შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მოვკვდი(თავი მეოთხე)


23-05-2018, 16:34
ავტორი ბიბი
ნანახია 1 232

გონს რომ მოვედი რა გავაკეთე უკვე ბათუმის გზას ვადექით. სებასტიანი მაქნანაში მთელი გზა მღეროდა და იცინოდა, მე კი ნერვიულობისა და სიცხისაგან ოფლად ვიღვრებოდი. ჩემი პირველი სტუმრობა იყო წყლის ამხელა მასასთან. როგორც კი ფანჯრიდან ზღვა გამოჩნდა სებამ ფანჯრები ჩამოწია.
-ხარბად შეისუნთქე ჰაერი, გაუგე გემო ზღვის ჰავას, იცოდე ასეთი სურნელი მხოლოდ შავ ზღვას აქვს.-მეც ვცდილობდი ყველა ფაერის მოლეკულა ფილტვებში ჩამეშვა, მართოლაც სასიამოვნო იყო ზღვისგან მობერილი ჰაერი-გრძნობ?-ღიმილით გამომხედა სებასტიანმა-ხომ გრძნობ ჟრუანტელს თხემით ტერფამდე? ახალი სახელი შეგირჩიე,ზღვის ქალწული.
-ნამდვილად სასაცილოა- პირველად გამეცინა სებას ნაკბენ ხუმრობაზე.
-სხვა ქალწულობა თუ არა ეს ხომ მაინც დაკარგე ჩემი წყალობით.
-მგონი უკვე ზედმეტი მოგდის-გავბრაზდი და დავუყვირე.
-კარგი, კარგი, მაპატიე, ვიხუმრ. ნუ მიბრაზდები.
ბათუმში რო ჩავედით მზე უკვე ზენიტში იყო მისი სხივები მოშიშვლებულ მხრებს მიწვავდა ახლა ვგრძნობდი მზის ნამდვილ სიმხურვალეს აქამდე მხოლოდ მისი შექმნილი ჩახუთულობა მიგრძვნია. ახლა კი თითქოს მას თვალსაც კი ვუსწორებდი.
-დროა მოინათლო, საცურაო კოსტიუმი ჩაისვი და წამოდი.-ნახევრად შიშველი სებასტიანი წინ დამიდგა.-მიდი შეძვერი მანქანაში და გამოიცვალე, მე არ შემოგხედავ.-თვალები სასაცილოდ დახუჭა,იძულებით.
სადაც ჩვენ გავჩერდით საბნაპიროზე თითქმის არავინ იყო და მეც გაბედულად შევძვერი მანქანაში და საცურაო კოსტუმი რომელიც წლების მანძილზე უფუნქციოდ მედო სახლში მოვირგე.
-მისმინე, შეიძლება თავიდან წყალი ცივი გეჩვენოს თუმცა არ შეშინდე, მალევე გათბება.-მესმოდა ზღვის ხმაური და ვგრძნობდი მის სუნს რომელიღაც მცენარის სუნუ ქონდა მაგრამ მის სახელს ვერ ვიხსენებდი. ზღვას მივუახლოვდი, შხეფები ფეხებზე მხვდებოდა, ვყოყმანობდი პირველი ნაბიჯის გადადგმას. სებასტიანი კი გაბედულად გადაეშვა წყალში და დაბალ ტალღას დაეჯახა, გაუჩინარდა და მალევე ისევ გამოჩნდა. მის შემხედვარეს ის წვიმიანი საღამო გამახსენდა. მაგრამ ახლა მზე მის სხეულზე დარჩენილ წყლის წვეთებს მბრწყინავ ნაწილაკებად აჩენდა-მოდი ნუ გეშინია.-ნაბიჯი გადავდგი აქაფებული წყალი კოჭებზე მეჯახებოდა . მართლაც ცივი იყო, მაგრამ სასიამოვნო. სებასტიანმა ხელი გამომიწოდა და მეც მივენდე, ზღვასთან შეხვედრაც შედგა. ახლა უკვე მთელს სხეულზე მეხებოდა, მარილიანი, მლაშე წყალი. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი. წყალი ნელ-ნელა გათბა უფროდაუფრო შორს ვტოპავდი მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რას ვიზამდი მაშინ როცა ფეხქვეშ ვეღარაფერს ვიგრძნობდი.
-აქ უკვე ვეღარ მოხვალ-ჩემგან ოდნავ შორს იყო სება.
-რატომ?
-ღრმა წყალი და შენ ცურვა არ იცი.
-და რომ მასწავლო?
-მზეო დღეისთვის ზედმეტი მოგივა. სხვა დროს იყოს.
ცურვა არ მასწავლა მაგრამ მთელი დღე ზღვიდან ვერ ამომიყვანა, ვეღარ ველეოდი მოლივლივე ზღვის ზედაპირს რომელიც მოშიშვლებულ მხრებს ხან მიფარავდა და ხანაც სააშკარაოზე გამოჰქონდა. აქამდე როგორ ვერ მოვახერხე მასთან შეხვედრა, რომ ეს განმეცადა, რომ ეს აღფრთოვანება მეგრძნო. ზღვის ცორიზონტს გავყურებდი ვხედავდი მზე როგორ მითანაბრდებოდა ნელ-ნელა ისიც და მეც ნახევრად ზღვაში ვიყავით. ზღვისა და ცის შემაერთებელი ზოლი კი სრულიად წითელი იყო, სებასტიანი სანაპიროზე იჯდა და ტკბებოდა თავისი შემოქმედებით. უკვე დრო იყო დამეთმო ეს ნეტარება და ზღვიდან ამოვედი.
-არ მოგშივდა? ან არ შეგცივდა? ბესოს დავურეკე და თავისთან გველოდება.
-ცოტა შემცივდა და ამიტომ ამოვედი-ღიმილით ვუთხარი-რატომ დაურეკე უკან არ ვბრუნდებით?
-არა რა უკან, მე მაგრად დავიღალე, ხვალ წავალთ. ან თუ გინდა არ წავალთ. ჩემი ბავშვობა გამახსენე. სულ წყალში ყოფნა მინდოდა- გაიცინა სებამ.-გაშრი და წავიდეთ.
-ბესოსთან უნდა დავრჩეთ?
-ხო რა მოხდა, დიდი სახლი აქვს.
ბესოს სახლი მართლაც დიდი იყო, ორსართულიანი ქვით მოპირკეთებული კედლებით. ეზოში უამრავი მცენარე დაერგოთ ნამდვილი სამოთხე იყო. ძაღლი სიცხისგან გათანგული თავის სახლს აფარებდა თავს, ჩვენს დანახვაზე ბოლო ძალები მოიკრივა ფეხზე წამოდგა და აქოშინებული ცქმუტვით შეგვეგება. ბესო გახარებული ჩანდა ჩვენი სტუმრობით სახლში გაგვიძღვა ოთახებზე მიგვითითა აქ დაიძინებთო, ცოტა დავისვენეთ და სავახშმოდაც მივუსხედით სუფრას. სება ენას ვერ აჩერებდა, დაწვრილებით მოყვა თუ როგორ გაიგო ჩემი ზღვის სიქალწულის ამბავი, მერე როგორ მომკიდა ხელი და წამომიყვანა. ჩემი და ზღვის შეხვედრაც დაწვრილებით აღწერა. დაღლილი ვიყავი მაგრამ იმდენად სავსე ახალი ემოციებითა და შეგრძნებებით რომ ადგილს ვერ ვპოულობდი და ძილისკენაც არ მიმდიოდა გული. ეზოში ვიჯექი ძაღლი ჩემს ფეხებთან იყო გართხმული, სიგარეტს ვეწეოდი და კმაყოფილი მზერით თვალს ვერ ვწყვეტდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
-ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩემს კითხვაზე პასუხს ამით ვერ გაიგებდი და შესაბამისად ვერც მიპასუხებ.-სებასტიანი მომიჯდა გვერდით და ყავა მომაწოდა.
-რას გულისხმობ?-ყავა მოვსვი
-ღამის ზღვაც უნდა გაიცნო.-სიგარეტს მოუკიდა.
-ანუ?
-ანუ უნდა ადგე და სანაპიროზე წავიდეთ.
-ძალიან დაღლილი ვარ.
-მაშინ აქ ნუ ზიხარ წადი და დაიძინე.
-არ მეძინება
-ანუ დაღლილობაც გვერდზე გადავდეთ, ადექი და წავიდეთ, დამიჯერე მოგეწონება.-ავა კიდევ ერთხელ მოვსვი.
-ეს ყავა შენ მოამზადე?
-კი
-კარგი, მაშინ წავიდეთ.-სკამიდან სწრაფად წამოვდექი.
-მანქანაში დაგელოდები-თავი ხელებით დამიჭირა და ლოყაზე ძლიერად მაკოცა.
-ჰეი საით გაგიწევიათ?-ბესოც გამოვიდა
-სანაპიროზე, რომ არ წამოხვალ?-სებამ ისე შესთავაზა აშკარად არ უნდოდა მისი წამოსვლა.
-არა, მთელი ცხოვრება მანდ არ გავატარე?!-სიცილით უთხრა ბესომ.-თქვენ წადით გაერთეთ.
სანაპიროზე გვერდიგვერდ ვიწექით მე და სება ფეხები შიშველი მქონდა, ტალღები მუხლებამდე აღწევდა და ქას კანზე მიტოვებდა. ცა ვასკვლავებით იყო მოჭედილი, მთვარე კი წითლაც ანათებდა, წითელი მთვარე არასდროს მინახავს.
-რატომ არის მთვარე ასეთი წითელი?
-არვიცი, ხშირად ზღვაზე ასეთია. ნუ ჩაუღრმავდები, უბრალოდ დატკბი. თვალები დახუჭე და მოუსმინე-აქ მხოლოდ ზღვის ხმა და საკუთარი გულისცემა უნდა გესმოდეს , უკეთეს შემთხვევაში ჩემიც.-თვალები დახუჭა- როცა ყველაზე მეტად მიჭირს და აქედან შორს ვარ, ლოგინზე პირქვე ვწვები, თვალებს ვხუჭავ, საკუთარი გულის ცემას ვუსმენ და ვცდილობ ზღვის ხმაც გავიგონო. თუ ის მშვიდად სუნთქავს , სანერვიულო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ ბობოქრობს მაშინ პრობლემის გადაჭრის გზა უნდა ვიპოვო თორე ღრმად ჩამიტანს. ეს მუშაობბს დამიჯერე, უბრალოდ გულს უსმინე.
-ანუ ზღვა გკარნახობს როგორ მოიქცე?
-არა, კარნახი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ის გზას მიჩვენებს, რჩევას მაძლევს.
-ანუ გესაუბრება.
-ზუსტად, მესაუბრება. ახლაც საუბრობს.
-და რას ამბობს?
-ამბობს რომ მოწონხარ, მაგრამ ჯობია აღარ იცრუო.-თვალები გავახილე ტანი წამოვწიე და სებას დავხედე, ის ისევ თვალდახუჭული იწვა, მშვიდი სახით.
-და რაო, რა იცრუა მზეომო?
-დამშვიდდი მზეო ისეთი არაფერია, შენი მესმის.-სახის არცერთი კუნთიარ უტოკდებოდა.
-რა გესმის, ამიხსენი ნორმალურად.
-მესმის, რატომაც არ მითხარი რომ დეას შეხვედრილხარ.-მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი. ისიც წამოიწია, მუხლებში მოხარა ფეხები და ხელებით ფეხებს დაეყრდნო. ზღვისგან მობერილი სიო ქერა თმას უთამაშებდა და ლურჯ თვალებს მე მანათებდა. მე კი დაბნეული, გაოცებული ვუყურებდი არ ვიცოდი რა მეპასუხა, თავი როგორ მემართლებინა, ვერც განძრევას და ვერც სიტყვის თქმას ვერ ვბედავდი. მისი მზერა არ იყო ბრაზიანი, არც ინტერესით სავსე. ის უბრალოდ მიყურებდა. გამომცდელად...


***
მართლა არ ვიცი რატომ ვერ ხვდებით ვერაფერს.
არც მინდა ყველაფერი "დავღეჭო" და ისე ვწერო.
ჩემი რჩევა იქნება ყველაფერს მიაქციოთ ყურადღება. უკეთ გასაგებად. (:



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუუ როგორ გამიხარდა სებამ რო გამოიჭირა მზეო. არ უნდა დაემალა ამ გოგოს, ძმა დას ეძებს. საშინლად მოიქცა, მაგრამ ბავშვურად გამოუვიდა, თითქოს მის საიდუმლოს გაიგებდნენ. მართლა საშინელი უსამართლობაა და-ძმის ასე დაშორება. დეას თუ ახსოვს თავისი ძმა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent