მდგომარეობის მსხვერპლი VI
მიყვარდა თუ არა რეალურად? -მიყვარდა მისი აზროვნება,სისხარტე და ხალისიანობა.. მისი სიცილი.. როცა თვალცრემლიანი დავინახე პირველად ვერ ავიტანე.. როგორც ცხოვრების მეგზური ისე შეყვარება ვერ მოვასწარი,თუმცა ძალიან მინდოდა. გზად ბარში შევედი,ერთი ჭიქა ბურბონი დამეხმარებოდა და გამოსავალს მაპოვნინებდა,რაც თითქმის შეუძლებელი იყო,რადაგნ ჩემი პროფესია ეჭვქვეშ ჩავაგდე.ჩემზე მაღლა მდგომის ყურამდე რომ ეს ამბავი მისულიყო მაშინ კი ნამდვილად დავკარგავდი ყველაფერს,მაშინ კი კეკეს ვეღარაფერი და ვერავინ იხსნიდა ჩემგან. თუნდაც ერთია დამიანისთვის რომ მეთქვა კეკეს დანაშაულის შესახებ ის დაკარგავდა ყველაფერს.. ის ვეღარ იქნებოდა კეკე,მაშაც ოფიციალურ დოკუმენტებში გარდაცვლილად ითვლება და ამ უსახელო გოგონას მოუწევდა ციხეში მრავალი წელი ჯდომა,რადგან თავი მკვდრად გაასაღა,დოკუმენტები გააყალბა და ვინაობა მიითვისა. როგორც ოცნებობდა ვერ იქნებოდა ექიმი,რომელიც დაეხმარებოდა ხალხს.. ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი გულუბრყვილობის გამო დაემართა და მეტი არაფერი.. ტელეფონზე ზარი შემოვიდა სანისაგან,ვუთხარი სადაც ვიყავი და მალევე მოვიდა.. არაფერი უთქვამს,იცოდა არ ვიყავი ახლა მის ხასიატზე,მანაც დაისხა და ვსვამდით. -ხელზე რა გჭირს?-ხელზე დავიხედე,სარკის ნამსხვრევები ახლაც კი მქონდა ჭრილობაში,პერანგი კი სულ წითლად იყო შეღებილი.-წამოდი ნაკერი გჭირდება,თანაც გასასუფთავებელია.-ყურადღება არ მივაქციე და მთლიანი ჭიქა გადავკარი. -სანი აჯობებს სახლში წახვიდე მე პატარა საქმე მაქვს უნდა აგვიდე. -სად მიდიხარ?გამოგყვები. -არა სად გამომყვები,თემოსთან(ძმაკაცი) გავდივარ.-მოვატყუე სანი რომ თავი დაენებებინა. მინდოდა ვინმესთვის მეთქვა ეს სიახლე,მაგრამ ვერავის ვენდობოდი,მათ შორის ვერც თემოს.. ვიცი კარგი ადამიანია , თუმცა ჩვენი საქმიანობა კონკურენტუნარიანია და ვერავის ენდობი თვით საკუთარ ოჯახის წევრსაც კი.. ცოტა კიდევ დავრჩი ბარში და შემდეგ სახლში წავედი. სასტუმრო ოთახში ტახტზე ჩამეძინა.. დილით სამსახურში ისე წავედი კეკე არც კი მინახავს,რამოდენიმე დღე გადაბმულად ვრჩებოდი სამსახურში და ტელეფონზე მის ზარებსაც არ ვპასუხობდი.. ვცდილობდი ყურადღება საქმისთვის დამეთმო თორემ გავაფრენდი,საკმაოდ კარგად გამომდიოდა არ მეფიქრა სახლზე და იქ მცხოვრებ „არსბაზე“. -ბატონო მაქსიმე თქვენთან ქალბატონი მაკა თოლორდავაა მოსული.-მითხრა ასისტენტმა.. გამეცინა,როგორც ჩანს სიდედრი აპირებდა საქმის გარჩევას. -შემოვიდეს.-ყველაფერს თავი დავანებე და სტუმარს დაველოდე. მაკა კაბინეტში შემოვიდა თუ არა მომესალმა შემდეგ კი ჩემს წინ სავარძელში ჩაჯდა. -გისმენთ ქალბატონო მაკა რატომ შეწუხდით?-ვკითხე როცა შევამჩნიე სიტყვებს ეძებდა. -აქ ჩემს შვილზე სასაუბროდ მოვედი მაქსიმე. -თქვენს შვილზე კეკეზე რომელიც ჩემი ცოლია თუ გარდაცვლილ მაშაზე? -ყველაფერი ჩემი ბრალია,მას ნუ გაუჯავრდები.. მე ვაიძულე დაემალა თავისი ვინაობა. -მართალი ხართ.. ყველაფერი თქვენი და თქვენი ქმრის ბრალია,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კეკეს დანაშაული არ უნდა შევამჩნიოთ.. მაინტერესებს რაზე ფიქრობდთ როცა ჩემს მშობლებს თანხმობა განუცხადეთ და რუსეთში მოღვაწე მაფიოზის შვილი რძლად გამოაყოლეთ.. რა მოხდებოდა მე რომ ამას გავიგებდი,თუ იმდენად სულელი გეგონეთ რომ შეუმჩნეველი დამრჩებოდა ნებისმიერი რამე? -კეკეს რა ელოდება? -მაპატიეთ მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი,საერთოდ კეკეზე არ მსურს საუბარი და თქვენც ნუ ჩაერევით,საკმარისია სადამდეც მიიყვანეთ! ცოტახნით კეკესაც ნუ დაეკონტაქტებით,თქვენი გავლენიდან უნდა გამოვიდეს რომ გაერკვეს საკუთარ თავში,ის ახლა ძალიან არის დაბნეული და არ იცის რა არის რეალობა და რა ილუზია.-ვიცი მკაცრი ვიყავი,მაგრამ კიდევ კრგად მოვთოკე თავი,თუმცა ვაცნობიერებდი რომ კეკეს რაღაც მომენტში გავუგე,ვუთანაგრძვნე თუმცა ამას ვერასოდეს გაიგებდა თავად. საღამოს სახლში დაბრუნებულს ვახშამი დამხვდა გაშლილი,სანთლების თანხლებით,.. გამეღიმა რადგან მცდელობას არ უშვებდა ხელიდან.დამინახა და თავდახრილი შემომხვდა. -ვივახშმოდ?-მკითხა მან. -კი ვივახშმოდ.-მოვწესრგდი და მაგიდასან მივედი.. სანთლებმა გამაღიზიანა და ჩავაქრე,მას ეწყინა თუმცა ხმა არ ამოუღია.-აბა როგორ დაისვენე ეს დღეები,თუ აღარ ყოფილხარ თურქეთში,ან იქნებ მალდივებზე იყავი? -მაქსიმე საკმარისია ჩემი დაცინვა.. -არ დაგცინი,მართლა მაინტერესებს,რაღა სხვისგან გავიგო ამბები.. -არსად არ ვყოფილვარ,სახლიდან არ გავდიოდი შეგიძლია გადაამოწმო. -მადლობა. -რისთვის?-მკითხა გაკვირვებულმა. -ნებართვისთვის კეკე. -მაქსიმე.. აღარ გიყვარვარ?-მაინტერესებდა რა პასუხს მოელოდა ჩემგან,როცა ეს კითხვა დასვა. -კი მიყვარხარ,მაგრამ ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შენზე ფიქრის სურვილიც კი დამიკარგა.. მართალია როგორც „ცოლ-ქმარი“ ისე ვცხოვრობთ ერთ სახლში,მაგრამ ჩვენს ურთიერთობას სახელსაც კი ვერ ვუძებნი.შენმა ტყუილებმა მანამ დაასრულა ყველაფერი ვიდრე დაიწყებოდა და მე ამ სიტუაციას არ ვაზვიადებ.. ვარ პროკურორი,რომელიც მალავს დანაშაულს,დამნაშავესთან ერთად და ეს ჩემთვის საშინელებაა. -ვიცი.. გინდა რომ წავიდე? -კეკე რომ მინდოდეს გეტყოდი.უბრალოდ დრო მომეცი ყველაფერი გადავხარშო,რომ შევეგუო ამ მდგომარეობას,არ არის იოლი ვიცი,ყველაზე ნაკლებად მინდა იტანჯებოდე და მოწყენილს გხედავდე. ერთ-ერთ სარამოს კაბინეტში ვიჯექი და ვმუშაობდი,თუმცა გონება გაფანტული მქონდა.. მისი ნაბიჯების ხმა რომ მესმოდა თავს ვანებებდი სამუშაოს,და აკვიატებულად მასზე ვფიქრობდი.