თბილისის ცის ქვეშ... თავი 7
რატომღაც მეგონა რომ ეს საღამო და ეს გულწრფელი საუბარი,ძველი დროის გახსენება რაღაცას შეცვლიდა ჩვენს ურთიერთობაში,სხვა თუ არაფერი დამირეკავდა მაინც ,მაგრამ ისევ სიჩუმე.ისევ დუმილი და ისევ უმოქმედობა. მთელმა კვირამ განვლო და არაფერი ისმოდა მისგან,ის კი არა საერთოდ გაქრა,არც კი გამოჩენილა და არც კი შემხვედრია.მისი ბინაც ცარიელი იყო და საშინელი მარტოობა იგრძნობოდა იქაც, ისევ ვინანე,ვინანე რომ გავიხსენი და იმედი მივედი ჩემს თავს რომ რაღაც შეიცვლებოდა.რომ ისევ მეცადა და ჩემს სულამდე მიმეშვა ვიღაც კიდევ. ისევ...ისევ..ისევ... დაუსრულებლად ერთი და იგივე... ისევ მარტოობა და საკუთარ თავთან და ტკივილთან მარტო დარჩენა. იმაზე მეშლებოდა ნერვები რომ ისევ მივეცი მამაკაცს რომ ავერიე და ჩემს გონებაში შემოჭრილიყო.. კვირის ბოლოს გოგოებმა დამირეკეს, წესად გვქონდა კვირაში მინიმუმ ერთი დღის ერთად გატარება. არასოდეს გამოგვიტოვებია და არც ამჯერად აპირებდნენ უარის თქმას. -"გოგოები-ფართი" გვქვს,-მახარა ეთუნამ -რა გვაქვს?ამიტყდა სიცილი,თან სამსახურიდან გასასვლელად ვემზადებოდი. -რა ვერ გაიგე?გოგოები მივდივართ დღეს კლუბში.ნუ ჩვენს გარდა კიდევ იქნებიან სხვებიც ჩემი და,ჩემი მული, ქეთოს ბიძაშვილი და ჩვენ. -ბავშვებს რას უშვები? -ბავშვები ქმრებთან.დღეს კაცები სახლში იქნებიან,ქალები გასართობად. -გიჟი ხარ ოცდაათი წლის ქალი,შენ გათხოვებამ და ორი შვილი დედობამაც არ გიშველა.უფრო გადაირიე მგონი. როგორ გიძლებს გიგი. -მე გიგი მაინც მიძლებს და შენ რომ არავინ გყავს?უკაცობისგან ჭკუიდან გადახვედი ვერ ხედავ? -ნუ იკბინები შენ შხამიანი გველივით. -არც შენ იგესლები ნაკლებად.მოგხედავ ამაღამ. ახლა ნუღა მელაპარაკები,სახლში მიდი,მოემზადე და წამოდი,მისამართს მოგწერ და დიდხანს არ გვალოდინო. სწრაფად მიაყარა ეთუნამ და პასუხის გაცემა არ მაცადა ისე გათიშა.. გაჩერებაზე გავედი და ტაქსს გავიქნიე ხელი,ავტობუსით და ფეხით წასვლით დრო აღარ იყო, ისედაც დავაგვიანებდი და ასე მითუმეტეს. სწრაფად გადავივლე წყალი და პირველი რაც ხელში მომხვდა ის კაბა ჩავიცვ- შიფონის ატმისფერი კაბა და მისი შესაფერისი ფეხსაცმელი. ძალიან მიხდებოდა და კიდევ უფრო მიკლებდა ასაკს,ისედაც არ მეტყობოდა რომ მალე მეც ოცდაათს მივუკაკუნებდი.თმა შევიშრე,უბრალოდ ჩამოვიშალე,ტუჩსაცხი წავისვი,თვალები ოდნავ შევიღებე,ჩანთა ავიღე და სახლიდან საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი გავედი.. ყველა იქ დამხვდა და მე მელოდებოდნენ,შეკვეთა უკვე მიეცათ.ყველას ვიცნობდი თბილი მოკითხვებისა და მისალმების შემდეგ ჩვენებური გავუშვით.ეთუნას და ქეთოს გარდა ყველა თავისუფლები ვიყავით და შეგვეძლო დღეს გვეგიჟა.მართალია ისინი ჩემზე ასაკით პატარები იყვნენ მაგრამ არაფრით ჩამოუვარდებოდი მათ,მითუმეტეს გოგოებმა ჩემი ხასიათი იცოდნენ და იცოდნენ რომ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ცეკვა მინდებოდა..-აბა ადექით აახლა ჰეე,გახურდა მუსიკა,არ გაჯობენ თინეიჯერებმა.-აქტიურობდა ეთო და განსაკუთრებით ჩემი მისამართით ისროდა მწარე ხუმრობებს -შენ დღეს ძალიან მკბენ და იცოდე შენთვისაც მოვიცლი,- არ დავუთმე მეც -ყოველთვის ასე როგორ უნდა იყოთ თქვენ -ქეთო ამას გავგლიჯავ და იცოდეთ შუაში არ ჩამიდგე -ადექეი გოგო ეგ სხვა დროისთვის გადადე.ხელი მიბიძგა ეთუნამ და თავის დაც მომაყოლა.. ახალგაზრდების ჯგუფს შევუერთდით და ენერგიულ მუსიკას ასევე ენერგიულად ავაყოლეთ სხეულები, კარგი და გემოვნებინი მუსიკით ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი და არც ამჯერად იყო გამონაკლისი. გოგოებიც ამყვნენ,ბოლოს ეთუნა და ქეთოც შემოგვიერთდნენ და ისეთ ამბავშვი ვიყავით რომ მოვიხედეთ ახალგაზრდების შუაში ვიყავით მოქცეულები და მხიარული შეძახილებით გვამხნევებდნენ,პირდაპირ ვიტყვი თინეიჯერები დავჩრდილეთ ამ "ბებრებმა ". სასმელმა და ყურადღებამ უფრო გაგვათამამა.რა თქმა უნდა მაშინვე გაჩნდნენ ჩვენს ირგვლივ მონადირე მამაკაცთა არმია. ზრდილობიანად ვიშორებდით ყველას და სუფრასთან დავბრუნდით, ცოტა დავმშვიდდით და ახლა იქ გავაგრძელეთ გართობა,ეთუნა იყო თამადა და ერთი-ორი ქალებისთვის საყვარელი სადღეგრძელო შემოგვთავაზა. სიყვარულის სადღეგრძელო თავის გიგის თამადობით. ხშირად გვაწყვეტინებდნენ მიმტანები გართობას რადგან მამაკაცები სხვადასხვა საჩუქრებს გვიგზავნიდნენ.ჩვენც ზრდილობიანად ვატანდით უკან. კიდევ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ისევ რომ გამოჩნდა ორი მიმტანი ჩვენსკენ მომავალი მაშინვე მოვემზადე რომ უხეშად მეპასუხა. უკვე შეწუხებული ვიყავით.ერთს მარტინი მოჰქონდა ორი ბოთლი,მეორეს კი ლამაზად დაჭრილი და დაწყობილი ხილის ასორტი,ეს რაღაც სხვა იყო და აშკარად განსხვავებული.პირველმა მიმტანმა სასმელი მაგიდაზე დადო და ჩემსკენ გადმოიხარა,ხმადაბლა მიჩურჩულა -ეს იმ ბატონმა გამოგიგზავნათ.-მანიშნა მეორე სართულზე საპირისპირო მხარეს,სადაც როგორც ჩანს განსაკუთრებული სტუმრები იყრიდნენ თავს.იქით გავიხედე და ადგილზევე გავშრი.სუსტი განათების ფონზე მაინც კარგად გავარჩიე მამაკაცებთან ერთად მჯდარი მათე. რომ დამინახა მისკენ გავხედე. ჭიქა შეათამაშა ხელში და მანიშნა შენ გაგიმარჯოსო. დაბენულობისგან კინაღამ ჩემი ჭიქა და თეფში გადავაგდე.ის კი მიღიმოდა და თვალს არ მაშორებდა. -წაიღეთ ახლავე და მადლობა გადაეცით იმ მამაკაცს .-მომესმა ეთუნას მკაცრი ხმა და ყურადღება მასზე გადავიტანე.მიმტანები აწურულები იდგენენ ერთმანეთის გვერდით -დატოვეთ.გაისმა ჩემი ხმა და ყველამ გაკვირვებულამ შემომხედა.-იმ ბატონს მადლობა გადაეცით და უთხარით რომ სხვა დროს ასე აღარ მოიქცეს,მხოლოდ მომიახლოვდეს.. თვითონ მიხვდება რასაც ვგულისხმობ. -ეს რას ნიშნავს?მაშინვე მომვარდა ეთუნა როგორც კი მიმტანებმა დაგვტოვეს -რაღა მაინცდამაინც ამ ადამიანისგან?გაკვირვებული იყო ქეთოც.-იცნობ? -ჩემი სექსუალური კარის მეზობელი იყო.ჩვენს პირდაპირ ზის ზემოთ.მეუხერხულა უარის თქმა.მოიცა რას აკეთებთ არ გაიხედოთ,თვალები დავუბრიალე მაგრამ გვიანი იყო გოგოებმა ერთდოულად გაიხედეს იქით,საბედნიეროდ თუ საუბედუროდ იმედები მეც გამიცრუვდა და მათაც.ის იქ აღარ იყო, ხასიათი მაშინვე წამიხდა და შემეტყო კიდეც. დიდხანს აღარ დავრჩენილვართ და ანგარიში მოვითხოვეთ,თუმცა კიდევ ერთხელ გაკვირვებულები დავრჩით როცა გვითხრეს ანგარიში გასწორებულიაო.რას ვიზავდით ხომ არ ვიტყოდით ხელახლა გადავიხდითო.გარეთ გამოვედით და ტაქსი გავაჩერეთ.როგორღაც ჩავეტენეთ ერთ მანქანაში და წამოვედით, ყველა სათითაოდ დაგვარიგა მძრღოლმა და კარგად გადავრიეთ გზაშიც. ბოლოს მე მიმიყვანა. ლიფტში რომ შევედი მაშინ დამირეკა ეთუნამ -გადავამოწმე როგორ მიხვედი -შენ ჩემზე მთვრალი იყავი,-ამიტყდა სიცილი.-შესაბამისად შენზე გადასარევად ვგრძნობ თავს -ის ტაქსის მძღოლი ისე გიყურებდა ვიფიქრე არიქა ეშველა თქო. -შენ მორჩი ჩემ გამასხარავებას და ფრთხილად იყავი ამაღამ შენმა მეუღლემ არ გამოგაგდოს და მე არ მომიწიოს შენი შეფარება -ჩემს მეუღლეს ამაღამ ოკუპაციას ვუკეთებ -არ ვიცი შენს მეუღლეს რას გაუკეთებ..არ მინდა შენი სექსუალური თავგადასავლები მომიყვე ახლა.გაითვალისწინე მეც ქალი ვარ.თან მარტოხელა და უკაცოდ და შემიბრალე.ვიცინოდი ხმამაღლა და სულ არ ვაქცევდი ყურადღებას რომ ლიფტის კარი გაიღო და უცებ ჩემს წინ ვიღაც აღიმართა.არა ეს მას არ უდნა მოესმინა.. -ეთუ ხვალ დაგირეკავ,ღამე მშვიდობისა,გავთიშე სასწრაფოდ, მობილური ჩანთაში ჩავაცურე და ბარბაცით გამოვედი ლიფტიდან.ის იქ იდგა,კარზე მიყრდნობილი ხელები გადაეჯვარედინებინა და ჯიუტი მზერით მბურღავდა. -საღამო მშვიდობის,-გულუბრყვილოდ და ღიმილით მივესალმე და ალბათ ეს იყო ყველაზე უადგილო მისალმება მისალებათა შორის -მშვიდობიანი არა მგონია იყოს.-სერიოზული იყო ის -რატო ვითომ?-ავიჩეჩე მხრები და გვერდის ავლით გასაღებს დავუწყე ძებნა ჩანთაში. -კარგად ერთობოდი?-ხელი ჩამკიდა მკლავში და თავისკენ მიმატრიალა -ძალიან.გადასარევად. -ხო მშვენივრად ცეკვავდი.იწვევდი მამაკაცებს და სულ არ გადარდებდა რომ ამდენი დაშეული და ქალს მოწყურებული მამაკაცი შენს დაპატრონებას ცდილობდა -რატომ უნდა მქონოდა პრობლემა?ცდილობდა,ხომ არ დამეუფლა?ხელი გავაშვებინე,-შენ რამე პრობლემა გაქვს?შენ რატომ გაქვს ამაზე რეაქცია? -იმიტომ-ეგ პასუხი არ მაკმაყოფილებს..აა ახლა გამახსენდა იმიტომ ხომ არა რომ ეჭვიანობ.არაა არ არსებობს.ამიტყდა სიცილი თავს ვერ ვიკავებდი.გაბრაზებული აბრიალებდა თვალებს და ჩემი სიცილით ვხვდებოდი რომ უფრო ვაღიზიანებდი -ვეჭვიანობ?თავს ზედმეტის უფლებას აძლევ იცი? -არა არ ვიცი.თავისუფალი ქალი ვარ და როგორც მინდა ისე მოვიქცევი.ეს შენ აძლევ თავს ზედმეტის უფლებას.ჯერ მშვიდად ვსაუბრობთ,მეუბნები შევხვდეთ ხოლმეო,მეორე დღეს უჩინარდები,ისე რომ შენზე არაფერი არ ვიცი,მერე ბარში მხვდები და იქ საჩუქრებს მიგზავნი.მერე სახლთან მხვდები და ეჭვიანობის სცენებს მიწყობ.რა უფლება გაქვს?მიპასუხე რა უფლება?-ავუწიე ხმას და გავიმკაცრე ტონი. -მართალი ხარ უფლება არ მაქვს ,მაგრამ ვერც იმას ვეგუები რომ სხვამ შემოგხედოს და სხვა ფიქრობდეს შენზე -ეგ ეჭვიანობაა როგორც უკვე გითხარი.მოდიხარ აქ და დაკითხვას მიწყობ.ნუთუ არ მაქვს მეგობრებთან გართობის უფლება?ან საერთოდ სად ხარ დაკარგული?რა უფლებით ცდილობ რომ შემოხვიდ ჩემს ცხოვრებაში ?დაიმსახურე?ღირსი ხარ?არ იმსახურებ და წადი რაა დამანებე თავი, შემეშვი გთხოოვ. ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე,როგორ უნდოდა რომ გაეღიმა,მაგრამ თავს იკავებდა ჩემს ისტერიკაზე,წასვლის მაგივრად ჩემსკენ დაიძრა.მეც უკან ვიხევდი იქამდე სანამ ზურგით კედელს არ ავეკარი. -მანდ დარჩი და არ გაბედო მოახლოება. კიდევ ერთხელ ვუთხარი,მაგრამ მეტი აღარ დამაცადა.ხელები მძიმედ დაუშვა ჩემს გარშემო კედელზე და წასასვლელი ჩამიკეტა.დაიხარა ჩემსკენ და ყურთან ვნებინად მიჩურჩულა -საოცრად ლამაზი და მომხიბვლელი იყავი დღეს.დავდნი და რა დავდნი..-და იმ უფლებით გელაპარაკები და ვიქცევი ასე რომ ვერ გიმეტებ იმისთვის რომ სხვამ შემოგხედოს, გავგიჟდები სხვა რომ შეგეხოს.ჭკუიდან გადავდივარ როცა ვფიქრობ რომ შეიძლება სხვა მოგეწონოს.,ვერ დაგთმობ,ვერ გაგიმეტებ სხვისთვის,საშინელი მესაკუთრე ვარ და მოგიწევს ამის ატანა. დაასრულა და ისე მეძგერა ტუჩებში რომ კინაღამ იქვე დავენარცხე,მას რომ არ დავეჭირე,ძლიერად ამიკრა სხეულზე და უფრო მომთხოვნად დამიწყო კოცნა,ერთიანად დამიბუჟდა ტუჩები,მაგრამ ეს მსიამოვნებდა.მეც ავყევე,კისერზე შემოვხვიე ხელები და ქვედა ტუჩზე ოდნავ ვუკბინე,ცოტა გამოფხიზლდა, ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ თავის ბინისკენ წავეყვანე.კარი რომ დაიხურა ჩემს უკან კიდევ ერთხელ შეჩერდა და თვალებში ჩამხედა,არ ვიცი იქ რა დაინახა ან დაინახა თუ არა რა მინდოდა ახლა,მაგრამ უფრო რომ გახელდა ეს ვიცი და მეც უფრო მსიამოვნებდა ეს.ტუჩებიდან კისრისკენ ჩაუყვა,ჩანთა სადღაც მოისროლა,მობილურის დაცემი ხმაც გავიგე,უკვე აღარ მადარდებდა,ნელ-ნელა საძინებლისკენ მივიწევდით და ნელ-ნელა ვთავისუფლდებოდით ორივე ტანსაცმლისგან... -ჯანდაბა რას ვაკეთებ?ნუთუ ახლა მეც ისე უნდა ვიკვნესო როგორც ის გოგოები.-გავიფიქრე როცა მის საძინებელში აღმოვჩნდით. გამეღიმა და გამახსენდა როგორ არ მაძინებდა მათი ხმაური.ახლაც თითქოს მე იქ მეძინა და აქ სხვა ნია იყო და ამ ყველაფერს საკუთარი ყურით მოისმენდა.უნებურად შემრცხვა და ხელის ოდნავი კვრით მოვიშორე,მაგრამ მერე ვნებამ და სასმელმა თავის ქნა და სულ გავედი ამ განზომილებიდან.მის წინაშე საცვლებით ვიდექი,ჩემი კაბისგან კი თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. -ო,რა საოცარი ვინმე ხარ და როგორ მიზიდავ,მორჩა ვსიო დღეიდან ჩემი ხარ ვერავინ ვეღარ შეგეხება,- ჩურჩულებდა ისიც ვნებამრეული.-უკვე მიგისაკუთრე,ვეღარსად გამექცევი. მითხრა და მკერდზე მომაწება ტუჩები.საოცარი ბგერები აღმომხდა და გამეღიმ -ახლა გავიგებ მართლა ისეთი მაგარი ხარ როგორც იმ გოგოების კვნესა ამბობდა თუ უბრალლოდ ჩემს გასაგიჟებლად აკეთებდნენ ამას.ისევ წამოვაყრანტალე და ტუჩზე ვიკბინე, შეჩერდა და სახეზე დამაცქერდა. -ტუჩებს შეეშვი,მასე ნუ აკეთებ თორემ მოგაჭამ.გაეცინა და მეც ამიყოლია, საოცარი იყო და საოცრად სხვანაირი მათე დავინახე ახლა,ვიგრძენი რომ ის მხოლოდ მე მეკუთვნოდა ამ მომენტში. კიდევ რამდენიმე წამი და ორივე ერთმანეთის წინ სრულიად შიშველი დავრჩით ყველანაირი საზღვრის გარეშე და თავისუფლები.კიდევ უფრო მომთხოვნი ხდებოდა მისი მოფერება და კიდევ უფრო უმატებდა რიტმს,რასაც გადასარევად ვყვებოდი მეც,ვუმატებდი კვნესას და მატულობდა ორივეს სიამოვნების პიკიც,თავს ვერ ვიკავებდი და მეც კი მიკვირდა ისეთ ხმებს გამოვცემდი. უკვე სრულ ბედნიერებას მივაღწით ორივემ და ბოლო ბგერებიც ამომხდა,მერე კი ორივე დაღლილი და ოფლიანი მივესვენეთ საწოლზე.მხოლოდ ჩვენი სუნთქვა არღვევდა ღამის სიჩუმეს -ვაღიარებ ის გოგოები ტყულად და მოჩვენებითად არ კიოდნენ და კვნესოდნენ. გამეღიმა,მისკენ გავიხედე და თან თხელ გადასაფარებელს დავწვდი,ტანზე გადავიფარე -დაივიწყე ისინი კარგი?გამიღიმა მანაც,ხელი მომხვია და მიმიხუტა,თავი მკერდზე დავადე და გავიტრუნე -შენ დაივიწყებ? --შენთვის დავივიწყებ... -ანუ.. -ანუ ის რომ ჩემი ხარ და ეს კარგად გაითავისე.რადგან მე შენს გარდა სხვა არავინ არ მინდა..აღარ მინდა -ეს ეხლა და რომ გაგივლის ეს გატაცება?მერე? -არ გამივლის და ეს არც უბრალო გატაცებაა -მე ასე მგონია და იცი მინდა რომ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც აქამდე -არ მესმის შენი..რას მთხოვ რომ ეს უბრალოდ ერთი დღით მოხდა და აღარ განმეორდება? -არა.უბრალოდ არ მინდა რომ ჩვენ ერთმანთთან შორს წასული ურთიერთობის მოლოდინი გვქონდეს.არ მინდა სახელი დაერქვას ამ ყველაფერს -ნიაა ძალიან გთხოვ არ გააფუჭო ეს ღამე.მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.-მშვიდად მიპასუხა და გაჩუმდა,ვგრძნობდი როგორ ძლიერად უცემდა გული,არა ვერ ვიტყვი რომ ეს სიყვარულით იყო გამოწვეული.არ ვიყავი დარწმუნებული ამაში და არც მქონდა იმის მოლოდინი რომ ერთმანეთს შევიყვარებდით. წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე,სუსტ განათებაში მაინც დავინახე მისი ანთებული თაფლისფერი თვალები როგორ ანათებდა. ჩვენს შორის არ იყო სიყვარული.მაგრამ იყო რაღაც ძლიერი და განსხვავებული ვნება და მიზიდულობა რომლითაც ერთმანეთზე გადავეჯაჭვეთ უკვე.. -აბა მზად ხარ მეორე რაუნდისთვის? -ასე მალე?-გაუკვირდა -დიახ ბატონო ასე მალე.თითი ჩავაყოლკე მის მკერდს და ნაზად მოვეფერე.-მაგრამ ამჯერად ჩემი ჯერია.მე გაგაკვირვებ და ზემოდან მე ვიქნები. -მგონი დამერხა.გადაიხარხარა და ჩემს მკერდს წაეტანა.-შენ ასეთი დაუკმაყოფილებელი ხარ სულ? -სამი წელია სექ..ი არ მქონია და აბა რა გეგონა რომ ამაღელვე?ახლა მოგიწევს ჩემი დაწყნარება და დაკმაყოფილება გამეცინა და მოქმედებაზე გადავედი.არც ის ყოფილა ომოქმედოდ,ხელები ძლიერად მომხვია წელზე და მკერდი დამიკოცნა.მერე მუცელზე ჩავიდა,მთელ სხეულზე დაატარებდა თავის საოცრად ჯადოსნურ თითებს. ვნება უფრო და უფრო მატულობდა,უფრო და უფრო ვუმატებდი კვნესას და იმდენად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი ვოცნებობდი რომ არასოდეს დასრულებულიყო..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.