შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (სრულად)


23-05-2018, 19:53
ავტორი teengirllove
ნანახია 11 461

მანქანაში ვზივარ და ფანჯარაში ვიხედები ..მთელი გზაა ხმა არ ამომიღია , ხასიათზეც არ ვარ, ყოველთვის ესე მემართება ,როდესაც ვმგზავრობ ფიქრებში მივდივარ , ოცნებებში , ათას რამეს გავიხსენებ ან წარმოვიდგენ ..ჩემი თინეიჯერული ცხოვრება არცისე საინტერესოა , ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილან შეყვარებულები, გიჟი დაქალები და საინტერესო თავგადასავლები...მყოლია თაყვანისმცემლები, აქედან რამდენიმე მომწონდა მაგრამ გული გამიტეხეს , გამეღადავნენ და ყველას თვალწინ დამცინეს ,მას შემდეგ ადამიანებს აღარ ვენდობი ,ჩემი გული ჩავკეტე ყველასთვის ,მასში მხოლოდ ოჯახის ადგილია...აი გამოჩნდა კორპუსები, ხალხი, მაღაზიები..ახალი ქალაქი ,ახალი სკოლა,ახალი ადამიანები, ცოტა ძაან მეზარება ეს ყველაფერი..გასაგები რომ იყოს ყველაფერს აგიხსნით :
მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობდით თურქეთში, სტამბულში, იქ ოთხი წელი ვიცხოვრეთ ,შემდეგ მამას თავისი სამშობლო მოენატრა ,დედას სახლ-კარი ,ამიტომაც გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად ... როგორც მიხვდით ქართველი ვარ , ნიტა ჯაფარიძე , დედას მაკა ჰქვია, მამას რატი...მამა არქიტექტორია , თურქეთში საკმაოდ კარგად მუშაობდა და როგორცკი საქართველოდან მოწვევა მოუვიდა სიამოვნებით დათანხმდა...16 წლის ეხლახანს გავხდი , მარტში ..ბარემ ჩემს თავსაც აგიღწერთ : საშუალო სიმაღლის , ოდნავ პუტკუნა , შავი წელამდე თმით , შავი თვალებით და სწორი ცხვირით..როგორც ყველა თინეიჯერს ჩემი თავი დიდად არც მე მომწონს, ყოველთვის ვწუწუნებ რომ მინდა გამხდარი ვიყო, მინდა ცისფერი თვალები მქონდეს მაგრამ რას ვიზამთ ,ღმერთმა ასეთი შემქმნა...ჩაცმულობას ყურადღებას დიდად არ ვაქცევ , გამომწვევად არასდროს ვიცვავდი ,არც მაკიაჟს ვიკეთებ და არც გაბურძგნული დავდივარ...
აი ისიც ჩემი ახალი სახლი.მანქანა ერთ-ერთი კორპუსის წინ გაჩერდა ,მეც მაშინვე გადმოვხტი და მონატრებული ჰაერი ხარბად შევისუნთქე, თურქეთის ცხელი ჰაერის შემდეგ თბილისის სიგრილე ნამდვილად ცხონებაა.მაშინვე თვალი მოვავლე აქაურობას , ეს ის ადგილი არ არის სადაც ოთხი წლის წინ ვცხოვრობდი ..
-მამი აქაურობა არ მეცნობა - მივმართე მამას, რომელსაც საბარგულიდან ჩემოდანი გადმოჰქონდა .
- ეს ვაკეა ძვირფასო, ჩვენს ძველ პატარა სახლის მაგივრად ახალი დიდი სახლი ვიყიდეთ ,აქ შენი ოთახიც გექნება..
უკმაყოფილოდ მივიხედ-მოვიხედე , აქ ყველა ამაყი სახით დადის , ყურებში ყურსასმენ გარჭობილი ,ზედაც არავის უყურებენ,ალბათ სკოლაშიც ასე იქნება ..პრინციპში მე მაწყობს ისედაც არ მინდა ვინმესთან დაახლოვება..მოკლედ ახალ სახლშიც შევედი ,ძალიან მომეწონა ნათელი ბინა იყო დიდი და თანამედროვე სამზარეულოთი..ჩემი ოთახი განსაკუთრებუთ მომეწონა: კედლები თეთრად შეეღებათ, ფანჯრის გვერდით დიდი საწოლი იდგა ,საწოლის გვერდით პატარა ტუმბო იდო , აქეთ მხარეს კარადა სარკით და საწერი მაგიდა კედელთან ,რომლის თავზეც წიგნების თარო ეკიდა.
ყველაზე მეტად ფართო ფანჯრები და ხედი მომეწონა ,თუმცა კი ქუჩაში ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობდა და ხმაური იყო..ფანჯარა მივკეტე და ლოგინზე ჩამოვჯექი, რთულია ასე უცებ ყველაფრის თავიდან შეჩვევა , კედელზე პლაკატები გავაკარი, თაროზე წიგნები შემოვდე , ტანსაცმელი შევალაგე ,გამოვიცვალე და სამზარეულოში გავედი ..
-მოგეწონა ოთახი?- მკითხა დედამ და თან მაგიდის გაშლა დაიწყო
-კი ძალიან ,ზუსტად ისეთია როგორიც მინდოდა.
- მამიკოს გაკეთებულია..იცოდა რა მოგეწონებოდა
-ხო მართლა ,მამა სადაა?
- მაშინვე სამსახურში წავიდა , ახალი შეკვეთა აქვს
- ჯერ არ ჩამოვსულვართ
-ნუ საქმე საქმეა ძვირფასო-მითხრა და საჭმელი წინ დამიდო.
დედას ვაკვირდებოდი , ყოველთვის მინოდა მას ვმგვანებოდი, ჩემგან განსხვავებით ის გამხდარი იყო , ლურჯი თვალებითა და ქერა თმებით ,ყოველთვის იღიმოდა და კომუნიკაბელური იყო, რაც მე ნამდვილად არ შემეძლო,მუდამ მოწყენილი,გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული ვიყავი, არც კომუნიკაბელური გახლდით.
-დეე..და სკოლა?
-ხო სკოლაში ხვალ წახვალ , აქვეა სახლთან ახლოს , პირველ დღეს მამა წაგიყვანს..
-კარგი -მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი,იმედი მქონდა სკოლაში უჩინარი ვიქნებოდი და არავინ გამესაუბრებოდა.

დილია კარგად საიწყო, 8 საათზე გავიღვიძე ,უცნაური გრძნობა მქონდა , დღეიდან ხომ ყველაფერი შეიცვლებოდა ,ახალი ცხოვრება იწყებოდა.ავდექი , პირი დავიბანე, ჯინსი ,კედები და თეთრი მაისური ჩავიცვი, თმა ავიწიე და სამზარეულოში გავედი ..დედა როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა მამა გაზეთს კითხულობდა ,რომ შევედი ორივემ შემომხედა , მამას მივუჯექი მაგიდასთან და ჭამას შევუდექი..მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს ,მივხვდი რაღაცის თქმას აპირებდნენ..
-რახდება? ვკითხე ორივეს
- ნიტა ,ძვირფასო, ჩვენ ვიცით რომ არ გიყვარს როდესაც ვინმე ახალთან ამყარებ კონტაქტს ,მაგრამ მინდა რომ..
-რომ ახალი მეგობრები გავიჩინო ხომ?- გავაწყვეტინე მამას
-ნიტა გაგვიგე ,არც თურქეთში გყავდა მეგობრები , ჩვენ ვღელავთ ამაზე
-დედა მეგობრის გარეშე ადამიანი არ მომკვდარა
- წამლები მიგაქ?- მკითხა მამამ
-არამგონია სკოლაში დამჭირდეს
-ნიტა ! ნუ გვანერვიულებ შვილო, ყველა წამალი თავის დროზე უნდა დალიო ხომ იცი
-ვიცი დედა ,ვიცი!- დავლევ არ ინერვიულო
-ცუდად თუ გახდი მაშინვე დამრეკე ,იცოდე სკოლაში რამე შეჭამე ..
-კარგი დედა !-თვალები ავატრიალე და ჩანთას მოვკიდე ხელი -წავედი მე!
-მოიცა სად მიდიხარ მე მიგიყვან ,შენ რაიცი სკოლა სადა-წასასვლელად მოემზადა მამა
-მმ ,კარგი ხო-მამამ გასაღებს დაავლო ხელი ,დედას აკოცა და მანქანისკენ გამიძღვა..

მანქანიდან გადმოვედი ,სკოლა არც ისე შორს ყოფილა ,ფეხით თავისუფლად მოვიდოდი .მოკლედ ჩემს თვალწინ იდგა ოთხსართულიანი შენობა , უცხოური სკოლის სტილში გაკეთებული ,აი ისეთი ფილმებში რომ კოლეჯებია , ეზოში მაგიდები იდგა , პატარა სკვერიც იყო, უამრავი ბავშვი მიდიმოდიოდა , ყველა ტელეფონში იყურებოდა ,ყველას ბოლო დონეზე ეცვა ,მათ ჩაცმულობასთან შედარებით ჩემი ღარიბულივით იყო.
რომ არავის შევემჩნიე ,სწრაფად მოვრჩი აქაურობის თვალიერებას და სკოლაში შევაბიჯე , დირექტორის კაბინეტიში ჩემი კლასის ადგილსამყოფელი გავიგე და მაშინვე იქეთ დავიძარი, არ ვიცი ნერვიულობის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ მომეჩვენა რომ ყველა მე მაკვირდებოდა , უფროსწორად ჩემს ჩაცმულობას ,ვერ ვიტყვი რომ გოიმურად მეცვა ,უბრალოდ ჩემი ტანსაცმლის ფასი მათი ერთი მაისურის ფასის მერვედი მაინც იქნებოდა .არავისთვის შემიხედავს ისე შევედი კლასში , ბოლო რიგში წავედი და თავისუფალი ადგილიც დავიკავე ,ჩანთა მაგიდაზე დავაგდე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
-პრივეეტ!-მომესმა გოგონას ხმა ,ფანჯრიდან მზერა მასზე გადავიტანე , ლამაზი გამხდარი ცისფერთვალება გოგო იყო ,მასაც ბოლო მოდაზე ეცვა , თვალები უცინოდა და გაკვირვებით მათვალიერებდა.მისალმების მიზნით თავი დავუქნიე,მეგონა თავს დამანებებდა მაგრამ გვერდით მომიჯდა და ჩანთა მანაც ჩემსავით მაგიდაზე დააგდო..
-აქ ახალი ხარ ხო? -გაკვირვებულმა შევხედე ,მან კი ისევ გააგრძელა -არა , უბრალოდ გიცნობდი აქ რომ ცხოვრობდე ,მეკი არ მეცნობი-ვიცოდი გამჩუმებელი არ იყო ამიტომ ავყევი,თანაც არ მინდოდა უზრდელის შთაბეჭდილება დამეტოვებინა..
-კი ,გუშინ ჩამოვედით თურქეთიდან ..
-თურქი ხარ? აქცენტი არ გაქვს..
-არა ქართველი ვარ ,უბრალოდ ბოლო ოთხი წელია იქ ვცხოვრობთ..
-გასაგებია ,უი ხო მე ნუცა მქვია , ნუცა ჟღენტი..
-ნიტა ,ნიტა ჯაფარიძე
-ოჰ ,ჯაფარიძე? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე -ძალიან კარგი ნიტა ,დღეიდან ერთად ვიჯდებით -ნაძალადევად გავუღიმე .გაკვეთილი დაიწყო,მასწავლებელმა ცხრილი გაგვაცნო, შემდეგ ჩემი თავი წარვუდგინე მოკლედ ყველას და ისევ ფიქრებში წავედი.ზარი დაირეკა _გამახსენდა რომ წმალი მქონდა დასალევი ,მანამდე უნდა მეჭამა ამიტომ კაფეტერია მოვძებნე , ხაჭაპური ვიყიდე და იქვე ერთადერთ ცარიელ მაგიდას მივუჯექი ,რომელიც სხვებისგან მოშორებით იდგა.
უკვე მეგონა რომ მშვიდად მომიწევდა ჭამა როდესაც გვერდით ნუცა მომიჯდა ,წვენი და სალათა ეყიდა ,მაგიდაზე დადო და გამიღიმა..
- ხაჭაპური? აქ ცოტა თუ ჭამს ამას
- რატომ? -ვიკითხე გაკვირვებულმა
-ირგვლივ მიმოიხედე ,ეს ვაკეა , აქ ცხიმიანს არავინ მიირთმევს-მართლაც ყველა გოგო გამხდარი იყო და სალათებს ჭამდნენ..მხრები ავიჩეჩე და ისევ გემრიელად შევუდექი ჭამას .უცებ ოთახში ოთხი ბავშვი შემოვიდა ,ორი გოგო და ორი ბიჭი ,ჩემი ყურადღება მათმა აღნაგობამ და ჩაცმის სტილმა მიიქცია
-ესენი ვინ არიან? -ვკითხე ნუცას
მან ცენტრში მდგომ მაგიდასთან მჯდარ ბავშვებს შეხედა და შემდეგ მე გამომხდა..
- ეგენი ამ სკოლის star-ები არიან..მდიდარი მამიკოების შვილები, ერთ სასტავში არიან..
-მეგონა აქ ყველა მდიდარი იყო..
- კი ასეა, მაგრამ ესენი მდიდართან ერთაც ცნობილებიც არიან , აი იმას ხედავ? გოგონა ქერა თმითა და ცისფერი თვალებით , მაგას ნინო ქვია , მაგარი სწერვაა, მილიონ დოლარიანი ლუქით დადის და ზედაც არავის უყურებს , მეორე გოგო შავთმიანი მწვანე თვალებითა და დიდი ტუჩებით ,ეგ გვანცაა გირჩევ არასდროს გამოელაპარაკო, ანგელოზის სახითა და ტკბილი სიტყვით დაგამცირებს , ეგ იმ მეორე ბიჭის ნიკას შეყვარებული იყო
-ნიკა რომელია?
-აი ის მაღალი,შავგვრემანი, ყავისფერი თვალებით ,დაკუნთული ცისფერი მაისურით , ხომ ძაან სიმპატიურია , საოცრად იღიმის ,გოგონებს ახლოსაც არ იკარებს ,თითქოს თავს იფასებსო .
- და ის ,მეოთხე? -მივანიშნე მაღალ, ცისფერთვალება შავგვრემან ბიჭზე რომელსაც თმა კისრამდე ქონდა ,ბოლოებში თითქოს დახვეული , სათვალეები ეკეთა თავზე და საოცრად ქარიზმატულად იღიმოდა..
-ოოო ,ის ბატონი ალექსანდრეა ,გოგონების რისხვა ..მაგარი მექალთანეა , გოგონებს ჭიქებივით იცვლის , თან სულ თავისი წრიდან ყავს,დაბალ ფენას ახლოსაც არ იკარებს ,გირჩევ მისგან თავი შორს დაიჭირო...
ინტერესით ვუყურებდი სანამ ნუცა მასზე მელაპარაკებოდა ,მგონი ჩემი მზერა იგრძნო რადგან მანაც გამომხედა და გაეღიმა , რათქმაუნდა თვალი მაშინვე ავარიდე და ნუცას შევხედე - არც ვაპირებდი მასთან რაიმე ურთიერთობას...
-კარგია ,რადგან მაგ ტიპს შეუძლია წამში შეაბას გოგო და წამშივე მიატოვოს...
-ხოო-ჭამას მოვრჩი და წამლის დასალევად წყალი ავიღე , ყველასგან ფარულად დავლიე წამალი შემდეგ კი არც გამიხედავს ისე ჩავუარე სწერვების მაგიდას , ვიგრძენი როგორ გამომაყოლეს მზერა მაგრამ არ შევიმჩნიე ისე ავედი კლასში ...
მომდევნო ერთი კვირა მსგავსი იყო , განსაკუთრებული არაფერი მომხდარა , ახალ გარემოს ნელ-ნელა ვეჩვეოდი, ნუცასთანაც გამოვნახე საერთო ენა ,ნუ გამოვნახე რა ის სულ ლაპარაკობდა მეკი ვუსმენდი..სასადილოშიც ერთად ჩავდიოდით ,ის starებიც სულ იქ იჯდნენ სალათას და წვენს მიირთმევდნენ , ბევრს საუბრობდნენ ,იცინოდნენ და შემდეგ მიდიოდნენ...
***************************************
დილით ძლივს ვიღვიძებ, მაღვიძარას ვთიშავ და ფეხს საბნიდან ვყოფ , მესამე კვირაა რაც აქ ვარ, აქაურობას თითქმის შევეჩვიე , მასწავლებლებიც მომწონს , ვაკე ხმაურიანია რაც ცოტა მღლის მაგრამ მეტალო პლასტმასის ფანჯრებში ხმაური დიდად არ შემოდის ..მოკლედ ვდგები, ხელ-პირს ვიბან ,თმას ვივარცხნი ,ვიწნი ,შემდეგ თეთრ ყვავილებიან კაბას და კეტებს ვიცვავ,სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ ,ეს კაბა ძალიან მიყვარს ,არა იმიტომ რომ ძალიან ლამაზია ,უბრალოდ მისი უბრალოება მხიბლავს, ჩანთა ავიღე და სამზარეულოში შევედი,დედამ ამათვალიერა და გაეღიმა..
- რატომ იღიმი? -ვკითხე და წინ ჩამოვუჯექი
-აბა შენსავით უჟმური ხომ არ ვიქნები..
-დედა , ხომ იცი არ შემიძლია ეს ძალით სიცილი..მითხარი რატომ გაგეღიმა
- ხო ვიცი...მაგ კაბაში ძალიან საყვარელი ხარ
-ხო რავი მეც მომწონს , უბრალოა და
-ხო შენ უბრალო ტანსაცმელი გიყვარს,ამაში მე მგავხარ
-ხოო-ბუტერბროდი შევჭამე , წვენი მოვსვი ,წამალი დავლიე და სკოლისაკენ წავედი...
სკოლის ეზოში,ბავშვები შეკრებილიყვნენ სასტავებად იჯდნენ და როგორც ყოველთვის ტელეფონში იხედებოდნენ,თავი დავხარე დამნაშავესავით და ისე მივიწევდი სკოლის კარებისკენ , კიბეებთან , ნინო,ალექსანდრე , ნიკა და გვანცა იდგნენ ,რაღაცაზე ლაპარაკობდნენ ,არვიცი რატომ მაგრამ მათ წინ ჩავლა არ მინდოდა ,თუმცა სხვა გზა არ მქონდა .არ შემიხედავს ისე ავუარე გვერდი .
-ჰეი ახალო-დამიძახა მათგან ერთ-ერთმა ,გავხედე , ნინო ეშმაკური ღიმილით მიყურებდა..-მაგარი კაბაა -მითხრა და კარგად ამათვალიერა , ამის გაგონებაზე დანარჩენ სამსაც გაეცინა , მეკი წარბიც არ შემხრია ისე ვუყურებდი, ნინო მეგობრების სიცილმა კიდევ უფრო გაათამამა ,მომიახლოვდა და თავისი კეკლუცობით მომმართა - სად იყიდე ,რა ბრენდია?-ისევ მომესმა უკანა პლანიდან სიცილი ..ძალიან გავბრაზდი, წყნარი კი ვიყავი მაგრამ დაცინვას არავის შევარჩენდი ..
- ბრენდი არ არის, უბრალო კაბაა ,თუ ძალიან გაინტერესებს გაგირკვევ სად იყიდება,თუმცა არამგონია შენი სტილი იყოს-ვუთხარი და მკაცრი მზერა ვსტყორცნე ,არ ელოდა ჩემგან ხმის ამოღებას , უკან რომელიღაცამ ჩაიხითხითა თუმცა ვერ დავინახე ვინ იყო...
-ხო ,ჩემი სტილი ნამდვილად არ არის -მითხრა და დამცინავად ამათვალიერა კიდევ ერთხელ...
-ხო მეც ზუსტად ეგ ვთქვი -ვუთხარი და სკოლაში შევედი..კლასში ჩემს ადგილას მოვკალათდი, ყურებში ნაოშნიკები გავირჭე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.ვერცკი ვიგრძენი ისე მომიჯდა გვერდით ნუცა და ნაოშნიკები მომხსნა..
-როგორ ხარ ჩიტო? მკითხა და გამიღიმა
-კარგად შენ ?
-მეც კარგად , საყვარლად გამოიყურები-მითხრა და კაბაზე მიმანიშნა
-ხოომ ,მადლობა ,პირველი არ ხარ ვინც კომოლიმენტს მეუბნება-ირონიით ავღნიშნე
-რას გულისხმობ,ვინმემ დამასწრო და არ ვიცი?- მკითხა და გეცინა
მას ნინოსთან მომხდარი ვუამბე .
-გაგიჟდი? -მითხრა ბოლოს,გაკვირვებულმა შევხედე
-რაიყო?
- არაფერი ,უბრალოდ პირველი ხარ ვინც ასათიანს შეეპასუხა..
-ნინო ასათიანი..ჰმ..არაუშავს , დაცინვას არავის შევარჩენ
- ხო, ნეტავ იქ ვყოფილიყავი და მისი სახე მენახა როცა სიტყვა არ შეარჩინე ...
-დამიჯერე ისეთი არაფერი ყოფილა
-ფრთხილად იყავი არ გადაგეკიდოს
- კაი რა , მისი არ მეშინია-ვუთხარი და წიგნები ამოვიღე..ნუცამ ღრმად ამოიოხრა და მომბაძა ....ორი გაკვეთილი გავიდა მას შემდეგ , სასადილოში ჩავედი ,ამჯერად მეც სალათი ავიღე და მაგიდას მივუჯექი ,ნუცას ველოდებოდი ,მაგრამ რატომღაც ის ჩამოსვლას არ ჩქარობდა ,გვერდით მაგიდიდან ნინოს მზერა ვიგრძენი, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ.მათთვის არ შემიხედავს , ჭამა დავასრულე და წამალი დავლიე , შემდეგ წიგნი ამოვიღე და გაკვეთილის გადამეორება დავიწყე.
-პრივეტ !-ზურგიდან მამაკაცის ბიხი ხმა მომესმა , უცებ ჩემს წინ ალექსანდრე გაჩნდა , ღიმილით მიყურებდა , გაკვირვებულმა ავხედე , საოცრად სიმპატიური იყო ,ლურჯი თხელი მაისური ეცვა ,რომელიც მის შესანიშნავ აღნაგობას ხაზს უსვამდა და კიდევ უფრო მატებდა ქარიზმატულობას , არ გამიღიმია ისე შევხედე ,თუმცაკი რთულია ასეთ სექსუალურ ღიმილს ცივად შეხვდე...ჩემს წინ ჩამოჯდა და ცოტახანი სახეზე დამაკვირდა ,რადგან ხმას არ იღებდა ყურადღება აღარ მივაქციე და ისევ წიგნს დავუწყე ყურება ,თუმცა არ ვკითხულობდი უბრალოდ ვაშტერდებოდი..
- ნიტა არა? -მკითხა ბოლოს
გაკვირვებულმა ავხედე, საიდან იცოდა მისტერ მექალთანემ ჩემი სახელი? ბოლოს თავი დავუქნიე ,ისევ არაფრისმთქმელი მზერით ვუყურებდი..
- გვარი?-არ ცხრებოდა
ამოვიოხრე და წიგნი დავხურე , პირდაპირ თვალებში შევხედე -ჯაფარიძე! -ვუთხარი მტკიცედ ...შეცბუნდა ,როგორც ჩანს გოგოებისგან მისი დანახვისას დაბნევას იყო შეჩვეული ..
-ჯაფარიძე -გაიმეორა - დიდი ხანია ჩვენს სკოლაში სწავლობ? აქამდე არ დამინახიხარ-გამეცინა და მაშინვე გამახსენდა როგორ დამიძახა დილას ნინომ ახალი, ე.ი იცოდა ახალი გადმოსული რომ ვიყავი
-რა გაცინებს?
-სულელად რომ მთვლი ის
-საიდან მოიტანე რომ სულელად გთვლი?- დაბნევით შემომხედა
-აბა არ იცი რომ ამ წელს გადმოვედი ?- ვკითხე ნიშნისმოგებით ,მომეწონა როცა დავინახე რომ დაიბნა და ცოტა აწითლდა
-არა ..კი...არა არ ვიცოდი
-რავიცი შენმა მეგობარმა იცოდა და ...
-ხოო.. მე არ ვიცოდი-მითხრა და გამიღიმა
-ეხლა იცი-ვუთხარი და წიგნი ჩანთაში ჩავდე -კარგი , მე წავედი ,კარგად -.ვუთხარი და სასადილო დავტოვე ,ვიგრძენი როგორ გამომაყოლა მზერა მანაც და მისმა მეგობრებმაც ,მაგრამ მათთვის არც შემიხედავს ...
კლასში ყველაფერი ნუცას მოვუყევი, ისე ჯერ ინტერესით მისმენდა , შემდეგ გადაიხარხარა და ლოყაზე მიჩქმიტა.
-რა საყვარელი ხარ ,დღეს უკვე ორი სწერვა მოსვი თავის აგილას ,გილოცავ..
საპასუხოდ მეც გამეცინა ...ნუცამ უეცრად სიცილი შეწყვიტა და სერიოზულად შემომხედა ..
-რამოხდა ნუც?
-პირველად ვნახე როგორ იცინი..
-მერე?
-ძაან გიხდება ნიტ , ხშირად უნდა იცინოდე ..
- ხომ იცი არ მიყვარს ეს ყოველ წამს სიცილი და ღრეჯვა ..
- ხო ვიცი...
გაკვეთილები მალე დამთავრდა ,ჩანთა მოვიკიდე ,ნუცას დავემშვიდობე და ფეხით გავაგრძელე სახლისკენ გზა , აქ ყველა მანქანით იყო, ზოგს მძღოლი ჰყავდა ,ზოგიც თვითონ მართავდა ძვირადღირებულ მანქანას...მეკი ფეხით სეირნობა მიყვარს , მანქანით მგზავრობა დიდად არ მიზიდავდა არასოდეს , თურქეთში ველოსიპედებით დავდიოდი,მაგრამ აქ მაგისი გზები არ არის...მოკლედ ფეხით მივუყვებოდი ტროტუარს ,თან რაღაცაზე ვფიქრობდი ,უცებ ვიღაცამ დამისიგნალა გვერდიდან და მანქანაც მომიჩერა , შუშები დაბურული იყო ამიტომ ვერ მივხვდი ვინ მისიგნალებდა , მძღოლმა შუშა ჩამოწია და ალექსანდრეს სახე დავლანდე ..მიყურებდა და მიღიმოდა , მისი ღიმილი, ჯანდაბა რა სიმპატიურია.ჩემი თავის თავად გამიკვირდა ,რა ჯანდაბაზე ვფიქრობდი.
-საით მიდიხარ ნიტა?- ჩემი სახელის ხსენებაზე რეალობას დავუბრუნდი
-სახლში.
- ფეხით? -ისე მკითხა თითქოს საოცრება დაინახაო
-ხო რამოხდა?
-არაფერი , წამო გაგიყვან .
ჰმ თავი ვინ ჰგონია ...
-არაა მადლობა არ მინდა
-რატომ,ჩემი ხომარ გეშინია? - სიცილით მომაძახა
-ჰმ..ვინ ხარ რომ შენი მეშინოდეს?- ირონიით მივახალე,გაკვირვებულმა შემომხედა ,თავი გააქნია -ანუ არ მოდიხარ?
-არა-ვუთხარი ამაყად
-კარგი-მხრები აიჩეჩა , შუშა ასწია და წავიდა.
,, ჩემი ხომარ გეშინია? " გამოვაჯავრე უცებ , ვინ მიგდია ერთი მისი რომ მეშინოდეს , სულელი,თავი გავაქნიე და გზა განვაგრძე.სახლში არავინ იყო, კარები გავაღე ,ჩანთა იქვე მივაგდე ,ბუტერბროდი გავიკეთე და ოთახში ავედი, უცებ გამოვიცვალე ,ელასტიკი და სპორტული მაისური ჩავიცვი..ლოგინზე მოვკალათდი ,ბუტერბრდი შევჭამე ,შემდეგ წამოვწექი ,ძალიან დაღლილი ვიყავი,თვალები დავხუჭე და ფიქრებაში გადავეშვი ეგრევე , რატომღაც თვალწინ ალექსანდრეს სახე დამიდგა როცა მიღიმოდა , მაშინვე თვალები გავახილე და საკუთარ თავს გაკიცხვა დავუწყე -რატომ გამახსენდა ..საერთოდ რას გადამეკიდა ეს ბიჭი, მასზე რატიმ ვფიქრობ ? ...ჰმ ალბათ გადაღლილობის ბრალია , ნიტა არ გაბედო და მასზე აღარ იფიქრო იცოდე შევუძახე ჩემს თავს ..შემდეგ ფანჯრისკენ გადავბრუნდი,ცოტახანში კი ჩამეძინა კიდეც..
*******************
მალევე გამეღვიძა ,უფროსწორად კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა ,წამოდექი ,ჩუსტები ჩავიცვი და კარების გასაღებად წავედი..დედა იყო..
-ამდენი ხანი რას აკეთებდი?- კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით
-ჩამეძინა ოთახში და ..თან რა უნდა მომსვლოდა
- არ იცი რაა,წამალი დალიე?
ახლა გამახსენდა რომ მეორე წამლის დალევა დამავიწყდა
-მმმ...
-ნიტა არ მითხრა რომ არ დაგილევია!-მკაცრად მითხრა
- ახლა დავლევ-ვუთხარი და მაშინვე დავლიე წამალი
- შვილო რატომ ხარ ასეთი უყურადღებო
-არ ვარ დედა,არა
-ხარ, სულ უყურადღებოდ ხარ ,ნიტა -ჩაირთო და აღარ გაჩერდა ,მსაყვედურობდა და მსაყვედურობდა ..გაბრაზებული შევედი ოთახში და წიგნის კითხვას შევუდექი ,წამლები, წამლები,წამლები, დამღალა ამ წამლებმა , გემრიელი მაინც იყოს..ტელეფონმა დაიწრიპინა ,ნუცა იყო ,, კნუტო ,არ გინდა ჩემთან გამოხვიდე? ფილმს ვუყუროთ " ცოტახანს დავფიქრდი ,არასდროს შემოუთავაზებია ჩემთვის ვინემს მასთან ერთად გართობა ,არასოდეს დავრჩენილვარ მეგობრებთან ღამით,ან ვისთან უნდა დავრჩენილიყავი ,თუმცა ვისთან უნდა გამეკეთებინა ეს ,თურქეთში ერთადერთი მეგობარი მყავდა , მერთი, კარგი ბიჭი იყო მაგრამ ახირებული, წესიერად მეგობარსაც ვერ დავარქმევდი,თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო სანამ არ მივხვდი რომ მხოლოდ დავალებებისთვის მიყენებდა , ხო ეს მე ვარ, სულელი ნიტა რონმელიც ყველას თვალდახუჭული ენდობა ,რომელსაც ყველასი სჯერა,არვიცი რატომ მაგრამ ნუცას ვენდობი, ის ისეთი საყვარელი და მხიარულია , ისეთი შეგრაძნება მაქვს თითქოს რაღაც გვაკავშირებს ,რაღაც უფრო დიდი ვიდრე მეგობრობა..ტელეფონი ავიღე და სწრაფად მივწერე ,,კი ,კარგი იქნება .." შემდეგ ავდექი და სწრაფად მოვემზადე , პრინციპში რა მომზადება მინდოდა ,ბოტასები ამოვიცვი და თმა ავიწიე ...
-სად მიდიხარ?- ინტერესით ამათვალიერა დედამ
- მეგობართან,შეიძლება?- იმედი მქონდა რომ დამთანხმდებოდა
-ვინ მეგობართან?
-ნუცა ქვია ,ძალიან კარგი გოგოა..ჩემი კლასელია..
როდესაც გაიგო რომ მეგობარი მყავდა დედას სახე გაუნათდა , განა სულ ამაზე არ ოცნებობდა ,ამიტომ სიამოვნებით დამთანხმდა , დაჟე ისიც შემომთავაზა ჩვენთან სადილად დაპატიჟე ხვალო,მაგრამ უარი განვაცხადე..
ორ წუთში უზარმაზარი სახლის წინ ვიდექი , ჭიშკარი დაცვამ გამიღო ,კარები კი სანდოსახიანმა მოხუცმა ქალმა ,რომელმაც შინ შემიპატიჟა და მოსაცდელში დამსვა , აქაურობას ვათვალიერებდი, ნამდვილად მყუდრო და ლამაზია. იმ ოთახში სადაც ვიჯექი , ბუხარი, ორი სავარძელი და პატარა ჟურნალის მაგიდა იყო,მაგიდაზე ყვავილებით სავსე ლარნაკი,ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ბუხრის თავზე დაკიდებულმა ოჯახურმა პორტრეტმა მიიქცია , აშკარაა ძალიან ძველია , ახლოს მივედი და სახეებს დავაკვირდი, ძალიან გავვოცდი როდესაც ერთ-ერთი მამაკაცი ძალიან მივამსგავსე მამაჩემს , მისი თვალები იმდენად ჰგავდა ფოტოზე ასახულ მამაკაცს რომ ერთი და იგივე ადამიანი გეგონებოდათ...
- ნიტაა!-მომესმა ხალისიანი ხმა , უკან მივიხედე და სახეგაბადრული ნუცა დავინახე ,რომელსაც გვერდით შავგვრემანი,მისივე სიმაღლის გოგონა ედგა გაკვირვებულმა ამათვალიერე შემდეგ შემომხედა და გამიღიმა..
-ნიტ გაიცანი ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია ,ლიზი ახვლედიანი...
-სასიამოვნოა -მითხრა ,ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია,მისმა ასეთმა საქციელმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა ..
-ჩემთვისაც -ვუთხარი და საპასუხოდ გავუღიმე..
-დიდიხანია რაც მოხვედი?- მკითხა ნუცამ
- არცისე , ძალიან ლამაზი სახლი გაქვს , ჩემი ყურადღება პორტრეტმა მიიქცია-თითით ბუხარზე ჩამოკიდებულ პორტრეტზე მივანიშნე..
-ხო,ეს ძველი პორტრეტი..აქ ჩვენი ოჯახია გამოსახული, ეს მამაჩემია მიმანიშნა მარცხნივ მდგომ ახალგაზრდა ქერათმიან მამაკაცზე , ეს ბაბუაა ,ეხლა შუაში მჯდარ კაცს გავხედე რომელსაც მკაცრ სახეზე თეთრი წვერი ჰქონდა ,იმდენად შავი თვალები ჰქონდა შემეშინდა , ეს ბებიაა ,ამჯერად სანდომიანი სახის ქალბატონზე მითხრა,რომელიც მოხუცი კაცის გვერდით იჯდა ..
-ეს ვინ არის?- მივუთითე ახალგაზრდა შავგვრემან მამაკაცზე ,რომლის სახე კარგად არ ჩანდა და რომელიც თვალებით ძალიან მივამსგავსე მამას..
- ეს მამაჩემის მამიდაშვილია , მას მეც არ ვიცნობ , არასდროს მინახავს ,დედამ მითხრა ჯობია მამაშენს მასზე არ კითხოო...
- გასაგებია-ისე ვუთხარი მამაკაცისთვის თვალი არ მომიშორებია..
-კარგი წამოდი ოთახში ავიდეთ -მითხრა და წინ გამიძღვა ..
მისი ოთახი ნამდვილი საოცრება იყო, ვარდისფერი, უზარმაზარი, ამავე ფერის ფარდებით, დიდი საწოლით , კარადით და საწერი მაგიდით..საწოლის პირდაპირ კედელზე უზარმაზარი ტელევიზორი ეკიდა , მაგიდაზე ლეპტოპი და ბევრი ჟურნალი იდო..საოცარი სიმყუდროვე იგრძნობოდა აქ ..
-ძალიან მყუდრო ოთახი გაქვს ..
- ხო მადლობა , კარგი აბა რას დალევთ ,ყავას?
- მე ყავას არ ვსვავ მადლობა-ვუთხარი და კიდევ ერთხელ მოვავლე იქაურობას თვალი..
-მაშინ?
- რავი,თუ მაინცდამაინც რამ უნდა დავლიო წვენი მირჩევნია..
-მეც წვენს დავლევ ნუცა-ამდენი ხნის შემდეგ ხმა ამოიღო ლიზამ
-კარგი ჩავალ ნანის ვეტყვი-თქვა და ოთახიდან გავიდა..
მე და ლიზა მარტო დავრჩით ოთახში, ჩვენს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა , ხმას არცერთი ვიღებდით , დებილებივით ვიდექით და რაღაცეებს ვაშტერდებოდით..
- ნუცამ მითხრა რომ ,ერთი თვის წინს ჩამოხვედი თურქეთიდან-როგორც იქნა დაარღვია დუმილი ლიზამ
-კი, ოთხი წელი ვცხოვრობდი იქ , მანამდე ოთხი წელიც რუსეთში ვიყავით..
-აქ რატომ დაბრუნდით?
- მამა არქიტექტორია , კარგი შემოთავაზება მიიღო საქართველოდან ,თან აქაურობა მოენატრა ,ამიტომ ჩამოვედით..
-გასაგებია..რაგვარი ხარ? -მკითხა ცოტახნის შემდეგ
-ჯაფარიძე..ნიტა ჯაფარიძე
-თავადური გვარია..ალბათ ცნობილი და მდიდარი ოჯახიდან ხართ..
- არა , მამას ოჯახი არ ჰყავს ,მშობლები ადრე დაკარგა ..აქ არავინ გვყავს მისი მხრიდან..
-სამწუხაროა..
ერთი წუთით მომეჩვენა რომ მართლა დაწყდა გული, ისეთი ლამაზი იყო, დიდი ლურჯი თვალებითა და ყავისფერი თმით, მისი ლამაზი ნაკვთები, გრაციოზული ლაპარაკის სტილი ,ნებისმიერს შეშლიდა ჭკუაზე,უცნაურია მაგრამ თითქოს ვიღაცას მაგონებდა ...
-აი ჩვენც მოვედით-კარები შემოაღო ნუცამ ,მასთან ერთად ის ქალი მოვიდა ვინც კარები გამიღო ,ხელში ლანგარი ეჭირა ,მაგიდაზე ჩამოდო და გამიღიმა..ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთა ,წამში შეეცვალა სახე ,თითქოს მოექუფრაო, თვალი ამარიდა ,შემდეგ კიდევ შემომხედა..
-ეს ნანია , ჩემი გამზრდელი -მითხრა ნუცამ და მოხუც ქალს მოეხვია-ესკი ნიტაა ნანი ჩემი მეგობარი და კლასელი..
- სასიამოვნია-ვეცადე რაც შეიძლება ზრდილობიანი ვყოფილიყავი..ჩემთვისაცო მითხრა ,ცოტახანი კიდევ დამაკვირდა და ოთახი დატოვა.წვენი დავლიეთ , შემდეგ ფილმას ვუყურეთ და ბევრი ვისაუბრეთ..
შუა ლაპარაკში გამახსენდა რომ წამალი მქონდა დასალევი, იმას არ დავუკვირდი ოთახში სხვებიც რომ იყვნენ ,ამოვიღე და წვენთან ერთად დავლიე.
-ნიტ ,ვიცი კითხვები არ გიყვარს მაგრამ, შეგამჩნიე რომ წამლებს ხშირად სვავ ..რისთვისაა?
ცოტახანს გავჩუმდი, ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ,მაგრამ ის ხომ ჩემი მეგობარი იყო, უსამართლობა იქნებოდა მისთვის რაიმეს დამალვა ..
- იცი მე ... ორი წლის წინ ,მოულოდნელად ცუდად გავხდი, ექიმებმა გულის მწვავე უკმარისობა გაქვსო და სასწრაფოდ ოპერაცია დამინიშნეს ,ოპერაციამ კარგად ჩაიარა ,მას შემდეგ ამ წამლებს ვიღებ ,ისინი გულის შეკუმშვის უნარს აუმჯობესებენ ..
ნუცას თვალზე ცრემლი შევნიშნე , მოვიდა და ჩამეხუტა , მეორე მხრიდან ლიზა მომადგა და ისიც ჩამეხუტა..
-აქამდე რატომ არ მითხარი?- ბოლოს წყენით მითხრა ნუცამ
-არ მინდა ვინმემ იცოდეს ,არ მინდა მათ შევეცოდო..
-მე შენ არ მეცოდები..შენ ჩემი მეგობარი ხარ ,არ მაინტერესებს რა გჭირს ,ეს წამლები კი კარგად უნდა დალიო რადგან ეგ გული რომელიც ძალიან მიყვარს მეც მეკუთვნის-მის ნათქვამზე გამეაღიმა , მაგრად მოვეხვიე და ვაკოცე..თითქოს გულზე მომეშვაო.გონს ტელეფონის ზარმა მოგვიყვანა , ლიზიმ მაშინვე უპასუხა ..
-ხო ბუდუ , რამოხდა? ..ნუცასთან ვარ მოხვალ? ..კარგი გელოდები..
ტელეფონი გათიშა ,გულღიად იღიმოდა..
-მოგაკითხავს ?- იკითხა ნუცამ,ლიზამაც საპასუხოდ თავი დაუქნია
-ვინარის ბუდუ? -გადავხედე ორივეს
-ჩემი ძმაა..მოფერებით ბუდუს ვეძახი, ეს არ სიამოვნებს და რომ ბრაზდება მომწონს...
-აა გასაგებია...
ცოტახანში ოთახის კარზე ვიღაცამ მოაკაკუნა , გასაღებად მე წამოივდექი და ადგილზე გავშეშდი როდესაც კარს იქით მდგარი სანდრო დავინახე..ისიც არ ელოდა ჩემს დანახვას რადგან გაოცებულმა შემომხედა , შემდეგ გაიღიმა და ოთახში ისე შემოვიდა ლამის გადამიარა..
-ბუდუ მოსულაა-დაიკივლა ლიზამ და ძმას კისერზე ჩამოეკიდა -ნიტ გაიცანი ეს სანდრიკოა ჩემი ძმა ,ბუდუ ეს ნიტაა,ჩემი ახალი მეგობარი..
- მე მას ვიცნობ ლიზ , სკოლაში გავიცანი -დას გადახედა სანდრომ-კიდევ ერთხელ სასიამოვნოა შენი ნახვა ნიტა-მითხრა და ხელი ჩამომართვა..
-ჩემთვისაც ბუდუ-ვუთხარი და მისი სახის დანახვისას სიცილი ძლივს შევიკავე , ჩემგან განსხვავებით ის ორი ლამის იატაკზე გაწვა ,მხოლოდ სანდრო იყო სერიოზული..
-კარგი წავედით, მიუბრუნდა დას ..
-ნიტა წამო გაგიყვანთ..
-არა ლიზ მადლობა არ შეგაწუხებთ ,ფეხით წავალ..
-ფეხით სიარულისთვის ,გვიანია -ისე მითხრა სანდრომ ჩემს ჩაცმულობაზე თვალი არ მოუშორებია..
-ხო..წამოდი ნიტ..
-კარგი მაშინ-მხრები ავიჩეჩე , ნუცას ვაკოცე და და-ძმას გავყევი...
- ნიტა ,ფბზე როგორ ხარ? მითხარი დაგიმატებ-არც გზაში ჩუმდებოდა ლიზი
-სოციალურ ქსელში არ ვარ..
-არც ინსტაგრამზე ?
-არა..ტყუილი დროის ხარჯვა მგონია ეს ყველაფერი-ვუთხარი და ფანჯარაში დავიწყე ყურება ...
-აბა რითი ერთობი ხოლმე?
- წიგნს ვკითხულობ, ფეხით ვსეირნობ , ფილმებს ვუყურებ...
-მშურს შენი,რომელი ფილმი გიყვარს? -ამ კითხვაზე გამეცინა,უეცრად მზერა საჭესთან მჯდომ სანდროსკენ გავაპარე..
- არ დამცინებ?- ვკითხე სიცილით, ლიზამ თავი გააქნია
-ზოგადად ბევრი ფილმი მაქვს ნანახი, სათავგადასავლოებზე და ბოევიკზე ვგიჟდები..მაგრამ ჩემი საყვარელი ფილმი, რომელიც 6 წლის ასაკის შემდეგ არ მომბეზრებია არის ,,როგორ მოიპარა გრინჩმა შობა " -ვთქვი და მაშინვე სანდროს მზერა ვიგრძენი სარკიდან ,ჩემდაუნებურად ავწითლდი,ალბათ ახლა სულელად ჩამთვლისთქო გავიფიქრე...
- მართლა? -ეგ ფილმი მეც მიყვარს ,ყოველ ახალ წელს ვუყურებ ..
-აი ჩემი სახლიც , აქ ჩამივალ-წამოვიყვირე უცებ
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ნიტა-მომაძახა ლიზიმ და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა ..
-ჩემთვისაც,მადლობა რომ მომაცილეთ-ვუთხარი ,კარები დავკეტე და სახლში ავედი.. ის ღამე კარგად მეძინა , ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემში რაღაც შეივსო,მომწონდა იმის გაფიქრება რომ უკვე ორი მეგობარი მყავდა ,ორი არაჩვეულებრივი გოგონა ,რომელთანაც ყველაფერზე ლაპარაკი შემეძლო.
მეორე დღეს ,სკოლაში დროზე ადრე მომიწია წასვლა ,ფეხით მივდიოდი და თან გუშინდელზე ვფიქრობდი ,შემდეგ სანდროს სახე გამახსენდა როცა ბუდუ დავუძახე და გამეცინა..
-რა გაცინებს ჯაფარიძე? -მომესმა ნაცნობი ხმა, უკან მივიხედე და სანდრო დავინახე ,ამჯერად ფეხით იყო ..
-მანქანა სად დაკარგე?-ირონიით ვკითხე..
-ჩემმა მანქანამ დღეს მიღალატა , ამიტომ ფეხით წამოსვლა გადავწყვიტე და შენ შეგეყარე-მითხრა და კვლავ გაეღიმა,გვერდით მომიდგა ..
-ესეიგი გრინჩი არა?
-რა? -ვკითხე თითქოს მომესმათქო
- შენი საყვარელი ფილმი..
-ხოო..ეს ,ვიცი ბავშვურია მაგრამ...
-არა ,სულაც არა,მაგ ფილმზე მეც ბავშვობიდან ვგიჟდები..
-შენ?
-ხო,მე და ლიზა პატარაობიდან ერთად ვუყურებდით მაგ ფილმს , ბუხართან მოვკალათდებოდით , ბატიბუტით ხელში და სიამოვნებით ვუყურებდით...
-ხოო..გასაგებია...
-რატომ გიყვარს ეგ ფილმი? -მკითხა შემდეგ...
-არვიცი-მხრები ავიჩეჩე -ალბათ იმიტომ ,რომ კარგად მთავრდება..
სიცილი აუტყდა -ყველა ფილმი კარგად მთავრდება თითქმის..მართალი მითხარი..
-კარგი ხო..უბრალოდ მომწონს როდესაც გრინჩის პატარა და ცივი გული ცემას იწყებს , მჯერა რომ ყველა ცუდ ადამიანს აქვს რაღაც სიყვარულის მსგავსი ,სულ ოდნავ ,უბრალოდ ეს უნდა დაინახო-მისი მზერა ვიგრძენი ჩემს სახეზე , რომ ავხედე თვალი ამარიდა და სხვაგან გაიხედა , შემდეგ მომახალა ,კარგი მერე გნახავო და სასწრაფოდ გზის მეორე მხარეს გადავიდა ..ვერ მივხვდი ან მოსვლა რა იყო ან წასვლა , მხრები ავიჩეჩე და სკოლის ეზოში შევედი...
ნუცა დღეს სკოლაში არ მოსულა ,ალბათ ცუდად იყო , დამლაპარაკებელი არავინ მყავდა ,ამიტომ სწრაფად შევედი ხაჭაპური ვიყიდე ,წყალი და რადგან კარგი ამინდი იყო ეზოში გავედი...ისეთი ადგილი მოვნახე სადაც ბევრი ხალხი არ იყო, ხის ძირას ჟაკეტი დავაფინე და კარგად მოვკალათდი, გემრიელად მივირთვი ,წამალი დავლე,კლასგარეშე საკითხავი წიგნი ამოვიღე რემარკის ,,ნასესხები სიცოცხლე " და კითხვას შევუდექი..მესიამოვნა ასე ჯდომა ,აქ სიმშვიდე იყო , ხალხიც არ მათვალიერებდა და სწერვა სახეებით არ მიყურებდნენ,,მოკლედ აქ თავს მშვიდად ვგრძნობდი..დიდი დასვენება აქ 25 წუთიანი იყო, ე.ი კიდევ 15 წუთი მქონდა დარჩენილი , რაღაც ხმა შემომესმა ,წინ გავიხედე და პატარა ჩიტი დავინახე , ბალახზე იჯდა და მე მიყურებდა ..გამეღიმა ,ვგიჟდები ცხოველებზე და ფრინველებზე ,თუმცა ავადმყოფობის გამო მშობლები მიკრძალავენ მათთან მიკარებას,ჩიტუნა ჩემსკენ მოდიოდა , ფეხებთან დამიდგა , მე როგორც სულელმა გოგომ ,სულ დავივიწყე სად ვიყავი და ჩიტს გამოველაპარაკე ..
- რაო პატარა ჩიტუნავ,რატომ მიყურებ ასე ,რაო გშია? რომ არაფერი მაქვს შენთვის-დანანებით ჩავილაპარაკე
- არაუშავს გაპატიებს -თავი ავწიე და სანდრო დავინახე თავზე მადგა და ღიმილნარევი სახით მიყურებდა,ჯანდაბა ეხლა შეშლილი ვეგონები..
- შენ ესე ყველგან უნდა გხედავდე?!
-მოგიწევს ძვირფასო...
-არვარ მე შენი ძვირფასო ..
- იქნები..
-სხვათაშორის ხელს მიშლი....
-რაში ,ჩიტებთან ლაპარაკში? -მითხრა და გაიცინა-ეს რა წიგნია? -მიმანიშნა ჩემს ფეხებთან დაგდებულ წიგნზე,მეც ავწიე და ყდა დავანახე
-მიყვარს ეგ წიგნი, მაგრამ ცუდად მთავრდება
-ჰეიი..მე ჯერ არ დამისრულებია
-ვიცი ამიტომაც გითხარი, შემდეგ იმედები რომ არ გაგიცრუვდეს
-ჰაჰაჰა ,როგორმე გადავიტანდი-ვუთხარი და წიგნი ჩანთაში ჩავდე , შევნიშნე როგორ გააპარა თვალი ჩემი წამლისკენ , ამიტომ მალე დავავლე მასაც ხელი და ჩანთაში წიგნის გზას გავუყოლე ...უკვე წასასვლელად ვემზადებოდი როდესაც ხელი ჩამკიდა ,შევკრთი და ძალაუნებურად მისკენ გავიხედე ,თვალებში მიყურებდა, ხელი გავაშვებინე და ისე შევხედე წესით უნდა მიმხვდარიყო რომ ეს არ მესიამოვნა,რატომღაც მისთვის არაფერი მითქვამს ...გამოვბრუნდი და კლასში შევედი ..
************************
დღეს შაბათია ,ამიტომ ტრადიციას არ ვღალატობ და 12 საათზე ვდგები..ჩუსტებს ვიცვავ და სამზარეულოში გავდივარ ,იქ არავინაა, არც სხვა ოთახებშია ვინმე..სად წავიდნენ? ვეკითხები ჩემს თავს..ტელეფონს ვიღებ, ვრეკავ და ყველაფრის გარკვევას ვიწყებ ,როგორც აღმოჩნდა დედა სოფელში წავიდა ,ბებია ყოფილა ცუდად და რამდენიმე დღით იქ დარჩება.სამწუხაროდ მამას ჩემი გამზადებული საჭმლის ჭამა მოუწევს , ბოლოს რომ ჭამა კინაღამ დაიხრჩო, რადგან ყვითელი ყვავილის მაგივრად შავი წიწაკა ჩავუმატე საჭმელს ,თანაც დიიიდი დოზით..
ჩემს საწოლზე ვარ წამოსკუპებული და ფანჯარაში ვიხედები, ახლა მოწყენილობისგან მოვკვდები, უკვე ვჭამე ,წიგნი წავიკითხე, ვიმეცადინე, წამალი დავლიე ,საქმე გამომელია..ამიტომ ვზივარ და ვფიქრობ ,ზოგადად ფიქრი მიყვარს ,ხან რას წარმოვიდგენ ხან რას , სასაცილოა ალბათ მაგრამ ადრე ერთი რამ მქონდა აკვიატებული, წარმოვიდგენდი ხოლმე რომ ყველა ჩემს წამალს ერთად ხელს ვკიდებდი და ზღვაში ვყრიდი, ან ერთად დავდებდი და ჩაქუჩით ვამტვრევდი...ეს ალბათ იმიტომ,რომ დამღალა წამლებმა ,მინდა მალე გამოვჯანმრთელდე და სულ იმის შიშში არ ვიყო რომ შეიძლება კვლავ საოპერაციოში აღმოვჩნდე.რაც აქ ჩამოვედი ,ჩემი ფიქრები ერთი ადამიანისკენ არის მიმართული, თან ისეთი ადამიანის ვისაც არ ვიცნობ წესიერად ,თვალებს ვხუჭავ და მაშინვე ორი დიდი ლურჯი თვალი მიდგება წინ ,თვალებს სწორი ცხვირი, ლამაზი ტუჩები და ირონიული ღიმილი მოყვება , ასე ჩნდება ალექსანდრე ჯაყელის სახე ჩემს გონებაში, არვიცი რით დაიმსახურა ამ ადამიანმა ჩემი ყურადღება ,მაგრამ ფაქტია, რომ ასეა..
ტელეფონის ხმას გამოივყავარ ფიქრებიდან ..
-გისმენ მა..
-კიდევ გძინავს?
-არა რა თქმა უნდა ,უკვე რამდენი ხანია გავიღვიძე..
-ვაა მართლა ,როგორ მოხდა-სიცილის ხმა მომესმა ტელეფონიდან
-კაი რა ,ნუ დამცინი, შენც ხომ გიყვარდა დიდხანს ძილი ბავშვობაში?
-ეჰ ,მე ეხლაც მიყვარს მაგრამ ვინ გაცდის.კაი რაზე გირეკავ მა , მოკლედ დღეს ჩვენთან სტუმარი მოვა..
-ვინ სტუმარი?
-ჩემი დამკვეთია , რაღაც ნახაზები უნდა განვიხილოთ..ხოდა სახლიც და შენც წესრიგში იყავით იცოდე..
-კაი მა ..რამდენხანში მოხვალთ?
-ერთ საათში..
-კაი...
ტელეფონის გათიშვა და ფეხზე წამოდგომა ერთი იყო, თხელი ცისფერი სარაფანი და თეთრი ბალეტკები ჩავიცვი , თმა ავიწიე და ტელევიზორის წინ მოვკალათდი..
ერთ საათში კარზეც დააკაკუნეს..კარს ვაღებ და როგორც შემიძლია ვიღიმი..წინ მამა დგას ,ჩემს დანახვაზე ისიც მიღიმის ,შემდეგ მის უკან მდგარ კაცს სახლში ეპატიჟება , მაღალი ,თბილი იერსახის ,შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი ღიმილით შემოდის ოთახში და რაც შეიძლება თბილად მესალმება,მეც ვესალმები ,ისაა კარი უნდა მივკეტო რომ ნაცნობი სახე ჩნდება ზღურბლზე ,სახლში დაუკითხავად შემოდის და მამაკაცის გვერდით დგება , მე გაოცებული ვუყურებ ორივეს და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, როგორ გავს ეს ორი ერთმანეთს...
-ნიტა გაიცანი ეს გიგი ჯაყელია ,ესკი მისი ვაჟი ალექსანდრე ჯაყელი,ეს კი ჩემი ქალიშვილია ნიტა..მამა ერთმანეთს გვაცნობს ,მე მათ კიდევ ერთხელ ვესალმები და სანდროს თვალებს ვანათებ, ისიც საპასუხოდ მიღიმის..
-კარგი მა ,მე და გიგი კაბინეტში შევალ..შენ სტუმარს მიხედე- შუბლზე მკოცნის ,შემდეგ ისინი კაბინეტში შედიან..მე და სანდრო ჩუმად ვდგავართ დერეფანში, ხმას არცერთი ვიღებთ,ვგრძნობ როგორ მათვალიერებს ,საპასუხოდ მეც ვავლებ მის ჩაცმულობას თვალს : შავი ჯინსი , კეტები და თეთრი მაისური აცვია , თავზე სათვალე უკეთია და უტეხად მიყურებს ..
-წყალს დამალევინებ?- მეუბნება შემდეგ,საპასუხოდ თავს ვუქნევ და სამზარეულოში შევდივარ, არ ვიცი რატომ მაგრამ დაძაბული ვარ..
-ყავასაც დამალევინებ? -მეკითხება და ბართან ჯდება..ისევ თავს ვუქნევ..
-ხმას არ მოიღებ? -თუ დამუნჯდი?- მისკენ ვტრიალდები და უტეხად ვუწყებ თვალებში ყურებას..
-ხსნადი ყავა გინდა თუ ნალექიანი?
-ხსნადი..ვნახოთ ერთი როგორი მზარეული ხარ-კვლავ იღიმის
-დამიჯერე მაგის გაგებას არ გირჩევ-მადუღარას ვიღებ და ყავის მზადებს ვიწყებ..
-რატომ ,ასე ცუდი ხარ? -ზურგს უკან მისი სიცილი მესმის
- შაქარი რამდენი?
-სამი...კითხვაზე არ მიპასუხე -ყავის ჭიქას და ნამცხვარს ვუდებ წინ..
ყავას სვავს და სიმწრისგან იჭყანება , შემდეგ წითლდება ,ლურჯდება და ბოლოს ახველებს..შეშინებული ვაწვდი წყალს და ველოდები როდის დამშვიდდება ..
-რამოხდა?
-ახლა გასაგებია როგორი მზარეულიც ხარ..
-რა?
-ეს ყავა ...უბრალოდ საშინელებაა..მსგავსი არაფერი დამილევია
- მისმინე რადგან გითხარი, რომ მზადება არ ვიცი ელემენტალურები არ მიგულისხმია,ყავის მომზადება ძალიან კარგად გამომდის
-ხო გეტყობა ..ალბათ ხშირად იმზადებ ხო?
-დიახ..
-და სოდით სვავ?
-რას სულელობ ,სოდით რატომ უნდა ვსვავდე ,თავი კიარ მომბეზრებია..
-ამ ყავას სოდის გემო აქვს -მეუბნება და ჭიქისკენ მიმითითებს..
-რა , შენ რა ..შენ..დამცინი? ყავაში შაქარი ჩავყარე ,სოდის გემო ვერ ექნება..
-ფაქტია რომ აქვს , მიდი გასინჯე -ჭიქას მაწვდის მაგრამ უხეშად ვიშორებ
-ბარემ მითხარი მაკოცეო..
-არც მაგის წინააღმდეგი ვარ...
-ზედმეტი მოგდის-ვეუბნები და ჭიქას რაკოვინაში ვაგდებ..
-ბოდიში..ეს ნამცხვარი შაქრისგანაა თუ ამასაც აქვს რაიმე განსხვავებული,მაგალითად შავი წიწაკა?
-ჰაჰააჰ,რაკარგად ხუმრობ
..ისევ მაკვირდება , ეს უკვე მომაბეზრებელია ,ვერ ვიტან რომ მაკვირდებიან ..
-ჩემზე რას ფიქრობ ნიტა? -მისი ეს შეკითხვა და სერიოზული ტონი მაბნევს
-შენზე საერთოდ არ ვფიქრობ, ან რას უნდა ვფიქრობდე?
-როგორ , არანაირი წარმოდგენა არ გაქვს ჩემს შესახებ?
-მე შენ არ გიცნობ , რა წარმოდგენაზე მელაპარაკები..
-ხოო..მაშინ გამიცანი..
-რა?
-იმეგობრე ჩემთან -ცოტახანი თვალებში ვუყურებ, ვერ ვხვდები მეღადავება თუ
მართლა მეუბნება ამას -რაიყო ჩემთან მეგობრობა არ გინდა?
-რავი,კარგი..ვიმეგობროთ..
-ძალიან კარგი-ფეხზე დგება ჩემთან მოდის და მოულოდნელად ლოყაზე მკოცნის ,იმდენად მოულოდნელია ,რომ ლამის შევკივლე..
-რას აკეთებ,თავი ვინ გგონია!! -ვუყვირი და გვერდიდან ვიშორებ
-ეს ისე უბრალოდ, რადგან მეგობრობაზე დამთანხმდი მადლობის ნიშნად...
-სხვადროს მადლობა უბრალოდ სიტყვებით შეგიძლია მითხრა!-.ცოტახანს მიყურებს ,შემდეგ ეღიმება
-კარგი გავითვალისწინებ.
მამა და გიგი ოთახიდან გამოდიან ,შემდეგ სამივე მემშვიდობება და ისევ მარტო ვრჩები სახლში..ცოტახანს აქეთ-იქეთ დავდივარ ,მოსვენება მაქვს დაკარგული, ხელს ავტომატურად ლოყაზე ვიდებ და ვგრძნობ როგორ ვწითლდები, თვალებს ვხუჭავ და მახსენხება მისი ღიმილი, მიხრა-მოხრა , ლაპარაკის მანერა ,ყველაფერი,ჩემდა უნებურად მეღიმება , რატომ არის ასეთი საყვარელი? მან მოახერხა და ჩემს გონებაში შემოაღწია , ჩემს ფიქრებში ყველგან ფიგურირებს ,საჭმელზე რომ ვფიქრობდე იქაც კი იქნებოდა ალბათ..
შაბათ-კვირა ისე სწრაფად გავიდა წესიერად ვერც დავისვენე , კვირას მამას ისევ ყავდა მოყვანილი გიგი ბიძია , ამჯერად სანდრო არ მოყოლია...
ტროტუარზე მივსეირნობ , ყურსასმენები მიკეთია და ამჯერად ,,Mad world"-ს ვუსმენ არჩისა და ვერონიკას შესრულებით, მე თუ მკითხავთ ორიგინალს ბევრად ჯობია.თანაც ეს სიმღერა მამშვიდებს ,ასე მგონია რაღაც კავშირშია ჩემთან ,თითქოს მისი თითოეული სიტყვა ჩემს ფიქრებზეა აწყობილი , თუმცა სიკვდილი ჩემი ოცნების საუკეთესო მხარე არასდროს ყოფილა, ჯერ...
სკოლასთან ნუცა მხვდება და მაგრად მეხვევა ..
-აბა ჩიტო,როგორ დაისვენე?
-მშვენივრად ,შენ?
-მეც ...
-რაღაც უნდა გითხრა..
-რახდება ? -მას სანდროსთან მომხდარზე ყველაფერს ვუყვები და ცოტახანს მის რეაქცის ვაკვირდები...სახეზე უზარმაზარი ღიმილი ეხატება და სიხარულისგან კივის , მის ასეთ რეაქციაზე მეც მეცინება..
-მგონი ჩემზე მეტად შენ გაგიხარდა ..
-კაი რა შენ ვერაფერს ხვდები?
-რას უნდა ვხვდებოდე?
-მგონი დაევასე..
-ვერ ვიტან მაგ სიტყვას ..ან საიდან მოიტანე?
-კაი მაშინ მოეწონე..რა საიდან ,ჯერ არ გამიგია ვინმე გოგოსთვის მეგობრობა შეეთავაზებინოს,პირდაპირ კერავს და მერე ლოგინში ითრევს ..
-უიმეე.. მას ჰყავს გოგო მეგობრები..
-ოო ეგენი არ ითვლება ,დებივით ჰყავს..არა ნინოს კი მოსწონს ,მაგრამ ეს დასავით უყურებს..
-მოიცა ნინო ასათიანს სანდრო მოსწონს?
-ხო ,ვითომ არ იმჩნევს მაგრამ აშკარაა, ნეტა მაგის სახე განახა სხვა გოგოსთან,რომ ხედავს ხოლმე..
-ნამდვილად არ შემიმჩნევია..
-ღმერთო ნუცა სად დაფრინავ, ყველა ხვდება ამას , შენ რა ორი თვეა უკვე ჩვენთან ხარ და ჯერ ვერ გაერკვიე აქაურ ამბებში?
-აუ რავქნა ნუც ,რაც არ მაინტერესებს ესაა..სულ რომ მომკლა ასეთ რაღაცეებზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ,არ შემიძლია ვიჯდე, სხვის ცხოვრებას ვუყურო და განვიხილო ...
ნუცას გაეღიმა და მაკოცა -ამიტომაც მიყვარხარ...

ორი გაკვეთილის შემდეგ ,მე და ნუცა ბუფეტში ჩავდივართ , გზაში ნუცა ანეგდოტს მიყვებოდა , ასე სიცილ-ხარხარით შევედით ..სანდრო,ნინო და ნიკა უკვე იქ იყვნენ..მათ ისე ჩავუარე რატომღაც არ გამიხედავს ..
-ნიტა- სანდრომ დამიძახა ,სკამიდან წამოდგა და მომიახლოვდა -როგორ ხარ?
მისი ასეთი საქციელით გაკვირვებულმა ჯერ ნუცას გავხედე შემდეგ ისევ სანდროს -კარგად შენ..
-მეც კარგად -მოდი ჩვენთან დაჯექი...
-არაა , იყოს-ვეუბნები და უკან ნინოს არასასიამოვნო მზერას ვხვდები.
-როგორ არა ,მოდი დაჯექი რა ,მაგრა გამიტყდება უარს თუ მეტყვი..
-იცი მე..ნუცა მარტო ხომარ დაჯდება?
-ნუცაც ჩვენთან ერთად დაჯდება ,ხო ნუც? ეხლა ნუცას მიუბრუნდა
-კარგი...მხრებს იჩეჩს სიხარულისგან ,მე მკაცრ მზერას ვესვრი ნუცას, შემდეგ მაგიდასთან მივდივარ და სანდროს გვერდით ვჯდები,ნუცა კი ნიკას გვერდით..ნინო ისეთი სახით მიყურებდა მეგონა მიმაკლავდა ,ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა ..ნუცამ წამში გააბა ლაილაი ნიკასთან, კერძოდ რაზე ლაპარაკოიბდნენ წესიერად ვერ გავიგე..წამოდგომა ვცადე მაგრამ სანდრომ გამაჩერა -სად მიდიხარ?
-საჭმელს ვიყიდი..
-მე მოგიტან...შემომთავაზა და გამიღიმა , ამის გაგონებაზე ნინოს ჩაეცინა
-არა მადლობა ,მეთვითონ მოვიტან...
ლობიანი და წვენი ვიყიდე...
-შენ რა ცომს ჭამ? -მითხრა და გადაიხარხარა
-ხო რამოხდა?
-არაფერი ,უბრალოდ შენი აღნაგობის პატრონი ცხიმებს არასოდეს გავეკარებოდი..
-ჩემს აღნაგობასთან რაიმე პრობლემა გაქვს?!
-მოიცა და შენ არ გაქვს? 7მკითხა და წარბები აწია
-არა , მე კმაყოფილი ვარ ჩემი თავით!.
- ამხელა ლოყებით კმაყოფილი ვერ იქნები..- მის ეს სიტყვები გულზე ლახვარივით მომხვდა..
-ნინო!-სანდრომ მკაცრი მზერა სტყორცნა ასათიანს
- ეხლა არ მითხრა, რომ მის მხარეს ხარ..
-რაშუაშია აქ ეს ?!-ზედმეტი რომ მოგდის ვერ ხვდები? -სანდროს მხრიდან ეს საქციელი მოულოდნელი იყო
- ზედმეტი? უბრალოდ ვცდილობ გონს მოვიყვანო..
-არ მჭირდება მე შენი გონზე მოყვანა...თვითონ ვიცი რა როგორ და როდის უნდა გავაკეთო !! -ფეხზე წამობდექი და წასასვლელად მოვემზადე .
-ხო გეტყობა...
-მე მომწონს- ისე ჩაილაპარაკა სანდრომ მაგიდისთვის თვალი არ მოუცილებია
-რა?!- ამაზე მთლად წამოენთო..
-ხო ,ჩემი აზრით ძალიან უხდება პუტკუნა რომაა..ღიმილის დროს პატარა ლოყები საყვარლად აჯდება-თქვა და თვალები შემომანათა , გულმა ამოვარდნამდე დამიწყო ცემა , აქეთ ნუცას ხელის კვრა ვიგრძენი, გავხედე ,იჯდა და თვალები უნათებდა,ჩემდაუნებურად ჩამეღიმა ..
-სანდრო შენ რა ,ღადაობ? -ნინო კვლავ არ ცხრებოდა
-მოკეტე ასათიანო..შენი აზრი არავის აინტერესებს !!- ნუცას სიტყვებზე მას კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები..
-შენ ენა ჩაიგდე !!
-თვითონ ჩაიგდე ენა !! სანამ ჩემს მეგობარს აღნაგობაზე მიუთითებ შენს თავს შეხედე ,ჩვეულებრივი გომბეშო ხარ!- მიახალა ნუცამ ,ხელი მომკიდა და გარეთ გავედით..
ბუფეტში დარჩენილი ნინო ცოფებს ყრიდა ,ყველა მას უყურებდა და იღიმოდა..სიმწრისგან აღარ იცოდა რაქნა..
-გომბიო, თავი ვინ გონია ან ერთს ან მეორეს , არა გაიგე რა მაკადრეს? გაიგე?ეგ ბოლო დონის გოიმი , ეგ მათხოვარი ეგ !!! ..
-გეყოფა ნინო!-დაიღიალა სანდრომ ,ფეხზე წამოხტა და იმხელაზე დაკრა მუშტი მაგიდას ლამის დაამტვრია.ასათიანს თვალები გაუფართოვდა ,შიშისგან შეხტა..
-სანდრო ხვდები მაინც რაზე მეჩხუბები, ან ვის გამო?
-ასეთი როგორ ხარ, რას ერჩოდი იმ გოგოს , რას?!
- იმ გოგოს?- შენ რა ვერ ხვდები როგორი ყალბია ეგ შენი ნიტაა თუ ვიღაც , ითომ ანგელოზი და სინამდვილეში დემონი!!
-ის გოგო,ნიტა ჯაფარიძეა , ჩემი მეგობარი!-დღეიდან მას წესიერად მოექცევი იცოდე ,თორემ საქმე ჩემთან გექნება!!!! ჩანთას ხელი დაავლო და ბუფეტიდან გასვლას აპირებდა როდესაც ნინო ცრემლისდენით და პატიებით დაედევნა , დაპირდა ნიტას ასე აღარ მოვექცევიო და შემოირიგა კიდეც...

ნიტა და ნუცა სკოლის ეზოდან გამოდიოდნენ ..ერთმანეთისთვის ხელი გაეყარათ და აღმართს მიუყვებოდნენ , დღევანდელ ამბავს განიხილავდნენ ,თან გულიანად იცინოდნენ..
-დღეს საგმირო საქმე ჩავიდინე ნიტ და ეს ძალიან მომეწონა..
-რას გულისხმობ?
-აი იმ წითელპომადიან ამებასთან ჩხუბს..ვაიმეე რამდენჯერაც არ უნდა წარმოვიდგინო მისი სახე როცა ვუთხარი შენ მოკეტეთქო ,იმდენჯერ კარგ ხასიათზე დავდგები გეფიცები...
-ხო ..პომიდორივით გაწითლდა-ნიტამ თავი ჩახარა ,გაახსენდა მისი ნათქვამი და გულისტკივილი იგრძნო,ვერ ვხვდები რას გადამეკიდა..
-ეხლა არ მითხრა, რომ მართლა ვერ ხვდები..
ნიტამ მხრები აიჩეჩა -ვერა...
-ვაიმეე ,ჩემი სულელი გოჭი ხარ შენ..იგრძნო სანდროს რომ მოსწონხარ და კუჭი აეწვა ..
-ნუც საიდან მოგაქვს ეგეთები..
-კაი რა , მეხომ იცი როგორი ჭკვიანი ვარ ,ხოდა ვხვდები..
-ხო ვიცი ვიცი..
-ხოდა თუიცი დამიჯერე ...თან დღეს როგორ დაგიცვა...
-ხო ,მისგან არ ველოდი...
გაახსენდა როგორ დაიცვა დღეს სანდრომ და სახე გაუნათდა , პირველი შემთხვევა იყო როცა ვინმემ დაიცვა
-არც მე ..ნელ-ნელა მასზე აზრი მეცვლება..
-ხოო...
-აუ ნიტ წამო რა ჩემთან..
-ეხლა?
-ხო რა მიდი..ერთად ვიმეცადინოით, თან შოკოლადის ნამცხვარი მაქვს..
-კარგი წამოვალ მხოლოდ იმიტომ ,რომ შენ მთხოვ თორემ ნამცხვარი არაფერ შუაშია...
-ხო არაა.... ნუცამ თავის მეგობარს გადახედა ,აკვირდებოდა მას ,სულაც არ იყო ნიტა მსუქანი, არც მუცელი ქონდა , არც სქელი ფეხები და არც დიდი ლოყები, მასზე პუტკუნასაც ვერ იტყოდი,უბრალოდ აქაურ გაჩხინკულ,გამხმარ გოგონებთან შედარებით ჩანდა ასე...
ნახევარ საათში ,ნუცა და ნიტა სამზარეულოში იჯდნენ ,შოკოლადის ნამცხვარს მიირთმევდნენ ,თან იცინოდნენ ..
-ნანი კიდევ დამიმატე რა ნამცხვარი-შეეხვეწა ნუცა-დიასახლისმაც მაშინვე შეასრულა თხოვნა ..ნიტას ვერ გაეგო რატომ აკვირდებოდა ქალი ასე , ისე უყურებდა თითქოს წარსულის აჩრდილი დაენახაო,მაგრამ ამავდროულად მის თვალებში დიდი სიყვარული იგრძნობოდა ..
-შვილო შენ არ გინდა კიდევ? -თავაზიანად მიმართა გოგონას
-არა მადლობა..
-მე წავალ წიგნებს მოვიტან და ვიმეცადინით კაი -მაშინვე წამოხტა ნუცა და სამზარეულოდან გავიდა..
- თქვენ კლასელები ხართ შვილო?- ისევ იკითხა ქალმა
-დიახ , მე წელს გადმოვედი ..
-ხოო..საიდან გადმოხვედი?
-იცით ,მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი მაშობლებთან ერთად და ცოტახნისწინ ჩამოვედით..
-ანუ ქართველი არ ხარ? -ქალის ცნობისმოყვარეობამ ცოტა გამაკვირვა
-არა ქართველი ვარ..უბრალოდ სხვაგან ვცხოვრობდი
-და რა გვარის ხარ?
-ჯაფარჯძე...
ამის თქმა და უკან მეხის გავარდნასავით შემზარავი ხმა ერთი იყო, იმდენად საშინელი ხმა იყო , ლამის გული გამისკდა ...მაშინვე უკან მივიხედე და კარებში მდგარი ახალგაზრდა ქალი დავინახე,ქერა თმითა და ცისფერი თვალებით ..თვალები ჩაწითლებოდა და საშინლად გაფართოებოდა,მის ფეხებთან კი დამსხვერული ჭურჭელი ეგდო...
********************
ხმაურზე შეშინებული წამოვხტი სკამიდან და უკან მივტრიალდი, ახალგაზრდა ქერათმიანი ქალი კარებში გაფითრებული იდგა , შეშინებული იყურებოდა , თვალები გაფართოებოდა ,მის დანახვაზე უაფრო შემეშინდა..ცოტახანი ასე გშტერებით მათვალიერებდა , შემდეგ თითქოს გონს მოეგოო,დაიხარა და დამსხვრეული ჭურჭლის აღებას შეუდგა ..ნანი მაშინვე დასახმარებლად მივარდა..
-კარგად ხართ ქალბატონო?- ჰკითხა შეშინებულმა..ქალს ხმა არ ამოუღია ,უბრალოდ თავი დააქნია , შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა ,პირდაპირ წინ დამიდგა ,კარგად ამათვალიერა და ნაზად გამიღიმა..
-ხომ არ შეგაშინე? მე მაია ვარ , მაია დადიანი,ნუცას დედა...
-სასიამოვნოა ,მე ნიტა ვარ ,ნუცას კლასელი ...
-სასიამოვნოა ნიტა ..როგორი ლამაზი გოგონა ხარ -მითხრა და უდიდესი სითბოთი გადამისვა თავზე ხელი..ამ ქალის მიმართ სითბოთი აღვივსე..
-დე შენ სახლში ხარ? -წიგნებით დატვირთული შემოვიდა სამზარეულოში ნუცა და დედას აკოცა
-კი ბარტყო, სააგენტოში ყველაფერი მოვაგვარე და ადრე წამოვედი..
-დედა დიზაინერია-უცებ ამიხსნა ნუცამ და წიგნები მაგიდაზე დააწყო
-დედაშენი რას საქმიანობს ნიტა?- მკითხა ისევ ქალმა
-იცით ის ,დიასახლისია..
-მამა?
-დედაა...დაკითხვას ნუ დაუწყებ ეხლა
-არაუშავს ნუც..მამა არქიტექტორია ..
მამაჩემის პროფესიის გაგაბაზე ქალი შეცბა.
-არქიტექტორი? -ჩაილაპარაკა თავისთვის,შემდეგ გამიღიმა , დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა,მე და ნუცა კი მეცადიენობას შევუდექით..
მორე დღეს ნინოს ცივ მზერას ვგრძნობდი მთელი დღე ,მაგრამ მისთვის არ შემიხედავს ,სანდროც იქვე იდგა ,თუმცა არ დამლაპარაკებია ,მარტო ერთხელ გამომხედა და თვალი ჩამიკრა ,საპასუხოდ ჩავიღიმე ,ეს შეამჩნია და მანაც გაიღიმა,არც ეს გამოპარვია მის დაქალს და კიდევ უფრო მკაცრი მზერა მსტყორცნა..
სკოლის ეზოში ვიჯექი ,ისევ ყველასგან შორს ,მარტო ,ფიქრებთან ერთად ..
,,ნასესხები სიცოცხლე " ამოვიღე ,მინდიდა რაცშეიძლება მალე დამემთავრებინა,წიგნი ფებთან დავდე ,ცოტახანი ოცნებებსა და ფიქრებს უფლება მივეცი ჩემს გჰონებაში შემოეღწიათ ...თვალები დავხუჭე და ხეს მივადე თავი , ცოტახანს ბუნებაზე კონცენტრაციის მოხდენა ვცადე, ადამიანების ხმა დავახშე და ჩიტების ჟღურტყულს მოვუსმინე ,წარმოვიდგინე- ,, ვითომ მარტო ვიყავი შუაგულ მინდორში ,ბალახზე ვიწექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდი , აქ ისეთი სიმშვიდე იყო, თითქოს არაფერი მაწუხებდა ,არანაირი პრობლემა არ მქონდა ,არაფერი მაწუხებდა , ვისვენებდი სულიერად მშვიდად ვიყავი, შემდეგ სანდრო მოვიდა ,ლოყაზე მაკოცა და ჩემს გვერდით წამოწვა , ვარსკვლავების თვლას ერთად შევუდექით " ..ჩემს ფიქრებზე მეღიმება და თვალებს ვახელ ,ამჯერად წიგნს ვიღებ , ცოტაღა დამრჩა ,ვკითხულობ და ვამთავრებ კიდეც..გული მტკივა , ასეთი დასარული არ მინდოდა , ბოლომდე მჯეროდა რომ სანდროს მაშინდელი ნათქვამი არ გამართლდებოდა ,მაგრამ გამართლდა , მოკვდა ორივე მთავარი გმირი მოკვდა ,დაიღუპა ..წიგნს იქით ვისვრი, ფეხებს ვხრი და თავს მათში ვრგავ ,ვიმედოვნებ ,რომ არავინ დამინახავს,თავს უფლებას ვაძლევ ემოციებისგან დაიცალოს , ცრემლები მომდის , გული მიცემს , ვტირი, მთელი გულით ვტირი, თავს ლილიანის ადგილას წამოვიდგენ და მთელი გულით ვტირივარ ...მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი, ცრემლები მოვიწმინდე და თავი ოდნავ წამოვწიე, სანდროსთვის არ შემიხედავს ,არ მინდოდა ჩემი აცრემლებული თვალები დაენახა , ჩემს გვერდით ჩამოჯდა ,ვიგრძენი რომ იღიმოდა..
-დაასრულე?-პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე- გილოცავვ...აბა მოგეწონა? მხიარული ხმა ჰქონდა , თავი ვერ შევიკავე და შევხედე ,ჩემს დანახვაზე სახე შეეცვალა ,ღიმილი სახეზე შეაშრა -შენ რა ...ნიტა შენ ტირი? -მკითხა შემდეგ,არაფერი მითქვამს , ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს გამომიჭირეს ..
-ეს მხოლოს წიგნია-მითხრა სანდრომ და გამიღიმა ,ცრემლები ვეღარ შევიკავე და კიდევ უფრტო ავტირდი
-ვიცი რომ წიგნია-ვუთხარი სლუკუნით
-აბა რახდება?
-მე , თავი ლილიანად წარმოვიდგინე...
ცოტახანს დაბნეული მიყურებდა ,ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა ,ხელები მხრებზე შემომხვია და მაგრად მიმიხუტა, მის სურნელს ვგრძნობდი,ცივი სუნამოს სურნელს , მის თითოეულ ნაწილს ვგრძნობდი, მის კანს ვგრძნობდი,მართალია მაისური ეცვა მაგრამ მაინც ,მის სითბოს ვგრძნობდი, თავი გულზე მივადე , ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანს ,მის გულისცემას ვგრძნობდი, ვიგრძენი როგორ დამადო თავი თავზე , როგორ შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი და კიდევ უფრო მაგრად მომხვია ხელები..
- ლილიანი ავად იყო, ამიტომაც დაიღუპა ,თავიდანვე განწირული იყო-მიჩურჩულა შემდეგ
-მაგრამ ,მან დაიმსახურა ბედნიერება .. მას უყვარდა,რატომ არ შეიძლებოდა ბედნიერი ყოფილიყო,რატომ არ შეიძლებოდა მასაც ეცხვორა სხვა ნორმალური ადამიანებივით,განა არ დაიმსახურა სიყვარული?
-შეიძლებოდა ..შეიძლებოდა მაგრამ რატომღაც რემარკმა ასე გადაწყვიტა , ლილიანას მიჯნური მალევე მოკლა , იცი რატომ?
-რატომ?
-იმიტომ რომ ,კაცს უფრო მეტად უყვარდა ქალი, კაცი საყვარელი ქალის სიკვდილს ვერ გადაიტანდა ,მთელი ცხოვრება ამ ტკივილით ვერ იცხოვრებდა შემდეგ ,ამიტომ მალევე აარიდა ტანჯვა, ლილიანი კი უკვე მომაკვდავი იყო, მისი ცხოვრება წიგნის დასაწყისშივე განწირული იყო..
-შენ ასე ფიქრობ?
მან თავი დამიქნია ...
-მეკი ვფიქრობ რომ ლილიანსაც ძალიან უყვარდა ,უბრალოდ ავად იყო და იმედს არ აძლევდა...
სანდრომ მხრები აიჩეჩა -შეიძლება ... კარგი რა გამხიარულდი , ეს მხოლოდ რომანია , შენ ლილიანა არ ხარ,ნიტა ხარ ,ნიტა ,სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერ ნიტა..
ჯანმრთელი..ჰმ..მან რაიცის მე რა მაჭირს , ლილიანის ადგილას თავი იმიტომ წარმოვიდგინე რომ მისი განცდები ნაწილობრივ ჩემსას გავდა , მისი შეუპოვრობა ,ცხოვრებით დატკბობა ,ეს მომწონდა ,ის ქალი ჩემთვის რაღაც მხრივ იმედის მომცემი იყო, ეხლა კი პირველად შემეშინდა ,შემეშინდა რომ შეიძლება ერთ დღეს მეც მომიღოს ავადმყოფობამ ბოლო...
-აბა ,კარგად ხარ?- მკითხა ისევ სანდრომ
-კი,კარგად ვარ..
-არ მეგონა ასეთი სუსტი გული თუ გქონდა..
-რას გულისხმობ!? -ნუთუ ჩემს ავადმყოფობაზე იცის?
-ჩემს წრეში გოგონები ,წიგნის პერსონაჟების გამო კიარა თავინთი უბედურების გამოც კიაღარ ტირიან.იძახიან ო და მორჩა..
-სათქმელად ადვილია არა? რამდენიც არ უნდა ვიძახო ეგ სიტყვა ,თუ მაწუხებს მაინც გამოვხატავ,ჩემდაუნებურად..
გაეცინა და ფეხზე წამოხტა..
- უფლება მიბოძეთ კლასამდე მიგაცილოთ-მითხრა და მდაბლად დამიკრა თავი, მის ასეთ საქციელზე გამეცინა ,ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე ,უეცრად ლოყაზე ნაზად მაკოცა ,მისმა თბილი ტუჩების შეხებამ ,შემაკრთო, თავი დაბხარე და ვიგრძენი როგორ ავწითლდი..
ჩემს ასეთ რეაქციაზე გაეღიმა -ღიმილი და გაწითლება გიხდება..
შემდეგ კლასამდე მიმაცილა ,გამიღიმა და დამემშვიდობა..სკოლის შემდეგ ნუცა ჩემთან წამოვიდა , დედა ჯერ არ ჩამოსულა ,მამა მუშაიბდა ზმარტო დარჩენა კი რატომღაც არ მინდოდა ,მიტომაც დავპატიჟე სტუმრად...გასაღები ამოვიღე და კარის გაღება ვცადე ,მაგრამ არ გაიღო, კიდევ ერთხელ ვცადე და იგივე განმეორდა ..უეცრად კარი გაიღო და ზღურბლზე მამაჩემი გამოჩნდა ..
-შენ სახლში ხარ? -ვკითხე გაოცებულმა და სახლში შევედი..
-ხო შესვენებაზე მოვედი..
-აა..მა ეს ნუცაა ჩემი მეგობარი..
-სასიამოვნოა ნუცა , აბა შენ იცი ნიტა სტუმარს შესაფერისად გაუმასპინძლდი-თავზე ხელი გადამისვა , ნუცას დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა..
კარები სწრაფად მივკეტე , ნუცას სახლი დავათვალიერებინე ,შემდეგ სამზარეულოში შევუძეხი, ბართან დავსვი ,მეკი საჭმლის მზადებას შევუდექი..მაკარონი მოვამზადე ყველითა და ძეხვით, მთელი ამხნის განმავლობაში ნუცა ჩუმად იყო რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა ,მისკენ შევტრიალდი -ნუც რა გჭირს?
-არაფერი-მითხრა და რაღაცას მიაშტერდა
-მითხარი ,ასე უცებ რამოხდა?
-ნიტ არ ფიქრობ ,რომ მამაშენი ძალიან გავს მამაჩემის მამიდაშვილს? -ცოტახანს ჩავფიქრდი,მეგონა ეს მსგავსება მარტო მე შევნიშნე -ხო ,სისულელეა ,დავიწყე ,უბრალოდ მე..
-არა მეც ეგ ვიფიქრე როცა პირველად ვნახე ეგ პორტრეტი-მივახალე უცებ
-უცნაური მსგავსებაა არა? -მკითხა და უფრო ჩაფიქრდა
-რავი , ალბათ ესეთი რაღაცეები ხდება ხოლმე-მაკარონიანი თეფში დავუდე წინ..
-არა ,მე არ მჯერა უბრალო დამთხვევების -მითხრა და ჭამას შეუდგა
-რას აპირებ? -ნუცა ცოტახანს დაფიქრდა ,შემდეგ უცნაური მზერა მომაპყრო
-დროა ,კითხვები დავსვა სახლში- ორაზროვნად თქვა ,შემდეგ გამომხედა და გამიღიმა..
-ნიტ იცი გუშინ ბუფეტიდან რომ გამოვედით სანდრო ნინოს ეჩხუბა-მომახალა უცებ
-რატომ?
-რას ვერ ხვდები? შეენს გამო რათქმაუნდა.
-უი, რას ამბობ,დღეს მშვენივრად იყვნენ..
-უფ მერე ამან ნიანგის ცრემლები გადმოყარა და შემოირიგა..
-ხოო კარგია..
-ნიტა ჩემი მეგობარია და წესიეტად მოექეციო ასე უთქვამს..
ამ სიტყვებზე გამეღიმა, გულის სიღრმეში გამიხარდა სანდრომ მეგობარი რომ მიწოდა ...
**
მომდევნო ორი კვირა ჩვეულებრივი იყო, სანდრო მოდიოდა ,მელაპარაკებოდა , რაღაცეებს მეკითხებოდა , თავის თავზე არ ლაპარაკობდა ,არც მეგობრებზე ,დღე არ გავიდოდა არ მოსულიყო,თითქმის ყოველ დასვენებას ჩემთან ატარებდა ,მისი მეგობრები უცნაურად გვიყურებდნენ მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევდი...
ნუცა რაღაცეების გარკვევას ცდილობდა იმ კაცზე რომელიც მამაჩემს მიამსგავსა ,მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდიოდა ,საერთოდ ვერ ვხვდებოდი ასეთი მოტივირებული რატომ იყო ,ეს ხომ მხოლოდ მსგავსებაა და სხვა არაფერი ...
-- ნუცა--
ოთახის კარებთან ვდგავარ და ფრთხილად ვაკაკუნებ, თანხმობის მიღების შემდეგ კარებს ფრთხილად ვაღებ და შიგნით შევდივარ.. დიდ ხის მაგიდასთან ,მამაჩემი ზის ,როგორც ყოველთვის უამრავი ფურცელი უდევს წინ და შიგნით აქვს თავი ჩარგული,იმდენად ბევრს მუშაობს დროც აღაც რჩება ჩემთვის , ზოგადად მამა მკაცრი ადამიანია ,წესების დამცველი, მშრომელი და სამართლიანი, ყველა მეუბნება რომ მას ძალიან ვგავარ გარეგნულად ,ქერა თმებით და ცისფერი თვალებით ,ხასიათით კი ჩემი უფროსი ძმა ბექა ჰგავს..ხანდახან მისი სიმკაცრე მაშინებს ,სულ ჩაფიქრებული და სერიოზულია , დედა მეუბნება სულ ასეთი არ იყოო,ადრე მხიარული და ხუმარა ყმაწვილი იყოო ..
-შეიძლება მამა? ვკითხე და პასუხს არ დაველოდე ისე მივუახლოვდი,წინ ჩამოვჯექი სავარძელზე და თვალები შევანათე...ქვევიდან ამომხედა და გამიღიმა
-რახდება ნუცა ,მალე მითხარი ხომ ხედავ რამდენი საქმე მაქვს..
-მა ,მე ..მე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა
-გაკვეთილებს ეხება საქმე? თუ ესეა დედაშენს კითხე რა..
-არა ,საქმე ბიძიას ეხება.. ვუთხარი და შეშეინებულმა შევხედე
-ვიის? გაკვირვება ვერ დამალა
-აი იმ კაცს პორტრეტიდან ..მაინტერესებს ვინ ,არის
-ნუცა ამ საკითხზე დიდი ხნის წინ ვილაპარაკეთ და გითხარი რომ ის კაცი დაგევიწყებინა!! მკაცრი გამომეტყველება მიიღო
-ხო მაგრამ..
-არავითარი მაგრამ ,დაივიწყე ის კაცი და შენს საქმეს მიხედე ..
-რატომ არ შეიძლება ვიკითხო,ის ხომ ჩვენი ოჯახის წევრია?
-ნუცა!-აღარ გამამეორებინო, მეორედ მსგავს საკითხზე აღარ დამელაპარაკო !-
მამის მკაცრმა ტონმა შემაშინა ,ფეხზე წამოვდექკ და გასასვლელად მოვემზადე,გაბრაზებულმა შევხედე მამას ,მან ჯერ ცისფერი თვალები მომანათა რომელშიც ტკივილი იგრძნობოდა ,შემდეგ თვალი ამარიდა და ისევ საბუთებს ჩახედა..კარებთან ვიყავი როცა კვლავ დამიძახა..
-ნუცა, არ გეწყინოს მა , დაანებე იმ კაცს თავი..
-მაინც გავარკვევ!!- ჩავილაპარაკე ჩემთვის და ოთახი დავტოვე...
*************************************************************
ეს კვირაც სწრაფად გავიდა ,ჯერჯერობით ახალი არაფერი მომხდარა ,ნუცაც არ დამლაპარაკებია კარგახანია , გატაცებულია ამ გამოძიებით და სულ ამაზე ფიქრობს , მამაისთან ლაპარაკის შემდეგ ცდილობს დედა აალაპარაკოს მაგრამ არ გამოსდის ,რაზეც კიდევ უფრო ეშლება ნერვები, ვეუბნები ეს ყველაფერი სისულელე და უბრალო დამთხვევაათქო მაგრამ არ ესმის,დადის თავისთვის ,გონებაში რაც იცის ერთმანეთს უკავშირებს,თუმცა მაინც არაფერია..მე და სანდროც დავახლოვდით ,ყოველ დღე ვსაუბრობთ ,ვგრძნობ რაც უფრო უკეთ ვიცნობ მით უფრო მიღრმავდება ინტერესი მის მიმართ ,სულაც არ არის ისეთი პირველ დღეს ნუცამ რომ ამიღწერა,თბილად და მეგობრულად მექცევა ,ყოველი საუბრის შემდეგ კი ნაზად მკოცნის ლოყაზე და მიდის ..ყოველ დღე მასზე ვფიქრობ ,ყველა ჩემს ოცნებაში ისმის სახელი სანდრო, უკვე ავტომატურად ვხტავ მის სახეს ფურცელზე ,შემდეგ ამ ფურცელს ვკუჭავ და ვაგდებ ,არავინ რომ არ ნახოს...
....ნუცასთან....
მშობლებზე გაბრაზებული ვარ , არცერთი არაფერს ამბობს , ეს კიდევ უფრო მაფიქრებს ,როგორ შეიძლება დაივიწყო ადამიან რომელიც შენს საიჯახო პორტრეტზეა დახატული ,რომელსაც ყოვედღე ხედავ ,რომელიც შენი ოჯახის წევრი იყო ოდესღაც ,იმასაც არ მეუბნებიან რაქვია ,ვინ არის ან სად გაქრა.არა ყველაფერ უნდა გავარკვიო, ასე არ დავტოვებ.. სამზარეულოში შევდივარ და ნანის წინ ვჯდები, შემდეგ საჭმელს მიდებს და მეც ჭამას ვიწყებ ..ცოტახანს კიდევ ვათვალიერებ ქალს , იმდენი ხანია ვიცნობ ,მის გარეშე ერთი დღეც არ მახსოვს ,ფაქტიურად მან გამზარდა ,ჩვენი ოჯახის წევრივითაა..მოიცა დიდი ხანია ..რაღაც მაფიქრდება და თითქოს გონება მინათდებაო ვიძახი -ნანი, ჩემო საყვარელო ძიძა , დაჯექი დაისვენე ...ჩემს თავაზიანობაზე ეღიმება და წინ მიჯდება..
-ნანი..რამდენი ხანია რაც ჩვენს ოჯახში ხარ? -ვეკითხები და ვუღიმი
-უფ ,ძალიან დიდი ხანია შვილო, ფაქტიურად მამაშენიც ჩემი გაზრდილია ..
-როგორ მდენი ხანი?
-კი, ბებიაშენმა მომიყვანა თავიდან ,ძალიან ლამაზი ქალი იყო მახსოვს , მისით მონუსხული ვიყავი, ხოდა შემოვრჩი აქ..
-ნანი მამა როგორი ბავშვი იყო? -ამ კითხვაზე იცინის
-ძალიან ცელქი ,უცელქესი ბავშვი იყო, სულ აქეთ-იქით დარბოდა და ბებიაშენს -ქეთევანს სულ აყვირებდა ..
-ვინ მამა?
-ხო მამაშენი,იმ საშინელ დღემდე ყველაფერი კარგად იყო-უკანასკნელი სიტყვები ჩუმად თქვა ,მოწყენით..
-ბაბუაჩემის დის გარდაცვალები შემდეგ?
-ხო, ქალბატონი ანასტასიის გარდაცვალების დღე დიდი ტრაგედია იყო მთელი ოჯახისთვის..
-ნანი ,ის და მისი მეუღლე ,ბიძია გიორგი ერთდროულად გარდაიცვალნენ ხო? -ჩავეკითხე და მის პასუხს სუნთქვაშეკვრული დაველოდე...
-კი ,ერთ დღეს ,ავარიაში...
-სამწუხაროა ,ნანი მათი ფოტო ხომ არ გაქვს?
-უი,კი როგორ არა , საოჯახო ალბომში,შენ არ გინახავს?
-არა ,აღარ მახსოვს ,მიდი რა მანახე...
წამოდგა , ცოტახანში კი ალბომით ხელში დაბრუნდა,წინ დამიდო და ლამაზ ,შავგვრემან ქალზე მანიშნა ეს არისო,ქალს ხელში პატარა ბავშვი ეჭირა ,გვერდით კი შავგვრემანი კაცი ედგა ,შავი ,დიდრონი თვალებით და ამაყი გამოხედვით..
-ნანი ეს მათი შვილია ?
-კი , პატარა ბიჭი..
-მათ შვილს რა მოუვიდა?- ნანი ჩემმა კითხვამ დააბნია , თვალები გაუფართოვდა , თითქოს არ იცოდა რა ეთქვა ..-ნანი ,მითხარი მათ შვილს რა ბედი ეწია..
-არაფერი რა ბედი უნდა სწეოდა ,კარგად არის ,საზღვარგარეთ ცხოვრობს..
-რა ჰქვია , რატომ არ ჩამოდის , რატომ არ მყავს ნანახი?
-ვაიმე შვილო,შენთან ლაპარაკი კი კარგია მაგრამ სარეცხი უნდა გავფინო-მითხრა და სწრაფად წამოდგა ..
-ნანი ასეთი რა გკითხე ,ნანი!
არ მომისმინა ისე გავიდა ,მეკი დავრჩი მარტო სამზარეულოში, ისევ უამრავ კითხვებთან ერთად ..

საღამოს ,კიდევ ერთხელ ვცდილობ დავაკავშირო ყველაფერი ერთმანეთთან ,მაგრამ მაინც არ ჯდება,არავინ არაფერს ამბობს ,დედა დუმს ,მამა ხმას არ იღებს ,ნანი თავს იშტერებს,ერთადერთი იმედიღა მრჩება ..ფეხზე ვდგები ,ხალათს ვიცვავ და ოთახიდან გავდივარ, დერეფნის ბოლოს კართან ვჩერდები ,ხმამაღლა ვაკაკუნებ ,შემდეგ ვაღებ და შიგნით ვიხედები..
-გღვიძავს?
-კი..-მესმის შიგნიდან მოგუდული ხმა -შემოდი.-მეც უხმოდ შევდივარ და საწოლთან ვჯდები..
-მხოლოდ შენ თუ დამეხმარები, გთხოვ შენ მაინც ნუ გამიცრუვებ იმედებს ..-
საწოლიზე ჯდება ,ხელს მხვევს და თავზე მკოცნის..
-ხომ იცი შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ ნუცი,მითხარი რახდება..
-ბევრი კითხვა მაწუხებს,ძალიან ბევრი და პასუხებს ვერ ვპოულობ ,დედასაც ვკითხე ,მამასაც და ნანისაც მაგრამ არაფერს ამბობენ ,შენ უნდა დამეხმარო ძმაო-ვეუბნები და ტუჩს ვბზიკავ ..
-რახდება ნუცა? -ეხლა უკვე სერიოზული სახით მეუბნება..
-მისაღებში რომ პორტრეტი კიდია , ხომ იცი...
-ხო მერე..
-იმ პორტრეტმა ბოლო დროს ჩემი ყურადღება მიიქცია, პორტრეტმა რა ,იმ კაცმა ,ბაბუას და ბებიას გვერდით რომ დგას..ვერ გავიგე ვინ არის ან სად გაქრა , ან რა ქვია , მამამ დაივიწყეო ,თუ უნდა დავივიწყო რას კიდია ის იქ ,მაშინ ჩამოხსნან და მორჩა...
-მე ბევრი არაფერი ვიცი ,მაგრამ რაც ვიცი გეტყვი..
-გენაცვალე შენ ბექუშ ,მართალია რომ ამბობენ ძმა თუ დაგიდგება გვერდით გაჭირვებაშიო...
-ჰაჰაჰ ,ჩემი პატარა გოგო , როგორ მალე გაიზარდე ,მაგრამ მაინც პატარა ხარ..
-იმით ნუ ამაყობ რომ ჩემზე ცოტათი დიდი ხარ-ვეუბნები ბუზღუნით
-ხოო ,ცოტათი ,სულ რაღაც 8 წლით-მეუბნება და იცინის
-კაი ხო..მოკლედ მაინტერესებს ის კაცი ვინაა ,რაქვია , სად არის და საერთოდ ყველაფერი..
-ნუც ხომ გითხარი ბევრი არაფერი ვიცი ,მხოლოდ ის ვიცი,ვიცი რომ ეგ კაცი ,როგორც შენ ეძახი ,ბაბუამ და ბებიამ გაზარდეს , ბაბუას დის ანასტასიას და მისი ქმრის გიორგს გარდაცვალების შემდეგ ...მეც მახსოვს ბიძია ,მამას და მას ერთმანეთი ძმებივით უყვარდათ ,მამა იცინოდა ხოლმე ჩემს გვარზე ჩავწერ და ნამდვილი ძმებივით ვიქნებითო, მაშინ მამა სხვანაირი იყო-ბოლო სიტყვებს სევდიანად წარმოთქვავს..
-თუ ასეა რა მოხდა,ბიძია რა გვარის იყო?
-არვიცი რა მოხდა ნუც ,იმ დღეს ,ზუსტად 15 წლის წინ ამ სახლში საშინელება დატრიალდა ,მისაღებში ბაბუა ჩხუბობდა ,ბიძიას ეჩხუბებოდა ,გვარის შემარცხვენელს უწოდებდა , ასე ეუბნებოდა შენი მშობლები საფლავში ტრიალებენ შენივე შეცდომის გამოო, ისეთი გაბრაზებული იყო ბაბუა შემეშინდა და ოთახში გავიქეცი, მას შემდეგ ბიძია აღარ გამოჩენილა ...
-ნეტავ ასეთი რაქნა?-ვეკითხები ჩემს თავს- გვარი არ გითქვამს ბექა..
-გვარი არ მახსოვს ნუც ,მაგრამ საქმე მგონი ქალს ეხებოდა..
-ქალს?
-ხო ქალს , ბიძიას წასვლის შემდეგ ,ბაბუას ინფაქტმა დაარტყა ,მამა კი სევდამ მოიცვა..
-ბებიას უნდა დაველაპარაკო-.ვთქვი ჩემთვის ,ფეხზე წამოვდეწქი ,ბექუნას მადლობა გადავუხადე ,მანაც საპასუხოდ გულში ჩამიკრა ...
-ნუცა -დამიძახა როცა უკვე გავდიოდი -პასუხების ძებნა მამის კაბინეტიდან დაიწყე..მითხრა და გამიღიმა ,საოასუხოდ მეც გავუღიმე და ოთახში წავედი..
.......ნიტა ....
დღეს წვიმიანი ამინდია , სკოლაში მამიკომ მომიყვანა , კლასში ვზივარ და როგორც ყოველთვის ფანჯარაში ვიყურები, მიყვარს წვიმა , მაგრამ არ მიყვარს ჩაშავებული ცა , წვიმა და მზე ერთად მირჩევნია ...
-რას შვები ლამაზო? -გვერდიდან მომესმა სანდროს ხმა
-არაფერს ...
-ვისზე ფიქრობ? -მეკითხება და ფართოდ მიღიმის
-ამინდზე-ვეუბნები და მის წამიერ სახეცვლილებაზე მეცინება..
-ამინდზე? -სხვა არავიზე?
-არა ,სხვაზე ვისზე უნდა ვიფიქრო?
-მაგალითად ჩემზე -მეუბნება შეპარვით და ლოყაზე მკოცნის
-შენზე ? -მოჩვენებით ვიცინი-რა ხუმარა ხარ სანდრო-ვეუბნები და თვალს ვარიდებ
-ხო ,ვარ-თავს დაბლა ხრის,ცოტახანს ფიქრობს ,შემდეგ სახე უნათდება და ისევ თვალებში შემომციცინებს -ნიტუშ, ნინოზე ნაწყენი ხარ?
-ვინ ნინოზე
-ნინო ასათიანზე
-რავი...იმდენად აღარ..რატომ მეკითხები?
-ზეგ საღამოს წვეულებას აწყობს ,ბოდიშის მოხდის მიზნით დაგპატიჟა..
-მე?
-ხო შენც და ნუცაც ..წამოხვალ?
-არვიცი ..წვეულებები არ მიყვარს დიდად
-კარგი რა ,გაერთობი ,იცეკვებ ,დალევ..
-არ ვცეკვავ სანდრო და არც ვსვავ..
-როგორ არასოდეს დაგილევია?
-არა დალევა არ მიყვარს ,ცეკვა კი არ გამომდის..
სანდრო ჩემსკენ იხრება ,ხელს ხელზე მადებს და თვალებში მიყურებს ,მის შეხებაზე ოდნავ ვკრთები -ნიტუშ,შენ ძალიან კარგი ,თბილი და საყვარელი გოგო ხარ..ვიცი ეს წვეულებები და ხალხმრავლობა არ გიყვარს მაგრამ ჩემი ხათრით მოდი , ნუცაც წამოიყვანე ,გთხოვ..
-ჰმ...კარგი დავფიქრდები ,შევთავაზებ ნუცას ..
-ჩემი გოგო-მეუბნება , ისევ ნაზად მკოცნის ლოყაზე და კლასიდან სწრაფად გადის ..მე ღიმილით ვაყოლებ თვალს ,შემდეგ კი გაკვეთილს ვიმეორებ ..
-ნიტა!! .. ტავს ვწევ და ნუაცს გაკვირვებული ვუყურებ
-რახდება ნუც , სახეზე ფერი არ გადევს ..
-დილას მამაჩემის კაბინეტში შევიპარე ...
-ღმერთო, ნუცა ხომ გთხოვე თავი დაანებე მაგ საქმესთქო, არ აქვს ჩვენს ოჯახებს საერთო, მამაჩემს მშობლები არ ყავს ,არც ოჯახი ,თორემ მეცოდინებოდა ..
-არც ბიძაჩემს ყავდა ოჯახი ,მშობლები ავარიაში დაკარგა , მერე ბაბუაჩემმა გაზარდა...
-და რა? უამრავ ადამიანს ემართება მსგავსი რამ ..ვერ ვხვდები რას ცდილობ..
-ბევრი დამთხვევაა ნიტა ,დღეს კი ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი..
-დღეს რა მოხდა?
ნუცა ჩანთიდან პატარა თეთრ ქაღლდს იღებს და წინ მიდებს, ცოტახანს მუყაოს ქაღალდს ვაკვირდები, შემდეგ ნუცას ,მერე ისევ ქაღალდს,თველებს ვერ ვუჯერებ ,გაოცებისაგან კი ხმას ვერ ვიღებ
-არ არსებობს -ვამბობ ბოლოს ბლუყუნით...
**************************************
ცოტახანს ,ისევ დავაკვირდი : ქაღალდზე ამობეჭდილი ფოტოსურათი იყო, ზედ მამაჩემი და ნუცას მამა იყო გამოსახული ,გვერდიგვერდ იჯდნენ და კარგი ნაცნობებივით უღიმოდნენ ერთმანეთს,უკან ნუცას დედაც ჩანდა , მის გვერდით კი ნუცას ძმა ბექა..
-ეს მამაშენია ნიტა..არ უარყო
-არა ,არა რათქმაუნდა მამაჩემია ..მაგრამ მამაშენთან ერთად რას ამეთებს?
-აგიხსნი -მეუბნება ,გვერდით მიჯდება და ახსნას იწყებს ,ყველაფერს მიყვება რაც იცის..
-ანუ გგონია რომ ის ბავშვი რომელიც ბებიაშენმა და ბაბუაშენმა გაზარდა მამაჩემია? -ცოტახანს ინფორმაციის გადახარშვას ვცდილობ ,ეს ყველაფერი ზღაპარს გავს..
-ხო ნიტა ასე ვფიქრობ ,შენკი ჩემი ბიძაშვილი გამოდიხარ-მეუბნება სიცილით და მეხვევა
-მოიცა ,ყველაფერი უნდა გავიგო,მამაჩემს უნდა ვკითხო,უნდა ვკითხო გესმის ,ის სიმართლეს მეტყვის..
-სიმართლე ეს არის ნიტა ,მამაშენი მამაჩემის ნათესავია..
-მაგრამ თუ ასეა რატომ არ ახსენეს ერთმანეთი , რატომ არ ვიცოდი მას ოჯახი თუ ყავდა ?
-აი ეგ კი გასარკვევია ...და გავარკვევ-მხარული ტონი სერიოზულით შეცვალა , იმ წუთას სულ სხვა ნუცა დავინახე , საყვარელი მხიარული გოგოსს ადგილას ,უკვე ზდასრული, თავდაჯერებული ნუცა იდგა ..ქაღალდი შეინახა დაწიგნები ამოალაგა ..
-ხო მართლა ,სანდრომ ასათიანის წბეულებაზე დაგვპატიჟა-ცოტახნის შემდეგ ვეუბნები
-რა ეტაკა ასათიანს?
-ბოდიშის მოხდის მიზნითო და რავი..
-როდის არის?
-ხვალ საღამოს ..წავიდეთ?
-კი წავიდეთ, ცოტას გავერთობით...
-კარგი-მხრები ავიჩეჩე -მაგრამ ..
-რა?
-მე არ მინდა წამოსვლა..
-რატომ , მაღალ საზოგადოებაში გაერევი, გაერთობი...
-იმიტომაც არ მინდა , ეს მაღალი საზოგადოება ს ულაც არ მხიბლავს ,ყველა გაბერილი ცხვირებით და დაბუშტული ტუჩებით დადიან, ამაყი სახეებით,ყველას ზევიდან უყურებენ ,მათი ასეთი ქცევა არ მსიამოვნებს..
-ყველა ეგეთი არაა,მეც მდიდარი ოჯახიდან ვარ მაგრამ ესეთი არ ვარ-წყენით ჩაილაპარაკა ნუცამ
- ვიცი ნუც,შენ და სანდრო სხვანაირები ხართ..
-ხოდა წამოხვალ..გთხოვ
-კარგი კარგი ,წამოვალ..
გახარებული გადამეხვია ...

უკვე საღამოა ,მამას მოსვლას მოუთმენლად ველოდები, უამრავი კითხვა მაქვს დასასმელი, მოუწევს სიმართლე მითხრას ...კარებზე კაკუნის ხმის გაგებისთანავე გავვარდი ოთახიდან და დედას გაღება დავასწარი, მამა იყო ,დაღლილი თვალები მომანათა და ოთახში შემოვიდა ..დაველოდე სანამ შხაპს მიიღებდა და შეჭამდა ..
-მა შენთან საქმე მაქვს ..
-რახდება შვილო? -მამის მაგივრად დედამ მკითხა
-რაღაც უნდა ვკითხო..
-ნიტა საყვარელო ეხლა ძალიან დაღლილი ვარ,სკოლას ეხება?
-არა სკოლას არ ეხება ..მეე ..მამა შენი ოჯახი რას საქმიანობდა?-
წამში შეეცვალა სახე , ჯერ მე გადმომხედა შემდეგ დედას რომელიც აღელვებას ვერ მალავდა -დედა ,მამა ..ასე რატომ ღელავთ? მითხარით რახდება,მამა შენი მშობლები ვინ იყვნენ,რატომ არასოდეს ვლაპარაკობთ ამაზე?
-ნიტა დედი, მამა დაღლილია სხვა დროს ილაპარაკეთ..
-არა დედა ,ეხლა მინდა გავიგო..მამა გისმენ
-მე მშობლები ძალიან პატარა ვიყავი რომ დავკარგე , მას შემდეგ დედაჩემის ძმამ და ცოლამა გამზარდეს ..
-რა ბედი ეწიათ მათ?
-არვიცი..დიდიხანია არ მინახავს..ეხლა ხომ გაიგე რაც გაინტერესებდა ,თქვენის ნებართვით ოთახში ავალ!! -ბოლო სიტყვებში სიმკაცრე და ამავდროულად აღელვება დაეტყო..
-რა გვარის იყო? ბიძაშენი...
-რაგჭირს შვილო ,ამდენ კითხვას რატომ სვავ ?- დედას თვალებზე ცრემლი მოადგა
-რატომ ტირი დედა? ჯერ მიპასუხეთ და მერე გეტყვით
-შვილო მამაშენს არც ისე კარგი მოგონებები აქვს წარსულთან, ნუ ეკითხები ამდენს ,ხომ გიპასუხა ,დაანებე ეხლა თავი-მემუდარებოდა დედა
-მამა გისმენ-მივუბრუნდი კედელთან ატუზულ მამაჩემს
-დადიანი..ნიკოლოზ დადიანი...
მის სიტყვებზე ცრემლები მომადგა -ესეიგი მართალი იყო ,ანუ ნუცა სიმარGლეს ამბობდა ,ჩვენ ბიძაშვილები ვართ-ჩავიტიტინე და სკამზე დავჯექი
-რას ნიშნავს ნუცა სიმართლეს ამბობდა, ნუცა ვინარის?- წამოენთო მამაჩემი
-ნუცა ჩემი მეგობარია მამა, შენ მას იცნობ ?
ცოტახანს ჩაფიქრდა ,შემდეგ ისეთი სახე მიიღო მივხვდი გაახსენდა ..
-ნუცა დადიანია მამა-.შეპარვით ვუთხარი,შავი თვალები შემომანათა ,სკამზე მოწყვეტით დაეშვა და ხელები თავში ჩარგო - რომ დავინახე კი გამკრა გულში ,ძალიან გავს დათოს ,მამამისს..ძმაც ყავს ხომ?
-კი მა,მაგრამ მას არ ვიცნობ..თუმცა ეხლა გავიცნობ რადგან ჩემი ბიძაშ..
-გაჩუმდი..გაჩუმდი ნიტა,ის ოჯახი ჩვენთვის აღარავინ არის გასაგებია?!!-ხმა აღარ ამოიღო მათზე ,ნუცასთან იმეგობრე არ გიშლი ,მაგრამ მისი ბიძაშვილად მონათვლა არ გაბედო ..
-კიმაგრამ რატომ, რაჯობია იმას რომ ბიძაშვილი მყავს ?
-გითხარი და აღარ გავიმეორებ ,ის ოჯახი ჩვენი ნთესავები არ არიან,აღარ არიან და მეორედ ამ საკითხს აღარ შეეხები!!!- ხმა ვეღარ ამოვიღე ისე ყვიროდა , შემდეგ ოთახში შევიდა და მე და დედა ასე დაგვტოვა ჩუმად ..
-ნიტა შვილო-ცრემლები მოიწმინდა და გვარძე მომიჯდა -დედი ,დაანებე მამას თავი ხო..გულნატკენია
-კიმაგრამ რატომ არ უნდა მის ოჯახთან იურთიერთოს?
-შვილო, მამამ ბიძასთან დიდი ხნის წინ იჩხუბა , იმათმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს..
-ასეთი რამოხდა დედა?
დედამ აცრემლებული თვალები შემომანათა ,ნათლად დავინახე როგორ ჩასდგომოდა შიში შიგნით ,თვალი ამარიდა -ამას ვერ გეტყვი ,უბრალოდ დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის ..მამას მეტჯერ ნუღარ შეაწუხებ ..
თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი ,კარებთან ვიდექი რომ დამიძახა -ნიტა დამიჯერე დაანებე თავი, შენ უფრო გეტკინება -ესღა მითხრა და დამტოვა ..-რას ნიშნავდა ეს? მე რატომ მეტკინება? რა იგულისხმა დედამ ამ სიტყვებით...დამტოვეს მარტო სამზარეულოში ,სიმართლე გავიგე მაგრამ უფრო მეტი კითხვა დამიგროვდა ..
ანალოგიური სიტუაცია იყო ნიცასთანაც , მას დედაც ,მამაც და ძმაც ერთად შეეკრიბა კაბინეტში,ყველაფერი მოუყვა ...ცოტახანს ჩუმად იყვნენ დადიანები
- მამა ,სიმართლე მითხარი , რატი ჯაფარიძეა ის კაცი ვინც პორტრეტზეა დახატული?
მამა ცოტახანს დუმდა,თავი ჩაეხარა და ღრმად სუნთქავდა ,შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია...
-მაგარია-სიხარული ვერ დამალა ნუცამ
-ნუცა, გაჩუმდი და შენს ოთახში წადი!
-მამა. მე
-ნუცა მეთქი!!!
-რატომ უნდა წავიდე ითახში, რახდება საერთოდ, რატომ გააგდო ბაბუამ ბიძია სახლიდან ?- სხაპასხუპით მიაყაერა კითხვები
-ნუცა ,ეხლავე წადი შენს ოთახში-გაგიჟებული ჩააფრინდა კაცი შვილს მკლავში და კაბინეტიდან ძალით გაიყვანა ,ვაჟიც იმავე გზას გაუყენა ...
კიბეზე ჩამოჯდა ნუცა და თავი ხელებში ჩარგო, პირველი შემთხვევა იყო მამა ასე რომ დაელაპარაკა,იგრძნო როგორ მიუჯდა ბექა გვერდით და როგორ მოხვია მკლავები..
-დაწყნარდი რა .. ხომიცი მამას ძველი იარები გავუღვიძეთ და ასე იმიტომ მოიქცა
-ასეთი რავკითხე? რატომ არ შეიძლება მეც ვიცოდე სიმართლე?
-ნუცა ეს დროის ამბავია ..ყველაფერი გაირკვევა,მოთმინება გვმართებს..
-მე გავარკვევ ყველაფერს ,მაინც გავიგებ-წამოვდექი და ოთახში ავედი..
კაბინეტში დავით დადიანი ცოლთან ერთად იყო დარჩენილი და ცოფებს ყრიდა
-ის აქ არის აქ ..გესმის დაბრუნდა ,იმ ყველაფრის შემდეგ მაინც დაბრუნდა!!
ჩემი ბრალია ,ჩემი ბრალია ეხლა ასეთ დღეში რომ ვართ..ჩემი ბრალია ბავშვს კითხვებზე რომ ვერ ვპასუხობ-გამწარებული ყვიროდა დადიანი და მაგიდას მუშტებს ურტყამდა
-შენი არა მამაშენის ბრალია!!- ქმრის დამშვიდებას ცდიკობდა მაია ,ნელა მიუახლოვდა და მოეხვია - მე აღმოვჩნდი ლაჩარი ,მე ..ჩემი ბრალია ,რაც იმის შემდეგ გავაკეთე..მე ვარ დამნაშავე!!
-რა გააკეთე დათო,მითხარი..რა მოხდა მას შემდეგ? ..
-არ შემიძლია-მიხლებზე დაეცა დადიანი -არ შემიძლია ჩემი არაკაცობის მოყოლა არა ...წადი..მარტო დამტოვე მაი ,წადი...
მაიაც ადგა და უხმოდ დატოვა ოთახი...

-მამაჩემმა კაბინეტიდან გამომაგდო ,ძალიან გაცეცხლდა....
-არც მე მინახავს მამა ასეთი გაბრაზებული ნუც , წესიერად არაფერი ამიხსნა ..
-ხო ,მითხრა ...მითხრა ეგ კაცი ჩვენი ოჯახის წევრი აღარაა და თავი დაანებეო-შეპარვით უპასუხა ნუცამ და ნიტას რეაქციას დაელოდა
-მამაჩემმაც , მითხრა რომ შემიძლია შენთან ვიმეგობრო მაგრამ ბიძაშვილად ვერ მოგიხსენიებ...
-არ მაინტერესებს მაინც ჩემი ბიძაშვილი ხარ...
-დედამ მითხრა რომ წარსულის გაგება პირველ რიგში მე მატკენს გულს..
-მოიცა შენ რა შუაში ხარ?
-არვივი..უნდა გავიგოთ ...
-ხო ,აუცილებლად გავიგებთ..
-ნიტ..ხვალ საყიდლებზე წავიდეთ რა
-წვეულებისთვის უნდა მომზადო?
-კი...შენც აგარჩევინებ რამეს..
-კარგი წავიდეთ..

დელეფონის გათიშვა და სანდროს ზარი ერთი იყო ,ნითა ისე წამოდგა გეგონება სანდრო მის წინ მდგარიყოს ..
-გისმენ ...როგორციქნა უპასუხა
-ნიტა ჩამოდი გთხოვ ,შენთან საქმე მაქვს
-რახდება?
-გეხვეწები ცოტახნით ჩამოდი..მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სამქ მაქვს ქვევით ვდგავარ
-იცი ეხლა ძალიან გვიანია..
-ჩამოდი თორემ მე ამოვალ-იმდენად კატეგორიული ხმა ქონდა ნიტამ უარი ვეღარ გაუბედა და ჩასასვლელად მომზადა..15 წუთში უკვე ქვევით იდგა სანდროს წინ ..
-მალე მითხარი უნდა ავიდე..
-ნიტა მე...შენ ჩემი კარგი მეგობარი ხარ ხომასეა...
-სანდრო რატომ ნერვიულობ? ასეთი რამოხდა?
-მე შემიყვარდი ნიტა-.სწრაფად მიახალა და ღრმად ამოისუნთქა ,თითქოს ლოდი მოეხსნაო..ნიტა ცოტახანს გაკვირვებული უყურებდა , ხმას ვერ იღებდა , თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა ,გული გამალებით უცემდა ,ერთდროულად სიხარული, ბედნიერება , სიამაყე და შიში იგრძნო..
-სანდრო მე..შენ..რა ? მართლა? -ზლივს მოაბრუნა ენა პირში
-ხო ნიტა მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ..დღე არ გავა შენზე არ ვიფიქრო, შენ ისეთი სუფთა ხარ ,ისეთი კარგი...ვიცი შენს სიყვარულს არ ვიმსახურებ მაგრამ...უცებ გოგონას ხელები იგრძნო კისერზე , თვითონაც მიიკრა გულზე , პატარა სიფრიფანა გოგონა , ისეთი თბილი იყო ,ისეთი ნაზი ,ეშინოდა ხელში არ გაეჭყლიტა , უნდოდა სულ ესე ყოლოდა გულზე მიხუტებული ,მის სურნელს გრძნობდა ,ლიმნის სურნელი ასდიოდა ,შემდეგ ხელი გაუშვა , გოგონას სახე ხელებში მოიქცია ,კიდევ ერთხელ ჩახედა თბილ ,ყავისფერ თვალებში -ეს იმას ნიშნავს რომ შენც გიყვარვარ?
,მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ფოფონამ თავი დაუქნია ,ცოტახანს კიდევ უყურა თვალებში შემდეგ კი ამდენი ხნის ნატვრა აისრულა ..აი მაშინ იგრძნო ნიტამ რა იყო პირველი კოცნა ..
******************************
ბიჭმა ტუჩებზე ცერი დაადო რათა შეემოწმებინა თუ შეკრთებოდა , ნიტა არ განძრეულა , ბიჭი მისკენ დაიხარა,გოგონას რბილი და თბილი ტუჩები ჰქონდა ,სანდრომ მის ლოყაზე პულსის ფეთქვა იგრძნო..კოცნის შეწყვეტა არ სურდა ,მაგრამ სუნთქვა არ ეყო და იძულებული გახდა მის ტუჩებს მოსწყვეტოდა, გოგონას თვალები დახუჭული ქონდა ,ლამპიონის სინათლე სახეზე ეღვრებოდა , იმწუთას მისთვის იქ ნიტა კიარა ანგელოზი იდგა მისი სახით .. წამის შემდეგ ნიტამ თავი დახარა გამბედაობა არ ეყო ბიჭისთვის თვალებში შეეხედა , გული ისე უცემდა ლამის ამოვარდნოდა , წესიერად ვერც ხვდებოდა რამოხდა , მხოლოდ ის იცოდა რომ საშინლად უხურდა სახე და ბედნიერი იყო..სანდრომ მხარზე დაადო ხელი -კარგად ხარ?
გოგონამ თავი დაუქნია, სანდრომ ის თავისკენ მიიზიდა და კისერში აკოცა , კიდევ უფრო იგრძნო როგორ დაიჭიმა ნიტას სხეული,ბიჭს ოდნავ ჩაეღიმა , ტუჩები ყურთან მიუტანა და ნაზად ჩასჩურჩულა -ხვალ გამოგივლი, ერთად წავიდეთ...შემდეგ ნიკაპი აუწია ..მესამედ კიდევ უფრო საამო იყო...
დილით , როდესაც სახლიდან გამოვიდა და ტროტუარს მიუყვებოდა წინ მდგომი სანდრო დაინახა, კინაღამ სირბილით შეეგება და გულზე მიეკრო ,მაგრამ თავის შესაკავებლად ,კიდევ უფრო მოუჭირა ჩანთას ხელები ,იგრძნო როგორ დაეუფლა საოცარი განცდა , ლოყები აუღაჟღაჟდა და ნელი ნაბიჯებით წავიდა თავისი ცისფერთვალებასკენ,მპბიჭი ღიმილით შეეგება , საოცრად სიმპატიურად გამოიყურებოდა ,გულში ჩაიკრა გოგონა , ნიტა ეხლაღა მიხვდა რომ მიხუტებისას ყურს ზუსტად მის გულზე ადებდა , ამის გამო კარგად გრძნობდა როგორ უცემდა სანდროს გული..
-ძალიან ლამაზი ხარ-ჩასჩურჩულა ნაზად ყურში , ნიტას ოდნავ ჩაეღიმა ,შემდეგ თავი აწია და პირდაპირ შიგნით ლურჯ თვალებში ჩააჩერდა ,თვალებში რომელიც ასე ძალიან მოსწონდა..
გზაში ნერვიულობა ემჩნეოდა , ხმას არ იღებდა და ქვედა ტუჩზე კბილებს აჭერდა ,რის გამოც ტუჩი გაუთეთრდა ..
-დღეს წვეულებაზე ხომ მოდიხართ? -ცდილობდა რამეზე წამოეწყო ლაპარაკო
-კი ,მოვდივართ - არც შეუხედავს ისე უპასუხა გოგონამ..
-რაღაც უნდა გთხოვო...
-გისმენ ,პატარა ანგელოზო-ღიმილით მიმართა ,თან საჭეზე მაგრად იყო ჩაბღაიჭებული
-სკოლაში ნუ ვიტყვით ჩვენს ურთიერთობაზე რა ყველასთან...
-რატომ? -გაკვირვებულმა იკითხა სანდრომ -ჩემი შეყვარებულობა ხომარ გიტყდება? დაამატა სიცილით
-არა ეგ რა შუაშია , უბრალოდ ..რავი...მხრები აიჩეჩა გოგონამ
-მესმის ,არ გიყვარს როდესაც ყურადღების ცენტრში ხარ ხო?... ნიტამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -კარგი, არავის არაფერს ვეტყვი, მეც უნდა შემომეთავაზებინა ეს ..
-კარგია რომ გესმის ,გეტყოდი შეგიძლია შენს მეგობრებს უთხრათქო მაგრამ არამგონია ნინოს ან გვანცას ენაზე დაადგეს ..
-ხო მართალი ხარ ,არც ნუცას ეტყვი?
-კი ვეტყვი..წინააღმდეგი ხომარხარ?
სანდრომ მხრები აიჩეჩა და უარის ნიშნად თავი გააქნია...მანქანა სკოლისგან მოშორებით გააჩერა , ღრმად ამოისუნთქა ,გოგონას მიაჩერდა , მის თმას ეთამაშებოდა ..ნიტა დაძაბული მიყრდნობოდა საზურგეს , ხელებს უხერხულად იფშვნეტდა და წინ იყურებოდა ..
-კარგი მე გადავალ ..თქვა ბოლოს, კარები გააღო , ცალი ფეხი უკვე გადადგმული ჰქონდა სანდრომ რომ ხელზე მოქაჩა თავისკენ მიატრიალა და ისევ აკოცა ...შემდეგ თვალებში შეხედა - სკოლაში შევხვდებით..უთხრა და სექსუალური ღიმილით დააჯილდოვა..
-მაშინ შეხვედრამდე ..უთხრა და მანქანიდან სწრაფად გადმოხტა , ასევე სწრაფად შევიდა სკოლაში და დაიკავა თავისი ადგილი..
-როგორ ხარ?
-კარგად ნუცა შენ?
-რავი , სანამ ყველაფერს არ გავიგებთ მანამდე ვერ მოვისვენებ..
-ხო, ჩემი იმედი გქონდეს ამჯერად ..
-ჰმ..სად გაქრა ის გოგო რომელიც მეუბნებოდა ეს სისულელეაო? თვალებმოჭუტულმა იკითხა ნუცამ
-არსად აქ არის..უბრალოდ მამაჩემის რეაქციისა და დედაჩემის სიტყვების შემდეგ დავინტრიგდი..
-გასაგებია...გავიგებთ არ იდარდო,არვიცი როგორ მაგრამ ..კარგი არ გვინდა ამ აზე , აბა კაბის ასარჩევად მომყვები? ღიმილით მეკითხება
-კიი რათქმაუნდა ..თან ჯიბის ფული შევაგროვე და მეც ვიყიდი რამეს ..
-ოჰო ,დღეს რაღაც სხვანაირი ხარ..აბა მჯთხარი რახდება
-გეტყვი ოღონდ აქ არა ..დასვენებაზე ეზოში...ნუცამ თავი დამიქნია და გამიღიმა...
ბაღში ვიჯექით , უცნაური მაგრამ არავინ იყო აქ ,ხის ძირას მოვკალათდით ..
-აბა რაუნდა გეთქვა?
-რადააა....
-როგორ არის ჩემი გოგო? მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა , შემდეგ ზურგზე ხელები ვიგრძენი ,ამას დიდი სხეულიც მოყვა და თბილი ტუჩებიც ლოყაზე...სანდრო ჩემს ზურგს უკან დაჯდა, გულზე მიმიკრო და ლოყა ლოყაზე მომადო,ორივე ნუცას გაკვირვებულ სახეზე ვიცინოდით,ხან მე მიყურებდა ხან სანდროს ..ბოლოს კოპები შეკრა -რას დამცინით? ახლავე მითხარით რახდება !!
-რადა მე და სანდრო ერთად ვართ..ვუთხარი და ცოტა დავიმორცხვე
-რააააა!!!!! არარსებობს!! კისკისით მომმვარდა და ჩამეხუტა -ჰეი, ბიჭი ..მუშფი მიარტყა მხარზე -იცოდე ჩემს დაქალს თუ აწყენინებ მოგკლავ ..
სანდრომ თვალებში შემომხედა - არასოდეს ..თქვა ბოლოს
-ნუცა ოღონდ არ ვაბაზრებთ, ნიტას ასე სურს..
-რა რატომ?
-უბრალოდ ასე მინდა...
-რა უცნაური დაქალი მყავს ...კარგი არავის ვეტყვ...მითხრა და თვალი ჩამიკრა
-ნუცი დღეს დაქალს მოგტაცებ რა ...
-ჩვენ კაბაზე უნდა წავსულიყავით დღევანდელი წვეულებისთვის,ასე რომ დაქალი მჭირდება..
-ხო მართლა წვეულება ,კარგით ,როგორც ჩანს გადადება მომიწევს ...ოდნავ გაიღიმა სანდრომ..
ნუცა დაგვემშვიდობა ,მითხრა სკოლის მერე წავიდეთო და კლასში შევიდა..სანდრომ კიდევ უფრო მომიჭირა მკლავები,ცხვირი თმაში ჩამიყო ,ცხვირის წვერით რაღაცეებს ხაზავდა ,შემდეგ ყურათან მომიტანა ტუჩები - საოცარი სურნელი გაქვს ...მისმა სიტყვებმა შემაკრთო , ოდნავ გამეღიმა ,თავი მისკენ მივატრიალე და ნაზად ვაკოცე..
ლურჯი თვალები შემომანათა ,სახეზე ნაზად დამისვა ხელები და გამიღიმა ..
-საღამოს მე წაგიყვან წვეულებაზე ,როგორც ჩემი მეწყვილე..თუ რთქმაუნდა თანახმა ხარ ..
-კი რატომაც არა.. ბატონ ალექსანდრესთან ერთად მისვლა ჩემთვის დიდი პატივია..
-ჩემთვისაც დიდი პატივია თქვენი მეწყვილეობა მის უკარებავ..
-ბატონო..მე ვარ უკარება?
-დიახ შენ..გახსოვს თავიდან როგორი ცივი და უკარება იყავი?
-ეს შენ იყავი ზედმეტად მომაბეზრებელი..აბა რა გინდოდა თავიდანვე მანქანაში ჩაგხტომოდი? ჩემს სიტყვებზე გაეცინა
-შენ თავიდანვე არ ჰგავდი სხვებს ..იცი პირველად როდის მივხვდი რომ შემიყვარდი?
-როდის?
-ის კაბა რომ ჩაიცვი....მითხრა და გადაიხარხარა
-ჰეი,შენ მაშინ არც მიცნობდი...ვუთხარი და მუშტი ვუთავაზე
-რასამბობ ,მე შენ სიზმრებში გხედავდი...მითხრა და ფეხზე წამოხტა
-მატყუარავ..ენა გამოვუყავი
-ეს მატყუარა მაგ საქციელისთვის დაგსჯის ...მითხრა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ
-არა..არა ..არაა!!! გაქცევა ვცადე მაგრამ ხელი დამავლო ,მის მკლავებში მომიქცია და ნაზად მაკოცა ..
-ეს სასჯელი არასაკმარისად მომეჩვენა ..დაამატა ბოლოს ,ისევ საკოცნელად გამოიწია მაგრამ ხელიდან დავუსხლტი და სკოლაში შევედი...
შუადღეს უკვე მოლში ვიყავი ,ნუცამ ყველაფერი მომატარა ,მაღაზია და კაბა არ დატოვა გაუსინჯავი, ბოლოს ძლივს აარჩია ერთი,მეც ვიყიდე თეთრი სადა კაბა და ჩემთან ავედით სახლში გამოსაცვლელად ...ნუცა ულამაზესი იყო , შავი ტანზე მომდგარი მოკლე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა , ხელში ოქროსფერი კლაჩი ეკავა , ქერა თმა ლამაზად ჩაეხვია , სახეზე კი მსუბუქი მაკიაჟი წაესვა ,ნამდვილ მზეთუნახავს ჰგავდა ..
-უკამაზესი ბიძაშვილი მყავს...ღიმილით ვუთხარი და კიდევ ერთხელკ შევავლე თვალი
-მადლობა ..მითხრა და დატრიალდა..შემდეგ ამათვალიერა და მანაც გაიღიმა -მეც შემიძლია იგივე ვთქვა ..მითხრა და დამატრიალა ...თეთრი მოკლე ,წელში გამოყვანილი და ქვევით გაშვებული კაბა მეცვა , მკერდს ზევით სულ მოღებულული, თმა გაშლილი მქონდა ,ფეხზე ბალეტკები მეცვა ოდნავ მაღალ ძირზე ...
ქვევით ჩავედით,კიბესთან მამაჩემი დაგვხვდა ,ჯერ მე შემომხედა ,ჩემს უკან მდგარი ნუცა რომ დაინახა ღიმილი სახეზე მიეყინა და თვალები აემღვრა ..ნუცამ სვლა შეანელა ,ჯერ მამას შეხედა შემდეგ მე ,ოდნავ დაძაბული მომეჩვენა..
-მან იცის ...ვუთხარი მამას და ნუცაზე ვანიშნე ...მამამ თვალებზე მოისვა ხელი , შემდეგ ნუცას გაუწოდა და თავისკენ მიიზიდა ,მაგრად ჩაიკრა გულში, უკნიდან დავინახე როგორ ჩამოუგორდა მამას ცრემლი..
-ძალიან გავხარ მამაშენს ...ძლივს თქვა ბოლოს და ნუცას სახე ხელებში მოიქცია
-მადლობა , ხშირად მეუბნებიან...
-ისეთი პატარა იყავი რომ დაგტოვე ,ჯერ სიარულიც არ იცოდი..დიდ ლურჯ თვალებს შემომანათებდი და თმას მქაჩავდი...ამაზე სამივეს გავეცინა
-რატომ დაგვტოვეთ? სეოარვით ჰკითხა ნუცამ....მამას თეთრმა ფერმა გადაურბინა სახეზე -ეს გრძელი ამაბავია ,თანაც დიდი ხნის წინ მოხდა ....თქვა ბოლოს
-ვიცი თქვენ ჩემმა ოჯახმა ძალიან გაწყენინათ მაგრამ,მამაც ძალიან ცუდად არის ,მართლა...
-თქვენობით ნუღარ მომმართავ ,ბიძია დამიძახე შვილო გთხოვ...ესღა თქვა და ოთახი დატოვა ,შემდეგ შემობრუნდა -ნუცა შვილო ბექა მომიკითხე და უთხარი რომ ბიძიას ახსოვს რასაც შეპირდა...
მე და ნუცა დიდხანს ვუყურებით გაკვირვებულები ერთმანეთს ,ვერ გაგვეგო მამას ბოლო სიტყვები რას ნიშნავდა ,შემდეგ ქვევით ჩავედით,სანდრო უკვე მოსულიყოა ,მას ნიკაც ახლდა ..
-პრივეტ ნიტ ,პრივეტ ნუცა...მოგვესალმა ნიკა
-პრივეტ ნუკუშ ..შენც მოდიხარ? ვკითხე ინტერესით
-კიი,ჩემს მეწყვილეს მოვაკითხე ,რომელიც დედოფალს ჰგავს..მითხრა და ნუცასკენ მანიშნა
-არ ვიცოდი ჩემი მეწყვილე თუ იყო მისტერ ამპარტავნება..ცხვირი აიბზუა ნუცამ
-ეხლა ხომ გაიგე ...ღიმილით წავიდა ნიკა მისკენ -სხვათაშორის კარგად გამოიყურები
-ჰმ..გმადლობთ ისედაც ვიცი...
-ერთი წუთით ..ჩემს შეყვარებულთან ლაპარაკი მაცადეთ ..მანქანიდან გადმოვიდა სანდრო ,ნელა მომიახლოვდა ხელი მომკიდა და დამატრიალა -იცით რომ ყველაზე ლამაზი შეყვარებული მყავს ? მკითხა უცებ
-მართლა ? არ გამაცნობ ? ვეკითხები და თვალს ვუკრავ
-ვერა,კოშკში მყავს სათანადოდ ჩაკეტილი რომ არ მომტაცონ...
-ოჰო , უყურე ერთი ამას ..ვუთხარი და გავუღიმე
-იცი რომ ძალიან კარგად გამოიყურები? მიჩურჩულებს ყურში
-მადლობა..შენ კი არაგიშავს ...ისევ ვეუბნები და ისაა უნდა მაკოცოს რომ ხელს ვკრავ და მანქანაში ვჯდები..
-ხედავ როგორი უკარება შეყვარებული შემხვდა? ეკითხება ნიკას და იცინის
-ნეტავ მე როგორი შემხვდება .. სიცილითვე პასუხობს და თვალს ნუცასკენ აპარებს ..ნიცა ამას გრძნობს და ოდნავ იღიმის..
-კარგი წავედით ...
ყველანი მანქანაში ვჯდებით ,მე სანდროს გვერდით, ნუცა ნიკასი და ადგილს ვწყდებით...სარკეში ვხედავ როგორ მონუსხულივით უყურებს ნიკა ,ამაზე მეღიმება და თვალს სანდროსკენ ვაპარებ , ისისც გრძნობს ჩემს მზერას და ხელს ხეკზე მადებს , მაგრად მკიდებს და მიჭერს ,შემდეგ ცერა თითს მისვავს ნაზად , ტანში ჟრუანტელი მივლის და ოდნავ ვკრთები , ამაზე ეღიმება ,მისი შემხედვარე მეც მეღიმება ..
მესიჯის მოსვლის ხმა მაფხიზლებს ,ჩემი და ნუცას ტელეფონი ერთდროულად უკრავს , კოდს ვხსნი და ეკრანს დავყურებ, მსიჯს ვხსნი,ცოტახანს ვკითხულობ , სარკეში ჩემი და ნუცას თვალები ერთმანეთს ეფეთება , მაშინვე ვხვდები მასაც იგივე მისწერეს რაც მე ,რადგან შეშინებული და დაბნეული მიყურებს...
**********************************************
-რახდება? ჩვენი სახის დანახვაზე ,თვალები გაუფართოვდა სანდროს..მე ისევ ნუცას შევხედე ,მან თვალებით მანიშნა არაფერი თქვაო და მეც დავუჯერე..
-არაფერი რაუნდა იყოს?
-რავიცი სულ გაფითრდი..
-სულაც არ გავფითრებულვარ,უბრალოდ სინათლე მომხვდა ალბათ სახეზე ცუდად ..
-გასაგებია...
მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა..სწრაფად გადმოვედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,სანდრო მომიახლოვდა და ლოყაზე ნაზად მაკოცა, მის გამოხედვაზე მივხვდი ჩემს სიტყვებს არ ენდო..-ყველაფერი კარგად იქნება..ჩამჩურჩულა ყურში და მაგრად ჩამკიდა ხელი,დასამშვიდებლად თითები კიდევ უფრო მომიჭირა ,ნუცას გავხედე , მშვიდი მზერა ჰქონდა , ნიკამ მისთვის ხელის მოკიდება სცადა მაგრამ მან არ დაუთმო და მარტო შევიდა ეზოში..სახლი ულამაზესი იყო, ეზო ხომ ნამდვილი სამოთხე , შიგნიდან მუსიკების ხმა ისმოდა ,ირგვლივ დაცვა ტრიალებდა , ეზოში უნიფორმაში გამიწყობილი ქალები ტრიალებდნენ,ზოგიერთს ლანგარი ეჭირა ხელში ...უკვე კარებთან ვიდექით ,დაძაბულობა რომ ვიგრძენი მთელ სხეულში,ხალხმრავლობა არ მიყვარს ეს ხომ იცით ,სანდრო მიხვდა ჩემი დაძაბვის მიზეზს და მაგრად მომხვია ხელი, ლურჯი თვალები შემომანათა რამაც დამამშვიდა ,მეორე მხრიდან ნუცა მომიდგა ,ნაზად გამიღიმა და პირველი თვითონ შევიდა ,მას ნიკა მიჰყვა ,ნიკას კი ჩვენ ..ყველას ბოლო დონეზე ეცვა , მაღალი ქუსლები, ჩანთები და სწერვა სახეები, აი რას ვხედავდი იმწუთას იქ , ხელში ზოგს ვისკის,ზოგს შამპანურის ,ზოგს კი წვენის ჭიქები ეჭირათ, ჯგუფებად იდფნენ და საუბრობდნენ, მეორე კუთხეში სცენასავით იყო გამოყოფილი სადაც რამდენიმე გოგო და ბიჭი ცეკვავდა ,ნუ ცეკვავდა რა უფრო კლუბურ მუსიკაზე იმანჭებოდნენ...იქაურობის თვალიერებით ისე გავერთე ვერცკი მივხვდი მარტო რომ ვიდექი, ირგვლივ მიმოვიხედე ,არც სანდრო იდგა ,არც ნუცა და არც ნიკა ,ასე როგორ წავიდნენ ,რომ არაფერიცმითხრეს? როგორ დამტოვეს ,თანაც იციან ხალხმრავლობა არ მიყვარს? ცოტა გავბრაზდი, მომეჩვენა რომ ყველა მე მიყურებდა , უცერხულად ვიდექი და ხელების ვისრესდი ...
-ნიტა ,გამარჯობა ,მიხარია რომ მოხვედი ... ყალბი ღიმილით მომესალმა გვანცა , ცისფერი თვალები უელავდა , მოკლე თმა დაეხვია,მისი თვალების ფერი მოკლე კაბა ეცვა ,გრძელი საყურეები ეკეთა და კიდევ უფრო გრძელი ქუსლიანები ეცვა ..-მარტო ხარ?
-მე ..არა ნუცაც აქ არის.. ჩემს უკან მიიხედა და ჩაეღიმა
-აქ არავინაა ნიტა ..არაუშავს თუ მარტო მოხვედი ,მერე რამოხდა ..მითხრა და გადაიკისკისა
-მარტო არ არის ,ჩემთან ერთადაა..მომემსმა უკნიდან სანდროს ოდნავ გაღიზიანებული ხმა , შემდეგ მომიახლოვდა ხელი მხარზე შემომხვია და თავისკენ მიმიკრო,გვანცამ გაიცებულმა შემოგვხედა და ოდნავ ჩაიღიმა -სანდროო,შენ..
-ხო გვანცი,როგორ ხარ?
-მე კარგად ..ნიტა სასმელს დალევ? მითხრა და ვისკით სავსე ჭიქა გამომიწოდა
-არა გმადლობ არ ვსვავ ..უხეშად გავწიე მისი ხელი
- უი ,რატომ? გეშინია დამოკიდებული არ გახდე? თუ მშობლები გიშლიან?
-გვანცა!! გამოცრა კბილებიდან სანდრომ
-არაფერია სანდრ, გვანცი საყვარელო,მშობლები არაფერს არასოდეს არ მიშლიან ,რადგან უკვე დიდი ვარ და თავად ვიცი რაარის ჩემთვის კარგი და რა არა..რაც შეეხება დამოკიდებულებას არამგონია ერთი დალევით ვინმე დამოკიდებული გახდეს მასზე არა? ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე
-ხო..უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა -სან ,წამო რა ერთს გაგაცნობ ...
-კაი..უთხრა და ხელი დამავლო შენც წამოდიო
-არა ნიტა დარჩეს ,ისეთი ვინმეა ხომ ხვდები...წარბი ასწია და თან ამათვალიერა
-რას გულისხმობ გვანცა?ვერ ვხვდები..
-კაი ხო, მერე გაგაცნობ..ამოიოხრა და დაგვტოვა ..სანდრო წინ დამიდგა და ნაზად ამისვა კისერზე ხელები..
-სად გაქრი? გაბრაზებულმა მივახალე
-მე ისა..სასმელი მომქონდა შენთვის
-მერე სასმელი სად არის? ვკითხე დაეჭვებულმა
-ხოო სასმელი..იცი დავფიქრდი და მივხვდი რომ შენსავით ტკბილი ,ცივი და გემრიელი არაფერი მოიპოვებოდა აქ ,ამიტომ აღარ წამოვიღე...ცხვირი ჩემს ცხვირს მიადო და ოდნავ გაიღიმა
-როგორი პირფერი ხარ..ვუთხარი სიცილით და მოვიშორე..
-ნიტა ,სანდრო ..აქ რას დგახართ? მოგვიახლოვდა უკნიდან ნუცა
-ვსაუბრობთ და გარემოს ვეჩვევით...უპასუხა სანდრომ
-გასაგებია მაგრამ ასე ხომარ იდგებით..სანდრო ნიტას წაგართმევ ორი წუთით..ხვეწნით შეხედა სანდროს
-კიმაგრამ სად მიგყავს?
-ისა...გაყოლა მინდა საპირფარეშოში..თავიდან მისი ნათქვამი გამიკვირდა მაგრამ მერე მივხვდი რაც ხდებოდა და ავყევი -ხო სანდრო წავყვები, მეც მაინტერესებს სად არის..
-თქვენ სულ ესე კოლექტიურად დადიხართ ტუალეტში? გადაიხარხარა და გაგვეცალა...ნუცამ სწრაფად ჩამავლო ხელი და ერთ-ერთ ოთახში შემათრია,კარები მაგრად მიკეტა და ცისფერი თვალები მომანათა
-შენც იგივე მოგწერეს?
-კი..
-ვინარის?
-აზრზე არ ვარ ,დაფარულია ნომერი
-გადარეკვა ვცადე ,მესიჯის გაგზავნაც მაგრამ არ მიდის..
-ჩვენს შესახებ კიდევ ვინ იცის?!
-მხოლოდ ჩვენ ორმა და ჩემმა ძმამ ბექამ..
-ბექა არ იქნება ხო? ვეკითხები თუმცა პასუხი ისედაც ვიცი
-არა რათქმაუნდა ,რაში უნდა დასჭირვებოდა ჩემს ძმას ჩვენთვის ფარული ნომრიდან მოწერა და დახმარების შემოთავაზება?
მხრები ავიჩეჩე ..-იქნებ ვინმემ იცის კიდევ რამოხდა წარსულში?
-შენი აზრით კიდევ მესამე პირია ჩარეული ამ საქმეში? მეკითხება შეშინებული ნუცა
-ნუ გეშინია ,ისეთი მესიჯი იყო მხოლოდ დახმარება ენდომება..
-ხო ,უბრალოდ ეს ყველაფერი მაშინებს ,ისეთი რა უნდა მომხდარიყო ,ასე რომ გაასაიდუმლა ყველამ...
-არვიცი, ასეთი რა ჩაიდინა მამაჩემმა ? ვერ ვხვდები...
-ბექამ მითხრა საქმე ქალს ეხებოდაო...მორცხვად მითხრა ნუცამ და თვალები ძირს დახარა ..
-მაგით რისი თქმა გინდა? ვიგრძენი როგორ წამოვხურდი..
-არაფრის ...
-ნუცა!!!
-უფ..იქნებ დედაშენიცაა ამ ამბავში გარეული?
-დედაჩემი? ის რაშუაში უნდა იყოს?
ნუცამ მხრები აიჩეჩა ..-აპირებ დათანხმდე?
-არვიცი,როგორ ვენდო უცხოს რომელიც დაფარული ნომრიდან მწერს ?
-სხვა გზა არ გვაქ ,უნდა დავთანხმდეთ..
-ნუცა ეს ,სისულელედ მეჩევენება.. მაგრამ მგონი უნდა მოვუსმინოთ და გავიგოთ რაიცის ...
-ჩვენ ვერ შევეხმიანებით ,დაველოდოთ თვითონ როდის მოგვწერს...
თავს ვუქნევ ,შემდეგ ოთახიდან გავდივარ, ნუცა სააბაზანოსკენ მიდის , მეკი ისევ მარტო ვრჩები..
-პრივეტ!! მესმის უკნიდან უცნობი ხმა და მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ,ფრთხილად ვტრიალდები, უკან ახალგაზრდა ყმაწვილი დგას , თეთრ მაისურსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი, შავი თმა უკან აქვს გადავარცხნილი და ამავე ფერის თვალები ეშმაკურად უცინის..მის ხელს უხეშად ვიშორებ და ვცდილობ დავაიგნორო..
-ნიტა არა? ჩემი სახელის გაგონებაზე ვკრთები
-საიდან იცი?
-აქ ყველამ ყველაფერი იცის...ლამაზი ხარ ნიტა..მეუბნება და დაუფარავად მათვალიერებს ,ამაზე ვბრაზდები და ზურს ვაქცევ ,ვცდილობ წამოვიდე მაგრამ წინ მისწრებს,წამში ჩემს წინ დგება ,ისევ იღიმის -უზრდელობაა ადამიანს ზურგი შეაქციო როცა გელაპარაკება ..
-რაგინდა?
-ერთი ცეკვა ..
-არ ვცეკვავ, მითუმეტეს უცხოებთან..უხეშად ვეუბნები და ისევ ვცდილობ წასვალას
-ლუკა ასათიანი...მეუბნება შემდეგ და ხელს მიწვდის
-ას..ასათიანი?
-ხო ,ნინოს უმცროსი ძმა ვარ ...
-აჰ..აი თურმე რა , არ გავხართ..
-ხო ვიცი, აბა ეხლა იცეკვებ ჩემთან?
-ხომ გითხარი..სიტყვის დასრულება არ მაცადა
-უკვე ნაცნობი ვარ...ხელი დამავლო და ისე აღმოვჩნდი სცენაზე მის მკლავებში გახლართული გონზე ვერ მოვედი, წყნარი მუსიკა იყო, ცალი ხელი წელზე მაგრად მომიჭირა ,მეირე კი მტევენზე დამავლო და მხარზე დაიდო..
-რას აკეთებ?
-ბცეკვავ შენთან ერთად..კმაყოფილი იღიმის
-ხომ გითხარი ,ცეკვა არ მინდა!!! გამიშვი!!!! ვცდილობ მისი მკლავებისგან განვთავისუფლდე მაგრამ მაგრად მიჭერს...
-ლამაზი თვალები გაქვს , დამაფიქრებელი და ჩამწვდომი ..
მკაცრ მზერას ვესვრი -შემეშვი!!
-უკარებას როლი გიხდება ..მეუბნება და ცხვირს თავზე მადებს ,ისევ ვცდილობ შევეწინააღმდეგო მაგრამ არ გამომდის ,მაგრად ვყავარ მიკრული
-იქნებ ეხლა მე მაცადო ჩემს გოგოსთან ცეკვა!!! მესმის სანდროს მკაცრი ხმა ,შემდეგ მის სახეს ვხედავ ლუკას ზურგს უკან ,თვალები მოეჭუტა ,ხელები მაგრად მოემუშტა ,ისიც შევამჩნიე როგორ გააპარა მზერა ჩემს წელზე მოხვეულ ხელებზე ..
-ვაა სანდრუშ ,არ ვიცოდი შენი გოგო თუიყო..ღიმილით უთხრა ლუკამ
-ახლა ხომიცი?- მკაცრი ტონი არ იცვლებოდა
-ახლა კი..
-ხოდა მოაშორე შენი ხელები-ლუკამ წელზე მოხვეული ხელი გამიშვა ,ღიმილით შემომხედა ჯერ მე შემდეგ სანდროს ,რომლიც მალევე მომიახლოვდა ხელი მაგრად ჩამკიდა..
-ისე ლამაზი გოგო გყავს ,მაგრამ ძალიან უკარებაა..როგორ მოახერხე შებმა?-
ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სანდროს სხეული - მოშორდი ასათიანო აქედან სანამ ისევ არ მიცემიხარ..
-ამჯერად დაიკოს წვეულებას არ ჩავაშხამებ -.ირონიით თქვა ლუაკმ და დაგვტოვა ..სანდრომ მაგრად მომიჭირა ხელი,იმდენად მაგრად რომ სისხლი გამიჩერდა , შემდეგ წინ გამიძღვა ,ეზოში გამათრია..შეშინებული ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი
-ესეიგი ცეკვა არ გიყვარს არა?- პირდაპირ შემომანათა თავისი ლურჯი თვალები ,ხმა მშვიდი ქონდა მაგრამ სწირედა ამ თვაკებმა გაყიდა,ვიგრძენი როგორ ბრაზობდა
-მე...ვერცკი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი იქ..მოედანზე..
-ნიტა მას მეორედ არ დაელაპარაკები და თუ ისევ შეგეხება , იმ სიფათს მივუნგრევ-ბოლო სიტყვები იმხელა ზიზღით თქვა შემეშინდა
-ასე რატომ ბრაზობ? ერთი თავხდი ბიჭია , მე რომ გავბრაზდი კიდე ხო მაგრამ შენ რაგჭირს?
-რამჭირს, ვერ ხვდები? ჩემი შეყვარებული რომელიც მგონია რომ დაქალთან დავტოვე ,ბიჭთან ერთად მეჩითება ,ცეკვავს და ამ ბიჭს მის წელზე აქვს ხელები შემოხვეული..და კიდევ მეკითხები რამაბრაზებს?
-არა ეს არ მიგულისხმია სანრო,უბრალოდ ის ნინოს ძმაა ,მეგონა მასთან კარგი ურთიერთობა გქონდა..
-ნახევარძმაა , მამა ჰყავთ ერთი..საშინელი ტიპია ,ვერვხვდები ნინომ როსთვის დაპატიჟა ...
-ეხლა გასაგებია გარეგნულად რატომ არ გავნან...
-ფეხზე ვის ჰგავს ,ერთი ვიცი თუ ისევ მოგეკარე..თუ მოგეკარა...
-სანდრო დამშვიდდი-მივუახლოვდი ,ნელა ავიღე მისი ხელი და ნაზად მოვეფერე სახეზე -ხომ მიცნობ ,რაც არ უნდა გააკეთოს თვითონ არ მივიკარებ არავის სურვილი თუ არ გამიჩნდა....
სანდროს ოდნავ ჩაეღიმა ..-ვიცი , უბრალოდ ის დიდი გაიძვერა ვინმეა , კარგად იცის გოგონებს როგორ ელაპარაკოს და თავგზა აუბნიოს ,უამრავი გოგო ყავს გაუბედურებული-ისეთი სახე მიიღო თითქოს წარსულის იარები გაახსენდაო
-მე ეგ არ მემუქრება...
-ვიცი-ოდნავ მშვიდდება ,თმას ზურგსუკან მიგდებს ,შემდეგ კისერზე ნაზად მისვავს ხელებს ,მის სუნთქვას და სითბოს ვგრძნობ რომელიც ერთდროულად მივლის სხეულში ,ცხვირს ყურთან მადებს და ნაზად მკოცნის კისერში , შემდეგ ცხვირის წვერს ნელა მისვავს კანზე , მთელ სხეულში მივლის ჟრუანტელი, უცებ წელზე მაგრად მხვევს ხელს მისკენ მიზიდავს - შენ მხოლოდ ჩემი ხარ..მეუბნება მკაცრად და მკოცნის...
-ნიტა !!! -მესმის ნუცას ხმა , უხერხულად ვშორდები სანდროს და გაწითლებული ვტრიალდები მისკენ ,ტელეფონი უჭირავს ხლელში ,
-ნიტა წამო რა საქმე მაქვს ..
-რახდება ნუცა? ჩემსმაგივრად კითხულობს სანდრო ..
-არაფერი ისეთი ..
-ისევ ტუალეტში ხომარ მოგინდათ ორივეს? ეშმაკურად იღიმის
-გეყოფა დაცინვა..მუჯლუგუნს ვურტყავ და მეც მეცინება
-ვწუხვარ ნუცა მაგრამ ამჯერად ნიტას ვერ დაგითმობ..
-რაა რატომ?
-იმიტომ რომ ბოლოს რომ დაგითმე სხვა ბიჭის მკლავებში აღმოვაჩინე..სახე დაუსერიოზულდა და მე გადმომხედა მკაცრი მზერით
-რაა? ვერ გავიგე!!
-არაფერი, ეს გოგო მთელი ღამით მხოლოდ ჩემია..
-არა სანდრო ორი წუთით მჭირდება და შემდეგ სულ შენ გყავდეს...
ემიდარება ნუცა
-ჰეი..რა მალე დამთმე ..სიცილით ვეუბნები და მას მივყვები..
-რამოხდა? ვეკითხები მას შემდეგ რაც მარტო ვრჩებით
-ისევ მომწერა....
******************
*****
ნუცამ ტელეფონი ჩართო და ხელში მომაჩეჩა ,მეც უხმოდ დავხედე ეკრანს ,ჯერ პირველი მესიჯი წავიკითხე რომელიც ორივეს მოგვწერა ,, თქვენი დახმარება მე შემიძლია , ყველაფერი ვიცი რაც წარსულში მოხდა ,გიამბობთ თუ სურვილი გაქვთ " შემდეგ კი მეორეს გადავავლე თვალი ,, ხვალ 5 საათზე კაფე ,, deliver "-ში მოდით თუ თანახმა ხართ დახმარებაზე " ....
-ეს კაფე სად არის? ავხედე ნუცას
-არ ვიცი, დავსერჩავ და გავიგებ.წასვლას აპირებ?
-კი,უნდა გავიგო სიმართლე .
-არ გეშინია რომ გეტკინება?
-ჰმ..კი ,ძალიან მეშინია, დედაჩემის სიტყვების შემდეგ უფრო ,მაგრამ ვგრძნობ როგორ განიცდის მამაჩემი ამ ყველაფერს ,მინდა რომ დავეხმარო.
-მეც მეშინია.ჩაილაპარაკა ნუცამ
-რისი?
-შენთვის არ მომიყოლია.გუშინ საღამოს წყლის დასალევად ჩავედი და მამაჩემის ლაპარაკი მომესმა კაბინეტიდან, დედას ეუბნებოდა სიმართლე რომ გაირკვეს, ნუცა და ბექა არასოდეს მაპატიებენო..
-მამაშენი რაშუაშია? ბექამ არ თქვა ბაბუამ გააგდოო?
-ხო ასე თქვა ,მერე დედამ კითხრა აღარ მეტყვი რა სიმართლეზე ლაპარაკობო და მამამ ,ვერც შენ გეტყვი ,ჩემი არაკაცობის ამბავსო..
-მოიცა, მამაჩემი რომ გააგდეს, დედაშენიც ხომ ცხოვრობდა მაგ ოჯახში,მაშინ რატომ ეუბნებოდა მითხარი რა სიმართლეზე საუბრობო? ვიკითხე გაკვირვებულმა
-არვიცი, სწორედ ამის მეშინია, ფაქტია მაგ ამბის შემდეგაც მოხდა რაღაც , ამიტომაც უნდა გავარკვიოთ რა .ვგრძნობ მამა ამის გამო იტანჯება.
ნუცას ცრემლი ჩამოუგორდა , მასთან მივედი და ჩავეხუტე -ნუ ღელავ ,ჩვენ ყველაფერს გავიგებთ...მან თავი დამიქნია ,შემდეგ ცრემლები მოიწმინდა და გამიღიმა ...
ოთახიდან გამოვედით, სანდრო მალე მოვძებნე და ვუთხარი წასვლის დროათქო.
-ასე ადრე? გაკვირვებულმა მკითხა
-ხო ძალიან დავიღალეთ,ჯობია წავიდეთ .შენ თუ გინდა დარჩი.
-გაგიჟდი,ამდროს მარტო არ გაგიშვებთ,მე წაგიყვანთ...ღიმილით მითხრა სანდრომ...
-კარგი ,მანქანასთან დამელოდე ,ნიკას დავემშვიდობები და წამოვალ..
-არ მალოდინო..მითხრა და წავიდა ,მეც გულმოდგინედ შევუდექი ნუცასთან ერთად ნიკას ძებნას როდესაც ნინოს გადავეყარე ..
-ნიტა ,ნუცა ..რა სურპრიზია ,მიხარია რომ მოხვედით..
-ვაა ნინიკოო.ხო რავი შემოგიარეთ.ცივად უთხრა ნუცამ
-ნინო და არა ნინიკო!!არმეგონა თუ მოხვიდოდი ნიტა ,შენ ხომ კლდემამოსილი გოგონა ხარ , ასეთ წვეულებებზე მეგონა არ დადიოდი...ირონიანარევი ხმით გამოცრა ნინომ და თან გველივით გაიღიმა..
-არ აპირებდა წამოსვლას მაგრამ სანდრომ ისე სთხოვა უარი ვეღარ უთხრა...პასუხის გაცემა დამასწრო ნუცამ
-სანდრომ? გაკვირვებულმა იკითხა ,წამში შეეცვალა სახე ,გველური ღიმილი ზედ შეაშრა და ცივი ცისფერი თვალები შემომანათა..
-ხო სანდრომ..ვუთხარი ამაყად და თან მის სახეზე გამეღიმა-რამოხდა,რატომ გაფითრდი?
-არა არაფერია ,კარგია თუ დაუჯერე ..მითხრა გვერძე გამიარა და ვითომ შემთხვევითო თეთრ კაბაზე ვისკი გადამასხა ...-უი ,ბოდიში ნიტა , მართლა არ მინდოდა ძალით . გველივით ჩაისისინა .ისე გავმწარდი ლამის დავახრჩე , იქვე მდგარ გოგონას ღვინით სავსე ჭიქა გამოვგლიჯე და წითელი ღვინო პირდაპირ თავზე გადავასხი -ესეც შენ !!! მივაძახე და უკან გამოვბრუნდი, ნუცა ძლივს მოსულიერდა იმდენს იცინოდა ..კარებთან ლუკა დამხვდა ,სულელივით იღიმოდა-როგორი მკაცრი გოგოხარ ..მითხრა და მომიახლოვდა -დაცვა სად დატოვე? ირონიით მომახალა
-ვინ დაცვა?
-სანდრუშა ,მეგონა შენი დაცვა უფრო იყო ვიდრე შეყვარებული..
-ჰაჰა,კარგად ხუმრობ..მელოდება უნდა წავიდე ...ნუცას რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა ხელი დავავლე და მანქანისკენ წავედი..
-რა გჭირს კაბაზე? სანდრომ ერთიანად ამათვალიერა და დასვრილ კაბაზე მიმანშნა
-მე და ნინომ ვიწუწავეთ...ისე ვუთხარი ვითომც არაფერიო და წინ მოვკალათდი
-რომელი უფრო გაიწუწა? სიცილით მითხრა და გვერდით მომიჯდა
-რათქმაუნდა ის ..დამასწრო ნუცამ .-ღვინით გაალამაზა შენმა შეყვარებულმა..
სანდროს სიცილი აუტყდა ,გადმომხედა და ლოყაზე მიჩქმიტა -ჩემი გიჟი გოგო..მითხრა და მანქანა დაძრა.
მთელი ღამე არ მეძინა ,ხვალინდელ შეხვედრას სულმოუთქმელად ველოდი, თან მეშინოდა ოღონდ არ ვიცი რისი: იმის რომ შეიძლებოდა, წარსულის გაგებაზე ,გული მტკენოდა, თუ იმის რომ ვიღაც უცხო ადამიანს უნდა შევხვედროდი...
ეს ღამე ისე გაიწელა როგორც არასოდეს ,ალბათ იმიტომ რომ თვალი ვერ მოვხუჭე , დილით გაჩეჩილი ავდექი,პიჟამოს და ფუმფულა ჩუსტების ამარა გავედი სამზარეულოში და მშობლების გაღვიძებას დაველოდე..ერთ საათში დედა შემოვიდა ხალათით,რომ დამინახა გაკვირვებულმა შემომხედა -ნიტა ხომ მშვიდობაა ,ცუდად ხომარხარ?
-არა დე კარგად ვარ ,უბრალოდ გამეღვიძა და ვეღარ მოვისვენე..
-ასე ადრე? გაუკვირდა დედას
-ხო ,ასე ადრე..როგორც ჩანს მეც შემძლებია ჩემით ადრე გაღვიძება..დავამატე სიცილით..დედასაც გაეცინა ,წინ ჩამომიჯდა და სევდიანი თვალებით დამიწყო ყურება...
-ასე რატომ მიყურებ?
-როგორ გაიზარდე შვილო, სულ პატარა მახსოვხარ,გეგონება გუშინ იყო ხელში მეკავე და გარწევდი,დღეს კი ჩემს წინ უკვე დიდი გოგო ზის რომელსაც აზრიანი და იდუმალი გამოხედვა აქვს ,შეყვარებულიც კი ჰყავს ,გოგო რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იძახდა რომ სიყვარული სისულელეა და არასოდეს გათხოვდებოდი..სიცილით დაამატა,მეც გამეცინა
-დრო გადის დედი, შეხედულებები და აზროვნება იცვლება..
-კარგი ბიჭია? ის, შენი შეყვარებული..
-კი ,ძალიან ..იმაზე კარგი ვიდრე ჩანს
-მიხარია ...მიხარია თუ ბედნიერი ხარ,მაგრამ იცოდე ყველაფერი ყოველთვის ისე არ არის როგორც გვგონია ,სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო ამბობენ...დედას თვალებში ცრემლი ჩაუდგა ,ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს თავის თავზე ლაპარაკობდა ,ნუთუ მამა აღარ უყვარს? იქნებ რამე მოხდა სანამ მე ამ საქმეებით ვიყავი დაკავებული..
-ასე რატომ ამბობ დედი? შენ ხომ გიყვარს მამაჩემი..
-რათქმაუნდა მიყვარს ,საუკეთესო კაცია ვისაც კი ვიცნობ ,ის რომარა ეხლა სად ვიქნებოდით არვიცი..
- ,,თ" ? დედა მამა რომარა მეც არ ვიქნებოდი..დავამატე სიცილით ,მას არაფერი უთქვამს უბრალოდ ადგა თავზე ხელი გადამისვა და ოთახი დატოვა..მისმა ამ ჟესტმა საკმაოდ გამაკვირვა მაგრამ აღარაფერი მიკითხავს ამ თემაზე...
კიბეებზე ჩავრბივარ და სანდროს რაცშეიძლება მაგრად ვეხუტები,ის ჩემს საქციელზე იცინის ,ნაზად მკოცნის ლოყაზე და მანქანაში მსვავს , გვერდით მიჯდება ,ამჯერად საჭესთან მძღოლი ზის , ჩვენკი უკან ვკალათდებით..
-როგორ მოხდა მძღოლით რომ მოხვედი? შენ სულ ამბობდი ტარება ისე მიყვარს საჭეს არავის გავაკარებო..
მან მხიარულად გადმომხედა ,ხელი გადამხვია და მაგრად მიმიკრა - რულთან რომ ვზივარ შენ ვეღარ გიყურებ ასე რომ კომპრომისზე წავედი , საჭეს და გზას ,შენი ყურება ვამჯობინე..მეუბნება და ნაზად მკოცნის, ისეთი თბილ და რბილი ტუჩები აქვს ლამისაა დავდნე ..შემდეგ მანქანიდან სწრაფდ ხტება და ჯელტმენობის გამოსამჟღავნებლად კარებს მიღებს ,მეც ხმამაღლა ვიცინი , სკოლამდე ერთად მივდივართ,შემდეგ კი ცალცალკე ვბრუნდებით კლასში..ნუცა უკვე აქ იჯდა ,შორიდანვე შევატყვე ადგილზე ვერ ისვენებდა ,ხან აქეთ იხედებოდა ხან იქით ,რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა და მაშინვე მომმვარდა ,სწრაფად დამსვა ჩემს ადგილას ,ეტყობოდა მასაც არ უძინია ჩემსავით..
-ნიტა მიდიხარ დეღეს?
-კი ,ვაპირებ..
-მეც მოვდივარ..
-რა შენც?
-ხო მარტო ვერ გაგიშვებ ,თან მეც მეხება ეს ყველაფერი..
-კარგი მაშინ...
-მეშინია, რომ გვატყუებდეს ,ვინმე ჩვენიანი რომ იყოს და გვღადავებოდეს ,ან პირიქით ძალიან საშიში ადამიანი რომ იყოს და გამოგვიყენოს?
- ასეთ რაღაცეებზე ნუ ფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება..
მან თავი ფრთხილად დამიქნია ,გაკვეთილიც დაიწყო, რატომღაც ქართულს მაინცდამაინც ჩემი გამოკითხვა მოუნდა , გაკვეთილი კარგად ჩავაბარე ,ეხლა კითხვების მოყრა დაიწყო ამ კითხვებსაც ვუპასუხე თანაც სწორად ,ერთი ალმაცერად ამათვალიერდა 8 დამიწერა , ცოტა გავბრაზდი ყველაფერი სწორად ვუთხარი რაში დამაკლო ორი ქულათქო..გულმა ვეღარ მომითმინდა ხმამაღლაც გამოვთქვი პრეტენზია რაზეც ის ძალიან გაბრაზდა და მიზეზად ჩემი უყურადღებობა დაასახელა..
-კიმაგრამ გაკვეთილის ჩაბარებასთან უყურადღებობა რაშუაშია? ვიგრძენი როგორ წამოვენთე
-იმ შუაშია ჯაფარიძე, რომ წესიერად არ მისმენ როცა ვხსნი ...
-თუ წესიერად არ გისმენთ როგორ გაბარებთ ხოლმე ყოველდღე ?!
-ალბათ ემზადები..
-საიდან მოგაქვთ ეგეთები..
-აბა შენი თემები ,არ მჯერა შენივე დაწერილი რომ იყოს...
-მაგ თემებს მართლა ჩემით ვწერ, თემის წერას ძალიან კარგად მასწავლიდნენ თურქეთში.რადგან კარგია იმას არ ნიშნავს რომ სხვა მაწერინებს..
-დამიმტკიცე და 10-ს დაგიწერ..ალმაცერად ამომხედა
-კიბატონო!! იმდენად მტკიცედ ვუთხარი გაუკვირდა -მითხარით თემა და თქვენ თვალწინ დავწერ ოღონდ ერთი პირობით..
-რაპირობით?
-ამ თემას ჩვენს სკოლაში მომუშავე ყველა ქართულის მასწი შეამოწმებს და გადაწყვეტს როგორია..
-მე არ მენდობი?
-კი ,უბრალოდ ასე მსურს...სინამდვილეში არ ვენდობოდი,ვიცოდი რაცარუნდა კარგად დამეწერა მაინც რაღაცას დაუწუნებდა...
-კაიბატონო, მაშინ ,,ნუმოკლავ ჯაფარადან" დაწერ თემას ,დააფიქსირებ შენ აზრს ატიკუს ფინჩზე ,რამდენად სწორად მოიქცა ის,ხო ერთი კვირა გაქვს დრო ..
-ეგ თემა სკოლაში არ გაგვივლია ..
-შენ ხომ ძალიან ჭკვიანი ხარ ,წაიკითხე და დაწერე...ირონიით ჩაილაპარაკა ,მეც თავი დავუქნიე და გაბრაზებულმა დავიკავე ადგილი..
-ეს უსამართლობაა ,ეგ მოთხრობა ჯერ არ გვისწავლია,რანაირად დაწერ? გადმომიჩურჩულა ნუცამ ..
-დებილია ეს ქალი,ცდილობს როგორმე ჩამჭრას მაგრამ ვერ მივართვი,თან ეგ სკოლაში არ ისწავლება ,ცალკე წიგნია კლასგარეშე საკითხავი,იმდენიც არ იცის ამან რომ წაკითხული მაქვს..ოდნავ ჩამეღიმა
-უჰ,კარგია ასე დროს მოიგებ და თან ადვილად დაწერ
-ხო, თემაზე მეტად დღევანდელ შეხვედრაზე ვღელავ ეხლა..
გაკვეთილები ისე მალე დამთავრდა როგორც არასდროს,უხმოდ მივუყვებოდით მე და ნუცა ტროტუარს ,გვერდით მანქანა გაჩერდა , ნიკას და სანდროს მომღიმარი თავები გამოჩნდა..
-ჩაჯექით მიგიყვანთ...ნიტა რატომ არ მითხარი თუ მიდიოდი?წყენით შემომხედა სანრომ
-მე...ისა ,ფეხით გვინდოდა გავლა ..მივახალე უცებ
-მერე გეთქვა და მანქანას მძღოლს გავატანდი...
-ხო რავი...ჩავილაპარაკე ჩემთვის, სანდრო და ნიკა მანქანიდან გადმოვიდნენ ,სანდრო მაგრად ჩამეხუტა -მომენატრე ..მიჩურჩულა ყურში ,სიცილი ამიტყდა -რა აფერისტი ხარ სან,ერთი გაკვეთილით ადრე არ მნახე? ბუფეტშიც ერთად ვიჯექით ..
-მერე რა ,გგონია ადვილია 45 წუთი შენი სახის არდანახვა? ლურჯი თვალები აუთამაშდა და გამიცინა ..
-შენ როგორ ხარ ? მიუტრიალდა ნიკა ნუცას
-გადასარევად ნიკოლოზ თავად?
-დღეს არ მინახიხარ , ე.ი ცუდად..
-ღმერთო არ შემიძლია ასეთი ტყუილები....ამოიგმინა ნუცამ და ტროტუარს აუყვა ,ჩვენც მას მივყევით ,ნიკა მაშინვე ნუცას გვერდით გაჩნდა -არ გატყუებ ნუცა ,ის დღე დღედ არ ითვლება თუ არ გნახავ...
-მომშორდი ნიკოლოზ ,წადი სხვა გოგო მონახე..
-სხვა გოგოები არ მაინტერესებს ,მე ერთი ქაჯიც მეყოფა ...
ნუცას ცისფერი თვალები გაუფართოვდა -რაო? ქაჯი თავი გაბია შე სულელო ,მახინჯო ქურციკო...ამის თქმა და ჩვენი გადახარხარება ერთი იყო,იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა.სანდრო ისე მაგრად ჩაბღაუჭებულიყო ჩემს ხელებს ვერაფრით გავაშვებინე ,-ერთი ხელი მაინც გამიშვი ,ასე ვერ დავდივარ..ვწუწუნებდი და ვემუდარებოდი ცალი ხელი შეეშვა
-არა !! ჯიუტად იმეორებდა ის
-სანდრო კარგი რა ...
-ნუ წუწუნებ პატარა ქალბატონო ,თორემ დაისჯები..
-მაინც როგორ დავისჯები? წარბები ავწიე..
-აი ასე !! მითხრა და მაკოცა
-დასჯის ეგ ხერხი ძალიან მოგწონს როგორც ჩანს..
-მმმ, ტუჩებზე მოისვა ენა -რატომ არ მომეწონება, ხშირად მოიქეცი ცუდად რომ მერე გემრიელობებით დაგსაჯო..
-როგორი პირდაპირი და უზრდელი ხართ ალექსანდრე..სიცილით მივუგე და ნუცას გავეკიდე..
-სერიოზულად ნიკა თავი დამანებე ..იქით ის ორი ჩხუბობდა ,ნიკას წელზე მოეხვია ნუცასთვის ხელები და არ უშვებდა
-ნიკა უნდა წავიდეთ გამიშვი...ეჯაჯგურებოდა მის ხელებს,რომელიც ჯიუტად იყვნენ მის წელზე შემოხვეული -ნიტა დამეხმარე რა
-ჩემს მეგობარს ნუ აწვალებ ნიკა,დღეს საქმე გვაქვს ..
-მას არსად გავუშვებ ნიტუშ ,ტყუილად ნუ მელაპარაკები,ჯიუტობდა ნიკოლოზი
-კაი რა ძმაო გაუშვი სულ გაწითლდა .. სიცილით მიუგო სანდრომ -შენკი გაქცევისთვის ისევ დაგსჯი ..გადმომიჩურჩულა და თვალი ჩამიკრა...ბატონმა ნიკამ როგორც იქნა ინება ხელების გაწევა და ეხლა გაბრაზებული ნუცას დარტყმებს იგერიებდა ,ნუცამ ვეღარ მოზომა და იმხელაზე თხლიშა ხელები ნიკას სახეში რომ ამ უკანასკნელს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა...შევამჩნიე როგორ გაქვავდა ადგილზე ნუცა და როგორ გაუფითრდა სახე, წამში მივარდა ნიკას ბოდიშებით..
-არ გაპატიებ ,მორჩა... ტროტუარი აიარა ნიკამ ,თან ნუცას ზედაც არ უყურებდა
-ნიკა ბოდიში,ძალით არ მინდოდა..
-ბოდიში არ მიიღება ..სვლას განაგრძნობდა ნიკოლოზი
-ის მაინც მითხარი ცხვირი როგორ გაქვს ...აშკარად ნერვიულობდა
-არა !!!
-ნიკოლოზ!!!..არა ხომ ,ხოდა იყავი ისე ...ნუცაც გაიბუტა და ეხლა ეს ორი ასე ცალცაკე დადიოდნენ ...
-რა პატარა ბავშვებივით არიან ..სიცილით მოკვდა სანდრო
-შენი ძმაკაცი სულ შენ გგავს ..
-მე? რითი?
-შენსავით ნერვებისმომშლელია ხანდახან!!. ვცდილობდი გამეღიზიანებინა
-ხოო,შენი დაქალი კი შენსავით ქაჯია და უკარება...არ ჩამომრჩა ალექსანდერე
-ოჰ, ბოდიში ბატონო ალექსანდრე შენი შესაფერისი თუ არვარ, შენ მაღალ საზოგადოებაში გაიზარდე მეკი ჩვეულებრივ ოჯახში, როგორ შეიძლება თქვენნაირი დახვეწილი ვიყო...უხეშად მივახალე .სახე შეეცვალა ,ღიმილი გაუქრა ,მომმვარდა და მაგრად ჩამეხუტა ..
-შენზე დახვეწილი, უბრალო ,ლამაზი და ჭკვიანი გოგო ჯერ არ მინახავს ,შენი მაღალი საზოგადოების ხალხს ნამდვილად შეშურდებოდა...მის ნათქვამზე გამეღიმა ..
ნუცა ჩემთან წამოვიდა სახლში ,ოთახში ვიჯექით და წასასვლელად ვემზადებოდით..
-ეს ნიკა ისეთი ნერვებმომშლელია ..
-რაო რას გეუბნება?
-გადამეკიდა გინდათუარა ჩემი შეყვარებული გახდებიო..რაუნდა?
-მოსწონხარ ალბათ..
-მაგას თვითონაც მეუბნება,მისი არმჯერა ,მახინჯი ეგ.
-რას ერჩი სიმპატიურია,კარგი ბიჭია და მოსწონხარ..
-მერე რა? მე ყველას მოვწონვარ ..დაამატა სიცილით -მაგრამ თვას კიარ მაბეზრებენ ,ესკიდე არც მალავს და თავის უზარმაზარ დაკუნთულ ხელებს წელზე მავლებს ..
სიცილი ამიტყდა -შენც მოგწონს..
-რა ,არა რა სისულელეა ..მეტისაქმე არ მაქ ეგ უტვინო ,ამაყი არსება მომწონდეს..
-ნუცა!!! მკაცრი მზერა ვსტყორცნე
-რა ნუცა რა? არ მომწონს და რავქნა ...თვალი ამარიდა , არ ჩავძიებივარ თორემ ვაღიარებინედი..
-კარგი კარგი ,წამო წავედით...
ერთ საათში უკვე კაფის წინ ვიდექით,ფრთხილად შევაღეთ კარი და შიგნით შევედით,სიცარიელე იყო,ალბათ საგანგებოდ დახურეს ..
,, მანდ დაჯექით სადმე " მოგვივიდა შეტყობინება ტელეფონზე , ირგვლივ მიმოვიხედე , არავინ იყო,მხოლოდ ბარმენი რომელიც ზედაც არ გვიყურებდა ...მე და ნუცამ ერთმანეთს გადავხედეთ, ეხლა მადლიერი ვიყავი მისით რომ გამომყვა ..ერთერთი ადგილი შევარჩიეთ და ჩამოვჯექით როდესაც კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა..
*******************************
ესე ვიჯექით 15 წუთი, უცებ ჩვენს წინ ახალგაზრდა ბიჭი გაჩნდა ,სულ შავები ეცვა ,თავზე შავი კაპიშონი ისე ეფარა მხოლოდ ტუჩები უჩანდა ,ამას დაბალი განათებაც ემატებოდა და ფაქტიურად არ ჩანდა , ჩვენს წინ ჩამოჯდა ხმა არ ამოუღია ,რაღაც დიდი კონვერტი დაგვიდო,ადგა და წავიდა....ცოტახანს გაშტერებულები ვიყურებოდით ..
-აქ რა ამ კონვერტისთვის მოვედით? დუმილი დაარღვია ნუცამ ..შატყობინეამაც არ დააყოვნა ,, ჯერჯერობით ამით დაკმაყოფილდით '' ..გაბრაზებულმა დავახეთქე ტელეფონი, ბოლოს კონვერტს ხელი დავავლე და იქაურობა დავტოვე ზნჯცა უხმოდ მომყვებოდა ,მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია , მხოლოდ მაშინ დავარღვიე დუმილი როცა უკვე ნუცას საძინებელში ვიჯექი და კონვერტს ვხსნიდი..
-ასეთი რადევს ამ წყეულ კონვერტში ,მთელი ღამე და დღე ამის გამო ვინერვიულე?!!!
-მალე გახსენი მალე ..მანუგეშებდა ნუცა.. სწრაფად გავგლიჯე კონვერტი საიდანაც სამი ფურცელი გადმოიყარა , ფურცლებს კარგად დავაკვირდით,ვიგრძენი როგორ წამომახურა , ნუცას ავხედე ისიც ჩემსავით იყო, ხმას ვერცერთი ვიღებდით..
-ეს..ეს ხომ ,ეს ხომ მამაშენია ნიტ...როგორციქნა ამოღერღა ნუცამ
-და მამაშენი....
-ეს როდინდელი ფოტოა..... ცოტახანს ისევ დააკვირდა ქაღალდს ,შემდეგ ამოატრიელა -ორი წლის წინარის გადაღებული 13/03/16....თარიღიც მიუწერიათ...სწრაფად დავავლე ფურცელს ხელი და კარგად დავაკვირდი -არა ,არა ეს ტყულია ,შეუძლებელია..
-რამოხდა ნიტა?
-ეს ..მე 12-ში გავხდი ცუდად , საავადმყოფოში წამიყვანეს და ...და ოპერაცია დამინიშნეს ...მამაჩემი ,მამაჩემი იქ იყო..შეუძლებელია ერთდროულად აქაც ყოფილიყო და იქაც ..
-რას ამბობ, იქ თუ იყო აქ ... ნუცა კიდევ ერთხელ დააკვირდა ფოტოს :მასზე ნათლად იყო გამოსახული,ორი ადამიანი ,ორი მამაკაცი რომლებიც ერთ-ერთ კაფეში იჯდნენ და საუბრობდნენ , მეორე ფოტოზე კამათობდნენ ,მესამეზე კი მხოლოს ერთი კაცი იჯდა ,ეს უკანასკნელი ნუცას მამა იყო...
-რა ჯანდაბა ხდება....ჩავბილაპარაკე ჩემთვის
-ნიტ ფაქტია რომ მამაჩემი და მამაშენი ამ რიცხვში შეხვდნენ ერთმანეთს ,ზუსტად შენი ოპერაციის წინა დღეს ...
-მაგრამ დედა მეტყიოდა მამა რომ აქ ყოფილიყო,მეტყოდა რომ თბილისში წამოვიდა ,არ დამიმალავდა...
-ფაქტია რომ არ გითხრა ,იქნებ დედაშენმაც არ იცოდა?
-მამა დედას ყველაფერს ეუბნება...
-სწორედ ეს არის ის საიდუმლო რასაც მამაჩემი დედაჩემს ვერ ეუბნება..
-რა?
-ხო ,მაშინ რომ ელაპარაკებოდა ,იქნებ ამ სილაჩრეზე ამბობდა?მაგრამ რა უნდა ჩაედინა მამას ასეთი რომ ჩვენ ვერ გვეუბნება ,თვალსაც ვერ გვისწორბს?
ცოტახანს ესე ჩუმად ვიჯექით ,დედაჩემის ზარმა გამომაფხიზლა ,რომელიც მეუბნებოდა რომ მალე მივსულიყავი სახლში ,შემდეგ სანდრომ მომწერა ,მეკითხებოდა სად ვიყავი, მეც მოვატყუე რომ სახლში ვიყავი, ეხლა არ შემეძლო ახსნა რას ვაკეთებდი ასე გვიან ნუცასთან..შემდეგ ნიცას დავემშვიდობე რომელმაც დაიჩემა გინდათუარა ჩემი მზძღოლი წაგიყვანსო, მეც უარი განვაცხადე და ფეხით დავადექი გზას ...სიბნელე იყო ,მაგრამ არცისე შემზარავი, მთავარ გზაზე რომ გავედი ცოტა ამოვისუნთქე ,იმდენი მანქანა იყო მარტო მათი ფარები ანათებდა ყველაფერს ...მშვიდად მივუყვებოდი ქუჩას ,ეხლაღა მივხვდი რომ მციოდა , ბრეტელებიანი ზედა მეცვა ,ქურთუკი ნუცასთან დამრჩა ,ფოტოებიც ...ამ მაიკის სამარა ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს ,თან მოღებული იყო, ხელები მაგრად შემოვიხვიე ტანზე და ისე გავაგრძელე გზა ...ნაბიჯების ხმა მომესმა ,ვიგრძენი როგორ ამეწვა ზურგი,ნაბიჯებს მოვუნატე ,იმ ვიღაცამაც მოუმატა ,კიდევ უფრო სწრაფად წავედი ,ისიც სწრაფად წამოვიდა ,გული ისე ამიჩქარდა როგორც არასოდეს ,ძალიან შემეშინდა ,ვცდილობდი არ გავქცეულიყავი...ღმერთს ვეხვეწებოდი ოღონდ ამ სიტუაციიდან გამიცეყვანე და აღარასოდეს წავიდოდი ღამე ფეხით,უკვე მისი მოქხლოება ვიგრძენი, ფეხის ხმები უკეთესქდ გავარჩიე ,ერთი კიარა ორნი იყვნენ,ვიგრძენი როგორ მომაწვა ოფლი , გამიხშირდა სუნთქვა,ფეხები მეკვეთებოდა მაგრამ მაინც მივდიოდი, ჯუტად ვუჭერდი ხელებს ჯვარს ..თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,ვგრძნობდი მათ სუნთქვას ,იმასაც ვგრძნობდი რომ იღიმოდნენ,უკვე წინასწარ მომდიოდა ცრემლები, იმედიც გადაწურული მქონდა ..უცებ ვიღაც მომიახლოვდა და მაგრად მომხვია მხრებზე ხელები ,უნდა მეყვირა როცა სანდროს სახე დავლანდე ძალიან გაბრაზებული მიყურებდა,იმდენად რომ ვერცკი გავიღიმე..
-რამდენჯერ უნდა გითხრა სახლიდან ასე თხლად ნუ გამოხვალთქო?რაცშეიძლება ხმამაღლა ლაპარაკობდა..
-მე..მე ქურთუკი ნუცასთან დამრჩა..მივუგე წყნარად ,თან თვალს არ ვაშორებდი..
-მანქანა იქით დავაყენე ,ალბთ შემთხვევით ამცდი, წამოდი..კიდევუფრო ხმამაღლა თქვა ,ხელი ჩამკიდა და მანქანისჯენ წამიყვანა ,ვერ მოვითმინე და იმ ორს გავხედე , გაჩერებულები იდგნენ და ერთმანეთას უყურებდნენ, აშკარად გაბრაზებულები ჩანდნენ ,ერთი 24 წლის მაინც იქნებიდა ,მეორე უფრო პატარა ,ხელში ერთს დანა ეჭირა ...სწრაფად მივაშორე თვაკები ,მხოლოდ ეხლა ვიგრძენი როგორ მიჭერდა სანდრო ხელს,თან მანქანისკენ მიმარბენინბედა , სახეზე არ შემიხედავს ,იმდენად მეტკინა ვეღარ ავიტანე ,მოულოდნელად კვნესა აღმომხდა ,მხოლოდ ეხლაღა შემომხედა ,მიხვდა რაშიც იყო საქმე და ხელი გამიშვა ..მანქანაში ხმა არცერთს ამოგვიღია ,მის დაძაბულობას ,დაბერილ ძარღვებს ხელებსა და კისერზე ,მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი ,ეხლა ისე როგორც არასდროს მომინდა მოვხვეოდი ,ჩავხუტებოდი ,მეკოცნა და არასოდეს გამეშვა,მაგრამ ეს არ გავაკეთე ,შემეშინდა ,იმწუთას მისი შემეშინდა , ძალიან გაბრაზებული იყო. , ეტკინა რომ მოვატყუე ,ძალიან .......მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა ,გადასვლა არ მინდოდა ,თავი საზურგეს მიადო ,ღრმად სუნთქავდა..
-გაბრაზდი? ძლივს ამოვღერღე და შეშინებული თვალები მივანათე
-არა....არც შემოუხედავს ისე მითხრა
-მაპატიე , ვიცი გაბრაზდი, ამას ვგრძნობ, მაპატიე რომ მოგატყუე ,უბრალოდ... მე .. მეთვითონაც არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს.....ლურჯი თვალები მომანათა ,ცოტახანს მიყურა ,შემდეგ ხელი ნაზად ჩამომისვა სახეზე
-ხომ გითხარი ამაზე არ გავბრაზებულვარ...ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა
-აბა რაზე?
-შენს დაუდევრობაზე ....
-რა?
-ასე რატომ იქცევი ნიტა? შენს თავზე საერთოდ არ ფიქრობ ,მარტო როგორ წამოხვედი, ასე გვიან ,ვაკეში ,ფეხით როგორ გაბედე წამოსვლა? ხმა ნელ-ნელა უმკაცრდებოდა
-სანდრო მე ....არ ვიცი რავთქვა
-რა უნდა თქვა ? რაუნდა თქვა ნიტა ,იმაზე რატომ არ დაფიქრდი რა შეიძლებოდა მოგსვლოდა,როგორ არ დაფიქრდი ..რომ დაგინახე ,ქუჩაში რომ დაგინახე ვერ დავიჯერე რომ შენ იყავი, ვერ დავიჯერე რომ მომატყუე და ვერც ვის დავიჯერე რომ ასე მარტო მიდიოდი ,ამის ამარა..მან ჩემს ზედაზე მიმანიშნა
-ქურთუკი ნუცასთან დამრჩა...
-ის ორი არამზადა ,ორი იმბეცილი, არიცი რა დამემართა ,თავი ძლივს შევიკავე არ მივტრიალებულიყავი და იქვე არ მომეკლა ორივე , მართლა მოვკლავდი ,თვალსაც არ დავახამხამებდი გესმის..რომ გენახა რა სახეებით მოგყვებოდნენ,სახეზე ეწერათ ყველაფერი რასაც ფიქრობდნენ .!!!!! კბილებიდან ისე გამოსცრა გამაჟრჟოლა ,ხელები საჭეს მოკიდა -შენ რომ რამე მოგსვლოდა ,თითიც რომ დაედოთ ,მე რომ არ დამენახე...ჯანდაბა ნიტა !!!!ჯანდაბა!!!ისე მაგრად ურტყამდა საჭეს ხელებს ლამის მოაძრო,ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლით, მთელი კისერი დაეჭიმა და გაუწითლდა , არვიცი საიდან ამდენი გამბედაობა მაგრამ ხელები გავაშვებინე და რაცშეიძლება მთელი ძალით მივიხუტე ,მაგრად ,მაგრად მივიხუტე ,მართალია კისრამდე ვწვდებოდი მაგრამ მაინც მივიხუტე და აღარ გავუშვებდი ,ჩემი სახე ხელებში მოიქცია ,პირდაპირ თვალებში შემომხედა -შენ რომ რამე მოგივიდეს ნიტა, ვინმემ თმის ღერიც რომ მოგაძროს არ ვაცოცხლებ ,გესმის არ ვაცოცხლებ ...
-დამშვიდდი, სანდრო მე კარგად ვარ ,არაფერი მომსვლია...
-არა მაინც რატომ წამოხვედი მარტო? დაგერეკა მაინც...
-მაპატოე გთხოვ, უბრალოდ ფეხით გავლა მინდოდა ,ნუცამაც შემომთავაზა მძღოლი წაგიყვანსო მაგრამ უარი ვუთხარი...
-სხვადროს მე დამირეკავ კარგი? სადაც არ უნდა იყო,რადროც არ უნდა იყოს დამირეკავ და მოგაკითხავ...გასაგებია? მორჩილად დავიპუქნიე თავი, ხოტახანს მიყურა შემდეგ გამიღიმა და გადადიო მითხრა , დავემშვიდობე და სწრაფად ავირბინე კიბეები...მშობლები ისევ კარებთან დანმხვდნენ,დედა აშკარად გაბრაზებული ჩანდა აქეთ-იქეთ დადიოდა და ბოლთას სცემდა..რომ შევედი ორივემ მკაცრი მზერა მსტყორცნა
-სად იყავი? დაიწყო მამამ
-ნუცასთან ..
-ამდენხანს? ჩვეულებრივ აგრძელებს დედა
-ცოტა შემაგვიანდა ,ბოდიში, რაღაცას ვაკეთებდით და..
-ასეთს რას აკეთებდი? ან რაარის რაგაცვია
-დედა საქმე მქონდა და იმიტომ დავრჩი,სახლში სანდრომ მომიყვანა ,ქურთუკი ნუცასთან დამრჩა ,კიდევ გაქვთ კითხვები? იმდენად უხეში ნათქვანი გამომივიდა მეთვითონ გამიკვირდა ..
-ნიტა რანაირად ელაპარაკები დედაშენს ? რაგჭირს ,ხომარ გავიწყდება ვისთან საუბრობ..
-ბოდიში მამა ,ბოდიში დედა ..ჩემთვის ჩავიბურდღუნე და ოთახისკენ ავიღე გეზი,მაინც მჭამდა ,მაინც მღრღნიდა შიგნიდან ეჭვი რომ მატყუებდნენ,მიმალავდნენ,მე ადამიანს რომელსაც ოჯახი სულ სიმართლის თქმას და გულწრფელობას მთხოვდა ,ეხლა თვითონ მატყუებდნენ....მაინც ვეღარ მოვითმინე და უკან გავბრუნდი
-მამა , 13 მარტს სად იყავი?
-სამსაზურში სად უნდა ვყოფილიყავი...გაკვირვებულმა იკითხა მამამ
-არა მე 2016 წლის 13 მარტს ვგულისხმობ ,სად იყავი?
მამაჩემის თვალებში ერთდროულად შიში, მწუხარება და გაურკვევლობა ამოვიკითხე ,დედაჩემს გადახედა მკაცრი მზერით-რატომ გაინტერესებს ეს ეხლა შვილო?
-უბრალოდ მითხარი მამა ,ჩემი ოპერაციის წინა დღეს სად იყავი...
-რათქმაუნდა საავადმყოფოში იყო შვილო ,სად უნდა ყოფილიყო...დედამ ნერვიული ხმით დაიწყო
-მე მამას ვკითხე დედა...რაცშეიძლება წყნარად ვუთხარი...მამამ სევდიანად ამომხედა ,მოუთმენლად ველოდი მის პასუხს -თბილისსში...თქვა ბოლოს....დედა მოწყვეტით დაეცა სკამზე ,მივხვდი მისთვის ეს სიახლე იყო -რა? ამოიგმინა ბოლოს
-მამა თბილისში რას აკეთებდი? რატომ არ გვითხარი აქ რომ იყავი...მამა ხმას არ იღებდა
-გვითხარი რატი, აქ რაგინდოდა მაშინ როცა ჩემს შვილს ოპერაციას უკეთებდნენ მეორე დღეს? სიტყვა ,,ჩემი'' ყურში ცუდად მომხვდა ,ადრე არასოდეს უთქვამს დედას ეს ,ყოველთვის მათ შვილად მომიხსენიებდა ,დღეს კი ისე თქვა თითქოს მე მარტო მისი ვყოფილიყავი...
-ჩვენს შვილს მაკა,ჩვენსას .....აშკარა იყო მამასაც ჩემსავით გულზე მოხვდა ეს სიტყვა -მე...დავითს შევხვდი...ესღა თქვა და ოთახი დატოვა-რატომ? დაეწია უკან დედის სიტყვები ,მამა წამში შემოტრიალდა -ეგ მევიცი.....ესღა თქვა და წავიდა...
**********
-ალო,ნუცა ..მამაჩემმა აღიარა თბილისსში რომ იყო. თავის ოთახში ,საწოლზე წამოწოლილიყო და მოგუდული ხმით ლაპარაკობა,პიჟამოები ეცვა ,ფანჯარაში ცას შეჰყურებდა.
-მე არ მიკითხავს მამაჩემისთვის ,ხომ იცი აზრი არ აქვს.ის არ უთქვამს რატომ?
-არა..იქნებ იმ ვიღაცამ ისევ მოგვწეროს და დროზე გაგვარკვიოს ,რაღას გვაწვალებს.
-ხო რავიცი ერთი..უი რას შვები თემას წერ?
-კი , ეხლა მოკლე შინაარსი გადავიკითხე რომ გავიხსენო და ხვალ დავიწყებ წერას..
-აბა შენიცი..
-შენთან ქურთუკი დამრჩა ,წამომიღე რა ხვალ..
-ხო ვიცი ..წამოგიღებ აუცილებლად ...-ნიტა !
მოესმა გოგოს შეკივბლებს ხმა..
-რა გჭირს გოგო..შეშინებული წამოვჯექი ლოგინზე
-მეილზე მომივიდა მესიჯი ,მისგან
-რა , მეილი საიდანღა გაიგო,ან რა გამოაგზავნა?
-არვიცი წესიერად ვერ ვხვდები ,რაარის ..მგონი,რაღაც ანკეტაა , საავადმყოფოსი..ქართულად არ წერია უცნაური ენაა..
-როგორი წარწერებია?
-ლათინურ შრიფტს ჰგავს..
-გადმომიგზავნე გთხოვ მალე რა..კომპიუტერი ჩავრთე სასწრაფო წესით, მეილზე მალე მოვიდა ნუცას გამოგზავნილი ფოტო..
-ნიტა ,რახდება? რატომ ხარ ჩუმად , რა წერია.. მისი ხმა ესმოდა მაგრამ არ შეეძლო ლაპარაკი, ენა ჰქონდა ჩავარდნილი, მხოლოდ იმედგაცრუებას გრძნობდა
-მათ მე მომატყუეს ნუცა , კიდევ მომატყუეს , ამდენი ხანი მატყუებდნენ..
-ნიტა ნუ მაშინებ..
-მერე დაგირეკავ რა ,გთხოვ..
-ნიტ...ტელეფონი სწრაფად გათიშა , კიდევ ერთხელ დააკვირდა ეკრანს ,კიდევ ერთხელ ჩაიკითხა ,შემდეგ ზიზღით დახურა და ისევ გადაწვა ,აღარაფერზე ფიქრი შეეძლო, მხოლოდ ცას შეჰყურებდა ,სხეულით აქ იყო ,გონებით კი გათიშულიყო,პერანგი ოდნავ ჩაიხსნა ,ხელი აჩქარებულ გულზე დაიდო,ჯერკიდევ გრძნობდა იარას ,რონელიც მხოლოდ გარეგნულად იყო მოშუშებული, შინაგანად ისევ ტკიოდა,ძალიან ტკიოდა...დიდხანს იწვა ასე ,უცებ მის კარებზე ბრახუნი ატყდა ,შეშინებული წამოვარდა და ოთახის კარი გამოაღო-აქ რაგინდა?
-რატომ გამითიშე?! ზღურბლზე გაბრაზებული და შეშინებული ნუცა იდგა
-ხომ გითხარი მერე დაგირეკავთქო..
-ისეთი ხმა გქონდა..თვალი ჩემს ჭრილობას შეავლო,უცებ შევიკარი ღილები, -ეს შრამი, ოპერაციის შემდეგ დარჩა?
-ხო..საწოლზე მოკალათდა-ასე გვაინ როგორ გამოგიშვეს?
-დედაჩემს ვუთხარი ,რომ შენთან დავრჩებოდი დავალების გამო,თან ქურთუკი მოვიმიზეზე და დამთანხმდა.-რადროს ეგარის ,მითხარი იქ რა ეწერა..
-ჩემი საავადმყოფოს ანკეტა და ანგარიშებია,იქ ეწერა რომ ოპერაცია 13.03.16 -ში ჩატარდა 15:00 საათზე..
-მერე ესე რამ განგაცვიფრა?
-ქვევით ეწერა ,რომ ოპერაცია 25.000 $ დაჯდა და დაფარულია
-ასე ძვირი? რაამბავია ,როდის აქეთ არის გული ოპერაცია ნახევარი მილიონი?
-არა ამ ყველაფერში წამლების, ოპერაციის,პალატის და კიდევ სხვა რაღაცეების ფულიც შედის ,ზუსტად არვიცი..
-გასაგებია,ტელეფონი ამისთვის გამითიშე?
-მე მითხრეს ,რომ დაფინანსება გამიკეთდა და მთლიანი ფული დაფარა თურქეთის მთავრობამ..
-მერე რა , იქნებ ასეცარის
-არა ნუცა ,საქმე იმაშია ,რომ მომატყუეს ,აქ წერია ,ყველაფერი რატი ჯაფარიძის ანგარიშიდან არის დაფარულიო..მამაჩემმა გადაიხადა..
-ხოო..მამაშენმა რომ დაფარა ეგ უჩვეულო არარის ,მაგრამ რატომ დაგიმალეს აი ეგ მაფიქრებს ...
-დამალვა ერთია ნუცა და ამხელა ფულის შოვნა მეორე , სად უნდა ეშოვა?
ნუცამ მხრები აიჩეჩა ,უკვე ძალიან გვიანი იყო ,ამიტომ პიჟამო ჩაიცვა და ერთად დავიძინეთ..
დილით თვალს ოთახში შემოსული მზის სხივი მჭრის , ცოტახანს მშვიდად ვწევარ ,არ მინდა ნუცა გავაღვიძო ,ტელეფონზე მესიჯი მომდის ,სწრაფად ვხსნი ,,გაიღვიძა ჩემმა უკარებამ?:დ ", ჩემდაუნებურად მეღიმება ,სწრაფად ვკრეფ პასუხს ,,უკარებას უკვე ღვიძავს ", ,, გაისეირნებს ეგ უკარება დღეს ჩემთან ერთად?"
-რატომ იღიმი? მესმჯს ნუცას მოგუდული ხმა
-სანდროს ვწერ და ...
-აჰამ-იცინის -უნდა მივმხვდარიყავი,როცა მას წერ,ელაპარაკები და უყურებ ყოველთვის გეღიმება.
-ნუ დამცინი . ბალიშს ვიღებ და ვესვრი,გაბრაზებული სახით მიყურებს ,შემდეგ ეშმაკურად იღიმის,ბალიშს ნელა იღებს და თავში მირტყამს , ცოტახანში მთელ ოთახში დავრბივართ ,შემდეგ ,თან ვიცინით თან აქოშინებულები ვეცემით საწოლზე .ტელეფონს ვიღებ ,სანდროს მესიჯს ვხსნი, 15 წუთის წინ მოუწერია ,, ნიტა რატომ არ მპასუხობ?",,ჩემთან ერთად გასეირნება არ გინდა?" ,,ნიტა იცოდე გადავიფიქრებ" ,,ნიტა მიპასუხე ახლავე ! " ,სიცილით ვკითხულობ ყველას ,შემდეგ ტელეფონს ყურთან ვიდებ და ოთახიდან გავდივარ..
-ცოცხალი ხარ? მესმის მკაცრი და გაბრაზებული ხმა
-ეხლა ვნახე შენი მონაწერები..
-ხოო...უემოციოდ მელაპარაკება ,რაც ცოტა მწყინს
-რაგჭირს გაბრაზდი?
-არაა ,რატომ უნდა გავბრაზებულიყავი სულ რაღაც ხუთ SMS -ზე არ მიპასუხე..
-სანდრო ხომ გითხარი ეხლა ვნახე , ტელეფონი ლოგინზე ეგდო და..
-შენ სად იყავი?
-ბალიშს ვურტყავდი ერთს..უერსად ვუშლი ნევრბს
-რა,ვინ ერთს? მის ხმაზე მეცინება ,მაგრამ ვცდილობა არ შევიმჩნიო
-ჩემი მეგობარია, გუშინ ღამით ჩემთან დარჩა და
-ვინ მეგობარი ნიტა რაქვია? არც დამამთავრებინა ისე მომახალა ,მის აფეთქებაზე ნასიამოვნებ სახეს ვიღებ
-ნ-ზე იწყება სახელი..ვცდილობ ჩემი ხითხითის ხმა არ გაიგოს
-ნ? ნიკა?ნუკრი?ნიკუშა?ნ-ზე კიდევ რაარის ...რაგაცინებს?
-ნუცა სულელო..ვახლი და ბოლო ხმაზე ვიცინი
-ესე ხომ ,რატომ მიშლი დილიდან ნერვებს? კინაღამ გავგიჟდი..ვგრძნობ თვითონაც ეცინება
-როგორი ეჭვიანი მყავხარ რა...კარგი გასეირნების შემოთავაზება უკვე ძალაშია?
-რავი,იქნებ ნუცასთან ერთად დაგეგმე უკვე რამე ..
-კარგი რა ,არაფერი დამიგეგმავს ,მიპასუხე!
-კიდევ ხუთჯერ მკითხე და გიპასუხებ...ღრმად ვვოხრავ -კარგი კარგი,გავისეირნოთ ,იცოდე საღამოს 5 საათისთვის არაფერი დაგეგმო.
-კარგი სან ..ტელეფონს ვთიშავ ,ნუცაც მალე გამოვიდა ოთახიდან და ერთად ვისადილეთ..ხოტახანში ისევ მომდის მესიჯი ,,როგორ ხარ ლამაზო?"უცხო ნომერია ,
,,რომელი ხარ?" ვკრეფ სწრაფად , ,, შენი კეთილის მსურველი " არ აყოვნებს პასუხი..პასუხუს არ ვხემ სწრაფად ვდებ მაგიდაზე ტელეფონს ,ცოტახანში ისევ ვიბრაციაა-რაიყო სანდროს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა? სიცილით მეკითხება ნუცა
-სანდრო არ არის ,ვიღაც მწერს
-ვინ ვიღაც გოგო
-შენი კეთილის მსურველი ვარო და რავი, ალბათ ნომერი ეშლება
-რამდენი გიჟია ამ ქვეყანაზე ..
ეკრანს ვრთავ და მესიჯს ვკითხულობ
-ეხლა რაღაუნდა?რასახე გაქვს ? მეკითხება ნუცა
-ის არის ფოტოები ვინც მოგვცა , ჩემთან შეხვედრა უნდა
-ძლივს არ გამოჩნდა, სად უნდა მეც წამოვალ
-არა ,მარტო მოდიო
-იქ მარტო არ წახვალ ნიტა!
-სხვა გზა არ არის უნდა წავიდე
-გაგიჟდი?რამე რომ მოგივიდეს
-არაფერი მომივა დამშვიდდი , წავალ და გავიგებ ამ ჯანდაბა სიმართლეს ,დავიღალე უკვე..კოვზს თეფშზე ვაგდებ და უხალისოდ ვიყურები
-რა ჯიუტი ხარ რა , რომელ საათზე მიდიხარ?
-ხუთ...ჯანდაბა ოღონდ ეს არა
-რაარის?
-ხუთზე სანდროს უნდა შევხვედროდი და ამანაც იგივე დროს დამიბარა..
სწრაფად ვწერ მესიჯს სანდროს და ვეუბნები რომ ხუთზე ვერ შევხვდები საქმე გამომიჩნდა,პასუხად მხოლოდ გაბრაზებულ სმაილებს მწერს ,იმდენად ვღელავ შეხვედრასე ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ სწრაფად ვიცვავ,შემდეგ ნუცასთან ერთად ფილმს ვუყურებ და კიდებ ერთხელ ვავლებ თვალს საშინაო დავალებას...
უკვე ხუთი საათია ,ჩემი სახლის წინ კარებთან ვდგავარ,ცოტახანში უზარმაზარი შავი მანქანა ჩერდება ,,ჩაჯექი"მომდის ესემესი, მეც სწრაფად ვჯდები, შიგნით ის შავებში ჩაცმული ბიჭი ზის მაშინ ფოტოები რომ გადმოგვცა.
-გამარჯობა..ვეუბნები ხმადაბლა
-ტელეფონი გათიშე! მისი მკაცრი ხმა მაკრთობს ,უემოციოდ ვიღებ ტელეფონს რომელზეც კიდევ ერთი შეტყობინებაა მოსული და სწრაფად ვთიშავ ,მინები შიგნიდან ისეთი დაბურულია არაფერი ჩანს ,ძაანაც რომ მინდოდეს ვერ გავიგებ სად მივდივართ ,ერთი საათი ესე უხმოდ ვზივართ ,შემდეგ მანქანა ჩერდება,კარები იღება ,ეს ბიჭი სწრაფად გადადის,მის ადგილს კი შუახნის მამაკაცი იკავებს ,სახე არც მას უჩანს
-როგორ ხარ ნიტა? იმდენად თბილი და ბოხი ხმა აქვს რომ ვკრთები -იმედი მაქვს ჩემი არ გეშინია ხომ? პირდაპირ მივჩერებივარ,ხმას არ ვიღებ ,მის სახეს ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ თვალებში მიყურებს
-როგორ გავხარ დედაშენს .
-დედაჩემს არ ვგავარ ,გეშლებათ..
-არა პირიქით ძალიან გავხარ,ზუსტად მისნაირი ხარ..
-ხომ გითხარით გეშლებათ,დედაჩემი ქერაა და ცისფერი თვალები აქვს
-მერე რა ,თმის ფერითა და თვალებით მამას გავხარ,ალბათ ხასიათითაც ..დედას კი ნაკვთებით, ცხვირით ,ტუჩებით..
-დედაჩემს ასე ახლოს იცნობთ?
-იმაზე ახლოს ვიდრე გგონია ..რატომღაც დაძაბულობა მომეხსნა..
-რატომ არ მეუბნებით ვინ ხართ,ან რისთვის მომიყვანეთ?
-ყველაფერს თავისი დრო აქვს ,მალე გაიგებ..
-მოიცადეთ აქ იმისთვის მომიყვანეთ რომ გეთქვათ დედაშენს გავხარო?!
უცებ სიცილს იწყებს რაზეც გაოცებას ვერ ვმალავ,ნერვები მეშლება უკვე ამ კაცე.
-არა ხასიათი ნამდვილად მამაშენის გაქვს ,ჯიუტი, გამბედავი და ამაყი ხარ..გაბრაზებული ვუყურებ -კარგი ,ზოგადად ვაპირებდი შენთან შეხვედრას შენი ნახვა მინდოდა, შენ და ნუცამ ისე სწრაფად გაარკვიეთ თქვენს ნათესაურ კავშირზე ყველაფერი შექებას იმსახურებთ,ნამდვილო დეტექტივები ხართ..
-ხო ნუცას ეს საქმე გამოსდის..ოდნავ მეღიმება
-ხო ნუცა მამას დამსგავსებია, ისიც ასეთი იყო ბავშვობაში..
-ნუცას მამას იცნობდით ბავშვობაში? ვიკითხე გაკვირვებულმა
-კი თანაც ძალიან ახლოს,მაგაზე სხვადროს ვისაუბრებთ ჩვენ ,ეხლა ეს გამომართვი..მეუბნება და კონვერტს მაწვდის
-ეს რაარის? სწრაფად ვართმევ და გახსნას ვცდილობ
-ეს წარსულია ნიტა, მაგრამ არა შორეული ,ახლო წარსული... ვერაფერს ვიგებ , სწრაფად დგება და მანქანიდან გადადის -ხო მართლა..არ ტრიალდება ისე მეუბნება- ნუცას ამის გამო ნუ განსჯი...
ცოტახანში ისევ შემოდის ახალგაზრდა ბიჭი და ადგილსაც ვწყდებით,კონვერტის გახსნას ვცდილობ -სახლში გახსენი გირჩევ...ამდენი ხნის შემდეგ პირველად მესმის მისი ხმა , აშკარად 18-19 წლის უნდა იყოს
-შენ იცი რაარის შიგნით? ვეკითხები გაოგნებული
-კი..
-რა არის?
-გახსნი და ნახავ ,ოღონდ სახლში..
-რატომ მაინცდამაინც სახლში?
ხმას აღარ იღებს ,მთელი გზა ასე ვზივართ,შემდეგ მანქნას მოშორებით აჩერებს.სწრაფად გადმოვდივარ,სახლისკენ მივაბიჯებ ,ერთი სული მაქვს ვნახო რაარის შიგნით, კარებთან მივდივარ ,ისაა უნდა შევაღო რომ მკავში მაგრად მიჭერს ვიღაც ხელს
-სანდრო რას აკეთებ მეტკინა ! ჩემდაუნებურად ვყვირივარ
-სად იყავი? რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ , იცი როგორ ვინერვიულე?! ხელს ნელა მიშვებს და ლურჯ თვალებს მანათებს
-ტელეფონი გამორთული მქონდა ,ბოდიში რა ,ხომ გითხარი საქმე გამომიჩნდათქო.
-რატომ გქონდა გათიშული?რა საქმეზე იყავი?სამასჯერ დაგირეკე ნიტა,მერე ნუცას დავურეკე ,წესიერად ვერ ამიხსნა სად იყავი, სახლშიც არავინ იყო შენთან ,ორი საათია უშედეგოდ გეძებ ,ლამის საავადმყოფოების შემორბენაზე გადავედი..
სახეზე ეწერა მართლა როგორ ინერვიულა , თვალები ნერვიულად დაქაჩვოდა ,თმა აჩეჩილი ჰქონდა , პერანგი ნახევრად ამოჩაჩული.მის ამ შესახედაობაზე ლამის გამეცინა -მაპატიე ,მე,მე ბიბლიოთეკაში ვიყავი,ქართულს თემა ხომ უნდა დავუწერო კარგად,იქ კი ტელეფონი გათიშული უნდა გქონდეს, ბოდიში რა...
ღრმად ისუნთქავს ჰაერს და გულში მაგრად მიკრავს , ისეთი ძლიერი ხელები აქვს ლამის გამჭყლიტოს, შემდეგ კისერში მკოცნის ნაზად, კისრიდან ყურთან მიაქვს ტუჩები-სხვადროს აღარ მანერვიულო ასე..შემდეგ ერთ ხელს წელზე მკიდებს და თავიკენ ჯფრო ძლიერად მიზიდავს ,ცალ ლოყას ნაზად მისვავს თმაზე ,ცოტახანში მის თვალებს ვაწყდები რომლები ჩემს ტუჩებს უყურებენ ,ნელა ეღიმება ,ტუჩებზე თითს ნაზად მისვავს ..მისი ბაგეები იმაზე თბილია ვიდრე ადრე ,მეც ნაზად ვუდგამ ფეხს ბედნიერების ტალღას და მის მორევში ვიძირები...
-უნდა მოგიტაცო..მიჩურჩულებს
-რატომ ისე არ მოგყვები გგონია? სიცილით ვპასუხობ
-რა გამომყვები? წარბებს მაღლა სწევს
-არა..ვეუბნები და ვეჭყანები,ისევ წელზე მხვევს ხელებს ,მუცლითა და მკერდით მის გულ-მკერდს ვეწებები -ხოდა მოგიტაცებ..მეუბმება სიცილით
-ჰმ..ერთი ამას დამიხედეთ, ჯერ ორი კვირაა რაც სიყვარული ამიხსნა და უკვე მიტაცებს,რა სულსწრაფი ხართ ბატონო ალექსანდრე..
-რავქნა რომ გიყურებ მინდა აღარ გაგიშვა ,სულ ესე მყავდე ..
-და რომ მომიტაცებ ავტომატურად შენზე მოვეწებები თუ რა?
-ნუ მეღადავები უკარებავ ...-წამოდი გავისეირნოთ
-ეხლა?
-ხო რაიყო ,ეგ თეთრი უზარმაზარი რაღაც სახლში დატოვე და წავიდეთ...
-არა სანდრო ხვალ იყოს რა ,ძალიან დავიღალე
-იცოდე უარს არ მივიღებ, აღარ გამამეორებინო ,ნუ მაფიქრებინებ რომ ცუდი შეყვარებული მყავს
-კარგი ხო ,კარგი.. ზალიან მინდა კონვერტი გავხსნა მაგრამ სანდროს ვთანხმდები ,საძინებელში ვტოვებ და ქვევით ჩავდივარ..
მანქანას უზარმაზარი მინდვრის წინ აჩერებს ,ირგვლივ მხოლოდ ხეებია ,მიღიმის და უკანა მხრიდან უზარმაზარ კალათას იღებს -გადმოდი..მეუბნება ნაზად ..
მინდორზე დიდ სქელ ნაჭერს აფენს ,კალათიდან შოკოლადებს, ღვეზელებს, ჰამბურგერებსა და ლიმონათებს იღებს ,გაკვირვებული ვუყურებ ,ვუახლოვდები,გვერდით ვუჯდები -ეს ყველაფერი შენ გაამზადე?
-კი..არა,მზიამ გაამზადა..
-მზია?მზია ვინ არის? ვეკითხები მობუსხული,ის იცინის და ნაზად მისვავს თავზე ხელს
-კაკაო გაგიკეთე,დალიე სანამ ცხელია
-სანდრო კითხვას ბანზე ნუ მიგდებ!
-გაბრაზდი ჩემო უკარებავ? გაბრაზებული ვაპირებ ადგომას მაგრამ ხელს მკიდებს და განძრევის საშვალებას არ მაძლევს-კარგი ნუ ეჭვიანობ, ჩემი დამლაგებელია..
ღიმილის შეკავება მინდოდა მაგრამ არ გამომივიდა-საიდან მოიტანე ,რომ ვეჭვიანობ?უბრალოდ ვიკითხე
-ხოო,ამიტომაც მოიბუსხე როცა გიხსენე
-მომეცი კაკაო..თერმოსს დავწვდი ..
გვერდით მომიჯდა ,ხელი გადამხვია ..
-იცი ნიკას გადაუარა გაბრაზებამ..
-ხოო?ნუცა საერთოდ არაფერს ამბობს მასზე
-ნიკას მართლა მოსწონს ნუცა ,შერიგება უნდა
-ჰაჰ,თვითონ გაებუტა და
-ხო და ეხლა ნანობს ,ნუცას კარგი ბუტიაობა სცოდნია ,ერთი კვირა ზედაც არ უყურებდა თირმე ,ამას ეს არ სიამოვნებს..
-ნუცასაც მოსწონს მგონი
-ხოდა ხვალ კინოში მივდივართ ოთხივე იცოდე
-ხვალ?
-ხო,ხომ წამოხვალ? გრინჩი არ იქნება მაგრამ
-ნუ დამცინი, კი წამოვალთ..
ასე ვიჯექით კარგახანი,ხან რაზე ვილაპარაკეთ ,ხან რაზე , იმწუთას ძალიან ბედნიერი ვიყავი, არც კონვერტი მახსოვდა ,არც ის კაცი და საერთოდ არაფერი..
საღამოს დაღლილი მივედი სახლში, დედას საჭმელზე უარი ვუთხარი,წამალი დავლიე და ოთახში შევიძურწე..კარი მაგრად ჩავკეტე ,ლოგინზე ჩამივჯექი და სქელ კონვერტს დავწვდი..
*********************
ბოლოს გამბედაობას ვიკრებ , ვხსნი, რამდენიმე ფურცელი და ორი ფოტო სურათი იდო.ფურცლებს დავაკვირდი,ნელა ავიღე და კითხვას შევუდექი, როგორც მივხვდი მეილებზე მინაწერი იყო, სათაურს თუ დავაკვირდებოდით მამაჩემის მინაწერი იყო:
,,დათო, ხვალ თბილისში ჩამოვდივარ, უნდა შევხვდეთ საქმე მაქვს მნიშვნელოვანი"
ხო ეს ნამდვილად არ იყო ჩემთვის სიახლე ,ისედაც ხომ ვიცოდი მამა და ბიძია დათო ერთმანეთს რომ შეხვდნენ,მეორეს კითხვა დავიწყე ,ეს ბიძიასგან იყო
,, გაგახსენდა ხო დავითი,ამდენი ხანი რატომ არ ჩანდი? რამოხდა ასეთი ამდენი წლის შემდეგ რომ მიკადრე?"
,,დათო ხომ იცი შენ არასოდეს გადანაშაულებდი იმაში რაც ადრე მოხდა,ვიცი ბიძას ვერ შეეწინააღმდეგებოდი,რაც არ უნდა მომხდარიყო არასოდეს შავცვლიდი წარსულს,არ ვნანობ იმას რაც გავაკეთე,მე ის მიყვარს, ძალიან,რაც დრო გადის უფრო მიყვარდება .მე შენ სულ მახსოვხარ როგორც ჩემი მეორე ძმა ,ეხლა შენი დახმარება მჭირდება ,გთხოვ გვერდში დამიდგე"
რაო,მეორე ძმაო?მოიცა მამას ძმა ყავს?,თავიდან გადავიკითხე მესიჯი ,არა ნამდვილას ასე წერია ჩემი მეორე ძმაო, ესეც დამიმალეს ,გონებას ვიკრებ და კიდევ ვუყურებ ფურცლებს
,, კარგია თუ არ ნანობ,ისიც მიხარია რომ მოვალეობის მოხდის მიზნით არ ცხოვრობ ეხლა მასთან, ესეიგი ბედნიერი ხარ.მიხარია,მიხარია რომ გნახავ,რომ ჩამოხვალ მომწერე და სადმე წყნარ ადგილას შევხვდეთ "
ვისთან არ ცხოვრობს მოვალეობის მოხდის მიზნით?ნუთუ დედაჩემს გულისხმობს,მამა ჩვენთან მოვალეობის მიზნით ცხოვრობს?არა, არა ,სისულელეა..ფურცლებს ვდებ და კიდევ ვიჭყიტები კონვერტში სადაც პატარა ფლეშკაც დებს ,უკვე ფლეშკის გახსნაც მეშინია მაგრამ ინტერესს რა ვუთხარი,კომპიუტერს ვიღებ და ვრთავ ,სატელეფონო საუბარია ზედ ჩაწერილი, შემდეგ კი კაფეში რაც ილაპარაკეს ის :
,,-დათო მე ვარ, ჩამოვედი სად შევხვდეთ?
-აეროპორტთან ერთი პატარა კაფეა ,იქ..
-კარგი"
შემდეგ მეორე ფაილი იხსნება ,აქ უკვე კაფეში არიან:
,,-მითხარი აბა როგორ ხარ ,რას შვები
-რავი, კარგად ვართ,ნიტა უკვე დიდი გოგოა ,ისეთი ჭკვიანი და ლამაზია.
-ხოო,რატომ არ იქნება ლამაზი,დედაც და მამაც კარგი ჰყავს .
-ხო,დედაც და მამაც...არვიცი მომეჩვენა თუარა მაგრამ მამაჩემის ხმა ოდნავ სევდიანი იყო
-კარგი აბა რისთვის დამიბარე.
-ნიტა გვყავს ცუდად,სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
-რადაემართა,ჩემს ძმისშვილს?
-გულის უკმარისობა.
-ალბათ მემკვიდრეობით გადმოეცა.
-არგინდა!
-არმესმის ეს ყველაფერი რატომ გააკეთე,აუტკივებელი თავი აიტკივე რატი
-მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით დათო!წარსულზე ლაპარაკს მორჩი,ფული მჭირდება ,თან ბევრი
-ხო ,სხვანაირად არც გაგახსენდებოდი,გადაყევი შენს ახალ ოჯახს და ძველი დაივიწყე
-ძველმა თვითონ დამივიწყა, დაგავიწყდა?ბიძიამ ჯერაც ვერ მაპატია ხომ?
-ვერა ,იმ დღის მერე სულ უფრო უხეში და მკაცრი გახდა,მამაჩემს ვერღარ ვცნობ,თანაც გული აწუხებს ბოლო დროს.
-ხო,მოკლედ დათო მართლა ძალიან მჭირდება ფული,ბავშვს ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გავუკეთოთ.
-რამდენი?
-25.000 $
-სახელმწიფო არ აფინანსებს?
-არა ,ჩვენ ხომ იმ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ.
-მესმის შენი, იმასაც ვხვდები ამ ნაბიჯის გადმოდგმა რამდენად რთული იყო,მაგრამ ამდენი დანაზოგი მართლა არ მაქვს.
-დათო,გთხოვ ,კომპანიიდან აიღე,ხელფასიდან გადმოგირიცხავ ხოლმე ,უბრალოდ მე ახალი დაწყებული მაქვს საქმე და ესე ერთად არ მაძლევენ
-შენ არ გესმის ,იმ ამბების შემდეგ მამა აკონტროლებს ყველა ანგარიშს.
-ასეა საქმე?
-ხო
-დათო,ბავშვობიდან მიცნობ, იცი ,რომ არ მიყვარს ხვეწნა ,უბრალოდ ეხლა სხვა გზა არ მაქვს ,ბავშვს ოპერაცია სჭირდება,შენი იმედი მაქვს..
-ჰმ..ვეცდები რამე მოვახერხო.."
ფაილი ითიშება,ცოტახანს გაოგნებული ვზივარ,ყველაფერი ერთმანეთსი მერევა ,ვგრძნობ როგორ ნერვიულობდა მაშინ მამაჩემი.შემდეგ ფაილს ვხსნი და ვუსმენ
,,-ხო დათო გისმენ
-ისევ თბილისში ხარ?
-კი საღამოს მივფრინავ..ფულზე რა გაარკვიე?
-...
-დათო!
-მაპატიე რა ძმაო,კომპანიიდან ვერ ავიღე
-გასაგებია.."

-ეხლა ვხვდები,ვხვდები რა არსკაცობას გულისხმობდა მამა ,როცა დედას ელაპარაკებოდა..დუმილს არღვევს კომპიუტერთან მჯდარი ნუცა ,თან კიდევ ერთხელ ავლებს თვალს ფურცლებს ..
-მოიცა ანუ ,ჩემს ოპერაციამდე მამა თბილისში ჩამოვიდა,მამაშენს შეხვდა და ჩემი ოპერაცისს ფული სთხოვა ხო
-ხო ,მამაჩემმა კი არ მისცა.გაბრაზებულმა გამოსცრა ნუცამ-არ მჯერა რომ ასე მოიქცა ,ასე როგორ გაგიმეტა ,მაპატიე რა ნიტა გთხოვ
-მე რატომ მთხოვ პტიებას?ან რა მაქვს საპატიებელი
-მაპატიე მამაჩემის გამო ნიტა, მაპატიე ,გთხოვ
-კარგი დამშვიდდი,მე არ ვბრაზობ..
-რატომ?რატომ არ ბრაზობ?მამაჩემი საშინლად მოიქცა ,სასიკვდილოდ გაგიმეტა,ამდენი ფული გვაქვს ,როგორ არ მოგცათ!
-ნუცა იქნებ რა მოხდა
-ეს მის საქციელს არ ამართლებს!
-მამამ ფული საიდან იშოვა?ამ დიალოგებიდან ნახევარზე მეტი ვერაფერი გავიგე
-არვიცი საიდან იშოვა..ერთი პლიუსი ის აქვს ამ ყველაფერს ,რომ მამაშენის და მამაჩემის შეხვედრის მიზეზი გავიგეთ.ეხლა წარსულში რაც მოხდა ის დაგვრჩა გასაგები და მგონი ვიცი როგორც
-როგორ?
-ბებია რისთვის არსებობს? მხიარულად წევს წარბებს ზევით და ათამაშებს
-ანუ ბებიაშენთან უნდა წავიდეთ?
-ხო.სოფელში მივდივართ მომავალ კვირას ნიტუშშ
-ხო წამოვალ,დავიღალე ამ ყ ველაფერიგან..
უცებ ტელეფონი ანათებს ,ეკტანზე ამოსულ კონვერტს ვხსნი,უცხო ნომრიდან არის ,,აბა რას შვრები ჩიტო?"
,,რომელი ხარ?"
,,ხომ გითხარი გუშინ შენი კეთილის მსურველითქო"
,,რაგინდა?"
,,მეგობრობა"
,,ვინ ხარ ჯერ ის მითხარი!"
,,ხვალ გეტყვი :),რას შვებითქო?შენი ვითომ შეყვარებული სადაა?"
,,ვინ ვითომ შეყვარებული?"
,,სანდრინიო :) "
,,შენ საიდან იცი?"
,,უცხო არ ვარ და იქედან,მომენატრე ნიტუშ"
,,ავადმყოფი ხარ?რაგინდა"
,,მეგობრობათქო"
-ნიტა ,ჰეი რას ჩაძვერი?
-ის ვიღაც მწერს ,გუშინ რომ მომწერა შენი კეთილის მსურველი ვარო
-უიმეე მაგას რაღა უნდა..თვალებს აბრიალებს
-მეგობრობაო
-საწყალი
-თან პირდაპირ მეუბნება გიცნობთო,სანდროზეც იცის
-ნეტავ ვინ არის..
-არვიცი,მაგრამ სანდრომ რომ გაიგოს გაგიჟდება..უი ხვალ კინოში წამოხვა?
-კინოში რა გვინდა?
-უნდა ვიცეკვოთ,რა უნდა გვინდოდეს აბა თუ გამოიცნობ
-ფილმს უნდა ვუყუროთ
-რადგან მიხვდი..სიცილით ვწევ ხელებს ზევით
-ისიც მოდის?
-არვიცი..ვცდიკობ ტყუილი არ შევიმჩნიო
-რათქმაუნდა რას წამოვა გაბრაზებულია ბიჭი,ერთი კვირაა არც დამლაპარაკებია
-მერე შენც ეგ არ გინდოდა?
ციტახანს თვალებში მიყურებს ,შემდეგ თავს აქეთ იქეთ ატრიალებს-ხო ,ეგ მინდოდა ,დავისვენე რა..
-ხოდა ,რომ წამოვიდეს ალბათ პრობლემა არ იქნება ხო?
სწრაფად მაგებებს თვალებს ,ოდნავ იძაბება
-არაა,რა პრობლემა უნდა იყოს,მე მაინც არ მაინტერესებს ეგ რასიზამს..
ვის ატყუებს ერთი გამაგებინა
-ისე მგონი ვიღაც ახალი გოგო გაიცნო ..ვცდილობ მისი რეაქციდან გამომდინარე ვიმსჯელო რას გრძნობს ,თვალები უფართოვდება ,ცოტახანს გაოცებული მიყურებს ,შემდეგ ნერწყვს ყლაპავს და წარბშეკვრული მეუბნება-მე რატომ მეუბნები?რაში მაინტერესებს ვინ ყავს ვაჟბატონს
-არა ისე,რომ ამოისუნთქო და აღარ იფიქრო ,რომ შეგაწუხებს..ვცდილობ ღიმილი დავმალო მისი სახის დანახვისას
-ხო.ისე დიდი აფერისტი ვინმე ყოფილა ეს ნიკა,რომ გეკითხა უჩემოდ ვერ ძლებდა და ერთ კვირაში გაუჩემია ვიღაც.
-შენ ცივად ექეოდი და აბა რა გეგონა?
-არაფერიც არ მეგონა,უბრალოდ ,ისე ავღნიშნე..კარგი წავედი და ხვალ გნახავ
-კაი მიდი..
გადამეხვია და ოთახიდან გავიდა,მეც უკან გავყევი ,გავაცილე,შემდეგ სამზარეულოში შევედი და დედას კაკაოს გაკეთება ვთხოვე.
-ნიტა წამლებს ხომ სვავ შენ?
-კი რაარის?
-ფერი არ გადევს და თან ძალიან გამხდარი ხარ
-მაგას რა ჯობია თუ გავხდი..ვეუბნები სიცილით
-იცოდე ყველა წამალი დროულად დალიე ხოლმე ,ერთიც რომ ჩაგივარდეს ხომ იცი..
-ვიცი დედა ,ვიცი..
ნაზად მიღიმის,შემდეგ მის ქერა თმას კუდად იკრავს და კაკაოს მიკეთებს.ცოტახანს ასე ვუყურებ,ვერ გადამიწყვეტია ვუთხრა თუ არა სიმართლე,მოდი ჯერ კითხვებს დავუსვავ.
-დე,ოპერაციის ფული ვინ გადაიხადა?
-მთავრობამ დაფარა,რაყომ მეკითხები?
-ჩვენ ხომ იმ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ,როგორც გავიგე ამ შემთხვევაში მთავრობა არ აფინანსებეს ოპერაციას.
დედამ გაოგნებული სახე მიიღო,ჩემს წინ ჩამოჯდა და ჭიქა დამიდო წინ
-მოიცა აბა მამაშენმა,მთავრობამ დაფარაო
-რავი.მე ესე ვიცი..ისეთი დაბნეული სახე აქვს ვხვდები მანაც ჩემსავით იცოდა ,ცოტა მეშვება გულზე რომ დედა მაინც არ მატყუებდა
-დე მე ვიცი სიმართლე.ვახლი ბოლოს..შეშინებულ მზერას მავლებს ,ვხედავ ხელები როგორ აუკანკალდა-რა..რა სიმართლე?საიდან? ტყუილია
-რაარის ტყუილი,რაზე ამბობ
-იმ სიმართლეზე რაც შენ გითხრეს
-ვის რა უნდა ეთქვა?
-მოიცა აბა რაზე ამბობ?
-მამას თბილისში ჩამოსვლის მიზეზს ვგულისხმობდი მე და შენ?
-აა მაგას ,ხო აბა რაიცი?
მას ყველაფერს ვუყ ები რაც მოვისმინე
-ანუ ფული სთოვა და იმან უარი უთხრა
მას თავს ვუქნევ
-არაკაცი ეგ..შენ საიდან გაიგე ეგ ყველაფერი?
-მე..მე..დათო ბიძიამ მოუყვა ნუცას დედას და ნუცამ გაიგო.
არა ამ ბოლო დროს ნამდვილად ტყუილების დედოფალი გავხდი,რაც სულაც არ მომწონს..უკმაყოფილოდ აქნევს თავს და აწეთ-იქეთ დაბორიალობს
-დედა,მამას ძმა ხომ არ ჰყავდა?
შეშინებულ თვალებს მანათებს წამში,სკამზე მოწყვეტით ეცემა-რა ძმა ნიტა საიდან მოიტანე,რა სისულეებს ამბობ,არანაირი ძმა ,დედის ერთაა,ამაზე აღარ დამელაპარაკო!იმდენად დაბნეული და გაბრაზებული ლაპარაკობს მეც მაბნევს
-კარგი უბრალოდ ვიკითხე. რაცშეიძლება წყნარად ვეუბნები
-ამ ბოლო დროს სულ უბრალოდ კითხულობ ხოლმე რაღაცეებს!! ხმამაღლა მეუბნება და ოთახიდან გადის.ცოტახანს გაშტერებული ვზივარ სამზარეულოში,ძალიან დავიღალე,მამა რაღაცეებს მიმალავს ,დედა უაზროდ მიყვირის,რას დაემსგავსა ჩვენი ოჯახი აქ ჩამოსვლის შემდეგ..მაგიდაზე ვდებ თავს და ვცდილობ არ ვიფიქრო ყველაფერზე,დღევანდელი დღე ძალიან დამღლელი იყო.ასე ვარ ცოტახანი სანამ ტელეფონის ვიბრაცია არ მაწევინებს თავს მაგიდიდან, ვიღებ და კონვერტს ვხსნი,მის წაკითხვაზე ჩემდაუნებურად მეღიმება ,ძლივს ვიღაც მაინც არის თავის ამპულაში ,,უკვე გითხარი ,რომ ,ძალიან მიყვარხარ, ჩემო უკარებავ?"
*****************
დილით ადრე მეღვიძება ,იმდენად ადრე რომ წესიერად გათენებულიც არ არის,ვცდილობ ძილი შევიბრუნო მაგრამ არ გამომდის,კიდევ უფრო მაგრად ვეხვევი საბანში ,ფანჯრისკენ ვაბრუნებ პირს:ცას უცნაური ფერი დაჰკრავს ,ნახევრად ბნელია ,ნახევრად ნათელი ,დღისა და ღამის შერწყმასავითაა..ჩემი ამჟამინდელი ყოფა მახსენდება და ამ ფერებს ვუკავშირებ,ნახევარი გავარკვიე ,ნახევარი კი ისევ ბნელს აქვს მოცული..სიმართლე ,რომ ვთქვა არასოდეს მდომებია დეტექტივობა ,ყოველთვის წყნარი ცხოვრება მქონდა ,ისეთი როგორიც ვიყავი ,მშვიდად მივდიოდი სკოლაში ,ვესწრებოდი გაკვეთილებს ისე რომ არავის ველაპარაკებოდი ,მერე წყნარად ვაღამებდი ოთახში.ახლო მეგობარიც არ მყოლია,განა იმიტომ ,რომ მათ არ უნდოდათ,არა,უბრალოდ ეს მე ვიყავი ყოველთვის ჩაკეტილი,წიგნებთან და ფანქრებთან მერჩივნა ჯდომა ,სულელურ ჭორაობასა და ხეტილას. აქ რომ ჩამოვდიოდი მეგონა აქაც ყველაფერი ესე იქნებოდა,მაგრამ უარესი მოხდა,თან ვინ აღმოჩნდა მტყუანი,ჩემი ოჯახი,ოჯახი რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი. ადამიანების ნდობა თურქეთში დავკარგე,მაშინ როდესაც -ერთმა ბიჭმა შუა ქუჩაში სცემა თავისი შეყვარებული ,მხოლოდ იმიტომ რომ მან მოლარეს გაუღიმა ,თავად ეს ბიჭი კი წინა ღამით სხვა გოგოსთან ერთობოდა სკვერში..მაშინ დავრწმუნდი ,რომ ადამიანი სასტიკი არსებაა,არავის ნდობა არ შეიძლება შენი ოჯახის წევრის გარდა.დედაჩემი და მამაჩემი ჩემთვის ყველაფერია,სწორედ ამიტომ ვერ ავიტანე რომ მატყუებენ ,ამიტომ მაქვს სურვილი გავარკვიო სიმართლე ,მინდა ბნელი წარსული სინათლით შევცვალო და სამუდამოდ ჩამოვაშორო მათ მატყუარას იარლიყი,რომელიც ჩემს თვალში აქვთ მიმაგრებული..რაც შეიძლება მალე უნდა გავიგო ყველაფერი რომ მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება ,რაც აქ გადმოვედი თითქოს სხვანარ სამყაროში მოვხვდი,აქ არ შეიძლება იყო უჩინარი,აქ ყველამ ყველაფერი იცის შენზე ,ყველა გაკვირდება ,ჭორაობს .ეხლა რომ ავდგე და სადმე წყნარ ადგილას მოვინდომო წასვლა ვერ წავალ,განა იმიტომ რომ შემეშინდება ,არა ,უბრალოდ ასეთი ადგილი აქ არ მოიძებნება,ყველგან ხალხია,ყველგან საფრთხეა,ყველგან ნაცნობია ,აქ ფეხით და ველოსიპედით ნორმალურად ვერ ივლი,შეიძლება ვინმე შეგასკდეს და აქეთ დაგადანაშაულოს ,ასეთია რეალური სამყარო,მას მე ჭუჭყსა და სიბინძურეში გახვეულს ვხედავ,ჰაერიც კი მოწამლულია ადამიანების სისაძაგლით..
ხელს ვყოფ და საათს ვაკვირდები 7:30 ,ცოტახანს კიდევ ვჩერდები ლოგინში,შემდეგ ვდგები,სწრაფად ვიცვავ შავ შარვალს,ვარდისფერ ზოლებიან მაისურს,თბილ ბატინკებსა და ჟაკეტს ,უკვე ნოემბერია ,რა მალე გავიდა დრო,მოუთმენლად ველოდები თოვლს,პატარა ბავშვივით მიხარია როცა ვხედავ ...სწრაფად გავდივარ სამზარეულოში,ჩემდა გასაკვირად მამა მხვდება სკამზე ჩამომჯდარი ,გაზეთი უჭირავს და კითხულობს ,სათვალე ცხვირსე დაუკობსია ,თმა ოდნაბ გაჩეჩილი აქბს..ნელა ვუახლოვდები და მის წინ ვჯდები,მოთმინებით ვაკვირდები მის სახეს ,როგორი შავი თვალები აქვს ,რომ შეხედავ და ერთი წამით ელდა გეცემა ისეთი, ამავე ფერის თმა ,რომელსაც ჭაღარის ნასახი არ აქვს ,სწორი ცხვირი და ზომიერი ტუჩები,ხორბლისფერი კანი,მას ვგავარ,ძალიან ვგავარ,ზუსტად მისი ასლი ვარ ,მაგრამ ხასიათი სხვადასხვა გვაქვს ,ხასიათით დედას ვამსგავსებ ჩემს თავს ,ყველაფერში არა ოღონდ,მამას გულჩათხრობილობით ვგავარ,დედას კი სიმტკიცითა და სიჯიუტით..
-რამე ხდება ნიტა? მისი ხმა ოდნავ ჩახლეჩილი მომეჩვენა ,სიგარეტის კოლოფი გახსნა და მოუკიდა,გაზეთი მაგიდაზე ხმაურით დადო,თვალებში ჩამაცქერდა და გამიღიმა
-არა მა ,არაფერი,უბრალოდ გაკვირდებოდი
-მერე ,რა გადაწყვიტე?
-ის რომ ძალიან გგავარ...ვუთხარი ღიმილით,მასაც გაეღიმა ,თვალები აუციმციმდა
-მგავხარ მა ,აბა როგორ ,ჩემი გოგო ხარ..მომახლოვდა და აკანკალებული ხელი გადამისვა თავზე
-დედასიც ვარ მაგრამ არ ვგავარ ...მწუხარებით წარმოვთქვი
-ოო ეგ უკვე გენების ბრალია,ჩვენ ვერაფერსა შევცვლით...მხრებში გასწორდა და თვალი ჩამიკრა
-მა შეიძლება რაღაც გკითხო? დავიწყე შეპარვით
-აბა რა გაინტერესებს კიდევ ჩემი წარსულიდან? ამოიგმინა და ღიმილითვე მომმართა
-წარსულიდან? გამიკვირდა ასე მალე რომ მიხვდა
-ხო სულ მაგაზე მეკითხები ამ ბოლო დროს..
-აა ხო..მა ,შენ დედისერთა ხარ?
ცოტახანს სახეზე ვაკვირდებოდი,იმდენად დაჟინებით რომ არ გამომპარვია როგორ გადაურბინა გაკვივებამ,ტკივილმა და იმედგაცრუებამ ერთდროულად ,ქვედა ტუჩი აუთამაშდა ,სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო
-არა..მყავდა ძმა ,ლევანი ერქვა ,ჩემზე ერთი წლით პატარა იყო
-მე რატომ არ ვიცი ამაზე?გუშინ დედას ვკითხე და არაო,რატომ მომატყუა,ბიძია თუ მყავდა არ უნდა გემგო?
-მომისმინე შვილო. ლევანი -ვიგრძენი როგორ გაუჭირდა ამ სახელის წარმოთქმა-ის ,დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,ჯერ კიდევ არ იყავი დაბადებული შენ ,დედაშენიც არ იცნობდა ,მისი გახსენება ტკივილს მაყენებდა ყოველ ჯერზე,ამიტომ დავმალე ,უფროსწორედ აღარ ვახსენებდი..
-გასაგებია...ჩავილაპარაკე ჩემთვის
-ხოო,ისე ბიძიასაც გავხარ..მითხრა ღიმილით
-მართლა,რითი?
-ხო,ყველაფრით,მე და ის ძალიან ვგავდით ერთმანეთს,თითქმის ვერ გვარჩევდნენ,უბრალოდ მე უფრო გამხდარი ვიყავი ყოველთვის..კაი მა წავედი მე ჩავიცვა და სამსახურში გავვარდე..მითხრა და ღიმილით გავიდა სამზარეულოდან.
მეც გასვლას ვაპირებდი ტელეფონი რომ აწკრიალდა ,, დილამშვიდობისა" ,მომდის უცნობისგან მესიჯი,ეს კიდევ ცოცხალია? ვფიქრობ ჩემთვის,პასუხს არ ვცემ.
,,რატომ არ მპასუხობ?" ,როგორც ჩანს უცნობი არ ნებდება ,,არ გინდა გაიგო ვინ ვარ?",აი აქ კი უკვე გადავწყვიტე მეპასუხა ,,ვინ ხარ?" , ,,ნაცნობი"
,,ეგ რა პასუხია?" , ,, იმეგობრე ჩემთან და მალე გაიგებ ,, ,აღარაფერი მიმიწერია , ,,დუმილი თანხმობის ნიშანია " , მივხვდი ასე ადვილად არ მომეშვებოდა ,,კარგი ჯანდაბას " , ,,ძალიან კარგი,დღეს სკოლაში მიდიხარ?" ,,არა" ,, მე კი" ,,ასეთი სულელური კითხვებით უნდა მისვა სულ? " ,,ოხ ,როგორი მკაცრი და უკარება ხარ" ,,,შენ არ იცი მე როგორი ვარ " , ,,ვიცი ,ვიცი...რა ფერი გიყვარს ნიტა? " ,, წითელი" ,,ოხ შენ ვარდები გეყვარება" ,,კი ,რაიყო ჩუქებას ხომარ აპირებ?" ,,ვნახოთ :)) "
ტელეფონი გავთიშე , ჩანთაში ჩავაგდე ,მიკვირს დედას ამდენი ხანი რომ სძინავს , მამა უკვე წავიდა ,მეც ქურთუკს ვიცვავ,ხელებს ჯიბეებში ვყოფ და სწრაფად გავდივარ სახლიდან . კორპუსთან უკვე დგას ნუცას მანქანა ,სწრაფად ვჯდები და ვეხვევი
-აბა წავედით.. ღიმილს მაგებებს წამში
-ხო,ოღონდ მალე ჩამოვიდეთ კინოშიც მივდივართ ხომ იცი
-აა ხო ,სულ დამავიწყდა...ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-ხოო,ამიტომაც ხარ ასე გამოპრანჭული..ავათვალიერე :შავი ტყავის შარვალი,ლამაზი ოდნავ ამოღებული თეთრი ,თვლებით გაფორმებული ზედა ,შავი ტყავის ქურთუკი და დაბალყელიანი ბათინკები ეცვა . თმა დაეხვია ,სახეზე კი მსუბუქი მაკიჟი
-სულაც არ გამოვპრანჭულვარ, უბრალოდ ბებოსთან მივდივარ და მინდა კარგად გამოვიყურებოდე ,თან არ მადარდებს ნიკა რას იფიქრებს.
-მე ნიკა არც მიხსენებია.
-ბბბბ..მერე მე ვახსენე? ხო კარგი მალე მივალთ ,შენ რომ გაგიცნობს გაეხარდება ალბათ
-ცოტას ვნერვიულობ ,რომ არ მიმიღოს?
-მიგიღებს,ბებია ეგეთი არ არის...
მხრები ავიჩეჩე ,თავი ფანჯარას მივადე და გზას დავაკვირდი, ქალაქიდან უკვე გავედით ,წყნეთში მივდიოდით აგარაკზე,კიდევ ერთი საათი ვიმგზავრეთ ,შემდეგ უზარმაზარი შავი ჭიშკრის წინ გავჩერდით , ნელა გადმოვედი მანქანიდან, კარები დაცვამ გააღო,ნუცას მიესალმა და შიგნით შეგვიშვა . უზარმაზარი სამსართულიანი სახლი წამოჭიმულიყო შუაგულ ეზოში,უამრავი მცენარე და გაშიშვლებული ხეები ამშვენებდა ამ ეზოს,კარებში მალევე გამოჩნდა შუახნის ქალბატონი,თეთრი თმითა და ცისფერი თვალებით,ეხლა მივხვდი ვის ჰგავდა დათო ბიძია.მხიარულად წამოვიდა ჩვენსკენ ,ნუცას მაგრად ჩაეხუტა ,მოიკითხა და გადაკოცნა .შემდეგ მე მომიბრუნდა ,პირი გავაღე იმის სათქმელას თუ ვინ ვიყავი მაგრამ თვითონ დამასწრო -ნიტა,შენ ალბათ ნიტა ხარ ხო?
-დიახ .. ვუთხნარი წყნარად ,უცებ ცრემლები წამოუვიდა ,აკანკალებული ხელები მომხვია და მაგრად მიმიხუტა -როგირ გავხარ შვილო მამაშენს ,ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული..
ამ სიტყვების გაგონებაზე ელდა მეცა ,წამში მოვშორდი -რა თქვით?-ნუცას გადავხედე ,გაკვირვებული თვალებით მიყურებდა
-წამოდი შიგნით შევიდეთ ბებო ,არ მინდა გაცივდეთ. მორჩილად შევყევი სახლში ,ულამაზესი სახლი იყო,სუფთა და მყუდრო ,ბუხართან დაგვსვა ,დამხმარე ქალს ჩაისა და ტკბილეულის მოტანა დაავალა ,თვითონ კი წინ ჩამოგვიჯდა
-აბა ,ნუცა ბებო რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-კაი რა ბე ,ხომ იცი სულ მახსოვხარ ,უბრალოდ ვსწავლობ,ახლა არდადეგებზე აუცილებლად ჩამოვალ ..
-კარგი ხო,შენ და შენს ძმას მიზეზები არ გელევათ ..ხელი აიქნია მოხუცმა -შენ ნიტა ,მომიყევი შენზე,ისე მიხარია რომ ჩამოხვედი,მეგონა მაშინდელის შემდეგ ვეღარ გნახავდი ბებო,ისეთი პაწუკა იყავი ,ლევანი ისეთი ბედნიერი.
სახელის გაგონებაზე შევცბი-ლევანი?
-ხო ,მამაშენი ...აი აქ უკვე გული ხელით მეჭირა ,ათასი რამ ვიფიქრე და წარმოვიდგინე,ცრემლები ძლივს შევიკავე ,მერე ვიფიქრე მოხუცია და ალბათ სახელი შეეშალათქო
-იცით გეშლებათ მამაჩემს რატი ქვია ..ლევნი მისი გარდაცვლილი ძმაა..მოხუცმა წარბაწეულმა შემომხედა ჯერ მე ,შემდეგ ნუცას .კარგახანს გვიყურებდა ასე ,შემდეგ ნაძალადევად გაიღიმა -ხო რათქმაუნდა ,დავბერდი და ალბათ ამერია.
გულზე მომეშვა ,ამასობაში ცხელი ჩაიც შემოიტანეს ,ის კანფეტებიც მე რომ მიყვარს :რძითა და შოკოლადით ..ჭიქას დავწვდი ,ხელები შემოვხვია ,სითბო ჩამეღვარა ორგანიზმში,ეხლაღა მივხვდი როგორ შემცივნია გარეთ..
-ბე შენთან საქმ გვაქვს ..ღიმილით მიმართა ნუცამ
-გისმენ ჩემო ლამაზო გოგონავ
-ბე ,ჩვენ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი,კლასელები ვართ.შემდეგ გა ვიგეთ რომ თურმე ბიძაშვილებიც ..იცი წესიერად არავინ არაფერს გვიყვება ბე ,შენღა დაგვრჩი იმედად..მოგვიყევი რა ,რატომ იჩხუბეს ბაბუამ და ბიძია რატიმ?
ქალმა ჯერ ნერვიულად გადმოგვხედა ,შემდეგ ხელების წვალებას მოჰყვა.მივხვდი ორჭოფობდა რა ექნა ,გვერდით მივუჯექი და ხელი მოვხვიე
-ბები..ხომ შეიძლება ასე დაგიძახოთ?-აცრემლიანებულმა დამიქნია თავი-ჩვენ უბრალოდ გვინდა მამა და ბიძია დათო შევარიგოთ.იცით ისინი ორივე ძალიან დარდობენ..
მოხუცმა ნაზად გადამისვა თავზე ხელი -რაკარგი ჰყავხარ გამზრდელს შვილო.ნუცა ბებო მიდი შენ აქედან მომიჯექი,ორივეს მოგეხვიოთ ..ნუცა მორჩილად გადმოვიდა და თავი დაადო -ბე ,ხომ გვეტყვი ?
-კი შვილო ,გეტყვით აბა რას ვიზამ ..-ჩაი მოსვა ,შემდეგ ჩაახველა და მოყოლა დაიწყო-2002 წლი იყო,თითქოს ყველაფერი კარგად იყო,საღამოობით როგორც ყოველთვის მთელი ოჯახი შევიკრიბეთ,ერთად უნდა გვევახშმა .თითქოს ყველა მოვიდა ,რატი აგვიანებდა რატომღაც ,მაშინ ლევანი ახალი გარდაცვლილი იყო,ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული,ხოდა ვიფიქრეთ იქ წავიდა ..სასაფლაოზეთქო,დიდხან ველოდეთ მაგრამ არ მოვიდა ,ნუცა მაშინ შენ ძალიან პატარა იყავი,დედაშენმა ვერ გაგაჩერა ,ბევრს ტიროდი,ამიტომ დათომ დარჩენა გადაწყვიტა.დიდხანს ველოდეთ რატის,ზუსტად 1:00 საათზე მოვიდა ,გამოგვიცხადა ცოლი მოვიყვანეო
-ცოლი?! ვერ დავმალე გაკვირვება
-ხო შვილო ცოლი
-მაგრამ ამ დროს მე დაბადებული ვიყავი უკვე ,ანუ დედაჩემი..
-დედაშენი მისი ცოლი არ იყო მაგ დროს,სწორედ იმ დღეს მოიყვანა. ჩემი ქმარი გაბრაზდა ,ცოლი თუ მოგყავდა კეთილი გენება და გეთქვა ,ქორწილი გადაგეხადა ან გოგო გაგეცნო ჩვენთვისო,არ ვიცოდით ვინ მოჰყავდა . როცა გვითხრა ,გურამი გაბრაზდა ,დედაშენი კი კარგი გოგო იყო ნიტა ,მაგრამ ხომ ხვდები დაბალი ფენიდან ,თანაც..-აქ გაჩერდა-ხოდა არ აპატია,ხალხი რას იტყვისო,მაშინ სხვა დრო იყო ,ასე დაბალი ფენის ადამიანის მაღალ ზაოგადოებაში მოხვედრა არ ხდებოდა,ოჯახს სასაცილოდ აიგდებდნენ. გოგო არც უნახავს ისე გააგდო..
-ანუ მამა დედას გამი გააგდეთ სახლიდან?
-გურამიმ გააგდო,დიდხანს ვეხვეწე ეს არ ექნა,თან შენც 1 წლის იყავი ,მაგრამ არ დამიჯერა ..იმ ამბის შემდეგ ძალიან შეიცვალა,უფრო მკაცრი გახდა ,დათოს მიმართ მომთხოვნი,კომპანიის საქმე მთლიანად თვითონ ჩაიბარა ,ანგარიშებსა და ყველაფერს თვითონ აკონტროლებდა..მერე გულმა შეაწუხა ,სიკვდილის წინ რატის ნახვას ითხოვდა ,მაგრამ მამაშენმა ვერ აპატია .არ აოატია ბავშვთან და ცოლთან ერთად ქუჩაში დატოვება.
ჩაი ისევ მოსვა ,ცოტახანს ვიაყვი ესე დამძიმებული,მაგრამ შემდეგ სიამაყე ვიგრძენი მამის გამო, მან ხომ ჩვენს გამო ოჯახი დათმო.
-ნუცა ,შვილო ბექა როგორ არის?
-კარგად არის ბე ,მუშაობს ჩვენს ფირმაში,მთავარ იურისტად
-დედა!! -თავში წამოირტყა ბებომ ხელები-ჩვენს ფირმაში იურისტად,სულ გაგიჟდა მამაშენი შვილო,საკუთარ ფირმაში შვილი უფროსად არ დასვა?!
-ბებო ეს ბექას გადაწყვეტილება იყო,ჯერ იურისტად უნდა რომ იმუშაოს ,მერე მამა რომ მოხუცდება ,თავად გაუძღვება ფირმას ..
-ხო,ჩემი ჭკვიანი ბიჭი,კარგად მოუფიქრებია...ნიტა რატი რას საქმიანობს ბები?
-მამა არქიტექტორია ,დაკვეთებს იღებს უცხოელი ინვესტორებისაგან.
-ხო სულ უნდოდა ამ პროფესიით ემუშავა ,მაგრამ გურამმა საშუალება არ მისცა ,გინდათუარა ჩვენს კომპანიაში უნდა იმუშავოო.მიხარია თუ აუხდა ოცნება .. ცრემლი მოადგა ქალს თვალზე
-კარგი ბე ,უნდა წავიდეთ ეხლა მე და ნუცა ..დღეიდან ხშირად ამოვალთ ხოლმე გპირდები..
-ასე მალე ბებო გენაცვალოთ?
-ხო რა ბე ,სხვა საქმეებიც გვაქვს ..მხარი ამიბა ნუცამ
-ნუციკო ბებო,ბექამ გამომიაროს..გადაგვეხვია ორივეს ბებო ..ჩვენს გახარებულები ჩავჯექით მანქანაში და თვილისისკენ გამოვეშურეთ,უკვე 3 საათი სრულდებოდა
-რა მალე გავიდა ბებოსთან დრო არა? დუმილი დაარღვია ნუცამ
-ხო ,რა სასიამოვნო ქალია და რა ლამაზი
-ხო,ბებია ყველაზე მეტად მიყვარს,ყოველთვის მიხარია ზაფხულში მასთან ჩასვლა.
-ხოო...მე ,რა არ მესმის იცი?
-რა?
-დიდი არაფერი მიზეზი ყოფილა ამ ჩხუბის,რატომ გვიმალავდნენ ასე გულმოდგინედ? რა სისულელე იყო ეს, ან აქამდე მოვსულიყავით ბებოსთან როგორ ვერ მოვტვინეთ,ან დედამ რომ მითხრა შენ უფრო გეტკინებაო,ამაზე მითხრა?საერთოდ არ მტკენია,პირიქით მამაჩემი საქციელი მეამაყება..
-ხო ეგ მეც მაფიქრებს,ასეთი რაიყო ეხლა ..მოკლედ ,ეს უფროსები ძაან სისულელეებს მალავენ რა ..სიცილი აუტყდა ნუცას ,მას მეც ავყევი..
ტელეფონზე ზარი შემოვიდა,სანდრო იყო
-გისმენ სან..
-რაგჭირს ,რა მხიარული ხმა გაქვს
-არაფერი,კარგ ხასიათზე ვარ უბრალოდ
-ხოო..აბა რას შვებით?
-არაფერს რას უნდა ვშვებოდეთ
-ხომ მოდიხართ?
-სად? თავი გამოვიშტერე
-ნიტა ,ეხლა არ გამაბრაზო!
-სანდრო ,ვერ ვხვდები ,რა გინდა?... ნუცას გადავხედე,სიცილს ძლივს იკავებდა
-კინოში წასვლა ,რომ დავგეგმეთ დაგავიწყდა?
-აა ხო,კი კი მანდ მოვდივართ...ვუთხარი და სიცილი ავტეხე
-მოიცა მოხვალ შენ ,დაგსჯი მაგ ტყუილისათვის
-ვიცი მე შენი დასჯის ხერხები..
-რა ფილმზე წავიდეთ?
-ჯერ არ მოგიფიქრებია?
-ნწ ..გოგოებმა გადაწყვიტონო ნიკამ
-მოიცა..ნუცა ნიკამ ფილმი გოგოებმა მოიფიქრონო -მივუბრუნდი გაღიმებულ ნუცას
-ოხ ,ტვინი ქონია ვაჟბატონს..უთხარი ,მმ..,,ზოოტოპია"-ზე წავიდეთთქო
-,,ზოოტოპიაზეო" ქალბატონმა
-კაი..მოიცა რა? აუ კაით რა ,რა ზოოტოპია რამდენი წლისები ხართ ტოო!!
-კიბატონო მაშინ თქვენ შედით რაზეც გინდათ ,რაღას გვპატიჟებდით
-კაი ხო კაი,ვიყიდი მაგის ბილეთებს
-დაძალებული არ მინდა ,მადლობა...ცხვირი ავიბზუე
-არა რას ამბობ,ეხლა ბანერს შევხედე და მეც დამაინტერესა... მის ტყუილზე გამეცინა
-კაი ხო,მოვალთ მალე..
-კაი უკარებავ...კოცნის იმიტაცია გააკეთა ტელეფონში და გამითიშა.
კმაყოფილმა გადავხედე გაბღენძილ ნუცას -გოგო ეგ ხომ ნანახი გვაქვს ,რათ გინდოდა კიდე მაგაზე წასვლა?
-მე კი მაქვს ,მაგრამ მაგათ არ აქვთ,ხოდა დღეს დავტკბები მათ სახეებზე ,ნახონ როგორია სროლების და დეტექტივების შემდეგ,მულტფილმის ყურება..
-ხო ,სასაცილო ნაღდად იქნება..სიცილითვე დავეთანხმე.
მალე ჩამოვედით თბილისში,ეგრევე კინოთეატრისკენ ავიღეთ გეზი,ფილმი 1 საათში დაიწყებოდა ,ბიჭები უკვე აქ იყვნენ და გველოდებოდნენ..მანქანიდან გადმოვედი თუარა სანრო მომიახლოვდა ,ჯერ თავი გააქნია ,შემდეგ ჩამეხუტა,მეც უყოყმანოდ მივადე თავი გულზე,ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი,შემდეგ მოვშორდი . ფრთხილად გადავხედე იქვე მდგარ ნუცას რომელიც ცხვირაწეული იყურებოდა სადღაც,შემდეგ ნიკასკენ გამექცა თვალი,ნუცას მორცვად უყურებდა ,აშკარა იყო რამის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა..ბოლოს მაჯნც გაბედა,ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
-ნუუც !!
-...
-ნუციი!!
-...
-ნუციკო!!
-ნუ მეძახი ნუციკოს! ..წამში შემოტრიალდა ნუცა
-მაპატიე რა ,არ მინდოდა გაგბრაზებოდი იმის გამო ,რომ ცხვირში მითავაზე ხელი და კინაღამ ჩამიმტვრიე..
-ნეტა მართლა გაგტეხვოდა ეგ სწორი ცხვირი..
-მერე აღარ მოგეწონებოდი დაგრეხილი ცხვირით
-ეხლა ხო რას ამბობ ,მომწონხარ..
-რა არა?
-ეგ რომ ვაღიარო ისიც უნდა ვთქვა ბაყაყები მომწონს შეყვარებულადთქო..
-ანუ ბაყაყი ვარ? წარბები შეკრა ნიკამ
-არა !
-აბა ?
-უარესი,გრძელცხვირა ბაყაყი..დაეჭყანა და ჩემს მხარეს გადმოინაცვლა
-ხო მართალი ხარ,ეგ ვარ..ისევ ნუცას გვერდით გაჩნდა და გაუღიმა
-ოხ ,რა მალე დამთანხმდი
-ხო,აბა რა გეგონა,შენ პრინცესა ხარ,რომელიც მაკოცებს და პრინცად გადამაქცევს..
-იოცნებე ჩემს კოცნაზე ბაყაყო..წარბები შეკრა ნუცა
-შემირიგდები? -იმწუთას ისეთი სახით შეხედა ,მე შევურიგდებოდი ,რომ ეთხოვა
-კაი ხო,მე კი ვიყავი დასვენებული მაგრამ როგორც ვატყობ შენ ვერ ძლებ უჩემოდ,ხოდა ცოდვის დადება არ მინდა..ამიტომ გირიგდები..ცხვირი აიბზუა ნუცამ
-ხო,ცოდვაში ფეხის ჩადგმა არ ღირს..ღიმილით მოხვია ხელები და მიიხუტა,ნუცა თავიდან წყნარად იყო,მერე ეტყობა გონს მოეგო და ჯიჯგილაობა დაუწყო..
ცოტახანში დარბაზშიც შევედით და ადგილები დავიკავეთ
-ისე ჩვენთვის ბოლო რიგში ხომ არ აგვეღო ადგილი? გადმომიჩურჩულა სანდრომ
-რატომ აქედან კარგად არ ჩანს?
-კი ,მაგრამ იქ არ ჯობია?
-არა რატო ,ვიჯდეთ აქ ,იქ უკან გადაკარგულში რა გვინდა.
-ვერ ხვდები რატომ გეუბნები?
-კი,გინდა რომ შორიდან უყურო..ვუთხარი და ბატი-ბუტი ავაცალე
სანდროს სიცილი აუტყდა -რა გაცინებს?
მკლავები მაგრად შემომხვია და გულზე ამიკრა, -მართლა რა გულუბრყვილო და სუფთა მყავხარ..
-ჰმ,ხო ყოველ დღე ვიბან.. -ვთქვი და სიცილი ძლივს შევიკავე,სამაგიეროდ სანდრომ გადაიხარხარა ისე ,ნახევარი დარბაზი ჩვენსკენ შემოტრიალდა
-რა თქვი? -მკითხა დაწყნარების შემდეგ
-კაი ვიხუმრე..ჩუ იწყება..
მთელი ფილმის განმავლობაში ბიჭებს ვაკვირდებოდი სახზე,თავიდან ძაან გაჭირვებული სახით უყურებდნენ,აშკარად ძალით წამოყვანილებს გავდნენ,შემდეგ აზარტში შევიდნენ,ბოლოს კი სიცილით იხეოდნენ,მათი კარგი ხასიათი მეც გადმომედო,იმდენი ვიცინე ,თან ისეთ სისულელეებზე ლამის მოვკვდი
-ისე ის მელია შენ გგავს..გადმომიჩურჩულა უცებ
-მე?მე რითი?
-შენსავით ამაყი და უკარებაა..მის ირონიულ სიცილზე გავბრაზდი
-აჰა ,ესეიგი მე ვარ ამაყი და უკარება ხო?
-კიი და კიდევ მელიასავით ჯიუტი და სულელუკა
-ხოდა იყავი ეგრე..
ტუჩები გამოვბერე და საპირისპირო მხარეს მივიჩოჩე,
-გეწყინა?
-...
-კაი რა გეხუმრე
-...
-ნიტაა,საყვარელია ეს მელია და იმიტომ შეგადარე
-ამაყი და უკარება სისაყვარლეს სულ არ ნიშნავს
-რახან შენი ხმა გავიგე რას დავეძებ..კაი რა შემომხედე,ნიტა,შენსავით ჭკვიანიათქო უნდა მეთქვა.
-ყურება მაცადე.
-გამიღიმე და გაცდი
-არა!
-ნიტა!!
-..
-კარგი მაშინ ..ესღა თქვა და თავი დამანება..

-ნუც
-ნუცა
-ნუციი!!
-რაგინდა ნიკა ,მაცადე ვუყურება!
-ბაჭია ხომ საყვარელია?
-აუ კი ძალიან,მინდა ეგეთი
-ხოდა გაჩუქებ
-შეენ?
-ხო,მაგრამ ორი ეგეთი რა საჭიროა?
-ორი რატომ?
-შენ ხარ ზუსტად მისნაირი
-მოიცა ,ესეიგი კურდღელი ვარ?
-მე თუ ბაყაყი ვიყავი
-შენ გავხარ ბაყაყს,მეკი კურდღელს არ ვგავარ
-არა კურდღელი არა,ბაჭია ხარ,საყვარელი პატარა ბაჭია
-ჰმ..,,ნუციკო" არ მეყოფოდა ეხლა ბაჭიაც გავხდი
-ნუცა ,ნუუც,ნუციი-მეძახდა და თან ხელზე მეჯაჯგურებოდა
-რაა?!!!
-იცი რა ლამაზი ხარ?...ნუცამ ცოტახანს უყურა ,შემდეგ ამოვარდნილი გული დაიმშვიდა და ისევ ეკრანს შეხედა.
მულტფილმი ,რომ დამთავრდა ყველანი მშვიდად ავდექით და გარეთ გამოვედით.სანდროს მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია,ზეადც არ შემოუხედავს,რაც ნამდვილად არ მესიამოვნა, რაარი ნიტა ,განა ასეთი რა გითხრა,დიდი ამბავი მელიას თუ შეგადარა,უკარებას ხომ ისედაც გეძახდა ..კიდევ ერთხელ გავაპარე მისკენ თვალი,წინ იყურებოდა და ისე მომყვებოდა გვერდით,შერიგების მიზნით ხელი შევახე,მინდოდა მტევანზე მომეკიდა მაგრამ აწია,რამაც გული დამწყვიტა ,ხელები გადავაჯვარედინე და თვალები მაგრად მოვხუჭე ცრემლი ,რომ არ წამომსვლოდა.
-მანქანა სად არის სანდრო?
-მალე მოვა ,ჯერ გოგოები დავტოვოთ ხო?
-ხო ძმაო აბა რა..
ვიდექით ასე ტროტუარზე ოთხივე ,ერთმანეთისაგან შორს და ვიყურებოდით სადღაც შორს ,გული დამწყდა ასეთი კარგი დღე ასე რომ უნა დასრულებულიყო,სანდროსთან ჩხუბი ნამდვილად არ მინდოიდა..
-გოგონებს მიხედე! დაუბარა ნიკას და სადღაც გაუჩინარდა ,ალბათ ჩემთან ერთად წამოსვლაც არ უნდოდა,ეხლა ნამდვილად ვერ შევიკავე ცრემლები,ნუცასა და ნიკასგან ზურგით შევბრუნდი და ჩუმად მოვიწმინდე,შემდეგა ისევ მოვტრიალდი და კინაღამ შევხტი მოულოდნელობისაგან,ჩემს წინ სანდრო იდგა დიდი ვარდების თაიგულით ხელში,შემდეგ ნელა გაწია და ყურებამდე გაღიმებული სახეც გამოჩნდა ,სულელივით ვაცეცებდი აქეთ-იქეთ თვალებს,ვერ მივხვდი წესიერად რაც მოხდა,მხოლოდ ის ვიცოდიზ რომ ძალიან გამიხარდა.ვარდები გამომიწოდა 50-მდე მაინც იქნებოდა
-სანდრო ეს..არ ვიცი რა ვთქვა
-ჩჩჩ..ტუჩებთან მიიტანა საჩვენებელი თითი და უფრო მომიახლოვდა-მაპატიე რა
-კაი ხო არაუშავს,ისეთი არაფერი გითქვამს
-ხოდა მაშინ ეს შენ ..მითხრა და მეორე ხელი ,რომელსაც აქამდე უკან მალავდა გამოწია ,ხელში სათამაშო მელია ეკავა ,მის დანახვაზე გამეცინა,გამოვართვი და მაგრად ჩავეხუტე,ბედნიერებისგან სულელივით ვიღიმოდო,მაგარ სხეულზე მივადე თავი,ისეთი თბილი იყო ,მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე,თვითონაც ჩამომადო ნიკაპი თავზე და უფრო მაგრად შემომხვია მკლავები.
-რა საყვარლები არიან არა? გაღიმებულმა ჰკითხა ნიკამ ნუცას
-ხო,ძალიან..
-ხოდა ჩვენც ასეთები ვიქნებით..თქვა და ხელი შემოხვია
-ხო..მოიცა რა ,მომაშორე შენი ხელები,რამდენს ბედავ ?!
-კარგი ხო ,ბოდიში ბაჭია, წამო მანქანა მოვიდა
-ნუ მეძახი ამ ბაჭიას!
-კარგი ნუციკო ბაჭია..
-სანდრო მომაშორე შენი ძმაკაცი თორემ მოვკლავ !
-ნიკა!
-კაი ხო..ხელები აწია ნიკამ და მანქანაში მოკლათდა,ჩვენც მას მივბაძეთ..
მალე მივედი სახლში,ყველანაირად გახარებული ვიყავი,ძლივს ავათრიე კიბეებზე ჩემი ყვავილები და მელია,კარები დედამ გამიღო ,მხიარული ჩანდა ,ვარდები ვაზაში ჩააწყო,იმდენი იყო ყველა კუთხეში იდო ნაწილ-ნაწილ,მელიას განსაკუთრებული ადგილი მივუჩინე,ჩემი საწოლის გვერდით.შემდეგ სამზარეულოში გამოვედი,მშობლებთან ერთად ჩაის დასალევად,წამალი დავლიე და შემდეგ მათ შევუერთდი..ორივეს გადავხედე,დედა რაღაცას ეტიკტიკებოდა მამას ,ისიც მშვიდად და ყურადღებით უსმენდა ,თან ჩაის სვამდა
-დღეს ბებიასთან ვიყავი..სწრაფად ჩავუგდე სიტყვა,ორივემ გაფართოებული თვალებით გადმომხედა,
-შენ ვინ წაგიყვანა ბებიასთან დე?ან მე რატომ არ ვიცი?
-ნიტა ,შენ ძალიან ბევრი აიღე ამ ბოლო დროს საკუთარ თავზე,ვეღარ გცნობ და მე ვფიქრობ მოუწევს სანდროს ლაპარაკი.
-მამა სანდრო რა შუაშია? მე და ნუცა ვიყავით
-მოიცა დედაჩემთან ნუცას რაღა უნდოდა? გაკვირვებულმა შემომხედა დედამ
-არა დე ქეთინო ბებოსთან ვიყავით,მამას ბიცოლასთან..ამის თქმა და მამის ხველება ერთი იყო,ჩაის ჭიქა უცებ დადო მაგიდაზე
-იქ რა გინდოდა?! გაბრაზებულმა ამომხედა
-სიმართლე გავიგე ,წარსულზე
-რის მიღწევას ცდილობ ამით,რა გინდოდა ,რატომ უკირკიტებ სულ ამ წარსულს ნიტა!! ყვირილით წამივარდა მამა
-დამშვიდდი რატი
-რანაირად დავმშვიდდე მაკა,რანაირად ..რაგინდა შვილო თავს რატომ იზარალებ ამიხსენი
-თავს ამით არ ვიზარალებ,მე ვამაყობ შენი საქციელით მა
-რა?-კანკალებული ხმით მითხრა დედამ,ორივე შეშინებული მიყურებდა
-ვერ ვხვდები ,ამ სისულელეს მიმალავდით?
-მოიცა შენ ეს სისულელე გგონია?ნიტა ხო კარგად ხარ დე..
-სისულელეა აბა რა ,მხოლოდ იმიტომ გააგდეს მამა ,რომ შენ მოგიყვანა ცოლად და ამის გამო მე რატომ უნდა გავბრაზებულიყავი?
-ნიტა ბებომ რა გითხრა,როგორ მიგიღო? ამჯერად მშვიდ ტონს ინარჩუნებდა მამა
-ძალიან თბილად მიმიღო მა ,თავიდან ლევანის შვილი ვეგონე ,შენი გარდაცლილი ძმის ,მაგრამ მერე ავუხსენი და სკლეროზს დააბრალა ყველაფერი..
-ხოო,რაგითხრა მაინც? არ მეშვებოდა დედა
მათ ყველაფერი მოვუყევი რაც ბებომ მითხრა,ორივე გაკვირვებული მიყურებდა,შემდეგ ერთმანეთს გადახედეს..მამა ნელა მომიახლოვდა და თავზე მაკოცა -წადი ეხლა შენს ოთახში დაიძინე,ხცალ გავაგრძელოთ.
მორჩილად ავდექი,ძილი ნებისა ვუსურვე და ოთახისაკენ გავეშურე,დაღლილი დავვარდი საწოლზე ,დაძინებას ვაპირებდი ტელეფონზე იმ უცნობისაგან მესიჯი რომ მომივიდა:
,,აბა რას შვები ნიტა?"
,,რავი აბა დაძინებას ვაპირებდი"
,,ხოო ,დღეს დაიღლებოდი კინოში"
,,შენ რაიცი?"
,,რამდენჯერ გითხრა მე ყველაფერი ვიცითქო,სხვათაშორის იმაზე ლამაზ ვარდებს გაჩუქებ ვიდრე შენმა სანდრომ"
,,სანდრომ სულ რომ ჭაობის მცენარეები მაჩუქოს მაინც საუკეთესო იქნება ჩემთვის,ასე რომ ტყუილად ნუ ეცდები"
,,ხელები ამიწევია,რას აკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს ნიტა?"
,,ვკითხულობ,"
,,კარგია,მეც მიყვარს კითხვა ..ეხლა სანრო რომ აღმოვჩნდე რას მომწერდი?"
,,სანდრო ,შენ ხარ? იცოდე თუ მართლა შენ ხარ მოგკლავ!"
,,არა ..მიპასუხე რას მომწერდი?"
,,იმას რომ ,ძალიან მიყვარხარ"
,,ასე ძაან გიყვარს?"
,,კი ,ძალიან"
,,კარგი და საყვარელი გოგო ხარ შენ ნიტა,წადი დაიძინე"
,,კარგი,ტკბილი ძილი"
ტელეფონი გვერდით მოვისროლე,ეს თუ მართლა სანდროა ნამდვილად ვერ გადამირჩება,მაგრამ სისულელეა ის იყოს,რაში დასჭირედებოდა ეს ფარული მოწერა..მელია ავიღე ცოტახანს ვუყურებდი,სათამაშოები დიდად არ მიზიდავდა არასდროს,მაგრამ ეს სხვა იყო,სანდროს საჩუქარი .. გახდას და პიჟამოს ჩაცმას ვაპირებდი კარზე ზარის და ცოტახანში დედაჩემის კივილის ხმა რომ გავიგე..
*******************
სწრაფად ჩავიცვი ჩუსტები და ოთახიდან გავვარდი..დედა კარებთან იდგა შეშინებული სახით,ზღურბლზე კი მაღალი ,შავგვრემანი კაცი ,შავი თვალებითა და ირონიული ღიმილით,არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მეცნო,კაცი ნელა შემოვიდა სახლში დედასთვის არც შეუხედავს ისე ,პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა ,გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი მამაკაცს რომელიც ჩემს წინ გაჩვერდა ,ჩაიმუხლა და ნაზად მომისვა სახეზე ხელი -როგორი დიდი და ლამაზი გოგო ხარ .. კისერზე მომხვია ხელი და გულში ჩამიკრა ,წინააღმდეგობა ვერ გავუწიე ,ჩემდაუნებურად მოხდა ხელები რომ შემოვხვიე და მივეხუტე ,მენთოლის სუნი ასდიოდა ,მისი წვერი სახეზე მეხუხავებოდა ,შემდეგ სველი კოცნა ვიგრძენი ლოყაზე ,თმაზე ჩამომისვა ხელი და გამიღიმა ..
-ბავშვს ნუ ეხები! კივილით მოვარდა დედა ,ჩემი ხელი გამოგლიჯა და თავისკენ მიმიხუტა.კაცი ნელა წამოდგა ,ოდნავ გაეღიმა
-შენ არ შეცვლილხარ მაკა, ისევ ისეთი ხარ :ლამაზი ,ახალგაზრდა და ჯიუტი..ნიტაც შენ გგავს..
გაოგნებულმა შევხედე კაცს ,ძალიან ნაცნობი ხმა ჰქონდა ,ბოხი და ამ დროს ნაზი.
-დედა რა ხდება? ავხედე ჩემს უკან მდგომ გაფითრებულ დედაჩემს
-ლევან?! კართან მამაჩემი იდგა , თვალები ორმაგად გაფართოებოდა ,ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენსკენ
-ლევანი? ბიძია ლევანი შენ ხარ? მივბრუნდი და მხიარულად შევეკითხე
-ბიძია?
-ხო,მამაჩემის ძმა ,მიხარია თქვენი გაცნობა ,მე მკვდარი მეგონეთ..წამომცდა უცებ,მან ჯერ მე შემომხედა ,შემდეგ დედას და მამას ,გაოცებული იყურებოდა
-როგორ მან არ იცის? მიაშტერდა დედაჩემს
-რა ხდება? მეც მას გავხედე ,დედა კი იდგა ამღვრეული თვალებით ,გაშტერებული მისჩერებოდა ბიძას ,მამამ სახეზე გადაისვა ხელი,მანაც ამღვრეული თვალებით ამომხედა ნელა გამიღიმა და თვალი ჩამიკრა ,საპასუხოდ მეც გავუღიმე
-მე გეტყვი! გაისმა ოთახში ლევანის მკაცრი ბარიტონი -როგორც ჩანს ჩემი ,,სიკვდილის" შემდეგ არავის გაუჩნდა სურვილი რაიმე აეხსნა შენთვის ჩემო გოგო ..ნელა ავხედე , თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ისეთი გაბრაზებული იყო-წამოდი ნიტა ,უკვე დიდი გოგო ხარ,უნდა ვილაპარაკოთ..ნელა შემახო მხარზე ხელი
-არა ,ლევან არა გთხოვ, ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს იყოს ისე როგორც არის...ვედრებით მოგვვარდა დედა ,ლევანს ხელზე შეეხო და ცისფერი თვალები შეანათა,მაგრამ მან უხეშად მოიშორა
-თქვენ მეცით მაშინ პატივი? ჯერ დედას შეხედა შემდეგ მამას,მერე ისევ მე დამავლო ხელი და სამზარეულოსაკენ წამიყვანა
-არა გთხოვ..უკან აგვედევნა დედა
-მაკა!! გაისმა აქამდე ჩუმად მყოფი მამის ბარიტონი-შეეშვი,ის იმსახურებს სიმართლე იცოდეს..
-მაგრამ..ვედრებით გახედა დედამ
-შეეშვიი!! კიდევ დაუბრიალა თვალები და ოთახში გავიდა ...
ანერვიულებული დავჯექი ,გვერდით ლევანი მომიჯდა ,ღიმილითა და სიყვარულით გადმომხედა ,
-რა ხდება ბიძია? ვეცადე გამეღიმა,მან ხელი ხელზე დამადო ,ნელა გადამისვა ცერი და შავი თვალები შემომანათა
-ბიძია არა..მოკლედ მე ეხლა ნელა მოგიყვები ყველაფერს ,შენ მომისმენ ,დამპირდი რომ არ ინერვიულებ კარგი ? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-კარგი: მაშინ 24 წლის ვიყავი,ახალი წელი იწურებოდა ,ბიჭებთან ერთად ავღნიშნე დღესასწაული წყნეთის აგარაკზე,მერე ავიჩემე თბილისში უნდა დავბრუნდეთქო, გაუკვირდათ ასე გვიან ,თანაც ნასვამი როგორო,მაგრამ არ დავუჯერე ,დავჯექი მანქანაში და წამოვედი,ძალიან ბნელოდა ,გზაზეც არავინ იყო ,უცებ ვიღაც გადმომიხტა მანქანის წინ ,ძლივს დავატორმუზე , რომ შევხედე ახალგაზრდა გოგონა იდაგა და ცისფერი გაფართოებული თვალებით მიყურებდა ,შემეცოდა ,გადავედი ბოდიში მოვუხადე და მანქანით წაყვანა შევთავაზე, ისიც დამთანხმდა ,გზაში ბევრი ვისაუბრეთ, მერე შემთხვევით შევხვდი თბილისში ,ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს,ძალიან მომეწონა და სიყვარული ავუხსენი, ისეთი მხიარული, ლამაზი და ამავდროულად ჯიუტი იყო ,მაგიჟებდა..მისი ყველაფერი მაგიჟებდა ..ამასობაში ერთი წელიც გავიდა , როცა გამომიცხადა რომ ორსულად იყო, რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა ,უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ შემდეგ შემეშინდა ..-ნელა ამომხედა ,მეც ინტერესით ვუსმენდი,მაგრამ ჯერ ვერ ვხვდებოდი საით მიყავდა საუბარი - მე შეცდომა დავუშვი, რატის დავურეკე ,ეს ამბავი მოვუყევი, ვუთხარი პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ მეთქი,უნდა გავქრე ,მისამართს გეტყვი და ჩემს შვილს მიხედეთქო, მოკლედ მეხვეწა ასე არ მოიქცე ინანებო,მაგრამ თავში მიქროდა და წავედი,ამერიკაში გავგაზე ,ორი თვე ვიყავი იქ ,ისე რომ საერთოდ არ დავკავშირებივარ არცერთს,თან ექიმთან დავდიოდი,რაღაც მაწუხებდა და..ამ ორ თვეში ძალიან ვინანე ჩემი საქციელი,არ შემეძლო წარმომედგინა რა დღეში იქნებოდა ჩემი საყვარელი ქალი, რატის დავურეკე ,მითხრა ყოველ დღე ვნახულობ ,ძალიან განიცდისო, მეც ავდექი და ერთ თვეში ჩამოვედი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რატის რომ შევხვდი -ვუთხარი რომ მოკვდიო, პანიკებში ჩავარდა და სხვა გზა არ მქონდაო, ეხლა არ დაენახვო თორემ ისევ ინერვიულებს ისედაც სუსტადაა ,შეიძლება მოეშალოსო..მეც გადავწყვიტე რომ დაიბადებოდი მერე ჩამოვსულიყავი, მაგრამ მანამდე ანალიზები მოვიდა ,8 თვეღა მქონია დარჩენილი,მერე შენც დაიბადე , სანახავად ვიყავი მოსული,ისეთი პაწუკა იყავი,მინდოდა მაკას ნახვა მაგრამ პალატასთან რატი და ის დავინახე ,ერთმანეთს...ერთმანეთს კოცნიდნენ ,ძალიან გავბრაზდი, გავბრაზდი და წავედი, ორ თვეში ვიმკურნალე ,გამოვჯანმრთელდი მაგრამ გული ისევ მტკიოდა , ცნობა გამოვაგზავნე და საკუთარი სიკვდილი გავითამაშე ,მინდოდა ჩემს გამო სინდისის ქენჯლა ეგრძნოთ, ერთი წელი არ გამოვჩენილვარ, მერე გავიგე რომ დაქორწინდნენ...-წამოდგა და წყალი მოსვა ,ხელი უკანკალებდა...მე ჩუმად ვიჯექი ცოტახანს ,ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა ,კანკალმა ამიტანა ,ცრემლები ისე წამომივიდა ვერც მივხვდი, გული საშინლად მეტკინა ,ლამის ამომგლიჯესო, ფეხზე წამოვდექი .. მისაღებში დედა დავინახე , კედელთან ჩამჯდარიყო და ქვითინებდა ,რომ შევედი თავი ასწია,თვალები სულ ჩასწითლებოდა ,ნელა წამოდგა ფეხზე , მასზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი,ოთახიდან მამა გამოვიდა ,ორივე მომიახლოვდა ,
-შვილო მომისმინე ...მშვიდად დაიწყო მამამ,თუმცა რა მამა ,რის მამა
-შვილოს ნუ მეძახი!..უხეშად მივმართე და კარისკენ წავედი
-ნიტა ,ჩემო ლამაზო-ხელები მომხვია და თავი ამაწევინა- მისმინე პატარავ ,უნდა ვილაპარაკოთ
-მე არ მინდა იმ ადამიანებთან საუბარი ,რომლებიც მთელი ცხოვრებაა მატყუებენ ..
-ნიტა რანაირად იქცევი! დამიყვირა დედამ
-რანაირადაც თქვენ მომექეცით...სწრაფად დავავლე ქურთუკს ხელი და გარეთ გავვარდი ..სიბნელე იყო,მივდიოდი მაგრამ სად არ ვიცოდი, სადმე უნდა წავსულიყავი, გული მტკიოდა , ცრემლები თვალებს მიბინდავდა , ფეხებში ძალა აღარ შემრჩა ,ისეთი შეგრძნება მქონდა სიტყვით რომ ვერ აღწერ ,ფეხით ავიარე აღმართი, ნაცნობი სახლის წინ გავჩერდი და ზარი დავრეკე ,ჭიშკარი დაცვამ გამიღო,ეტყობა მიცნო რადგან გამიღიმა
-მობრძანდით..
-არა ,სანდროს თხოვეთ რომ გამოვიდეს თუ შეიძლება, საქმე მაქვს ..თავი დამიქნია და შიგნით შევიდა, ახლა მხოლოდ სანდრო თუ დამაწყნარებდა ,მისი ჩახუტება ,მოფერება და დამშვიდება მჭირდებოდა თორემ გავნადგურდებოდი..აი ისიცი გამოჩნდა ,შავი სპორტული შარვალი და პერანგი ეცვა , თმა აჩეჩვოდა ,არც გამიღიმა ,არც გადამკოცნა ,ასე ცივად ჩამომიდგა წინ
-რამ შეგაწუხა? ისე ცივი ხმა ჰქონდა გავშრი
-სანდრო რა გჭირს,რა ტონია?
-აი ეგრე მინდა და გელაპარაკები რა ..ვაფშე რატო მოხვედი?
-ძალიან ცუდად ვიყავი და მინდოდა მენახე ,მაგრამ ,როგორც ჩანს ცუდ დროს მოვედი...ცრემლი მოვიწმინდე და თვალებში ჩავხედე..ცალყბად გაეღიმა
-ხო ,ნაშა მელოდება ზევით,მალე უნდა ავიდე,დროზე თქვი რაც გინდა და წადი..
ბოლო ძაფიც გაწყდა მოთმინების, ისე წამომივიდა ცრემლები ვეღარ შევიკავე,
-რაა,სანდრო ასე რატომ იქცევი,გულს მტკენ!
-ჰმ...გულს გტკენ არა ? გულს..თურმე გულს ვტკენ ,სად გაქვს შენ გული,შენ ხომ მხოლოს ფული გადარდებს
-რას ამბობ?
-რას და აქ დამთავრდა შენი თამაში,აღარ მადარდებ ,მორჩა,მეამიტი და კეთილი გოგოს როლს ნუ თამაშობ ,მაგ სახის დანახვა უკვე გულს მირევს..ცივად შემომხედა ,შემდეგ თავი გააქნია
-შენ ჩემი სანდრო არ ხარ..ვუთხარი გულკმოკლულმა
-ხო არ ვარ,ვერ გაიგე არ ვარ,ან როდის ვიყავი?წადი აქედან და აღარ დამენახო...ცივად აიქნია ხელი და შიგნით შევიდა..ცოტახანს ვუდექი ასე გაკვირვებული ,გაბრაზებული და გულნატკენი..შემდეგ ნელა წამივჩანჩალდი,ტაქსს ხელი დავუქნიე და წყნეთისკენ ავიღე გეზი..

****
ტირილით გული რომ ვიჯერე ,ნელა წამივდექი ფეხზე,პიჟამოს ამარა ჩავედი ქვევით,ქეთო ბებო უკვე აქ იჯდა და მიირთმევდა ,მორცხვად გავუღიმე და წინ ჩამოვუჯექი
-დილამშვიდობისა..
-ნინაა ,ნიტას საუზმე მოუტანე..გასძახა დამხმარე ქალს ,შემდეგ შემომხედა და გამიღიმა -დილამშვიდობისა შვილო
-გუშინ ისე დამამშვიდეთ..
-ძალიან გაღიზიანებული იყავი შვილო,ჯერაც არ მჯერა რაც მომიყევი,მაგრამ მაინც არ მოიქეცი სწორად სახლიდან რომ წამოხვედი ალბათ როგორ ნერვიულობენ,უკვე ერთი კვირა გავიდა ,არ გინდა დაურეკო მაინც?..
-არვიცი...ცოტა გადამიარასავით,მინდა დაველაპარაკო და მათგანაც მოვისმინო სიმართლე.. ვუთხარი და ჩემს წინ დადებულ ტოსტს დავწვდი
-ჭამე ბებო,ჭამე ,რას გიგავს თვლები,ისევ იტირე? შეშფოთებულმა შემომხედა ქალმა
-არა...ვცდილობდი მომეტყუებინა მაგრამ ისე შემომხედა აშკარად არ დაიჯერა
-საღამოს ჩაის საფენებს დაგადებ რომ ეგ ჩაშავებები და შეშუპებები მოგირჩეს ..
-არ შეწუხდეთ რა ,თავისით მორჩებიან,ორი დღის წინაც ხომ ასე იყო
-რას ლაპარაკობ, ბავშვისთვის ვერ მიგიხედავსო მეტყვის მერე საყვედურს ჩემი ბიჭი...
ნაზად გავუღიმე ,საუზმობას რომ მოვრჩი ისევ ოთახში ავბრუნდი და ფანჯარასთან მდგარ დივანზე ჩამოვჯექი,ხეები გაშიშვლებულიყო,გარეთ ცივი ქარი ქროდა ,უკვე ერთი კვირაა რაც აქ ვარ, იმ ღამის შემდეგ არავის დავლაპარაკებივარ, მათ არ იციან სად ვარ და რას ვაკეთებ, ყველამ ერთად მატკინა გული,ყველამ დიდი ტკივილი მომაყენა ,ერთადერთი ნუცაა ვინც ერთგულად მიმეგობრა ,დღეს აუცილებლად დავურეკავ მას ,ალბათ როგორ ნერვიულობს ..სანდრო?-აი სანდროს გხსენება მზარავს ,გონებიდან არ ამომდის ის ცივი თვალები რომლითაც მიყურებდა იმ ღამით,ასეთი რა მოხდა ასე რომ მომექცა,ვერაფერი გავიგე ,ხომ კარგად გავატარეთ დღე,ბედნიერები ვიყავით,საღამოს რაღა დაემართა,რანაირად მელაპარაკა..ყველაზე მეტად მისი თანადგომა მაჭირდებოდა მაგრამ ზურგი მაქცია რითიც უფრო გამანაწყენა..ფიქრებში ვიყავი კარზე კაკუნის ხმა ,რომ გავიგე ,არ გამიხედავს ისე დავუძახე შემოსულიყო,კარები გაიღო და ნელი ნაბიჯებით შემოვიდა ვიღაც,ალბათ ბებო
-როგორი ცივი ამინდია არა,ალბათ ბუნებაც გლოვობს ჩემს უბედურებას ,ხანდახან მგონია რომ ამინდი ჩემი გრძნობების მიხედვით იცვლება,დღეს ცივი ამინდია..ჩემი სულიც და გულიც გაცივებულია-ბებო ხმას არ იღებდა-ბებო თქვი რამე ..ვუთხარი წყნარად
-ნ..ნიტა...მომესმა ნაცნობი ხმა ,ამ ხმას კი მთელი ორგანიზმის დატრიალება და შეძვრა მოჰყვა ,ცხრაჯერ მოვკვდი სანამ თავს მივატრიალებდი
-დედა..ამოვილუღლუღე ,როდესაც კარებთან მდგარი დედაჩემი დავინახე,გაუბედურებული და ნატანჯი სახე ჰქონდა ,თვალები ჩემსავით ჩაშუპებოდა,თმა ალბათ ერთი კვირის დაუვარცხნელი ,ტანზე უსწორმასწოროდ ემოსა ყველაფერი,მისი შეხედვისას მივხვდი რამხელა ტკივილი მივაყენე ჩემი წასვლით,გულმა ვეღარ მომითმინა, მონატრებამ თავისი ქნა ,ფეხზე წამოვხტი და მაგრად მივეკარი,მთელი სხეულით,გულზე მივადე თავი,ისევ შევიგრძენი მისი სხეული,მისი სურნელი,ხელები მაგრად მომიჭირა ,გული აუჩქარდა ,მივხვდი ტიროდა ,მეც მას ავყევი
-დედიკო,დედა,როგორ მომენატრე..თან ვტიროდი თან ვეკვროდი
-ასე როგორ გამიმეტე შვილო,არ ვიცოდი სად წახვედი ,რას აკეთებდი,უკვე მეგონა რომ რაღაც დაგემართა,ეს როგორ გამიკეთე! შენს გარდა არავინ მყავს ,შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი
-მაპატიე დე ,უბრალოდ მაშინ ძალიან მეტკინა,იმედგაცრუებული ვიყავი,მშობლებმა მომატყუეს
-ყველაფერს აგიხსნი, მომისმინე გთხოვ..ვედრებით შემომხედა,მეც თავი დავუქნიე ,მერე ნაზად მაკოცა და დივანზე ჩამივჯექით
-უკვე ორი კვირის დაშორებულები ვიყავით მე და ლევანი ,როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი,ძალიან გამიხარდა ,მაგრამ თან შემეშინდა ,ლევანს რომ ვუთხარი მეგონა არ გაუხარდებოდა მაგრამ შევცდი,სიხარულისაგან დაფრინავდა ,ყველაფერს მისრულებდა ,თავზე დამფოფინებდა ,ძალიან ბედნიერები ვიყავით,შემდეგ რაღაც შეიცვალა გაქრა ,რატი მოდიოდა,ყოველ დღე მნახულობდა ,ცივ ნიავს არ მაკარებდა,მაგრამ ის მაინც მაკლდა ,მახსოვ პანიკაში ჩავვარდი,ვყვიროდი თუ არ მოვა თავს მოიკლავ ასე როგორ დამტოვათქო,მერე მითხრა რომ ლევანი გარდაიცვალა,ძალიან ცუდად გავხდი,ისე ვინერვიულე კინაღამ დაგკარგე ,მართალია მასზე ნაწყენი ვიყავი გაქრობის გამო მაგრამ მაინც მიყვარდა ..მოკლედ რატი მთელი 9 თვის განმავლობაში მივლიდა ,ძალიან დავახლოვდით,ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა ,ხო მართლა ამ თვეების განმავლობაში მამაჩემს არ ველაპარაკებოდი,ალბათ ხვდები რატომაც ,მაინც ძველი დრო იყო..ამასაც განვიცდიდი,ბავშვით ხელში სულ მარტო დავრჩი ,რატიმ შემომთავაზა ბინას გიქირავებო მაგრამ უარი ვუთხარი,არ მინდოდა კისერზე დავწოლოდი,ორი კვირა აღარ გამოჩნდა ,მერე დაბრუნდა და მითხრა ლევანს აქ ბინა ქონია იქ იცხოვრეთო,მეც დავთანხმდი და იქ გადავედით საცხოვრებლად ,ერთი წელი ისე გავატარეთ არაფერი მოგვკლებია,რატის მიმართ სიმპათია გამიჩნდა , 1 წლის და 9 თვის იყავი მე და რატი რომ დავქორწინდით,ახალი წლის ღამე იყო ,მეორე დღეს გავიგე რომ რატის ოჯახი არ მიღებდა რძლად , რათქმაუნდა მათ ყველაფერი იცოდნენ ,მაგრამ მაინც არ მიმიღეს ,რატის ბიძამ სახლიდან გამოგვყარა ..შემდეგ არქიტექტორად დაიწყო მუშაობა და დღეს აქამდე მოვედით..ზუსტად იმ ღამეს გავიგე ლევანი ცოცხალი,რომ იყო რაც შენ გამოგვიცხადე ოპერაციის ფული ვიღაცამ დაფარო..თურმე ლევანს დაუფარავს -ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა.
-მისმინე ნიტა,უსამართლოდ ექცევი მამაშენს ,მერე რა რომ შენს ძარღვებში ლევანის სისხლია ,ეს სისხლი რატისიცაა,მამობა ლევანიმ კიარა რატიმ გაგიწია,მას ძალიან უყვარხარ,არ იცი როგორ დარდობს ამ ყველაფერს,უნდა წამოხვიდე და მასაც მოეხვიო..გთხოვ შვილო,ჩვენ გვჭირდები..
უხმიდ ვუსმენდი და ყვალეფრის გაანალიზებას ვცდილობდი,ბოლოს ფეზე წამივდექი დედას გადავხედე ,იმედით მიყურებდა
- წავიდეთ!
************"
მანქანიდან უცებ გადმოვედი,როგორც კი ნაცნობი კორპუსი დავინახე ელდა მეცა,თავიდან ფეხებამდე დამიარა ჟრუანტელმა,გულმა ფართხალი დაიწყო,ღრმად ჩავყლაპე ნერწყვი და ნელა გავემართე სახლისაკენ. კარები შევაღე და პირველი ვინც დავინახე ნუცა იყო,გახარებული მომვარდა და ჩამეხუტა ,თვალები აცრემლევოდა,მაგრად მიჩქმიტა ხელზე,თან შემომიბღვირა -მომავალში ასე გაუჩინარება და ჩვენი ნერვიულობა არ გაბედო თორემ მოგკლავ! ,შემდეგ ისევ ჩამეხუტა და ყურში მიჩურჩულა - და თუ გაბედავ მეც წამიყვან.. გამეცინა , ნელა მოვშორდი,ოთახს მოვავლე თვალი სანდრო არ მოსულა ,ლიზიც აქ იყო (სანდროს და ) ,როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო,მომიახლოვდა ,გამიღიმა და მაგრად ჩამეხუტა -ასე აღარ გვანერვიულო რძალუკა..
,,რძალუკა" არ ვიცი რატომ ,მაგრამ ამ სიტყვამ ძლიერ იმოქმედა ჩემზე ,ეხლაღა გამახსენდა,რომ სანდრო მეჩხუბა ,აუცილებლად უნდა გავარკვიო რა მოხდა,მაგრამ მოგვიანებით.. ამასობაში ზღურბლზე მამაჩემიც გამოჩნდა ,ოთახიდან გამოვიდა და სევდიანი თვალები მომაპყრო,ერთ ადგილას იდგა და მიყურებდა ,ამ დროის განმავლობაში უფრო გამხდარიყო,წვერიც მოეშვა ,თმა გაბურძგნოდა.მის ასეთად დანახვაზე გული მეტკინა ,ხელი პირზე ჩამოისვა და უხმოდ გავიდა სამზარეულოში,გული ჩამწყდა ,დედას გადავხედე რომელმაც ნაძალადევად გამიღიმა და მანიშნა გაყევიო..მეც ნელა წავედი სამზარეულოსაკენ,ფანჯარასთნა იდგა და გარეთ იყურებოდა
-მამა.. როგორც იქნა ამოვთქვი,წამში შემოტრიალდა ,ჯერ გაკვირვებული მზერა მომაპყრო,შემდეგ განადგურებული -მა ,ჩემზე ნაწყენი ხარ? ვიკითხე და გულის ფანცქალით დაველოდე პასუხს , ხმას არ იღებდა ,ჩემმა კითხვამ აშკარად გააკვირვა და დააბნია ,შემდეგ ნელა წამოვიდა ჩემსკენ, ნაზად შემეხო მხარზე,ისე ფრთხილობდა გეგონება თუ შემეხებოდა გავტყდებოდი
-არა მა ,საიდან მოიტანე ,როგორ უნდა ვიყო შენზე ნაწყენი როცა მე ვარ დამნაშავე ..
ვხვდებოდი ცრემლებს ვერ შევიკავებდი,ამიტომ სწრაფად მივვარდი და ჩავეხუტე ,მაგრად მოვუჭირე ხელები,მივხვდი როგორ მტკიოდა უმისობა,როგორ მჭირდებოდა მისი ჩახუტება ,ისევ ის სურნელი ასდიოდა .მანაც მაგრად მომხვია ძლიერი მკლავები -შენ არაფერ შუაში ხარ მა ,შენ მე არ დამტოვე ისე როგორც ლევანმა ,შენ ხარ მამაჩემი..ვუთხარი ჩუმად,მადლიერმა შემომხედა და ნაზად მაკოცა -მაპატიე რომ ასე უხეშად გელაპარაკე ,მაპატიე რომ სახლიდან წავედი და განერვიულეთ..
-შენც მაპატიე ,რომ დაგიმალე კარგი პატარა ? გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-კარგი,ოღონდ ერთი პირობით
-ოხ,პირობების წამოყენება გვისწავლია..კაი რა პირობით?
-ბიძია დათოს უნდა შეურიგდე და კიდევ..
-კიდევ?
-მამა..ბებომ მითხრა რომ ბაბუამ წილი დაგიტოვა თავისი კომპანიიდან,მინდა ამ წილს დათანხმდე..
-რა,რა წილი ,მე არაფერი ვიცი
-ბებომ ასე თქვა ,მას სინდისი ქენჯლიდა რომ გააგდო საკუთარი დის შვილი,ამიტომ თავისი კომპანიიდან აქციების 50% შენ დაგიტოვა, მაგრამ შენ გაუჩინარდი,არავინ იცოდა სად იყავი,ამიტომ ბიძია დათო უძღვებოდა ამ ყველაფერს..
-მაგ თემაზე დაველეპარაკები დავითას..
-მა,ხო შეურიგდები?
ცოტახანს ჩაფიქრებულმ მიყურა -კარგი მა ,შენი ხათრით.. გავუღიმე ,შემდეგ გოგონებთან დავბრუნდი,გახარებული შევედით ოთახში და ლოგინზე მოვკალათდით
-აბა ,რიგრიგობით მოყევით ორივემ რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში,დროზე! გადავხედე ორივეს
-მე არაფერი მაქვს მოსაყოლი,აი ნუცას კი... ჩაეღიმა ლიზას
-ნუცა,მითხარი რა ხდებაა..
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს..გადმომხედა ნუცამ,მერე ლიზის შეხედა და თვალები დაუბრიალა
-ნუცა,შენ ახლა შენს ბიძაშვილს ატყუებ? წარბშეკრულმა შევხედე
-არა ,უბრალოდ არაფერია ისეთი
-ხო ისეთი არაფერი ,მხოლოდ ის ხდება რომ ნუცას ნიკუშა უყვარს..ღიმილით დაამატა ლიზამ
-რაა ვიცოდი ,ვიცოდი,ვიცოდი!! ეს არის გოგო არაფერი?
-ხო,ნუ რავი..მხრები აიჩეჩა
-ვიღაც იძახდა არ მაინტერესებს რას იზამს ეგ ბაყაყიო..გამოვაჯავრე უცებ
-ხო ,მეც ეგრე მეუბნებოდა,მაგრამ გუშინ წინ ის ვაჟბატონი ერთ გოგოსთან ერთად დაინახა ჩახუტებული და მაშინ გაახსენდა როგორ ყვარებია..
-ხო,ძალიან არ მესიამოვნა..ჩაილაპარაკა ნუცამ - ნამდვილი იდიოტი,ორი დღის წინ მე დამსდევდა ,მერე მობეზრდა და ახალი გაიჩინა ,ეგ მექალთანე ,ეგ აფერისტი ეგ ..ეგ ..ეგ .. გაბრაზებისგან დაიჭყანა ნუცა ,მე და ლიზის კი სიცილი აგვიტყდა
-ნიტ - დასერიოზულდა უცებ ლიზი - შესა და სანდროს შორის რა მოხდა?
ამ კითხვას არ ველოდი,არც ვიცოდი რა მეპასუხა ,ყველაფერი მოვუყევი რაც მითხრა ,გაკვირვებულები მიყურებდნენ,თვითონაც ვერაფერი გაიგეს ,ბოლოს ისევ ლიზიმ ამოიღო ხმა - არ ვიცი რა გითხრა ,ჩემი ძმა ნამდვილი იდიოტია,იმ დღეს ნინო იყო მოსული,სანდროს ელაპარაკა და კმაყოფილი ღიმილით წავიდა..ერთი კი ვიცი მართლა ძალიან ცუდად არის, ეს ბოლო კვირებია არც ჭამს წესიერად ,ძალიან გახდა,შენი გაუჩინეპარების ამბავი რომ გაიგო მთლად გაგიჟდა იძახდა..
-გაჩუმდი ლიზა ! შეუბღვირა ნუცამ
-არა ,ლიზი გააგრძელე, რას იძახდა?
-რას და..- მორცხვად გადმომხედა ჯერ მე მერე ნუცას
-ლიზი თქვი! აღარ მოვეშვი,უკვე ყველანაირ პასუხს ველოდი
-ასე თქვა ალბათ მასთან ერთად ერთობაო.. ამოღერღა როგორც იქნა
-რაო? -წამოვიყვირე გაკვირვებულმა ,მეგონა მომესმა ,ეს რატომ თქვა ,ან ვისთან ერთად უნდა დავდიოდე,ან ..ან
-მაპატიე ნიტა
-არაუშავს ,დაველაპარაკები სანდროს როგორც საჭიროა...
-ორივე ძმაკაცი ერთნაირია,სიამოვნებით ვცემდი საკუთარი ხელით... კბილებში გამოსცრა ნუცამ
-კარგით გოგოებო მე უნდა წავიდე -ფეხზე წამოდგა ლიზა
-მეც მოვდივარ დამელოდე..ნიტუშ ხვალ სკოლაში ხომ მოხვალ?
-კი ნუც მივალ,ქართულსაც ხომ უნდა დავუწერო ის ჯანდაბა თემა,თან სანდროს უნდა დაველაპარაკო..
-კარგი,გელოდები აბა ,გაკოცე .. გადამკოცნეს და წავიდნენ.. ნელა წამოვდექი ფეხზე,სააბაზანოში შევედი და მთელი დარდი წყალს გავატანე , მსიამოვნებდა თბილი წყალი კანზე რომ დამთამაშებდა ,პირსახოცის ამარა გამოვედი ,თმა გავიშრე ,სწრაფად ჩავიცვი პიჟამა და ლოგინში შევწექი,სანამ შუქს ჩავაქრობდი თვალში საწოლის გვერდით დადებული მელია მომხვდა ,სწრაფად ავიღე,ეს ის მელია იყო სანდრომ რომ მაჩუქა ..მისი საჩუქარი ..წამში ამომიტივტივდა მოგონებები, ის დღე რომ ჩამოვედი, მაშინ სანდროთი იმდენად მონუსხული ვიყავი,სიყვარული რომ ამიხსნა ,პირველი კოცნა რომ მომპარა, მისი გამოხედვა მომენატრა,მისი სიცილი, თბილი თვალები, ის მომენატრა..,რას არ გავიღებდი ეხლა მისი ჩახუტება შემეძლოს , მომხვიოს თავისი ძლიერი მკლავები და ისევ მოვისმინო მისი გულისცემა ..ვიგრძენი როგორ წამომივიდა ცრემლები,მაგრად მივიხუტე მელია,ასე რატომ მექცევა ,რა დავუშავე ? ..დიდი ხნის ტირილისა და ფიქრის შემდეგ,გადავაბიჯე თავმოყვარეობას ,ხელის კანკალით დავწვდი ტელეფონს რომელიც სანამ წასული ვიყავი აწ მქონდა დატოვებული , ეკრანი გავხსენი ,5 შეტყობინება იყო მოსული,არც ერთი სანდროსგან, ყველა იმ უცნობისაგან,არ წამიკითხავს ,სანდროს ნომერი ავკრიფე ,, დავბრუნდი" მივწერე და გულის ფანცქალით დაველოდე პასუხს ,აი ისიც ,, კარგი იყო?" ; ,, რა?" ; ,,კარგად გაერთე? " ; ,,რა გჭირს სან ? " ; ,, რა უნდა მჭირდეს,უბრალოდ შენი ნამდვილი სახე დავინახე " ; ,,რას გულისხმობ?" ; ,,მეგონა იმ ღამეს კარგად აგიხსენი..შენი დანახვა არ მინდა ,საერთოდ არ მაინტერესებ ,ეხლა გაიგე?!" ;ცრემლები წამომივიდა ,ნუთუ სიმართლეს ამბობს ,ნუთუ მართლა აღარ ვაინტერესებ ,,მაგრამ ,ჩვენი ურთიერთობა ,ხომ ყველაფერი კარგად იყო?" ; ,, არაფერიც არ იყო კარგად, ის ყველაფერი სიცრუე იყო..აღარ მომწერო! " .. ჯობდა თავიდანვე არ მიმეწერა,ასე როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანს ელაპარაკო,წესიერად ვერ გავიგე რა მოხდა ,ტელეფონი გადავდე და დაძინება ვცადე რაც ალბათ არ გამომივიდოდა..
ადრე ავდექი, ჯინსის შარვალი, შავი ზედა და დაბალ ყელინი ბათინკები ჩავიცვი,თმა გავიშალე,სწრაფად ვისაუზმე,ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავვარდი,ყურსასმენები გავიკეთე ,თან ტროტუარს მივუყვებოდი უცებ მხარზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი ,იმ იმედით რომ სანდრო იქნებოდა გაღიმებული სწრაფად შევბრუნდი,მაგრამ ის არ აღმოჩნდა ,მეტიც ისეთი ვინმე აღმოჩნდა სულ რომ არ ველოდი...ლუკა გაღიმებული იდგა და მიყურებდა
-შენ? ამოვილუღლუღე და შავი თვალები მივანათე
-ხო ,მე ..როგორ ხარ?
-მე კარგად, შენ აქ რას აკეთებ? თან ვუთხარი ,თან ისევ ტროტუარს გავუყევი,ისიც წამში გაჩნდა ჩემს გვერდით
-ჩემს მესიჯებს არ პასუხობდი და გადავწყვიტე მენახე ,თან სკოლაში მოვდივარ..
-შენს მესიჯებს?
-მოიცა შენ რა ,არ გინახავს არც ერთი მესიჯი? მკითხა გაოცებულმა
-არა..
-მე ვარ ის უცნობი ნიტა .. სერიოზული სახით შემომხედა
-შენ..როგორ,რატომ?
-გრძელი ისტორიაა, მეგონა სანდროსთან ფულის გამო იყავი, გადავწყვიტე მომეწერა და შენი ნამდვილი სახე გამომემჟღავნებინა, მაგრამ სულ სხვანაირი აღმოჩნდი, შენ იმაზე კარგი ხარ ვიდრე გგონია..მაპატიე გთხოვ
-გპატიობ.. ვუთხარი მხრების აჩეჩვით, ამწუთას სულ არ მადარდებდა ლუკა ,რადგან იქვე მდგარი სანდრო დავინახე, ცივი თვალებით მოგვშტერებოდა,კისერი დაძარღვოდა , მისი დანახვა ისე გამიხარდა გამეღიმა , კიდევ უფრო შეკრა წარბები, ირონიულად ჩაიცინა ,თავი გააქნია და გაუჩინარდა..
-ასე ადვილად?
-ამას საერთოდ რატომ მიყვები ლუკა? მივუბრუნდი სანდროზე გაბრაზებული
-ნინომ ნახა ჩვენი მინაწერები..ფოტოები გადაუღო, ფოტოშოპით გადააკეთა და ისე ქნა თითქოს სიყვარულებს ვუხსნიდეთ ერთმანეთს..მერე წავიდა და სანდროს აჩვენა .. მომახალა სხპასხუპით
-რაა ..ნინომ..მოიცა რა ქნა ?
-ვწუხვარ ნიტა ,მართლა არ მინდოდა ..ვიცი გაბრაზებულ სანდროს რა შეუძლია ,ვიცი ძალიან გატკენს გულს ,ამიტომ ამ სკოლაში ვისწავლი დროებით..
-შენ ..ხვდები რას მეუბნები? ეს,ნინომ ეს როგორ გააკეთა არ მესმის,რაში აწყობდა?
-სანდრო უყვარს..
ხო ეს ხომ ისედაც ვიცოდი,ნუცამ მეორე თუ მესამე დღესვე მომახალა,მაგრამ რატომღაც არ მეჯერა , ახლა ყველაფერს მივხვდი,მაგრამ სანდრო,ნუთუ ის საერთოდ არ მენდობა,ნუთუ ეს სისულელე ისე დაიჯერა ეჭვიც არ შეიტანა?..
-გასაგებია.. ამოვილუღლუღე გულმოკლულმა
-ნიტა გთხოვ დღეიდან მეგობრად მიმიღე,ვიცი შენზე ალბათ ცუდი შთაბეჭდილება დავტივე თავიდანვე მაგრამ ასეთი არ ვარ,მომეცი შანსი დაგიახლოვდე და დაგიმეგობრდე,მინდა ჩემი დისგან და მათგან დაგიცვა..
-ლუკა მესმის რასაც მეუბნები მაგრამ დაცვა არ მჭირდება , მეთვითონაც გავუმკლავდები ამ ყველაფერს,სანდროსაც დაველაპარაკები ,შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს
-გასაგებია..გისმენ
-ჩვენი მინაწერები არ წაშალო
-კარგი..
ერთად მივედით სკოლამდე, ლუკა ჩვენს პარალელ კლასში გაამწესეს..მეც უხმოდ დავიკავე მონატრებული ადგილი ,ნუცაც მოვიდა გადამკოცნა და რაღაცაზე გამიბა საუბარი,რაღაცაზე რა ნიკაზე,თურმე ყველანაირად ცდილობს დაივიწყოს მაგრამ არ გამოსდის და ჯერაც ვერ ხვდება რამ შეაყვარა ის ამება..ქართულის მასწავლებელიც შემობრძანდა,სათვალის ზემოდან გადმომხედა და დამცინავად გააქნია თავი
-ჯაფარიძე მობრძანებულა ,როგორც მახსოვს თემა გქონდა ჩასაბარებელი..
-დიახ და ჩაგაბარებთ დღეს
-არა-გააქნია ღიმილით ის გასახმობი თავი - მე მაშინ ერთი კვირა მოგეცი,მას შემდეგ ორი გავიდა და მგონი მეტიც
-მე ქალაქში არ ვიყავი,თანაც დროს რა მნიშვნელობა აქვს ,ხომ გითხარით ჩაგაბარებთ.
-თემა აღარ განიხილება ,დაიკავე ადგილი!
-მაგრამ ეს უსამართლობაა თქვენი მხრიდან ,თქვენ დამპირდით!
-რამდენს ლაპარაკობ,ახლავე დატოვე კლასი,დროზე!
-არ ხართ მართალი !
-გადი! დამიღრიალა და კარებისაკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი,მეც უხმოდ ავიღე ჩანთა და დერეფანში გავბოდიალდი.. კარგახანს ვიდექი ,ასე უცებ სანდრო რომ დავინახე , ეხლა მაქვს დრო რომ დაველაპარაკო,გავიფიქრე ჩემთვის
-სანდრო! დავიყვირე ჩემდაუნებურად,სწრაფად შემოტრიალდა ,ჯერ ანთებული თვალები მომანათა,შემდე კი ჩამქვრალი,არვიცი რისთვის მიმეწერა ეს უცაბედი ცვლილება ,მისკენ წავედი,ისიც ჯიუტად გაჩერდა ერთ ადგილას და ნელა მათვალიერებდა -უნდა ვილაპარაკოთ..ვუთხარი მას შემდეგ რაც მივუახლოვდი
-ხომ გითხარი შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს
-მე მაქვს ! -თავი გააქნია და გზა განაგრძო-ნინომ მოგატყუა !-მივახალე უცებ, ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა ,შემდეგ ოდნავ გაეღიმა
-როგორც ვხედავ ლუკაჩოს მოუტანია შენთვის ენა ,ალბათ ეს ახალი გეეგმაა არა?
-სანდრო შენ რა საერთოდ არ მიცნობ?
-ეგ რა შუაშია? უცებ დაიბნა
-მეგონა ისეთი გიყვარდი როგორიც ვიყავი,მეტიც მეგონა მართლა გიყვარდი,მაგრამ ეს სიყვარული არ არის,ის რასაც შენ ეხლა აკეთებ სიყვარული არაა..შენ რომ მართლა გყვარებოდი იმ აბსურდს არ დაიჯერებდი!
ცოტახანს ჩაფიქრებული იყო,შემდეგ ამაყი მზერა მსტყორცნა - მაშინ გამოდის საერთოდ არ მყვარებიხარ ნიტა,შენ კიარა ჩემს მიერ წარმოდგენილი ,,შენ" მიყვარდა ..ვერ დამაბრალებ რომ არ მიყვარდი,მემგონი გრძნობდი ჩემს სიყვარულს შენ მიმართ,მაგრამ ის რაც გამიკეთე
-და რა გაგიკეთე,რა?! უკვე მოთმინება მღალატობდა
-შენ მე მიღალატე,ჩემთან დადიოდი და ლუკას ემესიჯებოდი,ესეც არ იკმარე სიყვარულები აუხსენი, მერე მასთან ერთად გაუჩინარდი,ახლა კი მოდიხარ და მეუბნები რომ ძალიან გიყვარვარ და ჩემი ბავშვობის მეგობარი მატყუებს არა,აქამდე როგორ დაეცი საერთოდ..
-სანდრო ეს ტყუილია,ტყუილი გესმის! -ვცდილობდი ამეხსნა მაგრამ არ მომისმინა,ცივი და უემოციო თვალებით მიყურებდა ,სიცარიელეს დაესადგურებინა მათში
-შენ მე გული გამიტეხე,მიღალატე,ზურგში დანა ჩამარტყი..ამას არ გაპატიებ ნიტა ჯაფარიძე ,არასოდეს გაპატიებ, შენც გატკენ,ისე გატკენ როგორც მე მატკინე ..
სწრაფად შეტრიალდა და წავიდა,მეკი დავრჩი ასე გულნატკენი, გახევებული და გაბრაზებული
-შენ უკვე მატკინე სანდრო .. ჩავიჩურჩულე ჩემთვის,ობლად წამოსული ცრემლი მოვიწმინდე და კლასისაკენ გავემართე , ზარ მალე დაირეკა ,ნუცაც მობუზული გამოვიდა -რა გჭირს ნიტა?
მას ყველაფერი მოვუყევი,ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა
-ეგ ბიჭი თავს მაცემინებს ,იმ ქათამს უჯერებს და შენ არა?
-როგორც ჩანს მას უფრო ენდობა
-ხოდა დაანებე თავი,გაიგებს ოდესღაც სიმართლეს და თავშიც ქვა იხალოს მერე.. წარბები შეკრა ნუცამ
-არა ,ასე ადვილად ნინოს თავისას არ გავატანინებ,რატომ უნდა იყოს ყველაფერი ისე როგორც მან დაგეგმა? ,სანდროს ვუყვარვარ,ამიტომაც ეტკინა ასე ,კიდევ ერთხელ დაველაპარაკები და ავუხსნი ,სიმართლეს რომ გაიგებს მერე ნახოს ნინომ!
-მოიცა შენ კიდევ სანდროს იცავ?
-პრივეტ გოგონებო -მოგვიახლოვდა თავისი ღიმილით ბატონი ლუკა
-შენ? წამოიკივლა ნუცამ
-მეც გამიხარდა შენი დანახვა ნუციკო
-ნუციკოს ნუ მეძახი,საერთოდაც სულაც არ გამხარებია შენი დანახვა,აქ რა პირით მოხვედი?
-და რა პირით არ უნდა მოვსულიყავი?
-ნუ თვალთმაქცობ !-შეუბღვირა ნუცამ -ჩემს მეგობარს სანდროსთან აწყობილი ურთიერთობა დაუნგრიე,შენს გამო ცუდად არის ,სანდროს შენ და შენმა უტვინო დამ ტვინი გამოულეყეთ ,კიდევ გავაგრძელო?
-ჯერ ეს ერთი ,ნახევარ და - მკაცრად შეუსწორა ლუკამ-მერე მეორე ,მე არაფერი არ ვიცოდი,შემთხვევით ნახა ნინომ და აჩვენა.
-ეს თავისი ჭკუით გვაბოლებს - გაეცინა ნუცას- დავუშვად შემთხვევით ნახა ,შენ საიდანღა გაიგე რომ სანდროს ანახა?
ოო ეს მართლა კარგი კითხვა დასვა ,არა ეს გოგო ნამდვილ გამომძიებლად არის დაბადებული,ლუკას მივაჩერდით,ცოტა დაიბნა,მერე მე გადმომხედა
- იქედან გავიგე რომ იმ დღეს სანდრო მომივარდა ღამე , შენთან მესიჯობას რომ მოვრჩი მას შემდეგ ერთ ორ საათში და კარგადაც მითავაზა
-მერე ვერ აუხსენი ყველაფერი? ისევ ეჭვის თვალით შეხედა ნუცამ
-ვინ გაცადა ,ეგრევე გავარდა ..
-მაგრამ.. დაიწყო ისევ ნუცამ
-კარგით გეყოთ,მორჩი ნუცა გამომძიებლობას , სანდრო თავი დავანებოთ დამშვიდდება და დაველაპარაკები ისევ..
-ჰმ თქვენი საქმის თქვენ იცით ,წავედი მე .. ხელი აიქნია და მარტო დაგვტოვა,მეც ვაპირებდი წასვლას მაგრამ ლუკამ კლავში მომიჭირა ხელი და მისკენ შემაეტიალა
-რას აკეთებ?
-ნიტა მართლა არ ვიცოდი..ნინოსთან პირი არ შემიკრავს
-მჯერა ლუკა ხომ გითხარი,მორჩი ამ თემაზე საუბარს
-ხო მაგრამ მაინც მგონია რომ ეჭვი გაქვს..
-ჰმ.. ხო მთლად ბოლომდე არ გენდობი,მაგრამ
-ეხლა უნდა მენდო,გთხოვ,იმეგობრე ჩემთან
-როგორი სისაყვარლეა-მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა ,ლუკამ სწრაფად გამიშვა ხელი,მეც ნელა მივტრიალდი და სანდრო დავინახე,ხელები გულზე დაებჯინა და ირონიულად გვიყურებდა ,მიუხედავად იმისა რომ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა მე მაინც ამოვიკითხე მის თვალებში სევდა და გულის ტკივლი
-სანდრო მე.. ავლუღლუღდი,მაგრამ ხელის აწევით გამაჩერა და ლუკას გადახედა
-ლამაზია არა? ჩემზე თავით ანიშნა-იცი ამ სილამაზის უკან რა იმალება?
-არ გინდა სანდრო.. წარბებიი შეკრა ლუკამ
-დამაცადე ვთქვა ,ბოლო ბოლო არ მინდა შენც ჩემსავით იყო..აი ამ გოგო ეხლა ბავშვური გამოხედვა და თბილი თვალები რომ აქვს , სიყვარული არ შეუძლია,მისთვის მხოლოდ ფული არსებობს,იცი როგორ სცადა ჩემი გამოჭერა? პრინციპში რა უნდა ეცადა ,არაფერი გაუკეთებია უბრალოდ მაიგნორებდა რითიც ჩემი ინტერესი მის მიმართ გაზარდა ,შემდეგ მეამიტ და საყვარელ გოგონად მომაჩვენა თავი და მე დებილმაც დავიჯერე,შენც იგივეს გიზამს
-სანდრო ! კბილებში გამოსცრა ლუკამ
-ხედავ როგორ გიცავს? -ღიმილით გადმომხედა -ესეც დაგიდებილებია,ჩემსავით..
ლუკამ დასარტყმელად მოიმარჯვა მუშტი მაგრამ გავაჩერე
-შენ ვერ დააფასე ნიტა ,ახლა წადი აქედან ,შენ მისი ღირსი არ ხარ დაანებე თავი!
-დანებებული არ მაქვს? მე ეგ აღარ მჭირდება ,შენ თუ გინდა გყავდეს , მაგრამ გამოჩნდება კიდევ ვინმე მდიდარი და წამში მიგაგდებს.. ესღა ჩაიქირქირა და წავიდა ,გაოგნებული ვიდექი ,ის ასეთი არ იყო,იმდენად ზიზღით ლაპარაკობდა ჩემზე.. ხმა ვერ ამოვიღე,ისეთი გამწარებული ვიყავი ერთადერთი სურვილიღა გამიჩნდა ,სწრაფად მოვტრიალდი და გაბრაზებული გავემართე ერთი სულიერისაკენ...
******************
კლასში შევვარდი გამწარებული და იქაურობას მოვავლე თვალი,ბევრი ბავშვი არ იყო ამიტომ თავისუფლად შემეძლო ბრაზის გამოხატვა,ნინო გვანცასთან იდგა და რაღაცაზე იცინოდნენ
-ასათიანო! -დავიყვირე გამწარებულმა,გაფართოებული თვალებით შემიტრიალდა ,ჩემს დანახვაზე გაიღიმა ,ნელა წამოვიდა და წინ ჩამომიდგა,სახეზე ისევ ღიმილი დასთამაშებდა რაც უარესად მიშლიდა ნერვებს
-ნიტუშა ჩამოსულაა,რაიყო კარგი ამბები დაგხვდა აქ? მკითხა ირონიულად
-როგორ..როგორ გაბედე ასე მოქცევა,როგორ გააკეთე ეს?!
-ოხ,როგორც ჩანს ჩემს სულელ ძმას მოუტანია ამბავი უკვე ..კარგი ჩიტი გყოლია-თვალი ჩამიკრა
-ახლავე წახვალ და სიმართლეს ეტყვი იცოდე !
-ჰაჰაჰაჰ -გულიანად გადაიხარხარა,ერთი წუთით მისი სიცილი ბიროტი ალქაჯის სიცილს მივამსგავსე მულტფილმებიდან -შენ რა გგონია მართლა გავაკეთებ ამას ,საწყალი -მხიარულად გადახედა ბოლო სიტყვაზე გვანცას -ჩემს ძმას რომ აბამდი აბა რა გეგონა,ახლა სანდრო ჩემთან იქნება ..
ამის თქმა და ტვინში სისხლის ასხმა ერთი იყო,ვერც გავიაზრე ისე ავწიე მარჯვენა ხელი და სილა ვუთავაზე ლოყაზე ,სულ აუწითლდა , 120 ° გადაიხარა,შემდეგ გასწორდა მაგრამ ვინ აცადა ,პირდაპირ თმებში ვწვდი და რაც ძალი მქონდა მოვქაჩე ,თითქოს ჩემში დემონი ჩასახლდაო ,ყველაზე გაბრაზებულმა მასზე ვიყარე ჯავრი,მეორედ გავარტყი და კიდევ უფრო ღრმად მოვქაჩე თმაზე
-გამიშვი ველურო! თან კიოდა თან ხელებზე მეპოტინებოდა ,მაგრამ ვის ესმოდა მისი
-როგორ გაბედე და სანდროს ეს უთხარი,როგორ,რის მიღწევას ცდილობ! ვყვიროდი გაბრაზებული,თან შეშინებულ თვალებში ნაგლად ვუყურებდი,გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე შემოვარდა სანდრო ,ხელი გამაშვებინა და ნინო მიხუტა
-სულ გაგიჟდი,რა უფლებით ურტყავ ! მომჩერებოდა ცივი თვალებით,მისი ამ საქციელით გახევებული დავრჩი,ეს უკვე ზედმეტი იყო მისი მხრიდან
-ღირსია სანდრო,მან იცი რა გააკეთა ,მან.. ახსნა დავიწყე წყნარად მაგრამ არ მაცადა
-შენ რა ადამიანი ხარ ნიტა ჯაფარიძე,ეს ვინ ყოფილხარ, აქამდე როგორ მალავდი ამ სახეს , მოუხადე ახლავე ბოდიში!
გაფართოებული თვალებით შევხედე
-რა,შენ რა ამას სერიოზულად მეუბნები?
-დიახ,მოუხადე და წაეთრიე აქედან, მაგ მოღალატე ,თვახედე და საზიზღარი სახის დანახვა აღარ მინდა !
-სანდრო ტვინი სულ გამოგილაყა ამან?!-ბრაზს ვეღარ ვფარავდი- ,შენ რა სულ გააფრინე , საერთოდ ვერ მიხვდი რომ ის არის დამანაშავე,მან დაანგრია ჩვენი ურთიერთობა,მან შეგაძულა თავისი ტყუილებით თავი ,მან დაგაჯერა რომ არ მიყვარხარ!!მან..
-გეყოფა ნიტა! -იმხელაზე დაიღრიალა შევხტი-რომელი ურთიერთობა ,რომელი სიყვარული,ეს ყველაფერი ტყუუილი იყო ,მე არ მიყვარხარ,გაიგე?!
მისმა სიტყვებმა გულში ყრუ ტკივილი გამოიწვიეს,ვიცოდი გაბრაზებული იყო და ამას იმიტომ მეუბნებოდა
-ტყუი..რატომ მატყუებ?ასე ადვილად როგორ წამოეგე მის სიტყვებზე სანდრო !
უკვე ვყვიროდი ,თანაც ბოლო ხმაზე ,სანდრო ცოტახანს მომჩერებოდა ცივად, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა ,ნინოს ხელი უშვა და თვალებში ჩამაჩერდა ,გულში ჩამწვდა მისი ლურჯი თვალები, სიცარიელე სუფევდა მასში
-მაინც არ გჯერა არა,არ გჯერა ხომ ,მაშინ მომისმინე ,არც არასოდეს მყვარებიხარ,ეს ყველაფერი თამაში იყო,გეთამაშებოდი, უბრალოდ მერე ღრმად შევტოპე და ბარემ მყავდეს მეთქი რა ..
ცრემლები ერთმანეთის მიყოლებუთ წამომივიდა , ვერ ვიჯერებდი,მინდოდა გამღვიძებოდა და ეს სიზმარი ყოფილიყო
-რა? ძლიას ამოვატრიალე ენა პირში
-ხო,აბა რა გეგონა შენ შეუყვარდი? -დამცინავად ამავლო გვანცამ მზერა-შენნაირი საწყალი არსება ,უგემოვნო და გოიმი?
-შენ რა გეგონა მართლა მოეწონე,მე დავაძალე ასე მოქცეულიყო,გაგეღადავეთ,აბა ასეთ საწყალს ვინ შემოგხედავდა.. სიცილით გააგრძელა ნინომ,რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა ჩემი თითები ლოყებზე,სანდრომ გაკვირვებულმა გადახედა,შემდეგ ისევ მოექუფრა სახე .. ვიგრძენი როგორ გამიხშირდა სუნთქვა ,ჰაერი აღარ მყოფნიდა , გულზე მივიჭირე ხელი და ღრმად სუნთქვას მივყევი
- ეს ...ეს სიმართლეა? ამოვღერღე ძლივს და სანდროს აწყლიანებული თვალებით შევხედე ,თან სუნთქვის დარეგურირებას ვცდილობდი,ოღონდ ეხლა არა ,ისევ არ არა..ვიგრძენი როგორ მომაწვა ცრემლები ,მის თვალებს ძლივს ვარჩევდი, ცოტახანს უხმოდ იდგა ,რაღაცას ფიქრობდა მის თვალებში სევდას დაესადგურებინა ,ეს კარგად შევამჩნიე ,შემდეგ არც შემოუხედავს ისე მითხრა -ხო,აბა რა გეგონა ? მე ვთამაშობდი.. თქვა და თავი გვერდით გაატრიალა ,თვალები მაგრად მოხუჭა ... ძალა მოვიკრიბე,მყარად დავდექი ფეხზე ,მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე,ხელის გულებზე წვა ვიგრძენი,ხელი ავწიე და მწარედ გავარტყი სახეში,მერე მეორე მხარესაც,თვალები დახუჭული ჰქონდა ,კისერ დაჭიმული იდგა -მეზიზღები,მეზიზღები გესმის!! ინანებ,აუცილებლად ინანებ მაგრამ გვიანი იქნება ,არასოდეს გაპატიებ ,არ გაპატიებ!!
უცნაური წვა ვიგრძენი,ძლიერი ქოშინი აღმომხდა ,ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მახრჩობდნენ,ჰაერი აღარ მყოფნიდა ,შველის სათხოვნელად ხმას ვერ ვიღებდი,ვიხრჩობოდი, ვიღაც ან რაღაც მგუდავდა შიგნიდან, ერთ ადგილას მოსვენება არ შემეძლო,თვალები დამებინდა ,ვიგრძენი როგორ დამასხა ცივმა ოფლმა ,გულის არეში კიდევ უფრო გამძაფრდა ტკივილი ,იმდენად რომ მუხლებზე დავეცი და კივილი დავიწყე ,თან მაგრად ვიჭერდი ყელზე თითებს,ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი,სრული სიბნელე იყო,ვგრძნობდი როგორ ვცდილობდი ჰაერის ჩაყლაპვას მაგრამ გულამდე არ აღწევდა ,არ მიდიოდა ,ვკვდები,მეტი აღარაფერი მახსოვს..
***
-სასწრაფო,სასწრაფო გამოიძახეთ დროზე !!! ყვირილით შევარდა ლუკა ითახში ,მას ნუცაც შეჰყვა ,გოგონას თვალები გაუფართოვდა მისი დაქალი ძირს დავარდნილი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა , სანდრო გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა ,ფერი სულ დაეკარგა ,აშკარა იყო ვერ ხვდებოდა რა მოხდა ,უცებ ნიტამ ყვირილი შეწყვიტა და უცნაური ,ქაფნარევი ნახველის გადმოფურთხება დაიწყო,რონელსაც ალაგალაგ სისხლის კვალიც აჩნდა ,ამაზე სულ გადაირია ,სანდრო სწრაფად მივარდა და ხელის შეშველება სცადა მაგრამ გოგონამ უხეშად მოიშორა ,ვიღაცამ სასწრაფოში დარეკა..
**ნუცა**
-რა სჭირს,გამაგებინეთ რა დაემართა!! აღრიალებდა სანდრო,მას შემდეგ რაც სასწრაფომ ნიტა წაიყვანა,ჩვენ უფლება არ მოგვცა გავყოლოდით,სანდრომ მე გადმომხედა და ჩემსკენ წამოვიდა -ნუცი, რა დამეართა ,რა საჭირს?! გაფართოებული თვალებით მიყურებდა..მეზიზღებოდა ,ამ წუთას მისი სახე მეზიზღებოდა ,მკლევებზე დამეძგერა და მაგრად შემანჯღრია -ნუცა ამოღერღე რა დაემართა!!
უხეშად მოვიშორე მისი ხელები,ცოტახანს ვუყურებდი ,შემდეგ მაგრად ვსტკიცე სახეში ხელი,ყველაფერმა ამოასხა ერთიანად ჩემში,ნიტას სახე თვალებიდან არ ამომდიოდა ,ისე საცოდავად ითხოვდა შველას ,ხელები ყელზე ეჭირა და ვიხრჩობიო იძახდა ,თვალები გადმოკარკვლაზე ჰქონდა ,ცუდად თუ არ გავხდებოდი არ მეგონა ,ეს კი დგას აქ და ბღავის ,მეორე ხელიც ვუთავაზე სახეში -ეს გინდოდა არა,ეს გინდოდათ ხო!-დავიღრიალე და ნინოს მივვარდი,შემდეგ ისევ სანდროს-კმაყოფილები ხართ? ჩემი დაქალი მოკალით,ნიტა მოკალით ,არაადამიანებო!!-კიდევ ერთხელ ვუთავაზე სილა,მუშტები დავუშინე მკერდზე -რა გააკეთე ,ეს როგორ გაუკეთე ,ეს რატომ..რა დაგიშავა..რა დააშავა სანდრო!!! გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა ,სახეზ ფერი აღარ ედო,უცებ ლუკა მომმვარდა და სანდროს მომაშორა -გამიშვი,გამიშვი უნდა მოვკლა ,როგორც ნიტა მოკლა ისე უნდა მოვკლა !! ვკიოდი ,თან ხელებს და ფეხებს ვიქნევდი,მაგრამ მაინც არ მიშვებდა , ცოტახანში დავიღალე და უღონოდ დავეცი,აღარაფერი მადარდებდა,ცრემლები წამომივიდა -ასეთი რა დაგიშავათ ,რა? -ამჯერად ღონემიხდილი ხმით დავიწყე,სანდროს ავხედე-მას უყვარდი და შენ რა გააკეთე?
-ლუკა ნუცა წაიყვანე ! როგორც იქნა ხმა ამოიღო
-საერთოდ არ გადარდებს ხო,ძლივს მოშუშებული იარა თავიდან გაუხსენი,თავიდან აატკივე გული და ახლა ფეხებზე გკიდია ხო,ჯერ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნე და ახლა ისიც წაართვი რაც მანამდე ჰქონდა ხო?! -ცრემლები მისველებდა თვალებს,ტუჩებს,თმებს,სახეს ,მაგრამ არ დავეძებდი,გული მტკიოდა ,სუნთქვა არ მყოფნიდა ,მინდოდა მეც ნიტასავით გავმხდარიყავი და დროზე მოვმკვდარიყავი
-რას ამბობ? -გაკვირვებულმა შემომხედა-რა მოშუშებულ იარაზე მეუბნები?
-გულის მწვავე უკმარისობა გადაიტანა ორი წლის წინ,დაავადებული გული აქვს ,შენკი მეორედ დაავადე ,ჩათვალე ,რომ მოკალი,ყოჩაღ-ტაში შემოვკარი,სანდრო კიდევ უფრო გაფითრდა ,ინერციით მიეჯახა კედელს და ჩაიხარა,ხელები თავში ჩარგო
-მკვლელი ხარ,მკვლელი,ის ადამიანი მოკალი ვისაც ძალიან უყვარდი,ნიტა ჯაფარიძე მოკალი,დღეს ხომ დაპირდი ისე გატკენ როგორც შენო,ხოდა აასრულე კიდეც თანაც მალევე , გილოცავ ,სიტყვის კაცი ყოფილხარ!!
-მოკეტე ნუცა ! -წამოვარდა გააფთრებული -გაჩუმდი!მე არაფერი გამიკეთებია, ისიც არ ვიცოდი ცუდად თუ იყო!
-ამას ასე უსირცხვილოდ როგორ ამბობ როცა თქვენ აანერვიულეთ,ისეთი რაღაც უთხარით გოგომ ვერ გადაიტანა,ამხელა სტრესი განაცდევინეთ..ჯერ იყო და გაიგო რომ ის ადამიანი ვინც ზრდიდა მამამისი არ ყოფილა,ამის გამო ორი კვირით სახლიდან გაიქცა ,ყველაზე მეტად სჭირდებოდა შენი დახმარება მაგრამ სახლიდან გამოაგდე ,ხომ გაგიგია პირველი იმ ადამიანებ ვადგებით გაჭირვების დროს ვინც გვიყვარსო,ის შენთან მოვიდა ,შენთან სანდრო-ზიზღით შევხედე,დაბნეული და განადგურებული მიყურებდა ,ალბათ არ სჯეროდა რასაც ვიძახდი -მაგრამ შენ გააგდე,ისე გამოისტუმრე ღამე ,მარტო დარჩენილი გოგო ქუჩაში,არცკი შეგცოდებია,მერე დამცირება დაუწყე ,ახლა კი მოკალი,შენ ის მოკალი გესმის!
-რას ბოდავ ,რეებს ბოდავ ,ის სახლიდან კიარ გაიქცა ამ ვაჟბატონთან ერთად იყო დასასვენებლად წასული -ხელი ლუკასკენ გაიშვირა ,სახე შეშლილს მიუგავდა,ლუაკმ გაოცებულმა გამოხედა,მერე წარბები შეკრა
-შენ სულ გამო*** ეს რამ გაფიქრებინა! დაიღიალა უცებ
-რა ასე არ იყო?-წარბები ასწია სანდრომ-ჯერ ერთმანეთს წერდით მერე კი დასასვენებლად წახვედით,ხომ ასეა-ზიზღით გამოსცრა კბილებში,ლუკამ მუშტი მიარტყა კედელს,მთლიანად დაიძაბა
-იმ გოგოს ფრჩხილის ღირსიც არ ხარ,არ მესმის როგორ შეგიყვარა,შენი ღალატი გულშიც არ გაუვლია ,ნამდვილი იდიოტი ხარ..მას აყევი-ხელი ნინოსკენ გაიშვირა- აყევი ხო,სულ დაგაბრმავა ,როგორ დაუჯერე ,მას როგორ დაუჯერე!
-მე მარტო მისთვის არ დამიჯერებია ,ფოტოებიც ვნახე ,როგორ შეხვდით ბარში,კაპიშონი გეხურა, შემდეგ როგორ ჩაისვი შავ მანქანაში და სასერნოს წახვედით,შემდეგ მესიჯები როგორ ესიყვარულებოდით ერთმანეთს..როგორ არ უნდა დამეჯერებინა!-ამასობაში ზარიც დაირეკა ,ყველა საკლასო ოთახში შეკრებილიყო და სეირს უყურებდა
-რა ს*** ხარ სანდრო,ჯერ უნდა გაგეგო,უნდა გაგერკვია,ნიტამ არ იცოდა ის კაპიშონიანი მე თუ ვიყავი,ის ნუცას ბიძაშვილია,რაღაც საქმეს იძიებდნენ ერთად ,მე მას საბუთები გადავეცი, ხო მე ,მე ვიყავი,წარმოდგენა არ ჰქონდა ვის ხვდებოდა
-შეენ - შევხედე გაკჯვირვებულმა -შენ გვიგზავნიდი მესიჯებს და შენ შეგვხვდი იმ ბარში?!
-ხო,ლევანიმ მთხოვა,მასთან ვმუშაობ კომპანიაში და დავეხმარე - დაიწყო ახსნა ლუკამ
-და მესიჯებზე რას იტყვი,ნუცასაც ლევანმა სთხოვა ლუკას ესიყვარულეო? მის ხმაში აშკარა ირონია და დამცინაობა იგრძნობოდა
-შენ რა..კარგი,აჰა ,აიღე ,წაიკითხე,მიდი შენი თვალით ნახე როგორ მეუბნება ნიტა რომ შენზე მეტად არავინ უყვარს,მიდი-ტელეფონი გაუწოდა ,მანაც ნელა გამოართვა და კითხვა დაიწყო,შიგადაშიგ ხმაურით ყლაპავდა ნერწყვს ,სულ დაიძარღვა ,ხელებზე ,ფეხებზე,კისერზე -ერთიანად დაეჭიმა ძარღვები,ხელის კანკალით გაუწოდა ტეკეფონი უკან , ამჯერად მართლა მკვდრის ფერი ედო,ხელები ნერვიულად აატკაცუნა და ნინოს მკვლელი მზერით გადახედა.მის მზერას მეც გავაყოლე თვალი,დადიანი უხმოდ იდგა,თავჯაღუნილი,ცრემლები ედებოდა მის სახეს,ნელა ასწია თავი და სანდროს ცისფერი თვალები შეანათა რომელშიც შიში და სიცივე ჩანდა ,ქვედა ტუჩი უთრთოდა..სანდრო ერთიანად დაიჭყანა -შეენ!! გამოსცრა კბილებიდან და მისკენ წავიდა
-სანდრო აგიხსნი ,მაპატიე ,სან..-სიტყვის თქმა ვერ მოასწრო ,მკლავში ეცა და იმდენად ძლიერად მოუჭირა ძვლების ხმა მე გავიგე ,ნინომ ერთი შეჰკივლა და შეშინებული თვალები კიდევ უფრო შეანათა ,სანდროს სახეზე ზიზღი ეხატა,მის თვალებში სიბნელეს დაესადგურებინა ,შეგეშინდებოდა ჩახედვა ,კიდევ უფრო მოუჭირა ხელები და მაგრად შეანჯღრია -შენ ეს როგორ გაბედე! დაიღრიალა ბოლოს -შენს გამო მე ის... ეს როგორ გაბედე შე არა ადამიანო,შე ეშმაკის მოციქულო!!! -ღრიალებდა ბოლო ხმაზე
-სანდრო...ქვითინებდა ნინო
-ხმა არ ამოიღო,გაფრთხილებ შენი ხმა არ გამაგონო! სიტყვა არ თქვა ,დღეიდან არ დამენახო იცოდე , დაივიწყე ჩემი სახელი, არ გადამეყარო გზაზე ,ახლა ძლივს ვიკავებ თავს არ მოგკლა !
-მე..
-წაეთრიე ,გადი.. მაგრად ჰკრა ხელი და კარებისკენ გადააგდო,ნინომ თავი ვეღარ შეიკავა და იქვე დაეცა ,ძლიერად მიარტყა ზურგი ,ერთი წამოიკივლა , გაავებული სანდრო კიდევ მივარდა ხელი მოკიდა ,დერეფანში გაათრია,თან ხელებს უჭერდა თან სადღაც მიჰყავდა ,მე და ლუკაც მას გავეკიდეთ,იმდენად გააფთრებული იყო მასწავლებლებმაც კი ვერ შეაჩერეს ,ვერც დაცვამ გამოგლიჯა ხელიდან,მხოლოდ მაშინ გაუშვა როცა უკვე სკოლის კარებთან მივიდა ,მაგრად ჰკრა ხელი და გარეთ გააგდო -წაეთრიე სანამ არ მომიკლიხარ!!
ისიც ბანცალით მაგრამ სწრაფად გაერიდან აქაურობას ,სანდრომ ერთხელ კიდევ მიჰკრა მაგრად მუჭი კარებს ,ღრმად ამოიღრიალა,შემდეგ შემიბრუნდა და მე შემომხედა ,იმწუთას ისეთი თვალებით იყურებოდა გული მომიკვდა
-ეს რა გავაკეთე ,ეს რა გავაკეთე.. ჩურჩულებდა თავისთვის,შემდეგ აკანკალებული ხელები თმებში შეიცურა და ნელა დაეშვა იატაკზე -როგორ გავიმეტე,როგორ გავიმეტე ,ეს რა გავაკეთე.. ხელები სახეზე აიფარა -ჯანდაბაშიც წავსულვარ ,ეს რა გავაკეთე!
***************
***ნუცა ****
როგორც კი გაკვეთილები დასრულდა მაშინვე საავადმყოფოსაკენ გავემართეთ მე და ლუკა..იქ დედა,მამა, ბექა,ბიძია რატი და მაკა დეიდა დაგვხვდნენ..გიჟს გავდა მაკა,აქეთ იქით დადიოდა ,თვალები ტირილისაგან ჰქონდა ჩაწითლებული,რატი მას ამშვიდებდა,თუმცა თვითონაც ძალიან განადგურებული ჩანდა. ნელა მივუახლოვდი ,დედას ავესვეტე,მაკა დეიდამ როგორც კი დაგვინახა ჩემსკენ წამოვიდა ,მეც გულის ფანცქალით ველოდი,მომიახლოვდა ,მხრებზე ჩამომადო ხელი და აცრემლებულმა მკითხა,, რა მოხდა სკოლაშიო",არ ვიცოდი რა მეთქვა ,იქნებ ნიტას არ უნდოდა სიმართლე სცოდნოდათ,მოკლედ ბოლოს გადავწყვიტე არაფერი მეთქვა ,თავად ნიტა ეტყოდა
-იცით,ზუსტად მეც არ ვიცი ,პარალელში იყო შესული ,რომ მივედი უკვე ცუდად იყო.. ცოტახანს განადგურებული მიყურებდა ,ბოლოს ხელები მომაშორა
-სანდრო,მასთან იჩხუბა ალბათ,ამანაც ნერვიულ ფონზე..-ტუჩებზე ხელები აიფარა და ჩუმად გადმოუშვა ცრემლი ,შემდეგ ისევ მე შემომხედა - ნუცა მითხარი,სანდროს ბრალია ხო?
ელდა მეცა ,ყელში თითქოს დიდი ბურთი გამეჩხირა,ხმას ვერ ვიღებდი,გაფართოებული თვალებით მივჩერებოდი ,თვითონაც დაჟინებით მიყურებდა ,ბოლოს თავი დამიქნია -ხო,ესეიგი მართალი ვარ.. ზურგი შემაქცია და სკამზე ჩამოჯდა ..
-ხომ კარგად იქნება? ავხედე დედას
-იმედია საყვარელო,იმედია.. ღრმად ამოისუნთქა,თავზე ხელო გადამისვა,ამასობაში ექიმიც გამოვიდა ,ყველა მას მივცვივდით,ერთი და იგივეს ვეკითხებოდით ერთხმად ,კაცი გადაირია,ბოლოს ხელები აღმართა და სიწყნარისკენ მოგვიწოდა
-დამშვიდდით..მოკლედ ,პციენტს ნერვიულონაზე დაემართა გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა..საერთოდ,ამის ყველაზე უმძიმეს გამოვლინებას ფილტვების შეშუპება წარმოადგენს ,მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ,რომ შეიძლება იყოს კარდიალური ასთმა,ყველაზე ხშირი ფორმა გულის უკმარისობის...რაიმე სიმპტომები ხომარ ჰქონია მანამდე ,მაგალითად- ხველა,უმადობა,გაძლიერებული გულისცემა ან ქვედა კიდურების შეშუპება?
-არა ,მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.. გაფითრებულმა ჩაილაპარაკა მაკამ .
-ანუ,ეს შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვების შეშუპებით,კარდიოგენული შოკითაც ,კარდიალური ასთმით...მაგრამ ამ ასაკში ეს შესაძლოა გამოეწვია ანემიას,სიმსუქნეს,შაქრიან დიაბეტს ,თირკმლის უკმარისობას და ს.ხ..
-მან ერთხელ უკვე გადაიტანა გულის მწვავე უკმარისობა,ორი წლის წინ,ოპერაციაც გავუკეთეთ,წამლებსაც სვავდა ,არ მოველოდი თუ გაუმეორდებოდა..
-დიახ შევნიშნე ჭრილობა და მინდოდა ცალკე მეკითხა ამის შესახებ,კარგია რომ ახსენეთ,ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს რომ გოგონამ დიდი ტრამვა მიიღო ან ბევრი ინერვიულა ..
-და ახლა როგორ იქნება ,სისხლიანი რაღაც რომ გადმოახველა კინაღამ მოვკვდი..როგორციქნა მოვატრიალე ენა პირში,ეს ექიმები ყველაფერს თავიანთ ენაზე გიხსნიან აბა და წესიერად ვერაფერც ვერ გავიგე..
-კი კარგად იქნება ,უბრალოდ მკურნალობას დავუნიშნავთ..
-ანუ მალე გაწერთ? ვკითხე გახარებულმა
-დიახ ,ანალიზებს ავუღებთ,გავსინჯავთ,მკურნალობასაც დავუნიშნავთ ,ერთი-ორი დღით დავიტოვებთ და შემდეგ გავწერთ.. მომახსენა ღიმილით,საპასუხოდ მეც გავუღიმე ,თან შვებით ამოვისუნთქე ,იქვე ცალკე მჯდარ ლუკასთან მივედი და გვერდით მივუჯექი -გეიგე,კარგად იქნებაო
-ხო,მესმოდა.. თავისთვის ჩაილაპარაკა
-უფ,ე.ი არ მოკვდება ..
-ისედაც ვიცოდი ,რომ არ მოკვდებოდა.. ღიმილით შემომხედა
-საიდან?
-ექიმი მინდა გამოვიდე და წინასწარ ვკითხულობ ყველაფერს -ნაძალადევად გამიღიმა -პირველადი დახმარება ხომ მე ჩავუტარე დაგავიწყდა?
-აა ხო,იმწუთას ისე ვიყავი რა მემახსოვრებოდა.. ამის თქმა იყო და დერეფნის ბოლოში ორი სულიერი დავლანდე ,სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მათკენ გავემართე. სანდრო და ნიკა გვერდიგვერდ იდგნენ,ნიკა მე და ლუკას ამრეზით გვათვალიერებდა ,მეც ცივი მზერა ვსტყორცნე და სანდროს შევხედე რომელიც ჩაწითლებული თვალებითა და გადახვეული ხელით წამოვიდა ჩემსკენ
-აქ რა ჯანდაბა გინდათ?! ავესვეტე ორივეს წინ
-ნიტა როგორ არის ნუცა? ხრიწიანი ხმით იკითხა სანდრომ
-ახ,ახლა გაინტერესებს არა როგორაა.
-ნუცა გთხოვ,ისედაც ცუდ დღეშია
-შენ გაჩუმდი,გამომივიდა ახლა ამის მამიდა .. უხეშად მივახალე ნიკას და ისევ სანდროს შევხედე ,საწყალი თვალებით იყურებოდა
-ცოცხალია ,თუ ეს გაინტერესებს ,არ გამოგივიდათ შენ და შენს დაქალს მისი მოკვლა .. ცივად მივმართე ,სანდროს თვალები დაუბრგვალდა
-იმას ნუ ახსენებ!-გამოსცრა კბილებში-ნიტას ნახვა მინდა
-არც გაბედო,იქ არ შეგიშვებ,გინდა მეორედ მოკლა?!
-უნდა დაველაპარაკო ნუცა,უნდა ვუთხრა რომ შევცდი,უნდა მომისმინოს
-რატომ უნდა მოგისმინოს სანდრო, შენ მოუსმინე? რამდენჯერ სცადა ახსნა მაგრამ ათქმევინე?..ნუთუ ასეთი რთული იყო უბრალოდ მოგესმინა?
-მართალი ხარ,დამნაშავე ვარ,მაგრამ პატიებას ხომ ვიმსახურებ არა? თვალები შემომანათა ,მასში იმედის ნაპერწკალი ელავდა ,თუმცა სინათლე ჩამქრალიყო,ასე მიყურებდა საწყალი სახით
-არა,არ იმსახურებ,წადი აქედან ! მივახალე და გამოვბრუნდი,გზაში ნიკა დამეწია
-ნუცა გაუგე გთხოვ, იცი რა ცუდად არის?
-შენ იცი ნიტა როგორ იყო?-გავჩერდი და გაბრაზებულმა შევხედე- იცი რას განიცდიდა ?
-არა ,არ ვიცი ,მაგრამ გთხოვ ,უნდა ნახოს!
-არა ნიკა,უარესი დაემართება ნიტას ახლა მას თუ დაინახავს ...-საერთოს იმ პერიოდში შენს ძმაკაცს უთხარი ეგ ,დაელაპარაკე ამ თემაზე,მაშინ როცა სანდრო ნიტას ცუდად მოექცა სცადე მაინც მიგეხვედრებინა რომ არასწორად იქცეოდა?
-არა..მითხრა და თავი დახარა - მეც მეგონა ,რომ ...რომ..
-რომ ნიტამ სანდრო ფულზე გაყიდა არა? ზიზღით წარმოვთქვი,მანაც თავი დამიქნია -ხოდა იცი რას გეტყვი,ყველა თქვენნაირი ფულზე დახამებული არ არის ნიკა, წადი და წაიყვანე შენი ძმაკაცი, აქ საავადმყოფოა და არა მონანიების ცენტრი..
-არც ფლირტის ცენტრია აქ! მომაძახა ზურგიდან,წამში შევტრიალდი
-რა?
-ხო,შენ და ლუკა კარგად ჭუკჭუკებდით,ალბათ კარგად გაუგეთ ერთმანეთს ,როგორი გულკეთილი ბიჭია .. ირონიით ჩაილაპარაკა
-იცი რას გეტყვი, ლუკა თქვენგან განსხვავებით ნიტას გვერდში დაუდგა ,სხვა დროს კი ჩემს გაკრიტიკებას წადი და შენს ქერებს მიხედე..
მკვახეთ მივახალე ,ამაზე გაეღიმა,ზურგი შევაქციე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი..
****
საღამოს ნიტასთან შესვლის უფლება მომცეს,ჯერ კიდევ სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული მაგრამ აშკარად მხნედ გამოიყურებოდა ,რომ დამინახა ნაძალადევად გამიღიმა..უნებურად თვალებში ჩავხედე და მასში დავინახე ის რაც არასოდეს დამინახავს -სიბნელე .. კი ვაღიარებ თავიდან რომ გავიცანი არც იცინოდა,არც მხიარული და კომუნიკაბელური იყო,მაგრამ მის თვალებში ყოველთვის ვამჩნებდი იმედს,ცხოვრების სიყვარულს,ბედნიერებას,ხალისს..მაგრამ დღეს მხოლოდ სიბნელე დავინახე ,უიმედობა, ტკივილი. ისედაც შავი თვალები კიდევ უფრო ჩაშავებოდა ,სევდიანად მიყურებდა ,თითქოს რაღაც მოხდა ,რაღაც შეიცვალა მასში, მაგრამ რა ჯერ არ ვიცი..
ნელა მივუახლოვდი და საწოლთან დადებულ სკამზე ჩამოვჯექი
-როგორ ხარ ნიტუშ? ვცადე მხიარულად დამეწყო,მაგრამ მისი ცივი გამოხედვა გულს მიკლავდა
-ნორმალურად.. ხმაც ცივი ჰქონდა
-ძალიან შემაშინე..შეგვაშინე..
-კარგად ვარ ,ნუ ღელავ
-ძალიან მიყვარხარ,გეფიცები რამე რომ მოგსვლოდა მოვკვდებოდი
-არაფერი მომივიდა ,არაფერი მომივა,თუმცა ასე ყოფნას მერჩივნა მომსვლოდა!
-როგორ ასეთ ყოფნას,რა სისულელეებს ამბობ ნიტა!
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გავტყდი,დავიმსხვერი,ავორთქლდი,ფერფლად ვიქეცი
-გაივლის ნიტ,აი ნახავ ,ისევ ისე იქნები ..
-არ ვიქნები..აღარ ვიქნები ნუცა ,შევიცვალე,ამას ვგრძნობ.. მისმა სიტყვებმა გული მომიკლა ,არ შემეძლო მისი ასეთად ნახვა ,მომჩერებოდა ბნელი თვალებით და ღრმად სუნთქავდა ..ცოტახანს დუმილი ჩამოწვა ,ასე ვიყავით პალატაში,ორნი,ჩვენს ფიქრებში წასული,არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა ,ან რა უნდა გამეკეთებინა..
-ნიტა -შეპარვით დავიწყე ,ფანჯარას თვალები მოაშორა და ჩემსჯენ გამოიხედა -სანდრო..
-ნუცა,ეგ აღარ მიხსენო !.. მკაცრად მომიჭრა ,კიდევ უფრო ბნელი გაუხდა ის თვალები
-არც ვაპირებ ,უბრალოდ უნდა მეთქვა რომ სიმართლე გაიგო და შენი ნახვა უნდოდა..მაგრამ არ შემოვუშვი
-რატომ?
გაკვიურვებულმა შევხედე,ისეთი ცივი ხმით მკითხა -როგო თუ რატომ,შენ რა მისი ნახვა ისევ გინდა?
-კი მინდა..მინდა ნახოს რა დღეში ჩამაგდო, როგორ მომკლა თავისი ხელით,მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა რომ მეზიზღება,ვუთხრა რომ ის აღარ ვარ ,მინდა დაიტანჯოს,ეტკინოს ,ტკივილისაგან მოკვდეს...
-ნიტა,შენ არ იცი რა ზიზღით ლაპარაკობ ახლა ,ალბათ ცუდად ყოფნის ბრალია,სინამდვილეში ამას არ გრძნობ ხომ?
-არა..არა რათქმაუნდა არ ვგრძნობ ,იმიტომ რომ..ნუცა გული აღარ მაქვს ,იმდენჯერ ამტკივდა გატყდა ,დაიმსხვრა,შესაბამისად გრძნობაც არ მაქვს ..
ცოტახანს ვილაპარაკეთ ,შემდეგ გარეთ გამოვედი, ლუკა იქვე იჯდა ,ჩემი მშობლები წასულიყვნენ,ბექაც აქ იყო,ნიტას დედა ექიმთან იყო შესული,მამა წამლებზე წასული..მეც მივუახლოვდი,ლუკასა და ბექას შორის ჩავჯექი
-როგორ არის ნიტა? მკითხა ბექამ,სევდიანად გავხედე ,თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვიგმინე
-ნიტა აღარ არის..
-რა! ფეხზე წამოვარდა ლუკა
-ხო..ის გოგო იქ რომ წევს ნიტა არაა
-აბა ვინ არის..
-არ ვიცი,მას მე არ ვიცნობ ..

****ნიტა****
წამალი გამიკეთეს ,მთელი ღამე უშფოთველად მეძინა ,დილით ადრე გამეღვიძა ,ძალიან ადრე,თავი გამომწყვდეულად ვიგრძენი,ლურჯ კედლებში გამომწყვდეულად..ამ ორი წლის მანძილზე თითქოს დავივიწყე რა ერქვა იმ საშინელებას როდესაც სულ სხვა ადგილს იღვიძებ,ადგილას სადაც წამლის სუნი ტრიალებს ,თეთრ ხალათიანი ადამიანები დაბოდიალიბენ და აპარატის წუილი ისმის ,ხელში ათასი რამ გაქვს გარჭობილი.. მაგრამ ეს ყველაფერი არ მადარდებს ,ზოგადად აღარაფერი მადარდებს ,ვეღარაფერს ვგრძნობ,არაფრის ხალისი არ მაქვს ,არც ჭამა მინდა ,არც ძილი,არ მადარდებს ხვალ ისევ სუნთქვა თუ შემიჩერდება და მოვკვდები..ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ისედაც მოვკვდი,ჩემი სული გატყდა დაიწვა ,ფერფლად იქცა და ჰაერში გაიფანტა ,მანეკენად ვიქეცი,მხოლოდ სხეული ვარ..
ასე ვიწექი ფიქრებში გართული კარგა ხანს ,ხან დედა მოვიდა დამხედა ,ხან მამა,ხან ნუცა და ბექა, კითხვებს მისვავდნენ ,მეც მოკლედ ვპასუხობდი,ლაპარაკის თავი არ მქონდა ,მერე მათაც მობეზრდათ ჩემი მშრალი პასუხები და წავიდნენ,მათი წყენინება არ მინდოდა მაგრამ არ მქონდა თავი ძალით ღიმილის..
-ნიტ ,რა მოხდა ,რაზე ინერვიულე? მკითხა დედამ,როცა ყველამ დაგვტოვა
-არაფერი ისეთი დე..
-ნუ მიმალავ..სანდროს ეჩხუბე?
მისი სახელის ხსენებაზე შევკრთი,ადრე თუ ეს სახლი გულს მიჩქარებდა სიხარულით, ახლა მხოლოდ მტკენდა
-საიდან მოიტანე?
-გავიგე მის კლასსში ყოფილხარ როცა ეს დაგემართა..
-ხო,იქ ვიყავი,მაგრამ ის ადგილი არაფერ შუაშია..მომენტალურად მოხდა ის რაც მოხდა,უცებ ვიგრძენი თითქოს ვიგუდებოდი,მეტი არაფერი..
-გასაგები..გინდა დავურეკავ და მოვა -ცისფერი თვალები შემომანათა-შენ თუ გაგიხარდება..
-არა,არ გაბედო,სანდროს არ დაურეკო ,არ მინდა მისი ნახვა!
-რატომ?
-დავშორდით,მისი ნახვა აღარ მსურს..
-კი მაგრამ როდის,მე რატომ არ ვიცი?
-როდის და იმ დღეს როცა სიმართლე გავიგე ..
დედამ სევდიანად გამომხედა ,თითქოს თვალწინ დაუდგაო ის საღამო -ჩემო გოგო,რამდენი იდარდე იმ საღამოს,რამდენი გადაიტანე..მაგრამ არ შეგეშინდეს,ყველაფერი გაივლის,გაივლის და დაგავიწყდება.. -თავზე ხელი გადამისვა და ნაზად გამიღიმა.
-ეჰ, ყველაფერი გაივლის,მაგრამ არაფერი დამავიწყდება დედა,არაფერი!
სევდიანად გადმომხედა ,ნაზად გამიღიმა -დაგავიწყდება,აი ნახავ საყვარელო..
-დეე,როგორ გაუძელი,როგორ გადაიტანე ამდენი ტკივილი?
-რომელ ერთს გულისხმობ?
-ლევანის სიკვდილისგან განცდილ ტკივილს,რომ გაიგე როგორ გადაიტანე?
ცოტახანს დაბნეული მიყურებდა -შენ გადამატანინე..იმედმა რომ შენ მეყოლებოდი ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა შვილო..
ამ სიტყვებზე გამეღიმა,მასაც გაეღიმა
-აპატიებ,ლევანის,აპატიებ რომ დაგტოვა მარტო,ამდენი წელი რომ გვატყუა?
ცოტახანს დაფიქრდა შემდეგ ამომხედა და თავი დამიქნია -ალბათ კი,ვაპატიებ,იმ სიყვარულის ხათრით რომელიც გვქონდა ვაპატიებ..
-მშურს შენი დედა ,გულწრფელად მშურს.. დანანებით ჩავილაპარაკე
-რატომ?
-ასე ,მარტივად ,რომ შეგიძლია აპატიო საყვარელ ადამიანს, ის ტკივილი რაც მოგაყენა .
-მხოლოდ სიყვარულის ხათრით,წარსული სიყვარულის შვილო,თუ გიყვარს ,ან გიყვარდა მაშინ ყველაფერს პატიობ,რთულად მაგრამ პატიობ ..
თავი გვერდით გადავატრიალე და ფანჯარაში გავიხედე -მაშინ გამოდის რომ მე არ მყვარებია.. ჩემთვის ჩავიბურდღუნე და ფიქრებში გადავეშვი.
საღამოსკენ ,როცა ყველამ დამტოვა და აღარავის მოველოდი კარი გაიღო და ნაცნობი სხეული გამოჩნდა ზღურბლზე , წითელი თვალებით მომჩრებოდა ,ცოტახანს მათვალერა ,შემდეგ კარი მიხურა და საწოლთან ჩამოდგა
-როგორ ხარ?
****************
-კარგად.. აქ რატომ მოხვედი?
-რაიყო შვილის ნახვის უფლება არ მაქვს? წყენით მითხრა ლევანმა და გვერდით ჩამომიჯდა .
-ეგ შვილი 16 წელია არ გინახავს და ახლა გაგახსენდა?
-ასე ნუ მელაპარაკები გთხოვ,რადგან შენ ვერ მხედავდი არ ნიშნავს ,რომ მე აქ არ ვიყავი. ყველა შენი ნაბიჯი ვიცოდი,ყველა შენი მოქმედება.
-ვითომ? გამეცინა მის ნათქვამზე
-ნუ მიყურებ ცივი და ირონიული თვალებით,როგორ გგონია შემეძლო ჩემი შვილი ასე ბედის ანაბარა დამეტოვებინა?..მე ჩემს ძმასა და მაკაზე გავბრაზდი თორემ შენ არასდროს მიმიტოვებიხარ,ჩემი თვალეთახედვის არედან არასდროს გამქრალხარ შვილო..ისე მტკიოდა ,შენთან მოახლოება რომ არ შემეძლო,ჩემს ღვიძლ შვილთან,პატარა გოგოსთან რომელიც ძალიან მგავდა.
-აქამდე რატომ არ გამოჩნდი მაშინ?
-შესაფერის დროს ვეძებდი,მინდოდა წამოზრდილიყავი,მერე უფრო მარტივი იქნებოდა შენთან საუბარი,მერე გავიგე ნუცას დაუახლოვდი და მივხვდი დრო მოსულიყო. ადრე ცუდად ,რომ გახდი საავადმყოდან ფეხი არ მომიცვლია,გულის უკმარისობა რომ დაგიდგინეს კინაღამ მოვკვდი,მთელი ღამე იქ ვიყავი,ისე რომ არავინ არაფერი იცოდა.
-მაშინ ფული შენ გადამიხადე ხო? ვკითხე უცებ,გაკვირვებულმა შემომხედა
-შენ ვინ გითხრა?
-დედამ..
-ხოო-წვერზე ჩამოისვა ხელი -მე გადავიხადე,აბა რატის მაგისი ფული არ ჰქონდა ,გავიგე დათოსთან ჩამოსულა ფულისათვის ,მე შევხვდი დათოს და ვუთხარი რომ ფული არ მიეცა ,მინდოდა მეც გამეკეთებინა რამე შენთვის,ვიცი,ვიცი,სისულელეა მაგრამ აბა წარმოიდგინე რა რთულია საყვარელ ადამიანთან ახლოს და ამავდროულად შორს იყო..ახლა არ გვინდა ყველაფრის გახსენება ,აქ შვილის სანახავად მოვედი ,ჩემი გოგონასი,გთხოვ ნიტა მენდე და მიმიღე მამად.
-როგორ გენდო,რატომ უნდა დავიჯერო ის რაც მომიყევი?
-მენდე შვილო,მენდე..აი მაგალითად გახსოვს, თურქეთში ,კლასელმა ბიჭმა ,შეურაწყოფა რომ მოგაყენა
-კი ,ყველას თვალწინ დამცინა,მახსოვს ბევრი ვინერვიულე..შენ საიდან იცი?
- მე ველაპარაკე და ვაიძულე ბოდიში მოეხადა ..არასოდეს მომიკლია შენთვის ჩემი ზრუნვა ,ყოველთვის გიკავშირდებოდი სხვისი დახმარებით,სულ ვიცოდი სად როდის იყავი..- შავი თვალები მომანათა და გამიღიმა -მეტი აღარ შემიძლია ,გთხოვ მიმიღე ,მინდა შვილთან დაკარგული წლები ავინაზღაურო..
არვიცი რა ვქნა , ძალიან რთულია ჩემთვის იმასთან შეგუება რომ სხვა კაცს უნდა დავუძახო მამა . ლევანს გავხედე ,ისეთი ამღვრეული ,იმედიანი და საწყალი თვალებით მომჩერებოდა გული მომიკვდა ,მიუხედავად იმისა ,რომ ამ ადამიანს წესიერად არ ვიცნობდი,ის განცდა ,რომ ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე ,თუნდაც ჩუმად ,მაინც მიღვრიდა სითბოს ამ დამსხვრეულ გულში,ეს სითბო ყველაფერს უვლიდა და მთელ სხეულს ათბობდა ,ბედნიერების განცდას მიქმნიდა
-ლევან,მე..მოგცემ შანსს,მინდა დავახლოვდეთ,მიგიღებ მამად,მაგრამ მინდა იცოდე ,რომ ჩემთვის ყველაზე ახლო და ნამდვილი მამა რატი იქნება ,მან გამზარდა და 16 წელი ის იყო მამაჩემი, მე არ შემიძლია დაგიძახო ,,მამა" ,თუ ეს გაწყობს..
-მესმის ,არაუშავს ,მთავარია შენ იყო ჩემთან ,იმედი მაქვს ოდესმე ,,მამასაც" დამიძახებ..
ნაზად გავუღიმე ,ამ საუბარმა დამღალა ,ძალიან მეძინებოდა
-ახლა უნდა დავიძინო შენის ნებართვით.. ამოვთქვი მთქნარებით
-დაიძინე საყვარელო,მე ციქნები და მერე წავალ.
-კარგი,ლევან ..
-აუ ნიტა..ვიცი სისულელეა მაგრამ სულ მინდოდა ამის გაკეთება,სულ ვოცნებობდი
-რა ხდება?
-ზღაპარს მოგიყვები რა -ამომხედა და გეცინა -სულ ვოცნებობდი დაძინების წინ შენთვის ზღაპარი წამეკითხა და შუბკზე მეკოცნა ..
მეც გამეცინა -კარგი დაიწყე..
მოყოლა დაიწყო ,რაღაცას ყვებოდა ვიღაც გოგოზე ,მაგრამ მე არ ვუსმენდი,მის მიმიკას ვაკვირდებოდი,სახის ნაკვთებსა და ლაპარაკის მანერაზე,ამასობაში ძილიც მომერია..
****
ერთი კვირა მალე გავიდა , უკვე სამი დღეა რაც გამომწერეს ,უკვე კარგად ვარ,წამლები და დიეტა დამინიშნეს ,ფიზიკური აქტივობაც..ჩემს სანახავად თითქმის მთელი კლასი მოვიდა ,ნუცა ყოველ დღე აქ იჯდა ათას რამეს მიყვებოდა ,თურმე ნიკა ლუკაზე ეჭვიანობს და ეს ძალიან უხარია ..ლიზიც მოდიოდა ,სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობდა ,ფილმებსაც ვუყურეთ ერთად ,სხვათაშორის შევნიშნე, რომ ლუკა მოეწონა ,არც ეს იყო გულგრილი..ლუკაც ხშირად მოდიოდა ,ამბებს მიყვებოდა ,მართობდა ,ჩემთან დაახლოებას ცდილობდა ..ყველას სხვადასხვა თემაზე ვესაუბრებოდი,მაგრამ არასოდეს ვახსენებდით სანდროს,ლიზასაც კი არ უხსენებია ის,მისი ნაჩუქარი მელა და სხვა ნივთები დედას გავატანინე გადასაგდებად ,არ მინდოდა ის გამხსენებოდა ,მისი ნომერიც წავშალე,ფოტოებიც ,საერთოდ ყველაფერი რაც მის თავს მახსენებდა..ლევანიც მოდიოდა ყოველ საღამოს,ზღაპარს მიკითხავდა ,შუბლზე მკოცნიდა და მიდოდა,იმ დროს თავი ყოველთვის პატარა ბავშვი მეგონა ,მაგრამ მას ეს სიამოვნებდა და მეც არ ვუშლიდი..
მოკლედ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა ,მხოლოდ ერთი რამ არ იყო ისევ ისე და ეს მე ვიყავი,ვგრძნობდი ისეთი აღარ ვიყავი ,ეს რაღათქმაუნდა მაწუხებდა თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებდი,ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო,ადამიანები გაზრდასთან ერთად იცვლებიან ,ალბათ გავიზარდე ,აქამდე ბავშვი ვიყავი ახლა აღარ ვარ..
***
-აბა რას შვები? მხიარულად შემოვარდა ოთახში ნუცა
-რავი სოციალურ ქსელში ვათვალოერებ რაღაცეებს..
-რაში? წარბები აზიდა და სახე დაუსერიოზულდა
-,,Facebook" და ,,instagram"-ზე დავრეგისტრირდი
-შენ ხომ არ გიყვარდა სოციალური ქსელები ,ასე იძახდი ტყუილი დროის კარგვააო..
-ხო ,ვიძახდი,მაგრამ ეს ადრე იყო,დღეიდან მეც მექნება ჩემი გვერდი..ხო და კიდევ ,მინდა საყიდლებზე გამომყვე ,შემდეგ სალონში და ბოლოს დარბაზში,ვარჯიში მინდა დავიწყო
-ნიტა ხო კარგად ხარ,თუ გინდა მაკა ბიცოლას დავუძახებ ან ბიძიას , რავი?
-კი კარგად ვარ ,ახლა ხომ მამა და დათო შერიგდნენ,კომპანიაშიც მიშაობს ,ანუ მეც ვარ ,,მაღალი საზოგადოების" ნაწილი,მინდა შესაფერისად გამოვიყურებოდე
-შენ რა ..მოიცა შენ გინდა მათ დაემსგავსო? კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები ნუცას და საჩვენებელი თითი ზევით აღმართა
-ხო ,მინდა მათ დავემსგავსო,მინდა შური ვიძიო,ზუსტად ისეთი გავხდე როგორიც მათ უნდოდათ ვყოფილიყავი,სულ ესაა
-მგონი ზედმეტი მოგივა ,დაივიწყე ისინი, არ ღირს საკუთარი თავის შეცვლა მათ გამო..
-ისედაც შევიცვალე შინაგანად ,ახლა აღარ მადარდებს გარეგნულად როგორი ვიქნები..
ცოტახანს ასე მიყურა ,ბოლოს კარგიო მითხრა... მთელი დღე მოვანდომეთ საყიდლებზე სიარულს ლამაზი ,მოდური კაბები ვიყიდე უფრო გამომწვევი,დახეული ჯინსის შარვლები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ..სალონშიც შევიარეთ, თმა ავიჩეხე ისე რომ სიგრძე დიდად არ მოვიკელი,შავ თმაზე ყავისფერი მელირება გავიკეთე, სადღაც ტუჩებამდე სიგრძის გვერდული ჩოლკაც შევიჭერი,რომლის გადაწევაც ნებისმიერ დროს შემეძლო
-აუ ნიტა ძალიან გიხდება ესე თმა ,უმაგრესია ,ყველა პირს დააღებს.. აღბრთოვანებას ვერ მალავდა ნუცა
-მეც მომწონს , რაღაცნაირად სულ სხვა ადამიანის ვიდს მაძლევს..
-რაც არ უნდა შეიცვალო გული მაინც იგივე დაგრჩება .. მითხრა და მანქანაში ჩაჯდა
-რაც არ მაქვს რა დამრჩება? ვკითხე და უკან მივყევი
-გაქვს ! მკაცრად მომიჭრა ...
** ***
დილით ადრე გამეღვიძა ,სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და ხარბად შევისუნთქე სუფთა ჰაერი..კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში ,ახალი თმა ძალიან მომწონდა ,გრძელი ჩოლკაც მომიხდა ,მელირება ნელ-ნელა დამიჯდება ,ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ახალი ვიყავი,თავიდან დავიბადე ..ფიზიკურად შევიცვალე ,ავადმყოფობის შემდეგ ძალიან გავხდი,მაგრამ შინაგანად ისევ იგივე დავრჩი,რამდენიც არ უნდა მეუარა მაინც ვგრძნობდი ჩემი გულის ფეთქვას..ყველაფერი მოვიშორე ,რაც მის თავს მახსენებდა ,მაგრამ გონებიდან და გულიდან მაინც ვერ ამოვიგდე ,მთელი ეს დრო ვცდილობდი თავის გახალისებას ,ხან ვის ველაპარაკებოდი ხან ვის ,დღეში ორჯერ ვალაგებდი ოთახს ,მაგრამ ღამე მაინც მომეძალებოდა მასზე ფიქრები..ნეტავ ვის ვატყუებ იმით რომ არ მაინტერესებს ,ან საკუთარ თავს რაღას ვატყუებ,რათქმაუნდა მიყვარს,ძალიან მიყვარს,მენატრება ..მისი ლურჯი თვალები მენატრება ,მისი შეხება მენატრება ,მისი ღიმილი,სითბო,ჩახუტება მენატრება ,მისი კოცნა მენატრება..გული მისკდება მოსალოდნელ შეხვედრას რომ წარმოვიდგენ ,ვიცი ძალიან გამიჭირდება თავის მოთოკვა ,გამიჭირდება იმ საშინელ გოგოებს დავემსგავსო და ამავდროულად ცივი მზერით დავაჯილდოვო სანდრო,მეშინია,მეშინია რომ ამით საკუთარ თავს დავაზარალებ ,მაგრამ მაინც არ ვნებდები,მაინც ჯიუტად ვაღებ კარადას და ახალ ტანსაცმელს ვიღებ ,ნაცრისფერ მაღალწელიან შარვალს ,თეთრი ფერის ზედას და შინდისფერ მოსაცმელს ვიცვავ,თმას ვიშლი,ტონალურს დაჭყანული ვიღებ და სულ ძალით ვისვავ სახეზე,ხორცისფერ ტუჩის ფანქარს და კონტურსაც ვითხაპნი,ფეხზე კეტებს ვიცვავ და ოთახიდან გავდივარ..დედა პირღია მიყურებს,შემდეგ ოდნავ ეღიმება მაგრამ მკაცრ გამომეტყველებას ინარჩუნებს
-შენ რა მაკიჟი გისვია? მეკითხება მას შემდეგ რაც ბართან ვიკავებ ადგილს და ყავის დასხმას ვიწყებ -და ყავას სვავ? კიდევ უფრო უფართოვდება თვალები
-ხო,დღეიდან სხვა ნიტა ვარ....უდარდელად ვეუბნები ,თან ჭიქა პირთან მიმაქვს ,ნელა ვსინჯავ ყავას,ხო არც ისეთი ცუდი ყოფილა როგორც მეგონა ,მას ტოსტსაც ვამატებ
-გიხდება მაკიაჟი..მეუბნება ცოტახნის შემდეგ
-მადლობა დე .. ქურთუკსა და ქუდს ვკიდებ ხელს
-ნიტა
-ხო
-არ დაივიწყო ვინ ხარ..შემდეგ ნაზად მიღიმის,მეც არაფერს ვეუბნები,თავს ვუქნევ და სკოლისაკენ მივდივარ.
****
ნაცნობი შენობა ,ნაცნობი ხალხი,ძველი მოგონებები და სანდროსთან ჩხუბი..ყველაფერი ერთად იყრის თავს როდესაც სკოლას ვხედავ,ქანდაკებასავით ვარ გაჩერებული ჭიშკართან და შევყურებ გარემონტებულ შენობას..ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და შიგნით შევდივარ,რათქმაუნდა სიტუაცია იგივეა, ყველა ჯგუფებად შეკრებილა და ტელეფონები უჭირავთ ხელში,მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით ეკრანს კიარა მე მომჩერებიან,ვგრძნობ როგორ ვიძაბები ამდენი თვალის დანახვაზე ,მაგრამ მაინც ამაყად ვწევ თავს და ზედაც არავის ვუყურებ ისე მივაბიჯებ შენობისკენ ,აქაიქ ბუნდოვნად მესმის ჩურჩულის ხმები- ,,ეს ნიტაა?" ,,როგორ შეცვლილაა" ,,სანდროს დაერხა " ,,უჰ რა გოგო ყოფილა.." ..კარებთან ნინოს და გვანცას ვხედავ,არა ნაკლებ გაკვირვებუკები მომჩერებიან, მეც უხმოდ მივაბიჯებ წინ ,ღმერთს მადლობას ვუხდი მათთან ერთად ისიც ,რომ არ არის..ისაა უნდა გავიფიქრო გადავრჩითქო დერეფანში სანდროს სილუეტს რომ ვლანდავ ,ჯანდაბა ,თან ჩემსკენ მოდის..სწრაფად ვარიდებ მზერას ,უკვე მიახლოვდება ,მეც თავაწეული მივიწევ წინ,გვერდი უნდა ავუარო,მიცელში რაღაც საშინლად ბრუნავს ,ხელები მიოფლიანდება,ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ,ლამისაა გული ამომივარდეს ნერვიულობისაგან,სუნთქვა მეკვრის ..რა ჯანდაბა გჭირს ,უბრალოდ გაიარე და ვსიო,უკვე გვერდი ავუარე ხელში მძიმედ რომ მომიჭირა და მისკენ მიმაბრუნა.არაფრისმთქმელი მზერით შევხედე
-ნიტუშ უნდა ვილაპარაკოთ! მისი ცისფერი თვალების დანახვისას გული მომიკვდა ,მაგრამ მაინც ვინარჩუნებდი უემოციო მზერას
-ნიტა!-შევუსწორე ცივი ხმით,ჩემს პასუხზე სახე ეცვალა
-ნიტ..ა ლაპარაკი მინდა.. ნერწყვი ძნელად ჩაყლაპა,შემდეგ ხელი გამიშვა
-რასთან დაკავშირებით? ვცდილობდი ცივი ხმა შემენარჩუნებინა ,მაგრამ თუ დროზე არ დამთავრდებოდა ეს დიალოგი ალბათ აქვე ავტირდებოდი,ისე გამხდარა ,წვერიც გაზრდია, თმა აბურძგვნოდა,თვალები ჩაცვენოდა,გული მტკიოდა ასეთს რომ ვხედავდი მაგრამ ეს საბაბს არ მაძლევდა მეპატიებინა..
-ასე ცივად და უემოციოდ ნუ მიყურებ გთხოვ, ვერ გავუძლებ..
-როგორც დაიმსახურებ ისე შემოგხედავენ,არ იცი?
-ვიცი.. -ჩაიბურდღუნა თავისთვის,ნელა ამაყოლა მზერა -შეცვლილხარ..
-კი,შევიცვალე!
-გიხდება თმა ასე..ნელა ჩამომისვა თმაზე ხელი-ულამაზესი ხარ
-სანდრო რა გინდა?!
-მომენატრე..აღარ შემიძლია ,უშენოდ ვკვდები.. მომახალა სხაპასხუპით
-უნდა წავიდე .. ვთქვი და გამოვბრუნდი,მაგრამ ისევ თავისკენ შემაბრუნა ,მისმა შეხებმა შემაკრთო
-უნდა გელაპარაკო,ეს მჭირდება,გთხოვ..-ცოტახანს დაჟინებით ვუყურე თვალებში
-კარგი.. მხრები ავიჩეჩე
-სკოლის შემდეგ ,ჩვენს ხესთან,გაწყობს?
-კი.. ისევ ცივად მივახალე და კლასისკენ ავიღე გეზი,ზურგზე მის მწველ მზერას ვგრძნობდი რაც უარესად მაღიზიანებდა..
**გაკვეთილები დამთავრდა თუარა მაშინვე საპირფარეშოში წავედი,სახეზე წყალი შევისხი,ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა ,ნახევარი საათი იქ ვიყურყუტე ,შემდეგ ამაყი სახით გამოვედი და ხისკენ ავიღე გეზი..იქ იდგა ,ჩემგან ზურგით, რაღაცას მისჩერებოდა სივრცეში,დამშვიდებული გულისცემა თავიდან აჩქარდა ,ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი
-მიხარია რომ მოხვედი..არც შემოუხედავს ისე მითხრა -რამდენი მოგონება გვაკავშირებს ამ ხესთან არა? რბილი ხმით მკითხა და თავი გამოატრიალა
-პირდაპირ საქმეზე გადადი მეჩქარება! ცივად ვუთხარი და ხელები გულზე დავიკრიფე
-ასეთი არ იყავი ნიტა,რა დაგემართა,სად გაქრა ის გოგო რომელიც მიყვარს,ჩემი პატარა ,თბილი,საყვარელი ,კეთილი გოგო?დამიბრუნდი გთხოვ ,ასეთს ვერ გიყურებ,არ შემიძლია შორიდან გიყურო როგორ ინადგურებ თავს !
-მაშინ შეგეძლო ,როცა მთელი დერეფნის თვალწინ მეჩხუბებოდი ,ან ლუკას თვალწინ რომ მლანძღავდი,გეკითხები შეგეძლო?! შენ მაქციე ასეთად სანდრო,შენ ,რა უფლებით მთხოვ შეცვლას ,რა უფლებით მთხოვ ისევ ისეთი ვიყო როცა უკვე მომკალით?!..გაბრაზებულმა შევხედე,თავს ძლივს ვიკავებდი არ მეტირა -მკვდრებს ვეღარ აცოცხლებენ სანდრო..-რაც შეიძლება მშვიდად ჩავილაპარაკე
-მაპატიე ,მაპატიე გთხოვ, ვიცი შეცდომა დავუშვი,საშინლად მოვიქეცი,არაკაცივით..მაპატიე ნიტა! -ვედრებით შემომხედა
-შენ მე არ მენდე , არ დამიჯერე ,შეურაწყოფა მომაყენე და ახლა პატიებას მთხოვ..რა ნამუსით?!
-იმ ნამუსით რომელიც არ მაქვს ,იცი რა ცუდად ვარ, ვკვდები..უშენოდ ვკვდები..ცარიელი ვარ, დავცარიელდი,არაფერი მახარებს,ეს პერიოდი შენი ხმა მაკლდა ,შენი გამოხედვა მაკლდა ,შენი შეხება ,ნაზი კანი მაკლდა ,საშინლად მომენატრე,საშინლად მიყვარხარ ნიტა..
-რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ?-ჩემს კითხვაზე გაოცებული სახე მიიღო-ხო,რომელ სიყვარულზე საუბრობ სანდრო,იმ სიყვარულზე ხომარა ნინომ რომ დამიხატა ,ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ,ხომ მითხარი რომ ეს თამაში იყო,მითხარი რომ ნინომ დაგავალა,მე როგორ უნდა შეგყვარებოდი,მეხომ გოიმი და უგემოვნო ვარ.-გვანცას სიტყვები გავიმეორე
-ეგ ტყუილი იყო,ნინომ მოიგონა ,მსგავსი არაფერი მომხდარა,მართლა შემიყვარდი,გულწრფელად..მაშინ ნინოს იმიტომ დავეთანხმე რომ შენი გამწარება მინდოდა..მეგონა მართლა მიღალატე და გულნატკენი ვიყავი, გამწარებული,მინდოდა შენც გტკენოდა ,გული მოგკვლოდა და ის ტკივილი გეგრძნო რაც მე..
-ხოდა გამოგივიდა ,გავმწარდი,ზედმეტადაც კი,გულიც მომიკვდა ,იმდენად რომ აღარ ფეთქავს!..
-ის ნიტა რომელსაც ვიცნობ მაპატიებს ..თვალებში შემომხედა ,ხელები მომკიდა და მაგრად მომიჭირა..ვაღიარებ მისი შეხება მომენატრა,თავს ძლივს ვიკავებდი ხელები არ დამეკოცნა ,მაგრამ სიამაყემ მძლია,ხელი გავაშვებინე და მკაცრად შევხედე
-ის ნიტა აღარ არსებობს ,გაქრა,მოკვდა,ფერფლად იქცა..მე ის აღარ ვარ ,ის სულელი ,მეამიტი გოგო აღარ ვარ,თქვენ მაქციეთ ისეთად როგორიც გავხდი, თქვენ შემცვალეთ,ხომ ძალიან გინდოდათ ძლიერი,საზიზღარი,ამპარტავანი,მდიდარი ნიტა..ხოდა აქ ვარ და იცოდეთ ,გზაზე არ გადამეღობოთ!
-არ მჯერა რომ ასეთად იქეცი,ისეთი ზიზღით ლაპარაკობ ახლა
-ხო,ზიზღით ვლაპარაკობ, იცი რატომ ,იმიტომ რომ მეზიზღებით,ყველა მეზიზღებით,ვერ გიტანთ,შენი დანახვა გულს მირევს ,მათი დანახვა გულს მირევს ,მინდა დაიტანჯოთ,გეტკინოთ,გატყდეთ,ინანოთ ! -ვეცადე რაც შეიძლება საშინელი სიტყვები მეთქვა ..საწყალი თვალებით ამომხედა,მასში ერთდროულად ტკივილი,გაკვირვება,იმედგაცრუება და სიყვარული იგრძნობოდა..
-მაგარია -ჩაილაპარაკა თავისთვის- ამდენიც მოვახერხე ,ჩემი თავიც შეგაძულე და ყველაფერიც
-არა სანდრო,შენ ჩემი თავი შემაძულე ,ჩემი საკუთარი თავი.. ჩავილაპარაკე ჩემთვის-აღარ მომეკარო, ახლოს არ გამეკარო!
-მითხარი რომ აღარ გიყვარვარ,თვალებში ჩამხედე და მითხარი.. მკლავებზე მომიჭირა ხელი..ვიცი თვალებში რომ ჩამეხედა აქვე მოვკვდებოდი, ან ხმას ვერ ამოვიღებდი,აუცილებლად გავიშიფრებოდი..მაგრამ უცებ რაღაც მოხდა ,თითქოს ჩემში თავდაჯერებამ გაიღვიძა ,ნელა ავწიე თვალები და მას შევანათე,ხელები გავაშვებინე და რაც შეიძლება მტკიცედ ვუთხარი
-აღარ მიყვარხარ!
********************
ხელები მიშვა ,გულნატკენმა შემომხედა ,ცოტახანს ასე მაკვირდებოდა.გული ამეწურა მაგრამ მაინც ცივად ვუყურებდი, ბოლოს სადღაც უსასრულობაში დაიწყო ყურება,ზურგი შემაქცია -კარგი -ამოიხვნეშა ბოლოს,ნელა შემომხედა და ოდნავ გაეღიმა ,მერე ისევ გაიხედა,წასვლა დააპირა ,შუა გზაში მობრუნდა -ოდესმე მითქვამს ,რომ ძალიან ცუდი მატყუარა ხარ?
აშკარად საშინლად გაოცებულო სახე მქონდა ,რადგან გაეცინა და წავიდა ..მიხვდა ,მიხვდა რომ მოვატყუე, მიხვდა რომ ისევ მიყვარს,ჯანდაბა როგორ ვცადე,როგორ ,მაგრამ მაინც ვერ დავუმალე ..სახეზე ჩამოვისვი ხელები,არ გამომდის ,ვერ ვახერხებ ვიყო მათნაირი,რატომ ,რატომ ნუთუ ასეთი რთულია იყო ცივი და დაუნდობელი,ნუთუ ასეთი რთულია გეცვას ბოლო მოდაზე და იგესლებოდე როგორც გვანცა..ალბათ ბევრისთვის ადვილია,მაგრამ ჩამთვის არა ,ცოტახანს იქ დავრჩი,შემდეგ სახლში წავედი...
*****სანდრო*****
ვუყურებდი..ვაკვირდებოდი,თითქოს ის არ იყო,სულ სხვა ნიტა იყო ერთი შეხედვით..სხვანაირად ჩაცმული,სხვანაირი გამოხედვით, თმის სტილიც შეუცვლია,უფრო გამხდარა და გალამაზებულა..დილას დერეფანში ,რომ დავინახე გული ამიჩქარდა ,ისე მომინდა მასთან ყოფნა და ჩახუტება ,ისე მინდოდა არასოდეს დამეტოვებინა ,მის გვერდით ვყოფილიყავი სულ,როგორც შვილს სამუდამოდ დედის გვერდით ყოფნა..მინდოდა ჩვეულებრივად ჩამევლო ,მაგრამ ვერ მოვითმინე და შევეხე ,გაოცებულმა გამომხედა ,ერთი შეხედვით ცივი მზერა მსტყორცნა ,თუმცა მაინც იგრძნობოდა მასში სითბო,ვიგრძენი ჩემს შეხებაზე როგორ დაბურძგლა..ვიცი ვერ მპატიობს,უნდა მაგრამ არ გამოსდის , მისი მესმის..ხესთან რომ მითხრა არ მიყვარხარო კინაღამ გულის შეტევა მივიღე, ერთი წუთით თითქოს დავიჯერე კიდეც , მაგრამ თვალებმა გაყიდა ,მისმა შავმა თვალებმა რომელშიც სითბო და ტკივილი დავინახე ,ასე ადვილად არ დავთმობ მე იმ ადამიანს ,რომელიც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ..
-გისმენთ -მოისმა წკრიალა ხმა
-მე ვარ
-რამ შეგაწუხა -ხმაში მაშინვე გაღიზიანება შეიტყო
-შენი ნახვა მინდა
-არ მცალია
-გთხოვ ,უნდა ვილაპარაკოთ,მართლა მნიშვნელოვანია
-სანდრო არმინდა შენთან ლაპარაკი!
-ამ ერთხელ, ნიტას ხათრით..გთხოვ
-....
-გთხოვ -გავუმეორე კიდევ ერთხელ
-ჰმმ...კარგი ხო,ცოტახნით გამოვალ. ახლა?
-ხო ახლა,მისამართს დაგიმესიჯებ..
-ოღონდ არავინ უნდა გაიგოს!
-კარგი..
ყურმილი გავთიშე და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე უახლოესი კაფისაკენ,გზაში მისამართიც მივწერე,მაშინვე მოვძებნე თავისუფალი,ოდნავ მოფარებული ადგილი და მის მოსვლას დაველოდე..მალე მოვიდა,შემოფარფატდა თავისი ატმისფერი სარაფანით, მიდამოს მზერა მოავლო,რომ დამინახა წამით ეცვალა სახე,შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა და წინ ჩამომიჯდა ,სათვალე მოიხსნა მაგიდაზე დადო,ოდნავ გადმოიხარა და მოთმინებით დაელოდა ,როდის დავიწყებდი.
-უნდა შევრიგდეთ-პირდაპირ ვაჯახე-და შენ უნდა დაგვეხმარო
-სანდრო ნიტა აღარ გენდობა ,მეც აღარ გენდობი
-მესმის,მესმის მაგრამ ..მოკლედ ნუცა ,ვიცი,ვიცი რომ შეცდომა დავუშვი,ვიცი რომ იდიოტივით მოვიქეცი,არ ვენდე და ბავშვობის მეგობარს დავუჯერე,იმ ფოტოებს დავუჯერე ,მაგრამ იმ პერიოდში მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, ჩემი საშინელი სიტყვებით,იმის მტკიცებით რომ ნიტა მეზიზღებოდა,რომ აღარ მიყვარდა ,ვცდილობდი საკუთარი ტკივილი დამეამებინა,მინდოდა თავი მომეტყუებინა,მაგრამ არ გამომივიდა ,უარესად გავხდი როცა სკოლაში დავინახე ,თან ლუკას ელაპარაკებოდა ,ვერ აგიღწერ რა დამემართა ,თითქოს გული ჩამწყდა ,საშინლად მეტკინა..მაინც მჭამდა ეჭვი,უფრო გამიადვილდებოდა თუ მას შევძულდებოდი,უფრო ადვილად გადავიტანდი,მაგრამ ყოველ ჩემს საშინელ სიტყვას ის თავისი თბილი თვალებით ხვდებოდა ,მასში ნათლად ვხედავდი ტკივილს და სიყვარულს ჩემს მიმართ,ეს უარესად ცუდად მხდიდა ,საშინლად ავირიე,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ,მერე ლუკამ ის მესიჯები მაჩვენა ,უარესი დამემართა..ამას იმიტომ გიყვები ,რომ მიხვდე ჩემი საქციელის მიზეზს და იმასაც რომ ძალიან მიყვარს ის ..ადრე მეცინებოდა როცა ამბობდნენ პირველი სიყვარული სულ სხვააო,ახლა მესმის..
მე იმ ღამეს ის რომ მეწვია და გავაგდე,მარტო არ გამიშვია ,მინდოდა მაგრამ გულმა ვერ მომითმინა და მაინც გავყევი უკან ,მერე მანქანაში ჩაჯდა და ვიფიქრე ალბათ სახლში დაბრუნდათქო..
-სანდრო,ჩემგან რას მოითხოვ?
-უნდა დამეხმარო,დღეს ველაპარაკე და ვიცი ისევ ვუყვარვარ, უნდა დაელაპარაკო ,კიდევ რაღაც უნდა მოვიფიქროთ ,რამე ისეთი თვითონაც რომ მიხვდეს როგორ ვუყვარვარ..
სკამის საზურგეს მიეყრდნო,ცოტახანს ჩაფიქრებული იჯდა
-კარგი..ხო დაგეხმარები,მაგრამ ამას შენთვის არ ვაკეთებ, მისთვის ვამეთებ,ვხვდები როგორ ტკივა უშენობა და ამის ფონზე რამდენ სისულელეს აკეთებს ..
-მადლობა ,ძალიან დიდი მადლობა ნუცა
-ოღონდ იცოდე ,კიდევ ერთხელ მსგავს რამეს გააკეთებ და ჩემი ხელით მოგკლავ ,არ გაცოცხლებ !
-გეფიცები ,მსგავს რამეს აღარასოდეს გავიმეორებ ..
-კარგი..ახლა რამე უნდა მოვიფიქროთ
-ხო,გააქვს რამე ისეა?
-მაცადე!-სადღაც უსასრულობაში დაიწყო ყირება , ხუთი წუთით იჯდა ასე ,ბოლოს სახე გაუნათდა ,გახარებულმა შემომხედა და თვალი ჩამიკრა -მოვიფიქრე..
****
-გისმენთ
-რას შვები ნიტუშ?
-რავი,ვმეცადიენობდი, შენ?
-შენთან მოვდივარ
-ვაა და როდის აქედან მაფრთხილებ?
-დღეიდან საყვარელო..
-კარგი..რა ხდება ,რაღაცნაირი ხმა გაქვს
-ხო,მაქვს
-და რა მოხდა?
-მოხდა
-ნუცა!
-რა?
-მითხარი
-არა
-რატომ?
-სურპრიზია და იმიტომ
-რამე მიყიდე? მაგალითად:შოკოლადი, შოკოლადი თხილით,შოკოლადი ნუშით,შოკოლადი რძით ,შოკოლადი..
-კაი კაი ხო,ნუ დაიწყებ ახლა ყველა შოკოლადის ჩამოთვლას
-მაშინ ამოღერღე!
-ზეგ
-რა ზეგ?
-ზეგ დიდი დღეა დიდი!
-გოგო,იცოდე აქედან ვეღარ გააღწევ რომ მოხვალ!
-მაშინ არ მოვალ
-ნუცა ,არ შეიძლება ჩემთვის ნერვიულობა
-ოხ ,მე რომ მანერვიულებ
-კაი სხვა თემაზე არ გვინდა ,მითხარი რა ხდება!
-კაბა აარჩიე ნიტუშ,რაც შეიძლება სექსუალირი და ლამაზი
-კაბა,რატომ?
-ბევრს ნუ ტლიკინებ, აარჩიე და გეტყვი მერე..
-მითხარი თორემ არ ავარჩევ !
-ჯანდაბა როგორ გავხარ მამაჩემს ასე , კარგი ხო გეტყვი
-დროზე!
-ზეგ წვეულებას ვაწყობ და შენც მობრძანდები
-ახლა რომ მოვალ და მაგრად გცემ მერე ნახავ ,ამის სათქმელად მაწვალე ამდენი ხანი?
-მარტო ეგ არ არის
-კიდევ რა არის აბა?
-მაგას არ გეტყვი
-მეტყვი!
-არ გეტყვი
-მაშინ არ წამოვალ
-წამოხვალ!
-არა
-კი
-ძაან უაზრო დიალოგი გვაქ
-ვიცი
-მერე რა გიხარია
-,,ზეგ"მიხარია
-მაინტრიგებ
-ვიცი
-მერე!!
-ზეგ
-რა ზეგ?!!
-ზეგ გაიგებ
-ნუცააა!!!
-....
-ჯანდაბა ტელეფონი გათიშა .
********************************
დილიდან დამარბენინებდა ხან კაბაზე ,ხან სალონში, ხან ფეხსაცმელზე .ვერაფრით ვხვდებოდი ასეთი აჟიტირებული რატომ იყო,როცა გავხედავდი ფართოდ მიღიმოდა ,მაგრამ არაფერს ამბობდა 
-მორჩა ! -ამოვიხვნეშე და ბოლო კაბაც გადავკიდე იქვე მდებარე საკიდზე -აღარ შემიძლია ,დავიღალე , რამე ძველ კაბას ვნახავ რა..
-არა ,არავითარ შემთხვევაში, შენ მაღალი საზოგადოებიდან ხარ და ბრწყინვალედ უნდა გამოიყურებოდე.. -ნუცამ კაბა აიღო და ისევ მომაჩეჩა
-რახდება ,თხოვდები და მეჯვარედ მიგყავარ?
-ხოო -დაიჭყანა და თვალები აატრიალა -უბრალოდ ყველა იქ იქნება ,მინდა კარგად გამოიყურებოდე ,თან..-უცებ გაჩუმდა
-რა თან?-ჩავეძიე ,თან თვალები მოვჭუტე
-თან,სანდროს ვიღაც გოგო მოჰყავს - წამოროშა და გამომცდელად შემომხედა.უნდა ვაღიარო გული ჩამწყდა ,უცებ ავნერვიულდი,ყელზე ბურთი მომადგა ,მაგრამ ვცადე არ შემემჩნია ,უცებ ავარიდე თვალი ნუცას 
-ვაა ,ასე მალე იშოვა ახალი? -ისე ვთქვი ვითომც არაფერიო
-ხო, აბა შენ უარი უთხარი და ..თან სანდრო სიმპატიური ბიჭია ,ათ ეგეთს იპოვის დღეში - მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთი კაბა მოიგდო მხარზე
-მოიცა ,მეჩევენება თუ ახლა სანდროს მხარეს ხარ?
-უნდა გითხრა რა ,დავფიქრდი და რაღაცნაირად მესმის სანდროსი,შენთვის ვინეს ფოტოები ,რომ ეჩვენებინა როგორ დადის კაფეში ვიღაც გოგოსთან ერთად ,რას იფიქრებდი?,მე გავმწარდებოდი..
-ნუცა საქმე იმაში არაა ,რომ საზიზღრობები მელაპარაკა ,საქმე იმაშია რომ არ მენდო და საშინლად მოიქცა ,ეკითხა და ვეტყოდი სიმართლეს .
-მაგრამ ახლა ნანობს ,მართლა ძალიან ნანობს ,ლიზას ველაპარაკე ,საერთოდ ვერ ჭამს საჭმელს ,სულ ოთახშია გამოკეტილიო
-ნუცა გვეყო მასზე ლაპარაკი..არ მაინტერესებს სანდრო
-გეყოფა რა ,მე ხომ ვხედავ როგორ განიცდი უმისობას,როგორ გიჭირს ,შეურიგდი სანდროს ნიტ..-იმედის სხივს ვხედავდი მის თვალებში,ჩემგან რაიმე რეაქციას ელოდა
-ამ კაბას მოვიზომავ -წამოვროშე უცებ და გასახდელისაკენ წავედი
-ოხ ნიტა ,ოხ ნიტა..შეურიგდითქო!
-როგორ მას უკვე ვიღაც ყავს
-მოიცა რა ,თუ შეურიგდები მიატოვებს
-აუ ნუცა დამანებე რა თავი.. ჩავიქირქილე და გასახდელში შევედი
***სანდრო***
-ცოტა ვღელავ ,არც ვიცი რა უნდა ვუთხრა
-სიმართლე ,რაც გულში გაქვს ის
-ვიცი ბიჭო მაგრამ, ძაანაა გაბრაზებული -ვუთხარი და თან ჯოისტიკს დავწვდი
-მერე რა ,ხვალ შემოირიგებ 
-იმედია 
-თქვა და გვერდით მომიჯდა-აი ნუცას რა მოვუხერხო არ ვიცი
-ნუცა ძალიან კარგი გოგოა ,არ ხარ შენ მაგის ღირსი-თქმა და მუშტის მოხვედრა ერთი იყო
-ეგ ვიცი მაგრამ მართლა ძაან მომწონს 
-ოჰ,უყურე ერთი ამას ,ბოლო ორი კვირის მანძილზე ანკას არ მოშორებიხარ გვერდიდან და ახლა გაგახსენდა ნუციკო?
-ანკა ერთი ღამის თემა იყო ბრატ
-ერთი თუ 14-ის? -წარბები ავწიე და სიცილით გადავხედე
-გაჩუმდი შენ,გეგონება ანგელოზი მყავდე 
-მე ნიტას შემდეგ არავის გავკარებივარ
-სინდისი მაწუხებს უკვე-ირონიით ჩაილაპარაკა ,თან პულტს დასწვდა
-სად გაქ ეგ..-ფეხზე წამოვდექი-კაი წამო ,წამო ხვალისათვის ტანისამოსი უნდა შევარჩიო..

***** წვეულების დღე *****
უნდა ვაღიარო კაბა ძალიან ლამაზი იყო,თითქოს ჩემთვის შეკერილიო,სულ შავი იყო,წელს ზევით მთლიანად გიპიურის ,ლამაზი ორნამენტებით გაწყობილი,ზურგზე კი კარგად ჩახსნილი, ქვევით გაშვებული,ფეხზე შავი ქუსლიანები მეცვა ,რომელზე სიარულიც რათქმაუნდა მიჭირდა ,მაგრამ ნუცამ დაიჩემა,თმა ლამაზად მქონდა ზევით აწეული ,ჩაწნილი ,თან შიგნით თეთრი ,ლამაზი თმის სამაგრი მქონდა ჩაბნეული..
-ულამაზესი ხარ -მითხრა ნუცამ,როცა ოთახიდან გავედი..
-ულამაზესი ხარ -დავიყვირეთ ერთდროულად და ორივეს გაგვეცინა 
-აბა წავედით?
-წავედით-მითხრა და ხელი გამიყარა..
*****
-ამდენი ხანი რატომ მივდივართ?-ვკითხე მას შემდეგ რაც გზა არ მეცნო
-რა ამდენი ხანი, ახლა გამოვედით
-არა ნუცა ,უკვე ერთი საათია გზაში ვართ..სად მიგყავარ?
-აა უი სულ დამავიწყდა შენთვის თქმა- შუბლზე მიირტყა ხელი 
-რა ხდება?- გულშუ რაღაცამ ცუდად გამცრა 
-ჩემს აახლში არ ვაწყობ წვეულებას ..
-აბა სად?
-აგარაკზე
-ვის აგარაკზე?
-ვისაზე და..ყანდროსი -უცებ მიაყარა ბოლო სიტყვა
-ვისი?
-ყანდრო
-ნუცა ყანდრო ვინ ჯანდაბაა?
-ერთია რა ,გაგაცნობ მერე
-ნუუცცაა!!! 
-კაი რა ნუ მიყურებ ეგრე , დაჯექი აქ წყნარად ,გაგაცნობთქო
-მოგკლავ შენ მე,მიგკლავ ..არა სად წამომათრიე ..სან ჯან...-ენა დამება როდესაც ულამაზეს ორსართულიან შენობასთან გავჩერდით ,ირგვლივ ასეთივე ლამაზი ბაღი და ყვევილები იყო,სწრაფად გადმოვედი მანქანიდან 
-სად ჯანდაბაში ვართ?-ვკითხე და უკან მივიხედე 
-შედი და გაიგებ
-შენ..ასე როგორ შევიდე ,გადმოდი დროზე
-ნიტა იციიი..
-რა?
-მე საქმე მაქ ,შედი შენ და მეც მოვალ
-გოგო სხვის სახლში ასე დაუკითხავად როგორ შევიდე?-გაკვირვებულმა გავასავსავე ხელები
-მიდი მიდი არ მოგიტაცებენ! -მომაძახა ,კარები დახურა და გააზრებაც ვერ მო ვასწარი ისე დაიძრა ადგილიდან..საშინლად გავბრაზდი,ხო გავბრაზდი, ვერ მივხვდი რა გააკეთა ამით,დაბნეული შევტრიალდი და სახლისაკენ ავიღე გეზი..
სახლი მართლაც ლამაზად მოურთავთ, შიგნით,ყველაფერი ბუშტებით იყო გაფორმებული,მარჯვნივ კედელთან ფურშეტის მაგიდა იდგა ,მის მოპირდაპირედ დიდი ტელევიზორი და მის წინ ორი პუფი იყო, დანარჩენი განსაკუთრებული არაფერი..
-რა უცნაური მასპინძლები არიან -თან ვბურდღუნებდი,თან მისაღებს ვათვალიერებდი- ან რანაირი წვეულებაა ,მარტო მე ვარ,არა ნუცას მგონი სახლი აერია -ჩავილაპარაკე და კარებისკანე შევბრუნდი,მაგრამ უკვე დაეკეტათ..ცოტა შემეშინდა ,ვინ როდის დაკეტა ისე რომ ხმა არ გამიგია ,ან ასეთი საეჭვო სიწყნარე რას მივაწერო..შეზსინებულმა დავიწყე თვალების ცეცება ,უცებ კედელთან პატარა ფერად ქაღალდს მოვკარი თვალი რომელზეც ეწერა : ზევით ადი ..- და თან ისარი კიბეებისაკენ, ჩანაფიქრზე გამეღიმა,ნელა ავუყევი კიბეებს ,აქ ერთი დიდი მისაღები იყო ,ოთახში სამი კარი ,ერთ კარზე ისევ ეკრა პატარა ქაღალდი : აივანზე გადი - მეც გავაკეთე,კარი შევღე თუარა თავზე ვარდის ფურცლები დამეყარა , გაკვიურვებულმა მოვავლე აივანს თვალი,მაგრამ იქ არავინ დამხვდა ,მხოლოდ ორი პუფი და პლედი იყო..იმდენად ლამაზი ხედი იშლებოდა ,არ შემეძლო მოაჯირთან არ მივსულიყავი, ნამდვილად ულამაზესი იყო,ხარბად შევიყნოსე ჰაერი უეცრად სარეცხის თოკზე ,სამაგრით მიმაგრებულ ქაღალდის გულებს რომ მოვკარი თვალი,ოთხიცალი იყო,თითოზე რაღაც ეწერა :,, ჩემი სუნთქვა ხარ" ,,უშენოდე ვერ შევძლებ ვიყო ,ვინც ვარ " ,,მიყვარხარ" და სულ ბოლოზე ,,მაპატიე"..ცრემლი მომადგა თვალებზე ,ვიგრძენი როგორ ავნერვიულდი ,ახლა ზუსტად ვიცოდი ,,ყანდრო" სანდრო რომ იყო, მანამდეც ვიფიქრე მაგრამ ბოლომდე აღარ ჩავაცივდი ნუცას 
-მიხარია რომ აქ ხარ - მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა ,ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ნელა შევტრიალდი,ზღურბლზე შავ ნაჭრის შარვალში და თეთრ მაისურში გამოწყობილი სანდრო იდგა ,ფართოდ მიღიმოდა
-არ ვიცოდი აქ რომ მობდიოდით,თორემ არ წამოვიდოდი- რაც შემეძლო ცივად მივუგე
-კაი რა ,არ გიხდება ეს მოჩვენებითი სიცივე - ისევ ღიმილით მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა ნელი ნაბიჯით
-სულაც არაა ეს მოჩვენებითი -დაბნევით ვუთხარი
-თვალები ნიტუშ...თვალები გყიდიან
-ხოდა ნუ მიყურებ ამ თვალებში -გაბუსხული მივუბრუნდი,თან უკან დავიწჯე რადგან ძალიან ახლოს იდგა
-ნწუ..არ შემიძლია 
-რატომ?
-რომ გიყურებ შენი თვალები მიპყრობს და მძირავს 
-სანდრო გეყოფა -უხეშად ავიქნიე ხელი
-უნდა ვილაპარაკოთ
-რაზე?
-ჩვენზე
-ჩვენ არ არსებობს ..აღარ არსებობს
-ხოდა იარსებებს 
-დავიღალე ..დავიღალე გესმის ,აღარ შემიძლია..შემეშვით ყველა , დამანებეთ თავი არ შეიძლება? -დაღლილი ხმით ვუთხარი და თან კარებისკენ წავედი
-ვერ დაგანებებ ნიტა ,არ შემიძლია ,ვერ გეშვები
-და რატომ ,რატომ !!!
-მიყვარხარ და იმიტომ! -ეგრევე მომახალა ,თან წინ დამიდგა და თავისი ლურჯი თვალები შემომანათა ..რა ვიგრძენი იმ დროს? -დავიბენი,თან გავბედნიერდი,მიხაროდა მაგრამ რა არ ვიცოდი, ტკივილი სადღაც გაქრა ,წყენამ გადამიარა ,იმწუთას მხოლოდ მე და სანდრო ვიყავით ,მხოლოდ ჩვენ ორი და მისი თვალები
-გთხოვ ,ამ ერთხელ მომისმინე - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა -დავჯდეთ და დავილაპარაკოთ,კარგი?- კითხვისნიშნიანი მზერა მომაპოყრო, არ ვიცოდი რა მეთქვა ,თავიდან ვიფიქრე ზურგს შევაქცევ და წავალთქო ,მაგრამ რატომღაც დარჩენა გადავწყვიტე ..
პუფებზე ვიჯექით ,სახით ერთმანეთისაკენ ,ველოდებოდი როდის დაიწყებდა მოყოლას ,მაგრამ არ ჩქარობდა ,მათვალიერბდა და ოდნავ ეღიმებოდა ,რაც უფრო მანერვიულებდა ,თან მაბრაზებდა..
-ძალიან კარგად გამოიყურები- მითხრა ბოლოს ,ვაღიარებ გამიხარდა ,მაგრამ არ შევიმჩნიე
-აღარ იწყებ?-თავი დამიქნია 
-მოკლედ ნიტ..მეე.. მე პატარა ვიყავი დედა მეორედ ,რომ გათხოვდა ,მახსოვს ეს შოკი იყო,მაგრამ როგორღაც გადავიტანე ..მერე ლიზა გაჩნდა ,ძალიან შემიყვარდა ,ძალიან ,თან რომ დავინახე როგორ მგავდა, უფრო...მერე ლიზას მამა გარდაიცვალა ,დედა დეპრესიაში ჩავარდა..ერთ დღესაც ადგა და დაგვტოვა 
-რაა? -უნებურად წამოვიძახე,შემდეგ გავჩუმდი ,არ მინდოდა შეეწყვიტა
-ხო, სახლში დავბრუნდი ,დედის დღე იყო,ყვავილები მივუტანე მაგრამ არ დამხვდა..მამამ წამოგვიყვანა ,ლიზიც საკუთხარი შვილივით მიიღო..მას შემდეგ ქალების მიმართ ნდობა დავკარგე ,მხოლოდ ლიზას ვენდობოდი,სხვას არა ..ხომ წარმოგიდგენია დედა რომ საკუთხარ შვილებს დატოვებს,მერე სხვას როგორ ვენდო..რომ წამოვიზარდე,გოგოები გარს მეხვეოდნენ,ერთი ღამის ამბავი იყო ყველასთან ,კი მერიდება ამაზე შენთან საუბარი ,მაგრამ რადგან გულწრფელობაა ,ეგრე იყოს..მოკლედ ხშირად მეუბნებოდნენ პირველი სიყვარული ,რომ გეწვევა მერე ნახავო და რაღაცეებს ,მაგრამ არ მჯეროდა ,იმდენად დიდი ტკივილი მომაყენა დედის წასვლამ,არ მინდოდა სხვასაც ასე ეტკინა..მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ, ის სისულელეებიც ამიტომ ვილაპარაკე და..
-ახლა ვხვდებო ,რატომ ენდე ასე ბრმად ნინოს -ჩავილაპარაკე ჩემთვის
-ხო..მაპატიე რა ,გთხოვ,ძალიან გთხოვ მაპატიე..არ შემიძლია ასე ახლოს და თან შორს რომ ვარ შენგან,შენს ცივ თვალებს ვერ ვუძლებ ,ნერვები მეშელება რომ ვერ გეხები,შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული,მაპატიე..
მის სიტყვებზე ავნერვიულდი, უცნაური გრძნობა დამეუფლა ,თან ვიგრძენი როგორ ავწითლდი
-ნიტ მაპატიე..ვიცი რთულია,მესმის,მე ალბათ არასოდეს გაპატიებდი,არც შენგან გამიკვირდება ეს..მაგრამ
-გაპატიებ -გაუაზრებლად წამოვროშე,მეთვითონაც ვერ მივხვდი ისე, ჩემმა პასუხმა მეც გამაკვირვა,უბრალოდ ვეღარც მე გავუძელი,მის სევდიან გამოხედვას ,ჩემს თავს, ვეღარ გავუძელი..
-გაიმეორე
-გაპატიებ..გპატიობ,გპატიობ - გავუმეორე და მივეხუტე ,მაგრად შემომჭიდა ხელები და გულში ჩამიკრა ,მისი სურნელი დატრიალდა ,ძალიან მომნატრებია ,ახლა გავიაზრე ეს უკეთ,აი რა მაკლდა ამხნის მანძილზე 
-მიყვარხარ! -ტუჩები ყურთან მომიტანა და ნაზად ჩამჩურჩულა
-მეც - გავიღიმე და ავხედე ,მანაც გამიღიმა ,შემდეგ კი ნაზად დაეწაფა ჩემს ბაგეებს 
-მომნატრებია - ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო მიმიკრა
***** ნუცა *****
-არა აღიარე ,რომ მაგარი გაგიჩალიჩე..ის გოგო მოყავსთქო ,რომ გითხარი,ნეტა გენახა რა სახე გქონდა- ვუთხარი და გადავიკისკისე
-მაგის გამო ცალკე მოგთხოვ პასუხს !
-აუუ,კაი რა ნიტ..ხომ შერიგდით რაც მთავარია
-კი..და ძალიან ბედნიერი ვარ
-მიხარია - თან ვუთხარი ,თან შევუხვიე ერთ-ერთ შესახვევში- იცოდე მაგ მუდოს გადაეცი, კიდევ თუ გაწყენინებს მოვკლავ ! 
-კარგი,ვეტყვი..არა რაღას გამომპარნჭე ,თუ მაინც სანდროსთან მოგყავდი?
-რავი,მერე ძველი რომ დაბრუნდებოდი ,აღარ გამომყვებოდი საყიდლებზე..
-ოხ ნუცა რა ,მართლა მოგკლავ!
-ხო და შეგიძლია მანდ ,ორი დღე დარჩე ..შენებს ველაპარაკე და თანახმა არიან
-რა უთხარი ასეთი?
-ეგ მე ვიცი..ხო იცოდე მანდ არაფერი იმაიმუნოთ,ჯერ დიშვილები არ მინდა
-ახლა მოგკლ..- სანამ წინადადებას დაასრულებდა გავთიშე,ისე იყო უნდა შემეხვია ,წინ ნიკა რომ ამეტუზა თავისი საფირმო ღიმილით
-აქ რა ჯანდაბა გინდა?
-უნდა გაკოცო -მომახალა და პირის გაღებაც ვერ მოვასწარი ისე დამეძგერა ბაგეებზე ,შემდეგ მომშორდა ,რა თქმა უნდა ჩემმა ხელმაც არ დააყოვნა და მაშინვე მოხვდა ლოყაზე 
-როგორც ვხედავ არ გეყო - მითხრა და ისევ მაკოცა ,რა თქმა უნდა მეორე ლოყაზეც მოხვდა ,თან გავლანძღე
-ისევ არ გეყო - სიცილით მითხრა და ისევ მაკოცა,ამჯერად წიხლი ვუთხავაზე
-როგორ ბედავ, შე საზიზღრო, საცოდავო, იდიოტო,ბაყაყო,ამებავ ,მუდო!!
-კიდევ ლოქო, მწერო, იმბეცილო
-ხო,შე ლოქო,მწერო და იმბეცილო!!
-დებილოც
-ხო დებილო!!
-და შენო გულო
-და ჩემო გულო- ავტომატურად წამოვროშე 
-ვაიმე ნუცი არ ვიცოდი ,რომ გიყვარდი - ხელები სახეზე აიფარა და პირი დააღო
-მასხარა ხარ რა!
-ვარ
-კიდევ დებილი
-ეგეც ვარ
-ოხ,ასე მალე დამთანხმდი?
-კი ,დებილი ვარ,შენნაირი ქაჯი რომ შემიყვარდა იმიტომ
-ესეიგი ქაჯი ვარ ხო, მე ვარ ქაჯი არა...ხოდა წადი შენს ძერსკებს მიხედე!
-გოგო მე გითხარი მიყვარხართქო და შენ მარტო ქაჯი გაიგე?
-არა ეგეც გავიგე 
-მერე?
-მერე არ ავღნიშნე - ვუთხარი ღიმილით
-და რას ფიქრობ?
-ჯანდაბას ,თუ ასე ძაან გინდა ვიქნები შენი შეყვარებული..გულს ვერ დაგწყვეტ
-მოიცა ,მე შეყვარებულობა არ შემომითავაზებია - წარბები გაკვირვებულმა აზიდა
-რაში მაინტერესებს შემომთავაზე თუ არა ,სიყვარული ხომ ამიხსენი ხოდა კეთილი ინებე და ეგეც ამიხსენი
- მეტი სქმე არ მაქ
-ხოდა კარგად იყავი
-კარ..მოიცა ,მოიცა იქნები ჩემი შეყვარებული?
-არა
-აბა ვიქნებიო
-გადავიფიქრე -მხრები ავიჩეჩე და ისევ შევტრიალდი. 
-კაი რაა
-ხო კაი ,კი ვიქნები.. - სიცილით ვუთხარი და თან მივეხუტე.



№1 სტუმარი ვ.ლ

ნაოშნიკები არა ყურსასმენები
რაკოვინა არა ნიჟარა
დავსერჩავ არა მოვძებნი
და გრამატიკულად ისე იყო გაუბედურებული რომ ბოლომდე ვერ წავიკითხე. მაგრამ მთავარი იცით რა არის? ის რომ "სვეცკურად" და "თანამედროვედ" საუბარი გრამატიკულ ძალადობაში გადაგდით. გაიგეთ ხალხოო რომ ბარბარიზმებით საუბარი აბინძურებს ენას.
წარმატებები

 


№2  offline წევრი Mariami^^)

ვაიმეეეეე ეს რაიყოოო ❤️ სიტყვები არმყოფნისსს შეუდარებელიიიხარ შენ შენი ისტორიებით ❤️ ძალიაან კარგიი იყოოო ❤️

 


№3  offline წევრი teengirllove

Mariami^^)
ვაიმეეეეე ეს რაიყოოო ❤️ სიტყვები არმყოფნისსს შეუდარებელიიიხარ შენ შენი ისტორიებით ❤️ ძალიაან კარგიი იყოოო ❤️

მადლობა მარიამ ,მიხარია თუ მოგეწონა :))

 


№4  offline წევრი ნორმი

მეორეჯერ წამეკითხა უკვე.დასაწყისშივე მივხვდი,რომელიც იყო,მაგრამ იმდენად მონწონს მეორეჯერ წაკიტხვა ვარჩიე......მე ძალიან მომეწონა
--------------------
მორფეოსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent