როცა მოვკვდი (თავი2)
პირველად გამეღვიძა სიზმრისგან შეშინებულს, სააბაზანოში შევვარდი და სახეზე წყალი შევისხი, ოკეანე მესიზმრა, მისი წყალი იმდენად გამჭირვალე, სუფთა და ცხადი იყო ვგრძნობდი კიდეც მის შეხებას რეალურად. ვცურავდი სიღრმეებში წყალმცენარეებსა და წყლის ბინადრებს ვეხებოდი მაგრამ უწინდებურად აღარ ვიხრჩობოდი, თითქოს წყალში სუნთქვა შემძლებოდა. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს სიზმარი ან ასე რატომ შემეშინდა მე ხომ ყოველდღე ვებრძოდი სიცოცხლეს, ახლა კი თითქოს მას ვგრძნობდი. აღარ გამხსენებია ქერა კულული. დილის 7 საათი იყო აბაზანა გავავსე და შიგ ჩავწექი. თვალები დავხუჭე, თავი ოკეანეში მეგონა, თავში წინადღეს მომხდარი ამომიტივტივდა, უეცრად გამოჩენილი რიჟაა ბიჭი. წყალმა თითქოს ყველა ფიქრისგან გამანთავისუფლა და ძველებურ რუტინას დავუბრუნდი. საღამოს ისევ ბარში შევიარე და ერთი საათი მოლოდინის რეჟიმში, რომ კარს ის უცნაური ტიპი შემოაღებდა, ვიჯექი. ის არ მოსულა. სახლის გზას დავადექი და ბორბლის ჭრიალის ხმა მომესმა, მანქანის ნამდვილად არ იყო, ველოსიპედი წამომეწია, ის მართავდა, ის ჟღალი ბიჭი. -ტრადიციას ისევ არ არღვევ არა? სახლში დროულად მიდიხარ-დავიბენი, თურმე მართლა სცოდნია ჩემი განრიგითქო გავიფიქრე, ნეტავ საიდან? პასუხი არ გავეცი და სწრაფად დავიწყე სიარული, კვლავ დამეწია-ნეტა ისეთივე მცხუნვარე იყო როგორიც სახელი გაქვს-შევჩერდი, წითელი ამენთო, ახლა დამცინა, ისიც გაჩერდა გაბრაზებულმა შევხედე -ნორმალური ხარ? რა გინდა?-ვერ მოვიფიქრე სხვა რა მეთქვა. -მინდა სახლამდე მიგაცილო როგორც ყოველთვის. -როგორც ყოველთვის? საერთოდ ვინ ხარ? მანიაკი? -უკვე გაგეცანი მგონი, შენი დროა-ხელები ველოსიპედის საჭეს დააყრდნო. -იცი რა? არ ვაპირებ აგყვე ამ უაზრო თამაშში, თავი დამანებე-ნაბიჯს ავუჩქარე კვლავ, აღარ გამომყოლია. -შენში ძალიან მცხუნვარე მზეა, დროა თვალები გაახილო მზეო.- მომაძახა "აჰა კიდევ დამცინა"ჩემთვის ჩავილაპარაკე. სიმშივდე რომელიც ჩემი მთავარი იარაღი იყო ვერ ვინარჩუნებდი სახლში შესვლისთანავე კედელს მივეყუდე და უნებურად ძირს ჩავსრიალდი, თითქოს სხეულს ვერ ვმართავდი. ჩემს სახლთან მაღაზია დაკეტეს, ეს მეორე გარღვევა იყო ჩემს რეჟიმში. ჩემი რუტინა ნელ-ნელა ირღვეოდა. მაღაზიას მივადექი კარებს ვაწვებოდი მაგრამ არ იღებოდა კარის მინიდან შევიჭვრიტე მაგრამ მაღაზაიაში ბნელოდა. -სხვა მაღაზიებიც არის სადაც Lucky strike-ს ყიდიან დიდად ნუ იჯავრებ-ხმა მომესმა, მოვბრუნდი მაგრამ არავინ ჩანდა. 7 სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულის ფანჯრიდან კი ტანს ზევით შიშველი ბესო იხედებოდა (შეიძლება ტანს ქვემოთაც) ავიხედე, დილის მზემ თვალი მომჭრა, მოვჭუტე-დამელოდე ჩამოვალ-არ ვიცი რატომ მაგრამ ფეხი არ მომიცვლია-გამარჯობა-თეთრი მაისური გადაუცვია დაკუნთულ სხეულზე-შეგიძლია ჩემი მოწიო- ლურჯი Lucky strike გამომიწოდა. -არა, მადლობა წითელს ვეწევი. -ვიცი, იცი რა მიკვირს? რატომ ვერ შეეგუე რომ შენზე ყველაფერი ვიცი? -ძალიან ცდები. -არ ვცდები, ხო მართლა შემიძლია ველოსიპედი გათხოვო რომ სამსახურში არ დაგაგვიანდეს. -მადლობა არ მინდა-უხეშად ვუპასუხე და წასასვლელად შევბრუნდი. წამიერად ისევ შევხედე-არასდროს მიტარებია-ძლივს გასაგონად ვთქვი, პასუხს არ დაველოდე ისე ჩქარა დავადექი გზას. საღამოს ორი კათხა დავლიე ისე რომ ვერც კი გავაცნობიერე, ნუთუ ეს ბესოზე ფიქრის გამო იყო. თუმცა რა მიკვირს ეს ხომ ჩემი ჩვევაა, სამუდამოდ რომ ვეჯაჭვები ადამიანებს მიუხედავად მცირე ან საერთოდ გაუტარებელი დროისა. დედა, დეა და ახლა ეს ბიჭი. სახლში კვლავ ზუსტ დროს დავბრუნდი, სახლთან ველოსიპედი დამხვდა მზესუმზირის ყვავილები ჩაელაგებინა კალათში. "ვიცი, უარს მეტყვი მაგრამ მე მაინც მომეცი უფლება მიმაჩნდე მზედ და ტარება გასწავლო.". ეს ბიჭი ჩემში დამჭკნარ ყვავილებს აცოცხლებდა ცდილობდა რაც შეიძლება გაეფურჩქნა ისინი.ალბათ ბევრს გააოცებდა ჩემი ასეთი რეაქცია, ჰო ვიცი ხალხი ადამიანებისთვის ბევრს აკეთებენ და ეს ძალიან მცირე იყო მაგრამ ჩემთვის მცირეც კი დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა. ფრთხილად ნუ გეშინია, მთავარია წონასწორობა და სიმშივდე შეინარჩუნო... მე აქ ვარ... ნუ გეშინია-ბევრი წვალების შემდეგ ვისწავლე ველოსიპედის მართვა და სახმსახურშიც ჩემი ტრანსპორტით დავდიოდი,ისე მივეჩვიე რომ ცუდი ამინდიც ვერ მაშინებდა. საღამოოებით ბესოსთან ერთად ვკატაობდი, ჩვენი ურთიერთობა არ იყო სასიყვარულო, უფრო კარგი მეგობრები გვეთქმოდა. ვგრძნობდი რომ გვერდით ადამიანი მყავდა, მეგობარი, ვისაც ვენდობოდი და ისიც ამითვე მპასუხობდა. აღარ მიცდია უკვე დასაკარგი მქონდა და მეშინოდა კიდეც. ხშირად მოდიოდა ჩემთან მე კი მასთან მარტო ცხოვრობდა, ვუყურებდით ფილმებს ბევრს ვსაუბრობდით, ვთამაშობდით კიდეც. თითქოს ბავშვობაში რა მხიარულებაც დამაკლდა ახლა მინდოდა ამენაზღაურებინა. ბესო მის უამრავ სასიყვარულო ურთიერთობას მიყვებოდა მაგრამ ყველა ფატალურად მთავრდებოდა. ერთადერთი გოგო უყვარდა ისიც ბავშვობიდან, ისიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა, ქეთა, ის კი ყურადღებასაც არ აქცევდა. არ ვიცოდი მან იცოდა თუ არა რომ ბავშვთა სახლში გავიზარდე, მაგრამ მე ამაზე სიტყვასაც არ ვძრავდი. ერთხელაც ბესოსთან კომედიას ვუყურებდით როცა კარზე ზარი იყო, ბესო ცოტა შეშინდა არავს ველოდებიო და როგორც კი დაინახა ვინ იყო ზღურბლს იქით დაუყოვნებლივ გააღო კარი. სახლში ბესოზე ოდნავ მაღალი ქერა ბიჭი შემოვიდა. დიდი ზურგჩანთა მოიხსნა და ძირს დააგდო. -ბოდიში არ ვიცოდი თუ ვინმე გყავდა-უთხრა ქერამ -არაუშავს, ჩემი მეგობარია, მზეო, ეს ჩემი ძმაკაცია სება. -მზეო? მეკაიფებით ჰო? მზეო ვინ დაგარქვა? რაიყო მშობლებს არ უყვარდი?-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე ცრემლები ყელში მაწვებოდა.-ქერა მაინც იყო-არ ცხრებოდა სებასტიანი, სახე გაებადრა, გაამხიარულა ჩემმა სახელმა. -მე დაგტოვებთ-თავდახრილი წმოვდექი არ მინდოდა თვალზე მომდგარი ცრემლი შეემჩნიათ. -კარგი ხვალამდე მზეო-თითქოს ჩემს გასაღიზიანებლად თქვა ბესომ. ახლა აღარ დავდიოდი ბესოსთან ის დადიოდა ჩემთან, მიუხედავად იმისა რომ სებასტიანი მასთან გადავიდა საცხოვრებლად ამან ჩვენს მეგობრობას ხელი ვერ შეუშალა. ბესოს უნდოდა რამენაირად დავეახლოვებინე მის ძმაკაცთან მაგრამ არაფერი გამოუვიდა, სულ კი მიმეორებდა შენნაირიაო მაგრამ ჩემი უარი ფოლადივით მტკიცე იყო,აზრის შეცვლას არ ვაპირებდი. ცხოვრებას კვლავ გეგმის მიხედვით მივყვებოდი მხოლოდ ახალი პუნქტი იყო ჩამატებული, ჩემი ერთადერთი მეგობარი ბესო. ყოველდღე აუცილებლად უნდა შევხვედროდით შეიძლება მნიშვნელოვანზე არაფერზე გვესაუბრა მაგრამ ერთად ყოფნა თითქოს განტვირთვა იყო, სულის მოთქმა. -როგორ ფიქრობ შენს მშობლებს რომ არ მიეტოვებინე ახლა ვინ იქნებოდი?-მოულოდნელად მკითხა აღარ გამკვირვებია რომ ჩემზე ყველაფერი იცოდა. -ნარკომანი ან მეძავი სხვა შანსი არ მქონდა . მადლობა დედა-ჩაის ჭიქა მაღლა ავწიე, სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი ამოვარტყი. გაზაფხულზე თავსხმა წვიმები მიეწყო მე კი ჯიუტად ველოსიპედით დავდიოდი სამსახურში, საწვიმარი ყველა სხეულის ნაწილს მიფარავდა. მაგრამ ხალხი მაინც გიჟივით მიყურებდა. საღამოს სახლთან სებასტიანი დამხვდა კბილებში მოქცეულ სიგარეტს ზევით-ქვევით ათამაშებდა და აქეთ-იქით იყურებოდა. წვიმაში იდგა ისეთი თავსხმა იყო ჯინსის ქურთულის შიგნით მაიკაც კუ სრულიად სველი ჰქონდა . ჩემს დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და სიგარეტი პირიდან გამოიღო. -ქალბატონო მზეო იქნებ ინებოთ და ცაზე გამოანათოდ უკვე ნამეტანია ჩვენც გვინდა სითბო. -ქნებ მორჩე ჩემს სახელზე ქილიკს. -კარგი მაპატიე, სანთებელა არ გაქვს? -მაგ ღერს აღარ მოეკიდება სულ სველია. -ხო მართალი ხარ-ძირს დააგდო, მომეჩვენა რომ ღელავდა-მაგრამ დარწმუნებული ცარ სახლში მშრალი ღერები გექნება-ხელი მაჯაზე ძლიერად მომიჭირა და გაყინული ლურჯი თვალები შემომანათა. თითქოს გონს მოეგო თავი შეაბრუნა ხელი გამიშვა=იცი? ბესო სახლში არ არის მე აქ სხვას არავის ვიცნობ შენს გარდა, ახლა თუ არ ვილაპარაკე გეფიცები შეიძლება ავფეთქდე. -კარგი მოდი, სახლში შემოდი-სახლის კარი გავაღე და შინ შევედით. საწვიმარი გავიხადე. მე მშრალი ვიყავი ის კი სრულიად სველი, ქერა თმა შუბლზე მიკვროდა-გაიხადე პირსახოცს და მშრალ ტანსაცმელს მოგცემ- მათ ასაღებად ოთახში შევედი -მოიცა, კაცის ტანსაცმელი რატომ გაქვს?-გაიცინა სებასტიანმა თან იხდიდა. -მიყვარს. აი გამომართვი პირსახოცი, თმა გაიმშრალე. -შენ ბავშვთა სახლში იზრდებოდი არა?-გავშეშდი არ მინდოდა ამის აღიარება მაგრამ ამ მომენტში ძალიან მრცხვენოდა ჩემგან დამოუკიდებელი წარსულის. მისკენ შევბრუნდი, დაკუნთული ქერა ბიჭი იდგა ნახევრად შისველი, ტანზე ბევრი სვირინგი ქონდა, არ ვიცოდი რატო მეკითხებოდა, ან რა უნდა მეპასუხა, კითხვისთვის თავის არიდებას ვცდილოდი, მივუახლოვდი და მკერდზე ამოსვირინგებულ პენტაგრამას გადავუსვი ხელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.