შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ვერ დავიწყება (თავი 1)


1-08-2016, 00:24
ავტორი kato2324
ნანახია 1 848

საკმაოდ გვიანი იყო, მაგრამ უეცრად გარეთ გასეირნება მომინდა. რათქმა უნდა ბებოსაც გაუკვირდა, მაგრამ წინააღმდეგი მაინც არ ყოფილა. მე და ბებო თბილისში ვცხოვრობდით, ჩემი მშობლები და ჩემი ძმა კი იტალიაში იყვნენ. დედა დიდიხანი მეხვეწებოდა მეც წავსულიყავი, მაგრამ ბებოს მარტო დატოვება და საერთოდ თბილისიდან წასვლა დიდად არ მინდოდა.
კეტები ჩავიცვი და გარეთ გავედი, რა თქმა უნდა ყურსასმენები და ტელეფონი თან წავიღე, არავისთვის დამირეკია და არ მითქვამს ჩემთან ერთად სასეირნოდ წამოსულიყო, რაღაცნაირად მარტო მინდოდა ყოფნა.
დიდიხანი ვისეირნე და სახლში წამოსვლა დავაპირე, მაგრამ უეცრად უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა, შევტრიალდი და ჩემი კლასელი ნიკუშა აღმოვაჩინე :

-ბერიძი აქ რას აკეთებ?? -ნიკუშა
-იგივე შემიძლია შეგეკითხო ლაცაბიძე?? -ღიმილით ვუპასუხე
-კაი ჯერ შენ მითხარი და მერე გეტყვი მეც. -გამიღიმა ნიკამ
-რავი სასეირნოდ გამოვედი, ოღონდ არ დაიწყო გვიანიაო და ასე შემდეგ! -მე
-კაი არ დავიწყებ, მაგრამ მაინც გვიანია. მე კიდე გულმა მიგრძნო და შენს გასაცილებლად ჩამოვედი -სიცილით მითხრა
-ნეტა არ ცანცარებდე რა, კაი გამაცილე მაინც მომბეზრდა მუსიკის მოსმენა. - გზაში ბევრი ვიცინეთ და სახლთან, რომ მივედით გამოვემშვიდობე და პადიეზდში შევედი. პადიეზდის მეორე შემოსასვლელთან მაღალი ბიჭის სილუეტი იდგა, ვეცადე ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ მაინც სილუეტისკენ შევატრიალე თავი. მან კი მომაძახა:

-რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, რომ ღამე ჩემ გარეშე არ უნდა იარო?? -გიგი. გიგი ჩემი ყოფილი შეყვარებულია უბრალოდ თვითონOამის გაგება არ უნდა.
-გიგი კიდე რამდენჯერ უნდა გითხრა რომ მე და შენ არაფერი გვაკავშირებს?? -შევუბღვირე
-ლილე ან ჩემი იქნები ან არავისი მე და შენ იმაზე მეტი გვაკავშირებს ვიდრე შენ გგონია. აღარ დავინახო ასე გვიან დაბლა ჩახვიდე და მითუმეტეს ვიღაცა ს**ი გაცილებდეს. გასაგებია?? -ახლა გიგი უკვე ჩემს გვერდით იდგა და ისე მელაპარაკებოდა
-არა არ არის გასაგები! - ვიცოდი რომ ძალიან ვაბრაზებდი, მაგრამ მე და გიგის სულ ასეთი უცნაური ურთიერთობა გვქონდა. თუმცა ახლა იმ ურთიერთობაში აღარ ვიყავით მიუხედავად იმისა, ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა.
-ლილე ეხლა უკვე მაბრაზებ! იმ ვიღაცას არ ვიცი რას ვუზამ კიდე რო ვნახო შენთან. -მაღალი ტონით მითხრა გიგიმ
-გიგი ახლა უკვე აღარ გაქ უფლება მასეთი ტონით მელაპარაკო, და საერთოდ ვისთანაც მინდა იმასთან ვივლი შენი საქმე არ არის! -მე
-რატო არ არის ვითომ?? -გიგი
-იმიტომ რომ დავშორდით და ნუ მამეორებინებ ამას მილიონჯერ. და იცი რატომ დავშორდით?? -ახლა უკვე გამწარებული ვიყავი და ალბათ ყველაფერს ვეტყოდი მიუხედავად ჩემი და მისი გრძნობებისა.
-იმიტომ რომ აღარ გიყვარვარ! -მის ხმაში სინანული იგრძნობოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვთქვი და კიბეზე ავვარდი:

-არა გიგი იმიტომ რომ შენ, შენ ის გერჩივნა ჩემ თავს. ხო გიგი ყველაფერი ვიცი. -ვთქვი თუ არა ეგრევე კიბეზე ავარდი და სახში შევარდი, ბებო გაკვირვებული მიყურებდა:

-რა იყო ბებო ვინმე მოგსდევს?? -ბებო
-არა ბეე უბრალოდ ვვარჯიშობდი - გაღიმებულმა ვუთხარი ბებოს და ოთახში შევედი.

ამბობენ, რომ როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს გულზე ეშვება მაგრამ ალბათ ადამინი არ ვარ იმიტომ რომ უფრო ვინანე და ვიდარდე რომ გიგის სიმართლე ვუთხარი, ალბათ ამით ჩემი სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ დავიღალე იმით, რომ გიგის ეგონა არაფერი ვიცოდი და მართლა გადამიყვარდა ასე უცბათ. ალბათ მას ეგონა ვეთამაშებოდი ახლა სიმართლე იცის და არვიცი მისგან რას მოველოდო. სიმართლე ვთქვა გიგი სიგიჟემდე მიყვარს და ვიცი რომ მასაც მასე ვუყვარვარ თუ ვუყვარდი ამაშიც კი აღარ ვარ დარწმუნებული. ცოტახანი ისე ვიჯექი და ვფიქრობდი და უეცრად ტელეფონის ხმა გაისმა ჩემი დაქალი კეკე იყო კესო ქვია მაგრამ სამეგობრო კეკეს ვეძახით :


-კეკე რა იყო ასე გვიან რომ გაგახსენდი? -მე
-აუ რავი ლი მომენატრე მაგრა და დაგირეკე ვიცი რო ზაფხულია და საერთოდ დაგივიწყე, მაგრამ ხო იცი რომ დრო როგროცკი გამომიჩნდება ეგრევე გირეკავ?? -კეკე
-ვიცი კეკე რახდება აბა აღარ აპირებ აქეთ ჩამოსვლას?? -მე
-კი როგორ არა ლი, მე და თემო ჩამოვალთ 3 დღეში და ბიჭები ხვალ მოდიან. ლილე იცი გიგი მანდ არის?! -კეკე
-ვიცი კეკე Dდღეს ცირკები მომიწყო, ამომასხა და ვუთხარი რო ვიცი. -მე
-შანსი არა ლილე რა დაგემართა ხო იცი რომ გიგის სიგიჟემდე უყვარხარ და მხოლოდ შენ სხვა არავინ ის, ის გოგო უბრალოდ გასართობი იყო! -მიღრიალა ტელეფონში კეკემ
-აუ კეკე გასართობი ვიცი ერთი ღამით და არა კვირებით, თუ გასართობი იყო საჩუქრები, სურათები და პოსტები რა საჭირო იყო? მორჩი რა თემო თავის ლექციებს გიკითხავს ძმაკაცს იცავს ხო როგორც ყოველთვის? -მე
-თემომ ეს რო გაიგოს ხო იცი როგორ ეწყინება თემოს უყვარხარ სიგიჟემდე რა და პირიქით მეჩხუბება გიგი დამნაშავეაო, მაგრამ მასე არაა, გაერთო ბიჭი თან მაშინაც ნაჩხუბრები იყავით. გეყოფა ბუტიაობა ლილე მორჩაააა. საერთოდ კოჯორში მივდივართ, როგორც ყოველთვის და ხო წამოხვალ?? -კეკე
-არვიცი არ ვარ დარწმუნებული რო უბრალოთ გავიბუტე კეკე მგონი მართლა აღარ მიყვარს! -რა თქმა უნდა მოვატყუე - კოჯორში კიდე არ მინდა წამოსვლა იმიტომ რომ იქ გიგიც იქნება. -მე
- ლილეეე აღარ გავიგო გადამიყვარდა და მსგავსი ამბებეი თორე გაგწეწავ და მორჩა. შენ რომ გიგის გაამო არ წამოხვიდე კოჯორში ელენეს და ბარბარეს თავს გეფიცები თუ დაგელაპარაკო. მორჩა წავედი მე და თემო რომ ჩამოვალთ პასუხი მზად იყოს.
-კაი კეკე თემო მომიკითხე. -მოწყენილმა ვუთხარი და ტელეფონი გაითიშა.
ღამე ისე ჩამეძინა აღარც კი მახსოვდა, დილით ოთახში ბებომ შემომძახა რომ სამსახურში მიდიოდა და საუზმე მზად იყო. ერთ ნახევარ საათში კი კარზე ზარი გაისმა წარმოდგენა არ მქონდა ვინ უნდა ყოფილიყო. კართან რომ მივედი არც კი მიკითხავს ვინ იყო კარი ისევე გავაღე, იქ კი გიგი დამხვდა....



№1 სტუმარი hipo

au ragac sainteresoa imedia gaagzeleb da ar gagvtanjav :/

 


№2  offline წევრი kato2324

ყველანაირად შევეცდები მალ-მალე დავდო თავები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის

 


№3 სტუმარი Nino

Zalian kargia

 


№4  offline წევრი kato2324

Nino
Zalian kargia

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent