შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეხუთე თავი (17)


1-01-2018, 13:40
ავტორი fireending
ნანახია 1 912

-სესიი,შეიძლება დღესაც წამოგყვე რეპეტიციაზე ?_ჰკითხა ირინკამ დას და მაგიდასთან მის გვერდით ჩამოჯდა.
-კი,რა თქმა უნდა_გაეღიმა სესილის
-რა კარგიაა,წავალ ტანსაცმელს გამოვიცვლი._სიხარულით წამოდგა ფეხზე ირინკა
-კარგი ირი,მაგრამ ცოტა დაუჩქარე,ნახევარ საათში მივდივარ.
-კარგი,კარგი_უპასუხა გოგონამ და კიბისკენ სიხარულით გაიქცა.თავისი ოთახისკენ რომ გარბოდა დერეფანში მდგომი დედა ვერ დაინახა და შეეჯახა.
-ფრთხილად ირი,ჩემო ლამაზო_უთხრა ქალმა და ქალიშვილს მოეფერა.
-ბოდიში დედა,მოვრბოდი და ვეღარ დაგინახე.
-არაუშავს შვილო_გაუღიმა ქალმა და გზა განაგრძო.
ლუიზა სამზარეულოში შევიდა,სადაც სესილო იჯდა და ყავას სვამდა.
-დილა მშვიდობისა დედა
-დილა მშვიდობისა_ცივად უპასუხა ქალმა
-დალევ ყავას?_შესთავაზა სესილიმ
-არა,მოგვიანებით დავლევ.
-კარგი მაშინ მე წავალ არ დამაგვიანდეს_სესილი ფეხზე წამოდგა,მაგრამ დედამისმა მკლავზე მოკიდა ხელი და შეაჩერა.
-მოიცა,უნდა დაგელაპარაკო.
სესილიმ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა.იცოდა ქალს რაზეც სურდა საუბარი და არ უნდა ისევ იგივეს მოსმენა.
-დედა...
-სესილი,დროა სწორად იფიქრო და მოიქცე.ისევ იგივე შეცდომის დაშვების უფლებას აღარ მოგცემ.კახას აუცილებლად...
-დედა,საკმარისია რა.მაგ ადამიანზე ნუღარ მელაპარაკები._სიტყვა გააწყვეტინა სესილიმ დედას და ოთახიდან გავიდა.
-სულელი ხარ,ვერ ხვდები ვერაფერს_მიაძახა ქალმა და სკამზე ჩამოჯდა.
ცოტა ხანში ირინკა შემოვიდა სამზარეულოში.
-დედა,რა ხდება?
-რა ხდება და ის,რომ სულელი და გყავს,კახასნაირ ბიჭზე გათხოვებაზე რომ უარს იტყვი.თავის საქმესაც იფუჭებს და ჩვენ საქმესაც აფუჭებს.იმ ვიღაც მათხოვარს დასდევს.აჭრელებულია მაგათი ფოტოებით ინტერნეტი.არცხვენს ჩვენ ოჯახს.
-დამშვიდდი დეე,ჩემი და დაფიქრდება და ყველაფერს მიხვდება.
-არა მგონია მაგის ტვინში რამე შევიდეს_თავი გააქნია ქალმა
-მომისმინე,ერთი იდეა მაქვს,იქნებ ამ შაბათს კახა დავპატიჟოთ სადილად.შინაური სიტუაცია იქნება,იქნებ სესილიმაც სხვა თვალით შეხედოს კახას.
-ისე მართალი ხარ,კარგი აზრია.მამაშენს ვეტყვი და კახას დაურეკავს.
-კარგი დეე,ახლა წავედი.დროებით_უთხრა ირინკამ და გასასვლელისკენ წავიდა.
-დროებით ჩემო ლამაზო_უპასუხა ქალმა და სკამზე ჩამოჯდა.შვილის ნათქვამზე ფიქრობდა,ჭკუაში დაუჯდა ეს იდეა და გადაწყვიტა ეს საქმე რაც შეიძლება მალე მოეგვარებინა.
* * *
დათო აბაზანიდან გამოვიდა და სწორედ იმ დროს გათიშა სოფიამ მობილური.მამაკაცმა საწოლზე დადებული პერანგი აიღო და სოფიას გაუღიმა
-ვინ იყო?
-გიგა,ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი_ბედნიერი ღიმილით თქვა სოფიამ
-ჰო,მეორედ გახდება ბაბუა,ოსე ჩამოსვლას არ აპირებს?
-უნდა,მაგრამ საქმეები აქვს ბევრი.ისე მომენატრა ძალიან.
-ჰო,მეც_უპასუხა დათომ-შენ რა სამსახურში მიდიხარ?_ჰკითხა დათომ სოფიას
-ჰო,როგორც ყოველთვის.
-იქნებ დაგესვენა_შეაპარა ცოლს დათომ,გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია.
-არააა,ჯერ რა დროს დასვენებაა_ხელი აიქნია სოფიამ-იმდენი რამ გვაქვს დაგეგმილი
-ჰო მაგრამ არ მინდა გადაიღალო
-არ დავიღლები,შეჩვეული ვარ ამ რეჟიმს,თანაც ავად ხომ არ ვარ.ორსულად ვარ_გაეცინა სოფიას და დათოს ხელზე მოეფერა.
დათომ ქალს აკოცა და მუცელზე მოეფერა.
-რა სასიამოვნოა ეს მოლოდინი_უთხრა ქალს და თმაზე მოეფერა.
-ჰო_უპასუხა სოფიამ და გაეღიმა.
ქმარს მიეხუტა.მის გვერდით მშვიდად იყო.ამდენსაც სწორედ დათოს წყალობით გაუძლო.თვალები დახუჭული ჰქონდა და მის გულის ცემას ისმენდა,ეს ხმა იყო,რაც მას სიცოცხლის,სუნთქვის საშუალებას აძლევდა.ცეცხლი,რომელიც მათ შორის სიყვარულმა დაანთო დრომ ვერ გაანელა,ან როგორ შეიძლება ჩაქრეს,როცა ასე ძლიერი სიყვარული,პირიქით,დრომ მხოლოდ სიძლიერე შემატა ამ ცეცხლს.უმეტესად დროთა განმავლობაში ის ვნება ქრება,რაც დასაწყისში იყო,მაგრამ სოფია და დათო გამონაკლოსები იყვნენ,ერთმანეთზე ფიქრის დროსაც კი ისევ ისე უჩქარდებოდად გული,როგორც ურთიერთობის დასაწყისში,შეიძლება თამამად ითქვას,რომ შეყვარებულობის პერიოდი არ დამთავრებულა მათ შორის და არც არასდროს დამთავრდებოდა.ეს იყო სწორედ,რომ მათ ყოველდღიურ რუტინას ბედნიერს ხდიდა.
კაფზე კაკუნი გაისმა.სოფია ფიქრებიდან გამოერკვა.
-შემოდით_დაიძახა მან
ოთახში მსახური გოგონა შემოვიდა,რომელმაც ამცნო,რომ ახალი მზარეული მოვიდა.სოფია დათოსთან ერთად ჩავიდა ქვემოთ მასთან შესახვედრად.
-გამარჯობა_მკესალმა ის ქალს
-დაბრძანდით_თავაზიანად უთხრა დათომ და ქალს თვალს არ აშორებდა.
დათო მას ათვალიერებდა.ასაკის ქალი იყო,თუმცა კარგად მოვლილი,თანაც სასიამოვნო ღიმილი ჰქონდა.სოფიამაც თავაზიანად მიიღო ის.ქალს რეკომენდაციებიც კარგი ჰქონდა და ბევრი აღარ უფიქრიათ სამუშაოდ აიყვანეს.თუმცაღა გული წყდებოდათ,ძველი მზარეული გემრიელ კერძებს ამზადებდა,მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო ოძულებული გახდა წასულიყო.
თუ ამ ახალი მზარეულის მიღების ამბავს არ ჩავთვლით დღე ჩვეულებრივად,როგორც ყოველთვის მშვიდად დაიწყო.დათოც და სოფიაც სამსახურში წავიდნენ.
მათი წასვლიდან ათ წუთსაც არ გაუვლია,რომ ზურა მოვიდა,უცხო ქალის დანახვა გაუკვირდა.ქალმა ეს შეამჩნია და გაეცინა
-თქვენ ალბათ ბატონი ზურა ხართ,ქალბატონმა სოფიამ მკთხრა,რომ მოხვიდოდით
-დიახ ,დიახ....თქვენ...
-მე ახალი მზარეული ვარ,ნაირა მქვია_ხელი გაუწოდა ქალმა და გაუღიმა
-სასიამოვნოა_ხელი ჩამოართვა ზურამ
-რამეს მიირთმევთ?
-არა,არა არ შეწუხდეთ ჩემ შვილთან ვიყავი და ვისაუზმე
-სალომესთან?_იკითხა ქალმა
-როგორც ვხედავ კარგად იცნობთ ჩვენ ოჯახს_თქვა ზურამ და ქალს ახედა
ქალს ჩაეცინა
-ცნობილი ოჯახი ხართ ქვეყანაში.მეც გიცნობთ,თქვენის ნებართვით დაგტოვებთ_უთხრა ქალმა და სამზარეულოში გავიდა.
ზურა აივანზე გავიდა.ახალ მზარეულზე ფიქრობდა,მიუხედავად ქალის თავაზიანობისა,მაინც არ ესიამლვნა მისი დანახვა.უსიამოვნო წინათგრძნობამ შეიპყრო მამაკაცი.გონებაში თითქოს ეცნო კიდეც მისი სახე,მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან.
...
-ძალიან დავიღალე და მშია_თქვა სესილიმ
-აჰაა,მეც_უპასუხა ლევანმა-წამო ჩვენ კაფეში
-მე სახლში წავალ_საუბარში ჩაერთო ირინკა
-ჩვენთან ერთად წამოდი_შესთავაზა ლევანმა
-არ მინდა ხელი შეგიშალოთ
-კარგი რა ირინკა,ასე რატომ ფიქრობ_უთხრა სესილიმ და მხარზე მოეფერა
-სულაც არ შეგვიშლი ხელს.პირიქით გაგვიხარდება თუ წამოხვალ_თქვა ლევანმა
-კარგი,კარგი_გაეღიმა ირინკას. სწორედ ეს უნდოდა.
კაფე სარეპეტიციოსთან ახლოს იყო ამიტომ ,მანქანები იქვე დატოვეს და კაფეში შევიდნენ.
-რა გემრიელი პიცაა_აღნიშნა ირინკამ
-ჰო,აქ ხშირად მოვდივართ რეპეტიციის შემდეგ.სულ გემრიელი კერძები აქვთ_უპასუხა ლევანმა
-აწი მეც ხშირად ვივლი,ისე ძალიან მიხარია,რომ ჩემ დას შენნაირი ადამიანი ყავს გვერდით.გაუმართლა_თქვა ირინკამ
-პირიქით ირინკა,ეს მე გაგიმართლა,რომ სესილი მყავს გვერდით_ლევანმა სესილის აკოცა
-ლევან,რაღაც მინდა გთხოვო.იქნებ ამ შაბათს ჩვენთან სახლში მოხვიდე სტუმრად_შესთავაზა ირინკამ
სესილიმ თავი უხერხულად იგრძნო,ირინკასგან ასეთი მოულოდნელი შეთავაზება რომ მოისმინა.კარგად იცოდა,რომ მის მშობლებს ლევანი არ მოწონდათ.
-რავიცი ირინკა..._უპასუხა ლევანმა
-ვიცი რასაც ფიქრობ და რატომ ყოყმანობ,მაგრამ დროა ჩვენი მშობლები თქვენ ურთიერთობას შეეგუონ,თანაც რა არის აქ დასამალი.თუ მოხვალ მიხვდებიან,რომ მათ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს,რა იცი,იქნებ დამეგობრდეთ კიდეც_თქვა ირინკამ
-უხერხულია
-არაფერიც არაა უხერხული,მე გპატიჟებ,იმედია უარს არ მეტყვი.სესიიი უთხარი რა,რომ გვესტუმროს
წყვილმა ერთმანეთს გადახედა.სესილის ირინკას სიტყვები დაუჯდა ჭკუაში.
-ირინკას აზრი მეც მომწონს_თქვა სესილიმ
-კარგი_გაეღიმა ლევანს.
-ჰოდა შაბათს გელოდებით_თქვა გახარებულმა ირინკამ და წვენი მოსვა.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან აგვიანებ და მავიწყდება წინა თავში რა წსვიკითხე .ასე მკითხველს დაკარგავ, თანაც ძალიან მშრალად წერ მეტი ემოცია გამოხატე და უკეთესი იქნება.მალე დადე.

 


№2  offline წევრი fireending

lalita
ძალიან აგვიანებ და მავიწყდება წინა თავში რა წსვიკითხე .ასე მკითხველს დაკარგავ, თანაც ძალიან მშრალად წერ მეტი ემოცია გამოხატე და უკეთესი იქნება.მალე დადე.

პირველ რიგში მადლობთ,რომ დრო დამითმეთ და კიდევ უფრო დიდი მადლიბა შენიშვნისთვის,მართალი ხართ,ცუდი გამომივიდა ეს თავი,შევეცდები გამოვასწორო,იმედი მაქვს მიგეწონებათ.რაც შეეხება დაგვიანებას,სახლში ინტერნეტი არ მაქვს ჯერ და რიგორც კი მივარდება ინტერნეტი ხელში მაშინვე ვდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent