შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აჩრდილი (დასასრული)


22-05-2018, 18:28
ავტორი Mathew
ნანახია 2 083

მის წინ გაქვავებული ვიდექი.მიხაროდა,როგორ არა,მაგრამ ამას არ მოველოდი.კარგად იცის რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ორივეს გვავნოს.არა რომ ვუთხრა ორივეს გვეტკინება და აღარ ვიარსებებთ,მაგრამ დათანხმების შემთხვევაშიც არ მოგვიწევს ნაკლები ტკივილის გავლა.იმდენის ატანა მოგვიწევს სანამ გამოვკეთდები,შეიძლება ინანოს და არ მინდა მის თვალებში სინანული დავინახო.არ მინდა ყოველ ღამე ჩუმად ეკითხებოდეს თავის თავს-რატომ?ეს რატომ გავაკეთე-ო? ეს უარესად მომსპობს.არც ის მინდა,დრო მომეცი-მეთქი რომ ვუთხრა.აღარ ვიცი რა ვთქვა.ჩემ წინ გაქვავებულ ერეკლეს თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ ელოდა პასუხს,ეტყობოდა,რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი.პირი გავაღე რაღაცის სათქმელად,მაგრამ ისევ დავხურე და ისევ ფიქრი დავიწყე.ღირდა ამის თქმა?მაგრამ მე ის მიყვარს,არ მინდა მისი დატანჯვა.ღრმად ჩავისუნთქე,თვალები დავხუჭე და ჩუმად განვუცხადე.
-კი,თანახმა ვარ-გავუცინე და ისევ შევეჩეხე მის სფეროებს.მივხვდი,რომ ამ ორ სიტყვას მისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა.თვალები ჩვეულებრივზე უფრო უბრწყინავდა და ისე მიცინოდა ტვინმა აზროვნება შეწყვიტა.ხელები მომხვია,ოდნავ შემეშინდა,მაგრამ თავს ძალა დავატანე და სითბოს და დადებითი ენერგიის გარდა ყველაფერი უკუვაგდე.მხოლოდ ერეკლე ტრიალებდა თავში და მხოლოდ მის გამო უნდა მექნა ყველაფერი.
-ყველაზე ბედნიერად მაქციე ქეთო.
-მიყვარხარ აჩრდილო-დავიჩურჩულე და ღრად შევისუნთქ მისი არომატი.მივხვდი,არ იყო ეს სიზმარი.რეალობა იყო რომელიც ბედნიერებით შეიცვალა.
-წამოდი.-ხელი ჩამჭიდა და კიბეებზე დაეშვა.
-სად მივდივართ?
-შენებთან.
-ჩემთან?
-ხო,ახალი ამბავი ყველას უნდა გავაგებინო.-მიცინის და კიბეებზე სირბილს აგრძელებს.ბოლოს მანქანაში ვთავსდებით და იმავე გზას მივუყვებით რომელიც ნახევარი საათის წინ გამოვიარე.რას წარმოვიდგენდი,რომ უკან ასეთი გახარებული დავბრუნდებოდი.იმაზე ვფიქრობდი ის ტკივილი როგორ გადამეტანა მის უარს,რომ წამოყვებოდა,ან როგორ დავბრუნებულიყავი სახლში უარესად დაშლილი.ახლა კი არაფერი ხდება მსგავსი,პირიქით,სახლში ბედნიერი ვბრუნდები.აზრადაც რომ არ მომივიდოდა,აი ისეთი რამ მოხდა.ახლაც მგონია,რომ სიზმარში დავცურავ,მაგრამ არა,ეს რეალობაა!საკუთარ თავს ვარწმუნებ და გაბადრული შევყურებ გზაზე ერთმანეთის მიყოლებით მონაცვლე თეთრ ხაზებს.
-მოვედით-ყველას შევძახე და ერეკლესთან ერთად მისაღებში შევაბიჯე.მათი გაბრწყინებული სახეები არასდროს დამავიწყდება.
-ღმერთო,მგონი მეჩვენება-დედაჩემმა დაიჩურჩულა და თვალები მოიფშვნიტა,შემდეგ ისევ კარგად დაგვაკვირდა და სხვებსაც მოავლო თვალი.მათაც მსგავსი რეაქცია ჰქონდათ,მაგრამ სახეზე იმდენად ეწერათ ბედნიერება ამას ვერანაირად დამალავდნენ.
-რა ხდება?შერიგდით?-როგორც იქნა გიგიმ ამოიღო ხმა და ყველა მოიყვანა გონს.
-უკეთესი-ერეკლემ ისეთი აღფრთოვანებით წარმოთქვა ეს ერთი სიტყვა უფრო გაუღრმავა სხვებს ინტერესი.
-უკეთესი რა უნდა მომხდარიყო?-თამომ ორივეს ეჭვისთვალით გამოგვხედა.
-ვქორწინდებით-ეს რომ განვაცხადეთ უარესად გაოგნდნენ.მივხვდი რომ ამას არ ელოდნენ,ისინი კი არა არც მე ველოდი ამ გადაწყვეტილებას.მივხვდი რომ დაეჭვდნენ,მაგრამ ახლა ისინი აზრზს ვერ შემაცვლევინებენ.
-დარწმუნებულები ხართ?
-კი.ვიცი,რომ გაგვიჭირდება,მაგრამ ერთად უფრო მალე დავძლევთ ყველაფერს-მტკიცეთ განვაცხადე და ამითაც ვაგრძნობინე მათ,რომ ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა.
-ჩვენ არაფრის წინააღმდეგები ვართ,პირიქით ძალიან გვიხარია.შენ თუ შინაბერა არ დარჩებოდო რა მეგონა?!-დედაჩემმა გამიცინა და ორივეს მოგვხვია ხელი.
-ქორწილის წვრილმანები უნდა განვიხილოთ-თამომ ერთამნეთს გაუხახუნა ხელები.
-დიდი ქორწილი არ მინდა-პრეტენზია გამოვაცხადე და მეგიბარს ოცნების კოშკები დავუნგრიე.
-კარგი,მაინც მე ვიქნები ორგანიზატორი,მეჯვარეც, და კაბასაც შეგირჩევ.
-შენ როდის აპირებ?მოკვდა აკი-დედაჩემი ახლა მათ გადაწვდა.
-არ ესმის ნელი დეიდა-აკიმ გაუცინა.
-შენ მე ცოლობა მთხოვე და არ მახსოვს?-თამომ ეს რომ თქვა ყველას სიცილი აგვიტყდა.ეს დღე ასე ჩავამთავრეთ,შემდეგ კი მზადება დავიწყეთ.თამო თავის თავს აღარ გავდა,ყველაფრის ბოლო დონემდე შესრულებას ცდილობდა.არცერთ დეტალს ტოვებდა უყურადღებოდ,ყველას რაღაც დავალებას აძლევდა და მითითებებით იქით-აქით დადიოდა.ყოველ დილას თავზე მახტებოდა და მაღვიძებდა,მაგრამ ღამით მხოლოდ ერეკლეზე და ჩვენ მომავალზე ვფიქრობდი.
-ქეთევან-ისევ იმავეს ძახილით დაიწყო დილა.
-ვდგები.
-ყველაფერი მოვაწესრიგეთ,ახლა მხოლოდ შენი კაბა დაგვრჩა.
-კარგი,ნახევარ საათში მზად ვიქნები.
-გელოდები-ოთახიდან გავიდა და მეც ფეხზე წამოვდექი.ადრე როცა მშობლები გაიძახდნენ რა სწრაფად გადის დროო ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ.არა,როგორ ვერ ვხვდებოდი,მაგრამ ჩემთვის დრო ძალიან ნელა გადიოდა.ახლა კი ვხვდები ამ სიტყვების არსს,ვხვდები რომ დრო მართლა ჩქარა გადის.ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა,მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ყველაზე ბედნიერი ვიქნები.
-წავედით?-როგორც კი ოთახი დავტოვე თამო და ნათია შემომეგებნენ.
-კი,წავედით-ორივეს გავუღიმე და სახლი დავტოვეთ.მთელი გზა ორივე იმას გაიძახდა თუ როგორი კაბა მომიხდებოდა,რა ფერის და ნაჭერიც განიხილეს.სალონში მალე მივედით,მაშინვე დაავლეს რამდენიმე კაბას ხელი და გასახდელში შემაგდეს.მეც დაუზარებლად ვიცვლიდი კაბებს და გოგონების კრიტიკას ვისმენდი.ყველა კაბა მათი არჩეული იყო,ბოლოს მეც ავიღე ჩემ თავზე ამის უფლება.დიდ ხნიანი ძებნის შემდეგ რამდენიმე ქალთევზას სტილის კაბას დავავლე ხელი და გასახდელისკენ გავემართე.ხუთი არჩეული კაბიდან ოთხი დამიწუნეს,ერთადერთი იმედი მხოლოდ ბოლო კაბაზე დამრჩა,მაგრამ ალბათ იმასაც დამიწუნებენ.საშინლად დაღლილმა მოვირგე უკანასკნელი კაბა და მათ წინ წარვსდექი.იმდენად დაღლილი ვიყავი თვალები მეხუჭებოდა.
-ეს ბოლოს,დღეს მეტს აღარ მოვირგებ.-კატეგორიული ტონით განვაცხადე,იქამდე სანამ რამეს მეტყოდნენ.
-ღმერთო-ნათიამ ამოიგმინა.
-ასე ცუდია?-აღარ შემეძლო.
-ქეთო ის…-ახლა თამომ დაიწყო.
-საშინელია,კარგი წავედი გასახდელში.-შევბრუნდი და ნაბიჯი უნდა გადამედგა როცა ორივემ დაიკივლა.
-ვყიდულობთ.
-რა?-გაკვირვებულმა გავხედე.
-შენ არ იცი როგორ გიხდება.
-დამთავრდა?
-ხო ქეთო მორჩა,ეს შენი კაბაა-გახარებული ვიყვაი ამის მოსმენით.
-მადლობა ღმერთს-გამეცინა და ისევ გასახდელში შევედი.მალე დავტოვეთ სალონი და სახლში წავედით.კაბა მხოლოდ დედაჩემს ვანახე,შემდეგ კი სამზარეულოში შევვარდი რადგან ძალიან მშიოდა.
ეს დღეც უბრალოდ ჩავამთავრეთ.ნელ-ნელა ქორწილის დღეც ახლოვდებოდა და
ჩემი ნერვიულობაც იმატებდა.ეს არ გავდა იმ ნერვიულობას პატარძალს ქორწილის წინ რომ აქვს.ეს უფრო მომავალზე ღელვას გავდა,იმ მომავალზე რომელიც შეიძლება დანგრეულიყო და უარესი ტკივილი მოეყენებია.იმ მომავალზე ვღელავდი რომელიც მე და ერეკლეს გვეწერა.მე არ ვიცი მომავალი,მაგრამ არსებობს ორი ვარიანტი.პირველი-შეიძლება ყველაფერი დალაგდეს,დავიბრუნო ძველი გრძნობები,ისევ ხალისით გავაგრძელო ცხოვრება და უკან ჩამოვიტოვო შიში,მაგრამ არის მეორე ვარიანტი,სადაც ყველაფერი საპირისპიროდ ხდება.
ამ დღეების მანძილზე ვცდილობდი არ შემემჩნია ტკივილი და ეჭვი,ჩემ თავში ვიკლავდი ყველაფერს და ჩუმად ვუყვებოდი მთვარეს.არ დამვიწყებია ძველი ჩვევები,მაგრამ ახლა ეს ყველაფერი არ იყო ისეთი სახალისო და დასაიმედებელი.არ მაძლევდა ისეთივე სტიმულს როგორც ადრე.ახლა ამ ყველაფერს მხოლოდ დარდის მოსაშორებლად ვაკეთებ და ვხვდები,რომ პასუხი არ იქნება.შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს იმის პასუხი თუ როგორ ან რისი საშუალებით დავძლიო ეს შიში,მაგრამ ეს ჯერ არ მოხდება.მომიწევს ამით ცხოვრება,ჩემთან ერთად კი სხვების დატანჯვა.
-ქეთო,სასწრაფოდ ადექი-თამო ისევ შემოვარდა ოთახში,გამოწყობილი.მაგრამ მე ფიქრებში დავფრინავდი და იმაზე ვდარდობდი დავთანხმებოდი თუ არა ერეკლეს ცოლობას.
-ხო,მოვემზადები.
-რა გჭირს?არ გიხარია?
-როგორ არა,უბრალოდ ვნერვიულობ.
-ეს ნორმალურია.-გამეცინა რადგან მან საერთოდ არ იცოდა ჩემი ნერვიულობის მიზეზი,თქმაც არ მინდოდა.მაგრამ ახლა უნდა ვუთხრა.
-თამო.
-გისმენ.
-მეშინია.
-ეს ხომ ნორმალურია.
-არა იმის არ მეშინია რომ ვთხოვდები,იმის მეშინია რომ ჩვენი ურთიერთობა არ დალაგდება,დაინგრევა და უარესად მეტკინება.ალბათ უარი უნდა ვუთხრა.
-ქეთო მომისმენ.შეიძლება ახლა “ნანობ“ და ფიქრობ,რომ ყველაფერი დაინგრევა,მაგრამ დაიმჯერე ერეკლე მოგეხმარება,ამ ყველაფერს უკან მოიტოვებთ და ბედნიერი ოჯახი გეყოლებათ.დამიჯერე,ერეკლე მოგეხმარება,გვერდით დაგიდგება და არ მიგატოვებს.გჯეროდეს ამის,ახლა კი დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე.-თამოს სიტყვებმა დამაფიქრა.თავი დავუქნიე და გადაწყვეტლებაც მივიღე.დავფიქრდი და გადავწყვიტე დავთანხმებოდი თუ არა.
-თამო.
-გადაწყვიტე?
-კი,გადავწყვიტე.
-და?
-კაბა გაამზადე-გავუცინე და სააბაზანოში შევიკეტე.
მალე მოვრჩი მომზადებას და ოთახიც დავტოვე.ნერვიულობას წამითაც არ გაუვლია,მაგრამ მასში აღარ იგრძნობოდა უწინდელის კვალი.ერეკლეს დანახვისას კი უკეთ დავრწმუნდი ჩემ გადაწყვეტილებაში,და პირველად ცხოვრებაში ვიამაყე ამით.
ხომ ვთქი დრო სწარაფად გადის-თქო.ხოდა არ შევმცდარვარ.ერთი წელი გავიდა რაც მე და ერეკლე დავქორწინდით.ამ დროის მანძილზე შიშიც და ტკივილიც ნელ-ნელა ქრება,მაგრამ ვერ ვეკარები.ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ჩახუტებით შემოიფარგლება.ღამითაც საწოლის კიდეში მძინავს და განძრევისაც მეშინია.ვხვდები,რომ ერეკლესაც ბეზრდება ეს ურთიერთობა,რაც საშინლად მაშინებს.დღეს ჩვენი ქორწილიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა,ამ დღეს განვაცხადე თანხმობა მის ცოლობაზე.
-ერეკლე.
-გისემნ-ღიმილით გამომხედა,მაგრამ თვალებმა გაყიდეს.მივედი და ხელები მოვხვიე.
-ბოდიში ამ საშინელი დღეებისთვის რომელიც აქამდე გამოვიარეთ,ბოდიში რომ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც გვინდოდა.ბოდიში,რომ ვერ შევიცვალე და გამოვკეთდი.მაპატიე ის ყველაფერი რამაც გული გატკინა,არ შემიძლია იმის მოსმენა,რომ ჩემზე დაქორწინებას ნანობ,მაგრამ შენ თვალებში არანაკლები გრძნობა ჩანს.რამდენჯერ ვცადე ეს რაღაც არ დამენახა,მაგრამ მივხვდი და თავს ძალა დავატანე.მინდა,რომ ეს სინანული გაგიქრეს.მინდა რომ ისევ ისე გიხაროდეს და უარესად შეგაყვარო თავი.აღარ მინდა ეს შიში,თუ უშენობით მიწევს დატანჯვა ამას ვერცერთი ტკივილი შეედრება.აღარ მეშინია,დღეიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება,ისე როგორც მოსიყვარულე ოჯახს აქვს.მინა იცოდე,რომ დღეიდან ყველაფერი შეიცვლება,თუ რა თქმა უნდა ჩემგან წასვლა არ გინდა.-ამ დროის მანძილზე მის თვალებს ჩავშტერებოდი.
-შენი აზრით მე შენგან წავალ?შენი აზრით ამ გადაწყვეტილებას შევიცვლი?სინანული?!არა ქეთო,ის არ არსებობს.ამაზე აღარ იფიქრო,მენდე და ყველაგერი შეცვალე.იცოდე,მე ყოველთვის შენთან ვიქნები და ის სისულელე ამოიგდე თავიდან,რომ აღარ მიყვარხარ-ხელები კისერზე მოვხვიე და მის ტუჩებს დავეძგერე.ამის შემდეგ კი მივხვდი,ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.ვიპოვე კითხვებზე პასუხი და მივხვდი,ყველაფრის დაძლევაში ღამის აჩრდილი დამეხმარა.აჩრდილი რომლის თვალებმაც მომნუსხეს და რომელიც სულ რამდენიმე დღეში შემიყვარდა.



№1  offline მოდერი Mathew

mirandaa31
კარგი იყო მართალია კარგად დასრუკდა მაგრამ მაინც დამაკლდა რაღაც. ნაჩქარევად მეჩვენა ჯერ დასრულება. თუმცა შენი გადასაწყვეტი იყო და მინდა გითხრა რომ სიხარულით ველოდებოდი ყოველი ახალი თავის დამატებას. კარგი ისტპროა გამოვიდა. ერეკლე თავი შემაყვარა ❤️ წარმატებები და გელოდებით ახაი ისტოტიით ი ედია მალე გაგვახარებ ????

მიხარია რომ მოგეწონა.ვიცი რომ ნაჩქარევად დავასრულე და რაღაც დაგაკლდა,მეც დამაკლდა რაღაც,მაგრამ მაინც ვცადე.მეორე ნაწილის დაწერაც გადავწყვიტე,იმედია მოგეწონებათ,ახალი ისტორიით კი მალე დავბრუნდები ^^

 


№2 სტუმარი ani gafrindashvili

მე არ შემიძლია მხოლოდ დასასრული განვიხილო მართლა კარგად დაიწყე სირთულეებიც არ იყო უაზრო როგორც სერიალებში, ერთი ლამაზი წყვილის სიყვარულის ისტორია იყო არ ვიცი ვნ როგორ აგიღწერო ის გრძნობა რაც შენი თემების კითხვისას მემართება და კონკრეტულად ამ თემის კითხვისას განვიცადე თითეული დეტალი, ამიტომ მიყვარს შენი თემები რომ ზუსტად იცი სად დაიწყო და სად დაასრულო ყოჩაღ იმდენად მივეჩვიე შენს ნაწერს რომ სხვისკენ იშვიათადღა თუ ვიხედები. რაც მე შენი შემოქმედების კითხვა დავიწყე იმედი არ გამცრუებია და მალე ის დღეც დადგება როდესაც წიგნით ხელში ავტოგრაფისთვის და ერთი ფოტოსათვის მოვალ წარმატებები მალე დაგვიბრუნდი....

 


№3  offline წევრი teengirllove

auuuu ,rato damtavrdaa..gushindeli dgesavit maxsovs rogor daviwye kitxva ,jer marto is dge sataurs rom archevdi.. tavidanve dzalian momewona es motxroba ,shen xom saertod..chemi qeto, chemi lamazi gogo jer marto misi saxeli gamo miyvars :))
shenc dzalian miyvarxar ,sheni bembi

 


№4  offline მოდერი N1penguin

დავიწყებ იმით, რომ შემთხვევით შემოვეღეტე საიტზე და სრულიად შემთხვევით ჩამოვუყევი სიახლეებს. ღამის აჩრდილი რომ დავინახე, გამიხარდა, მაგრამ დასასრულიო და გამიკვირდა, ასე უცებ? sweat თუმცა წინა თავებიდან გამომდინარე, კარგად მოიქეცი რომ დაასრულე და უაზროდ არ გაწელე. ამ თავში თითქოს რაღაც დამაკლდა, მაგრამ ვერ ვხვდები რა. შეიძლება არ მინდოდა ამ ისტორიის ასე უცებ ხელიდან გაშვება და მაგიტომ ვიგრძენი თავი არაკომფორტულად. ვერ წარმომიდგენია, რომ საიტზე შემოსვლისას ამ ისტორიის ახალ თავს ვეღარ დავინახავ.
მართლა დამთავრდა? ძალიან საყვარელია ერეკლე, რა ვუყო? იცოდა ქეთოს მდგომარეობა და ზურგი არ აქცია, პირიქით - ტანჯვის მიუხედავად უფრო დაუახლოვდა. 1 წელი ალბათ როგორ იტანჯებოდა, მაგრამ მიხარია, რომ ქეთომ დაძლია შიშები და ისევ ძველებური ურთიერთობა დაამყარა ერეკლესთან heart_eyes
ძალიან კარგი გოგო ხარ, კარგად წერ blush მალე ალბათ კიდევ დაგვიბრუნდები და შენს ამაზე უფრო მაგარ ისტორიებსაც წავიკითხავ kissing_heart

 


№5  offline მოდერი Mathew

N1penguin
დავიწყებ იმით, რომ შემთხვევით შემოვეღეტე საიტზე და სრულიად შემთხვევით ჩამოვუყევი სიახლეებს. ღამის აჩრდილი რომ დავინახე, გამიხარდა, მაგრამ დასასრულიო და გამიკვირდა, ასე უცებ? sweat თუმცა წინა თავებიდან გამომდინარე, კარგად მოიქეცი რომ დაასრულე და უაზროდ არ გაწელე. ამ თავში თითქოს რაღაც დამაკლდა, მაგრამ ვერ ვხვდები რა. შეიძლება არ მინდოდა ამ ისტორიის ასე უცებ ხელიდან გაშვება და მაგიტომ ვიგრძენი თავი არაკომფორტულად. ვერ წარმომიდგენია, რომ საიტზე შემოსვლისას ამ ისტორიის ახალ თავს ვეღარ დავინახავ.
მართლა დამთავრდა? ძალიან საყვარელია ერეკლე, რა ვუყო? იცოდა ქეთოს მდგომარეობა და ზურგი არ აქცია, პირიქით - ტანჯვის მიუხედავად უფრო დაუახლოვდა. 1 წელი ალბათ როგორ იტანჯებოდა, მაგრამ მიხარია, რომ ქეთომ დაძლია შიშები და ისევ ძველებური ურთიერთობა დაამყარა ერეკლესთან heart_eyes
ძალიან კარგი გოგო ხარ, კარგად წერ blush მალე ალბათ კიდევ დაგვიბრუნდები და შენს ამაზე უფრო მაგარ ისტორიებსაც წავიკითხავ kissing_heart

როგორ მახარებ არ იცი.
ამ თავში მეც დამაკლდა რაღაცეები,მაგრამ არც გაწელვა მინდოდა.
რაც შეეხება სხვა ისტორიებს.არის რაღაცეები,მაგრამ ამ ისტორიის მეორე ნაწილსაც ნახავთ ^^

teengirllove
auuuu ,rato damtavrdaa..gushindeli dgesavit maxsovs rogor daviwye kitxva ,jer marto is dge sataurs rom archevdi.. tavidanve dzalian momewona es motxroba ,shen xom saertod..chemi qeto, chemi lamazi gogo jer marto misi saxeli gamo miyvars :))
shenc dzalian miyvarxar ,sheni bembi

ჩემო ბემბი.როგორ მიხარიხარ მე შენ.ამ გოგოს სახელი რომ.დავარქვი თავში არაერი მიტრიალებდა,მაგრამ შუა წერის დროს მივხვდი რა დავარქვი და უფრო გაშმაგებით დავიწე წერა.იმდენად მიხარია,რომ გაგიცანი და მიხარია რომ ეს ისტორიაც მოგეწო ა ^^

 


№6 სტუმარი მერო

ეხლა სრულად ატვირთე რა თავებზე არ მაწვალოოო

 


№7  offline მოდერი abezara98

აუუუ, რატო დასრულდაა? sob რაღა ვქნა ახლა მე? sob

 


№8  offline მოდერი Mathew

ელპინი
არ მიყვარს აქ კომენტარების წერა, და აქამდეც, აზრს პირადში გიზიარებდი, მაგრამ ცოტა შემშურდა ამ ადამიანების ასე თბილად, რომ პასუხობდი და მეც მომინდა დამეწერა აქ და აქვე მეთქვა სათქმელი.
შენ იცი, რომ ჩემთვის არამნიშვნელოვან ადამიანებზე საუბარში დროს არ ვხარჯავ და თავისუფალი დროც, ნაკლებად მაქვს გარემოებებიდან გამომდინარე, ეგეც იცი.
ჰოდა, ამით რისი თქმა მინდა ახლა.
ანუ, შენთვის სულ მცალია, რა დროც არ უნდა იყოს.
არ ვიქნები სუბიექტური, რა.
ჩემი შენდამი დამოკიდებულება, შენ თუ არა, სხვამ ვინ უნდა იცოდეს ყველაზე კარგად?!
ჰოდა, გეტყვი.
აქამდე, კარგი იყავი!
მართლა, რა.
რა დაგემართა?
იჩქარე?
რატომ, რისთვის, სად გეჩქარებოდა?
არა, იყო ყველაფერი კარგად, მაგრამ ამაზე უკეთესიც შეგიძლია, შენც ხომ იცი.
ცოტა მოსაბეზრებელია "ასეთები", რა.
გითხარი, თქმა არ მომერიდება-მეთქი და მაპატიე, ამ კომენტარს, რომ ნახავ, თუ გული დაგწყდება.
ვიცი, რაზეც.
ისევ შენ თავს უსაყვედურებ, რომ მაქსიმუმი არ გააკეთე. არადა, ჩემზე კარგად იცი, რამდენსაც უნდა ელოდო შენი თავიდან.
აქამდე, სასწაული იყავი!
ხომ ხშირად გიმეორებდი, ხოლმე?
მე ვერ მივხვდი...
ან, არ ვიცი.
იმდენად ვერ, რა.
ამ ერთმა ციდა გოგომ, აქამდე რომ მწვერვალებს იპყრობდი, ახლა რა მოხდა?
რა დააკელი?
მე ვიცი.
შენ?
იჩქარე, რა.
თუმცა, გაწელვაც არ ღირდა. უბრალოდ, შენგან ცოტა სხვანაირი უნდა ყოფილიყო.
სულ ცოტა.
ბევრი არა.
მაგრამ მაინც შეძელი!
ხო, შეძელი!
არაა პატარა, გაუმკლავდე ამხელა ნაწარმოებს და ყველაზე მეტად, შენში, მონდომებას და საქმისადმი ყურადღებას ვაფასებ.
უამრავრჯერ მითქვამს, მშურს კიდეც შენი ამ ორი ფაქტორის გამო.
გამოგივიდა.
მართლა.
და იცი რომ, ამ სიტყვებს ტყუილად არ გეტყვი.
მერე რა?
მეც ჩავვარდნილვარ და მით უმეტეს, უამრავრჯერ.
დამიჯერე, კარგად გამოგივიდა.
უბრალოდ, მეტიც შეგეძლო და ეგაა.
მე ვამაყობ შენით!
და იცი ყველაფერი!
არ იტირო, ხო?
საუკეთესო ხარ ყველაფრის და მიუხედავად!
აქ შენ არ იყავი, აქ სხვა ანი იყო.
შენ ამ ანიზე უკეთესი ხარ და სადღაც დაიკარგე.
მალევე იპოვე შენი თავი და ისეთი მოდი, როგორიც მე მჯერა, რომ ხარ!
ყოვთვის გაფასებდი შენი ნიჭის გამო და კიდევ გეტყვი, დედამიწაზე არ მეგულება გოგო, რომელსაც ყველაზე პატარა გული აქვს, მაგრამ უამრავ ემოციას იტევს.
რამხელა იმედები მაქვს, ხომ იცი, დაო?
ხომ გჯერა, რომ ბევრს მიაღწევ?
უმაგრესი ხარ!
და მართლა გამოგივიდა.
ეგ არაფერი...
კარგი ხარ, დაო, კარგი!
აბა, შენ იცი.
დანარჩენი მერე გავაგრძელოთ.
ოღონდ, არ იტირო, გთხოვ!
ჩემი ოქრო გოგო ხარ, დაო!
მაინც, კარგი გამოგივიდა!
გკოცნი ბევრს!
❤❤❤❤❤❤❤

გახსოვს რომ გითხრაი დაგაკლდება-თქო?!
აი ამას ვგულისხმობდი ელ .
არაფერი მწყენია,პირიქით
მეც გააზრებული მქონდა,რომ
ბოლო თავს რაღაც მივაკელი,მაშინ
რროცა მასში უნდა ჩამექსოვა მთელი გული.
შენც იცი,რომ ვიღებ კრიტიკას და ვცდილობ გამოსწორებას.
ახლაც არ ვუღალატებ ამ ჩვევას.მითუმეტეს მაშინ, როცა
შენ მეუბდები სათქმელს.
ხომ ბევრჯერ მითქვამს როგორ
დამოკიდებულება მაქვს შენ მიმართ?!
მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ვერ ავღწერე.
ჩემთვის იმდენი რამ გააკეთე მე ვალდებული ვარ ეს ყველაფერი ამაში ჩავაქსოვო.
ახლა კი დავჯდები და ვიპოვი იმ დაკარგულ “ანი-ს“ რომელიც ამ თავის წერის დროს დავკარგე.
მადლობა და მიყვარხარ <3 <3 <3

 


№9  offline მოდერი zia-maria

ძალიან კარგად დასრულდა და ემოციურიც იყო,მაგრამ დამაკლდა ის რომ ლინდამ არ აგო პასუხი მის დანაშაულზე.მივხვდი,რომ იჩქარე დასასრული და სხვა დროს გაითვალისწინე,უმჯობესია დააგვიანო,მაგრამ იყოს სრულყოფილი. kissing_heart იმედია არ მიწყენ წარმატებები.

 


№10  offline მოდერი Mathew

zia-maria
ძალიან კარგად დასრულდა და ემოციურიც იყო,მაგრამ დამაკლდა ის რომ ლინდამ არ აგო პასუხი მის დანაშაულზე.მივხვდი,რომ იჩქარე დასასრული და სხვა დროს გაითვალისწინე,უმჯობესია დააგვიანო,მაგრამ იყოს სრულყოფილი. kissing_heart იმედია არ მიწყენ წარმატებები.

არა კაცო,რა უნდა გიწყინო?
პირიქით,მეც ვიცოდი ეს.
მადლობა,რომ შენი აზრი დააფიქსირე,აუცილებლად გავითვალისწინებ )))

 


№11  offline წევრი Crazy dreamer

<3 არაცჰვეულებრივი ადამიანი ხარ მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის რაც შენ მოგვანიჭე წარმატებები

 


№12  offline მოდერი LurjTvala demoni

ძალიან მახარებდა ის ფაქტი რომ ამ ისტორიას არცერთი დისლაიიქი ქონდა, მაგრამ ბოლოს გული დამწყდა.
როგორ შეიძლება ეს ისტორია ვინმეს არ მოეწონოს?
ბოლო თავამდე ვორჭოფობდი არ მინდოდა ისტორიის დასრულება, ვეცადე ამ ისტორიის მიმართ ინტერესი უფრო გამეწელა, არ მინდოდა სასასრული წამეკითხარ რადგან ვიცოდი გული დამწყდებოდა შემდეგ რომ ვეღარ გავიგებდი რა მოხდებოდა.
მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი, ძალიან მიყვარდი მაგრამ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ ორმაგად შემიყვარდი, იშვიათად გამოვხატავ ხოლმე ჩემს რეაქციას ისტორიის მიმართ მირჩევნია ჩემი რეაქცია ჩემთვის შევინახო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ მოვითმინე და ჩემი აზრი დავაფიქსირე.
არანაირი შენიშვნა მაქვს, გარდა იმისა გითხრა რომ ძალიან კარგად შერ და გადმოცემ თითოეული პერსონაჟის შინაგან სამყაროს.
მე მიხარია რომ გიცნობ შენ, მიხარია რომ არსებიბ და მიხარია რომ ესეთი კარგი და ტკბილი ხარ ❤
ეს იყო ჩემი მოკლე კომენტარი ❤

 


№13  offline მოდერი Mathew

gogona migraciidan
ძალიან მახარებდა ის ფაქტი რომ ამ ისტორიას არცერთი დისლაიიქი ქონდა, მაგრამ ბოლოს გული დამწყდა.
როგორ შეიძლება ეს ისტორია ვინმეს არ მოეწონოს?
ბოლო თავამდე ვორჭოფობდი არ მინდოდა ისტორიის დასრულება, ვეცადე ამ ისტორიის მიმართ ინტერესი უფრო გამეწელა, არ მინდოდა სასასრული წამეკითხარ რადგან ვიცოდი გული დამწყდებოდა შემდეგ რომ ვეღარ გავიგებდი რა მოხდებოდა.
მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი, ძალიან მიყვარდი მაგრამ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ ორმაგად შემიყვარდი, იშვიათად გამოვხატავ ხოლმე ჩემს რეაქციას ისტორიის მიმართ მირჩევნია ჩემი რეაქცია ჩემთვის შევინახო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ მოვითმინე და ჩემი აზრი დავაფიქსირე.
არანაირი შენიშვნა მაქვს, გარდა იმისა გითხრა რომ ძალიან კარგად შერ და გადმოცემ თითოეული პერსონაჟის შინაგან სამყაროს.
მე მიხარია რომ გიცნობ შენ, მიხარია რომ არსებიბ და მიხარია რომ ესეთი კარგი და ტკბილი ხარ ❤
ეს იყო ჩემი მოკლე კომენტარი ❤

ესაა მოკლე?!
ვერ წარმოიდგენ ამ სიტყვებით როგორ გამახარე !
ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია,რომ გაგიცანი.
სულ არ მანაღვლებას ასაკში ამხელა სხვაობა,ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.
უფრო მეტიც,ამ.მცირე დროში ისე დაგიახლოვდი.
არ ვიცი რა გითხრა,მადლობა მცირედი იქნება.
იმდენად გამანებივრე,გამათბე და გამახარე ამ სიტყვებით.
ძალიან მიხარია ასეთი დამოკიდებულება თუ შეგექმნა მის მიმართ,და შევეცდები მუდამ ასე იყის^^
ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიხარულისთვის ^^

Crazy dreamer
<3 არაცჰვეულებრივი ადამიანი ხარ მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის რაც შენ მოგვანიჭე წარმატებები

არაფრის,პირიქით მიხარია,რომ უკვე შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.მადლობა ყველაფრისთვის ^^

abezara98
აუუუ, რატო დასრულდაა? sob რაღა ვქნა ახლა მე? sob

თავიდან წაიკითხე :დდ სამწუხაროდ ყველაფერს აქვს დასასრული ^^

მერო
ეხლა სრულად ატვირთე რა თავებზე არ მაწვალოოო

შევეცდები მალე ავტვირთო ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent