მდგომარეობის მსხვერპლი V
მხოლოდ სიმწრის ცრემლები გადმოგორდა თვალებიდან და მაშინვე შევიკავე თავი.. უკვე ვიცოდი რასაც გავაკეთებდი.. გონებაში გავთვალე რასაც მაქსიმე გასვიანს დავმართებდი,ამ პროცესით კი ვიხალისებდი.. -წამოდი გავისერინოთ და ვისაუბროთ.-შემომთავაზა კონსტანტინმა ვახშმის შემდეგ.. ვსეირნობდით სტამბულის ქუჩებში და არაფერზე ვსაუბრობდით,ჩვენ ორი უცნობი ადამიანი ვიყავით,მიუხედავად იმისა რომ და-ძმა გახლდით. -მაშა,ვიცი რაზეც ფიქრობ.-მითხრა როცა პარკში ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი. -და რაზე ვფიქრობ?-ვკითხე ირონიულად. -შურისძიება გინდა.. მე კი შემიძლია დაგეხმარო.. -არა! ყველაფერს ჩემებურად გავაკეთებ,არ მინდა ვინმეს წამება და მოკვლა როგორც ამას თქვენ აკეთებთ!-მას გაეცინა.. -ბევრი ზღაპარი მოგისმენია საყვარელო დაიკო ჩვენზე. -ბევრი ზღაპარი რიალობას ეფუძნება ჩემო ძამიკო.-დავისისინე და გავჩუმდი. -ბევრი შეცდომა დაუშვი ამას შემდგე რაც მე პირადად გადევნებ თვალს. -მაინც რა შეცდომა? -შენი პირველი შეცდომა - იმ ადამიანის შეყვარებაა , რომელმაც არ იცის , რა არის სიყვარული. ეს მისთვის იმ ძალის მიცემაა, რომელიც შენ განადგურებს, ძალაუფლების გადაცემაა , შენი სული რომ დააზიანოს.. შენი მეორე შეცდომა- მისთვის თქმა,თუ როგორ გჭირდება , როგორ ვერ წარმოგიდგენია შენი არსებობა მის გარეშე. შენი მესამე შეცდომა- უეცარი მითის შექმნა მისი არარეალური , ილუზიური სახის შესახებ. შენი მეოთხე შეცდომა- მისი გადამეტებული სიყვარული. სიყვარული თითოეული მისი სისხლნაჟ¬ღენ¬თისა და ძვლისა, დაჯერება იმისა , რომ თითოეულ ნაიარევს თავისი ისტორია აქვს , მაშინ როდესაც რეალურად არ ჰქონია.. შენ კი ვერ ხვდებოდი, მაგრამ შენი ბრალი არ არის. ადვილია გრძნობაში გადაეშვა , მით უმეტეს, მაშინ , როცა მისი გულის ცემა შენს საყვარელ მელოდიას ჰგავს. ასეთი შეცდომა ცხოვრებაში მხოლოდ ერთია . პირველიცა და უკანასკნელიც, ამიტომ გეპატიება, გეპატიება , რომ ისწავლო, რომ აღარ შეცდე გულის ცემის მელოდიურობაში..-საუბარს მორჩა და გამეღიმა.. -რომელიმე წიგნიდან ციტირებ ბოლო სიტყვებს,თუ ეგ შენი საკუთარი გამოცდილებაა სიყვარულზე?-მომეჩვენა რომ სევდიანი იყო. -ეს რეალობაა მაშა,ჯობს თვალი გაუსწორო და არავის მისცე უფლება გამოგიყენონ.-ის მართალი იყო,თითოეული მისი სიტყვა გულში ჩამწვდა.. დილით გავიღვიძე თუ არა შინ დასაბრუნებლად მოვემზადე. რა საკვირველია ახლა გაცილებით ძლიერი ვიყავი ვიდრე როდესმე,რადგან ახლა სიმართლე ვიცოდი,ის კი აზრზე არ იყო რომ მე „ვიცოდი“,გარდა ამისა ზურგს მამა და ძმები მიმაგრებდნენ და ვეღარაფერს დამაკლებდა ბატონი პროკურორი,რომელმაც საქმის გამოძიების ყველაზე საშინელი გზა აირჩია.. რა საკვირველია თეკუნაც ჩემმა ძმამ იპოვნა და პროვოკაცია მომიწყო,რომ მე სახლიდან ისე გამოვსულიყავი რომ ზედმეტი ეჭვი არავის აეღო.. მე ვიყავი „გულგატეხილი“ ქალი რომელსაც დრო სჭირდებოდა და სახლში დაბრუნებულს არ დაუსვამდენენ კითხვებს.. თუმცა მე რეალურად იმან უფრო დამწყვიტა გული რომ მაქსიმეს არანაირი გრძნობა არ ჰქონდა ჩემს მიმართ და უბრალოდ გამომიყენა.. სალხის კარები შევაღე და იქ მაქსიმე და მისი ძმა დამხვდა. -როგორც იქნა..-დაიძახა მაქსმა როცა დამინახა და ჩემკენ წამოვიდა მაგრამ მე ხელი ავწიე იმის მისანიშნებლად,რომ არ შემხებოდა.. გვერდი ავუარე და საძინებელში შევედი,რა საკვირველია ისიც უკან გამომყვა.-სად იყავი?ტელეფონს რატომ არ პასუხობდი?-არ ვუპასუხე.-კეკე მე აქ ვნერვიულობდი. -ცოტა დრო მჭირდებოდა,რომ დავფიქრებულიყავი. -მაინც რაზე? შენ რა სერიოზულად გგონია,რომ მე მას ვაკოცე? -არა.. მაგრამ მაინც აუტანელი სანახავი იყო.. -ანუ ახლა რა იქნება?-მკითხა და მის თვალებში ის დავინახე რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი.მას ეჭვი ჰქონდა ყველა ჩემს მოქმედებაზე,სიტყვაზე,გამოხედვაზეც კი. -რა საკვირველია ცოტა დრო დამჭირდება რომ გაპატიო,მაგრამ ასე იოლად ვერ მომიშორებ.-ძალდატანებით გავუღიმე. -მოიცა.. შენ უნდა მაპატიო ის რაც ჩემი ბრალი არ არის? -სწორედაც.-დავუქნიე თავი. -მოკლეედ ვერ გავიგე კეკე რას ამბობ,მაგრამ იყოს ისე როგორც შენ გინდა.-მოვიდა და ჩამეხუტა... მისი გულს ცემა ყურებს მიხრჩობდა.. როგორ მინდოდა მართლა ვყვარებოდი,მართლა ედარდა ჩემზე და ეს ყველაფერი მოჩვენებითი არ ყოფილიყო. გასვლისას მაკოცა... სვიტერის მკლავით მოვიწმინდე ტუჩები,რომელზედაც წამის წინ მაკოცა და დავიწყე გეგმის დასახვა..მაგრამ რეალურად არანაირი გეგმა არ მქონდა,მე ვერაფერს დავაკლებდ მაქსიმეს რადგან მას არ ვუყვარდი,მას არ ეტკინებოდა არც ერთი წამით თუ მე სხვის გვერდით მნახავდა.. რა უნდა მომეფიქრებინა ისეთი? ზოგადად არ ვარ შურისმაძიებელი. მე ვარ ადამიანი ვინც შეცდომების დასაშვებად არის გაჩენილი.. მართალია დაუნდობელი და ძლევამოსილი კაცის შვილი ვარ,მაგრამ მე მას არ ვგავარ.. არ შემიძლია ვინმეს ვავნო,თუმცა საუბარი კარგად მეხერხება.. ვიმუქრები,მაგრამ საქმე შესრულებამდე არაოდეს მიმყავს.. სასტუმრო ოთახში ვისხედით მე,მაქსიმე და სანი.ყოველი დანახვისას უფრო ძლიერდებოდა ჩემი სიყვარული მაქსიმეს მიმართ,ყოველი მისი თვალებში ჩახედვისას ვხვდებოდი რომ ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ დავრჩებოდი.. მაქსიმეს ტელეფონმა დაურეკა და გვერდით ოთახში გავიდა,რა საკვირველია გავყევი და მივაყურადე.. -რა?.. დრწმუნებული ხართ?.. შეუძლებელია! ანუ უბრალოდ გაითამაშა..-დროგამოშვებით პასუხობდა მაქსიმე და გაოგნებას ვერ მალავდა. ბოლოს შემამჩნია და მოსაუბრეს დაემშვიდობა.-მოგვიანებით დაგირეკავ. თითქოს მას არ ვუსმენდი,ისე შევედი სამზარეულოში და წყალი დავისხი.. მაქსიმე თვალს არ მაშორებდა. -რა მოხდა?-ვკითხე მე. -კეკე.. გუშინ სად წახვედი? ოღონდ არ მითხრა რომ დედაშენთან იქ ვიყავი და არ დამხვდი.. -ეგ რატომ უნდა გითხრა?.. სასტუმროში გავჩერდი.. -რომელ სასტუმროში? -ეს რა კითხვებია?-ვკითხე გაღიზიანებულმა.. აშკარა იყო რომ ჩემი გადაადგილება შეამოწმა და „გამომიჭირა“. -კეკე სად იყავითქო?-მკითხა ისევ მშვიდი ხმით. -თავი დამანებე..-გვერდი ავუარე და საძინებელში შევედი,თუმცა ისისც უკან გამომყვა და ახლა ბევრად ხმამაღლა და გაღიზიანებულმა დამიყვირა. -კეკე სად იყავი! -სასტუმროში. -რომელ სასტუმროში? -რედისონში ვერაზე. -შენი სიტყვების შენ თვითონ გჯერა?-მკითხა ირონიულად. -რა გინდა? -მაინტერესებს კეკე დაგიძახო თუ მაშა?-პასუხი არ აგვეცი და მოთმინებას კარგავდა.. შუბლზე ძარღვი დაეჭიმა და მთელ ხმაზე მიღრიალებდა,არც კი მორიდებია რომ მისი ძმა მისაღებ ოთახში იყო. -მაქსიმე რას ბოდავ?-ვეცადე გამომეყვანა თავი. -რა დაგიძახოთო!-იყვირა და მჭიდროდ შეკრული მუშტი მოიქნია,თვალები გავწიე,მეგონა მე მირტყამდა მაგრამ კარადის სარკის მსხვრევის ხმა გავიგონე.. ძალიან დავიძაბე,მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა მის მოტყუებას.. -მაშა დამიძახე მაშა შევჩუკი..-ვუთხარი მშვიდი ხმით.. -ახლა გავგიჟდები.. -არ გინდა მაქსიმე თავის მოჩვენება რომ არ იცოდი ვინ ვიყავი. ყველაფერი ეს ხომ შენი კარგად მოფიქრებული გეგმის ნაწილი იყო,რომ მამაჩემი და ჩემი ძმები დაგეჭირა? -რა? ღადაობ არა?-სიცილი აუვარდა.. -მოიცა.. შენ რა იმ კლუბში ჩემს შესახვედრად განგებ არ მოდი? შენ არ იყავი ვინც თითქოს არ იცოდა ვინ ვიყავი? -კეკე დამშვიდდი.. ერთი წუთით ვერ გავერკვიე.. მე საქმე ავიღე შევჩუკების.. ვნახე რომ შვილი გოგონა გარდაცვლილი ჰყავდათ,თუმცა გამიჩნა აზრი რომ უბრალოდ გადამემოწმებინა ბაზაში ვინ იყო კეკე თოლორდავა ვინც ჩემმა მშობლებმა საცოლედ შემირჩიეს,კეკე მე უბრალოდ მომეჩვენა რომ შენი საბუთები საეჭვოდ გამოიყურებოდა.. სურათებს გადავხედე და თქვენს შორის მსგავსება იყო და ვივარაუდე რომ შენ მათთან დაახლოებული პირი იყავი და არა თვით მაშა შევჩუკი.-ირონიულად ეცინებოდა.. თავადაც ვერ იჯერებდა რას ამბობდა. -ამიტომ შემხვდი კლუბში? -კლუბში შენთან შესახვედრად არ ვყავი მოსული.. თანამშრომლები მოვედით შემდეგ კი მე და სანი შემოვრჩით როცა შენ დაგინახე როგორ იხრჩობოდი.. და საერთოდ მე რატომ მახსნევინებ რამეს? მგონი ერთადერთი ვინც რამე უნდა ახსნას შენ ხარ.. -ანუ არც ისე იყო საქმე როგორც მამაჩემს ეგონა და არც ისე როგორც მაქსიმეს.. უკვე გაურკვევლობამ ამიტანა..-ახლა მე დაგისვამ კითხვებს და გინდა თუ არა სწორად მიპასუხებ. -კარგი. -კარგი.. დაჯექი.-ხელი მკრა და საწოლზე დავვარდი.-ახლა მომიყევი რა გინდოდა თურქეთში გასულ ღამეს და რაზე ისაუბრეთ მაფიოზების ოჯახმა,ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს საიდან გაქვს იმხელა გამბედაობა რომ უკან,სახლში დაბრუნდი.. რა ჩაიფიქრე? -როგორც იცი მამაჩემს არ აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება,ამიტომ თურქეთში უფრო მშვიდად შევძლებდით საუბარს.. შევძლებდი გამეცნო ჩემი ძმები და უბრალოდ დრო ერთად გაგვეტარებინა,თუმცა მათ მაჩვენეს ვიდეო რომელზეც კარგად ჩანს,როგორ მოაწყვე ჩემთან შეხვედრა.. გავბრაზდი, მინდოდა შენთვის სამაგიერო გადამეხადა მაგრამ ესეც ვიცოდი რომ ეს შეუძლებელი იყო.. შენ ერთი წამითაც კი არ გყვარებივარ.. როგორ უნდა გეგრძნო ტკივილი ჩემი დაკარგვით? -კეკე შენ მე იმაზე მეტად მატკინე გული ვიდრე ვიმსახურებდი,თუმცა იცი რაა? ეს ჩემი ბრალია რადგან იმაზე მეტად შემყვარებიხარ ვიდრე იმსახურებდი.-შებრუნდა და ფანჯარას თავი მიადო. -რომელ სიყვარულზეა მაქსიმე საუბარი? ვიცი რომ იტყუებოდი. -რამდენად წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს მე მართლა მიყვრხარ და შენით ვიყავი მოხიბლული,მაგრამ ახლა რა გავაკეთო მითხარი,როგორ მოვიქცე,მაგრამ შენი პრობლემა იცი რა არის? ზედმეტად ხარ ჩაკეტილი,ყველგან რაღაც შეთქმულებას ეძებებ. ვიფიქრე დროთა განმავლობაში შევძლებდი შენი გული მომეგო მაგრამ ახლა აღარ მგონია ეს როდესმე მოხდეს.. -მაქსიმე.. -კეკე.. ძალიან გთხოვ გაჩუმდი,აღარ მინდა შენი მოსმენა.. შენი კიდევ ერთი სიტყვა რომ გავიგო ალბათ მიგახრჩობ და მე ციხეში წავალ. მაქსიმე.. სახტად დამტოვა სიახმემ.. ვიცოდი რომ კეკე რაღაცას მალავდა,ვაპირებდი გამეგო რა ხდებოდა მის თავს,სანამ დამირეკავდნენ და გამაგებინებდნენ ახალ ამბავს,ვიცოდი რაღა კავშირი ჰქონდა შევჩუკებთან,მაგრამ არც ამდენად არ მეგონა.ამაში კი მაშინ დავრწმუნდი როცა გრიგოლის ხსენებაზე გაფითრდა და მოგვიანებით დედამისს უყვიროდა.ამის კიდევ ერთი დასტური მისი „ყურადღების“ გადატანა იყო და კიტხვები ჩემს სამსახურზე. კეკე საძინებელში დავტოვე,ქურთუკი ავიღე და გარეთ გამოვედი.. უბრალოდ მინდოდა მომეფიქრებია ამ სიტუაციას ისე როგორ გავმკლავებოდი რომ თავად კეკე არ დამეზიანებია.. მიყვარდა თუ არა რეალურად? -მიყვარდა მისი აზროვნება,სისხარტე და ხალისიანობა.. მისი სიცილი.. როცა თვალცრემლიანი დავინახე პირველად ვერ ავიტანე.. როგორც ცხოვრების მეგზური ისე შეყვარება ვერ მოვასწარი,თუმცა ძალიან მინდოდა. გზად ბარში შევედი,ერთი ჭიქა ბურბონი დამეხმარებოდა და გამოსავალს მაპოვნინებდა როცა ტელეფონზე ზარი შემოვიდა. პ.ს წინა თავისათვის ცოტა დავიტუქსე თქვენგან :X :D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.