ცუდი ბიჭების სასტავი (თავი მეთერთმეტე)
ქორწილის დღე. დრო ისე სწრაფად გავიდა საერთოდ ვერაფერი გავიგე, მთელი დღე დედაჩემი მეფერებოდა და არსად არ მიშვებდა მეუბნებოდა რომ "მალე წახვალ და მე რაღა მეშველებაო". დილა თავიდანვე არეულად დაიწყო, ჯერ დედაჩემი შემოვარდა ოთახში და ჩემი საყვარელი საათი გამიტეხა მერე ნუცი დამახტა თავზე. საბოლოოდ ქალბატონმა პატარძალმა ანუ მე ვინებე ფეხზე ადგომა და შხაპის მისაღებად სააბაზანოში შესვლა. -აუ მეზარება ქორწილი-მთქნარებით გამოვედი სააბაზანოდან -გოგოოო არ გამაგიჟო ეხა-შეიცხადა თავისებურად ნუციმ-თანაც მეჯვარე ვარ და მე მაინც დამინდე -სალონში როდის მივდივართ? -ეხლა-მითხრა ნუციმ და ოთახიდან გამათრია. -მამაჩემის მანქანით მივდივართ? -არა ბიჭოს ჟიგულს ჩამოგვიგდებენ ციდან-თქვა ნუციმ და მანქანას მიუჯდა. -აუ არ გეზარება ნუცი? წაყევი ჯვრისწერაზე მერე ხელისმოწერაზე მერე ფოტოების გადასაღებად და მერე რესტორანში -საერთოდაც არ მეზარება, სხვათაშორის გვანცაც მეჯვარეა და პირდაპირ სახლში მოვა -არ მინდა დემეტრეს რომ გავყვე ცოლად -კარგი ანი ნუ დაიწყე ეხლა -რა გავაკეთო, მასზე იმდენად გაბრაზებული ვარ, ეს გრძნობა ყველაფერს წონის თანაც...კარგი რა მეთხუთმეტე საუკუნეში ხო არ ვართ, ძალით რო მაყოლებენ -გოგოოო ნუ ლაპარაკაობ ბევრს და მანქანიდან გადმოდი-შენიშვნა მომცა ნუციმ და გადმოსვლისთანავე ავტომობილის კარი ჩაკეტა. სალონში დაახლოებით საათნახევარი ვიყავით, თმა უბრალოდ მაღლა ავიწიე და კოსა გავიკეთე. არ მომწონს ზედმეტად გადავსებული ვარცხნილობა ასევე მსუბუქი მაკიაჟით გავილამაზე სახე -ვაიმე ნუცი რა ლამაზი ხარ, იქნებ შენ და ბექა დაქორწინდეთ-ვუთხარი სიცილით როდესაც მანქანაში ჩაჯდა -აუ ეხა თუ გაფეთე აქედან ხელი -ბევრს ნუ ლაპარაკობ და გზას უყურე, არ მინდა ქორწილის დღეს სიკვდილი-ვთქვი და მუსიკას ავუწიე "I got love" სიმღერა დავიწყეთ ორივემ და კარგადაც ვიმხიარულეთ. სახლში შევედი თუ არა გვანცა შემომეგება -პატარძალო, გილოცავ, ბედნიერება სიხარული სიყვარული ყველაფერი კარგი ჩემგან-მითხრა და გადამეხვია -ასე რატო გიხარია შენ როცა მე საერთოდ არ ვარ ბედნიერი-ვუთხარი და გვერდი ავუარე -ეხა უჟმურ ხასიათზე თუ არ იქნები და დემეტრესაც თუ არ მოჟამავ კაის იზამ-ამომყვა ოთახში გვანცა -დილიდან ასეთ ხასიათზეა ვერაფერი შევაგნებინე-თქვა ნუციმ და ჩემი თეთრი კაბა გამოიღო. აი როგორ გამოიყურებოდა ის, თეთრი მუხლამდე ნაჭრით შემდეგ კი ყვავილებით მოქარგული ბადით დაბოლოოებული კაბა, მხრებზე გადმოწეული ზორტებით და ოდნავი დეკოლტით -ქორწილი არა მაგრამ ეს კაბა მომწონს-ვთქვი და გავიცინე -ბევრს ნუ ლაპარაკობ, მიდი და გამოიცვალე-მითხრა გვანცამ და ოთახში შემაგდო. დაახლოებით ხუთ წუთში გამოვედი თაიგულით და კაბით დამშვენებული -ეხა ვიჯღავლებ-თქვა ნუციმ და გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა -ულამაზესი ხარ-მითხრა გვანცამ და მომეხვია -ეს ის დაუვიწყარი დღეა რომელსაც ამდენი ხანი ველოდით-მითხრა ნუციმ და სარკეში გვერდით დამიდგა -ხო მართლაც დაუვიწყარია-ჩავიჩურჩულე ჩემთვის... *********************** ამ დროს რას შვებოდა დემეტრე? როგორც პატარა ბავშვი კონცერტზე გამოსვლის დროს ზუსტად ისევე ნერვიულობდა. ძმაკაცები მასთან შეკრებილიყვნენ და ცხარე საუბარი გაებათ -გვანცა ანისთან წავიდა-წამოიწყო ლაპარაკი ვაჩემ -მაიცა ამ დილა ადრიან ანისთან რა უნდა?-იკითხა გაკვირვებულმა ლაშამ -რა გჭირს შე*ემა მეჯვარეა -აა ხო ეგ სულ ამომივარდა თავიდან -ჩემი მეჯვარე ბექა და ნიკა არიან, არ დაგავიწყდეთ -ეხ ჩვენ სასტავში ნელნელა ყველას ცოლი მოყავს-დანანებით თქვა ლაშამ -შენი დროც მოვა ძმაო-თქვა სიცილით ბექამ -იცოდეთ, ჩოგოვაძეს ხალხი არ დამანოთ ჩემს ქორწილში, შესაძლებელია ანის დაუშაონ რამე -ნუ ღელავ დემე, დაცვა გაძლიერებულია, ეს ქორწილი უმაგრესად ჩაივლის-არ დააყოვნა პასუხი გეგამ -ისე მაგ სასტავს რამე უნდა მოვუხერხოთ-კბილებში გამოსცრა ლაშამ -იმედია ეხა ქორწილის დღეს არ დაერევი იმგენს-თქვა სიცილით ნიკამ -ქორწილის წინ კი არა აქამდეც უნდა მოგვეკლა ეგენი-თქვა ბექამ და იქვე დადებული ვისკი მოსვა -ხო მარა ეხლა ჩემი ქორწილია, თან იმის საშიშროებაც არის რომ პატარძალი გამექცეს-თქვა დემეტრემ და ანის გახსენებისას გაეცინა -თავი თურქულ სერიალში მგონია, ჰეი მუსტაფა სად გაიქცევა აიშე გული-თქვა სიცილით ვაჩემ -აიშე გული არ ვიცი მარა, კაი გოგოები კი იქნებიან ახლა იქ (ნიკა) -სად შეიკრიბა ამდენი ცუდი ბიჭი ერთად-სიცილით შემოვიდა ნენე. ნიკამ როგორც კი ის დაინახა დასერიოზულდა და თავისთავად სიმპატიური ღიმილი შეაგება -გილოცავ დიდო ძამიკო გაბედნიერებას-უთხრა დემეტრეს და გადაეხვია -მადლობა დაიკო -დღეს ვიყავი ანისთან, ახლა მოვედი, ულამაზესია ასეთი პატარძალი ჯერ არც კი მინახავს, კაი გოგო კი დაგითრევია-თქვა სიცილით ნენემ -რა ენაღვლება თვითონ კი არის კარგ გოგოსთან და აქ ზოგიერთი დაგვტოვა ქორწილის გარეშე-თქვა ვითომ გაბრაზებით ნიკუშამ -კაი ნიკუშ რა დაგემართა, ჯერ ყველაფერი წინ არის-ისეთი მომაჯადოებელი ღიმილით თქვა ნენემ ეს სიტყვები რომ ნიკას პირი ღია დარჩა -ნიკა ტელეფონი მომაწოდე რა-თხოვა ბექამ ძმაკაცს რომელიც ჯერ კიდევ გამოშტრებული იყურებოდა-ნიკა თქო -პასუხი არ არის -რა გჭირს შეჩემისგადანგრეულო მომაწოდე ეგ დედააფეთქებული-გაბრაზებულმა დაიყვირა ბექამ -რაიყო აჰა-თქვა ახლად გამორკვეულმა ნიკამ -აცადე ბიჭო, სიყვარულის ქარცეცხლში იწვის-გადაუჩურჩულა გეგამ. -კაი ადექით ყველა წავედით პატარძალთან-თქვა დემეტრემ და ყველანი გარეთ გაყარა. ათამდე მანქანა მიქროდა თბილისის ტრასაზე, გამაყრუებელი სიგნალებით. დემეს სასტავი ყველაზე მაგარი ბიჭების პონტში იყვნენ, რომლებზეც ყველა გოგო გიჟდებოდა... ******************* ზუსტად ამ დროს სამი მეგობარი, ანის დედ-მამა, ასევე მათი რამდენიმე ნათესავი სახლში უცდიდნენ სიძეს -მაინც არ მინდა ქორწილი-ბუზღუნებდა ანი რომელიც თავის ორ მეგობართან ერთად ოთახში იყო გამოკეტილი -დაიწყო-თქვა ნუციმ და ანის სწერვა სიფათი ესროლა -თუ არ მინდა რა ვქნა -ვსიო აი მოვიდნენ-წამოიყვირა გვანცამ და ფეხზე წამოვარდა. დემეტრე და მისი სასტავი სახლში შემოვიდნენ, ჯერ ყველას მიესალმნენ შემდეგ კი პატარძალი იკითხეს. სწორედ ამ დროს ჩამოვიდან თეთრ კაბაში გამოწყობილი ანი, რომელიც ზეციურ ქალღმერთ გავდა. დემეტრეს პირი ღია დარჩა, იმდენად მომხიბლელად გამოიყურებოდა მისი საცოლე რომ თავის შეკავებაც კი უჭირდა. ანი ჩამოვიდა თუ არა კიბეებზე ცივი მზერა ესროლა დემეტრეს, დემემ იცოდა თუ როგორ არ უნდოდა მას ქორწილი, თუმაც რაღაც ძალა რომელსაც სიყვარული ქვია არ ასვენებდა. დაიწყო ქორწილი, ჯერ ჯვრისწერაზე წავიდნენ ჩვენი გვრიტები. მანქანაში ნუცი, ბექა ანი და დემე იჯდა. ანი ფანჯარაში იყურებოდა მობუსული სახით -იმედია მთელი ქორწილი ეგრე არ იქნები-შენიშვნა მისცა დემემ ანის -შეეგუე ჩემს ასეთ ხასიათს, უსიყვარულოდ რომ გათხოვებენ ბედნიერი ვერ იქნები-ჩაისისინა ანიმ თავისუბურად -ანი-მკაცრი ტონით უთხრა ნუციმ -რა ანი სიმართლეს არ ვამბობ? -დაანებე ნუცი თავი-ჩაგვერთო ლაპარაკში ბექა -ხო დაანებე თავი, მაინც ქორწილის დღეა და ნერვიულობს-თქვა დემეტრემ უცნაური ღიმილით და ვაჩეს მანქანას წინ გადაუსწრო. ბატონმა დემეტრემ მანქანა ეკლესიასთან გააჩერა და ანი გადმოიყვანა. გადმოსვლისთანავე ბატონი ლადო და ქალბატონი ქეთევანი შეეგებნენ -ულამაზესი ხარ საყვარელო, მართლაც რომ კარგი არჩევანი გაუკეთებია დემეტრეს-უთხრა ღიმილით ბატონმა ლადომ -მართლაც ლამაზი პატარძალი გვყავს-ჩერთო ლაპარაკში ახლას მოსული ნენე, რომელიც თავის ულამაზეს კაბაში გამოწყობილი მშვენივრად გამოიყურებოდა -და ლამაზი მეჯვარეები-დაიძახეს გვანცამ და ნუციმ. ანის გაეცინა და თავისი ღიმილით ბევრი ყბაჩამოვარდნილი დატოვა. შევიდნენ ტაძარში დაიწერეს ჯვარი, და რაღაც უცნაური ბედნიერებით რომელსაც ქორწინება ქვია გარეთ გამოვიდნენ. ქარმა დაუბერა, ანის კაბა აშრიალდა, ფატამ სახე დაუფარა. ის იყო სახე უნდა გაეთავისუფლებინა რომ ვიღაცამ ეს ფატა მსუბუქად, ნაზი შეხებით გადაუწია -გმადლობთ დემეტრე-უთხრა ანიმ ისე რომ არც მიუქცევია მისთვის ყურადღება -არაფრის ანი-უთხრა დემემ და შუბლზე აკოცა -ვაიმეე რა თბილი წყვილია, ნუ აგვატირებთ ეხა-ჩაერთო ლაპარაკში ბექა -ბექა აცადე ლაპარაკი-გაბრაზდა ნუცი -მაპატიეთ მის ნუცი-თქვა ბექამ ხელების აწევით -ისედაც ბექა თბილი წყვილის ჩვენ არაფერი გვეტყობა-ცივად უთხრა ანიმ -ამას უთხარი ნუ იგესლება თორე მოვაცლი იმ გიურზას ენას-გადაუჩურჩულა გვანცამ ნუცის -რა გავაკეთო არ ჩერდება და-თქვა ნუციმ და მანქანაში თავისი ადგილი დაიკავა. -აუ არ გეზარებათ ეხა ხელისმოწერაზე და მერე რესტორანში წასვლა?-არ ცხრებოდა ანი -ანი მომისმინე, აქამდე თბილად გექცეოდი მაგრამ დამთავრდა შენ ჩემი ცოლი ხდები და შეუშვი მაგ უტვინო თავში-დაუღრიალა დემეტრემ -რატო უნდა გავხდე შენი ცოლი როცა არ მინდა -აქ შენზე არ არის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებას ყოველთვის მე ვიღებ, ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩემია-დაიგრგვინა დემემ ქარიშხალივით -კარგი გეყოთ, ქორწილის დღეა, ნუ დაწყვიტავთ ერთმანეთს-ჩაერთო ლაპარაკში ანერვიულებული ნუცი -საერთოდ იცი რა? ყველამ მოკეტეთ და მაცადეთ მუდიკის მოსმენა-თქვა ანიმ და charlote cardin-main girl-ს აუწია. მთელი გზა არცერთ ამოუღია ხმა, ჩუმად იჯდნენ და გზას გაჰყურებდნენ. ანიმ რაღაცნაირი ბედნიერების მოზღვავება იგრძნო და ხასიათი გამოუკეთდა, სწორედ ასეთია ის, ხასიათცვალებადი, ერთ წუტში შეიძლება იცინოდეს მეორე წუთში კი ცოფებს ყრიდეს. ხელის მოწერა ძალიან კარგი იყო, ჯერ იყო და გარემო იმდენად ლამაზი მორთული იყო რაც სხვათაშორის ნენეს ნახელავია. და აქ უკვე პატარძალიც ბედნიერი იყო, ღიმილით შევიდნენ ყვავილებით მოფენილ გარემოში და თეთრ ხალიჩაზე გაიარეს -ბატონო დემეტრე თანახმა ხართ თუ არა დაქორწინდეთ ანი ჯაჭვლიანზე და სიცოცხლის ბოლომდე ჭირში თუ ლხინში მასთან იყოთ, გაიზიაროთ მისი ტკივილი, სიხარული, სევდა და ბედნიერება -თანახმა ვარ-თქვა დემეტრემ და ამას ყველას ომახიანი ტაში მოყვა -ქალბატონო ანი თანახმა ხართ თუ არა დაქორწინდეთ ბატონ დემეტრეზე და ჭირში თუ ლხინში მასთან იყოთ, გაიზიაროთ მისი ტკივილი, სევდა, სიხარული და ბედნიერება ანიმ ჯერ სტუმრებს შეხედე შემდეგ კი სიყვარულით სასვსე დემეტრეს -თანახმა ვარ-თქვა ჩუმად თუმცა რაღაც დონეზე გასაგებად -მაშასადამე ჩემი მონიჭებული უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ-ამ განცხადებას მოყვა ოვაციები, ტაში. ხელი მოაწერეს და დაიძრნენ რესტორნისკენ. უნდა გენახათ ანის და დემეტრეს წყვილი, ეს იყო პირდაპირ საოცრება, ყველა ჟურნალისტის კამერა მათკენ იყო მიმართული, ყველა მათ უღებდა. ამაზე ლამაზი წყვილი ჯერ ტელეეკრანებს არ ყავდათ ნაჩვენები, ანი და დემე წლის წყვილი, ზუსტად ასე გავიდა რეპორტაჟიც. ცოლ-ქმარს ოვაციებით შეხვდნენ, და დაიწყო ქორწილი. ბევრი ცეკვა, სიმღერა და ბედნიერება. მეფე-პატარძალმაც გვაჩუქა სამახსოვრო ცეკვა Ed sheeran-perfect ისე კარგად იცეკვეს რომ ლამის დაინგრა დარბაზი ოვაციებით. ანი ძალიან დაღლილი იყო ზედმეტადაც კი -დემეტრე სახლში მინდა-თქვა ანიმ მოჭუტული თვალებით -ხო წავიდეთ-თქვა დემეტრემ და მიკროფონი აიღო. ყველას დაემშვიდობა, კარგი გართობა უსურვა და ანისთან ერთად სახლში გაეშურა. ანი ლამის დაძინებული შევიდა სახლში, იმდენად მთვრალი იყო თავის შეკავებაც კი უჭირდა ისევე როგორც დემეტრე. მეორე სართულზე ავიდნენ, ერთი წამი მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ანი უცბად გამოერკვა და ოთახში შევიდა. დემეტრეს მოუსვენრობა დაეტყო, თანაც ზედმეტად მთვრალი იყო და თავსაც ვერ აკონტროლებდა. ანისთან შევიდა ოთახში, რომელიც კარგად შემთვრალი საქორწინო კაბის გახსნას ცდილობდა. დაუფიქრებლად მივიდა დემეტრე და კაბა ნელი მოძრაობით გაუხსნა შემდეგ კი კანზე ხელი აუცურა. ანი დაბურძგლა სიამოვნებისგან გაეღიმა, იმდენად მთვრალი იყო რომ ვერც თავს აკონტროლებდა და ვერც თავის ქცევებს, უჭირდა იმ ფაქტის დამალვა რომ დემეტრე გაგიჟებამდე უყვარდა. ანის საქორწინო კაბა ქვემოთ ჩამოუვარდა და დემეტრეს ფეხებთან დაეცა, ანი დემეტრესკენ შემობრუნდა. ჩვენმა ბიჭმა არც აცია არც აცხელა ისე ეცა ანის ტუჩებზე და კედელთან მიიმწყვდია. ვნებიანად კოცნიდა და ამ კოცნით ანის სხეულში ალები ედებოდა. თუმცა გამოერკვა ჩვენი გოგონა, მიხვდა რომ ისევ იგივე შეცდომას დაუშვებდა რაც იმ საბედისწერო ღამეს. მიუხედავად მისი სიმთვრალისა ტვინი იმხელაზე უმუშავებდა რომ ეს შეცდომა თავიდან არ გაემეორებინა. ძალიან არ უნდოდა მაგრამ დემეტრე თავიდან მოიშორა, ჩვენი "ცუდი" ბიჭი იმდენად მთვრალი იყო რომ ანის არ უშვებდა. კიდევ ერთხელ მიიმწყვდია კედელთან მისი სიყვარული და ვნებიანად კოცნა დაუწყო,თუმცა ეხლაც ანიმ მოიშორა თავიდან. უეცრად დემეტრეს გონება გაუნათდა, მიხვდა რასაც აკეთებდა და ანი გაუშვა. ორივეს მალევე ჩაეძინათ, ანის ჯერ კიდევ შერჩენოდა დემეტრეს სხეულის სიმხურვალე, დემეს კი ანის ტუჩების გემო. ******************* არ შეიძლება არ ვისაუბროთ ქორწილში მიმდინარე მხიარულებაზე. გვანცა და ვაჩე უკვე სახლში წასულიყვნენ, ზედმეტად დაღლილი გვანცა ლამის ხელებში ჩაუვარდა ვაჩეს. აი ნუცი კი ჯერ არ აპირებდა გაჩერებას და ბექას ისე აეჭვიანებდა რომ ლამის ყურებიდან ცეცხლს უშვებდა საწყალი ბიჭი. ნუცი თავის ადგილაზე იჯდა და არემარეს გასცქეროდა როდესაც ვიღაც სიმპატიური ბიჭი მიუახლოვდა მას -შეიძლება თქვენთან ცეკვა? -კი რატომაც არა-დათანხმდა მოწყენილი ნუცი და სიმპატიურ ნაცნობს გაყვა. ბექამ დაინახა თუ არა ეს მის საძმაკაცოს მოშორდა და წყვილს თვალი გაადევნა. ნუცი ცოტა არაკომფორტულად იყო მოქცეული უცნობის ხელებში, და ეს ბიჭი ნამდვილად ცუდად დააცურებდა ხელებს ნუცის ლამაზ სხეულზე -აღარ მინდა ცეკვა-შეჩერდა ნუცი და წასვლა მოინდომა -მე არ დამიმთავრებია ჯერ ლამაზო-თქვა ალკოჰოლის სუნათ აყროლებულმა უცნობმა და ნუცის ხელი ოდნავ ქვემოთ ჩაუსრიალა -არ მინდა მეთქი ცეკვა-გაბრაზდა ნუცი და ბიჭისგან ხელმეორედ ცადა თავის დაღწევა თუმცა უშედეგოდ. უეცრად არსაიდან ბექა გამოჩნდა და წყვილის საუბარში ჩაერია -მგონი გარკვევით გითხრეს რომ არ უნდათ თქვენთან ცეკვა -შენ ვაფშე ვინ ხარ?-კითხა აგდებულად უცნობმა -მე? მე ბექა გვანცელაძე ვარ და აი იმ სასტავის წევრი ვარ-თან ხელი გაიშვირა სამეგობროსკენ-სანამ კეთილი ვარ ნებას გაძლევ წახვიდე, თუმცა 3 წამში თუ არ გამეცლები კარგი დღე ნამდვილად არ დაგადგება. საწყალ ბიჭს ისე შეეშინდა ლამის სირბილით წავიდა. ნუცის წყვილად ბექა დაუდგა თუმცა სიმღერა უკვე დამთავრებულიყო -არ მითხოვია შენთვის დახმარება-უთხრა გაბრაზებულმა ნუციმ -არ გითხოვია, მაგრამ დაგეხმარე-თქვა ბექამ ღიმილით და ახლად დაწყებულ ed sheeran-make it rain-ს ნუცისთან ერთად ტანი ააყოლა. პს. იმედია მოგეწონებათ ❤ მიყვარხართ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.