შემდეგ ისევ მოვიკრებდი კონცენტრაციას და საქმეს დავუბრუნდებოდი,მაგრამ მისი სახე კვლავ გოებაში მიტრიალებდა.. ვეღარ მოვითმინე და მისაღებში გავედი სადაც კეკე ყურსასმენებით იდგა და ცეკვავდა.. მისი ცისფერი კაბა იდეალურად ეკვროდა ტანს და გამოკვეთავდა თითოეულ ფორმას.. თმა მაღლა ჰქონდა აწეული,თვალები დახუჭული და ჩემთვის გაურკვეველ მუსიკის რიტმს აყოლებდა სხეულს.. ყველაზე ლამაზი სწორედ იმ მომენტშია, როცა იცოდა ვერავინ ხედავდა და ისეთი იყო,როგორიც რეალურად. ყოველგვარი გაპრანჭვისა გარეშე.. სურვილი აღმიძრა მოვხვეოდი და ის წყენა ჯანდაბაში გამეშვა,გამეღიმა, სწორედ ამ დროს გაახილა თვალები და შეკრთა როცა მე დამინახა,აღარ გაუგრძელებია უბრალოდ შეშინებული მიყურებდა.. -მაპატიე არ მინდოდა ხელი შემეშალა.-მაშინვე ივარაუდა რომ უნდა გავბრაზებოდი. -ხელს არ მიშლი.. და ასე ხშირადაც ნუ იხდი ბოდიშს.-ჩემდა უნებურად გამეღიმა და მასაც გაუნათდა სახე.-წყლის დასალევად გამოვედი და რომ დაგინახე,აქ შემოვრჩი..-დავამატე შემდეგ და უკან კაბინეტში დავბრუნდი. სიყვარული?-გავიფიქრე და სავარძელში მოვკალათდი.. არასოდეს მიფიქრია სიყვარულზე მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი,რომ ეს ის გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. ის ისე უცბად იჭრება შენს სულში რომ ვერ ამჩნევ და აღარასდროს გადის. გრძნობა რომელსაც სიყვარული ჰქვია მსოფლიოში საუკეთესო გრძნობაა და ამავდროულად ყველაზე მტანჯველი. სიყვარულმა შეიძლება მოგკლათ, საფლავში ჩაგდოთ, მაგრამ ასეთი სიკვდილი ყველაფერს ჯობია დამერწმუნეთ. სიყვარული ცხონებაა, მას შეუძლია ყველაფერი გაწამოთ, გულში დანა ჩაგკრათ, მაგრამ შემდეგ ისეთი სიყვარული გაპოვნინოთ, რომელიც მთელი ცხოვრების ბოლომდე გვერდში გეყოლებათ,მინდოდა დამეგმო,გულიდან ამომეგდო,თუმცა ვერ შევძელი..მიუხედავად ყველაფრისა ვიცი,რომ დიდი სიმამაცე მჭირდება რათა კიდევ ერთხელ ვენდო საყვარელ ქალს.. .................................. მეგობრებმა ბარში მიგვიწვიეს მე და კეკე,რა საკვირველია ამას დიდი სიხარულით შეხვდა და მაშინვე ტანსაცმლს ასარჩევად შევარდა საძინებელში.. მისი მაკიაჟის გაკეთებაში,მე წყალი გადავივლე,სამოსი შევარჩიე,თმა გადავივარცხნე,ეგ კი არა წვერიც კი შევისწორე და დრო დამრჩა სოციალური ქსელში შესასვლელად.. არც ერთი წამით მიფიქრია ის დამეჩქარებინა,ვამჯობინე ბარში დაგვეგვიანა და ის კმაყოფილი ყოფილიყო ვიდრე „ბუზღუნით“ იძულებული გამეხადა სარკეს მოშორებოდა და მასში უკმაყოფილება გამეფებულიყო.. ულამაზესი იყო,როცა გამოვიდა,მაგრამ მას ეჭვი ეპარებოდა და მოწყენილი იყო. -ძალიან ლამაზი ხარ.-არ ვაპირებდი მეთქვა,მაგრამ მინდოდა განწყობა გამოკეთებოდა. -ხომ არ ფიქრობ რომ ზედმეტი მომივიდა,ან ეს კაბა შეუფერებელია? -არა კეკე.მართლა შესანიშნავად გამოიყურები.. ბარში დროს მეგობრებთან არაჩვეულებრივად ვატარებდით,კეკეც გახალისდა და აღარ იყო ისეთი სევდიანი როგორც ყოველთვის.. ცოტა დავლიეთ,გოგონები მაგდასთან დარჩნენ ჩვენ კი ბართან მივედით და უფრო ძლიერი სასმელი შევუკვეთეთ.. ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ,ცოტა ურთიერთობებზე როცა მხარზე ვიღაცამ „მომიკაკუნა“,მეც უკან მივიხედე უცნობი სახე დავინახე,რომელიც მიღიმოდა. -მაქსიმე შეგიძლიათ დამეხმაროთ?-მკითხა ორაზროვნად,თუმცა ამ გაურკვეველ წინადადებას ყურადღება არ მივაქციე და ისე გავიგე როგორც სწორად მიმაჩნდა.. -რით შემიძლია თქვენი დახმარება? -შეიძლება მარტო ვისაუბროთ? -რა თქმა უნდა..-ბიჭები მაგიდასთან დაბბრუნდნენ,მე და ეს უცნობი მანდილოსანი კი ბართან მოვთავსდით.. -იცით,ძალიან დიდიხანია გამბედაობის მოკრებას ვცდილობ რომ თქვენთან მოვსულიყავი და ეს მომენტიც დადგა.. რას იტყვით სასმელზე რომ დამპატიჟოთ?-ქალი ცდილობდა მაცდურად ესაუბრა,ვნებიანად შემოეხედა და ჩემში ინტერესი გაეღვივებინა. -ქალბატონს სასმელი დაუსხით.-დავუძახე ბარმენს,თან კეკესკენ გავაპარე თვალი ისე უყურებდა ჩემს გვერდით მჯდომ ქალს რომ მეგონა შუაზე გახვრეტდა მისი მზერა,თუმცა კეკე ვერ გაბედავდა ჩვენთან მოსვლას და საუბარში ჩარევას,რადგან თავი კვლავ დამნაშავედ მიაჩნდა ჩემს წინაშე და სავარაუდოდ ფიქრობდა ჩვენთან მოსვლით ჩემს გაღიზიანებას დაიმსახურებდა.-ახლა კი გისმენთ ქალბატონო.-მივმართე როცა მარტინი მოსვა. -ქალბატონო არა თუ შეიძლება ელისა დამძახე..-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.. სავარაუდოდ ფიქრობდა რომ ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდებოდა რადგან ფეხი-ფეხზე გადაიდო და ღრმად ჩახსნილი კაბიდან თითქმის ჩემს თვალწინ გადაიშალა ხილული თუ უხილავი „სამყარო“. -რას აკეთებთ?-ვკითხე მე. -განა სექსუალურად არ მიგაჩნივართ? არ გინდათ ღამე ჩემთან გაატაროთ?-სატირალი რომ არ ყოფილიყო აუცილებლად გამეცინებოდა. -არა.. -რა არა?-განცვიფრებული სახით შემომხედა. -„არა“ ქალბატონო ელისა,არ მინდა ღამე თქვენთან გავატარო,თუნდაც შეგეხოთ და არც სექსუალურად მიმაჩნია თქვენი სხეული ან ქცევა.. თქვენ რომ გონივრულად მოქცეულიყავთ შესაძლებელია წამით მაინც დავფიქრებულიყავი,თუმცა მე ქალში ყველაზე სექსუალურად მაინც „ტვინი“ მიმაჩნია,რომელიც ბევრს არ გააჩნია და იშვიათია. ახლა კი ბოდიშს ვიხდი მაგრამ დამტოვეთ.-ქალი ელდანაკრავივით წამოვარდა სკამიდან და ბარი დატოვა.. მაღიზიანებდა მსგავსი თავხედობა ყოველთვის.. მართალია ქალი ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ისეთ დონემდე დაცემა რომ ვინმეს შენი თავი შესთავაზო. ბურბონს ვსვამდი როცა კეკე დამიჯდა გვერდით და ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა. -და რა მინდაო?-მკითხა ცნობისმოყვარე თვალებით. -მნიშვნელოვანი არაფერი.-გამეღიმა,რადგან ცოტა იეჭვიანა. -და შენ რა უთხარი? -დავთანხმდი.-ამჯერად კეკეს გაეღიმა.. ისეთი მომხიბლავი იყო,რომ თავი ვეღარ შევიკავე დაა... პ.ს იმედი ამჯერად მოგეწონათ თავი.. მართლა ძალიან მომწონს როდესაც თქვენს აზრს მიზიარებთ,,,, ბევრჯერ ახალი იდეაც კი გამჩენია როცა კომენტარები წამიკითხავს და ყველაფერი რადიკალურად შემიცვლია.. აბა რას ფიქრობთ? არის ღირსეული მაქსიმე? რა საკვირველია საღამოსთვის ვეცდები კიდევ ერთი ახალი თავი შემოგთავაზოთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.