შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდგომარეობის მსხვერპი IV


21-05-2018, 15:10
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 167

რა თქმა უნდა დავთანხმდი და სახლში შევედით,სასტუმრო ოთახში მაქსიმე დავინახე,გამეღიმა და მისკენ წავედი მინდოდა ჩავხუტებოდი.. რაღაც იმ მომენტში ძალიან მაკლდა.. კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადავდგი დავინახე თეკუნა,რომელიც დამშეული მგელივით დაეძგერა მის სქელ ტუჩებს..
ადგილზე გავშრი.. გავიყინე.. სიცივემ იმდენად ამიტანა რომ ამაკანკალა.. პირზე ხელი ავიფარე რომ ისტერიკული კივილი არ დამეწყო.უცებ ლანას გავხედე,მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ არ მეჩვენებოდა და „ლამაზი სიზმარიც“ დასრულდა,ლანასაც ისევე გაფართოებოდა თვალები როგორც მე.. წამის მიასედში გავიაზრე რა მირაჟში ვიცხოვრე რამოდენიმე კვირა..
თვალები ცრემლებით ამევსო,გული მეტკინა.. სწორედ ის საყრდენი კედელი გამომეცალა რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი..
ზურგს უკნნიდან ხმა მომესმა.
-გოგონებო რას..-სიტყვა გაუწყდა სანის,რომელიც წამის წინ შემოვიდა.. ხმაზე მაქსიმემაც შეწყვიტა „ცხოვრების სიყვარულის“ კოცნა და ჩვენკენ გამოიხედა.
-კეკე..-დამიძახა მაქსმა,ცდილობდა რაღაც აეხსნა,მაგრამ მე ჩემი სახელის გარდა აღარაფერი გამიგონია,თითქოს სმენა დამეხშო.. ვიდექი და ვუყურებდი კახპას,რომელიც ნიშნისმოგებით მიყურებდა.თითქოს ჩემსა და თეკუნას შორის სამყარო ისე სწრაფად ტრიალებდა რომ თავბრუ დამეხვა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.შემდეგ?
არ ვიცი რას მოელოდნენ ჩემგან და რატომ მიყურებდნენ ისე,თითქოს სცენები უნდა მომეწყო,ისტერიკებში ჩავვარდნილიყავი და კახპა თმებით მეთრია,მაგრამ მე უვრალოდ ვიდექი.
მაქსიმეს შევხედე,რომლის მიმართ სიყვარული ზიზღმა შეცვალა..
-თეკუნა საყვარელო..-ძლივს ამოვიღე ხმა.-იმედია არ ფიქრობ,რომ ამ პროვოკაციას წამოვეგები.გაგაფრთხილე ჩემს ქმარს არ გაეკაროთქო,მაგრამ არ დამიჯერე.-ვეცადე მშვიდი ვყოფილიყავი.-შედეგებს დაელოდე ტკბილო,ვეცდები ბევრი არ გალოდინო.-გავუღიმე ზიზღნარევი სახით და კვლავ დავამატე.-ახლა კი გაეთრიე ჩემი სახლიდან.
ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გავაგდე თეკუნა სახლიდან,ვთქვი ჩემი სათქ,მელი ხმის აუკანკალებლად და ცრემლების გარეშე.. ჩემი თავის მე თავად მიკვირდა.
სასტუმრო ოთახიდან ყველა გავიდა,მხოლოდ მე და მაქსიმე დავრჩით.. ის დივანზე იჯდა,არც კი განიცდიდა მომხდარს,მის სიყვარულში უკვე ეჭვიც კი შევიტანე.სული ნამსხვრევებად მექცა,ახლა ყველაზე მეტად მტკიოდა ვიდრე როდესმე..
-კეკე მომისმინე..
-რატომ?
-რა რატომ?
-რატომ აკოცე?გინდოდა მტკენოდა? გამოგივიდა.. სული მეწვის სხეულში,აუტანელ ტკივილს ვგრძნობ რადგან არ შემიძლია რაიმეს შეცვლა.. იცი.. მე მართლა დაგიჯერე რომ გიყვარდი.
-კეკე მე შენ მართლა მიყვარხარ,არ გაბედი და ეჭვი არ შეიტანო ჩვენს გრძნობაში,ეს ორივეს გაგვანადგურებს. თეკუნა დამეტაკა და მაკოცა,ვერც მოვასწარი მომეშორებინა რომ თავზე დამადექი.
-ყველაზე საცოდავი თავის გამართლება,რაც კი ოდესმე გამიგონია.. მაქსიმე მე ამაზე მეტად აღარ მეტკინება,მე გენდე,შენი ვიწამე,მაგრამ წამებული მე გამოვედი.-ირონიულად გამეცინა.
-კეკე გთხოვ განსჯის უნარს ნუ დაკარგავ.
-რას ამბობ მაქსიმე? შენ რომ დაგენახა ვაჩეს ვკოცნიდი რას იზამდი?არ გებედო იმის თქმა რომ განსჯის უნარი დავკარგე.. -შემდეგ ჩანთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი,მაქსიმე დამეწია და მკლავში მწვდა.
-სად მიდიხარ?-თვალებში გაურკვევლობა დავინახე.
-მივდივარ,მაგრამ არ იფიქრო ჩემგან ასე იოლად დააღწევ თავს.. ცოტახნით განმარტოება მჭირდება და არც კი გაბედო უკან გამომყვე.-ხელი გავაშვებინე და სახლიდან გამოვედი..
ვერ ვუგებდი მაქსიმეს.. ორივენი ძალიან რთულები ვიყავით,მაგრამ იმის გაგება ნამდვილად მიჭირდა,თამაშობდა თუ არა ჩემთან..
ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებდა სკვერს.. ყველაფერი ისე უღიმღამო იყო,მაგრამ დასაფიქრებლად იდიალური ადგილი გახლდათ.. სრულ სიჩუმეში ვიჯექი სკამზე...
აღარც ვტიროდი,რომ იტირო რაღაც გრძნობა ხომ უნდა გაგაჩნდეს,მე კი ფიქრებიც კი აღარ დამრჩა,მხოლოდ გულის რევას ვგრძნობდი.. მესაზიზღრებოდა ყველაფერი..
მე მართლა შემიყვარდა.. უსაზღვროდ,უგონოდ.. შესაძლოა ვინმემ იფიქროთ ასე ცოტა დროში გრძნობის ამგვარი გაღვივება შეუძლებელიაო,მაგრამ ამას მხოლოდ ის იტყვის ვისაც მსგავსი თავდავიწყება არ განუცდია..
ჩემსა და მაქსიმეს შორის სწორედ ის უხილავი სიმები ჩაწყვიტა ემ კოცნამ,რომელიც დანახვისტანავე ვიგრძენით..
ფიქრებიც კი გამირბოდნენ,როცა ჩემს გვერდით მოხუცი მამაკაცი დაჯდა.. ყურადღება არ მივაქციე.. ერთხანს კიდევ ვიჯექი და ბოლოს მოთმინება დაკარგული ავდექი.. რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ გავიგონე მოხუცის ხრინწიანი ხმა,რომელიც რუსულად მომმართავდა.
-ჩემო პატარა გოგონავ,ჩემო მაშინკა..
იცით დავიბენი..
მეგონა სიურპრიზები დღეისათვის ამოვწურე,მაგრამ შევცდი..
ის ჩემს წინ იჯდა.. რაც მე მახსოვდა მისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.
მკრთალი სინათლის მიუხედავად შევნიშნე მისი ჭაღარაშერეული თმები,სიბერის ნაოღები როგორ დამჩნევია სახეზე და თვალებში მონატრება და სევდა აღებეჭდებოდა..
ისე ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი,რომ გული არ მითმენდა,მაგრამ მისი მეშინოდა..
დაწთლებულ და დასიებულ თვალებში ცრემლის ნასახიც კი აღარ დამრჩენოდა თორემ გულიანად ავტირდებოდი..
-როგორ მიპოვე?-როგორც შევძელი უხეშად ვკითხე.
-არ გამჭირვებია,რაც შენი გათხოვების ამბავი მოვიდა ჩემამდე.. ჩამოვედი..
-ცოტა დაგაგვიანდა შვილის მოძებნა.
-ვიცი გაბრაზებული ხარ..
-გაბრაზებული? არა მამა,მე ძალიან განრისხებული ვარ!არც კი გაბედო პატიება მთხოვო.. ვინც კი მიყვარდით ყველამ ხელი მკარით და სანაგვეზე მომისროლეთ..
-მაშინკა არ ვიცი შენს თავს რა ხდება,მაგრამ გამჩნევ კარგად არ ხარ.. თუ სურვილი გაქვს უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი როგორც მამა-შვილმა გამომყევი,როცცა მზად იქნები პრობლემებთან გასამკლავებლად უკან დაგაბრუნებ.
-სად?
-საქართველოში არ ვცხოვრობ თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ვართ გაჩერებული..
-შენ და კიდევ ვინ?
-შენი ძმა.-გამეცინა.. არ მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი რადგან ამით კიდევ უფრო დავშორდებოდი მაქსიმეს,მაგრამ უარის თქმის ნაცვლად დავთანხმდი.
-კარგი.. წავიდეთ,მინდა კონსტანტინი გავიცნო როგორც უფროსი ძმა,მაგრამ მაშინვე დავბრუნდები უკან როგორც კი მოვინდომებ!
მამას გაეღიმა მაგრამ არაფერი უთქვამს..
არ ვიცი მართლა მინდოდა კი ჩემი ძლის ნახვა და დროის მათთან ერთად გატარება,თუ უბრალოდ მაქსიმესაგან მინდოდა შორს ყოფნა..
ტრიალ მინდორზე ვერტმფრენი დაგვხვდა..
აი ჩვენც თურქეთში ვართ.. ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს მისაღებში. ვიაიპ ნომერი ავიღეთ და მეთხუთმეტე სართულზე გავჩერდით..
-შედი შენს ნომერში,თავი მოიწესრიგე და ერთ საათსი შევხვდეთ ქვემოთ რესტორანში.
-კარგი მაგრამ ბარგი თან არ მაქვს.-ვუთხარი ნომრის კარების გაღებისას.
-არ იდარდო.-ნომრისაკენ მიმითითა,მეც შევედი და იქ დამხვდა შოპინგის ჩანთების აუარებელი რიცხვი.
-რა იცოდი რომ წამოგყვებოდი?-რა საკვირველია ასე ყველაფერი ერთმანეთს ვერ დაემთხვეოდა.
-ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
-კარგი ვისაუბრებთ თანაც აუცილებლად.-ვუთხარი წარბაწეულმა და ის გავიდა..
რაღაც ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს..
ვიცოდი აქ სხვა ამბავი იქნებოდა და ჩემი აქ ჩამოსვლა იქნებოდა ერთი დიდი ნაბიჯი რომელიც მაქსიმედან ძალიან უკან გადავდგი,მაგრამ ამ მომენტში ეს არ მაღელვებდა.
შხაპი მივიღე და რაც შეიძლებოდა მოკრძალებული კაბა ავარჩიე რესტორანში სავახშმოდ,თანაც ჩემი ძმა კოსტანტინს უნდა შევხვედროდი.. მასზე ფიცხი არსება არ მინახავს მსოფლიოში,არც კი მეგულება მსგავსი,ყველაფერს ისე აკეთებს როგორც საჭიროდ ჩათვლის.. მიუხედავად იმისა რომ ხუთი წლის ვიყავი როცა ბოლოს ვნახე,ძალიან ბევრი რამ მახსოვს მისგან,რა საკვირველა ცუდი.
რესტორნის კარები შევაღე და „ჩემს“ მოხუცს დავუწყე თვალებით ძებნა.. და აი ისიც ვიპოვე.. ჩემგან ზურგით ორი მამაკაცი იჯდა,ნელა მივუახლოვდი მათ,მამამ გამიღიმა,ხოლო ორივე მამაკაცი წამოდგა ფეხზე.ვერც კი მოვასწარი შეთვალიერება ერთი ისე ძიერ დამეტაკა და ჩამეხუტა..
-მაშა..-წაიჩურჩულა ჩემი სახელი.
-კონსტანტინ ვეღარ ვსუნთქავ.-ვეცადე მომეშორებინა.
-მაპატიე ძალიან მომენატრე.
-მაპატიე მაგრამ არ მჯერა.-ვუთხარი როცა მის პირისპირ დავჯექი.
-რატომ?
-ვერც შენი და ვერც მამასი გავიგე.. თუ ასე გენატრებოდით და ცემთან დაკავშირება გინდოდათ რატო აქამდე არ გადმოდგით ნაბიჯი.. დავიჯერო მაკამ(დედაჩემმა) შეგიშალათ ხელი?
-მაკამ ბევრი რამ აითვისა ჩვენთან ცხოვრების დროს,,გაიცნო საჭირო ხალხი და სწორედ ისინი ეხმარებოდნენ შენს დამალვაში.. მაშა შევჩუკი ოფიციალურად გარდაცვლილად ითვლება,ჩვენ კი არ ვიცოდით შენი ახალი სახელი.-თქვა მამამ
-როგორ მეეცოდებით შევჩუკები.. ერთმა უბრალო ქალმა მოახერხა და თქვენს წინააღმდეგ გაილაშქრა?-ირონიას ვერ ვმალავდი,ბოლოს თვალი კოსწიას გვერდით მჯდარ მამაკაცს გავხედე,რომელიც ასევე თვალებგაბრწყინებული მიყურებდა.-ეს ვინ არის?
-ეს.. შენი უმცროსი ძმა არის.-მიპასუხა მამა.-ალექსეი
-ამიტომ მიგატოვა დედამ?
-მგონი აჯობებს უსიამოვნო თემებს შევეშვათ.. ყველას რაღაც არ გვსიამოვნებს,მაგრამ აუცილებელია ავიტანოთ.-თქვა კოსწიამ.
-მაინც რა უნდა ავიტანო?რომელიმე თქვენგანი ყოფილა ისეთ სიტუაციაში როგორც მე? არ მითხრათ რომ რამე უნდა ავიტანო მხოლოდ იმის გამო რომ მაფიის ლიდერის შვილი ვარ.. შეიძლება თქვენთვის მიუღებელია ჩემი სიტყვები და ამ წამს ჩემს მოკვლასაც კი გეგმავდეკოსწ შენს პატარა ტვინში მაგრამ შეგახსენებ მე გავლენიანი კაცის ცოლი ვარ,რომელიც მზად არის ყველა შევჩუკი მიწასთან გაასწოროს.
-შენი ჩათვლით მაშა..
-რა?
-საძიებო სისტემაში ამოვარდა რომ ვიღაც ჯერ კეკე თოლორდავაზე იძებდა ინფორმაციას,შემდეგ კი მაშა შევჩუკზე.. ცდილობდნენ ამ ორ სახელს შორის კავშირი ეპოვნათ და ეს შენს ქორწილამდე იყო...-თქვა მამამ.. უცებ ვერ მივხვდი რატომ გაუსვეს ხაზი ჩემს ქორწილს..-ჩვენც დავიწყეთ კეკე თოლორდავას ძიება და ჩემმა ხალხმა კლუბში შეგამჩნიეს,თივით მაქსიმე გასვიანთან ერთად.. შენი და მაქსიმეს პირველი შეხვედრა დადგმული იყო.-ყურებში ექოსავეთ ჩამესმოდა ეს ხმა..
განადგურებული ვიყავი,მაგრამ ახლა რა ერქვა ჩემს მდგომარეობას?
-არ მჯერა.. მან არ იცოდა რომ მე კეკე ვიყავი.-წამოვიფრუტუნე და კონსტანტინეს მივაშტერდი იმ იმედით რომ რამეს მეტყოდა.
-სამწუხაროდ ასეა დაიკო,შენ უბრალოდ გამოგიყენეს რათა ჩვენამდე მოსულიყო. დედაშენს კარგი შემოთავაზება გაუკეთეს რომ მისი ერთადერთი გოგონას სწავლას დააფინანსებდნენ და უზრუნველი იცხოვრებდა მდიდარი და გავლენიანი ქმრის გვერდით.. განა რა უნდა ქალს მეტი რომ შვილი ბედნიერი ჰყავდეს..-მითხრა კონსტანტინემ.
-არ მჯერა,მტკიცებულებები გაქვთ?-უმცროსმა ძმამ გაიღიმა და მობილური ამოიღო,რაღაც კოდი შეიყვანა და იმ ღამის ჩანაწერებს მანახებდა.
დავინახე როგორ შევიდა მაქსიმე კლუბში თანამშრომლებთან ერთად და მელოდებოდა,პარალელურად კი გადამცემით ამოწმებდა იქ ვიყავი თუ არა..
დამინახა და სასმელი მოითხოვა,მე კი ჩერჩეტი გოგოსავეთ „შევლაჯუნდი“ იქ,პირველსავე შემხვედრს გამოველაპარაკე და დებილივით მოვიხიბლე მისით.
მხოლოდ სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან,მაგრამ თავი მალევე შევუიკავე..
უკვე ვიცოდი რასაც გავაკეთებდი..
გონებაში გავთვალე რასაც მაქსიმე გასვიანს დავმართებდი,ამ პროცესით კი ვიხალისებდი..

პ.ს ისე დიდი თავი ვერ დავდე,მაგრამ ვეცდები საღამოსაც დავამატო..
ცოტა სიტუაცია შევცვალე,მაგრამ იმედია მოგეწონებათ განვითარებული მოვლენები.თუმცა მაინც მაინტერესებს ამ საკითხზე თქვენი აზრი



№1 სტუმარი ani

DZalian kagia mixaria rom agrdzeleb warmatebebi rac sheexeba situaciis cvlilebas me dzalian momwons ????

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

მე არ მომეწონა მოვლენების ასეთი განვითარება. თუმცა, ვიმეორებ შენი ისტორიაა და მე.უბრალოდ აზრს გამოვთქვამ.
ძალიან გამაღიზიანებელია, როცა თვითონ კეკე ამბობს რომ ის ძროხა დაეტაკა მაქსს ტუჩებზე და საქმესამეზე რომ მიდგა ეს ფაქტი საერთოდ გაქრა.
ჩემთვის როგორც მკითხველისთვის ძალიან გამაღიზიანებელია მსგავსი საბავშვო ბაღის თამაშები და ბოლო ხო საერთოდ. თუ ასეთი მაგარი იყო, თავიდანვე გაეწია ყველასთვის წინააღმდეგობა.
თანაც, მაქსიმეს ამ გოგოსთვის არაფერი, საერთოდ არაფერი დაუძალებია და დაუშავებია(მაშინ როდესაც ამ ბიჭს აქვს რაღაც მიზეზი, რომ ისე მოიქცეს როგორც მოიქცა), ეს გოგო კიდევ...თან გავერთობიო. ასე უცებ შეყვარება, გადაყვარება, მერე მტრული თამაშები და ისევ სიყვარული, ჩემი აზრით დამღლელია ძალიან.
მართლა კარგად დაიწყე და ვერც ვიფიქრებდი ამ მიმართულებით თუ წაიყვანდი ისტორიას.

 


№3 სტუმარი დფჰ

სულ ერთი და იგივე შენს ისტორიებშიიი გოგოებს ატყუებენ მერე გარბიან ისინი შურს ძიობენ, ეს ისტორია სხვანაირი მეგონა მაგრამ ისევ იგივე არაფერი განსხვავებულიიი, წავა კეკე ერთი ან რავი ხუთი წლით გაქრება მერე გამოჩნდება მაქსზე შურს იძიებს, იმედი მქონდა რომ ასე არ წარიმართებოდა მოვლენებიიი, მე მაინც ძალიან მომწონს მაქსიმეეეე.

 


№4  offline წევრი blondeangel631

ამ გოგოს სიძლიერით ძალიან ვიხიბლები ნეტა რეალურ ცხოვრებაში ბევრი ასეთი გამბედავი ადამიანი უყოს ძალიან მომწონს

 


№5 სტუმარი ჯმდჰედჰეკ

კარგია აი მაქსიმეს არ ვიცი რას ვუზავდი კეკეს ადგილას

 


№6  offline წევრი richirichi

ვგრძნობდი,რომ ასე მოხდებოდა,მაგრამ მეწყინაა.იმედია მაქსიმეს მართლა შეუყვარდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent