შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შემოტენილი (სრულად)


21-05-2018, 16:09
ავტორი Lily Morgan
ნანახია 22 174

სექტემბრის მიწურულს, მზის სხივებს თითქოს ნელ-ნელა ძალა დაეკარგა და სასიამოვნო ნიავმაც გამოჩენა არ დააყოვნა. თბილისმა როგორც იქნა ამოისუნთქა. საღამოობით ქუჩები სავსე იყო ახალგაზრდებით, ბავშვებითა და მოხუცებით. მხოლოდ გასვიანების ოჯახს მოეყარა სახლში თავი და ნინოც ცოცხალი თავით არ აპირებდა არავის გარეთ გაშვებას.
-სუფრას გადახედეთ, რამე ხომ არ აკლია? - მიუბრუნდა არჩილი ქალებს, შემდეგ კი თავში შემოირტყა ხელი - ღვინო!.. ღვინის ამოტანა როგორ გამომრჩა?! - შეჰყვირა და ერთ-ერთ მსახურთან ერთად გაემართა მარანისკენ.
-ანასტასია და თორნიკე, თქვენ უკვე გამოეწყვეთ? - ღიმილით მიუბრუნდა ნინო შვილებს, შემდეგ კი თავის გერს შეუღრინა - შენ სპორტულებით აპირებ ბაბუაშენთან შეხვედრას?
-მე ბაბუს ასეთიც ვუყვარვარ! - უთხრა რატიმ თვალისჩაკვრით დედინაცვალს და მის წივილ-კივილზე თვალებისტრიალით გაემართა თავისი ოთახისკენ.
-საძაგელი ბავშვი!- შეჰკივლა ნინომ, მაგრამ ახლა რატის დევნისთვის ვის ეცალა?! წამოხტა და ტყუპები სიყვარულით შეათვალიერა.
-დედა, მერამდენედ გითხრა, რომ რატის არ უყვირო! - უთხრა გაბრაზებულმა თორნიკემ, მაგრამ ნინო მას საერთოდ არ უსმენდა.
გონებაში სულ ფული უტრიალებდა და ბედნიერ თვალებს სუფრაზე დააცეცებდა. იცოდა, რომ ბაბუა ტყუილად არ ჩამოვიდოდა. დარწმუნებული იყო რომ მისი კომპანიის გადაბარება გადაწყვიტა შვილიშვილისთვის და იმაშიც დარწმუნებული იყო რომ ეს თორნიკე იქნებოდა! ასე იმიტომ ფიქრობდა, რომ იცოდა ანასტასიას კომპანია სრულებით არ აინტერესებდა, აი რატის კი ,მისი აზრით, ბაბუა სტილს დაუწუნებდა. მის ჩაცმულობას და ბავშვურ ხასიათს, ნინო კომპანიისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. მისი ერთადერთი შიში ბაბუის დიდი სიყვარული იყო პირველი შვილიშვილის მიმართ, მაგრამ იმედოვნებდა, რომ როგორც კი უფროსი გასვიანი რატის საქციელებს და უკბილო ხუმრობებს შეამჩნევდა, მას შეუფერებელად მიიჩნევდა ამ თანამდებობისთვის.
ზარის ხმამ გამოარკვია დიასახლისი ფიქრებიდან და სასწრაფოდ კარების გასაღებად გაეშურა. მოხუცს თბილი ღიმილით შეხვდა და ჩაეხუტა, მაგრამ მისი ორი ჩემოდანი ცუდად მოხვდა თვალში. მიხვდა, რომ ზურა აქ დიდიხნით აპირებდა დარჩენას. ნინოს შემდეგ ყველა სათითაოდ მოეხვია მას.
სუფრასთან დაჯდომის შემდეგ, ბაბუამ საყვარელი შვილიშვილი მოიკითხა:
-რატი სახლში არ არის?
-თავის ოთახშია. გვითხრა ზარის ხმაზე ჩამოვალო, მაგრამ... - დაიწყო ნაძალადევი ღიმილით ნინომ, თუმცა ვინ დააცადა სიტყვის დამთავრება.
-მაგრამ საჩუქარი ბოლომდე არ ჰქონდა შეფუთული და ვეღარ მოახერხა დროზე ჩამოსვლა - ღიმილით შემოიჭრა რატი ოთახში და ჯერ ნინოს გახედა მკვლელი მზერით, შემდეგ კი მონატრებულ ბაბუას ჩაეხუტა.
ნინომ მისი ნაცრისფერი ჰუდი და შავი, რამდენიმე ადგილას გაცრეცილი ჯინსი ამრეზით შეათვალიერა, მაგრამ გულში კმაყოფილი იყო, რადგან იცოდა მის ჩაცმულობას არც უფროსი გასვიანი დატოვებდა უყურადრებოდ.
-როგორ გაზრდილხარ, ჩემო ბიჭო! - უთხრა თბილი ღიმილით ზურამ, შემდეგ კი თავისთვის ჩაილაპარაკა - და დედაშენს კიდევ უფრო დამსგავსებიხარ.
-ეს იცი რატომ?! იმიტომ რომ ჯანსაღ საკვებს მივირთმევ - ამაყად მიუგო შვილიშვილმა ბაბუას, შემდეგ კი საჩუქარი ღიმილით გაუწოდა - აი ეს შენ!
-რა არის? - იკითხა გაკვირვებულმა მოხუცმა.
-გახსენი და ნახავ! - უთხრა ღიმილით რატიმ და იქ მყოფ ხალხს მობეზრებულმა მოავლო თვალი.
ყველა ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა ყუთს, მათ შორის ზურაც. საჩუქარს დახედა და ხელი გასახსნელად წაიღო, მაგრამ უცებ ჩაფიქრდა და ყუთისთვის ხელი არ უხლია, ისე მიუჯდა მაგიდას.
-მოდი ახლა ვჭამოთ! - თვალისჩაკვრით უთხრა ბაბუამ მის საყვარელ შვილიშვილს - ამას მერეც გავხსნი.
მის ნათქვამზე რატიმ გულში ბედნიერების დროშები ააფრიალა, რადგან უნდოდა მისი საჩუქარი ზურას მარტო ენახა. როგორც ჩანს ბაბუა მიუხვდა ფიქრებს და ამიტომაც გადაიფიქრა იქვე ყუთის გახსნა.
ვახშმობამ ,როგორც ყოველთვის, ჩუმად ჩაიარა. ყველა წყნარად მიირთმევდა. ბოლოს სიჩუმე კვლავ ზურამ დაარღვია:
-რახან ჭამა თითქმის დავასრულეთ, მინდა დაშლამდე ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი გითხრათ! - თქვა უფროსმა გასვიანმა და წელში გასწორდა - მე უკვე მოვხუცდი და გადავწყვიტე, რომ უკვე პენსიაზე გასვლის დროა. - ნინო თითქოს გამოცოცხლდა და ღიმილიანი სახე მიაპყრო ზურას - რახან სამი შვილიშვილი მყავხართ და კომპანიის დანაწევრება არ მინდა, იგი ერთ-ერთ თქვენგანს უნდა გადავცე.
-მე გამომრიცხე ბაბუ! - უთხრა სიცილით ანასტასიამ.
-ვიცი ბაბუ, ვიცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი რძლებზე იყოს დამოკიდებული! - თქვა ღიმილით ზურამ და გაკვირვებულ ბიჭებს ღიმილით გადახედა.
-ბაბუ, ჩვენ ჯერ ცოლი არც ერთს არ გვყავს! შეყვარებულებისთვისაც კი არ გვცალია, რომელ რძალზეა საუბარი - უთხრა გაკვირვებული ღიმილით თორნიკემ.
-ვიცი და მინდა რომ გყავდეთ! ბევრი ვიფიქრე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ცოლზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ზუსტად ორ თვეში მომიყვანთ ლამაზ გოგონებს, თითზე ბეჭდებით. რა თქმა უნდა სანამ დაინიშნებით, მანამდე რამდენჯერმე უნდა მოიყვანოთ, რომ კარგად გავიცნო და შევისწავლო ისინი. ბოლოს კი რომელსაც უკეთესი ცოლი ეყოლება, იმისი იქნება კომპანია! - დაასრულა საუბარი ბაბუამ და კმაყოფილი მზერა მიაპყრო გაკვირვებულ შვილიშვილებს.
რატიმ უყურა, უყურა ბაბუას და ბოლოს სიცილი აუტყდა. მერე კი მსუბუქად მიარტყა ხელი ბეჭებზე.
-ხუმრობ ხომ? - სიცილით შეხედა ზურას, მაგრამ მკაცრი მზერის მეტი რომ არაფერი აღიბეჭდა მის სახეზე, ისიც მაშინვე დასერიოზულდა - ანუ არ ხუმრობ?!
ცოტახანი ისევ ჩაფიქრდა რატი, შემდეგ კი კიდევ უფრო გაფართოებული თვალებით გახედა ბაბუას.
-ასე მალე, სად უნდა ვიშოვოთ საცოლეები?
-თქვენ ისეთი ცნობილი ოჯახის შვილები ხართ, თქვენს თაყვანისმცემლებს რა დალევს. რომელიც მოგეწონებათ მოკიდეთ ხელი და გაიცანით. - ისეთი კმაყოფილი და ამაყი იყო უფროსი გასვიანი მისი იდეით, რომ ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებლად ეჩვენებოდა - ახლა კი უნდა დაგტოვოთ. საშინლად დამღალა მგზავრობამ და დასვენება მჭირდება - ზურა ღიმილით წამოდგა, საჩუქარს ხელი დაავლო და ოთახში ავიდა.
ნინო გაცეცხლებული იჯდა და მოხუცის შუაზე გაგლეჯვას ლამობდა. ახლა იმაზე უნდა იფიქროს თუ სად უშოვოს ასე სასწრაფოდ საცოლე თავის ვაჟს.
მალე ყველა დაიშალა და საძინებლებისკენ წავიდნენ. რატი ჯერ ბაბუასთან ავიდა და ოთახში შეიჭყიტა. ზურა იჯდა ლოგინზე და ფოტოს ღიმილით დასცქეროდა.
-კარგი დრო იყო ბაბუ, ძალიან კარგი... - ღიმილით ახედა შვილიშვილს.
-ანუ მოგეწონა ჩემი საჩუქარი? - გვერდით მიუჯდა რატი ბაბუას.
-თანაც როგორ! ეს ფოტო სად იპოვე შე მაიმუნო? - სიცილით ჰკითხა ზურამ და ერთი ნაბოლარა ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან - იყო დრო, ჩვენი ოჯახი განსაკუთრებული ბედნიერებით იყო ცნობილი, ახლა კი მხოლოდ ფულის გამო ვართ ასეთი პრესტიჟულები! ამ ფოტოზე ყველა გულწრფელად ვიცინით: მეც, ბებიაშენიც, დედაშენიც, მამაშენიც და შენც! შემთხვევით კუილი გაგეპარა და უცებ წამოიყვირე: უი, ბოდიშითო და ყველას ისე გულიანად გაგვეცინა. ეს ფოტოც მაშინ გადაგვიღო მეზობელმა და შესანიშნავი კადრი დააფიქსირა! - მოგონებები ზედმიწევნით ამოუტივტივდა ზურას და ერთხელ კიდევ გაეცინა - კარგი დრო იყო... - დანანებით ჩაილაპარაკა და სურათი თაროზე დადო - მადლობა ბაბუ ასეთი შესანიშნავი საჩუქრისთვის!
-ვაიმე ბაბუ როგორ მიყვარხარ და როგორ მომნატრებიხარ! - ჩაეხუტა მონატრებულ ბაბუას შვილიშვილი, მერე კი უთხრა დაღლილი იქნები, დასივენეო და ოთახიდან გავიდა.
დაბლა ჩავიდა და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო, ნინომ რომ გააჩერა.
-საით გაგიწევია? - ჰკითხა წარბაწეულმა.
-მეგობრებთან! - რაც შეიძლება ცივი ტონით გასცა რატიმ პასუხი.
-მერე დედას არ უნდა დაეკითხო?
-აუცილებლად ავურბენ სასაფლაოზე და ვკითხავ! - უკვე საშინლად აღიზიანებდა ეს ქალი.
-სანამ სასაფლაოზე ახვალ, მანამდეც გყავს აქ დედა და მკითხე - არ ეშვებოდა ნინო.
რატი გაცეცხლებული თვალებით მიუახლოვდა დედინაცვალს და ზიზღით უთხრა:
-შენ დედაჩემი არ ხარ! მის სულთან შენ ახლოსაც ვერ მიხვალ!
გაგიჟებული გავარდა რატი სახლიდან. უკვე მერამდენედ უნდა მოუწყოს მსგავსი სპექტაკლები ამ ქალმა. არადა მისი და-ძმა ძალიან უყვარს და დღემდე ვერ იჯერებს რომ ის ორი ლამაზი და კეთილი ტყუპი ამ საძაგელი ადამიანის შვილები არიან. მამაც უყვარდა. მიუხედავად მისი არასწორი არჩევანისა, მამაც უყვარდა. მაგრამ ეს ქალი მთელი მისი არსებით სძულდა.
დედაზე ბავშვობიდან აფანატებდა. სულ მის გვერდით იყო და ბევრს იცინოდა. მისმა სიკვდილმა სამუდამოდ გააუფერულა რატის სიცოცხლე.
კომპანიის გადაცემის შესახებ ბაბუამ ჩამოსვლამდე უთხრა და დააფიცა რომ უარს არ ეტყოდა მისი საყვარელი შვილიშვილი, მაგრამ აბა რატიმ რა იცოდა, რომ საცოლის ძებნაც მოუწევდა. თუმცა დედის სული უკვე დაიფიცა და სიტყვას ვეღარ გადავიდოდა.
მარტო ყოფნა უნდოდა და თავის პატარა, მაგრამ კომფორტულ ბინაში გადაწყვიტა წასვლა. გზაზე წყნარად განაგრძო სიარული და თავისთვის განიხილავდა სანაცნობო წრიდან რომელი გამოდგებოდა მის საცოლედ.
ამ დროს იგრძნო რომ მკლავები დაუმძიმდა. ფიქრებიდან გამოერკვა და მის ხელებში მოქცეული გათიშული გოგო დაინახა. გაკვირვებულმა გაიხედა და გაქცეული კაცი დაინახა, რომელიც ყვიროდა ''ეს შემთხვევით მოხვდა, შემთხვევით მოხვდა''-ო. უნდოდა უცნობს გაჰკიდებოდა, მაგრამ გოგოს ხომ არ დააგდებდა. იფიქრა პოლიციაში ან სასწრაფოში დავრეკავო. გოგო ცალ მხარზე გადაიკიდა და ტელეფონს დაუწყო ძებნა, მაგრამ მერე მიხვდა რომ სახლში დარჩა. უცნობი საკმაოდ მჩატე იყო, მაგრამ ცოტახანი ასე უაზროდ რომ იდგა და ფიქრობდა რა ექნა, მხარი დაეღალა და მისი სხეული ისევ ორივე ხელით დაიჭირა. გადაწყვიტა მასთან სახლში წაეყვანა და მის გამოფხიზლებას დალოდებოდა.
* * *
გოგონა თვალებს ზანტად ახელს. ნელ-ნელა ფხიზლდება და უცხო ადგილს გაკვირვებული შეჰყურებს. ლოგინზე წამოჯდა და ხედავს ფეხებთან მწოლიარე, მძინარე ბიჭს. ისე შეეშინდა უცნობის, რომ მაშინვე კივილი დაიწყო.
-აააააააააა - ყვირის გოგო ბოლო ხმაზე.
რატი შეშინებული წამოხტა და გოგონას ყვირილში აჰყვა.
-ააააააააა - გაჰკივიან ორივე ერთად.
-ვაიმე გული გამიხეთქე! - რატიმ აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.
-ვინ ხარ? ვინ ხარ? - ყვირის გოგო შეშინებული - აქ რა მინდა? სად ვარ? - ცდილობს ყველაფერი გაიხსენოს, მაგრამ მალევე ხვდება რომ მისი ცხოვრებიდან საერთოდ არაფერი ახსოვს. არც სახელი, არც გვარი, არც საკუთარი სახლის მისამართი, არც დედა და არც მამა. - ან მე ვინ ვარ? - ამბობს თავიდან ბურტყულით ბოლოს კი აკანკალებულ ხელს თავზე იწყობს და ისე ცდილობს გაიხსენოს - რა მქვია? რა მქვია? ღმერთო, რა მქვია?! - ნელ-ნელა ხმას უწევს და ნერვიულად ისვამს თმებზე ხელს, იმ იმედით რომ ასე რამე გაახსნდება.
-დამშვიდდი და ნუ ყვირი, თორემ მეზობლები იფიქრებენ მოიტაცა ვინმეო! - ამბობს და გოგონას გვერდით უჯდება - დაწყნარდი!
-გიცნობ? - ეკითხება გოგონა ათრთოლებული ტუჩებით.
ბიჭი ჩაფიქრდა. არ იცოდა რა ეპასუხა. არ უნდოდა, რომ გოგონას კიდევ ერთხელ დაწყებოდა პანიკური შემოტევები.
-მე? აა... კიი... - უთხრა გოგონას თმების ჩეჩვით და თავისი კუპრივით შავი თვალებით გოგონას დაბნეული დააცქერდა.
-რა მქვია? - ეკითხება უცნობი ოდნავ დამშვიდებული ხმით.
ჯანდაბა! ჯერ მისთვის ასეთი რთული შეკითხვა არ დაუსვამთ.
-მმმ...მია! - უთხრა გოგოს ის სახელი, რაც პირველად მოაფიქრდა და თან უკვე საშინლად ნანობდა, რომ მისი ნაცნობობა დაიბრალა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს შვილი ეყოლა და სახელი დაარქვა.
-და შენ ვინ ხარ? - თქვა გოგომ კიდევ უფრო წყნარი ხმით. ამ ბიჭში ხედავდა რაღაც ისეთს, რაც მისი ნდობის საფუძველს აძლევდა.
''ძლივს არ დასვა ისეთი შეკითხვა, რაზეც პასუხი ვიცი'' -გაიფიქრა რატიმ და გოგონას ახლა უფრო თავდაჯერებით უპასუხა;
-მე რატი გასვიანი ვარ.
-და ჩემი ვინ ხარ? -გოგონამ კიდევ უფრო საშინელი შეკითხვა დაუსვა.
-ამმ...იციი...ჰჰჰ... - აზრები ერთმანეთში აერია გასვიანს. რომ უთხრას ძმაო, მერე მშობლებს უნდა აუხსნას ეს სიტუაცია. რომ უთხრას შეყვარებულიო, მაინც იმათ უნდა აუხსნას სიტუაცია - ჰომმმ...ანუუ...ცოტა რთულადაა საქმე...
-რა იყო? რამე გაწყენინე? - იკითხა ''მიამ'' კიდევ უფრო დაბნეული ხმით.
-არა, არა... უბრალოდ იმიტომ გავიჭედე ასე, რომ მეც არ ვიცი რა ურთიერთობაში ვართ - წამოაყრანტალა რაც ენაზე მოადგა, ბოლოს კი თავი ჩაქინდრა და მიხვდა რომ ტყუილებს აზრი არ ჰქონდა - მოკლედ, რეალურად არც კი გიცნობ!
გოგონას თვალები გაუფართოვდა და ცრემლებით აევსო.
-მოიცადეე, მოიცადეე! - რატი კინაღამ შეაფრინდა უცნობს, რომ ისევ არ აქვითინებულიყო - არ გიცნობ, მაგრამ შევძლებ რომ შენზე ინფორმაცია მოვიძიო! გავიგებ სად ცხოვრობ, ვინ ხარ, რა გქვია და დაახლოებით ერთ კვირაში ყველაფერი მეცოდინება შენზე. მერე სახლშიც მიხვალ და იქ ნაცნობ ხალხს და ნაცნობ სახლს, რომ ნახავ ყველაფერი გაგახსენდება. - მაშინვე გადმოაფრქვია, იმ წამს მოფიქრებული გეგმა გასვიანმა.
-მპირდები?! - უთხრა გოგონამ სლუკუნით.
-გპირდები! - რატიმ თბილად გაუღიმა უცნობს... დედასავით ლამაზი ღიმილი და მასსავით კეთილი გული აქვს - მანამდე შეგიძლია ამ სახლში დარჩე. სახელი მიაც ძალიან გიხდება და მეც რომ გაგიებ ინფორმაციას, მაშინვე სახლში დაგაბრუნებ. მოვილაპარაკეთ?
-მოვილაპარაკეთ! - თქვა გოგომ და ტირილი შეწყვიტა.
-დაარტყი ხელი! - უთხრა ბიჭმა და ხელი გაუწოდა.
გოგომაც ნაზად მიარტყა თავისი ხელის გული უცნობისას და გაუღიმა.
-ვაიმეეეე! - შეიცხადა უეცრად რატიმ - უიმე ახლა გული დამარტყავს.
-რა მოხდა? - ჰკითხა მისი შეყვირებით შემკრთალმა გოგომ.
-ძლივს არ დავინახე შენს სახეზე ღიმილი! - თქვა სიცილით ბიჭმა და ლოგინზე მოწყვეტით დაეშვა - ალბათ ბანაობა და ტანსაცმლის გამოცვლა გინდა - უცბად დაარტყა თავში ამ ფიქრმა, ისევ წამოხტა ლოგინიდან და ოთახიდან გავიდა (მოკლედ ეს ბიჭი ჰიპერაქტიულია).
მალე შემოდის პირსახოცით, დიდი ჰუდით და შორტით ხელში.
-აი ცოტახნით აიღე. მალე ჩემი დაც მოვა და ნორმალურ ტანსაცმელს მოგიტანს. კარგი? - უთხრა რატიმ ღიმილით და ოთახიდან გავიდა.
''ლამაზი ღიმილი აქვს'' - გაიფიქრა რატიმ გამოსვლამდე და თავის ფიქრებზე გაეღიმა.
გოგონა ოთახიდან გამოვიდა. მოკლედ შეჭრილი შავი, სველი თმის უმეტესობა მარცხენა მხარეს გადაეყარა და გამობურცულ ტუჩებს ნერვიულად კბილებ ქვეშ იქცევდა. ბიჭის ტანსაცმელები ოდნავ დიდი ჰქონდა, მაგრამ მაინც სასწაულად უხდებოდა.
რატი ამ დროს სამზარეულოში ფუსფუსებდა და საუზმეს ამზადებდა. კვერცხი შეწვა, ბლინებიც გააკეთა, თავისი საყვარელი ნუტელაც იყიდა და ბუმ! საუზმე მზად იყო.
გოგონას ღიმილით გახედა და ისიც გაიფიქრა, როგორ უხდება ჩემი ტანსაცმელიო. მალე ორივე წყნარად შეექცეოდა საუზმეს.
-გინდა კითხვობანა ვითამაშოთ? - იკითხა გოგომ მხიარულად.
-ვითამაშოთ! - თქვა ბიჭმაც ღიმილით.
-კარგი რატი, რამდენი წლის ხარ? - დასვა პირველი შეკითხვა.
-25, შენ? - კითხვა შეუბრუნა გასვიანმა.
-24.
-ეე, ასაკი გახსოვს?
-კი. ზოგადი რაღაცეები მახსოვს. ჩემი საყვარელი ფერიც მახსოვს!
-კარგი, მაშინ რომელია შენი საყვარელი ფერი? - ეკითხება რატი ინტერესით.
-უკვე მესამე შეკითხვას სვამ. ასე არ შეიძლება! ახლა წესით ჩემი ჯერია. - თქვა გოგომ და ბლინი ჩაკბიჩა - მართლა გაიგებ ჩემი ოჯახის ადგილმდებარეობას?
-ხომ დაგპირდი?!- იკითხა რატიმ და გოგოს თავის დაქნევის შემდეგ დაამატა - ხოდა მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. - უპასუხა ამაყად - ახლა ჩემი ჯერია. საყვარელი ფერი?
-შინდისფერი! ახლა ჩემი დროა. შეყვარებული არ გაგიბრაზდება, მე რომ აქ ვრჩები? - თქვა თუ არა ეს, რატის სიცილი აუტყდა. მიხვდა რომ გოგონა მისით დაინტერესდა.
უნდოდა ეპასუხა შეყვარებული არ მყავსო, მაგრამ ამ დროს კარებზე ზარია.
-ალბათ ჩემი დაა. გავაღებ და მოვალ!
რატიმ დაიკოს კარები გაუღო თუ არა ანასტასია აციმციმებული თვალებით შემოვარდა.
-აბა, სად არის სარძლო? - იკითხა ბედნიერმა - ისე ასე მალე როგორ იშოვე?
ბიჭს მხოლოდ მაშინ მოაგონდა ბაბუის პირობა და შეცდომაში შეყვანილ ანასტასიას სიტუაცია აუხსნა.
-დაიცა ვნახო. თუ კაი გოგოა შენი რა მიდის, მოკიდე ხელი და სახლში მოიყვანე - ეუბნება ანასტასია სიცილით და სამზარეულოში შედის.
გოგონა ფეხზე წამოდგა და უცნობს გაუღიმა.
-დედა რა ლამაზი გოგო ხარ! - წამოიყვირა ანასტასიამ - რა გქვია?
-მე...-გოგო ცოტახნით ჩაფიქრდა და ცოტახნის წინ შერქმეულ სახელს იხსენებდა - მე მია მქვია! ნუ დროებით მაინც. შენ?
-მე ანასტასია! - ღიმილით ჩამოართვა გოგოს ხელი, მერე კი ჩანთის ქექვა დაიწყო და იქიდან პარკი ამოიღო - აქ რაღაც ტანსაცმელები დევს და მერე ჩაიცვი. მე უნივერსიტეტში უნდა გავიქცე და იქიდან აქ გამოვივლი.
ანასტასია მიას და მის ძმას დროებით დაემშვიდობა და წავიდა.
1 საათი უაზროდ გაატარეს. იქით-აქეთ თვალების ცეცებასა და ხანდახან ერთმანეთის ყურებაში. ბოლოს რატის მობეზრდა ეს სიტუაცია და ახალი იდეეით მივიდა გოგონასთან.
-წამოდი სადღაც უნდა წაგიყვანო! - იძახის ბიჭი ყურებამდე ღიმილით.
-სად? - ინტერესით სავსე თვალებით ახედა გოგონამ ბიჭს.
-წამოდი რა და ხომ გაიგებ?! - ჩაჰკიდა გოგოს ხელი და ოთახამდე მიიყვანა.
-ეს ჰუდი ძალიან გიხდება და გეცვას თუ გინდა. ჩემ დამ მგონი შარვალიც მოგიტანა. ამოიცვი და მერე წავიდეთ. შორტიც გიხდება, მაგრამ შეგცივდება - მზრუნველი ხმით დაარიგა ბიჭმა მია და შესასვლელისკენ წამოვიდა.
მალე გოგონაც მზად იყო და წავიდნენ. ჯერ დიდ მოლში წაიყვანა ბიჭმა.
-ტანსაცმელები უნდა ვიყიდოთ! არაფერი გაქვს! - უთხრა ბიჭმა მკაცრი ტონით.
-არ არის საჭირო! - ეუბნება გოგონა მორცხვად და უნდა რომ გადააფიქრებინოს.
მაგრამ სვანი თუ გაჯიუტდა მტრისას!
მალე გასვიანმა თავისი გაიტანა და მოლში აქეთ-იქით დაათრევდა გოგონას. მია არაფერს არ კიდებდა ხელს. ბოლოს მობეზრებულმა თვითონ დაუწყო ტანსაცმლის არჩევა და რაც მოეწონა ყველაფერი უყიდა. ამის მერე ფეხსაცმელებზე შევიდნენ. ათასი ფეხსაცმელი მოასინჯინა და ბოლოს რამდენიმე უყიდა.
'' კარგი გემოვნება აქვს, ისევე როგორც გარეგნობა!'' - გაიფიქრა მიამ და ოდნავ წამოწითლდა საკუთარ ფიქრებზე.
მოკლედ დაღლილები დაბრუნდნენ სახლში და დივანზე მიესვენენ.
-მადლობა ყველაფრისთვის! - უთხრა გოგონამ და თბილად გაუღიმა.
-მადლობა ღიმილისთვის! - გაეკრიჭა რატი და თავი დივანს მიაყუდა.
ამ დროს კარებზე ზარია. ბიჭმა იფიქრა ანასტასიააო და კარები გააღო.
-ბაბუ?! - გაკვირვებულმა დაჭყიტა თვალები და წინ მდგარ მომღიმარ ზურას მიაშტერდა.
-არ შემომიშვებ? - ეკითხება ბაბუა ღიმილით.
-აა კიი, შემოდი! - გზა დაუთმო შვილიშვილმა.
-აბა არ მყავსო შეყვარებული? - იკითხა გაკვირვებულმა ბაბუამ გოგონას დანახვისას - ესაა მომავალი საცოლე?
ბიჭმა ნერვიულად გადახედა გოგონას. ახლა რომ ბაბუასთვის არა ეთქვა, ამ გოგონას ოჯახს ორ დღეში მოუძებნიდა. რატის კი მისი კარგად გაცნობა უნდოდა.
სანამ მია რამეს იტყოდა, ბიჭი მივარდა და გოგონას გვერდით ამოუდგა.
-კი ესაა! - უხერხულად გაიცინა ბიჭმა და გაკვირვებულ გოგონას ვედრებით სავსე თვალებით გადახედა.
-რა გქვია? - ეკითხება გახარებული ბაბუა ''სარძლოს''
-მია - დაბნეული სახით უპასუხა გოგომ.
ამ დროს კარებზე ზარია. რატიმ გააღო და ანასტასია იყო.
-აბა რას შვრება ჩვენი მეხს...- დაიწყო გოგონამ, მაგრამ რატიმ პირზე ააფარა ხელი და სამზარეულოში გასული დაიკო, ისევ შესასვლელში გაათრია.
თითქმის გაგუდულმა ანასტასიამ ხელზე უკბინა ძმას და ისე განთავისუფლდა.
-აააა! - ყვირის ბიჭი აწითლებული.
-რომ მგუდავდი, რა გეგონა იდიოტო! - უთხრა გაბრაზებულმა დამ და უნებურად გაახსენდა ბავშვობაში როგორ ჩხუბობდნენ ხოლმე.
ღიმილი მოეფინა სახეზე ძველი ამბების გახსენებისას და ბოლოს სიცილი აუტყდა. მალე რატიც აჰყვა და ასე იცინოდნენ დიდხანს.
აი რატომ უყვარდა გასვიანს მისი ნახევარ და. ისეთი მხიარული და საყვარელი იყო. ჭკუამხიარულობაში ყველანი არჩილს გავდნენ. ხანდახან ეს ოთხეული რომ შეიკრიბებოდა ისე აცოფებდნენ ნინოს, რომ ბოლოს საწყალი ქალი სახლიდან წასვლით იმუქრებოდა.
რატიმ ანასტასიას სიტუაცია აუხსნა და მერე მარტო შეუშვა სამზარეულოში. ბაბუას და ''სარძლოს'' უკვე მოესწროთ ერთმანეთის გაცნობა და რაღაცაზე გადაბჟირებულიყვნენ სიცილით.
-ჩვენც გაგვაცინეთ, ეს რა წესია! - ამბობს ნაწყენი რატი.
-შენს შეყვარებულს მოვუყევი რაღაც!
-მაინც რა? - ეკითხება დაინტერესებული ბიჭი.
-რა და ერთხელ გახსოვს სოფელში ბებომ გოჭთან რომ გაგიშვა, საჭმელი აჭამეო?! მერე ის გოჭი რომ გამოგექცა და მთელს ბაღში რომ დასდევდი. მალე იმას მოწყინდა ალბათ და რომ მოგიბრუნდა და აქეთ გამოგეკიდა. აუ რას კიოდი! მერე მთელი ოჯახი იმ გოჭს დავსდევდით და ის გოჭი კიდე შენ მოგსდევდა, აი შენ კი სახე გაბადრული, კივილით დარბოდი აქეთ-იქით! - ახლიდან ყვება ბაბუამ წეღან მოყოლილ ისტორიას.
-ჰა-ჰა! რა სასაცილოა! - იძახის სახეამჟავებული რატი - სხვა ვერაფერი გაიხსენე გასართობად?
-აუ კიდევ ის გამახსენდა. რომ მირბოდი, ფეხი რომ აგისრიალდა და ძროხის ფუნაში სახით რომ ჩაეშვი! - ამბობს ბაბუა ჩაბჟირებული.
ყველა იცინის რატის გარდა. კინაღამ გადაირია. რეებს ყვება ბაბუა, რატომ მარცხვენსო?! სახე აწითლებული დაჯდა და ზურას მიუბრუნდა:
-იმედია მეტი არაფერი მოგიყოლია! - თქვა მწარე ღიმილით რატიმ
-დარჩა კიდევ რამე? - იკითხა ჩაბჟირებულმა ანასტასიამ.
-უფ იმდენი ბაბუ, რომ დღეს რომ დავიწყო ყველა ამბის მოყოლა, ერთი კვირა ვერ დავამთავრებ! -სიცილით თქვა ბაბუამ და მერე ბედნიერი სახით წამოდგა - თქვენთან კარგია ბავშვებო, მაგრამ ახლა უნდა წავიდე! მია შენ კი აუცილებლად გვესტუმრე ამ დღეებში!
-აუცილებლად მოვალ! - იძახის დაბნეული მია - ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა.
-მეც ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა! აბა დროებით! - თქვა და წავიდა.
მოხუცს ძალიან უხაროდა, რომ მის შვილიშვილს ასეთი ლამაზი და საყვარელი შეყვარებული ჰყავდა და იმედი ჰქონდა რომ თორნიკეც ასეთ კარგ გოგოს მოუყვანდა.
ამასობაში ნინოს თურმე ქასთინგი გამოუცხადებია გოგოებზე და მეორე დღეს ორმოცამდე გოგოს შეხვდა ერთ-ერთ კაფეში. თორნიკეც სიმპათიური ბიჭი იყო. ოდნავ აჩეჩილი, წაბლისფერი თმით, დედისგან გამოყოლებული მწვანე თვალებით, გამოკვეთილი ნაკვთებით და მუდამ გაპარსული სახით. კარგი ტანიც ჰქონდა და მოკლედ რომ გითხრათ გოგოებისთვის იდეალური ბიჭი იყო.
რატომ ჰყავდა რატის უფრო მეტი თაყვანისმცემელი?! ჯერ ერთი იმიტომ როომ გარეგნობით რატიც არ ჩამოუვარდებოდა თორნიკეს. შავი თვალები და შავი ფერის თმა ჰქონდა, დედამისივით. წვერი მასაც მუდამ გაპარსული და რაღა თქმა უნდა საოცარი ტანი. მაგრამ გოგონებს მაინც მისი ხასიათი ხიბლავდა. მისი ჭკუამხიარულობა გოგოებს ჭკუას აკარგვინებდა და მისი ღიმილის დანახვისას კიდევ ზედ ადნებოდნენ.
აი ასეთი სიმპატიური ძმები იყვნენ გასვიანების ოჯახში. აი ანასტასიას კი ტიპური სვანური გარეგნობა და ხასიათი ჰქონდა. მის ცისფერ თვალებსა და ღია წაბლისფერ, ხუჭუჭა თმაზე, რომლითაც ის ასე ჰგავდა ბებიას, ყველა გიჟდებოდა. ჩამოსხმული ტან-ფეხი ჰქონდა, მაგრამ ხასიათი მტრისას! ერთს თვალებს რომ დაუბრიალებდა მასზე მოტრფიალე ბიჭებს, მაშინვე ყველა ადგილიდან წყდებოდა.
მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ გასვიანების ოჯახი მთელს ქალაქში ყველზე ლამაზ და მდიდარ ოჯახად მიიჩნეოდა.
* * *
-მია, ბოდიში რაა! - უთხრა რატიმ ბაბუის წასვლის შემდეგ.
-ახლა რა უნდა ვქნათ? - იკითხა ანერვიულებულმა გოგონამ.
-იცი რა ქენით?! ცოტახანი ითამაშეთ შეყვარებულების როლი და როდესაც შენს მისამართს, სახელსა და გვარს გავიგებთ, იტყვით რომ ერთმანეთს ვერ გაუგეთ და თქვენ თქვენ გზაზე წახვალთ! რას ფიქრობთ? - თქვა საკუთარი იდეით კმაყოფილმა ანასტასიამ.
-მე თანახმა ვარ! - მარდად წამოიძახა რატიმ.
-კარგი, მაშინ ასე იყოს! - დაეთანხმა მიაც და და-ძმას გაუღიმა.
-ოღონდ მთავარია ნინომ არ გაიგოს რომ ის ჩემი ნამდვილი შეყვარებული არაა! მაშინვე დამასმენს! ასე რომ ჯობია ეს მარტო ჩვენ სამმა ვიცოდეთ! სხვებს ისეთი შთაბეჭდილება უნდა დარჩეთ რომ ჩვენ ნამდვილი შეყვარებულები ვართ, კარგი? - სთხოვა რატიმ და თან ქვედა ტუჩი ნერვიულად მოაყოლა კბილებს შორის - ვიცი რომ ბევრს გთხოვ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!
-არაუშავს! ამ ერთ დღეში უკვე იმდენი რამე გამიკეთე, რომ მეც ხომ უნდა გადაგიხადო რამით? ხოდა ბარი-ბარში ვიქნებით. - თქვა ღიმილით მიამ, მერე კი დაბნეულმა დაამატა- ნინო ვინ არის?
-დედაჩემი! - უთხრა ანასტასიამ
-ჩემი დედინაცვალი! - დაამატა რატიმ.
მია მიხვდა რომ ნინოზე ლაპარაკი ანასტასიას წინ არ იყო კარგი იდეა და გადაწყვიტა მერე ეკითხა მის შესახებ რატისთვის.
მალე ანასტასია საპირფარეშოში შევიდა, რატის კი დაურეკეს და აივანზე გავიდა საპასუხოდ. დარჩა მია მარტო. იჯდა და ცდილობდა წარსულის გახსენებას, მაგრამ ამაოდ. ამ დროს კარებზე ჯერ დააკაკუნეს, შემდეგ კი ზარის ხმაც გაისმა. რახან მია მარტო იყო, მივიდა და კარები გააღო. კარებთან ოთხი ბიჭი იდგა, რომლებიც იღიმოდნენ, მაგრამ გოგონას დანახვისას ოთხივეს სახე შეეცვალა.
-მგონი ბინა აგვერია! - ამბობს ერთ-ერთი ღიმილით, მაგრამ სახლში რომ შეიხედა, მიხვდა რომ არაფერი შეშლია - მგონი თქვენ აგერიათ ბინა! - დაამატა მას მერე რაც დარწმუნდა რომ ეს რატის ბინა იყო.
-გამარჯობა, მე მია ვარ! - არ უნდოდა რომ დაბნეულიყო და უცებ გაეცნო ბიჭებს ღიმილით.
-გამარჯობა! - გაუღიმეს ბიჭებმაც, შემდეგ კი კარებთან გამოსული რატი დაინახეს და ახლა იმას შეხედეს გაკვირვებული სახით.
-ეე როგორ ხარ? - მოიკითხა ძმაკაცი ერთ-ერთმა.
-თქვენ როგორ ხართ? შემოდით ბიჭებო, რას დგახართ! - უთხრა რატიმ ღიმილით ბიჭებს და დაბნეული მია მსუბუქად გამოსწია მისკენ, რომ ბიჭებისთვის გზა დაეთმო.
შელაგდნენ ბიჭები სახლში და იქვე დივანზე ჩამოჯდნენ ლუდებით და მისი დედ-მამიშვილებით ხელში.
-ამათაც უნდა მოვატყუოთ? - ეკითხება მია ჩურჩულით.
-ეიი ბიჭებო, როგორ ხართ? გაიცანით უკვე რატის შეყვარებული? - ისმის ანასტასიას ხმა სასტუმრო ოთახიდან.
-როგორც ჩანს, კი! - თქვა რატიმ ოხვრით.
მიას ხელი გადახვია და ისე შევიდა სასტუმრო ოთახში.
-ბიჭებო, გაიცანით ჩემი შეყვარებული: მია!
ბიჭებს სახეზე ფერი დაეკარგათ, განსაკუთრებით მის ძმას: თორნიკეს!
-მერე ტო, არ უნდა გეთქვა შეყვარებული რომ გყავდა? - ამბობს ნაწყენი ხმით ერთ-ერთი.
-დღეს ისედაც ვაპირებდი, რომ გამეცნო თქვენთვის - თქვა დაბნეულმა რატიმ და მიას გახედა.
-კი აბა რა! ჩვენ თუ არ ვითავეთ, ისე ეს საუკუნე არ გვაჩვენებდა შენს თავს. მე ლაშა ვარ! - ადგა ერთ-ერთი და ხელი გაუწოდა მიას.
-მე ანდრია! - ახლა მეორე წამოხტა.
-ნიკუშა! - მესამეც ღიმილით მიესალმა.
-მე კი მისი ძმა ვარ, თორნიკე! - წამოდგა თორნიკე და თბილი ღიმილით მიეგება გოგონას.
-ბიჭო კალათბურთის საყურებლად ამოვედით, მაგრამ თუ არ გცალია წავალთ! - უთხრა ლაშამ და ბიჭები წამოყარა.
-კალათბურთი?! - შეიცხადა მიამ - ვგიჟდები კალათბურთზე. აუ ვუყუროთ რა! - გრძელი წამწამები აუფახულა ბიჭებს.
მოწყენილი ბიჭები წამში გამოფხიზლდნენ და გაკვირვებულ-გახარებული სახით შეხედეს გოგონას.
-ეე, რა მაგარი გოგო ყოფილხარ! - ღიმილით დასკუპდა ანდრია დივანზე - ხოდა ვუყუროთ ყველამ ერთად!
ყველაფერი მოამზადეს და დიდი ტელევიზორის წინ დასკუპდნენ. მიამ ადვილად შეამჩნია როგორი თვალებით უმზერდნენ ერთმანეთს ანასტასია და ანდრია და მიხვდა რომ ამ ორს შორის იყო რაღაც, რასაც გული უგრძნობდა ანასტასია მალე მოუყვებოდა.
-მია ლუდს ხომ დალევ? - მიუბრუნდა ნიკუშა ძმაკაცის შეყვარებულს, როდესაც მეგობრებისთვის ლუდს ასხამდა.
-კი დავლევ! - უთხრა მიამ ღიმილით და რატის გვერდით მიუჯდა.
თქვენ არ იცით რატი რა ბედნიერი იყო, მის ძმაკაცებს ასე ადვილად რომ გაუგო გოგონამ.
მთელი საღამო წამოძახილები არ წყდებოდა . რატი და მია სხვადასხვა გუნდს ''ბალენშიკობდნენ'' და ბოლოს ცხელ გულზე ნიძლავიც კი დადეს.
-გერმანიის გუნდი მოიგებს! - უკვე მეათასედ ეუბნება მია რატის.
-აი რატომ გგონია რომ გერმანიის გუნდი მოიგებს? საფრანგეთის გუნდს, უფრო მეტი შანსი აქვს! - შეეპასუხა რატიც.
-გინდა დავნიძლავდეთ? - იკითხა უკვე მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ.
-ბაზარი არაა! - უთხრა გაცოფებულმა გასვიანმა და ხელი გაუწოდა.
-რაზე დავნიძლავდეთ? - ეკითხება მია.
-მმმ... სამ სურვილზე გაწყობს? - პასუხობს რატი.
-მაწყობს! - ამბობს მიაც და რატის ხელს ართმევს, ნიკუშა კი ჭრის.
მთელი თამაში დაძაბულები იჯდნენ ყველანი. მია, ლაშა და ანასტასია გერმანიის მახარეს იყვნენ. რატი, ნიკუშა, ანდრია და თორნიკე კი საფრანგეთის. საბოლოოდ საფრანგეთმა გაიმარჯვა.
-იესსს! - წამოხტა რატი ბედნიერი - სამი სურვილი მოგიგე! სამი სურვილი მოგიგე! სამი სურვილი მოვიგე! - პატარა ბავშვივით უხაროდა გასვიანს გამარჯვება.
ძალიან გაბრაზდა მია, რომ ასე დამარცხდა, მაგრამ აბა რას იზამდა. ნიძლავი, ნიძლავი იყო!
-აუ მაგარი თამაში იყო ძმაო! - თქვა ნიკუშამ და დივნიდან წამოხტა - არ წავიდეთ ბიჭებო?
-ხო, ვაცადოთ წყვილს მარტო ყოფნა! - ამბობს ლაშა სიცილით და თორნიკეს, ანასტასიას და ანდრიას აგდებს დივნიდან.
მია საშინლად ახურდა სახეზე, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. ბოლოს ბავშვები გააცილა და დარჩნენ რატი და მია მარტო სახლში.
-კარგად შეეწყვეთ შენ და ბიჭები! - ამბობს რატი სიცილით და თან გოგონას თითოეულ მოძრაობას აკვირდება, რომელიც ახლა მაგიდას ალაგებს.
-ძალიან კარგი ძმაკაცები გყავს. - მიამაც ღიმილით უპასუხა და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა.
-მია, მოდი მე ვიზამ! - თქვა რატიმ და უნდოდა თვითონ მისულიყო ჭურჭელთან, მაგრამ გოგონამ სასტიკი უარი განუცხადა.
-არავითარ შემთხვევაში! სანამ აქ ვცხოვრობ, მანამდე ვალდებული ვარ ამ ბინას მოვუარო და ახლა უაზრობებს ნუ დაიწყებ! - უთხრა მკაცრი ტონით.
-კაი ხო! სულ რატო მეჩხუბები? - თქვა მოწყენილი სახით რატიმ.
-აბა სულ ნერვებს რატო მიშლი? - სიცილით უპასუხა გოგონამ.
-კაი გნებდები! - ხელები აწია გასვიანმა დანებების ნიშნად და მიას ღიმილიც დაიმსახურა.
-მაშინ მე გავამშრალებ! - დაავლო რატიმ ნაჭერს ხელი და მიას გარეცხილი თეფშების და ჭიქების გამშრალებას შეუდგა.
ხანდახან გახედავდა ხოლმე მიას მისი მკვლელი ღიმილით. მოსწონდა გოგონას შავი თვალ-წარბი, ლამაზი, პატარა ცხვირი და გამობურცული ტუჩები.
როცა ყველაფერი დაამთავრეს უკვე თორმეტი საათი სრულდებოდა.
-მგონი ძილის დროა! - უთხრა ბიჭმა და ნაჭერი თავის ადგილას დააბრუნა.
-აუ გინდა ფილმს ვუყუროთ?! - ეკითხება მომღიმარი სახით მია.
-ბაზარი არაა, ვუყუროთ! მაგრამ ოღონდ ახლა უაზრო სიყვარულის ისტ...
-აუ ,,ნადირობის სეზონს'' ვუყუროთ რა! -სიტყვა არ ჰქონდა რატის დამთავრებული, გოგონა აციმციმებული თვალებით რომ მიუბრუნდა.
-მულტფილმების ყურება გიყვარს? - სიცილით ეკითხება რატი.
-ხო რა იყო, არ უნდა მიყვარდეს?
- აუ ხოდა ძალიანაც კარგი! ვგიჟდები მულტფილმებზე!
-ნანახი გაქვს? - ჰკითხა გოგონამ და უკვე დივანთან მოკალათებულ რატის გვერდით მიუჯდა.
-კი! იცი რომელი მომენტი მევასება?! აი ბოლოს უკვე მონადირეებს რომ რაღაცეებს უწყობენ! - სიცილით პასუხობს ბიჭი.
-აუ მე კიდე წყალსაცავი რომ დაენგრევათ და ირემი რომ ღრიალებს: გაქრა, გაჩნდა, გაქრა, გაჩნდა...გაჩნდა... გაჩნდა ბიჯო! - სიცილით აჯავრებს გოგონა ირემს.
რატის მართლა არ სჯეროდა რომ ასეთი გოგო მულტფილმებს და კალათბურთს უყურებდა, მაგრამ ამ გოგომ ხომ დაამტკიცა, რომ რეალურად ერთიც ძალიან უყვარს და მეორეც!
ჩართეს მულტფილმი და ბევრი იხარხარეს! ბოლოს მია მოითენთა და იქვე დივანზე მიეძინა. რატიმ ღიმილით გადახედა გოგონას და პლედი წამოაფარა ფარფატა ტანზე, თვითონ კი მულტფილმის ყურება გააგრძელა.
* * *
დილით გოგონას საკმაოდ გვიან გაეღვიძა. საათს რომ დახედა უკვე 12 ხდებოდა. რატი უკვე წასულიყო სახლიდან და პატარა მესიჯი მიუკრავს მაცივარზე:
,,დღეს ვმუშაობ და მერე ალბათ სახლში დავრჩები. იმედია მარტო არ გეშინია ;) ''
იქვე ნომერიც მიუკრავს და მიუწერია თუ რამე დამირეკეო.
-შტერი! - ჩაილაპარაკა სიცილით მიამ და საუზმის გამზადებას შეუდგა.
ამ დროს ზარის ხმა მოისმა. ანასტასია იყო. გაუღო კარები და ახალშეძენილი მეგობარი შემოუშვა ბინაში.
-როგორ ხარ? ჩემი ძმა უკვე სამსახურში წავიდა ხომ? და შენ ასე მარტო დაგტოვა? დებილი! იდიოტი! - მიაყარა უცბად გოგონას ყველაფერი და იქვე დივანზე მიესვენა.
-კაი კაცო, რას ნერვიულობ! განა სახლში მარტო დარჩენა არ შემიძლია?! - სიცილით უპასუხა მიამ.
-აუ დღეს არ მაქვს უნივერსიტეტი და მაღაზიებში მაქვს წასასვლელი. ხომ გამომყვები? - ეკითხება ანასტასია სარძლოს და მუდარით სავსე თვალებით შეჰყურებს.
-არაა პრობლემა, გამოგყვები! - მიაც მაშინვე დაეთანხმა და საჭმელად მოიპატიჟა - მოდი რა ვისაუზმოთ და მერე წავიდეთ.
საუზმის შემდეგ ანასტასიამ ალაგება დაიწყო, მია კი ოთახში შეაგდო, გამოიცვალეო. გოგონამ რატის ნაყიდი ტანსაცმელებიდან აარჩია ცისფერი პერანგი და მაღალწელიანი ჯინსი. ფეხზე თეთრი კედები ჩაიცვა და თმა გადაივარცხნა.
-ვაუუ! როგორი ლამაზი ხარ! - შეიცხადა ანასტასიამ და მია პირღია შეათვალიერა.
-მადლობა! - დაიმორცხვა გოგონა, შემდეგ კი გამოფხიზლდა და მეგობარი სასწრაფოდ წამოახტუნა - წავედით ტასიკო, წავედით!
-ტასიკო?! - სიცილი აუტყდა თავის ზედმეტსახელზე ანასტასიას.
-ხო, რა იყო? მიყვარს, როდესაც ხალხს ზედმეტსახელებით მივმართავ!
ჩემს ძმას რას ეძახი? - წარბების თამაშით შეეკითხა ტასიკო მიას.
-ჰმმმ... ჯერ არ მომიფიქრებია! - თქვა მიამ და მეგობარს ხელი ჩაჰკიდა, რომ როგორმე სახლიდან გაეყვანა.
მალე უკვე მოლში დადიოდნენ და ტანსაცმელს არჩევდნენ. როდესაც ანასტასიამ რაც უნდოდა ყველაფერი იყიდა, წავიდნენ და ერთ-ერთ კაფეში დაჯდნენ.
-როგორი რთულია, როდესაც გუშინდელი დღის მეტი არაფერი არ გახსოვს! ვცდილობ რომ გავიხსენო და აღვიდგინო, რა მოხდა, ვინ ვიყავი ან მეხსიერება რატომ დავკარგე, მაგრამ ამაოდ. არაფერი გამომდის! - მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა მიამ და ჩაი მოსვა -თან ისე მრცხვენია თქვენც რომ ასე გაწუხებთ!
-გვაწუხებ?!- შეიცხადა ანასტასიამ - გვაწუხებ კი არა, მთელი ცხოვრებით დაგიტოვებდი ჩვენთან! - ღიმილით დაამატა გოგონამ.
მიას გაეცინა, მერე კი გუშინდელი გაახსენდა და გასვიანს წარბების თამაშით მიუბრუნდა:
-ტასიკო, შენსა და ანდრიას შორის რამე ხდება?
-ეჰ...ნეტა ხდებოდეს! - ოხვრით უპასუხა ანასტასიამ - მომწონს და მგონი მასაც მოვწონვარ, ოღონდ მგონი. უბრალოდ ისე გამომხედავს ხოლმე, რომ ხანდახან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ერთხელ მეგობარ ბიჭთან ერთად მოვდიოდი უნივერსიტეტიდან. ამ დროს ანდრიამ ჩაგვიარა მანქანით და ჩემთან გააჩერა. მითხრა გაგიყვანო, მაგრამ ვუთხარი მეგობართან ერთად ვართქო. მოკლედ მერე მანქანიდან გადმოვიდა და რაღაც უაზრობების ლაპარაკი დამიწყო. ბოლოს იმ ბიჭსაც მობეზრდა უმოქმედოდ ყოფნა და გამოესარჩლა. საბოლოოდ კი იქიდან ძალით წამომიყვანა მანქანით, ის ბიჭი კი მეორე დღეს ნაცემი ვნახე. მაგის მერე არც გამკარებია! - ანასტასია ისეთი ემოციებით ყვებოდა ამ ყველაფერს, რომ მიამ სიცილი ვერ შეიკავა.
-ბოდიში ტასიკო, უბრალოდ იმ ბიჭის საცოდაობისგან ამიტყდა სიცილი! - ტუჩი კბილებქვეშ მოიქცია მომღიმარმა გოგონამ და მეგობარს უამრავი ბოდიში მოუხადა.
-რავი ხანდახან ისე იქცევა თითქოს მოვწონვარ, ხანდახან კი პირიქით თითქოს არც ვარსებობ ამ ქვეყანაზე! -მხრების ჩეჩვით დაამატა ტასიკომ და ყავა მოსვა.
ცოტა კიდევ წაიჭორავეს გოგონებმა და ბოლოს სახლებში დაბრუნდნენ.
ამის შემდეგ სამი დღე რატი საერთოდ არ გამოჩენილა. მხოლოდ ტასიკო მოდიოდა ხოლმე და მერე უნივერსიტეტში გარბოდა. მია ბევრს ცდილობდა, რომ რამე მაინც გახსენებოდა, თუმცა ამაოდ!
* * *
-მია გაიღვიძეეე! - ყურში ჩაჰყვირის ვიღაცა გოგონას.
ზანტად გაახილა თვალები მიამ და ხელში რატი შერჩა. მერე საათს ახედა და ჯერ რვა საათი იყო მხოლოდ.
-ამ დილა უთენია რა ჯანდაბა გინდა? - ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულოყო გოგონა. ნახევრად ისევ ეძინა.
-რა მინდა და ბაბუაჩემმა მთელს დუნიას გააგებინა თუ როგორი კარგი და საყვარელი ხარ! ხოდა ახლა ყველა მეხვეწება, გაგვაცანი ეგ გოგოო! - უთხრა რატიმ და ზურგშექცეული გოგონა მოაბრუნა.
-მოიცადე რა? - მია მაშინვე წამოენთო შეშინებული სახით - გინდა თქვა, რომ შენმა ოჯახმა უნდა გამიცნოს?
-ზუსტად!
-აუ არ მინდა! ისედაც მალე ორივე ჩვენ ჩვენს გზას დავადგებით! არ მოვდივარ! შანსი არაა! მშობლების ნახვა უკვე სხვა ეტაპზე გადასვლაა, ჩვენ კი შეყვარებულებიც არ ვართ! - თქვა გოგონამ და ისევ ბალიშზე დადო თავი.
-და აი დადგა ჟამი! - ხელები მაღლა აღმართა რატიმ - რომ ღირსეულად მოგებული საჩუქარი გამოვიყენო და ჩემი პირველი სურვილია ჩემს სახლში წამოსვლა და მშობლების გაცნობა.
-უხხხ... - გაბრაზებულმა გოგონამ ამოიხვნეშა და გასვიანს ბალიში გაუქანა სახეში - კაი ხო მოვდივარ!
-და უი ხო, საჭმელი ვჭამოთ რაა! ძალიან მშია! - თხოვა რატიმ და ლოგინიდან წამოდგა.
-კაი, გამოვალ მალე!
გოგონამ ტანზე შინდისფერი ჰუდი და შავი მუხლებზე გახეული შარვალი ჩაიცვა, ფეხზე კი შინდისფერი ბოტასები. თმა დაივარცხნა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა.
-აუ არ თქვა რომ ფორმლაურად უნდა ჩამეცვა! იმიტომ რომ არ შემიძლია ეს კაბები და უბედურებები! - მუდარით სავსე თვალებით გახედა მიამ ბიჭს.
რატი ძალიან გაახარა მათ შორის არსებულმა კიდევ ერთმა მსგავსებამ და გოგო კმაყოფილი სახით შეათვალიერა.
-მე მომწონს, მაგრამ ნინო დაგიწუნებს! თუმცა მაგას არავინ ეკითხება. დედაჩემიც კი არ არის! -თქვა და მიას სკამი გამოუწია, რომ დამჯდარიყო.
-ანუ ცუდი ურთიერთობა გაქვს დედინაცვალთან? - ცნობისმოყვარე სახით ჰკითხა გოგონამ და სკამზე ჩამოჯდა.
-ურთიერთობა საერთოდ არ მაქვს! ის საშინელი ქალია, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ფული და ფუფუნება ადარდებს. მამა რაც თავი მახსოვს სულ ბევრს მუშაობს. დედა რომ გარდაიცვალა მამას უკვე ჰყავდა ნინოსგან პატარა ტყუპები, რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს. ათის რომ გავხდი დედა გარდაიცვალა და მალე მამამაც მოიყვანა ცოლი. მას მერე ამათთან ვცხოვრობ. თავიდან არავინ მიყვარდა იმ სახლში, მაგრამ ანასტასია და თორნიკე იმდენად კარგი ბავშვები იყვნენ და არიან რომ მათ სიძულვილს ვერასდროს შევძლებდი. თავიდან მამის მიმართაც ვიგრძენი ზიზღი, მაგრამ შემდეგ გავაანალიზე რომ ის ერთადერთი უახლოესი ადამიანია ვინც ქვეყანაზე დამრჩა, აი ნინო კი სულ მეზიზღებოდა, ახლაც მეზიზღება და ალბათ მომავალშიც ასე იქნება. - რატიმ მოკლედ მოყვა თავისი ცხოვრება და ჭამას შეუდგა - უხხ რა მზარეული ვარ!
-საოცარი! - სიცილით უპასუხა მიამ.
ცოტახანი ორივე დუმდა და ჩუმად მიირთმევდნენ თავიანთ ულუფას, ბოლოს კი მიამ მორიდებით ჰკითხა გასვიანს:
-რამე გაარკვიე ჩემს შესახებ?
-ჯერ ვერა... - მოწყენილი სახით გახედა რატიმ გოგონას - ექიმს ველაპარაკე, რომელმაც იმ ღამეს გაგსინჯა, შენ რომ გათიშული იყავი და მითხრა წესით სამ-ოთხ კვირაში უნდა დაიწყოს მეხსიერებამ აღდგენაო.
მიამ მოწყენილი სახით დახედა საჭმელს. თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ არ უნდოდა რატის ასეთ მდგომარეობაში ენახა და ყელში გაჩხერილ ბურთს ძალა დაატანა, რომ უკან ჩაბრუნებულიყო.
თუმცა რატის ასეთ დეტალებს ვერ გამოაპარებ. ამიტომ მხიარულად დაიწყო:
-ერთხელ ნინოს იცი რა ვუქენი?! მოგიყვე ახლა - ჭორიკანა ქალები რომ იწყებენ ცხელ-ცხელი ''ნიუსების'' მოყოლას, ისე დაიწყო გასვიანმაც - მოკლედ მამამ წაგვიყვანა ბებოსთან რამდენიმე დღით, მისი ძმაკაცის ქორწილის გამო. ცნობილი ფაქტია, რომ ნინოს ალერგია აქვს თხილზე და მისი ჭამის მერე მთელი სახე უსივდება. ტუჩები ებერება, თვალები უწვრილდება და მარტო თვალის გუგები უჩანს, ტანზე აყრის და მთელი დღე მაგის ქავილშია. მაშინ პატარა ვიყავი და ასე რომ მეჩხუბებოდა და მირტყავდა სულ, გადავწყვიტე, რომ სამაგიერო უნდა გადამეხადა. მის ნაყინში გავურიე არაქისის კარაქი და ისე მივუტანე. ხოდა მეორე ანუ ქორწილის დღეს, საფრთხობელას გავდა. თან მოკლე კაბა ჰქონდა ქორწილისთვის წამოღებული და ტანზე რომ ჰქონდა დაყრილი ეგეც უჩნდა. ყველა სიძე-პატარძალს კი არა ნინოს უყურებდა, თან მამასთვის ისეთი ახლობელი ადამიანის ქორწილი იყო, რომ მამამ სახლში არაფრით გააჩერა მისი ცოლი. მაგაზე კიდე ცალკე იყო გამიშვი და არ გაგიშვებ. მოკლედ მივიდა ამ ქორწილში გასიებულ ტუჩებზე წათხაპნილი წითელი პომადით, გასიებული თვალებით და მთელი ქორწილი ტანის ქავილში გაატარა. გვერდითაც კი არავინ მიუჯდა. მერე კი შემეცოდა, მაგრამ მაშინ იმდენი ვიცინეე... - ხარხარით მოუყვა რატიმ მიას ეს ამბავი და გოგონამაც იმდენი იცინა, მაშინვე დაავიწყდა ცოტახნის წინანდელი საფიქრალი.
მაგიდა აალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს და სახლიდან გავიდნენ.
-აბა დაბრძანდი! - მანქანის კარები გაუღო გოგონას რატიმ.
-აუ თუ შორს არაა ფეხით წავიდეთ რა! სამი დღეა სახლიდან არ გამოვსულვარ. - მუდარით სავსე თვალები მოავლო გოგონამ ბიჭს და რატიც რაღა თქმა უნდა დათანხმდა.
მიამ ბიჭს ხელკავი გაუკეთა, თავი მხარზე დაადო და ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ ქუჩას. რამდენიმე გოგო მათი დანახვისას გაჩერდა და გაფართოებული თვალებით დაუწყეს ყურება. მერე კი ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. მიამ ისიც შეამჩნია მეორე ქუჩიდან ფოტოს როგორ უღებდა ვიღაცა ,,წყვილს''.
-არ გახედო! - ღიმილით დახედა რატიმ მიას და ისე უთხრა.
-შენ რა, პოზიორობ? - სიცილით ჰკითხა გოგონამ და თვითონაც ახედა ბიჭს - ასეთი ვინ ხარ პაპარაცები რომ დაგსდევენ?
-მე ქალაქში ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის შვილი ვარ, რომელიც მუდამ არის პრესის ყურადღების ქვეშ. ამ წამს კი იმ ტიპმა ექსკლუზიური ფოტოები ჩაიგდო ხელში ,, რატი გასვიანი ქუჩაში მის შეყვარებულთან ერთად'' ან კიდევ უარესი ,, იდუმალი გოგონა, რომელმაც რატი გასვიანის გული დაიპყრო'' - სიცილით ამბობს რატი და აღშფოთებულ მიას გაკრეჭილი შეჰყურებს.
გოგონამ მისი მკლავიდან ხელის დაძვრენა სცადა, მაგრამ ამაოდ. რატი არ აძლევდა ამის უფლებას;
-ხომ იცი რომ უკვე გვიანია? - გადაუჩურჩულა ბიჭმა.
-აუუ, უფრო ადრე ვერ მითხარი, რომ პაპარაცები დაგსდევენ? - გაბუსხულმა გოგონამ სიარული შეწყვიტა და შუა ქუჩაში გაბრაზებული თვალებით დააშტერდა მიწას.
-და რომ მეთქვა რა?! ჩემთან ერთად გარეთ არ გამოხვიდოდი?
-დიახაც! -მიწას თვალები მოაშორა და ახლა რატის ახედა გაბრაზებული სახით.
-კაი რაა, ბოლოსდაბოლოს ვიტყვი მერე რომ დაგშორდი! ამით რა დაშავდება. - მხრების ჩეჩვით უთხრა გოგონას და მასთან ძალიან ახლოს მიიწია.
-კიდევ უფრო უარეს მასალას ნუ ჩაუგდებ პრესას ხელში - მიამ უკან დახევა დაიწყო, მაგრამ ბიჭმა წელზე შემოხვია ხელი და სხეულზე აიკრო.
სახე გოგონას სახესთან ძალიან ახლოს მიიტანა და მბრძანებლიური ტონით უთხრა:
-მაშინ წეღანდელივით წყნარად გავაგრძელოთ სიარული! - ბიჭს სახეზე ოდნავ გადაურბინა ღამილმა, მაგრამ მაშინვე დასერიოზულდა.
მიას კი იმდენად ეუხერხულა მისი სიახლოვე რომ თავი დახარა და მისი ხელებიდან თავის დაძვრენა სცადა.
-გამიშვი! - უთხრა, ხელები დაძარღვულ მკლავებზე მოჰკიდა და ჯაჯგური დაუწყო.
-ჯერ დამთანხმდი! - სხვების ნერვებზე თამაში რატის სიამოვნებას ანიჭებდა.
-კარგი ხო, კარგი! ოღონდ გამიშვი! - უთხრა გულაფრიალებულმა მიამ და მის მკლავებში დაიწყო ფართხალი.
რატიმ კმაყოფილი მზერა მოავლო გოგონას და ლოყაზე აკოცა. მერე კი წყნარად მოაშორა ხელები და მიას აზრზე მოსვლას ღიმილით დაელოდა. გოგონამ მისი კოცნისთანავე შეწყვიტა ფართხალი და გაშეშდა. როცა აზრზე მოვიდა, მიხვდა რომ გოგოები შურით აშტერდებოდნენ, რატი კი იქვე იდგა მომღიმარი სახით და მათ ესალმებოდა.
-წავედით? - მიუბრუნდა გასვიანი მიას.
-წა...წავედით! - დაბნეული სახით დაუდგა გვერდით გოგოც და რატის ისევ ხელკავი ამოსდო.
* * *
ზარის ხმა გაისმა გასვიანების ოჯახში და ზურაც ბედნიერი სახით წამოფრინდა კარის გასაღებად.
-მოგესალმებით! - ღიმილით შეეგება ბაბუა წყვილს.
მიამ მორიდებით გაუღიმა მის წინ მდგარ ხალხს.
-გამარჯობა შვილო, მე არჩილი ვარ, რატის მამა. მაგრამ შეგიძლია აჩი დამიძახო! - ღიმილით მიესალმა აჩი.
-მე მია ვარ, სასიამოვნოა! - მიაც მიესალმა ყველას.
ანასტასია და თორნიკეც იქ იყვნენ და ღიმილით უმზერდნენ გოგონას.
-მია როგორ ხარ? - სათითაოდ მოიკითხეს გოგონა - შემოდი! კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სახლში! - ღიმილით შემოუშვეს გოგონა და სასტუმრო ოთახში გაუძღვნენ.
მია პირდაღებული ათვალიერებდა იქაურობას. სამსართულიანი დიდი სახლი ჰქონდათ, რაღა თქმა უნდა მდიდრულად და თანამედროვედ მოწყობილი. გოგონას უნდოდა არ შეემჩნია ეს აღფრთოვანება, მაგრამ ამაოდ. მაინც პირდაღებული იყურებოდა აქეთ-იქეთ. ამ დროს ერთ ქალს მოჰკრა თვალი, რომელიც მდიდრულად გამოწყობილიყო და გოგონა თავიდან ბოლომდე ზიზღით შეათვალიერა, ბოლოს კი მომღიმარი სახით მიუახლოვდა მას. მია საშინლად გააკვირვა ასეთმა მოულოდნელმა სახეცვლილებამ. მასში ოდნავი სიძულვილი გამოიწვია ამ საქციელმა.
-მოგესალმებით! - ღიმილით დადგა ქალი მის წინ - მე ნინო ვარ, რატის დედა. სასიამოვნოა შენი გაცნობა!
-დედინაცვალი! - მკაცრი ტონით შეუსწორა რატიმ ნინოს ნათქვამი.
ქალს კი სახე შეეცვალა და დასერიოზულდა, მერე კი ისევ გოგონას გახედა.
-შენ რა გქვია?
-მია, მე მია ვარ - ოდნავი ღიმილით მიუგო გოგონამ.
-გვარი? - ჰკითხა ნინომ მოულოდნელად.
აი აქ კი მია დაიბნა და რატიმაც მაშინვე შეცვალა თემა.
-არ მივირთვათ? რაღაც მომშივდა. თან სამზარეულოდან ისეთი სუნი გამოდის, ჩემი მუცელი სადაცაა გამექცეს.
ბაბუამ ღიმილით გადახედა შვილიშვილს.
-მართალი ხარ! დავჯდეთ და ვჭამოთ.
ყველანი სასადილო ოთახისკენ წავიდნენ და სკამებზე მოკალათდნენ. ნინოს ძალიან არ ესიამოვნა მისი უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვა, მაგრამ აბა რას გააწყობდა.
მალე ყველა სუფრასთან იჯდა და წყნარად მიირთმევდნენ, ნინო კი თვალს არ აცილებდა მიას. რაღაც უცნაურს ხედავდა ამ გოგოში, მაგრამ ვერ ხვდებოდა რას. თან უკვირდა ასე მალე საიდან მოიყვანა რატიმ შეყვარებული. სასწრაფოდ თვითონაც უნდა ეშოვა თავისი თორნიკესთვის ვინმე.
-მია ძვირფასო, შენ და რატი დიდიხანია რაც შეყვარებულები ხართ? - ჰკითხა მოულოდნელად ქალმა გოგონას.
-ჩვენნ...ჰმმ...დაახლოებით ერთი თვეა - თქვა სახეზე ახურებულმა და დაბნეულმა მიამ.
-მართლა?! უცნაურია! გუშინ რომ გეკითხათ მისთვის შეყვარებული არ ჰყავდა - ჩაილაპარაკა ნინომ თავისთვის, მაგრამ რატის რას გამოაპარებდი.
-დიახ, ჩვენ ერთი თვეა რაც შეყვარებულები ვართ, მაგრამ სანამ მის მშობლებსაც არ ვეტყოდით, არ გვინდოდა ხალხში ან მედიაში გამოვჩენილიყავით, ამიტომ ერთმანეთს საიდუმლოდ ვხვდებოდით - ღიმილით დაამატა რატიმ და მიას თვალი საყვარლად ჩაუკრა.
-სად გაიცანით ერთმანეთი? - იკითხა ნინომ მოულოდნელად.
მია ჯერ გაფითრდა, მერე გაყვითლდა, მერე გალურჯდა, მერე გაწითლდა და ბოლოს საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი. ცოტაც და ალბათ ამ ქალს მიახრჩობდა უკვე ისე აღიზიანებდა.
-ნინო ბავშვებს დაკითხვას რატომ უწყობ? - მიუბრუნდა გაბრაზებული არჩილი ცოლს.
-უბრალოდ მაინტერესებდა! - თქვა გაბრაზებულ-ნაწყენმა ქალმა.
-არაფერია! ჩვენ ერთმანეთი ქუჩაში გავიცანით - თქვა მოულოდნელად მიამ და გვერდით მჯდომ რატის მკლავზე უპწკინა, დამეხმარეო.
-აააააა - წამოიყვირა რატიმ სიმწრისგან და მერე ღიმილით მიუბრუნდა ოჯახს - ჩვენი შეხვედრა იმდენად სასაცილო იყო, რომ ახლაც თავი ვერ შევიკავე სიცილისგან.
-ეს...სიცილი იყო? - იკითხა გაკვირვებულმა თორნიკემ.
-ხო! ბოლო დღეებია ვცდილობ ახალი სიცილი დავამუღამო - დაბნეული სახით უპასუხა რატიმ ძმას.
-აბა მოყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი! -ახლა ბაბუამ მიაპყრო ინტერესიანი თვალები შვილიშვილს - ჩვენც გაგვაცინეთ.
-როგორდა, მოვყვე ახლა! - დაიწყო რატიმ ''მხიარული სახით'', გულში კი კომედიურ-რომანტიკულ ფილმებს იხსენებდა, რომ რამე მოეყოლა, მაგრამ ამაოდ. ისევ თვითონ მოუხდა ამბის მოგონება - მოკლედ მე მივდიოდი ქუჩაში ჩემთვის წყნარად და ტელეფონში ვათვალიერებდი ერთ-ერთი ჟურნალის ვებ-გვერდს, სადაც ჩემს შესახებ ეწერათ, რომ ბიჭები მომწონს და რომ გეი ვარ - უკვე სიცილი დაიწყო რატიმ და ახლა მიას ჩქმეტდა მიშველეო.
-აი მე კი მეგობარს ვწერდი, როდესაც შემთხვევით ვიღაცის სხეულს შევეჯახე და ორივენი ძირს დავეცით - გააგრძელა მიამ ნერვიულად.
-მერე მიამ გამლანძღა წინ ვერ იყურებიო, წესიერად ვერ დადიხარო, თუ სიარული არ იცი სახლიდან რას გამოდიხარო და ა.შ. - ღიმილით გააგრძელა რატიმ და მია მიწასთან გაასწორა, გოგონამ კი მკვლელი მზერა მიაგება ,,შეყვარებულს''
-მერე თვითონ მითხრა, რომ მიცანი და ვიცი ჩემგან რაც გინდაო და ჩემკენ წამოვიდა საკოცნელად, როცა გავარტყი და დავტოვე გაღიმებული, მერე კი ავტობუსში ავედი და მეგონა სამუდამოდ უკან მოვიტოვე ეს ბიჭი. თურმე ამის მერე ბატონი რატი ჩემით დაინტერესებულა და ყველაფერი გაუგია ჩემს შესახებ. ამის შემდეგ დაიწყო დახვედრები სადარბაზოსთან ყვავილებით ხელში, წერილების და ლექსების წერა, სიმღერა შუაღამეს, პირველი პაემანი, მერე საღამოობით სეირნობები, რამდენიმე პაემანიც და როგორც იქნა ბევრი ბლუყუნის შემდეგ მითხრა რომ ვუყვარვარ! - ღიმილით დაასრულა მიამ და თან რატის თვალს არ აშორებდა.
გასვიანი კინაღამ გაგიჟდა ასეთ ჩერჩეტ და თან გარყვნილ ბიჭად რომ გამოიყვანეს ოჯახის წევრებთან, მაგრამ ახლა ვერაფერს გააწყობდა. მიას ნაძალადევი ღიმილით გახედა და ისე უთხრა:
-როგორ იცი რაღაცეების გაბუქება ხოლმე! - მხარზე სიცილით დაჰკრა ხელი.
-არა საყვარელო, პირიქით! ეს იმის მოკლე ჩამონათვალი და შემსუბუქებული ვარიანტია, რასაც შენ აკეთებდი, რომ როგორმე მომწონებოდი! - თვალი ჩაუკრა მიამ რატის და ახლა ისევ ბაბუას მიუბრუნდა - იცით რომ მასთან ერთად რაიმე რომანტიკულის მაგივრად, მულტფილმისთვის მაყურებინა. - მოწყენილი სახით შესჩივლა ზურას გოგონამ.
-ღმერთო ჩემო! - წამოიყვირა მოულოდნელად ზურამ - ბიჭო გოგო მოგოწონდეს და მასთან ერთად მულტფილმებს უყურებდე, ესეთი არაფერი გამიგია! - კოპებშეკრული სახით გახედა ბაბუამ შვილიშვილს, მაგრამ რატის აღარაფერი ახსოვდა.
იგი მხოლოდ გოგოს უმზერდა და ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა ჭკუიდან გადავიდოდა ამ ადამიანის ხელში. მაგრამ ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მოსწონდა... ეს ყველაფერი მასაც მოსწონდა. მასში თავის თავს ხედავდა. მათ შორის იმდენი მსგავსება იყო და ეს ისე აბედნიერებდა გასვიანს, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ.
-მია, გინდა დღეს აქ დარჩი? - იკითხა მოულოდნელად ანასტასიამ.
-არა, არა! მადლობა! - მორიდებით უპასუხა გოგონამ.
-მშვენიერი იდეაა! დღეს აქ დარჩი და ხვალ წაგიყვანს რატი. შენებს დაურეკე და გააფრთხილე - მკაცრი, მაგრამ მზრუნველი ტონით დაამატა ბაბუამაც, რაზეც ნინო კინაღამ ტრუსებიდან ამოხტა.
-მმ...იცით არ ვიცი! არ მინდა რომ შეგაწუხოთ - თქვა მიამ და რატის გახედა რა ვქნაო.
-დარჩი რა! - ბიჭსაც მოეწონა ეს იდეა და ახლა თვითონ სთხოვა გოგონას დარჩენა.
-ჰმმ...დავურეკავ მაშინ ჩემებს - რატის ნათქვამის მერე მია დანებდა და გადაწყვიტა დარჩენილიყო.
როდესაც ჭამა ყველამ დაასრულა წამოდგნენ და ის იყო, გოგონა გარეთ უნდა გასულიყო, რომ ''მშობლებისთვის დაერეკა'', უცბად ნინომ კომენტარი რომ გააკეთა:
-ვაიმე, შენ და რატის ზუსტად ერთნაირი გემოვნება გაქვთ! - თან ტანსაცმელს თავიდან ბოლომდე უთვალიერებდა.
-მმ..დიახ! - თქვა დაბნეული სახით გოგონამ.
-ისე მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც შეყვარებულის ოჯახის გასაცნობად მიდიხარ ცოტა ფორმალურად უნდა გეცვას! - დაამატა ირონიული ღიმილით ქალმა.
-ნინო! - წამოხტა გაცოფებული რატი და ქალს ის ირონია სახეზე შეახმა - შენი საქმე არაა, ჩემი შეყვარებული რას ჩაიცმევს! მას უნდოდა რომ თქვენ ისეთად გაგეცნოთ, როგორიც არის! ბევრი ფორმალობების გარეშე - მკაცრი და ოდნავ მაღალი ტონით უთხრა გასვიანმა და ნინოსაც ხმა აღარ ამოუღია. გაჩუმდა და სამზარეულოში გავიდა.
-მაპატიე შვილო! ბოდიშს გიხდი ნინოს გამოხტომების გამო - დარცხვენილი სახით შეხედა აჩიმ მიას.
-არა, არაფერია! - უთხრა გოგონამ და უხერხული ღიმილით გავიდა გარეთ.
არც ტელეფონი ჰქონდა, არც მშობლებზე იცოდა რამე. ნეტა საერთოდ რისთვის გამოვიდა აქ. მალე რატიც გვერდით დაუდგა და ბაღს თვალი მოავლო:
-მაპატიე რომ დღეს ამ ქალის ატანა მოგიწია, ჩემი უაზრო ტყუილის გამო!
-როგორ უნდა გაპატიო?! - მიუბრუნდა გაბრაზებული მია და რატიმაც დარცხვენილი ბავშვივით ჩაღუნა თავი - როგორ უნდა გაპატიო, ის რაც შენ დღეს ჩემზე მოიტყუე? ტყუილად მე ხალხს არ ვლანძღავ და არც ჩემს დანაშაულს ვაბრალებ ვინმეს! - გაბუსხული სახით გატრიალდა გოგონა.
რატის ჩაეცინა და ახლა თვითონ დაიწყო წუწუნი:
-და მე რაღატო გამომიყვანე გარყვნილად და ჩერჩეტად?
-შენ დაიწყე სხვათაშორის! - თქვა მიამ კიდევ უფრო მკაცრად.
-კაი ხო, ბოდიში! - თავი ჩაღუნა რატიმ.
ისეთი საყვარელი ეჩვენა მიას მაშინ გასვიანი, რომ კინაღამ მივარდა და ჩაეხუტა, მაგრამ მაინც მოახერხა თავის შეკავება და ბიჭს უბრალოდ გაუღიმა.
-ნეტავ ჩემები თუ მეძებენ? ან საერთოდ თუ მყავს ოჯახი ან ნათესავები? - თვითონაც ვერ გაიაზრა, ისე დაიწყო გოგონამ ხმამაღლა ფიქრი.
-ისევ ამაზე ნერვიულობ?! ვიპოვით! დამერწმუნე აუცილებლად ვიპოვით - ბიჭმა გოგონა ღიმილით დაამშვიდა.
-ისე ტელეფონი ან სხვა რაიმე ნივთი არ მქონდა როცა მიპოვე?
-არა, არაფერი მსგავსი! - უთხრა რატიმ და მოწყენილ მიას უაზროდ დააშტერდა - სხვათაშორის მე ძალიან მომწონს ეს ,,ზმანი''. ნინოს ნუ მოუსმენ! მას მხოლოდ ვითომ იდეალური გოგოები იზიდავს.
-გასაგებია! - მიამაც დაუქნია თავი და კვლავ სახლისკენ გაბრუნდა - წამოდი შევიდეთ!
ანასტასიამ გოგონა ოთახამდე მიაცილა, თავისი სულ ახალი, ჯერ კიდევ ჩაუცმელი პიჟამოები დაუტოვა და ოთახიდან გავიდა. ისეთი საყვარელი იყო ტასიკოს პიჟამა, რომ მიას ანასტასიას სრულწლოვანებაში ეჭვიც კი შეეპარა.
უკვე თითქმის ეძინა გოგონას, როდესაც ვიღაცის ჩურჩულის ხმა მოესმა ოთახში.
-მია, მია, მია! - ყურში უჩურჩულებს ნაცნობი ხმა.
-რატი, რა ჯანდაბა გინდა? - მობეზრებული და ნამძინარევი ხმით პასუხობს გოგონა.
-გღვიძავს? - ეკითხება ბიჭი.
-არა, უბრალოდ ძილში ვლაპარაკობ! შენ მართლა დებილი ხარ ხო? ხანდახან როგორ წაუსვანებ ხოლმე! - გაბრაზებულმა ახედა გოგონამ მასთან ძალიან ახლოს მდგარ რატის და წამით შეცბა, მერე კი ისევ გადაბრუნდა და საბანში ჩაიფუთნა, სახეზე სიწითლე რომ დაემალა - ძილინებისა!
- აუ წამოდი რა! ანასტასიას და თორნიკესაც ღვიძავთ. ხოდა რამეს ვუყუროთ ან ვითამაშოთ.
გამოფხიზლებულ მიასაც მეტი რა გზა ჰქონდა. წამოდგა და რატის დაბლა პირველ სართულზე ჩაჰყვა, სადაც ანასტასია და თორნიკე დახვდნენ.
-აუ რა მაგარია რომ გღვიძავს! წამოდი დაბლა ჩავიდეთ! - თვალები აუციმციმდა ანასტასიას და რაღაც კარები შეაღო, რომლის შიგნითაც გრძელი კიბეები მოჩანდა.
ნელა ჩაუყვნენ კიბეებს და ტაში შემოჰკრა თუ არა რატიმ, ყველაფერი მაშინვე აციმციმდა და განათდა. გამოჩნდა უამრავი კომპიუტერული მოწყობილობა, ბილიარდის და ჰოკეის მაგიდა. ოთახის მარჯვნივ კი დიდი და კომფორტული დივანი, რომლის წინაც ჩვეულებრივზე ათჯერ დიდი ეკრანი გადაჭიმულიყო. იქვე იყო მინი ბარიც, რომელზეც რამდენიმე ბოთლი სასმელი იყო ჭიქებითურთ.
მიამ პირი დააღო და გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა ოთახს.
-ვაუუ! - თქვა გაკვირვებულმა გოგონამ, როდესაც აზრზე მოვიდა.
-სხვათაშორის პირველი ხარ, ვინც ჩვენს ადგილას ჩამოვიყვანეთ! - ღიმილით უთხრა თორნიკემ მიას - როგორც წესი აქ არავის არ ვუშვებთ! არც ძმაკაცები დაიშვებიან ამ ადგილას და არც დაქალები. ეს ჩვენი ნომერ პირველი წესი იყო, არის და იქნება. ბავშვობიდან დღის ნახევარს ამ ოთახში ვატარებდით სამივე და ნელ-ნელა ისე მოვაწყვეთ, როგორც ჩვენ გვინდოდა.
-და მე ამნისტია შემეხო თუ რა მაფიაა? - სიცილით იკითხა მიამ.
-შენ უკვე ყველა ოჯახის წევრად აღგიქვამს, მათ შორის ჩვენც და გადავწყვიტეთ რომ ეს ადგილი შენთვისაც გვენახებინა - ახლა ანასტასიამ უპასუხა და დაქალს მოეხვია.
მიამ ოდნავ უხერხულად იგრძნო თავი, რადგან იცოდა, რომ რატი მალე დაადგენდა მის ვინაობას და აქედანაც გაისტუმრებდა. ნეტა საერთოდ რატომ მისცა და-ძმას მიას აქ ჩამოყვანის უფლება?!
მთელი ღამე თამაშში და გართობაში გაატარეს. ჯერ ვირტუალური სათვალეები მოირგეს და ოთახში აქეთ-იქით სიცილ-კისკისით დარბოდნენ, მერე ბილიარდი და ჰოკეიც ითამაშეს წყვილებში და ბოლოს დაღლილები სასიამოვნო ფილმს ჩაუჯდნენ. თორნიკეს ანასტასიას მხარზე ედო თავი და ისე ჩაეძინა, ანასტასია კი მიას მხარზე მოკალათებულიყო და მასაც ძმასავით ტკბილად ჩასძინებოდა. მხოლოდ მიას და რატის ეღვიძათ და ფილმს წყნარად უყურებდნენ.
-აუ ბავშვობაშიც სულ ასე იყო! როდესაც ფილმს ვუყურებდით თორნიკეს ტასიკოს მხარზე ეძინებოდა, ტასიკოს კი ჩემს მხარზე. მერე მე ვიჯექი მარტო და ვუყურებდი ფილმს - ძველი მოგონებები ამოუტივტივდა რატის თავში და მთელ სახეზე ღიმილი მოეფინა - მიხარია რომ ახლა მარტო აღარ ვარ! - ახლა მისი მკვლელი ღიმილით მიას გახედა. გოგონამაც გაუღიმა და მხარზე თავი დაადო.
ფილმის ყურების შემდეგ თორნიკე და ანასტასია შეაღვიძეს და დასაძინებლად გაუშვეს. მერე კი თვითონაც დაწვნენ და იმ ღამეს ყველამ ტკბილად დაიძინა, მიას გარდა.
* * *
-დედა ფანჯარა გააღე, გული მერევა! - ისმის პატარა გოგონას ხმა.
-ცოტაც მოითმინე შვილო, მამიკო მალე მიგვიყვანს სახლში - დედა მზრუნველი ხმით ამშვიდებს შვილს და თან ფანჯარას აღებს.
-დედა მეც ცუდად ვარ - ახლა დედის გვერდით მჯდომი ბიჭის ხმა ისმის.
-ლევან ცოტა დაუჩქარე! - ქალი ამჯერად ქმარს მიუბრუნდა, მერე კი სავარძელზე ხელის ფათურით დაიწყო რაღაცის ძებნა - პარკები სად არის? ისინი მაინც გეჭიროთ ბავშვებო. ლევან სად არის პარკები? - ქალმა რომ ვეღარ იპოვა, ახლა ქმარს სთხოვა დახმარება.
-სავარძლის ჯიბეში ნახე - უპასუხა კაცმა.
-არ არის! - უთხრა ცოლმა მკაცრად.
-როგორ არა, მანდ ჩავდე! - მიუბრუნდა ქმარი უკანა სავარძელზე მჯდომ ცოლს და ხელი ჯიბეში ჩაყო.
-ლევან წინ იყ... - გაისმა ცოლის კივილი, მაგრამ საუბრის დამთავრება ვერ მოასწრო, მანქანა მოწყვეტით რომ წამოვიდა მათკენ და ძლიერად დაეჯახა.
ისმოდა ცოლის კივილი... ბავშვების ტირილი და მათი განწირული ხავილი... მანქანა გადატრიალდა და უკუღმა დაეცა... ყვირილი შეწყდა... შემდეგ იყო სირენების ხმა... და ისევ ბავშვის კივილი:
-დედაა! მიშველე დეე! მიშველეთთთ! დედიკო გაიღვიძეე, დედიკო! - სლუკუნებდა პატარა - მიშვეელეთთ!
* * *
-მია გაიღვიძე, მია! - ესმის გოგონას ვიღაცის ხმა ძილში.
-მიშველეთ! - კივის გოგონა და რატის ხმის გაგონებისას ტირილისგან გაწითლებულ თვალებს ახელს - რატიი! - შეშინებული წამოხტა მია ლოგინიდან და ბიჭს მოეხვია.
-სულ ოფლიანი ხარ და კანკალებ - ეუბნება შეშინებული გასვიანი გოგოს.
-მია რა მოხდა?! როგორ ხარ? - ანასტასია აცრემლიანებული თვალებით მიუჯდა ძმას და მასზე აკრულ მიას გვერდით.
გოგონა ვერ ჩერდებოდა. უნდოდა აღარ ეტირა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო! დაწყნარდი! - უმეორებს რატი აქვითინებულ გოგოს და მასზე აკრულს თავზე ეფერება.
-აი, წყალი დალიე! - წყალი მიაწოდა ბაბუამ მიას და გოგონას უარის მერე ძალით დაალევინა ერთი ყლუპი.
-თქვენ გადით! მიას მე მივხედავ! - მკაცრი ტონით თქვა რატიმ.
-კი, მაგრამ... - დაიწყო თორნიკემ.
-არავითარი მაგრამ! მე მივხედავ! - კიდევ უფრო მკაცრად მიმართა იქ მყოფ ხალხს გასვიანმა - გადით!
ყველა დაემორჩილა. ოთახიდან გავიდნენ და კარი გაიხურეს. რატიმ მიას კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-დაწყნარდი! - ეუბნება მშვიდად.
-რატი ძალიან შემეშინდა! მე ვყვიროდი, მაგრამ არავის ესმოდა... მე ვცდილობდი... ბევრს ვცდილობდი... ვცდილობდი, რომ როგორმე ისინი გადამერჩინა, მაგარამ არ მეყო... ძალა არ მეყო... - სლუკუნებდა მია.
ბიჭი უსმენდა გოგონას და თმაზე წყნარად ეფერებოდა. ბოლოს კი მია დაიღალა და ტირილისგან თვალებდასიებულს, რატიზე მიხუტებულს ჩაეძინა.
გასვიანმა მია ფრთხილად დააწვინა ლოგინზე, თვითონ კი იქვე სავარძელში ჩამოჯდა და გოგონას ტირილისგან დასიებულ სახეს მიაჩერდა.
* * *
მია თვალებს ზანტად ახელს და ბუნდოვნად ხედავს მის წინ სახის სილუეტს, რომელიც ნელ-ნელა უფრო გამკვეთრდა და ნათლად გამოჩნდა რატის სახე.
-ააააააააააა - ყვირის შეშინებული გოგონა.
რატი შიშისგან წამოხტა და მიას აჰყვა ყვირილში.
-ააააააააა - გაჰკივის რატიც, ბოლოს კი გულზე მიიდო ხელი - მერამდენედ უნდა გამიკეთო ასე? არ იცი რომ ადამიანს როცა სძინავს, ყვირილი არ შეიძლება?
-გული გამიხეთქე! აქ რატომ წევხარ?
-კიდევ მე გაგიხეთქე გული?! - გაკვირვებული სახით გახედა რატიმ მიას.
-გადი! - ეუბნება გოგონა გაბრაზებული სახით - ჩავიცმევ და გამოვალ - მკაცრად უთხრა ბიჭს და ოთახიდან გააგდო.
რატი დაღლილი სახით გავიდა თავის ოთახში. მთელი ღამე არ სძინებია ამ გიჟი გოგოს გამო და ახლა დღისითაც აღარ აცლიან ძილს.
უკვე ყველა მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა. მიას ახლაც თვალწინ ედგა ეს საშინელი სიზმარი. იმდენად რეალურად ეჩვენა ეს ყველაფერი, რომ კინაღამ სიზმარი და რეალობა ერთმანეთში აერია. ახლაც ჭამის მადა დაკარგული ჰქონდა და უბრალოდ ჩუმად იჯდა. მისდა საბედნიეროდ ნინო დილით ადრე გავიდა სახლიდან და ტვინის მბურღავიც არავინ ჰყავდა.
საუზმის მერე ყველას დაემშვიდობა და თვითონ სახლში დაბრუნდა, რატი კი სამსახურში წავიდა.
ბინის წინ ბიჭები რომ დახვდნენ თვალები გადმოეკარკლა.
-ბიჭებო როგორ ხართ? - ღიმილით მიესალმა მია ყველას, კარები გააღო და სახლში ერთად შევიდნენ.
-კარგად მიაკო შენ? - უპასუხა ნიკუშამ.
-მეც კარგად! რატი რომ სახლში არ არის?!
-რატისთან მაინც არ გვაქვს საქმე, ასე რომ არაუშავს! - ღიმილით უპასუხეს ბიჭებმა
-აბა აქ რამ მოგიყვანათ? - იკითხა ინტერესით მიამ.
-მოკლედ ანდრიას უნდა რომ ანასტასიას სიყვარული აუხსნას, მაგრამ არ იცის როგორ. ხოდა ვიფიქრეთ დაგვეხმარებათქო... - მორცხვი ბავშვივით დაიწყო ბლუკუნი ლაშამ.
-უჰჰ...პერფექტო! - ბედნიერი სახით წამოფრინდა გოგონა - იმ ღამესაც დავინახე როგორ შესციცინებდით ერთმანეთს - ეშმაკური ღიმილით მიუბრუნდა ანერვიულებულ და ფერწასულ ანდრიას - დაგეხმარებით, აბა რას ვიზამ!
-აბა, რა უნდა ვქნათ? - იკითხა ნიკუშამ ინტერესით.
-მმმ... - მია ცოტახნით ჩაფიქრდა. იცოდა რომ ანასტასიას უყვარდა ფუფუნება, ძვირიანი საჩუქრები და ა.შ. ამიტომ რაღაცეები გადახარშა და საბოლოოდ მშვენიერი გეგმა ააწყო - ფული ხომ გაქვთ?
-უჰ... ,,პაჭკა, პაჭკა'' - სიცილით უპასუხა ლაშამ.
-ხოდა წავედით მოლში! - ეშმაკური ღიმილით დაამატა მიამ და ჩანთას ხელი დაავლო.
მთელი მოლი მოიარეს ბიჭებმა მიასთან ერთად და ყველაფერი იყიდეს, რაც საჭირო იყო. ანდრია მოუთმენლად ელოდა იმ საბედისწერო საღამოს.
* * *
-ტასიკო, როგორ ხარ? - ისმის მიას ხმა ტელეფონში.
-კარგად მიუ, შენ?
-მეც კარგად! - ცოტახნით დააპაუზა გოგონამ და მერე ისევ გააგრძელა - ტასიკო, რაღაც მინდა გთხოვო და შემისრულებ?!
-აბა რას ვიზამ! შენ ოღონდ მთხოვე! - ღიმილით უპასუხა ტასიკომ.
-მოკლედ მგონი რაღაც მახსენდება! რაღაც სანაპირო გამახსენდა. ინტერნეტში მოვიძიე და როგორც იქნა ვიპოვე ის ადგილი. ხოდა იქნებ შეძლო და წამიყვანო?!
-არაა პრობლემა! მაშინ გამოგივლი თხუთმეტ წუთში, ოქეი?
-ოქეი! - ღიმილით უპასუხა გოგონამ და გაუთიშა.
მალე მია და ანასტასია მანქანაში იჯდნენ და სანაპიროსკენ მიდიოდნენ.
,,უკვე გზაში ვართ <3 '' - მიუვიდათ ბიჭებს მიასგან მესიჯი და მათაც ფაცაფუცი დაიწყეს.
-რა გაგახსენდა? - ინტერესით ეკითხება ანასტასია გზაში გოგონას.
-მმმ...ანუ... - დაიწყო ბლუკუნი მიამ - ბევრი უცხო სახე გამახსენდა და ის სანაპირო. იმედი მაქვს მერე უფრო დეტალურად გამახსენდება - ნაძალადევი ღიმილით უთხრა გოგონამ ტასიკოს.
მალე გოგოები ჩაბნელებულ სანაპიროზე იყვნენ. მანქანიდან პირველი მია გადახტა და სადღაც გაიქცა. ტასიკო დარჩა სიბნელეში მარტო, მაგრამ სულ რამდენიმე წამით, რადგან მალე მის გარშემო სანთლები განათდა და გულის ფორმა მიიღო. პირველი მია მივარდა ვარდებით ხელში, რომელსაც უკან რატი მოსდევდა.
-ჩემი ვარდები რატომ წამართვი?! - ქოშინებს რატი, მაგრამ გოგონა საერთოდ არ უსმენს მას.
მია ღიმილით მივიდა ტასიკოსთან, ვარდისფერი ვარდები ხელში მიაჩეჩა და გაბრაზებულ რატის ხელი დაავლო და წაიყვანა. მერე ნიკუშამ მიუტანა ლურჯი ვარდები, მას კი ლაშა მოჰყვა უკან თეთრი ვარდებით. შემდეგ თორნიკემ მოუტანა ყვითელი ვარდები, ბოლოს კი ანდრია გამოვიდა ღიმილით და წითელი ვარდები გაუწოდა საყვარელ ადამიანს.
-გამაგებინებთ რა ხდება! - იკითხა გაშტერებულმა ანასტასიამ - დაბადების დღე მაქვს და არ ვიცი?
-რა ხდება და მიყვარხარ! - ეუბნება ანდრია და ტუჩის კუთხეს ტეხავს.
ანასტასიას გული საგულიდან ამოუვარდა ეს რომ გაიგო. გაშტერდა და ყველაფერი ახლიდან გადახარშა. მიხვდა რომ მისთვის საყვარელმა მამაკაცმა, ამ წამს სიყვარული აუხსნა და უამრავი ვარდი აჩუქა.
-ანდრია... მე... მართლა არ ვიცი რა ვთქვა... - დაიწყო ბლუკუნი ტასიკომ.
-რადა მითხარი რომ შენც გიყვარვარ! - უპასუხა ღიმილით ანდრიამ.
-მეც მიყვარხარ! - სიცილ-ტირილით უპასუხა ანასტასიამ, ვარდები მიას მისცა და მთელი ძალით მოეხვია ბიჭს.
ანდრია სიხარულისგან მეეცხრე კი არა მეათასე ცაზე აიჭრა, მერე ჩამოფრინდა და საყვარელი ქალის ტუჩებს რომ დაეწაფა, ისევ უკან აფრინდა.
მია იდგა ბედნიერი სახით და საერთოდ არ უსმენდა მოწუწუნე რატის.
-აი რა წესი იყო ახლა ეს?! ჩემს გარდა ყველამ მიიღეთ მონაწილეობა. ჩემი დისკრიმინაცია და გარიყვა შენი აზრით კარგი საქციელია? შენ ხომ შენი საქმე გააკეთე და მე რატომ აღარ დამაცალე ჩემის გაკეთება?! - ეწუწუნებოდა გასვიანი, წყვილის ბედნიერებით გახარებულ მიას.
-შენ ხომ სანთლები დააწყვე და აანთე?! - სიცილით მიუბრუნდა გოგონა, როდესაც რატის წუწუნი ყელში ამოუვიდა.
-რაც ჩემი საქმე იყო, იმას მაინც გავაკეთებ!- თვალი ჩაუკრა რატიმ მიას და გოგონასთვის ხმა აღარ გაუცია, ისე წავიდა მისი დისკენ და მაგრად მოეხვია წყვილს.
საღამო ტკბილად გაატარეს და ბოლოს დაიშალნენ. მიას ძალიან არ უნდოდა რატისთან ერთად მანქანაში ყოფნა და მისი წუწუნის მოსმენა, მაგრამ ანდრიას მანქანაში მისთვის ადგილი არ იყო და სხვა გზა აღარ ჰქონდა.
მისდა გასაკვირად რატის მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ჩუმად იჯდა და იღიმოდა. სახლში დაქანცულები მივიდნენ და ორივეს მალე ჩაეძინათ.
* * *
მიას დილით გვიან გაეღვიძა. დილის რიტუალები ჩაიტარა და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.
-ხომ გითხარი ჩემს საქმეს მაინც შევასრულებთქო! - ისმის გოგონას ზურგს უკან რატის ხმა.
მიამ რატის გახედა და გაკვირვებისგან პირში დაგუბებული წყალი სახეში შეასხა გასვიანს.
-გაიხარე! - ცალ ხელს ლოყაზე ისმევს ბიჭი, რომ მინაფურთხი წყალი მოიშოროს - ვარდები მოსარწყავი ნამდვილად აღარ არის!
-ეს ჩემია?! - პირდაღებული ეკითხება მია.
-რა იყო, რა გაგიკვირდა?! - ღიმილით ეკითხება გასვიანი და ხელში ვარდებს აწვდის - ხომ დაგპირდი ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებთქო?!
-მერე მე ტასიკო ვარ?! - გაფართოებული თვალებით შესცქერის გოგონა ბიჭს.
-ჩემი საქმე იყო რომ ვარდები მიმეტანა და ეს საქმე ამ წამს შევასრულე! - თქვა უდარდელად რატიმ და ხელი ისევ მოისვა სახეზე.
მია გონს მოვიდა და ბიჭს მიუახლოვდა.
-ბოდიში! არ მინდოდა! - უთხრა გოგონამ
-არაუშავს, ეგ არაფერი! - ღიმილით გადახედა რატიმ მიას - სასწუალად მშია და ვისაუზმოთ რა.
გოგონამ ვეღარაფერი ვეღარ უთხრა. ლოყებაწითლებული შევიდა ოთახში და ლოგინზე გაწვა. ამ ბიჭს ჭკუიდან გადაყავდა და ხვდებოდა რომ ნელ-ნელა რატი მოსწონდა. ბოლოს კი საერთოდ საშინელმა ფიქრებმა წაიღო გოგონა ,, იქნებ შეყვარებული მყავს?! იქნებ დაქორწინებული ვარ?! ახლა რომ რატი მომეწონოს და მერე გავიგო რომ შეყვარებული უკვე მყავს?!''
ამ დროს ბიჭი შემოვარდა ოთახში:
-საუზმე მზად არის!
-მოვდივარ! - ფიქრებიდან გამოერკვა გოგონაც.
სამზარეულოში გავიდა და მაგიდას მიუჯდა. რატის უამრავი რამ მოემზადებინა. ბლინები გაეკეთებინა და ნუთელაც იქვე მიედგა. კვერცხიც შეუწვია ძეხვთან ერთად. საწებელი და კოკა-კოლაც ამოუტანია მაღაზიიდან. სალათებიც მოემზადებინა: ცეზარი და ოლივია. ერთი სიტყვით მეფეს შეშურდებოდა, ისეთი საუზმე მოემზადებინა.
-თავს დამნაშავედ ვგრძნობ საჭმლის გაკეთებაში რომ არ გეხმარები ხოლმე! - უთხრა მიამ და თან ცეზარი გადმოიღო თეფშზე - უბრალოდ... მართლა არ მეხერხება საჭმლის მომზადება!
-არაუშავს! მთავარია ოჯახში ერთ-ერთმა მაინც იცოდეს საჭმლის კეთება, რომ მშივრები არ ვიყოთ და როგორც ჩანს ეს ერთი მე ვარ! - ღიმილით უპასუხა რატიმ, ლუკმა პირში ჩაიდო და გოგონას საყვარლად ჩაუკრა თვალი.
მიას ოდნავ უხეშად მოხვდა სიტყვა ''ოჯახი'', მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
-მმმ... ძალიან გემრიელი სალათაა! - თვალებგაფართოებული შეხედა გოგონამ ჯერ ცეზარს და მერე რატის - უგემრიელესია!
-გმადლობთ! - ამაყად გაეჯგიმა გასვიანი მიას.
ცოტახანი ჩუმად იჯდნენ. მალე ისევ გოგონამ დაიწყო საუბარი.
-ვერაფერი ნახე ჩემზე? - იკითხა მორიდებით.
რატიმ ლუკმა მძიმედ გადაყლაპა, ჩანგალი თეფშზე დადო და გოგონას თვალებში ჩააცქერდა:
-თითქმის არსად არ ხარ დაფიქსირებული. არც რეგისტრირებული ხარ სადმე! არ მეგონა ასეთი რთული საპოვნელი თუ იქნებოდი, მაგრამ მაქსიმალურს ვაკეთებ! - ნაძალადევი ღიმილით უპასუხა გასვიანმა.
გოგონას ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა. იმ წამს საშინლად მოუნდა ბოლო ხმაზე ტირილი, მაგრამ რას იზამდა. იცოდა რომ ტირილით ამ საქმეს ვერ უშველიდა. უნდოდა ხმამაღლა ეყვირა ან ეჩხუბა გასვიანთან, მაგრამ ეს ხომ რატის ბრალი არ იყო?! ის ხომ მაქსიმალურს აკეთებს მისთვის და მეტი რა უნდა ქნას?!
-არ...არაუშავს! - უპასუხა მიამაც და თავს ძალა დაატანა, რომ გაეღიმა.
ამ დროს კარებზე ზარია. რატი და მია ერთად წამოხტნენ კარების გასაღებად.
-იჯექი, მე გავაღებ! - უთხრა გოგონამ და კარის გასაღებად წავიდა.
-გამარჯობა! - ღიმილით უცქერს უცნობი გოგონას.
-გამარჯობა! - გაკვირვებულ-გაღიმებული სახით შეხედა გოგონამ - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ამანათია ბატონი როსტევანის სახელზე - უპასუხა ფოსტალიონმა.
-სავარაუდოდ ბინა აგერიათ! - უპასუხა მიამ და უკვე კარის დახურვას აპირებდა, ბიჭმა რომ გააჩერა.
-არა ქალბატონო! მე ამ ბინის მისამართი მომცეს და ამანათი გამომატანეს როსტევან გასვიანის სახელზე - თქვა დაბნეული ხმით ფოსტალიონმა.
მიას თვალები შუბლზე აუვიდა. ნუთუ რატის სრული სახელი როსტევანია?! არ არსებობს!
ამ დროს რატი გამოვიდა კარებთან.
-რა ხდება?! - იკითხა გაკვირვებულმა.
მიას სიცილი აუტყდა და ძლივს ამოღერღა:
-ამანათია როსტევან გასვიანის სახელზე!
რატი ადგილზე გაშრა და ღიმილი სახეზე შეახმა.
-აა, გმადლობთ! - ნაძალადევი ღიმილით მოუწერა ხელი გასვიანმა გაკვირვებულ ფოსტალიონს (რომელიც მიას, როგორც გიჟებს უყურებენ ხოლმე, ისე უყურებდა), ამანათი გამოართვა და კარი დახურა.
-შენ მართლა როსტევანი გქვია?! - დივანზე გადაეშვა და იმდენი იცინა მიამ, სანამ მუცელი არ ატკივდა - აუ მართლა როსტევანი გქვია?!
-ხო, ხოო! - პასუხობს გაბუსხული სახით როსტევანი.
-აუუუუ! არ არსებობს! თურმე ბიჭს როსტევანი ჰქვია და თავი რატიდ მოაქვს! - ხარხარს უმატა გოგონამ.
-ბაბუაჩემის (დედის მამის) საპატივცემულოდ დამარქვეს ეს სახელი. სიკვდილის პირას იყო საწყალი და მეც იმ პერიოდში რახან მომიწია გაჩენა, მისი გულის გასახარებლად დამარქვეს როსტევანი!
-აააა... უი, ბოდიში! - მიაც დასერიოზულდა, რახან ბაბუის გარდაცვალების ამბავთან იყო დაკავშირებული მისი სახელის ამბავი და არ უნდოდა ცუდად გამოსვლოდა.
-არაუშავს კაცო! მაგის მერე კიდევ ხუთი წელი იცოცხლა! - დაამატა რატიმ უდარდელად.
მია კი სიცილისგან ჩაიკეცა. ცრემლები წამოუვიდა იმდენი იცინა. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა ასეთ სახელს გარქმევენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბაბუას უკანასკნელად გაუხარონ გული და მაგის მერე კიდევ ხუთი წელი იცოცხლებს!
დიდი ხანი ცდილობდა რატი გაბრაზებულის და ნაწყენის სახე მიეღო, მაგრამ გოგონას სიცილზე თვითონაც ეცინებოდა და ბოლოს დანებდა.
სიცილით რომ გული იჯერეს, მიამ მაგიდა აალაგა და ჭურჭელი დარეცხა, მანამდე კი რატი გაემზადა და სამსახურში წავიდა.
გოგონამ მთელი დღე სახლში გაატარა. საღამოს ტელევიზორი ჩართო და დივანზე ისე ჩაეძინა,რომ ვერც გაიაზრა.
* * *
-რა ლამაზი ხარ, პატარავ! - ღიმილით ეუბნება უცხო კაცი პატარა გოგონას და მისკენ ქაჩავს.
-დამანებეთ თავი! ძალიან გთხოვთ შემეშვით! - ტირილით ემუდარება ბავშვი კაცს, მაგრამ ის საერთოდ არ უსმენს.
მისკენ ექაჩება გოგონას და ყელში უწყებს კოცნას.
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე რომ არა, ახლა ობოლ ბავშვთა თავშესაფარში იქნებოდი?! - გაბრაზებული უყვირის კაცი.
-ამას მერჩივნა, სამუდამოდ იქ დავრჩენილიყავი! - ყვირის ბავშვიც.
კაცმა ქამარი მოიხსნა წელიდან და გოგონას რამდენჯერმე მოარტყა. ბავშვი კედელთან დაეცა და მის კუთხესთან ტირილით დაჯდა.
-ბედავ და მიყვირი?! ხმა გაიკმინტე! დღეიდან გეცოდინება როგორ უნდა მოიქცე ჩემთან, გასაგებია?! - ეუბნება კაცი გაცეცხლებული.
ბავშვმა ტირილი დაიწყო და აღარ გაჩუმდა. იჯდა კედლის კუთხეში და სლუკუნებდა.
-კარგი პატარა! მოდი ჩემთან! - უთხრა კაცმა, გვერდით მიუჯდა ბავშვს და ჯერ ლოყაზე, მერე ხელში და მერე მხარზე აკოცა.
ბავშვი შეკრთა და სასწრაფოდ წამოხტა იატაკიდან.
-მოდი აქ! - უყვირა კაცმა, ხელზე დაქაჩა ბავშვს და კალთაში მოათავსა პატარა.
დაუწყო მთელ სხეულზე კოცნა. თან ხელებით მაგრად ეჭირა, რომ ბავშვი არ გაქცეოდა. პატარა კი ტიროდა და მოსთქვამდა:
-არა, გთხოვთ! არა, გეხვეწებით! დამანებეთ თავი! შემეშვით!
* * *
კარებზე ზარის ხმა არ წყდება, მაგრამ მია ვერ ფხიზლდება. სიზმარშია ჩაკარგული და ვერ იღვიძებს. სამსახურიდან ახალ დაბრუნებულ რატის კარები რომ არაფრით გაუღო გოგონამ, გასვიანმა გასაღები ამოიღო სასწრაფოდ და ელვის სისწრაფით შევარდა სახლში.
ბიჭს სუნთქვა შეეკრა დივანზე ფერდაკარგული მია რომ დაინახა, რომელიც მთლიანად ოფლიანი იყო და რაღაცას ბორგავდა.
სასწრაფოდ მივარდა გოგონას და გამოფხიზლება დაუწყო.
-შემეშვით! გთხოვთ! - მოსთქვამდა მია და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.
-გაიღვიძე! მია გამოფხიზლდი! - უყვირის რატი და თან ეჯაჯგურება.
გოგონამ თვალები გაახილა თუ არა, გასვიანს სხეულზე აეკრა.
-რატი ის ძალადობდა...ჩემზე ძალადობდა...მე კი იმდენად პატარა და უსუსური ვიყავი, რომ თავის დაცვა ვერ შევძელი... - მოსთქვამდა მია და რატის ტირილით უყვებოდა სიზმარს.
-ჩჩჩ...დაწყნარდი! უკვე გღვიძავს და არაფერი არ ხდება! დამშვიდდი! - ბიჭი ხელებს მაგრად ხვევს გოგონას, რომელიც მთელი სხეულით ცახცახებს.
* * *
-აი ჩაი დალიე, გესიამოვნება! - რატიმ ჭიქა გაუწოდა ერთ ადგილს მიშტერებულ მიას და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
-ეს მოგონებებია... - ერთი ცალი, ობოლი ცრემლი წამოუვიდა თვალიდან - ეს სიზმრები კი არა, ჩემი წარსულია!
რატი გოგონას მოეხვია, მიამ კი მხარზე დაადო თავი.
-ნელ-ნელა მახსენდება!.. ჩემი მთელი ოჯახი ავარიაში დაიღუპა. დედა, მამა და ჩემი ძმა, სამივე გარდაიცვალა...მერე რამდენიმე წელი ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი, მაგრამ ვიღაც პედოფილმა მიშვილა და... - სლუკუნი დაიწყო გოგონამ - და... - უნდოდა ტირილი შეეწყვიტა, მაგრამ თავი ვერაფრით გააკონტროლა - და... ძალადობდა! ჩემზე თითქმის ყოველდღე ძალადობდა!..
რატიმ მუშტები შეკრა და ხელზე ძარღვები დაებერა. სახეზეც მთლიანად აწითლდა და ამ წამს ისე უნდოდა ის კაცი შუაზე გაეგლიჯა. მია კიდევ უფრო აიკრა სხეულზე.
-ანუ გახსოვს ის კაცი ვინ არის?
-ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ სახეზე ვერაფრით ვერ ვიხსენებ! მხოლოდ სახელი მახსოვს: უშა.
გასვიანმა გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ისე უთხრა:
-რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი! გესმის?! აუცილებლად ვიპოვი და სადაც ვნახავ იქვე მივასიკვდილებ მაგ ნაბი*ვარს.
-რატი ისედაც საკმარისად შეგაწუხე... ალბათ მალე აღდგება ბოლომდე ჩემი მეხსიერება და წავალ! არ არის საჭირო ჩემზე ზრუნვა...
-საჭიროა! - უთხრა რატიმ მბრძანებლური ტონით.
-არ არის! ამაზე მეტად აღარ შეგაწუხებ!
-ეს შეწუხება არ არის მია!
-აბა რა არის?!
-მართლა ვერ ხვდები?! - წამოხტა გასვიანი და გოგონას თვალებში დააცქერდა.
-რას უნდა ვხვდებოდე რატი?! - ახლა უკვე გოგოც გაბრაზდა.
-რას და... - ბიჭმა ხელები კეფაზე შემოიწყო და თავი უკან გადაწია, მერე კი მიას მივარდა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა - რას და მომწონხარ! ძალიან მომწონხარ! ძალიან კი არა საშინლად მომწონხარ!
მია გაშტერდა და პირი დააღო. ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, ამ წამს რა მოხდა. ამასობაში კი რატი ოთახში შევიდა და კარის დახურვამდე მიაძახა გოგონას:
-ძილინებისა! - უკვე კარის მიხურვას აპირებდა, ისევ რომ გამოყო თავი - იცოდე რომ იმ კაცს ერთად დავიჭერთ! - უთხრა და კარი მიიხურა.
* * *
დილით რატის გვიან გაეღვიძა. სამზარეულოში გამოვიდა და წყალი დალია. ამ დროს მაცივარზე მიკრული ფურცელი დაინახა, მივიდა, მოაძრო და წაიკითხა:
,,ზუსტად ვიცი დილით წყალის დასალევად რომ გამოხვალ, მაშინ ნახავ ამ წერილს. არ მინდა,რომ ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო და ამიტომ წავედი; შენი ნაყიდი ტანსაცმელები ისევ კარადაშია. მშვიდობით!''
რატი ერთ ადგილს დააჩერდა და მერე მოწყვეტით დაეშვა სკამზე. ეს გოგო მართლა შეშლიდა ერთ დღეს! სად უნდა წასულიყო?! წასასვლელი არსად არ ჰქონდა! ამ დროს ტელეფონზე ზარია, დახედა და ''ნინო''.
-რა ჯანდაბა უნდა ნეტა?! ბოლოს მაშინ დამირეკა კლასში წიწაკა რომ დავწვი, მასწავლებლებს და ბავშვებს სულ ღაპაღუპით, რომ ვადენინე ცრემლები და შიშისგან სკოლიდან რომ გავიქეცი.
გასვიანმა ტელეფონი აიღო და ცივი ხმით უპასუხა დედინაცვალს:
-რა გინდა?
-შენი შეყვარებული აქ არის! - თქვა ქალმა ზიზღნარევი ხმით - სასწრაფოდ შეირიგე და წაიყვანე აქედან! - უთხრა ნინომ და ყურმილი დაკიდა.
რატი ჯერ გაშტერდა, მერე კი სიცილი აუტყდა:
-მართლა გიჟია ეს გოგო!
* * *
(რატის დაძინების მერე დატოვებული მია)
______________________________________
გოგონამ თავის პატარა ნოკიას დაავლო ხელი, რატის წერილი დაუწერა და წავიდა.
არ იცოდა სად მიდიოდა. მარტო რატის ოჯახი იცოდა მთელს თბილისში. ადგა და იმათთან მივიდა. კარები მოსამსახურემ გაუღო:
-გამარჯობა! - ამბობს მია მორიდებით.
ბაბუამ იქვე ახლოს ჩაიარა და მიას რომ მოჰკრა თვალი სიხარულისგან ცეკვა-ცეკვით მივიდა კარებთან:
-შვილო, როგორ ხარ? რატი სად არის? - შვილიშვილი რომ ვერ ნახა ძალიან ეწყინა - მარტო მოხვედი ასე გვიან?
-მმმ... იცით... ჩვენ ვიჩხუბეთ და არ მინდოდა ეს ჩემებს გაეგოთ, ამიტომ ამაღამ დავრჩები რა თქვენთან! ოღონდ რატის არ დაურეკოთ, ძალიან გთხოვთ!
-ამჯერად რა მიქარა იმ საძაგელმა?! - ჩაილაპარაკა ზურამ თავისთვის - შემოდი შვილო! შემოდი!
მია სახლში შევიდა თუ არა ანასტასიას მოჰკრა თვალი.
-ტასუნა! - დაუძახა გოგონამ დაქალს.
-მია! - მივარდა ანასტასია და მაგრად მოეხვია მეგობარს - შენ და რატი მოხვედით?
-არა...მარტო მე! - თქვა თავჩუღუნულმა გოგონამ.
-რამე მოხდა? - გაკვირვებული სახით იკითხა ტასუნამ.
-მერე მოგიყვები მარტო რომ ვიქნებით! - გადაუჩურჩულა გოგონამ დაქალს და მისკენ მომავალ აჩის და თორნიკეს მიესალმა.
მალე ნინოც გამოჩნდა და მთელმა ოჯახმა (ანასტასიას გარდა) უამრავი შეკითხვა დააყარა.
-რა მოხდა? რატომ იჩხუბეთ? ასეთი რა მიქარა ჩემმა ბიჭმა? რამე სერიოზულია? არ ვიცი რატის რას ვუზამ, ასეთი გოგო როგორ აწყენინა? არაუშავს მალე შერიგდებით! ოხ, ეს ახალგაზრდები! - ისმოდა ეს და მრავალი სხვა კომენტარი მიას გარშემო, მაგრამ ის არავის უსმენდა.
მოკლედ აუხსნა ყველას, რომ ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა და უბრალოდ ჩუმად დაჯდა.
უნდოდა თავის წარსულზე კონცენტრილებულიყო, მაგრამ სულ რატის ნათქვამი ,,საშინლად მომწონხარ'' უტრიალებდა თავში. ყველაზე მეტად კი ის აშინებდა,რომ მასაც ჰქონდა გრძნობები გასვიანის მიმართ.
როგორც იქნა ძილის დროც მოვიდა. ანასტასიამ ითავა მისი ოთახში დაბინავება და როდესაც ყველა დასაძინებლად დაწვა,ჩაავლო დაქალს ხელი, შეაგდო ოთახში და მიაყარა:
-აბა ჩქარა მოყევი! ამოვწყდი კინაღამ ინტერესით, სანამ ესენი უაზრო შეკითხვების დასმას მორჩნენ!
მიას გაეცინა და ყველაფერი მოუყვა თავის მოგონებებზე და იმ საღამოს მომხდარზე.
გოგონას წარსულის გაგებისას ანასტასია ძალიან შეწუხდა და დაითრგუნა, მაგრამ მისი ძმის საქციელი რომ გაიგო, წამში გამოუკეთდა ხასიათი, ადგა და ხტუნვა დაიწყო:
-აი ხო ვიცოდი, რომ ჩემს ძმას მაინც მოეწონებოდი! აი ხომ ვიცოდი, არა?! - თავიდან ხტუნაობდა, მაგრამ მერე შეწყვიტა, დაქალს მივარდა და თვალებში დააცქერდა - შენც ხომ მოგწონს?!
-მე...მე... - დაიბნა მია - არ ვიცი! მართლა არ ვიცი.
-მოგწონს! - ტაში შემოჰკრა ტასუნამ - ისე დაიბენი, რომ მოგწონს! გამოვლილი მაინც არ მქონდეს შენი სიტუაცია!
-უი ხო მართლა, რას შვრებით შენ და ანდრია?! - ახალი სალაპარაკო თემა იპოვა მიამ და ტასუნასაც მეტი რა უნდოდა, მოჰყვა ტლიკინს.
მთელი ღამე იჭორავეს და ბოლოს ისე გაითიშნენ, თვითონაც ვერ გაიაზრეს.
* * *
გოგოებს დილით კი არა შუადღეს გაეღვიძათ, რადგან მთელი ღამე არ ეძინათ. მია თვალების ფშვნეტით წამოდგა და კარები ნახევრად მძინარემ გააღო, რომ საპირფარეშოში გასულიყო, მაგრამ ვიღაცის სხეულს დაეჯახა. ახედა და რატი რომ დაინახა, შეჰყვირა, მერე კი გულზე დაიდო ხელი და მოჰყვა ქოშინს.
-ერთხელაც იქნება ასე გულს გამიხეთქავ! ხომ ხედავ რომ დილით შენი სახის დანახვა არ მსიამოვნებს! - უთხრა მიამ და მისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ გასვიანი წინ გადაეღობა.
-დილა დიდი ხანია აღარ არის! - სიცილით უპასუხა ბიჭმა - აბა წავედით?
-სად? - გაკვირვებული სახით დააცქერდა გოგონა რატის.
-სახლში! - ღიმილით უპასუხა ბიჭმა.
-არ მინდა! - ხელები გადააჯვარედინა გოგონამ და ცხვირი აიბზუა.
-რატომ? - ეშმაკური ღიმილით უპასუხა.
გოგონას უნდოდა ეთქვა ჩემს გამო საფრთხეში თავს ნუ ჩაიგდებო, მაგრამ ამ დროს მათკენ მომავალი თორნიკე შენიშნა და გაჩუმდა.
-ძამიკო უთხარი რა, რომ წამომყვეს! - ბუზღუნით მიუბრუნდა რატი ძმას.
-ჯერ ის გვითხარი, ასეთი რა დააშავე რომ ამ გოგოს ასე აწყენინე ტო?!
-ეჰ, ნეტავ ვიცოდე!.. - ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა, მერე კი ხმამაღლა დაამატა - უბრალოდ ცუდ დროს ვაკოცე...
თორნიკემ სიცილით გადახედა წყვილს:
-არც ერთი არ ხართ ნორმალურები! მიდით ახლა შერიგდით და საღამოს სადმე წავიდეთ სასტავი!
-მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევურიგდები! - თქვა მიამ და ხელები გადააჯვარედინა.
-რა შემთხვევაში? - ორივემ ინტერესით შეხედა გოგონას.
მიამ კი ეშმაკურად ჩაიღიმა.
* * *
-ქალბატონებო და ბატონებო, ყურადღებას ვითხოვ სულ რამდენიმე წუთით! - რატი ჩაჰყვირის მიკროფონში - გადავწყვიტე რომ დღეს გიმღეროთ და გიტარაზეც დავუკრა, ოღონდ მართლა არ ვიცი რამდენად გამომივა!
-მია! - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოაქცია ანასტასიამ და ისე გახედა დაქალს - რატიმ არ გითხრა?
-რა უნდა ეთქვა?
-ის შვიდი წელი დადიოდა მუსიკალურ სკოლაში და გიტარაზეც უკრავს, პიანინოზეც და ფანდურზეც.
მია თვალებგაფართოებული მიუბრუნდა დაქალს:
-ცოტა ადრე ვერ მითხარი?! - სახე ხელებში მოიქცია და ფეხები ააბაკუნა - აუუუ... მე კიდევ მეგონა იყროყინებდა... აუ რააა...
გაბრაზებული სახით გახედა რატის და ბიჭიც მიხვდა, რომ გოგონამ მისი მუსიკალური ნიჭის შესახებ უკვე გაიგო.
თვალი ჩაუკრა და მერე ისევ ხალხს მიუბრუნდა:
-ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს შეყვარებულს! - თქვა და ყველას ხელით ანიშნა მიასკენ.
გოგოები სიბრაზისგან გადაწითლდნენ,გადაყვითლდნენ, გადალურჯდნენ და მერე ყველას მიას გაპუტვის დაუოეკებელი სურვილი გაუჩნდა.
დაიწყო რატიმ Tom Odell - Another Love - ის სიმღერა და თან თვალი არ მოუშორებია მიასთვის. გოგონა ჩამოდნა მისი სიმღერის გაგონებისას და წეღანდელი გაბრაზება სულ გადაავიწყდა.
-იმედია ამის მერე შერიგდებით, ხომ? - სიცილით იკითხა ნიკუშამ და ვისკი ერთ გადაშვებაზე დალია.
-აბა რას იზამენ ტო! - უპასუხა ლაშამ მიას მაგივრად - უი ანასტასია და ანდრია სად გაქრნენ?
-ჩვენ სადღაც გვაქვს წასასვლელიო, ასე მითხრა ანასტასიამ და მერე წავიდნენ - თქვა თორნიკემ და მერე დაამატა - აუ ახლა მისი მუსიკალური ნიჭი ვერ უშველის... ნახეთ!
მართლაც სიმღერა დაასრულა თუ არა რატიმ, გიტარა დადო, მარჯვენა ხელი გულზე დაიდო, მარცხენა კი გაშალა და ისე თქვა;
-მე, როსტევან გასვიანი, ვადასტურებ რომ მე ვარ ვირი!
ხალხმა ფხუკუნი დაიწყო, მაგრამ რატის არ აინტერესებდა. მხოლოდ მიას შესცქეროდა მომღიმარი სახით, მერე კი ისევ ხალხს მიუბრუნდა:
-მე, როსტევან გასვიანი, ვადასტურებ რომ ვარ შტერი, რადგან ვაწყენინე იმ ადამიანს რომელიც ასე მაგიჟებს და ენერგიით მავსებს! მე, როსტევან გასვიანი, ვადასტურებ რომ ვარ ვირი, რადგან ჩემთვის საყვარელი ადამიანის სურვილის წინააღმდეგ წავედი! - ლაპარაკობს და თან მიას გაკვირვებულ სახეს უყურებს. გოგონას, თავის პირობაში, ამის თქმა ნამდვილად არ უხსენებია - მე, როსტევან გასვიანი, ვადასტურებ რომ ვარ დებილი, რადგან ის გოგო რომელიც მიყვარს, ახლა ჩემზე გაბუტულია და ბოლოს... მე, როსტევან გასვიანი, ვადასტურებ რომ მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი მამაკაცი ვარ, რადგან ეს ქალი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა და აღარასდროს გავუშვებ!
ყველამ ტაში შემოჰკრა. გოგოები ჩამოდნენ ასეთი სიტყვების მერე და კინაღამ შეაფრინდნენ რატის. გასვიანმა მიკროფონი დადო, მიასკენ წამოვიდა, მასთან ძალიან ახლოს დადგა და ისე უთხრა:
-დიახ, ქალბატონო მია, მე შენ მიყვარხარ!
მიას თვალები გაუფართოვდა და ლაპარაკის უნარი წაერთვა. არ სჯეროდა, რომ ეს მის თავს მართლა ხდებოდა.
-შეიძლება გაკოცო? - ეჩურჩულება რატი - ისევ ხომ არ გამიბრაზდები?
გოგონამ თავი ნელა დაუქნია და გასვიანსაც ეშმაკურად გაეღიმა. მივარდა მიას და მის ტუჩებს დაეწაფა. ხელები წელზე მოხვია და იქამდე კოცნიდა, სანამ გოგონა კინაღამ არ გაიგუდა. ბარში ოვაციები არ წყდებოდა, მაგრამ წყვილს არაფერი აღარ ესმოდა, ერთმანეთის გახშირებული სუნთქვის გარდა.
* * *
დილით მიას თავის ტკივილი აფხიზლებს. თავი მაღლა ასწია და ქუთუთოებს მთელი თავისი ენერგია შეახარჯა, რომ როგორმე თვალები გაეხილა. წელზე სიმძიმეს გრძნობდა. თითქოს რაღაც აწვებოდა. თვალები გაახილა და ხედავს მძინარე რატის, რომელსაც ერთი ხელი მის წელზე მოეთავსებინა და წელს ზემოთ შიშველს მშვიდად ეძინა.
-ააააააააააააა - ყვირის მია და რატიც მაშინვე ფხიზლდება.
-უკვე მივეჩვიე! - ღიმილით ამბობს გასვიანი და თვალებს ხუჭავს.
მიამ ბალიში აიღო და სულ თავში ურტყა გასვიანს.
-რა ჯანდაბა გინდა ჩემს ოთახში?
-ეს შენ ხარ ჩემს ოთახში! - ღიმილით უპასუხა ბიჭმა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
მიამ კი მარტო მაშინ მოავლო ოთახს თვალი. მართლა რატის ოთახში იყვნენ.
-ვაიმეე! - სახე ხელებში ჩარგო გოგონამ და ცდილობდა წუხანდელი ღამე გაეხსენებინა.
ბევრი დალია...მერე იცეკვა... მერე კიდევ ბევრი დალია და უაზროდ ტლიკინებდა... მერე რატიმ სახლში მოიყვანა და მია ოთახში შეიყვანა, მაგრამ გოგონა ბიჭს შეუვარდა ოთახში და ისე მიუახლოვდა, რომ რომელიმე ოდნავ რომ წაბარბაცებულიყო, ერთმანეთს უეჭველად აკოცებდნენ... აი აქ კი მიას მახსოვრობა წყდება.
-მოიცა, ჩვენ... - ძლივს ამოღერღა გოგონამ.
-მაცადე მძინავს! - უდარდელად უპასუხა გასვიანმა, მიას ხელზე დაქაჩა და წამში გოგონაც მის გვერდით აღმოჩნდა.
ხელები მაგრად მოხვია და სახე მიას კისერში ჩარგო.
გოგონა გამოშტერდა. ამ დროს უცბად ამოუტივტივდა თავში რატის ნათქვამი ,,მე შენ მიყვარხარ!''. მერე გაახსენდა მთვრალზე თვითონ რომ ახტა სცენაზე და მიკროფონში რომ ჩაჰყვირა:
-როსტევან... დიდი ხანია ამის თქმა მინდა შენთვის... მემგონი... მგონი... მეც მიყვარხარ! - ეს რომ თქვა, სცენიდან ბორძიკით ჩამოვიდა და მაგრად მოეხვია ბიჭს.
-ვაიმეე! აუუუ... - სახე დამანჭა მიამ - აწი აღარასდროს, აღარასდროს აღარ დავლევ!
-მე მთვრალზეც ძალიან მომეწონე! - ეშმაკური ღიმილით ამოხედა ბიჭმა.
-რატი წუხელ რამე მოხდა, სახლში რომ მოვედით მერე?
-მმმ...არ მახსოვს... - ისევ ისე ეშმაკურად იღიმოდა ბიჭი.
-შენ არ სვამდი და ყველაფერი ძალიან კარგადაც გახსოვს!
-შეიძლება!
-ანუ მოხდა რამე?
-შეიძლება!
-აუ რატიი... მითხარი რა!
-შეიძლება... შეიძლება გითხრა, მაგრამ ერთი პირობით!
-რა პირობით? - შეშინებული სახით გახედა გოგონამ.
-ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხო!
-გისმენ!
-გიყვარვარ?
-შეიძლება!..
-ანუ კი?
-შეიძლება!
-აუ მიაა...მითხარი რა!
-შეიძლება...
-პასუხი პასუხის სანაცვლოდ!
-კაი, დაგასწარი ჯერ შენ მპასუხობ! - წამოიყვირა მიამ.
-აუ რა ბავშვი ხარ რა! - სიცილით უპასუხა რატიმ - ძალიან კი გინდოდა გუშინ, რომ რამე მომხდარიყო, მაგრამ არაფერი არ მომხდარა... - ეშმაკური ღიმილი ისევ გამოესახა სახეზე გასვიანს.
-აუუუ...რა სირცხვილია! - ისეთი სახე მიიღო მიამ, თითქოს ახლა უნდა იტიროს.
-ახლა შენი ჯერია!
-ძალიან კი გინდა ჩემი მოშორება, მაგრამ უკვე შემიყვარდი და ეს რთული იქნება! - ახლა მია პასუხობს ეშმაკური ღიმილით.
-აუუ რა მაგარიაა! - წამოხტა რატი და გოგონას ზემოდან მოექცა.
თავი ვეღარ შეიკავა და ტუჩებზე დაეწაფა. ერთი ხელი ბარძაყზე ჩაუსრიალა და ოდნავ მოუჭირა, ისე რომ გოგონას კვნესა აღმოხდა. ბიჭს თვალებში ვნების ნაპერწკლები აენთო. ტუჩებიდან ჩამოუყვა და ჯერ ნიკაპზე აკოცა, მერე ყელს მიადგა. მია განაბული იწვა და ბოლომდე სიამოვნებას იღებდა ბიჭის თითოეული შეხებით, მაგრამ რატი მიხვდა რომ ჯერ ამის დრო არ იყო. თავს ძალა დაატანა და გაჩერდა.
-მიაკო სასწაულად მშია! - დაიწუწუნა ბიჭმა - სახლში არანაირი პროდუქტი აღარ არის დარჩენილი და წამოდი კარფურში წავიდეთ რა!
გოგონაც გონს მოვიდა და სიამოვნების ტალღამ რომ გადაუარა ბიჭს თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
მია ოთახში გავიდა. წყალი გადაივლო, კარადიდან ტანსაცმელი გადმოყარა და ვარდისფერი ჰუდი, შავი მოტკეცილი შარვალი და შავი ბოტასები ჩაიცვა. თმა კოსად აიკრა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა.
რატი მისაღებში ელოდებოდა. მას შავი ჰუდი, შავი შარვალი და ამავე ფერის ფეხსაცმელი ჩაეცვა. მალე მიაც გამოვიდა ოთახიდან და ერთად წავიდნენ პროდუქტების საყიდლად.
მთელი მაღაზია მოიარეს და ყველაფერი რომ იყიდეს, რაც სჭირდებოდათ გრძელ რიგში ჩადგნენ.
-აუ რამხელა რიგია! - წუწუნებს მია.
-ისევ პაპარაცები! - სიცილით ამბობს რატი.
-კიდევ უნდა იპოზიორო?
-დამეხმარები?
-რა ვქნა, ზეწარი მოგიტანო რომ შემოიხვიო და გაწვე თუ რა გინდა?
-აუ მია რა შტერი ხარ! მოდი ჩემთან!
წელზე მოხვია ხელები და მოწყვეტით აკოცა გოგონას.
-ვაიმე როსტევან გასვიანო, როგორ გიყვარს პოზიორობა! ახლა ნეტა რა სათაურით დაიდება ეს პოსტი?
-,,გასვიანი და მისი შეყვარებული პროდუქტების საყიდლად არიან გამოსულები'' ან ,,ისინი უკვე ერთადაც ცხოვრობენ'' ან რამე ეგეთი სისულელე. სხვათაშორის ჩემი სიყვარულის ახსნა და სიმღერა მოედო მთელს სოციალურ ქსელს.
-მართლა?! არ ვიცოდი! - სიცილით უპასუხა მიამ.
-გინდა წავიდეთ მერე და შენთვის ტელეფონი ვიყიდოთ!
-არ მინდა! ეს უკვე მართლა ზედმეტი იქნება!.. - პასუხობს მია და ლოყაზე კოცნის - მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ!
გოგონამ რატის თბილად გაუღიმა და მერე იქაურობას თვალი მოავლო, რომ ის პაპარაცი დაენახა. მათ პირდაპირ არსებულ რიგში ერთი კაცი იდგა და მიას უყურებდა გაკვირვებული სახით. გოგონას ძალიან ეცნო უცნობი, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა საიდან. კაცმა რომ შეამჩნია მიას მზერა, მაშინვე საპირისპირო მხარეს გატრიალდა და ნაბიჯებს აუჩქარა. გოგონამ მისი ქამარი შეამჩნია და იცნო... ის კაცი იცნო...
-რატი აქ დამელოდე! - უთხრა გოგონამ ბიჭს და უცნობს გაეკიდა.
თავიდან წარმატებით მიჰყვებოდა მის კვალს, მაგრამ მერე ხალხის ჯგუფმა შეუშალა ხელი და თვალთახედვიდან დაეკარგა უცნობი.
გოგონა ხელებით მუხლებს დაეყრდნო და ქოშინი დაიწყო.
-მია რა ჯანდაბა ხდება? - ესმის გოგონას ზურგს უკან გაკვირვებული რატის ხმა.
-მგონი ის კაცი იყო... უშა! - ეუბნება ქოშინით მია და იქით-აქეთ აცეცებს თვალებს.
* * *
-გმადლობთ! - ეუბნება დაცვას გასვიანი და კამერებს უკან-უკან ახვევს.
-აი ეს არის! - თითით ანიშნა მიამ ერთ-ერთ კაცზე.
-მეორე კამერაზე გადართეთ! - თქვა რატიმ და დაცვაც დაემორჩილა.
-ეგ არის! მისი მანქანის ნომერი ჩავიწეროთ! - ბიჭმა ტელეფონი ამოიღო და იქ ჩაიწერა ნომერი -აუცილებლად გავარკვევ მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
პარკები აიღეს და სახლისკენ წამოვიდნენ მია და რატი.
-როსტე... რაღაც უნდა გითხრა! - მიუბრუნდა მია ბიჭს.
-როსტე! - სიცილი დაიწყო ბიჭმა - რა სახელია ვითომ ახლა ეს?! - ისევ განაგრძო სიცილი და გული რომ იჯერა, მერე მარტო უთხრა მიას - გისმენ!
-მოკლედ ჩემი სახელი და გვარი მახსოვს! იმ ღამეს შენებთან რომ დავრჩი ბევრი რამე გამახსენდა ჩემს ცხოვრებაზე!
-აბა გისმენ! - ღიმილით უთხრა რატიმ.
-სახლში მივიდეთ და ყველაფერს მოგიყვები.
-კარგი, მაშინ წავედით.
მალე სახლში მივიდნენ, დაგვიანებული საუზმე მოიმზადეს და ორივენი სუფრას მიუჯდნენ.
-მოკლედ გადავწყვიტე ახლიდან გაგეცნო! - ღიმილით უთხრა გოგონამ.
რატიმ ტუჩის კუთხე ჩატეხა და მერე ხელი გაუწოდა მიას.
-მე როსტევან გასვიანი ვარ, შენ?
-მარიამ ჯანელიძე! - ხელი ჩამოართვა გოგონამ
-სასიამოვნოა! საუზმეზე ხომ დამეწვევით?
-დიდი სიამოვნებით!
გოგონამ და ბიჭმა ერთმანეთს გაუღიმეს და საუზმეს გემრიელად შეექცნენ.
მია ჭურჭელს რეცხავდა უკნიდან რატი რომ მიეხუტა, წელზე შემოხვია ხელები და თავი მხარზე ჩამოადო.
-ისე მაგარია მარიამი რომ გქვია. ანუ მია რომ დაგიძახო შენი სახელის შემოკლებული ვარიანტი იქნება! - ღიმილით უთხრა გასვიანმა გოგონას.
-როგორც როსტევანის - რატი ხო? - სიცილით ჰკითხა გოგონამ
-დიახაც! - ყელში ხმაურიანად აკოცა ბიჭმა და მერე ისევ თავი დაადო მხარზე - კიდევ რა გაგახსენდა?
-ის ავარია გამახსენდა. მერე ობოლთა თავშესაფარი, მერე იმ კაცთან ცხოვრება და სკოლის უაზრო დღეები. ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა. უშა თითქმის არასდროს არსად არ მიშვებდა.
-ის ღამე გახსოვს მეხსიერება რომ დაკარგე?
-ბუნდოვნად... მახსოვს რომ ტაქსიში ვიჯექი და სახლში მივდიოდი სამსახურიდან. მძღოლი სავარაუდოდ მთელი ღამის უძინარი იყო და არ ვიცი როდის და როგორ, მაგრამ ჩაეძინა და მანქანა მთელი ძალით მიეჯახა რაღაცას. აი მერე კიდევ გავითიშე.
-სავარაუდოდ მერე იმ კაცმა ხელით გათრია და შენი თავი მე შემომტენა! ისე სამადლობელი წერილი ხომ არ გაგვეგზავნა იმ ტაქსის მძღოლისთვის?
-არ არის ცუდი აზრი! - სიცილით უპასუხა მიამ და სამზარეულოდან გამოვიდნენ.
* * *
2 კვირის შემდეგ:
მია თვალებს ახელს და წინ ნაცნობი სახე ესახება.
-დილა მშვიდობისა! - ღიმილით ესალმება გოგონა.
-ვაიმე ძლივს არ დაისვენა ყურებმა, დილაობით შენი კივილის ხმა რომ აღარ ესმის?! - სიცილით უთხრა რატიმ და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა - დილა მშვიდობისა!
-აუ საუზმეზე მელოდები ხო ისევ?
-აბა რა ვქნა?!
-ხომ გითხარი, რომ შეგიძლია მე არ დამელოდო!
-შენი ბრალია, რომ მარტო საუზმობას გადავეჩვიე! ასე რომ ახლა ადექი და წამოდი ვჭამოთ!
მიამ დილის რიტუალები ჩაიტარა, თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა. რატი უკვე სუფრასთან იჯდა და გოგონას მოთმინებით ელოდებოდა. ჯანელიძე ღიმილით მიუჯდა მაგიდას. ამ დროს თავის თეფშთან ყუთი შენიშნა. დახედა და მერე რატის შეხედა გაფართოებული თვალებით.
-მაინც მიყიდე?! თან Samsung Galaxy S9? შენ ხომ არ გადაირიე? ნორმალური ხარ საერთოდ?
-გოგოს შეყვარებული საჩუქრისთვის გაელანძღოს, ეგეთი არაფერი მინახავს! - სიცილით უპასუხა გასვიანმა - ეს დაბადების დღის საჩუქარია! გილოცავ, მარიამ!
მიას თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდა. არ ეგონა ვინმეს საერთოდ თუ ეცოდინებოდა მისი დაბადების დღის შესახებ. მისი ოჯახის გარდაცვალების მერე მისთვის დაბადების დღე არც არავის მოულოცია და რამის ჩუქებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
-რატომ ტირი? - სახე შეეცვალა რატის - რამე მოხდა?!
-ოცი წლის მერე პირველი ადამიანი ხარ, ვინც დაბადების დღე მომილოცა! - სიცილ-ტირილით უპასუხა გოგონამ და თავი დაბლა დახარა.
რატი წამოდგა, მიას წინ ჩაიმუხლა, თავი ააწევინა და ისე უთხრა:
-ცხოვრების ბოლომდე მოგილოცავ დაბადების დღეებს და თანაც პირველი სულ მე ვიქნები! -გაუღიმა და მაგრად მოეხვია.
ამ დროს რატის ტელეფონმა რეკვა ატეხა. გასვიანიც წამოდგა და ზარს უპასუხა.
-გისმენთ!
-ბატონო რატი, ის მანქანა ისევ მოვიდა კარფურში და ის კაციც დაბრუნდა, მაშინ რომ ეძებდით.
-კარგით, მადლობა! უკვე მოვდივარ!
ყურმილი დაკიდა და ოთახში გავარდა ფეხსაცმლის ჩასაცმელად.
-რატი რა ხდება? - უკან აეკიდა მიაც - ხომ მშვიდობაა?
-ისევ გამოჩნდა ის კაცი მაღაზიაში.
-ხოდა მეც მოვდივარ! - მტკიცედ უთხრა გოგონამ და თვითონაც გავარდა თავის ოთახში ფეხსაცმელების ჩასაცმელად.
-არა, შენ დარჩი!
-რატი ის კაცი ჩემი პირადი მტერია და მეც მოვდივარ!
-კი მაგრამ მია...
-არავითარი მაგრამ! მეც მოვდივარ და მორჩა!
-ეს გოგო გადამიყვანს ჭკუიდან ერთ დღეს - თავი გაიქნია გასვიანმა და შესასვლელში გავიდა, რომ მიას დალოდებოდა.
* * *
მანქანა ავტოსადგომზე გააჩერეს და კარფურში შევარდნენ.
-რომელ რიგშია? - გასვიანი ტელეფონით დაცვას ელაპარაკება.
-მესამე - უპასუხა კაცმა.
-კარგი! ჩვენ მარჯვნიდან მივდივართ და თქვენ მარცხენა მხარეს იყავით მზად, რომ თუ გაქცევას დააპირებს დაიჭიროთ!
-კარგით! - უპასუხა დაცვამ და ყურმილი დაუკიდა.
- გამარჯობა ბატონო უშა! - ღიმილით მიესალმა რატი კაცს.
-გაგიმარჯოს! გიცნობთ? - გაკვირვებული ეკითხება უცნობს, მაგრამ მერე სახეზე იცნო გასვიანი. ხშირად კითხულობდა მასზე და მიაზე ექსკლუზიურ ნიუსებს.
-მას არა, მაგრამ მე მიცნობ! - ირონიული ღიმილით გამოჩნდა გოგონა და მათ ნელ-ნელა მიუახლოვდა.
-მარიამ, საყვარელო! როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ? სიმართლე გითხრა, არ მეგონა ცოცხალი თუ გადარჩებოდი მას მერე, რაც სახლიდან გაიქეცი!
-როგორც ხედავ ცოცხალი ვარ!
-ჩემს შემდეგ ასეთი ბიჭი არ გეკადრება! - ღიმილით აათვალიერა რატი.
გასვიანს სისხლი ტვინში ჩაექცა, სახეზე მთლიანად აწითლდა და იმ კაცს მოულოდნელად ეცა.
-შე ნაბი*ვარო! შე არაკაცო! შენი დედა მოვტ*ან, შე ა*ვარო! როგორ გაბედე მისთვის საერთოდ თითის დაკარება?
-ის ისეთი ლამაზი იყო, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი! -ღიმილით უთხრა კაცმა.
-მოდი აქ შე ა*ვარო! - გასვიანმა კაცს ხელი მაგრად ჰკრა, უშა წაბორძიკდა და წაიქცა. ბიჭი კი ზემოდან მოექცა და მუშტების რტყმა დაუწყო.
ამ დროს დაცვა მოვარდა და რატი კაცს მოაცილეს.
* * *
1 თვის შემდეგ:
-გილოცავ! ჩვენ გავიმარჯვეთ! - ღიმილით უთხრა გასვიანმა მიას და ხელში აიტაცა.
-მიხარია რომ იმ მანიაკს ვერსად ვერ შევხვდები და თავისი დანაშაულის გამო 3 წელი ციხეში ამოლპება!
-ხომ არ აღგვენიშნა?
-სად წავიდეთ?
-ჩემებთან!
-წავიდეთ!
-უკვე ბნელა და ფეხით წავიდეთ?
-ხომ იცი როგორ მიყვარს ფეხით სეირნობა?!
-ხოდა წავიდეთ!
-უი გახსოვს ჩემთან კიდევ ორი სურვილი გაქვს მოგებული?
-რომ გამიჯიუტდები ხოლმე, მაგას მაშინ გამოვიყენებ! - ორივეს გაეცინათ.
ჩუმად მიუყვებოდნენ ქუჩას ერთმანეთზე აკრულები.
-მია?!
-გისმენ!
-რაღაც უნდა გთხოვო, ოღონდ დამპირდი რომ უარს არ მეტყვი!
-კარგი, გპირდები! - ღიმილით უპასუხა მიამ.
-ანუ ცოლად მომყვები! მაგარია! - ტაში შემოჰკრა ბიჭმა.
-მოიცა რა?!
-პაპარაცები! - თემა გადაიტანა ბიჭმა.
-ისევ უნდა იპოზიორო?
-რა თქმა უნდა!
-ამჯერად რას აპირებ?
-რას და ჩემს შემთხვევით შემოტენილ გოგოს ხელი უნდა ვთხოვო!
გასვიანი ცალ მუხლზე დადგა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და მიას თავისი ტკბილი ღიმილით ახედა:
-მარიამ, ცოლად გამომყვები?!
გოგონამ ჯერ ბეჭედს დახედა თავისი დიდი, შავი თვალებით, მერე ბიჭს გახედა და ბედნეირებისგან სახე გაუბრწყინდა.
-დაიცა დავფიქრდე!.. - ვითომ ჩაფიქრდა გოგონა.
-იცოდე მეც გადავიფიქრებ! - ღიმილით უპასუხა გასვიანმა.
-ყოველ დილით ჩემს ყვირილს შენი სახის დანახვაზე აიტან? - ირონიული ღიმილით ეკითხება გოგონა
-მაქსიმალურად ვეცდები! -სიცილით უპასუხა გასვიანმა.
-საჭმლის კეთება რომ არ ვიცი?
-მაგაზე არ გახსოვს რა გითხარი?! - ეშმაკური ღიმილით ახედა რატიმ.
-და ჩემი წარსული?
-მე მხოლოდ შენი აწმყო და მომავალი მანაღვლებს!
-კაი, მაშინ რახან ასე მთხოვ გამოგყვები! - სიცილით უთხრა მიამ და რატის მიახტა.
წყვილი წაბორძიკდა და ასფალტზე გაწვნენ.
-ფუ რა ჭუჭყიანია! - წამოიძახა მიამ.
-შენ რა გიჭირს, ჩემზე წევხარ და აბა მე მკითხე! - ბუზღუნებდა გასვიანი.
-აუ ის მძღოლი თამადად დავპატიჟოთ რა! - სიცილით ეუბნება გოგონა.
-ბაზარი არაა! - პასუხობს რატიც და სიცილს იწყებს.
ხალხი როგორც გიჟებს, ისე შესცქერის ჩაბჟირებულ წყვილს, მაგრამ ახლა ეს უკანასკნელი რამ არის რაც მათ ანაღვლებთ.
მათ მხოლოდ ერთმანეთი და მათი დიდი სიყვარული ახსოვთ, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი !

-------------------------
დავბრუნდი ტკბილებო! იმედი მაქვს მოგეწონათ ისტორია <3 <3 <3 ისე მახარებს ხოლმე თქვენი ტკბილი და თბილი კომენტარები <3 <3 ერთი სული მაქვს თქვენი აზრი გავიგო heart_eyes heart_eyes heart_eyes
სიყვარულით ლილი! <3 <3 <3



№1  offline მოდერი abezara98

კარგი იყო ძალიან blush მომეწონა როგორ სთხოვა თავის შემთხვევით შემოტენილ გოგოს ხელი smile საყვარლები ესენი heart_eyes

 


№2  offline წევრი მალუ

სიყვარულები <3 მეორე ნაწილს არ დაწერ??

 


№3  offline წევრი Lily Morgan

abezara98
კარგი იყო ძალიან blush მომეწონა როგორ სთხოვა თავის შემთხვევით შემოტენილ გოგოს ხელი smile საყვარლები ესენი heart_eyes

ვაიმე მადლობა საყვარელო heart_eyes აუ ისე მიხარია, რომ მოგეწონა blush heart_eyes heart_eyes

მალუ
სიყვარულები <3 მეორე ნაწილს არ დაწერ??

ჰმმ...იცი არ მიფიქრია მეორე ნაწილის დაწერაზე relaxed ცუდი იდეაა არაა, მაგრამ რაღაც ახალი მოთხრობის მონახაზი უკვე მაქვს და ჯერ ალბათ იმას დავიწყებ heart_eyes უზომოდ მიხარია, რომ მოგეწონა მოთხრობა heart_eyes heart_eyes kissing_heart

meocnebe avadmyopi
აუ რა კარგი იყო
ძალიან მომეწონა
ძალიან ბევრიც ვიცინე
შემიყვარდა ეს წყვილი თანაც მაგრად
ასე დიდი ხანია არ მომწონებია არაფერი
სათაურმა იმდენად დამაინტერესა,რომ არ ვიცი
არ შევცდი რომ წავიკითხე,საოცრება იყო flushed heart_eyes heart_eyes
როგორც შენი ყველა ისტორია ესეც საოცრება იყო
ღმერთმა იცის რამდენჯერ მაქ წაკითხული თითოეული
განსაკუთრებით არანორმალური და უჩვეულო ტყუპები heart_eyes heart_eyes

ვაიმე ათასჯერ ჩავიკითხე შენი კომენტარი, ხომ არ მეჩვენებათქო scream heart_eyes ისე გამახარე და ისე გამაბედნიერე ახლა! heart_eyes heart_eyes heart_eyes ჩემი ძველი მოთხრობებიც რომ იცი, ამაზე საერთოდ გადავირიე heart_eyes ძალიან ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა <3 <3 <3

 


№4 სტუმარი ani

Vin icis rogor gelodi barbares da noes shemde.....
Dzalian minda xshirad vixilo axali temebi romlis avtoric ratqmaunda shen iqnebi warmatebebiii.....
Rac sheexeba am konkretul wyvils martlac rom saocrebebi iyvnen

 


№5  offline წევრი Lily Morgan

ani
Vin icis rogor gelodi barbares da noes shemde.....
Dzalian minda xshirad vixilo axali temebi romlis avtoric ratqmaunda shen iqnebi warmatebebiii.....
Rac sheexeba am konkretul wyvils martlac rom saocrebebi iyvnen

ვაიმე ტკბილო როგორ გამახარა შენმა კომენტარმა! დილიდანვე პოზიტივით ამავსო და გამაბედნიერა heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან ძალიან გამახარე დღეს შენ მე blush heart_eyes heart_eyes მიყვარხარ ძალიან heart_eyes heart_eyes heart_eyes

mirandaa31
აუ რა მაგარი იყო ძალიან ვისიამოვნე ამ თბილი ტკბილი იუმორით გაჯერებული ისტორიით ❤️ როსტევანი შემიყვარდა ❤️ მიაც რომ თავისნაირი შეხვდა :დდ ფერი ფერსო რაა... წავედი ახლა სხვა ისტორიებსაც ჩავუჯდები შენსას ჩემო კარგო ❤️

ვუაიმე როგორ გამიხარდა რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes heart_eyes მერე აუცილებლად გამიზიარე შენი აზრი სხვა მოთხრობებზე blush heart_eyes kissing_closed_eyes

 


№6  offline მოდერი zia-maria

blush ძალიან კარგი იყო, სახალისოც და საინტერესოც. kissing_heart

 


№7  offline წევრი Lily Morgan

zia-maria
blush ძალიან კარგი იყო, სახალისოც და საინტერესოც. kissing_heart

დიდი მადლობა საყვარელო blush heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი veroo

აუ რა კარგი იყო გავერთე სასწაულად მომეწონა ძალიან კარგი ისტორიაა განსხვავებულიცაა და არაა ერთფეროვანი სიუჟეტით ყოჩაღ❤

 


№9  offline წევრი Lily Morgan

veroo
აუ რა კარგი იყო გავერთე სასწაულად მომეწონა ძალიან კარგი ისტორიაა განსხვავებულიცაა და არაა ერთფეროვანი სიუჟეტით ყოჩაღ❤

ვუაიმე დიდი მადლობა ვერო heart_eyes heart_eyes ისეთი პოზიტივით დამმუხტა შენმა კომენტარმა heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№10  offline წევრი NniNna

ანდერძი და ამბები არავის გაგახსენდათ!?()))

 


№11  offline წევრი Lily Morgan

NniNna
ანდერძი და ამბები არავის გაგახსენდათ!?()))

ანდერძით არ მინდოდა დამემთავრებინა! <3 ეს უფრო თემისთვის შემოვაგდე და უაზროდ არ მინდოდა, რომ სადმე ჩამეკვეხებინა ;) :D თუ მეორე ნაწილს დავწერ, მაშინ აუცილებლად დავწერ თუ არადა დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია <333

 


№12  offline წევრი ქეთიtaisia

პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან ძალიან ძალიან მომენატრე❤
ჩემი არანორმალურებიც არანორმალურად მომენატრნენ:დდ
და ამ ისტორიიდან კიდევ ორი არანორმალური დაემატა და სიგიჟემდე შემიყვარდა ორივე))❤❤
აიი.. დაკვირვებული ვარ რომ ჩემს კომენტარებში ბლომადაა ეს სიტყვა ,,არანორმალური,,:)))❤
არანორმალურად შემაყვარეს თავი))❤
ადრე მგონი სხვა ნიკი გქონდა და შეიძლება მაგიტომ გამომრჩა შენი სიახლეც...დააა....დღეს ვფიქრობდი ნეტა აღარ დადებს ახალ ისტორიას-თქო და შენს გვერდზე რო შემოვედი როგორ გამიხარდა ახალი ისტორიის ნახვა იციი?!❤
თან მითუმეტეს სრულად რომ იდოო❤
ძალიან მიყვარს უკვე მარიამის და როსტევანის წყვილი;)))❤
ძაან ბევრი ვიცინე და..მარის სიზმრებზე აიი.. ძაან ,,ვიგრუზებოდი,,
ის კაცი უფრო მეტი დროით რომ გაგეშვა ციხეში უკეთესი იქნებოდა:(
ძაან შემეცოდა მაგრამ რაც მთავარია ბოლოს სამართალმა პური ჭამაო ხომ გაგიგია)) აი ზუსტად და ბედნიერებაც იპოვა რატის სახით❤❤
აუუუ ძაან მიყვარს ეს ორიიიი❤❤❤
მეორე ნაწილს ხო დადეებ?
პატარა რატი და მარი მინდაა❤)))
რა გამახსენდაა:დდდდ
რატის სიტყვით გამოსვლა მომეწონა ძალიან:დდდ
,,მე როსტევან გასვიანი ვარ ვირი,,:დდდ
ხელისთხოვნაც ნამდვილად განსხვავებული იყო:დდ
ვერ ვუარყობ:))):დ
კიიდე კიდე..ამათი გაცნობა:))
მაგარი იყო ძაან )))❤
მეორე ნაწილს თუ დაწერ და ქორწილი თუ იქნება ამათი მძღოლი არ დაგავიწყდეს იცოდე..))
იქ უნდა იყოს! :დდდ
მადლობა მძღოლს ამ კარგი საქმისთვის:))) და დიიდი მადლობა შენ ამ საოცარი ისტორიისთვის ❤
ველი ახალ ისტორიააას❤❤❤
უმაგრესი პერსონაჟებიიიით))❤
მიყვარხააარ❤❤❤
წარმატებები..მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით❤❤❤

 


№13  offline წევრი Lily Morgan

ქეთიtaisia
პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან ძალიან ძალიან მომენატრე❤
ჩემი არანორმალურებიც არანორმალურად მომენატრნენ:დდ
და ამ ისტორიიდან კიდევ ორი არანორმალური დაემატა და სიგიჟემდე შემიყვარდა ორივე))❤❤
აიი.. დაკვირვებული ვარ რომ ჩემს კომენტარებში ბლომადაა ეს სიტყვა ,,არანორმალური,,:)))❤
არანორმალურად შემაყვარეს თავი))❤
ადრე მგონი სხვა ნიკი გქონდა და შეიძლება მაგიტომ გამომრჩა შენი სიახლეც...დააა....დღეს ვფიქრობდი ნეტა აღარ დადებს ახალ ისტორიას-თქო და შენს გვერდზე რო შემოვედი როგორ გამიხარდა ახალი ისტორიის ნახვა იციი?!❤
თან მითუმეტეს სრულად რომ იდოო❤
ძალიან მიყვარს უკვე მარიამის და როსტევანის წყვილი;)))❤
ძაან ბევრი ვიცინე და..მარის სიზმრებზე აიი.. ძაან ,,ვიგრუზებოდი,,
ის კაცი უფრო მეტი დროით რომ გაგეშვა ციხეში უკეთესი იქნებოდა:(
ძაან შემეცოდა მაგრამ რაც მთავარია ბოლოს სამართალმა პური ჭამაო ხომ გაგიგია)) აი ზუსტად და ბედნიერებაც იპოვა რატის სახით❤❤
აუუუ ძაან მიყვარს ეს ორიიიი❤❤❤
მეორე ნაწილს ხო დადეებ?
პატარა რატი და მარი მინდაა❤)))
რა გამახსენდაა:დდდდ
რატის სიტყვით გამოსვლა მომეწონა ძალიან:დდდ
,,მე როსტევან გასვიანი ვარ ვირი,,:დდდ
ხელისთხოვნაც ნამდვილად განსხვავებული იყო:დდ
ვერ ვუარყობ:))):დ
კიიდე კიდე..ამათი გაცნობა:))
მაგარი იყო ძაან )))❤
მეორე ნაწილს თუ დაწერ და ქორწილი თუ იქნება ამათი მძღოლი არ დაგავიწყდეს იცოდე..))
იქ უნდა იყოს! :დდდ
მადლობა მძღოლს ამ კარგი საქმისთვის:))) და დიიდი მადლობა შენ ამ საოცარი ისტორიისთვის ❤
ველი ახალ ისტორიააას❤❤❤
უმაგრესი პერსონაჟებიიიით))❤
მიყვარხააარ❤❤❤
წარმატებები..მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით❤❤❤

ვუაიმე ჩემო სიხარულო და ჩემო სიყვარულოო! heart_eyes heart_eyes heart_eyes შენი კომენტარი ყოველთვის განსაკუთრებულად მიხარია ხოლმე!
ხოო ძველი ნიქნეიმი არ მომწონდა და შევცვალე :დდდდ
ისე მიხარია რომ მოგეწონაა ჩემო ტკბილოო <3 <3 <3
მეორე ნაწილს თუ დავწერ, აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევებს ^_^ <3 <3
მიყვარხარ და იმედია მალე ვიხილავ ჩემს ახალ სიახლეზე, შენს ტკბილ და თბილ კომენტარს <3 <3 <3 <3 <3 <3

 


№14  offline წევრი Ninuca)

Au meore nawili dawere aucilebladra❤dzalian magari gamova

 


№15  offline წევრი Lily Morgan

Ninuca)
Au meore nawili dawere aucilebladra❤dzalian magari gamova

ვეცდები რომ არ დაგაღალატოთ <3 <3 <3

 


№16 სტუმარი ეკა

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent