ორი მოწმე (თავი 11)
გონება არც დაუკარგავს, ყველაფერი კარგად ახსოვს, კარგად ახსოვს ნატალის დასისხლიანებული სახე, ახსოვს გიორგის გინება და ყვირილი ფეხი გამეჭედაო, ახსოვს გონს მოსული ნატალი როგორ ყვიროდა ხელი არ ახლოთ ნაბიჭვრებოო, ახსოვს როგორ ცდილობდა გიორგი იარაღს რომ მიწვდომოდა, მაგრამ მაშინვე გათიშეს, ვერაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ის მოახერხა ამბის გააზრებისას ნატალისთვის ჩუმად ლეპტოპი ენიშნებია, მიხედეო და ნატალიმაც თავი დაუქნია. ამის გამო წყნარად იყო, რომც მოეკლათ მაინც მშვიდად იქნებოდა, ფოტოებს ბიჭები მიხედავდნენ და პირადად დაჩი იზრუნებდა ყველას დაჭერაზე, არც წივილ-კივილი დაუწყია, იცოდა აზრი არ ქონდა, არც ახსნა-განმარტება დაუწყია, გაცემდა ვინმე პასუხს თუ რა . ალბათ 10 წუთი ივლიდნენ, უხეშად გადაიყვანეს მანქანიდან, თავზე ჩამოცმული ნაჭერი გარემოს დანახვაში ხელს უშლიდა. მაგარ, მყარ რაღაცაზე აბამდნენ და ერთადერთი რაზეც ლილია ფიქრობდა, იმედგაცრუება იყო. ერთადერთხელ თხოვა დაჩიმ, პირველად და ერთადერთხელ ფრთხილად იყავიო და სწორედ მაშინ ვერ შეუსრულა. გულიანად გაეცინა, ნაჭერი რომ მოხსნეს, ტყეშია ხეზე მიბმული, მოკვლას უპირებენ და იმაზე ფიქრობს, რომ ბიჭს იმედი გაუცრუა. -სწორი ხარ შენს თავს ტიპიური გოგონებისგან რომ გამოარჩევ, სხვა შენ ადგილას კივილით აიკლებდა აქაურობას და ტირილით შეგვეხვეწებოდა დამინდეთო. -რატომღაც არ მგონია ამ შუა ტყეში გაკრულმა ხმა ვინმეს მივაწვდინოთ, შეწყალებას რაც შეეხება, ნიასაც ეტყობოდა რაზეც ხართ წამსვლელები, ამიტომ არც ყელს ვიტკენ და არც ჩემს საცრემლე ჯირკვალს შევაწუხებ. იქნებ პირდაპირ მითხრათ რა გნებავთ და დამენახოთ სიბნელედან რომ გასცემთ ბრძანებებს._კაცის ხარხარმა გააყრუა ტყე. -ღმერთო როგორ გაუმართლა დაჩის_ტანში გაცრა კაცის დამცინავ ხმაზე._შენი სახით აშკარად ძლიერ თანამშრომელს ვკარგავ. ნაბიჯი გადმოდგა განათებისკენ და ლილია მთელი ძალით ცდილობდა გაოცების დამალვას. -რადგან თავად ჩაერთვეთ საქმეში, ესეიგი რაღაც მოხდა, ბატონო მურთაზ_ეცადა ხმის კანკალი დაემალა და მტკიცედ გამოჩენილიყო, მაგრამ გამოცდილ პოლიციელთან არ გამოუვიდა. -ანუ გადასარევად მიცნობ. -რა თქმა უნდა, ბიჭებიდან. -მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ, სადარი ბარათი? -ოჰ, ამდენი ამბავი მაგის გამო ატეხეთ? გეკითხათ და ისედაც გეტყოდით ჯერ ვერ ვიპოვეთთქო_ თამამად გაუღიმა მურთაზს და შეკრულ ხელებს დაეჯაჯგურა. ისე აკანკალებდა მალე შიშს ვეღარ დამალავდა, ამ ნაბიჭვარს კი არაფრით დაანახებდა რომ შეაშინა. -ლილია, რაცარუნდა გაგიკვირდეს, გოგოების ცემის მომხრე არ ვარ, თან ასე თუ ისე ლამაზიც ხარ და არც შენი დამახინჯება მინდა, ამიტომ მოდი უბრალოდ მითხარი ბარათი სადაა. ძლივს გადაყლაპა ლილიამ ნერწყვი, მაგრამ მაინც უარყოფის ნიშნად გადააქნია თავი-არ ვიცი._მეგობრებს ვერ უღალატებდა, რომც ეთქვა სად იპოვა, დიდი დიდი უმტკივნეულოდ მოეკლათ, მათი დაჭერის სურვილი კი მომავალ ტკივილზე უფრო დიდი იყო, ამიტომ პირს არ დააღებდა და სიტყვასაც აღარ იტყოდა. ვითომ მოწყენით ამოიხვნეშა მურთაზმა და ბიჭებს თავი დაუქნია -იცოდე, რაც აწი დაგემართება მხოლოდ შენი მიზეზით, მე ვცადე მშვიდობიანად მომეგვარებინა._სიტყვა დამთავრებული არ ქონდა თავზე ნაჭერ წამოცმული ლილია ისევ ფურგონში რომ შეაგდეს. ამჯერად დიდხანს არ უვლიათ, ისევ უხეშად სტაცეს ხელი და წაიყვანეს. ფეხქვეშ მყარ მასას გრძნობდა, ანუ ტყეში არ იყო, ირგვლივ ჩუმ ექოდ იღვრებოდა მათი ფეხის ხმა და ქარის წუილიც აღწევდა, ანუ ცარიელ, საკმაოდ დიდ შენობაში უნდა ყოფილიყვნენ, რომელსაც ფანჯრებიც არუნდა ქონოდა. შემდეგ იყო კიბეები დაბლა, კიდევ რამდენიმე საფეხური და გაქუცული ხის სკამი, რომლის ამოჩრილი პატარ-პატარა ნაწილები კანში ესობოდა. ნაჭერი რომ მოაძვრეს, გულში გაეცინა, სწორი იყო მურთაზი, ნამდვილად კარგ თანამშრომელს კარგავდა, შენობა ზუსტად ისეთი იყო როგორსაც ვვარაუდობდა, თუმცა იქვე ახლოს სამშენებლო მასალები ეწყო, ნუთუ მშენებარე ბინაა? კარგი, რა მნიშვნელობა აქ, ახლა ჯობია იმაზე იფიქროს რას გაუკეთებენ. ნეტა ძალიან ეტკინება? აქამდე არავის უცემია და გამოცდილი არ ქონდა როგორი გრძნობაა. ფიქრები მურთაზის გამოჩენისას გაუწყდა, მართალია ცდილობდა შემზადებულიყო, მაგრამ მაინც შიშისგან შეხტა მის მოახლოებაზე. -კარგი, მოდი შედარებით იოლი კითხვებით დავიწყოთ, რა იცით ამ საქმის შესახებ? წყნარად გააქნია ლილიამ თავი თმა რომ გადაეყარა სახიდან და უტეხად მიაჩერდა მურთაზს. კაცის გაღიმებაზე ერთ-ერთი ბიჭი დაიძრა მისკენ და საკმაოდ ძლიერად უთავაზა სახეში,ეტკინა, თუმცა არც ისე ძლიერად რომ ტკივილისგან ეყვირა. თუ ასე გაგრძელდებოდა არაუშავდა, ფიქრობდა გაუძლებდა, არ მიაყენებდა ამ ნაბიჭვარს სიამოვნებას და კივილს და ტირილს არ დაიწყებდა, თუ სიკვდილი ეწერა ამაყად ერჩივნა და არა ხვეწნისგან დაბეჩავებული. -კიდევ ერთხელ გიმეორებ ქალბატონო, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას_უარყოფაზე ისევ მოხვდა, ამჯერად კითხვა აღარ დაუსვამთ ისე მოხვდა რამდენჯერმე, შემდეგ ტკივილი მუცელში იგრძნო, შემდეგ ისევ სახეშე, ტყუილა ფიქრობდა რომ გაუძლებდა, ოცნებობდა გათიშულიყო და არაფერი ეგრძნო. ამაშიც არ გაუმართლა. ისეთ დაღლილობას გრძნობდა, ეგონა თვალებზე კილოგრამები მადევს და დახუჭვისკენ მექაჩებაო. დახუჭა და გაითიშა კიდევაც. მურთაზმა ხმამაღლა შეიკურთხა. -კარგი, დაანებეთ, ჯერ მოკვლა არ გვაწყობს. -აბა რა ვქნათ უფროსო? -ვფიქრობ. -არამგონია რამე თქვას, ძლიერი ყოფილა. -მაგას მეც ვამჩნევ კოკა, ახლა რამე გვჭირდება რაც ლაპარაკს აიძულებს. -ის გოგო კარგი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ პალატასთან იმდენი დაცვა დგას, არც ქმარი გადის არცერთი წუთით. -გასაგებია, ანუ დემნას ჩვენთვის არ ცალია, ამისი გამოყენება შეიძლება. რადგან ეს ქალბატონი თავის გადასარჩენად არაფერს გააკეთებს, სხვისი გადარჩენა ვაიძულოთ._საზიზღარი ღიმილით გავიდა გარეთ და ბიჭებს ახალი დავალება მიცა, ეს ლაწირაკი ვერ აჯობებდა. სტიმული უნდოდა ასალაპარაკებლად? ხოდა მიიღებდა. მის თავს დააბრალოს რაც აწი მოხდება, ფაქტია მან მშვიდობიანად სცადა. რამდენიმე საათი მოუწია ლოდინი სისხლში ამოსვრილი ლილია ისევ გათიშული იჯდა მიბმული. რა ტყუილა იკლავდნენ თავს, ამ საქმეში ისეთი ხალხი იყო გარეული შორს მაინც ვერ წავიდოდნენ და მალე მაინც ჩაიფარცხებოდა, დანებებულიყვნენ და ეცხოვრათ კიდევ ცოტა ხანი? არა, გმირობა მოუნდათ, ხოდა გმირულად დამარხავენ, ნუ თუ დამარხეს საერთოდ, ან პირველ რიგში გვამები თუ იპოვეს. ლილია გონს გარედან შემოსულმა ხმაურმა მოიყვანა, ვიღაც მთელი ხმით ღრიალებდა და ხმაურზე ჩანდა ბრძოლას ცდილობდა, თითქოს ეცნო ლილიას ხმა, მაგრამ ცალი ყური ისე ქონდა დაზიანებული არ გამორიცხა რომ ელანდებოდა. მის წინ მეორე სკამი დადგეს და შემოსულებს გახედეს. მაღალი, მხარ-ბეჭიანი კაცი მოყავდათ, რომელიც შეწინააღმდეგებას ცდილობდა, მაგრამ 4 კაცს ყავდა გაკავებული და აშკარად მარცხდებოდა. ნაჭრიდან ილანძღებოდა და შეწინააღმდეგებას არ ანებებდა თავს. ბოლოს სკამზე კარგად რომ დააბეს და მიხვდეს თავს ვერ გაინთავისუფლებსო ნაჭერი გადააძვრეს. მკერდში მტკივნეულად გაუარა არარსებულმა ნემსმა ლილიას და ბიჭის დასისხლიანებულ სახეზე ღრმად ამოიოხრა -დაჩი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.