სამუდამო მონატრება ხარ მისი ნეკნის. (თავი 1)
ჩემი ისტორია ყველასგან განსხვავებულია,( ნუ მე ასე ვფიქრობ). ყველაფერი უნივერსიტეტის პირველ კურსზე დაიწყო, დღემდე ვგრძნობ იმ ემოციებს რასაც მაშინ საავიაციო უნივერსიტეტის შესასვლელთან ვგრძნობდი. ბედნიერი ცოტა შეშინებული და ამავდროულად საოცრად აღელვებული ვიყავი, ყველას ვესაუბრებოდო ვუღიმოდი მინდოდა ბევრი კარგი ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა. საავიაციოში საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტზე ჩავაბარე, მთელი ბავშვობა მინდოდა რაღაც შეხება მქონოდა ჰაერთან, თვითმფრინავთან, აეროპორტთან... მე თვითონ ვერ გავბედე პილოტობა მაგრამ სიყვარული შემხვდა ისეთი როგორიც მინდოდა. ერთ წელში იმდენი შევძელი რომ დიდი სიყვარული ვიპოვე,გაგიკვირდებათ მეც კი გაოგნებული ვიყავი მაგრამ მართალია მე ეს შევძელი ვიპოვე ის დიდი სიყვარული რომლებსაც ზოგი მთელი ცხოვრება ეძებს, ხანდანახ ვერც კი პოულობენ, მე ის კი ჩემ ოცნაბასთან ვიპოვე.! დიმიტრი აი იმ საოცნებო პრინცის სახელი, მან მაჩუქა დაუვიწყარი სამი წელი სიყვარულით, სითბოთი და ვნებით გაჟღენთილი სამი წელი, ჩვენ მეორე კურსზე დავქორწინდით,მშვენიერი სამი წელი გავატარეთ ერთად,ყველა იმას აღნიშნავდა რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ, მეც ასე მეგონა სანამ დიდ წინააღმდეგობას არ წავაწყდით. სწავლის მეოთხე წელს ასეთი გამოწვევის წინაშე დავდექით ის ამერიკაში მე კიდე თბილისში.. მას გადამზადება სჭირდებოდა ავიაკომპანიაში მოსახვედრად, რადგან მე უკვე ვმუშაობდი ერთ-ერთ პრესტიჟულ სააგენტოში ვერ ვახერხებდი მასთან ერთად წასვლას, აქედან დაიწყო დაძააბულობა როგორც ხდება ხოლმე და სააბოლოოდ მივიღეთ განქორწინება და ის წავიდა, წავიდა სამუდამოდ! შევყევი ჩემ ისტორიას და სულ დამავიწყდა.. მე ელენე იმერლიშვილი ვარ 25 წლის, უკვე 3 წელია რაც აირზენას ეკიპაჟის წევრი ვარ, თითქოს აღარ მაწუხებს მისი სახელი ვეღარც ვგძნობ იმ სიყვარულს რასაც ადრე მაგრამ, აი მის ხელებს რომ ვიხსენებ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, ცოცხლად ვგრძნობ მის შეხებას, შეგრძნება და ცრემლების ნიაღვრად წასკდომა ერთია, აი იმ მომენტში ვუტყდები ჩემ თავს რომ ისევ.. ისევ მიყვარს... მაღვიძარამ დილის 5 საათზე დარეკა, ძაან კი მეზარებოდა მაგრამ მაინც ავდექი მოსამზადებლად ნახევარისაათი მქონდა. წყალი გადავივლე, ფორმა ჩავიცვი, თმებიც მოვიწესრიგე და მალევე გავედი სახლიდან. 7ის წუთებზე უკვე აეროპორტში ვიყავი იქვე გოგონები შევამჩნიე და მათ შევუერთდი. -გაიგეთ ახალი ამბავი?-ნინო მაშინვე დაიწყო ლაპარაკი როცა მივუახლოვდი - გამარჯობათ-მივესალმე - აბა რა ამბავი?.. დავინტერესდი - ახალი კაპიტანი გვეყოლება ხომ იცით გიო წავიდა და მის ადგილას ახალი მიიღეს ჯერ არ ვიცი ვინაა მაგარამ გავიგე ძალიან სიმპათიური არისოო-სიცილით დაასრულა ლაპარაკი ნინომ. -რა გეშველებოდა კაცთა მოდგმა რომ არ არსებობდეს- დავცინე და ბრიფინგზე შევედი. ჩემი ადგილი დავიკავე საბუთები წინ დავიდე და ყავა მოვსვი. -მოგესალმებით ყველას-საუბრით შემოვიდა ჩვენი უფროსი .- ვიცი ცოტა დაგვიანებულია ამაზე საუბარი მაგრამ არაუშავრს.- ღიმილიანი სახით შემომხედა, ხო სულ დამავიწყდა ეს დავითია ჩვენი უფროსი დიდიხანია მოვწონვარ და არ ვიცი ვცადო თუ არა სიმართლე გითხრათ ცუდი პიროვნება არაა. სასიამოვნო გარეგნობის, წარმატებული ადამიანია მაგრამ არ ვიცი, ალბათ ამ დღეებში დაველაპარაკები. ის ის იყო ფიქრი დავამთავრე როცა ფეხის ხმა გავიგე ოთახში ვიღაც შემოვიდა. -გაიცანით ეს დიმიტრი ჩიქოვანია, თქვენი ახალი ხომალდის კაპიტანი, მან წარმატებულად გაიარა გადამზადება ამერიკაში და დიდი ძალისხმევით დავითანხმე ჩვენს წინადადებაზე დათანხმებულიყო და სასწაულებრივად ის აქაა...-გაიცინა დავითმა და ხელი მხარზე დაადო. არ ვიცოდი სად წავსულიყავი მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი. ვიცოდი რომ ოდესმე მომიწევდა მასთან შეხვედრა,საქართველოს ავიაცია ხომ ძალიან პატარაა სულ ერთი ავიაკომპანიაა და აბა რა მეგონაა სად წავიდოდაა. ვიცოდი რომ ისევ დაბრუნდებოდა... ღმერთო დამეხმარე გამაძლებინე.. როგორც იქნა გავბედე ახედვა და აი წავაწყდი მონატრებულ თვალებს, ისე უციმციმებდა ისე როგორც ადრე.. -კარგით აღარ მოგაცდენთ მოამზადეთ ბოინგი და წარმატებულ ფრენას გისურვებთ..- დავითი დაგვემშვიდობა. გავედით გარეთ ჩვენ ბორტგამცილებლები ხომალდზე ავედით და დავიწყეთ მომზადება.სხეულს ვერ ვაკონტროლებდი მთელი ტანით ვცახცახებდი, ნახევარისაათი დარჩენილი იყო ჩასხდომამდე როცა მისი სიახლოვე ვიგრძენი.. -გამარჯობა-ღმერთო როგორ მომნატრებია. ელენე თავი ხელში აიყვანე , შემოვუძახე თავს და უკან შევბრუნი. -გამარჯობა. -შეცვლილხარ, ძალიან გალამაზებულხარ..-მის ამ ნათქვამს არ ველოდებოდი, სრულიად გამაცოფა მისმა სიტყვებმა.თვის შეკავება კი ვეღარ მოვახერხე. -რა გინდა? რის მიღწევას ცდილობ ამ კომპლიმენტებით? რა გგონია დამავიწყდა როგორ დაასამარე ჩვენი სიყვარული კარრიერის გამო? სასოწარკვეთილი რომ დამტოვე აეროპორტში და უკანმოუხედავად წახვედი? დიმიტრი ყველაფერი დასრულებულია ჩვენ აღარ არსებობს, და არც იარსებებს, ჩვენი ურთიერთობა ამ ბორტს არ გაცდება.-არაფერი ვათქმევინე, ხმის კანკალით და საკმაოდ მაღალი ტონით ვსაუბრობდი ვერც კი ვამჩნევდი რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა გაოგნებული სახით.-ბოდიში ჩემ საქმეს უნდა მივხედო.- ამოვისუნთქე... ოლიმპიური სიმშვიდით ვუთხარი და სავარძლებს შორის გავიარე. ნინომ გაურკვეველი სახით შემომხედა მიმიკით მანიშნა რა ხდებაო მე კიდე ვუპასუხე სხვა დროს აგიხსნითქო. შესასვლელთან დავდექი და მომღიმარი სახე მივიღე ხალხი უკვე იწყებდა ბორტზე ამოსვლას. ეს დღე საოცრად გაიწელა, არ მახსოვს როგორ დავეშვით თელავივში, რობოტივით ვმოქმედებდი, გაცოფებული ვიყავი ჩემს ბედზე, მეზიზღბოდა ყვალა და ყველაფერი ერთი სული მქონდა პირქვე დავმხობილიყავი საწოლზე და ბოლო ხმაზე მეტირა, მეტირა კაცისთვის რომელმაც გამცვალა კარიერაში ეხლა კი ყოფნის თავხედობა და მეუბნება რომ ლამაზი ვარ. როგორც იქნა დავბრუნდი სახლში. განადგურებული, ემოციებით სავსე ტანსაცმელი გავიხადე და გასარეცხად სარეცხ მანქანაში შევყარე, მე ცხელი ჩხაპის ქვეშ დავდექი და ბევრი მოთმინების მერე როგორც იქნა დავიცალე ემოციებისგან, ვტიროდი მაგრამ ცრემლებს ვერ ვგრძნობდი, ყელი მეხეოდა ხავილისგან, ყვირილს ვერ ვახერხებდი, არ ვიცი ეს გრძნობა უფრო უარესი იყო თუ ის როცა მიტოვებული გაშორებული ქალი გავხდი, მაგრამ ეხლა შანსი მეძლევა დავამტკიცო რომ მე დასაკარგი ქალი არ ვიყავი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.