შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 4)


22-05-2018, 20:17
ავტორი judi N
ნანახია 1 520

ზოგჯერ ფიქრები მიპყრობს, ცუდი ფიქრები.. ის ფიქრები ჭიაყელებივით ჩემს გულში ადამიანებისგან დატოვებულ შავ ხვრელში რომ ბუდობენ. ადამიანი იმაზე მეტს ჰყავს ვიდრე თვითონ ყავს.არავის ეკუთვნი და არავინ გეკუთვნის..სიბნელეში შენი ანარეკლიც აღარ ჩანს სარკეში..სინათლეში შენი ჩრდილი არ ჩანს.. არ გტოვებს, მაგრამ იმალება.თითქოს ერთი და იგიევა დამალვაც და მიტოვებაც.. ერთი სუნი აქვთ და ერთი გემო.. ორივე შემთხვევაში შენში სიმარტოვეს უშვებ და კომფორტულად აბინავებ, მაშინ რომ შეგახსენოს თავი , როცა სული დაბზარული გაქვს და საცაა დაიმსხვრევა იმ ჭიქისავით, რომლითაც ყოველთვის სვამდი ჩაის ან ყავას, მაგრამ გუშინ ხელიდან გაგივარდა და უპსს გატყდა.. ახლა ახალი ჭიკა უნდა ამოირჩიო და თავიდან შეეჩვიო, თუ არ შეიყვარებ ის მაინც უნდა ისწავლო როგორ მიეჩვიო.იქნებ სიყვარულიც მიჩვევაა და ჩვენ გვიყვარს ყველაფრის გადაპრანჭვა.რანაირი სიტყვაა იქნებ. არც კის ამბობს და არც არას.სადღაც შუაშია გაჭედილი და თავმოუბმელ აზრებს იწოვს, მაგრამ ადრე თუ გვიან გასკდება, ყველაფერ იმას გამოუშვებს რაც ნებით ან უნებლიედ გროვდებოდა.ვეღარ გაუძლებს ვეღარც იქნებ და ვეღარც ადამიანი....
ამ ფიქრებში ვიყავი გაჭედილი, როცა კარზე ბრახუნმა გამომარკვია და რეალობაში დააბრუნა.. კარი გავაღე
- ნინია იქნებ წამობრძანდე სახლში , თუ აქ აპირებ დაღამებას.. ძალიან გინდა ალბათ ლექტორი შემოგივარდეს და საათიანი ლექცია წაგიკითხოს , როგორ არ უნდა ჩაიკეტო უნივერსიტეტის აუდიტორიაში ?! ლენკას წივილმა თავი ამატკია.
თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მაგრამ არსად იყო ვაკო.. არ დამელოდა, არც ჩემი წამიერი გაბრაზება ადარდებდა და არც მე ალბათ..
რუსთაველს მოვუყვებოდით ფეხით მე და ლენკა, როცა დათის ხმა გავიგეთ..
- ნინია ჩემს შეყვარებულს აღარ ვახსოვარ და უჩემოდ წამოვიდა , მგონი შენზე მეეჭვიანება
- დათუჩი , იცი მგონი მე და ლენკამ ხელი უნდა მოვაწეროთ .. გავიკრიჭე დებილი ბავშვივით და მივტრიალდი ლოყების დასაწელად, როცა ვაკო შემეფეთა..
- გამარჯობა.. სრულიად ჩვეულებრივად მოგვიგდო შავმა ვარდმა.
- გამარჯობა .. გაეკრიჭა ლენკა..
მე ნაძალადევად გავუღიმე და გზა განვაგრძეთ..
- გოგოებო " ჩაის სახლში" გეპატიჟებით.
- აუ დათუჩი როგორ მიყვარხარ . კისერზე ჩამოეკიდა ლენკა..
- მე სახლში უნდა წავიდე
- ნინია სიცოცხლეს მოგისპობ იცოდე- დამემუქრა ლენკა როგორც ჩვევია..
-ეს გოგო სულ რატომ იმუქრება დასამბელი ძაღლივით? ! არ იცის , რომ ჟურნალისტებს იმუნიტეტი გვიცავს?
ვაკოს ხმა არ ამოუღია , იდგა და იღიმოდა , თან თვალს თვალში მიყრიდა და ერთიანად ატარებდა მზერას ჩემში..
საბოლოოდ წავედით.. უამრავი ფოტო გადამაღებინა ლენკამ მისთვის და დათისთვის და რაღაც საოცარი სიჯიუტით აიტეხა რომ ჩემთვის და ვაკოსთვისაც უნდა გადაეღო ფოტო..
სახლში წავედით.. ლენკა დათიმ გააცილა.. ვაკომ აიჩემა, რომ მე გამაცილებდა და მეც პანიკა ვერ მოვაწყვე მათთან..
ჩუმად მივდიოდით ჩემი სახლისკენ და ბოლოსმაინც გაარღვია სიჩუმის კედელი ჩვენს შორის..
- დღეს იეჭვიანე
- მე შენზე?
- კი
- ჯაყელო, მგონი ილუზიებში ცხოვრობ..
- გიხდება შეფერილი ლოყები , მთავარია მეტად არ გაწითლდე..
- არ მაინტერესებს ვისთან რა ურთიერთობა გექნება, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ..
- კარგი მოდი ჩემთან
- უკაცრავად?
- ჩუუუ.. მოდი მეთქი
ნელ-ნელა მიმიზიდა მისკენ..ვხედავდი როგორ მოიპარებოდა მისი ტუჩები ჩემსკენ.. თრთოლვამ ამიტანა, ნაცნობმა ნიავმა დაუბერა და ერთიანად გაიარა ჩვენში.. ქვედა ტუჩს დაადნა მისი ტუჩები, შემდეგ ზედას.. ბოლოს ერთ მთლიანობად იქცა.. მისი შავი ვარდით მოხატული ხელი ვიგრძენი ჩემს წელზე.. ბოლოს მაინც მაჯობა სიამაყემ და მოვიშორე..
- არ შეგიძლია ასე მომექცე.. არ შეგიძლია მაშინ მაკოცო, როცა გინდა. არ შეგიძლია ისე მომექცე როგორც ყველას !!
- შენ ყველა არ ხარ
- ხო მე ყველა არ ვარ
- მე არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს
-არავი გთხოვს ვინმეს სიყვარულს. მე არ მჭირდება შენი სიყვარული და არც შენი ტუჩების ფათური ჩემს ტუჩებზე.
- მე მჭირდები
- გჭირდები? რისთვის ?! შენი თვითკმაყოფილება რომ არ დაქვეითდეს? შენი სიამაყე რომ არ ჩამოიმსხვრეს?
- არ ვიცი, არ ვიცი რა მინდა შენგან. არ ვიცი ვინ ხარ ჩემთვის. არ ვიცი გესმის .
- კარგად ვაკო.
არ დავაცადე პასუხის თქმა , სადარბაზოში შევვარდი და კარი ისე ჩავრაზე თითქოს შემოვარდებოდა. წავიდა. წავიდა და დამტოვა გაურკვევლობის, იმედგაცრუებისა და სიმარტოვის ოთხ კედელში..
ფბ-ზე შევედი და დასქროლვა გადავწყვიტე, როცა ერთმა სურათმა ჩამირბინა და უცებ ისევ უკან დავუბრუნდი.. ფოტოზე მე და ვაკო ვიყავით , მეგონა ლენკამ იმაიმუნა, სახელს ავყევი და სრულიად გარკვევით იკითხებოდა - ვაკო ჯაყელი..
ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვებოდა , თითქმის ყველა გოგო იყო და კითხუკობდა ვინ ვიყავი, რა ხდებოდა .. თითქოს სვავებივით ელოდნენ ჩემს ლიკს , რომ ჩემი პროფილი საჯიჯგნად გაეხადათ. ვაკო არცერთს პასუხობდა ..
ბოლოს სმს ამოხტა
- გარეთ გამოდი
- არა
- გამოდი მეთქი
- არა
- კარგი მე შემოვალ
- ვაკო არ გაბედო
- სამი წუთი გაქვს
ფანჯრიდან ვუყურებდი, ის საათს მიშტერებოდა , როცა მესამე წუთი შესრულდა სადარბაზოსკენ დაიძრა, კარს მივარდი და კიბეებზე ჩავირბინე, როცა შევეჩეხე.. ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა..
- რას აკეთებ გაგიჟდი?
- გაჩუმდი
- გააჩერე მანქანა და სახლში დამაბრუნე .
- გაჩუმდი მეთქი.. - ტონს აუწია და მე შემეშინდა.. ცრემლები წამომივიდა, თავი ფანჯრისკენ გავაბრუნე, როცა დამუხრუჭების ხმა და შემდეგ სიძლიერე ვიგრძენი.. ცოტახანს ჩუმად იყო ..
- მაპატიე.
არ ვუპასუხე
- ნინია შემომხედე
ძალა მოვიკრიბე და მისკენ გავიხედე, ანერვიულებული იყო და ჩემს დანახვაზე თვალები აუწყლიანდა..
- ვაკო რა ხდება
- წაომყვები ?
-სად?
- მინდა დედაჩემი გაგაცნო .



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია, რაღაც იდუმალებაა ამ ბიჭში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent