ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( დასასრული )
-მერე რა მოხდა?- ამოწია თავი დღიურიდან სესილიმ -უკვე წაიკითხე?- ჩაი დაუსხა ნუცამ შვილიშვილს -კი და ხო მითხარი მაგას რო მორჩები მეორე დღიურსაც წაგაკითხებო? -ცოტა ადრე ხო არ იყო შენთვის მაგის წაკითხვა? - თვალები მოჭუტა ქალმა -12 წლის ვარ, პატარა არ ვარ , თან კიდე ეხლა რაღა დროსია, უკვე წავიკითხე- მხრები აიჩეჩა სესილიმ - მაინტერესებს მერე რა მოხდა -ჯერ ჩაი დალიე და მერე გეტყვი -მიყვარს აქაურობა - გაიღიმა პატარამ და ოთახს თვალი მოავლო -ჯერ მხოლოდ მეორეჯერ ხარ საქართველოში - გაუკვირდა ნუცას- აქ რო დაიბადე, ერთ წელიწადში წახვედი და ესე უცებ როგორ შეგიყვარდა -რავი დედიკოს სამშობლოა და რომც არ ჩამოვსულიყავი მაინც მეყვარებოდა -დედაშენი უკრაინელს რომ არ გაჰყოლოდა ცოლად, არ მოგიწევდა აქეთ-იქით სიარული -დედაჩემი მამაჩემს რომ არ გაჰყოლოდა ცოლად, არც მე ვიქნებოდი- ჩაილაპარაკა ნიშნისმოგებით სესილიმ- გააგრძელე რა, მერე რა მოხდა? -მერე ლიზაც გათხოვდა -კაიი? - გაკვირვებისგან პირი დააღო ბავშვმა -ხო ბე, დაქალიც გამითხოვდა- გაუღიმა კაპანაძემ გოგონას და თმაზე ხელი გადაუსვა -ვის გაყვა? -წაიკითხე და შენით ნახავ - დააინტრიგა შვილიშვილი და ყავა მოსვა -სადაა მეორე დღიური- მოუთმანელად იკითხა ბავშვმა -ჩემს ოთახში შეირბინე და საწოლის გვერდით რო ტუმბოა, მაგის ქვედა უჯრაში ნახე ----------------- -რას ნიშნავს ამერიკაში ბრუნდები?- ყურში იმხელაზე ჩამყვირა ჩივაძემ, მგონი ექიმთან გავხდი მისასვლელი -შენ ვინ გითხრა? - სამზარეულოში მოფუსფუსე დედაჩემს გავხედე და თვალები ავატრიალე -მაკამ, ვინ მეტყოდა.. გამიღე კარი -რა კარი -შენი სახლის კარი -ეხლა საგურამოში უნდა იყო- გამიკვირდა და შემოსასვლელისკენ დავიძარი -ერთი გოგო ჭკვიანურად რო იქცეოდეს ვიქნებოდი კიდეც - შემოაბიჯა და არც გადამკოცნა ისე წავიდა მისაღებისკენ -ხო რავი, მობრძანდი, დაბრძანდი - მხრები ავიჩეჩე და კარი დავკეტე -მაკა როგორ ხარ? -ამ გიჟის ხელში როგორ ვიქნები? - ორივემ ისე გადმომხედა მერჩივნა კარებთან დავრჩენილიყავი -ხო იცი ანიტ ეგ უკვე „რიჟა“ ბაზარია. სოუ ამოალაგე შენი ბარგი და წავედით საგურამოში -მაშინაც ეგეთი „რიჟა“ ბაზარი იყო, მაგრამ მაინც წავედი - გავახსენე 5 წლის წინანდელი და ამაყად მივეყრდენი კარის ჩარჩოს -მაშინ საქმის კურსში არ ვიყავი -თვალი ჩამიკრა ჩივაძემ - ეხლა ხო იცი, სულ მცირე ორი საათით რო მოგწყვიტო თვალი, ეგრევე აეროპორტში გადავრეკავ და ყველანაირ რეისს გავაუქმებინებ. დაჟე ჰაერიდან მოგხსნი -კაი არ გინდა ეს ბახტრიონელი კაი ბიჭის როლი თუ ძმა ხარ - მობეზრებულმა ავიქნიე ხელი და ბარის სკამზე ჩამოვჯექი -იმდენს იზამ , კენგურუს ჩანთას ვიყიდი, პატარა ბავშვებს რაშიც სვამენ და იმით გატარებ - დამემუქრა ვატო და ამ სცენის წარმოდგენისთანავე სიცილი ამიტყდა. დედაჩემს გადახედა და ანიშნა არ ინერვიულოთ, ესეთიაო -არა ის მაინც კითხე რის გამო მიდის, ჩემი ფული მქონდა იქ ყოფნისას და ეხლაც მინდა გაგრძელებაო, ტყუილად კი არ ვიწვალე იმხელა კომპანია რო შევქმენი და ისე უპატრონოდ დავაგდეო - შესჩივლა მაკამ -თან იქ თუ საუკეთესო ფსიქოლოგი იყო, აქ საერთოდ რას იზამს წარმოიდგინე - გააგრძელა მაკამ ჩვეულ რიტმში -შენ არ ინერვიულო მაკა - დაამშვიდა ვლადიმეროვნა- აქედან ფეხსაც ვერ გაადგამს- თვალი ჩაუკრა -ხოდა უთხარი აქ მიხედოს კარიერას, იმხელა გამოცდილება აქვს არ გაუჭირდება -ხოდა მიხვედავ - ამაყად განვაცხადე და ხელები ერთმანეთზე გავუსვი --------------------- -რა ლამაზიი დღეაა, რა ნათელი მზეაა. იმიტომ, რომ დღეს ანიტას დაბადების დღეააა- შემოცვივდნენ სიმღერით ჩემი ოჯახის წევრები -ჩააქრე - მეჩხუბება ხელებდამძიმებული მაკა -მაცადე სურვილი ჩავიფიქრო - შუბლს ვიჭმუხნი და ახალგაღვიძებულ თვალებს ვიფშვნეტ -იმედია დღეს მაინც ისვენებ - ჩამომიჯდა ნანა საწოლზე -არაა, დილას მყავს ორი პაციენტი და მერე ბავშვებთან ერთად გავალ სადმე -დღეს მაინც დაგესვენა, შვილო- მსაყვედურობს გურამი და შუბლზე მკოცნის -რას მჩუქნით? - თვალებაციმციმებული ვუყურებ ჩემი ოჯახის წევრებს -სახლის ყიდვას ვფიქრობდით, მაგრამ უშენოდ ხო იცი როგორც გაგვიჭირდება. შესაბამისად შენი ახალთახალი მანქანა ეზოში დგას და შეგიძლია ჩახვიდე- ამიფრიალა მამამ გასაღები. კივილით წამოვხტი და კისერზე ჩამოვეკიდე -მადლობა მადლობა მადლობა მადლობა - ჩავკოცნე ყველა სათითაოდ და პიჟამოს ამარა ჩავქანდი ქვემოთ. ეზოში შავ X6ს წითელი ბანტი ამშვენებდა, რომელიც ეგრევე მოვხსენი და საჭესთან მოვკალათდი. იმდენი ხანი ვიბოდიალე, მგონი სამსახურში დავაგვიანე. ისევ თავის ადგილას გავაჩერე და გადმოვხტი. -გილოცავ - ჩემი ბავშვობის თაყვანისმცემელი შემხვდა და გადამკოცა- საინტერესო ფორმაში ხარ - ამათვალიერა სიცილით. მერე გამახსენდა როგორ ფასონზე მქონდა თმა და ჩემს დათუნებიან პიჟამოს როგორ „საყვარლად“ ეხამებოდა. უხერხულად გავუღიმე და მორიგი მეზობლების მოლოცვას მადლობები შევაგებე. როგორც იქნა ავაღწიე სახლამდე, თავი მოვიწესრიგე და რადიკალურად განსხვავებული ჩავედი ქვემოთ. მეორე პაციენტის გასტრუმებისთანავე დავხედე ტელეფონს სადაც უამრავი ზარი და შეტყობინება მქონდა მოსული, მაგრამ ჩემი მეგობრებისგან არცერთი რომ არ იყო მივხვდი რაღაცას მიმზადებდნენ და სახლისკენ ავიღე გეზი. -მოვედიი - დავიყვირე შემოსასვლელიდან და ხმა რომ არავინ გამცა, მისაღებისკენ დავიძარი. სამზარეულოში მოფუსფუსე ნანას ზურგიდან ჩავეხუტე, რომელიც შიშისგან შეხტა -შე არანორმალურო გოგო - პირსახოცი დამარტყა საჯდომზე - გული გამიხეთქე -მოფსი ბე და გადაგივლის - გავუცინე ამ სახლის ყველაზე ენერგიულ დიასახლისს და ვაშლი ჩავკბიჩე -წლები გემატება და ჭკუა არა - გაიქნია დანანებით თავი და შეფუთული ყუთი გამომიწოდა- მეც მაქვს შენთვის პატარა საჩუქარი. სანამ გავხსნიდი ჩავბურჯღნე, იმდენი ვკოცნე და ბოლოს ლამაზად შემოკრული პარკი შემოვაცალე -არ მჯერა - სიხარულისგან თვალები ამიციმციმდა, როცა ჩემი ბავშვობის კულონი დავინახე - სად იპოვე ბე- ახლა მთელი ძალით მოვხვიე ხელები და თავი შევიკავე რო არ მეტირა -ამერიკაში რო წახვედი, დაახლოებით 4 თვის მერე შენი ოთახის ძირფესვიანად დალაგება გადავწყვიტე და შემთხვევით კარადის თავზე აღმოვაჩინე, რომელიღაც ფეხსაცმლის ყუთში. ეგრევე კისერზე შევიბი და სარკის წინ დავტრიალდი -შენს ბავშვებს არ მოულოცავთ ჯერ? -არა და მე მგონი რაღაცას მიმზადებენ - ეშმაკურად ჩავიცინე კარისკენ წავედი სადაც აცრემლებული ნია იდგა -რა მოხდა- ღიმილი შემაშრა სახეზე -ბიჭები დაჭრეს - ამოისლუკუნა კენჭაძემ და აცახცახებული ჩამეხუტა. მომენტალურად თავბრუ დამეხვა და კედელს მივეყუდე -სად არიან -საავადმყოფოში- მიპასუხა გადაფითრებული სახით -დროზე წავედით - ხელი მოვკიდე და კიბეებზე ჩავარბენინე, მანქანაში ჩავსხედით და ეზოდან გავიყვანე მანქანა როცა აჭრელებული ბანერები მომხვდა თვალში -გილოცააავთ- წინ გადამიდგნენ ჩემი ბავშვები და მოცინარ ნიას რო გავხედე ტირილი ამივარდა -ფუ რა დეგენერატები ხართ - ვერ ვწყნარდებოდი მე - ესეთი სიურპრიზი აღარ გამიგია , კინაღამ გული გამიჩერდა, ნორმალურები ხართ?! -არა - გამეჯგიმა ცოტნე და მანქანიდან გადმომაფრინა- ვინ არისო ჩემი იუბილარიო, ვინაოოო? - ხელში ამიტაცა და რამდენჯერმე დამაბზრიალა -აუ შემეშვით რა - ამოვილაპარაკე ნაწყენმა და რატის გავხედე, რომელიც ღიმილით მიყურებდა -მადლობა მაინც გვითხარი - გამიცინა საბამ -მადლობა, რომ გული გამ.... -ჯერ სად ხარ - შემაწყვეტინა ჩივაძემ და თითით გადაკეტილი გზისკენ მანიშნა სადაც ყველაფერი ერთად ხდებოდა. ცეკვები, სიმღერები, წარმოდგენები, სურათები, ჰელიუმის ათასობით ბუშტი, რომლებიც ნელნელა ადიოდა ჰაერში და ბედნიერება! ბედნიერება იმის, რო მე მყავდა ესენი ! საღამომდე ყველაფერი კარგად იყო, სანამ რატიმ არ მანიშნა სალაპარაკო მაქვსო და ოთახში არ ავედით. -რამე მოხდა? -არ შემირიგდები? -მკითხა ჩამქრალი ხმით -გაბუტული არც ვარ - მხრები ავიჩეჩე და საწოლზე ჩამოვჯექი -ძველი ურთიერთობა აღარ გვაქვს -ჰაჰ , კიდევ კაი მითხარი, თორე ვერ შევნიშნე -ნუ მეიაზვები -აბა რას მთხოვ რატი? რომ ვითომც არაფერი ყველაფერი ძველებურად გაგრძელდეს? - მომეშალა ნერვები -დაახლოებით -ცოლიანი ხარ - შევახსენე -ცოლს რას ეძახი შენ, ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ხელი არ გვაქვს მოწერილი, პროსტა ერთად ვცხოვრობთ -რა მნიშვნელობა აქვს ცოლი გეყოლება თუ შეყვარებული, როცა შენგან ბავშვს ელოდება? -ტყუილად გელაპარაკები ხო? -დაახლოებით -კარგი- ამოიოხრა და კარისკენ წავიდა -ისე ნუ იქცევი, თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე -ზუსტადაც რომ შენ ხარ დამნაშავე- მომიახლოვდა და წინ დამიდგა -მე არ დამიორსულებია შენი შეყვარებული- ხმას ავუწიე -გაჩუმდი, გთხოვ -შენ მე ვერ გამაჩუმებ - უარესად დავიწყე ყვირილი, როცა უცბად ტუჩები მომაწება და ლაპარაკის საშუალება აღარ დამიტოვა. სიმთვრალემ თავისი ქნა და მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. დიახ, სწორად მიხვდით! მე და რატი ერთად ვიწექით ! -რა დებილი ვარ ღმერთო- დავიწყე ზლუქუნი და ნიას ჩავეხუტე -ნასვამები იყავით, ხდება ხოლმე - ჩემს დამშვიდებას ეცადა დაქალი -ეგ არ მამართლებს - უარესად ამიტყდა ტირილი- ჩემ გამო დაშორდნენ ერთმანეთს -მაგათი ურთიერთობა ისედაც განწირული იყო ანიტ, შენს თავს ნუ ადანაშაულებ. ისედაც არ უყვარდათ ერთმანეთი ისე, როგორც საჭირო იყო- ჩაერთო ნუცა -ხო მაგრამ ჩემი მიზეზით არ უნდა მომხდარიყო. ჩემი ძმაკაცის ცოლს ქმარი ავახიე -ცოლ-ქმარი არც ყოფილან ანიტა - გამახსენა ანკამ -რა მნიშვნელობა აქვს -შეყვარებულის კონტექსტში უფრო კარგად ჯდება - გაეცინა ნიას - ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე. -ისე წიგნი რო დაწერო, მაგარი სათაურია, რას იტყვი - გაეცინა ნუცას -დავწერ ადრე თუ გვიან - გამეღიმა და სივრცეს მივაშტერდი. ჩემი და რატის ურთიერთობა შეიცვალა. ცდილობდა ჩემთან დალაპარაკებას , მაგრამ აზრი არ ჰქონდა. „ოჯახი“ დავუნგრიე და ვერ შევხედავდი თვალებში. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მადანაშაულებდა მე, თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი, რასაც ვერაფერი შეცვლიდა. ---------------------- -ბეე -ხო სესი -აქ დამთავრდა ყველაფერი? -არა, ბე. მანდ ყველაფერი არ წერია -და საიდან გავიგო მერე რა მოხდა- გული დაწყდა ბავშვს -მე მოგიყვები - კალთაში ჩაისვა შვილიშვილი და თხრობა განაგრძო: -ბევრი არც არაფერია მოსაყოლი, ლიზა მალევე გათხოვდა -ლიზა არ მაინტერესებს - შეაწყვეტინა გაბრაზებულმა სესილიმ -მთავარი სწორედ ეხლა წყდება - გაუღიმა გოგონას და გააგრძელა - რატიმ ბავშვის მონახულება რომ გადაწყვიტა, ლიზა სახლში არ დახვდა. მხოლოდ მისი ქმარი იყო და ამ კაცმა იცი რა უთხრა? ის, რომ ლიზა ჯერ კიდევ იმ ზაფხულს გაიცნო, როცა ანიტა კომაში იყო. მოსწონებია ერეკლეს ეს ჩვენი გოგო და -ჩვენი არა - ისევ გააწყვეტინა შვილიშვილმა მკაცრი ხმით -კარგი კარგი - გაეცინა ნუცას - მოწონებია ეს გოგო ერეკლეს და სწორედ იმ დღეს ჩაისახა პატარა სალომე -ვერ მივხვდი -რატისგან კი არა, ერეკლესგან ელოდებოდა ლიზა ბავშვს და ატყუებდა, რაც შემდეგ დნმ-ს ანალიზით გაარკვიეს -ფუ რა უნამუსო გოგოა- გაბზარდა სესილი- მერე რა მოხდა? -მერე რატი და ანიტა შერიგდნენ -შვილიშვილი ჰყავთ შენსავით? -კი ბე, ნენე, შენზე 2 წლით დიდია და იცი რა? -რა? - თვალები აენთო პატარას -ეხლა შოკოლადის ტორტი გამოვაცხოთ, იმიტომ, რომ საღამოს ჩემი მეგობრები მოვლენ შვილიშვილებთან ერთად -აქ ვინც არიან ისინი? - გაკვირვებით აღმოხდა სესილის და დღიურისკენ გაიშვირა თითი -კი ბე, ბახტრიონის „სასტავი“ იმის მერე აღარასდროს დაშლილა და დღეს უნდა გაგაცნო ჩემი მეგობრები -ყველაზე ლამაზი კაბა ჩამაცვი კაი?- სიხარულისგან ტაში შემოკრა -აუცილებლად ბე - თვალი ჩაუკრა ნუცამ გოგონას და სამზარეულოში წაიყვანა . --------------------- -ანიტა ბებოო -ბებოს ნუ მეძახი, სესილი - გაუწყრა მოჩვენებით და რატის მხრიდან თავი აიღო -წიგნი როდის უნდა გამოუშვა? -რა წიგნი, სესი? - გაუკვირდა მეტრეველს -აი ის, როგორ აახიე შენი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული. სუფრაზე სიჩუმე ჩამოწვა და შემდეგ ყველა ერთიანად ახარხარდა. და იცით რა? ნამდვილი ურთიერთობები და გრძნობები არასოდეს მთავრდება. მთავარი სწორი ადამიანების შერჩევაა. გმადლობთ ვინც კითხულობდით, კომენტარებით სტიმულს მმატებდით. ბოდიში ვისაც იმედები გაგიცრუეთ. დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით, ოღონდ როდის არ ვიცი. მაგრამ შემდეგი ისტორია, ამაზე მაგარი რომ იქნება დარწმუნებული ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.