მდგომარეობის მსხვერპლი (VII) (სრულად)
-და რა მინდაო?-მკითხა ცნობისმოყვარე თვალებით. -მნიშვნელოვანი არაფერი.-გამეღიმა,რადგან ცოტა იეჭვიანა. -და შენ რა უთხარი? -დავთანხმდი.-ამჯერად კეკეს გაეღიმა.. ისეთი მომხიბლავი იყო,ისეთი ნაზი და თავდაჭერილი რომ თავი ვეღარ შევიკავე და ვაკოცე. კეკე გაოცებული მიყურებდა,ვერ გაიგო იმ წამს რა მოხდა.. თვალებში სიხარულის ნაპერწკალი გაუკრთა და ჩამეხუტა.. -ანუ დასრულდა?.-მკითხა მან -რა დასრულდა? -ფიქრი იმაზე რომ ერთ დღესაც ყელში ამოგივა ჩემი ატანა და წახვალ,უფრო სწორად მე წავალ რადგან ის შენი სახლია.. -კეკე ყელში არ ამოხვალ,რადგან შენი ადგილი ჩემს გულში და გონებაშია.მოდი არ გვინდა წარსულზე საუბარი და იმედი ვიქონიოთ რომ „ჩვენს“ დანაშაულს არავინ,არასოდეს გაიგებს.. მე მისი დანაშაულის „პიროვნების მითვისების“ უკვე თანამონაწილე და ხელი შემწყობი გამოვდიოდი,მაგრამ უკვე აღარაფერი მადარდება. კეკეს ტანჯულის სახს ყურებას კი საბოლოოდ ჭკუიდან გადავყავდი. ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.. კეკე სახლში ჯდომით დაიღალა ამიტომ გადავწყვიტე დავხმარებოდი და კლინიკაში რეზიდენტურაზე დამებრუნებია. მოთხოვნა რომელიც მისის სახელთ გავაგზავნე უარი მიპასუხეს,რის შემდეგადაც გადავწყვიტე თავად წავსულიყავი კლინიკაში.. -რამ შეგაწუხათ ბატონო მაქსიმე?-ღიმილით შემომხვდა ქეთი(კლინიკის დირექტორი).. ქეთი ჩემი კლასელი იყო.რამოდენიმეჯერ კი საქმეზე შევხვდით ერთმანეთს. -როგორ ხარ ქეთი?-გადავკოცნე და სავარძელში მოვკალათდი.-როგორც მიხვდი საქმეზე სასაუბროდ მოვედი -კი ვიცი,შენ ტყუილად არასოდეს მოსულხარ ჩემთან,მხოლოდ იმ ერთხელ..-წავიდა ღრმა წარსულში მისი ფიქრები.. -ქეთი საქმესთან ახლოს ვისაუბროთ თუ შეიძლება..-შევაწყვეტინე მე. -რა იყო მაქსიმე აღარ მოგწონვარ? -შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.მოკლედ.. აქ კეკე თოლორდავას საქმესთან დაკავშირებით მოვედი. -არ თქვა ახლა რომ იჩივლა,რადგან უკან არ დავაბრუნე.-მივხვდი არ იცოდა რომ კეკე ჩემი ცოლი იყო. -არ უჩივლია,გარდა ამისა ასე რომ იყოს მე აქ არ მოვიდოდი. -ანუ გინდა რომ დავაბრუნო? -სიმართლე გითხრა კი. -კარგი,არ გკითხავ რატო.. მიზეზი გასაგებია.-ახსნა ნამდვილად არ დამიწყია -ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი მიზეზები.. საავადმყოფოდან გასვლისას ვაჩე დავინახე,რომელმაც ისეთი სახე მიიღო ჩემს დანახაზე რომ მეგონა მიკრო ინფაქტი მიიღო. დღეები ერთმანეთს მიჰყვა.. მეც და კეკეც მთელი გულით ვიყავით საქმეში ჩართულნი.. გამთენიისას მივდიოდი სახლში,როცა მას ეძინა.. იცით რა ლამაზი იყო მძინარე? თანაც უჩვეულო ახირება ჰქონდა,ცხელ ამინდებში სრულიად შიშველს უყვარდა ძილი.. ალბათ ამ „მოუცლელობამ“ უფრო დაეხმარა ჩვენს ურთიერთობას ვიდრე რომელიმე ჩვენგანი,რადგან სასაუბროდ დროს ვერ ვპოულობდიტ და თუ ვიპოვიდით ნეგატივიური აზრებისათვის არ გვეცალა.. ან რაიმე სასიამოვნოზე ვსაუბრობდით ან სასიამოვნო საქმით ვკავდებოდით.. ერთ-ერთ ღამეს საშინელი ტირილის ხმა ჩამესმა ყურში,თუმცა ხმა იმდენად ახლოდან მესმოდა რომ აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა.. თავს ვაიძულე გამეღვიძებინა და ოთახს თვალი მოვავლე,კეკე ჩემს გვერდით იწვა და ტიროდა.. ვერ მივხვდი რატომ,ამიტომ ხელი მოვკიდე და ჩემკენ შემოვაბრუნებიე თავი,დავინახე რომ ეძინა და ცხარე ცრემლებით ტიროდა. -კეკე გაიღვიძე.. კეკე ეს სიზმარის საყვარელო..-თავი წამოვაწევინე და მკერდში ჩავიკარი,თუმცა ის კვლავ ტირდა,მიტომ ცოტა ხმამაღლა დავუძახე და „შევანჯღრიე“-კეკე გაიღვიძე.-მან უცებ „დაჭყიტა“ თვალები. -რა მოხდა?-მკითხა შეშინებულმა.. -კეკე მთელ ხმაზე ტიროდი.. რა დაგესიზმრა?-ის დუმდა,უფრო სწორად ფიქრობდა..-კეკე.. -არ მახსოვს,ვცდილობ გავიხსენო..-წაიბუზღუნა და ძლიერად ჩამეხუტა.. -კარგი,დავიძინოთ და დილით გაიხსენე..-ისე იყო მოკრული ჩემზე რომ გამიჭირდა დაძინება.. დილით ყავა მოვუმზადე და საძინებელში შევედი.. მას უკვე ეღვიძა და გაუნძრევლად იწვა.. თითქოს რაღაცას განიცდიდა და არ უნდოდა ჩემთვის ეთქვა.. მე კი ვხვდებოდი რომ კიდევ ერთ ტყუილს ჩვენი გრძნობა ვეღარ გაუძლებდა,თუმცა არაფერს ვაიძლებდი,როცა მზად იქნებოდა მომიყვებოდა.მან იცოდა ჩემი ხასიათი,ამიტომ რაც მოხდებოდა ამიერიდამ მისი მიზეზით იქნებოდა. კეკე სამსახურიდან მოვდიოდი ძალან დაღლილი და შეიძლება ითქვას ცოცხალ-მკვდარი.. არც ფიქრის თავი მქონდა,არც საუბრის.. მოულოდნელად გზა გადამიჭრეს და მე თავადაც არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი სხვა მანქანაში,ჩემს გვერდით კი კონსტანტინი იჯდა. -საყვარელო როგორი მოქანცული სახე გაქვს... შენი ქმარი სულ არ გიფრთხილდება.-თქვა ირონიულად კოსწიამ -რა გინდა?-ვკითხე უხალისოდ -შენ იცი რაც მინდა.. -არა არ ვიცი..-შევაწყვეტინე ყვირილით.. -ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე რუსეთში და ოჯახს დაუდგე გვერდით. -მე რაში გჭირდებით,რა შემიძლია რომ გავაკეთო თქვენთვის.. უბრალო ადამიანი ვარ,უბრალო შესაძლებლობებით..-მართლაც რომ ვერ ვხედავდი აზრს ამ საუბარში. -შენ უბრალო არ ხარ.. შენ შევჩუკი ხარ,ის შევჩუკი რომლის სახელზე უამრავი ბიზნესია გაფორმებული.. -ახლა გასაგებია,საბუთები მოიტანე და შენ გადმოგიფორმებ,გარდაცვლილს არამგონია ჭირდებოდეს ბიზნესები თანაც თქვენს მაქინაციებში ჩარევას არ ვაპირებ.. -გინდა თუ არ გინდა მაინც მოგიწევს,შენ თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამ მაშინ ჩვენ დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში..-ეს სიტყვები მუქარასავეთ ჟღერდა. -რას გულისხმობ?.. -მაშა შენ კარგად გაიგე რასაც ვგულისხმობ.-მანქანა გაჩერდა და მე ჩამოვედი,ჩემს მანქანაში ჩავჯექი. შიშმა ამიტანა.. ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ,ოჯახის გაერთიანებისათვის.. მსმენია რომ ეს მათთვის პრიორიტეტია,ისევე როგორც ავტორიტეტი.. სახლში ასეთი აფორიაქებული ვერ მივიდოდი ამიტომ დედას დავურეკე და მასთან წასვლა გადავწყვიტე.. ხელის კანკალით დავრეკე ზარი.. დედას ძალიან გაუხარდა და ამავდროულად გაუკვირდა ჩემი დანახვა.. -შენმა ქმარმა იცის აქ რომ ხარ?-მკითხა მან.. -არა არ იცის.. წყალი დამალევინე გთხოვ..-ხმაზე შემატყო რომ კარგად არ ვიყავი.. -რა მოხდა? -ისინი ისევ გამოჩდნენ და მემუქრებიან... მითხრეს რომ თუ ნებით არ დავბრუნდებოდი ამაში თავად მომეხმარებოდნენ და ვიცი რომ მაქსი იგულისხმეს..-თვალებზე ხელი ავიფარე. -დამშვიდდი საყვარელო,რამე გამოსავალს ვიპოვნით.. -ხომ იცი რომ ასე იოლად არ დამანებებენ თავს?.. -ვიცი.. მამიდაშენის ამბავს ჩემი თვალით შევესწარი.. -რა ამბავს?-ამის შესახებ არაფერი მსმენია.. -მამიდაშენი ლენა ოჯახში ყველაზე ამბოხებული ადამიანი იყო,თუმცა მაინც ვერ ახერხებდა მათგან თავის დაღწევას.. რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობა სცადა რომ ვერ გაუძლო ტერორში ცხოვრებას.. ერთ-ერთი სუიციდის მცდელობისას ვიღაც მამაკაცმა გადაარჩნა,მის გამო ყინულივით ცივ მდინარეში გადახტა.. შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდათ,როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციელის შვილი იყო ეს მამაკაცი.. მათ დაქორწინება უნდოდათ მაგრამ მამაშენმა და ბაბუაშენმა ნება არ მისცეს.. ლენა გამოკეტეს და ის ბიჭი სასიკვდილოდ სცემეს.. რამოდენიმე ხნს შემდეგ ლენა სახლიდან გაიპარა,ამ ბიჭთან ერთად ციმბირის მიმართულებით გაემგზავრა და ერთ პატარა ეკლესიაში ჯვარიც კი დაიწერეს. გრიგოლმა მოახერხა ლენასთან დაკავშირება და ნელ-ნელა წამლავდა თავისი სიტყვებით,ზოგჯერ აშინებდა,ემუქრებოდა ბოლოს მოიტაცა კიდეც ლენა და სახლში იძულებით დააბრუნა,მისი ქმარი კი სასიკვდილოდ გაიმეტეს.. ლენაც არაერთხელ სცემეს იმის გამო რომ სხვანარი იყო და არ გავდა შევჩუკებს,არც კი უნდოდათ იმის გაგონება რომ ოჯახიდან შორს უნდა ყოფნა.. ბოლოს ვეღარ გაუძლო.. ვირთხის წამალი უნახავს სარდაფში სადაც ის ჰყავდათ ჩაკეტილი და მან თავი მოიკლა.. რამოდენიმე საათის შემდეგ იპოვეს საწყალი გოგო.-დედამ თხრობა დაასრულა მე კი უფრო გავნერვიულდი. -დედა რა გავაკეთო.. -მაქსიმეს უნდა მოუყვე.. -მაგრამ ის.. -მაქსიმე ნამდვილი მამაკაცია,მან ისეთი მიგიღო როგორიც ხარ,შენი წარსულითა და მომავლით.. მან იცოდა რომ ეს ასე მარტივად არ დამთავრდებოდა,ამიტომ უთხარი.. -დედა გრიგოლს ხომ უყვარხარ?-ვკითხე მოულოდელად.. ის შეცბა. -ასე რომ არ იყოს უკვე მკვდარი ვიქნებოდი.. -იქნებ დაარწმუნო რომ თავი დამანებოს,ძალიან გთხოვ უთხარი რომ ლენას რაც დაემართა ზუსტად ის განმეორდება თუ თავს არ დამანებებს.. ან მაქსს რომ რამე დაემართოს.. -ყველაფერს ვეცდები საყვარელო.. შენ არ იდარდო.-შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.. მშვიდად ცხოვრება მინდოდა.. მეტი არაფერი და ესეც არ გამომდიოდა.. სახლში მივედი,მაგრამ მაქსიმე არ დამხვდა.. ჭამის თავიარ მქონდა ამიტომ დასაძინებლად დავწექი.. რამოდენიმე ღამის განმავლობაში კოშმარებს ვხედავდი,ტირილით ვიღვიძებდი ან მაქსი მაღვიძებდა,ვიცოდი პასუხებს ელოდებოდა ჩემგან,მაგრამ მე ძალისხმევა უნდა მომეკრიბა.. მისი ხასიათიც კარგად ვიცოდი.. სამსახურში ბევრი ახალი თანამშრომელი მიიღეს,ყველას უმძიმესი სამუშაო ჰქონდა,თუმცა მაინც ახერხებდნენ ჭორაობას.. ამჯერად ჭორები ქირურგიული განყოფილების უფროსზე იყო აგორებული,რომელიც ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან. სადაც არ უნდა წასულიყავი ყველგან მასზე ჭორაობნდნენ,თუმცა თავად ეს „ბატონი“ ჯერ არ მობრძანებულა სამსახურში.. -კეკე დღეს წამოხვალ კლუბში თუ ქმარი არ გიშვებს?-მკითხა ირონიულად ვაჩემ.. -ვაჩე.. -კარგი ვხუმრობ რა ცხვირი ჩამოუშვი.. თანაც ეგ პროვინციელი შენ რას აგიკრძალავს. -არ ისვენებ არა? იცოდე იმ პროვინციელს კიდევ გამოტყუებ რამეს და მერე ვეღარც ილაპარაკებ.. -წამოხვალ? -კი წამოვალ.-დავუქნიე თავი.. მაქსი ზარებზე არ მპასუხობდა ამიტომ სეტყობინება მივწერე რომ მაგვიანდებოდა და ძალიან მხიარული სახით წავედი „წვეულებაზე კლუბში,რომელსაც ქირურგიული განყოფილების უფროსისთვის აწყობდნენ.. მალე მთავარი „გმირიც“ გამოჩნდა და ყველა ოვაციებით შეხვდა.. სანდომიანი სახე,თავდაჯერებული ნაბიჯები და თვითშეფასების საოცარი უნარით წარგვიდგა ახალგაზრდა მამაკაცი.. გოგონებს მაშინვე გულში ჩაუვარდთ,მე კი მათ რეაქციებზე მეცინებოდა.. ვაჩე გვერდიდან არ მშორდებოდა და თითქმის ყველა ცეკვა ერთად ვიცეკვეთ.. ბძალიან დაღლილი ბარის მაგიდასთან ჩამოვჯექი და ბარმენს უალკოჰოლო სასმელი შევუკვეთე კვლავ,თუმცა ვამჩნევდი რომ არც ისეთი „ფხიზელი“ ვიყავი როგორც ჩვეულებრივ.. ცოტა თავბრუც დამეხვა და ჰაერზე გადავწყვიტე გასვლა,მაგრამ ვაჩე თავს არ მანებებდა.. -ცოტაც მოიცადე და ერთად გავიდეთ მოგვიანებით.. -ცუდათ ვარ.. -კარგი რა მოიცა..-კვლავ სასმელი შემოთავაზა,მაგრამ არ დამილევია..-დალიე უკეთ გახდები.-ჩვენს „ჯიკავს“ შემთხვევით ახალი ქირურგიც შეესწრო. -ხომ არ გაწუხებთ ?-მკითხა მან. -ჰაერზე მინდა გასვლა.-ვუპასუხე მე.. -არ ვაწუხებ,უბრალოდ ვსაუბრობთ.-თავი გამოიყვანა თავისი ჭკუით ვაჩემ. -გნებავთ დაგეხმაროთ?-შემომთავაზა „ახალმა“ და ხელი გამომიწოდა. -ხელი საჭირო არ არის.. მთვრალი არ ვარ უბრალოდ შეუძლოდ ვარ.. -კარგი,უკან გამოგყვებით.-გამიღიმა და მართლაც უკან გამომყვა.. სუფთა ჰაერი მესიამოვნა.. ღრმად დავიწყე სუნთქვა და ტროტუარზე ჩამოვჯექი.. „ახალმაც“ იგივე გაიმეორა.. არ ვიცი თავი ცუდათ რატომ ვიგრძენი.. -ახალა კარგად ხარ? -არამიშავს.. -ბევრი დალიე?-მკითხა მან.. -არა.. ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ,უბრალოდ სიგარეტის კვამლმა თავი ამატკია და „დახუთული“ ჰაერი იყო ქვემოთ.. -მართალია..-ცოტა პაუზა გავაკეთეთ..-მე.. აკაკი ვარ.-გამომიწოდა ხელი. -ვიცი.. ბევრი მსმენია თქვენზე.. მე კი კეკე ვარ.. -სამწუხაროდ მეც იგივეთი ვერ გიპასუხებთ,თქვენზეარაფერი ვიცი,მაგრამ შევამჩნიე რომ ვაჩეს ძალიან მოსწონხარ.. -ვაჩე ეგეთია.. ყველა ქალი მოსწონს,განსაკუთრებით ის ვინც მისთვის მიუწვდუმელია.. -თქვენ მიუწვდომელი ხართ ვაჩესთვის? -არამხოლოდ ვაჩესათვის. -რატომ?.. ის ხომ სიმპათიური მამაკაცია თანაც მდიდარი. -და თქვენ ბატონო აკაკი გგონიათ სიმპათიური და მდიდარი მამაკაცების გარდა ქალს არაფერი უნდა აინტერესებდეს?.. -შეურაცყოფის მოყენება არ მინდოდა. -გპატიობთ. -უკაცრავად.-ბოდიში მომიხადა როცა პეიჯერზე გამოძახება მოუვიდა.-უნდა წავიდე სასწრაფო გამოძახება მაქვს. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია უნდა გავუკეთო.-ადგა და სასწრაფოდ გაიქცა.. საუბარი შევწყვიტეთ ცოტა გაურკვეველ ნოტაზე.. მაღიზიანებდა მსგავსი აზროვნების მამაკაცები.. თითქოს სხვა არაფერი უნდა აინტერესებდეს გოგოს ვიდრე სარფიანად გათხოვებაა.. ტელეფონი ავიღე და კვლავ მაქსიმეს დავურეკე,მაგრამ ის არ პასუხობდა.. უკვე ავნერვოიულდი და სანის დავურეკე.. -სანი.. -ჰო ძვირფასო.. -მაქსიმეს ვერ ვუკავშირდები,სახლში დაცვასაც დავურეკე და არ არის.. ვნერვიულობ ხომ არ იცი სად არის? -აამ.. არ ვიცი..-მიპასუხა საეჭვო ხმით.აშკარა იყო მატყუებდა..- კარგი ძვირფასო,თუ დაგიკავშირდა უთხარი გადმომირეკოს..შენ სად ხარ? -სახლში ვარ.. მოხვალ?-ისე უდარდელად მკითხა უკვე ვიცოდი მაქსი იქ არ იქნებოდა.. თავს სუსტად ვგრძნობდი და მინდოდა ჩავხუტებოდი,მაშინ მავიწყდებოდა ყველაფერი ცუდი.. გადავწყვიტე ყველაფერი მომეყოლა მისთვის და მომეღო ბოლო საიდუმლოებებისათვის,რომელიც ერთმანეთს გვაშორებდა.. სახლში მივედი,მაგრამ მაქსიმე არ დამხვდა.. უკვე ძალიან ვღელავდი.. მის ოფისში ვრეკავდი,მაგრამ არავინ პასუხობდა.. მისი ასისტენტის ნომერი შემთხვევით საბუთებში აღმოვაჩინე და დავურეკე.. -გისმენთ..-მიპასუხა ნახევრად მძნარე ხმამ -გამარჯობა ანა,მე მაქსიმეს მეუღლე ვარ. -გისმენთ ქალბატონო კეკე. -ბოდიში ასეთ დროს რომ გაწუხებთ,მაგრამ მაქსიმს ვერ ვუკავშირდები და ძალიან ვღელავ. -ბატონი მაქსიმე წამოვიდა,თქვა რომ სახლში დაგხვდებოდათ. -რომელი საათი იყო არ გახსოვს? -რა თქმა უნდა მახსოვს.. ღამის ათი საათი სრულდებოდა.-კარებზე ზარის ხმა გავიგონე. -მადლობა ანა.. უკვე მოვიდა და ბოდიშს გიხდით...-ტელეფონი აგვთიშე და კარები მომღიმარი სახით გავაღე.. იქ დედაჩემის წაშლილი სახე დავინახე.. გაფითრებული და უსახური.. ხელები უკანკალებდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.. დავიბენი,ვერ მივხვდი რა ხდებოდა.. -დედა აქ რა გინდა.. ასეთ დროს?-დედამ თავი ვერ შეიკავა და ნიკაპი „აუცახცახდა“ სემდეგ თვალებზე ხელი აიფარა და ატირდა..-დედა შემოდი..-მაკა შევიყვანე დივანზე დავსვი და ყალი დავალევინე.-მომიყევი დედა რა გჭირს,მამა გამოჩნდა? რამე დაგიშავა?.. დედა.. -ჰო მამაშენი..-ძლივს ამოთქვა -რა ჩაიდინა? -სახლში მოვარდა და გვემუქრებოდა მე და ბებიაშენს.. შემდეგ მითხრა რომ უნდა წავყოლოდი და მკლავში წამავლო ხელი.. -შემდეგ?.. -სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.. ტელეფონში ჩუმად მაქსიმეს ნომერი მოვძებნე და დავრეკე.. ისეთი საუბარი დავუწყე გრიგოლს რომ მაქსიმეს გაეგო საფრთხეში ვიყავი და ჩემს გვერდით ის ცხოველი იყო.-ხმა აკანკალებული მიყუვებოდა დედა.. ნელ-ნელა სული მეყინებოდა.. დასასრულის მოსმენის სულ უფრო მეშინოდა.. -დედა.. მაქსიმე სად არის?-ვკითხე პირდაპირ.. -მაქსიმემ არ ვიცი როგორ გვიპოვა ალბათ ტელეფონის სიგნალით.. სპეცრაზმმა ალყაში მოგვაქცია.. იქ მაქსიმეც იყო და მამაშენმა სროლა დაუწყო.. ყველა ისროდა მე კი ძირს დავწექი და ველოდებოდი როდის დასრულდებოდა.. -დედა.. -კეკე მაპატიე შვილო.. ჩემი ბრალია. -დედა რა არის შენი ბრალი.. მითხარი სად არის ჩემი ქმარი!-მოთმინება დამეკარგა,მაგრამ მაინც ვერ ვუყვირე,მას თავისი გაჭირვება ჰქონდა.. -ორმხრივ სროლაში დაიჭრა როცა სცადა ჩემი გამოყვანა..-თვალებზე ცრემლი მომადგა,პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეკივლა ტკივილისაგან..-საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარდება.. მისი მდგომარეობა არ ვიცი,შენთან წამოვედი.. -წავედით..-დედას ხელი დავავლე და გასასვლელისაკენ წავედით.. საავადმყოფოში მისვლამდე მილიონჯერ მოვკვდი.. ცოცალმკვდარი შევვარდი იმ საავადმყოფოს დერეფანში სადაც მე ვმუშაობდი.. თითქოს გაორებული ვიყავი.. მივრბოდი მაგრამ არაფერი არ მესმოდა.. მხოლოდ ფიქრები.. ახლა გამახსენდა ბატონი აკაკის სასწრაფო გამოძახება და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი.. სული მტკიოდა.. ნია(ჩემი რეზიდენტურის კურსელი) მორიგე იყო ამიტომ დამიანხა თუ არა გზა გადამიღობა.. -კეკე არ შეიძლება ვერ შეგიშვებ.-მითხრა საოპერაციოსთან -ნია გამიშვი.. -ვერ გაგიშვებ.. მას ოპერაცია უტარდება.. მალე დასრულდება და შემდეგ ნახავ.. -ნია ხომ იცი ვერ გავჩერდები აქ დერეფანში და ვერ დავუწყებ ლოდინს როდის დასრულდება ოპერაცია. ის ჩემი ქმარია ნია გესმის?-ვყვიროდი მთელ ხმაზე. -ვიცი საყვარელო,მაგრამ არ შემიძლია.. შენც ხომ იცი წესები.. -ჯანდაბას წესები. -ნუ ღელავ ბატონი აკაკი თავისი საქმის პროფესიონალია,აუცილებლად გადაარჩენს. ადგილს ვერ ვპოულობდი.. ვერ ვისვენებდი.. კიდევ ერთი საათი გავიდა და საოპერაციოდან არავინ გამოსულა.. თავბრუ მეხვეოდა,უჰაერობა მაწუხება ცოტაც და ნერვიულობისაგან გულიც კი ამერეოდა.. უცებ საოპერაციოს კარები გაიღო და აკაკი გამოვიდა,ჯერ ოჯახის წევრებს მოავლო თვალი და მზერა ჩემზე შეაჩერა. -ბატონი მაქსიმეს ოპერაცია წარმატებით დასრულდა,თუმცა მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ,დანარჩენს ბოლო 24 საათი გადაწყვეტს.-აკაკის სიტყვები ყურში ექოსავეთ ჩამესმოდა.. თვალები ამიბრჭყვიალდა და გონება დავკარგე.. იატაკზე არ დავვარდნილვარ ვიღაცამ მოასწრო ჩემი დაჭერა,მაგრამ მე ვეღარ ვხედავდი, მხოლოდ სიტყვები მესმოდა.. ისიც ძალიან შორიდან,ბოლოს კი გავითიშე.. გონს რომ მოვედი პალატაში ვიწექი,ჩემთან კი დედაცემი და დედამთილი იყო.. დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ვერც ვტიროდი.. -ძვირფასო როგორ ხარ?-მკითხა დედამთილმა და ხელზე ხელი დამადო.. -საშინლად.. სიკვდილი მინდა.. ნეტა მაქსიმეს ადგილზე მე ვიყო.. ასე ხომ ყველა დაისვენებდა.. -ასე ნუ ამბობ კეკე შვილო. -აბა რა ვთქვა ლისა? შენც ხომ გაიგე რა მოხდა.. გრიგოლმა.. -გავიგე რომ გრიგოლი მამაშენია,ეს ბედის ირონიაა.. -ბედის ირონია?!-გავიმეორე მე,შემდეგ კი დედას გავხედე.-ის.. სად არის? გაიქცა არა? -დაიჭირეს.. მაქსიმემ მოახერხა და გრიგოლი და კონსტანტინი დაიჭირა.-თიტქოს გულზე მომეშვა,მაგრამ.. -ალექსეი..-წამოვიძახე და საწოლზე წამოვჯექი. -ის საქართველოში არ იმყოფება. შვილო და ნუ ნერვიულობ უნდა დაისვენო.. -კეკე რატომ არ გვითხარი რომ ორსულად იყავი?-მკიტხა ლისამ.მე აზრზე ვერ მოვედი.. -რა ორსულად? -გონება რომ დაკარგე,გვეგონა ნერვული შეტევა გქონდა,მაგრამ გამოკვლევაზე გაგიშვა ბატონმა აკაკიმ და გავიგეთ რომ ორსულად ხარ.-სახეზე ავიფარე ხელები.-არ გაგიხარდა? -არ შემიძლია ახლა ორსულობაზე და ბავშვზე ფიქრი როცა მაქსიმე ასეთ დღეშია.. -მაქსიმე ძლიერი ბიჭია და თავს დააღწევს ამ მდგომარეობასასაც და ერათად აღზრდით ბავშვს. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა რომ მაქსიმე შეიძლებოდა მომკვდარიყო.. მეშინია განვიცადო მარტოობა.. მის გარეშე სუნთქვაც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია.. მთელი ღამე რეანიმაციის განყოფილებაში გავატარე მაქსიმეს გვერდით.. არ მძინებია.. ვიჯექი და ვუყურებდი მის უზადო სხეულს როგორ უერთდებოდა „ათასი“ მილი.. მის მკერდზე რომელზედაც გამუდმებით თავს ვდებდი და ვიძინებდი ახლა აპარატი ჰქონდა მიერთებული. ამ დგომარეობაში ძალიან მიჭირდა მისი დანახვა,გული მიკვდებოდა.. ერთი კითხვა მინადგურებდა მთელს სულიერ სამყაროს.. მას რომ რამე დამართნოდა მე ვიცოცხლებდი? ახლა,როცა მის უგრძნობ სხეულთან ვიდექი,სრულიად სხვა ადამიანი ვიყავი.. მინდოდა ჩაგხუტებოდი და მეტირა, მეთქვა ბევრი უთქმელი სიტყვა... თუმცა ვთვლიდი რომ ეს გამომშვიდობება იქნებოდა,ასე ხომ მე იმედს დავკარგავდი.. გამთენიისას ჩამთვლიმა.. აპარატის წრიპინმა გამაღვიძა.. დანარჩენი უბრალოდ კადრებივით ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს.. როგორ შემოცვივდნენ პალატაში ექიმები და ექთნები.. ინკუბაციის ნაკრები მოიტანეს და ცდილობდნენ აემუშავებინათ მისი გული. როგორ მაიძულა ნიამ პალატის დატოვება.. მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.. ის იმ მდგიმარეობის მსხვერპლი იყო,რომელშიც ჩემს გამო ჩავარდა.. იცით?.. ცხოვრება წუთებია.. წუთები რომელშიც მხოლოდ რამოდენიმე წამი ღირდა ყველაფრად!დანარჩენი ჯანდაბაშიც წასულა..არარაობაში გატარებულ ყოველ წუთს რომ გავიხსენებთ მაინც ვიტყვით რომ ცხოვრება მხოლოდ იმ რამოდენიმე წამისთვის გვიღირდა.. ................................ რთული ორსულობის მქონდა,რამოდენიმეჯერ ნაადრევი მშობიარობის ნიშნებიც მქონდა თუმცა დროული ჩარევით შევძელი ცხრა თვემდე მიმეყვანა.. ბავშვი რომ შემეძინა იმ დღეს წერილი მივიღე ალექსეისაგან.. „მაპატიე ყველაფრისათვის რაც ჩვენს გამო დაგემართა.. ყველა ცრემლი რომელიც ჩვენს გამო გადმოსცვივდა შენს ლაიმაზ თვალებს.. რაც მამა და კინსტანტინი დაიჭირეს, მათ საქმეებს მე ჩავუდექი სათავეში და ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც სწორად მიმაჩნია. ვიცი უკვე ძალიან გვიანია,მაგრამ მინდა იცოდე რომ ჩემი შიში არ გქონდეს.. იცხოვრე ისე როგორც შენ გსურს. პატივისცემით შენი ძმა ალექსეი“ ................ ნიტა(ბავშვი) დავაძინე თუ არა გარეთ,ტერასაზე გავედი,სადაც სავარძელში მოკალათებული მაქსიმე იჯდა და გვერდით მივუჯექი. -დაიძინა ნიტამ?-მკიტხა და საათს დახედა. -როგორც იქნა ჩაეძინა.-ვთქვი თუ არა მხარზე ტავი დავადე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე. აღარ გვისაუბრია.. უბრალოდ ვისხედით ტერასაზე ხელჩაკიდებულნი და ზეცას ავყურებდით,რომელზეც უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა.. ამდენი ტკივილის,იმედგაცრუების და ცრემლის მიუხედავად ჩვენ შევძელით გვეპოვნა ჩვენი ბედნიერები დასასრული ერთმანეთის თვალებში. პ.ს იმედია მოგეწონათ. მადლობა თქვენ,რომ იყავით ჩემს გვერდით ძალიან მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.