ჩემი ,,ტირანი " (თავი 8 )
ესეც შემდეგითავი, ძალიან მიყვარხართ..წინა თავში ,რამდენიმემ მითხრა ,რომ ,,1001 ღამიდან" მქონდა სიუჟეტი აღებული,არ მაქვს ეს ფილმი თუ სერიალი ნანახი, არც ,რომელიმე მოთხრობა მაქვს საიტზე წაკითხული სადაც ასე სთავაზობენ..ამ მოთხრობის წერა დიდი ხნის წინ დავიწყე ,მე იმისთვის არ ვწერ ,რომ ვინმემ შემაქოს ან პოპულარული გახდეს ჩემი მოთხრობა ,უბრალოდ ჰობივითაა ჩემთვის,მეთვითონ მსიამივნებს ,ჩემს მოფიქრებულს თქვენ ,რომ გიზიარებთ..შეიძლება ბევრს იმედები გაუცრუვდეს ,ბევრს მოეწონოს ,არვიცი ყველას სურვილს ვერ დავაკმაყოფილებ ..უბრალოდ ვწერ ♥♥ *** თავზე პირსახოცშემოხვეული ვიდექი საწოლის კიდესთან და ზევიდან დავყურებდი წითელ,გრძელ კაბას..ჯერ კიდევ ვორჭოფობდი, მზარავდა იმის წარმოდგენა ,რომ ნიკას გარდა კიდევ ვიღაც შემეხებოდა ,ეს ყველაფერი გულს მირევდა ,ჩემს გულში ნიკას შემდეგ ყველა მამაკაცი მოკვდა ,შემდეგ ოჯახმაც ზურგი მაქცია ,მარტო დემნა დამრჩა ,მხოლოდ მის გამო ვცოცხლობდი,ის მაძლებინებდა ამ ქვეყანაზე , თუ დემნა არ იქნებოდა ,არც მე ვიქნებოდი..წითელი კაბის ჩაცმა გადავწყვიტე ,სიკვდილის ფერის(ნუ ჩემთვის იყო ეს ასე,წითელი სისხლის ფერია,სისხლი კი ჩემთვის სიკვდილთან ასოცირდება,ამიტომ მეშინია სისხლის დანახვის) ,ახლა ხომ სასაკლაოზე მივდიოდი,ჩემი ხელით ვუღებდი ჩემს თავს ბოლოს და სიკვდილის განაჩენი გამომქონდა -დემნას ხათრით- ჩავიჩურჩულე ,პირსახოცი მოვიხსენი და მზადებას შევუდექი.. ******* ტაქსი დემეტრეს სახლის წინ გაჩერდა ,ხელის კანკალით მივაწოდე ფული ,ჩანთას მოვკიდე ხელი და ნელა გადმოვედი..აი ისიც , ჩემი უბედურების და ამავდროულად ბედნიერების მომტანი ადგილი. ვაკვირდებოდი სახლს, პირველად აქ ,რომ მოვადგი ფეხი რას წარმოვიდგენდი ამას .. ნელა მივაბიჯებდი,ფეხს ვითრევდი,ვნერვიულობდი, წინასწარ ვამზადებდი თავს ყველაფრისათვის ,რა მოხდება ახლა ტელეფონმა ,რომ დარეკოს და მითხრან ,,შეგვეშალა ჯანმრთელიაო" ან ვინმემ ,,ფულს გასესხებო" მაშინვე დავტოვებდი აქაურობას ბედნიერი,მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრება ოცნებას არ ჰაგავს,ის ყოველთვის ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ იქცევა .. -ბატონი დემეტრე ტერასაზე გელოდებათ-მომახარა კარების გაღებისთანავე უცნობმა ქალმა, ,მეც მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და გზის გაკვლევა ვცადე.. ზევით ავედი კიბეებით, ირგვლივ სულ კარებია,ერთს ვაღებ -აქ მხოლოდ ხის კიბეა ,ალბათ ეს უნდა იყოს ტერასაზე გასასვლელითქო გავიფიქრე და მას ავუყევი.. მაგიდასთან იჯდა ,ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და უზარმაზარ ღამის ქალაქს გაჰყურებდა ,მართლაც ლამაზი ხედი იყო.. მის დანახვაზე უფრო ავნერვიულდი,მაგრად მოვუჭირე ხელები ჩანთას ,ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და წინ ავესვეტე ,მაშინვე გამომხედა ,მეც თავი დავხარე ,არ მინდოდა თვალებში შემეხედა..ვიგრძენი როგორ ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე , წითელი, გრძელი კაბა მეცვა , მკერდთან ოდნავ ჩახსნილი იყო,ამიტომ მხრებზე ამავე ფერის ლაბადა მომესხა და წინ საგულდაგულოდ შემეკრა ,თმაც ცხენის კუდად მქონდა შეკრული. -წითლები ჩაგიცვავს-როგორც იქნა ხმა ამოიღო-სისხლის ფერი..რა მიზეზით შეარჩიე?- ნელა ავხედე,კმაყოფილი და მკაცრი მზერით მიყურებდა,ამან ლამის ცუდად გამხადა -უბრალოდ, განსაკუთრებული არაფერია? -ხო,გიხდება.-ჩაილაპარაკა და ვისკი კიდევ დაისხა -დალევ რამეს? -არა -დაჯექი ცოტახანს,ნახე რა ხედია. მისი თბილი და ამდროს ცივი ტონი საშინლად მაღიზიანებდა ამწუთას ,მინდოდა დროზე დამთავრებულიყო ეს ყველაფერი -ამის დრო არ არის!- ჩემს პასუხზე ჩაიცინა -როგორც ჩანს ვიღაცას ძალიან ეჩქარება- ოხ როგორ მომინდა ყველაფერი მიმეგდო,ცხვირპირი ჩამემტვრია მისთვის და წავსულიყავი,მაგრამ საკუთარი თავი და დემნას მიმართ სიყვარული არ მაძლევდა ამის უფლებას -კარგი წამოდი ,ოთახში -ფეხზე წამოდგა ,პიჯაკი გაისწორა და წინ გამიძღვა *** დიდი ოთახი იყო,ლამაზი და მყუდრო,სხვა სიტუაციაში ,რომ მოვხვედრილიყავი აქ ალბათ აღბრთოვანებული დავრჩებოდი,მაგრამ ახლა არაფერს ჰქონდა აზრი..სადა ფერის კედლები,უზარმაზარი მინის კარები რომელიც აივანზე გადიოდა ,საწოლის გვერდით ტუმბოზე ერთადერთი ფოტოსურათი იყო:მასზე თინეიჯერი ,სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი დემეტრე და ახალგაზრდა ქალი იყო აღბეჭდილი ,ბედნიერები ჩანდნენ. -ფული ანგარიშზე ჩაგერიცხება -პიჯაკი გაიხადა და იქვე მიაგდო,თავი დავუქნიე,თვალი სურათს ავარიდე და ჩანთა იქვე დავდე ,უცნაურად ამიჩქარდა გული,ერთ ადგილას გავშეშდი და იატაკს მივაშტერდი..მთელი სხეულით ვიგრძენი,როგორ მომიახლოვდა ,თითქოს ყველაფერი დამეჭიმა,მისი სურნელი შემეფრქვა სახეზე,სურნელი ,რომელიც ახლა მძულს , თმა გამიშალა,ნელა ჩამოაყოლა ხელი კისერს,ლავიწის ძვლებსა და მკერდამდე ჩავიდა ,ერთიანად დამიარა ტანში ჟრუანტელმა,მთელ სხეულში გამცრა ,სწრაფად შემომაცალა თხელი ლაბადა , კაბის ბრეტელი გადაწია და ნაზად შემეხო ტუჩებით,შემდეგ კისერზე დამიტოვა სისველე ,მეორე ხელი წელზე შემომხვია ,ნელა ამიკრა სხეულზე ,კაბის გასახსნელს მოკიდა ხელი და ნელა ჩაწია ქვევით,თან ცერა თითი ჩამოაყოლა ხერხემალს,კიდევ ერთხელ დამიარა სხეულში,თვალები დავხუჭე და სუნთქვის შეკვრა ვცადე ,ცრემლები უკუვაგდე ,უცებ გაჩერდა ,ინტერესიანი და დაბნეული მზერა შემომანათა ,შემდეგ ისევ გააგრძელა თავისი საქმე ,სწრაფად შემომაცალა ტანისამოსი,ახლა კისრიდან კოცნით ჩაუყვა მკერდისაკენ,ვეღარ მოვითმინე და ცალი ცრემლი ჩამომიგორდა ,სწრაფად ამომხედა ,ტუჩები მომაშორა ,ხელებიც ,უკან დაიხია და დაბნეულმა შემომხედა -შენ... -კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრო ,შემდეგ ოთახი დატოვა ,ვერ მივხვდი სად წავიდა ,ცოტახანში ცისფერი მაისური ხელში დაბრუნდა -ეს ჩაიცვი და დაწექი. გაკვირვებულმა შევხედე ,ვერ მივხვსი ამით რას აკეთებდა ,საერთოდ ავირიე -ვერ ვხვდები რას აკეთებთ-ამოვილაპარაკე და თვალებში ჩავხედე -რას ვერ ხვდები,ჩემი მაისური ჩაიცვი და დაწექი,მეც ცოტახანში მოვალ -მაგრამ შეთანხმება...ჩვენ ხომ -დაივიწყე შეთანხმება! -მკაცრი ტონით გამაწყვეტინა სიტყვა- რაც გითხარი ის გააკეთე ! -მაგრამ მე ..ფული.. -ფული,ფული,ფული! -ისევ გამაწყვეტინა -მიიღებ ამ ფულს ,მაგრამ შენთან დაწოლას არ ვაპირებ- ესღა თქვა და ოთახი დატოვა ************** უკვე გათენებულიყო,ჩემს გვერდით მწოლიარე დემეტრეს შევხედე ,მის მხარბეჭიან,დაკუნთულ სხეულს .. ვერ მივხვდი გუშინ რა გააკეთა ,მაგრამ მისი მადლობელი ვიყავი, ღამე კარები რომ შემოაღო საშინლად ავნერვიულდი,მეგონა ისევ თავის საქმეს მიუბრუნდებოდა ,მაგრამ მაისური გაიხადა და გვერდით მომიწვა ,შემდეგ ჩამეძინა..გულში ტკივილი ვიგრძენი,უცნაური ტკივილი,ასეთი არასდროს არაფერი მიგრძვნია. ნელა წამოვდექი,ტანსაცმელი მოვირგე ,ჩენთას ხელი მოვკიდე და ოთახი დავტოვე ,განადგურებული ვიყავი,ფრთხილად ჩავაბიჯე ,ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. ***დემეტრე*** თვალი რომ გავახილე ის უკვე წასულიყო,ვაღიარებ გამიკვირდა ასე ადრე ,რომ წავიდა ,საწოლზე წამოვჯექი,თვალები მოვიფშვნიტე. ჩემდაუნებურად გვერდით გავიხედე ,ადგილას სადაც გუშინ ის იწვა,გამეღიმა ,ბალიშს გადავუსვი ხელი, წარმოვიდგინე გუშინდელი ღამე ,მისი მრთთოლავი სხეული,აჩქარებული გულისცემა ,შეშინებული თვალები და გულში რაღაცამ უცნაურად გამცრა ,რატომღაც მომინდა ის ისევ აქ ყოფილიყო,ჩემს გვერდით,ჩემს სხეულზე აკრულს სძინებოდა ,წითელ თმა კი ბალიშზე გაეშალა..ვერ გავბედე , ისეთი შეშინებული მიყურებდა ვერ გავბედე შევხებოდი,რამდენ ქალთან არ ვყოფილვარ,მაგრამ ასეთი შეგრძნება არ მქონია..თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების გასაფანტავად -რა ჯანდაბა გჭირს დემეტრე -ჩავილუღლუღე ჩემთვის - ის სხვა ქალებისაგან არ განსხვავდება ,ამაში გუშინ დარწმუნდი..მას მხოლოდ ფული უნდოდა. ფეხზე წამოვდექი ,ტანსაცმელი ჩავიცვი,ის იყო გასვლა დავაპირე იატაკზე დაგდებული წითელი ლაბადა ,რომ შევნიშნე ,მივედი,ნელა ავიღე ხელში,ისე გეგონება გატყდებაო,დაჰიპნოზებულივით ვმოქმედებდი ლაბადა ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე ,მისი სურნელი ასდიოდა ,უცებ გონს მოვედი, უხეშად მოვისროლე საწოლზე ,თავზე ხელი გადავისვი და ქვევით ჩავედი.. **** ბარბარე**** უკვე კაბინეტში ვიჯექი ,რომ შემატყობინეს ფული ჩაირიცხა ანგარიშზეო. ტელეფონი მაგიდაზე დავახეთქე და გაბრაზებული გავემართე დემეტრესაკენ. -მობრძანდით! -გაისმა შიგნიდან მკაცრი ბარიტონი,მეც თამამად შევაღე კარები. მაგიდასთან იდგა და საბუთებს ჩასჩერებოდა,შემდეგ ამომხედა ,ნელა ამათვალიერა და ისევ ფურცლებს დაუწყო ყურება -რამ შეგაწუხა? -გავიგე ფული ჩაგირიცხავთ -ხო -ვერ გავიგე ასე რატომ იქცევით, ჩვენიი..ჩვენი შეთანხმება ხომ არ შედგა -მე გითხარი ,რომ ღამე ჩემთან უნდა გაგეტარებინა,ხოდა გაატარე კიდეც ..მორჩა ამ საკითხზე საუბარი აღარ მსურს -ასე არ მინდა!-ვუთხარი და ჯიუტად მივაშტერე თვალები -როგორ?-გაკვირვებულმა ამომხედა -ძალიან კარგად გავიგე მაშინ რა იგულისხმეთ..ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებთ,საერთოდ ვერაფერს ვხვდები -არც არის საჭირო! - გამაწყვეტინა და ფეხზე წამოდგა -ფული გინდოდა და მოგეცი -ეგრე ნაჩუქარი გამოდის -ხოდა იჩუქე შენც ,რა გენაღვლება- ოდნავ გაეღიმა -თუ აუცილებლად ჩემთან დაწოლა გინდოდა?-წარბი აწია და ეშმაკური გამოხედვა მიიღო ,მისმა სიტყვებმა თან გამაბრაზა ,თან ამაღელვა -ეგ რა შუაშია,მე უბრალოდ .. -ბარბარე!-გამაწყვეტინა საუბარი-ამ საკითხზე მეორედ აღარ დამელაპარაკო! -მე არ მინდა თქვენთან ვალში ვიყო!-ცოტახანს ინტერესით მათვალიერა -მაბნევ ბარბარე..ვერ გავიგე ,როგორი ხარ..-მისმა სიტყვებმა გამაკვირვა,ნუთუ ის ჩემს ამოცნობას ცდილობს,ან რა ვერ გაიგო-იცი ,რომ შენმა პროექტმა გაიმრჯვა ბაზარზე?-გააგრძელა ისევ -არა,არ ვიცოდი -ხო,დღეს მივიღე მეილზე ..გილოცავ -მადლობა,ისე შეგიძლიათ ფული ჩემი პრემიიდან აიღოთ-ჩემს სიტყვებზე გაეცინა -მაგდენიც არ არის ,სულ რომ დაფარო,მაგრამ ნახევარი დაიფარება -დანარჩენს ხელფასიდან დაგიბრუნებთ მაშინ! -ხომ იცი ,არ არის აუცილებელი..შენ პირობა შეასრულე და გუშინ ჩემთან მოხვედი -არა , არ მინდა ვალში ყოფნა..ჩამომაჭერით! -კარგი..გამოდის ტყუილად დარჩი გუშინ ღამე ჩემთან-სავარძელში ჩაეშვა და ღიმილით დამაჯილდოვა -წადი ყავა შემომიტანე და საქმეს მიხედე ,არ გეგონოს ,გუშინდელის შემდეგ, რაიმე პრივილეგია გექნება სამსახურში! -არც მიფიქრია-მავახალე და ყავის გასაკეთებლად წავედი ***** შესვენებაზე საავადმყოფოში დემნა მოვინახულე ,თმა სულ გაცვივდა ,მაგრამ მაინც ძალიან სიმპატიური იყო,მიუხედავად იმისა ,რომ ძალიან ცუდად იყო,მაინც აქეთ მამხნევებდა . -ბარბი,ოპერაციის ფული სად იშოვე?-მკითხა დემნამ მას შემდეგ,რაც ექიმთან მისი ოპერაციის საკითხზე ვისაუბრე და ფულიც წინასწარ გადავიხადე -მასესხეს-დაბნეულმა მივუგე,ტყუილი არ გამოდიოდა ,ისედაც ასე იყო -ამხელა თანხა ვინ გასესხა? -უფროსმა -იმ ტირანმა?-მკითხა და გაკვირვებული მზერა მომაპყრო -როგორც ჩანს ,ის სულაც არ არის ტირანი ,დემნა- ღიმილით მივუგე ,შემდეგ თავი გულზე დავადე და ღრმად ამოვიხვნეშე -უცნაური ადამიანია დემეტრე ,ცივი მაგრამ ამ დროს ძალიან თბილი და კეთილი -როგორც ჩანს ,შეგეცვალა მასზე წარმოდგენა -არ ვიცი,შეიძლება..ნუ მან რაც გააკეთა ,იმას სხვა არ გააკეთებდა -ბარბი ,შენ რა ტირანი შეგიყვარდა? -წამოროშა უცებ..თითქოს ეკალი შემერჭოო ,სწრაფად წამოვწიე თავი და გაბრაზებული მივაჩერდი ძმას -რას ამბობ დემნა, რა სისულელეა ,უბრალოდ მისი მადლობელი ვარ ,სულ ესაა! -შენ ნიკას მადლობელიც იყავი ადრე,გახსოვს? -არ გვინდა ამ საკითხზე საუბარი -შენ არასდროს არ გინდა წარსულზე საუბარი -იმიტომ ,რომ ეს ტკივილს მაყენებს ,არ მინდა იმ ყველაფრის გახსენება -კარგი ხო, იცოდე მე სულ შენს გვერდით ვარ! -ვიცი ძმაო,ვიცი -ბარბი -გისმენ -ძალიან მიყვარხარ- მითხრა და ჩაცვენილი თვალებით გადმომხედა -მეც მიყვარხარ- ტირილით მივუგე -შენს გამო ყველაფერს ვიზამ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.