლონდონში ვიყიდე
-აუ არ მინდა გათხოვება-ვთქვი და ლოგინზე დავწექი
-ხომ იცი რომ დემეტრეს ვერაფერს გადაათქმევინებ
-ვიცი და სწორედ მაგის მეშინია, რაღაცნაირი უტეხი ხასიათი აქ, რო იტყვის იმას სულ ასრულებს
-რა თქმა უნდა, ეგ ხო ცუდი ბიჭების სასტავიდან არის-თქვა ნუციმ და გაიცინა-შენ კიდე რო წამოგორდი აქ ადექი და მოემზადე, ბოლო ბოლო მომავალი სარძლო ხარ-მითხრა და სააბაზანოში შემაგდო.
-ისე შენ და ბექა რას შვებით,-გამოვძახე ნუცის ჩაცმის პროცესში
-რას უნდა ვშვევოდეთ
-მომეჩვენა თუ თავს არიდებ
-მოგეჩვენა-მოკლედ მომიჭრა ნუციმ
-ქორწილში რამე მოხდა
-ისეთი არაფერი, მთვრალი იყო და მაკოცა
-რა გააკეთა?-გამოვვარდი ყვირილით სააბაზანოდან
-მაკოცა-თქვა ნუციმ და გაწითლდა
-მერე?
-ჩემგან გემრიელი სილაც მიიღო სახეში
-ყოჩაღ ნუცი, დააფრთხე ბიჭი გამოაჩიენ შენი ქაჯობა-ვთქვი გაბრაზებულმა და სარკის წინ დავტრიალდი
-კაი აბა რა მექნა-ბუზღუნებდა ნუცი, თან თმას მიკეთებდა
-ყოველ შემთხვევაში ეგეთი ქაჯური საქციელი რა არის,-ვიკითხე გაბრაზებულმა
-აუ რა ვიცი, არ ავრ დარწმუნებილი ჩემს გრძბობებში-თქვა და ეხლა მაკიაჟის კეთება დამიწყო
-შენ რომ დარწმუნდები რა-ვუთხარი სიცილით-ჯერ მარტო შენი ბაღის შეყვარებული საბა ალოდინე იმდენი ზეიმზე, საწყალი ბიჭი იდგა შარვალ კოსტუმით-ვთქვი და კაკანი ავტეხე
-აუ მახსოვს, მერე რო მივედი, იმას აღარ გავყევი და ტირილი დაიწყო-თქვა ნუციმ და აკაკანდა
-ნუ კაი ვსიო მზად ვარ-ვთქვი და სარკის წინ დავტრიალდი როდესაც დემეტრეს მანქანის სიგნალი მოისმა-ვსიო წავედი-ვთქვი და პირველ სართულზე ჩავედი
-დედი ულამაზესი ხარ, მისი გაიქეცი-შემომეგება ეკა და მისაღების კარი გამიღო.
დემეტრეს ახალთახალი მერსედესი იყო მოყენებული ჩვენს კართან, რომელზედაც უსიმპათიურესი თავად დემე მიყრდნობოდა. თავისი დიდრონი თვალებით მე მიყურებდა და თან სიგარეტს აბოლებდა.
მანქანის წინა კარი გამიღო, თვითონ კი გევრდით მომიჯდა. გზაში ხმას არ ვიღებდი მისკენაც კი არ ვიყურებოდი
-თუ გაიღიმებ კარგს იზამ-შენიშვნა მომცა დემეტრემ
-არანაირი სურვილი არ მაქვს რომ გავიღიმო ამ სიტუაციაში-ვუთხარი აგდებულად და თავი მინას მივაყრდენი
-ჯიუტი თხა-ჩაიჩურჩულა დემეტრემ
-რამე მითარი?
-არა, საერთოდ არაფერი-თქვა დემეტრემ და მანქანა სახლთან მიაყენა.
ავტომობილიდან გადმოვედი თუ არა პირი ღია დამრჩა, ორსართულიანი თეთრი, როგორც იტყვიან სამეფო ოჯახის სახლი.
შესვლისთანავე შემომეგება დემეტრეს და, ნენე რომელიც საყვარელთან ერთად ულამაზესია.
მისაღებში შესვლისას ბატონმა ლადომ(დემეტრეს მამა) ხელზე მაკოცა, ხოლო ქალბატონი ქეთევანი გადამეხვია.
ყველამ სუფრასთან მოვიყარეთ თავი
-შვილო გადაიღე რამე, ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე-შემომთავაზა ქალბატონმა ქეთევანმა
-არა გმადლობთ არ მშია-ვთქვი და გავიღიმე
-რას საქმიანობ?-ინტერესით მკითხა ბატონმა ლადომ
-მე ვსწავლობ
-რაზე აპირებ ჩაბარებას?
-არ ვიცი, თუმცა უმეტესად მაინც სამედიცინოზე ვფიქრობ. ნეირო ქირურგობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა
-კარგი გადაწყვეტილებაა, მართლაც სერიოზულად ხარ განწყობილი მომავლის მიმართ
-ქორწილს როდის აპირებთ?-იკითხა საყვარელი ღიმილით ნენემ
-ერთ კვირაში-არ დააყოვნა თქმა დემეტრემ
-მიხარია თქვენი ამბავი, თანაც ძალიან -მითხრა ღიმილით ქალბატონმა ქეთიმ-როგორც იქნა მოარჯულე ჩვენი ჭირვეული ბიჭი-გადმომჩურჩულა მე-სულ შეკრული წარბებით დადიოდა, მამამისიდან გამოყვაა ეგ ჩვევა, რაც კაი აქ ყველა ჩემგან აქვს გამოყოლილი
ვეღარ შევიკავე და სიცილი დავიწყე
-რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ?-იკითხა დემეტრემ
-არაფერს
ამ და სხვა დიალოგებით მიდიოდა მთელი საღამო, სახლში ნასიამოვნები დავბრუნდი და გვიან ნუცისაც ჩავუკაკლე ყველაფერი.
რატომღაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ის კი არ ვიცოდი რა მელოდა მომავალში...
პს. მინდა მადლობა გადავუხადო იმ რამდენიმე ადამიანს რომლებიც კომენტარებს არ იშურებენ და ამით სტიმულსაც მმატებენ. მინდა სხვა მკითხველებსაც მივმართო, თქვენი ყველა შენიშვნა და ამავე დროს მოწონება გამოხატეთ კომენტარებში, ამით
ძალიან გამაბედნიერებთ.
მიყვარხართ მე თქვენ ❤



№1 სტუმარი gggg

Shemdegi male daidos

 


№2 სტუმარი M a R i a

dzaliam momwons <3 velodebi shendeg tavs <33

 


№3 სტუმარი mmmmm

Auu malee dadee raa plzz

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

მალმალე დადე ხოლმე❤

 


№5  offline წევრი marikuna18

განსატვირთათ მართლა მჭირდებოდა ეს ისტორია♡♡♡კარგი ხარ ძლიან ♡♡♡ უბრალოდ პატარა თავი იყო და გაზარდე რააა♡♡♡

 


№6  offline წევრი Vio Aziziani

შოკიი ხარ შოკიიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent