შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გაზაფხული''


2-03-2017, 00:13
ავტორი kakulia
ნანახია 10 802

,,დარაბების მიღმა გაზაფხულია’’

დილით თვალი რომ გავახილე, ნისლიანი ღრუბლები დაცურავდნენ ცაზე. გავიფიქრე, რომ ასეთ ამინდში კარგი იქნებოდა, თუ ძილს გავაგრძელებდი და ლამაზ სიზმარს ვნახავდი, მაგრამ ამასთანავე ძალიან მომინდა ჯაკობსის ცხელი ყავა. წამოვდექი. მოულოდნელად კი ეზოდან შემომესმა საოცარი ხმა. არ დამიჯერებთ და გული აფორიაქდა. ძარღვებში საოცარი

სითბო ვიგრძენი. ეზოში, ხეზე შემოსკუპებულიყო ზამთრის პაწაწინა ჩიტი და ჭიკჭიკებდა. სიხარულით მივირბინე ფანჯარასთან. თვალები დავხუჭე და რამდენიმე წუთი ვისმენდი ძალიან ლამაზ, მაგრამ უკვე დავიწყებულ ნოტებს. მალე ხეებში ჩადგება წყალი და რამდენიმე კვირაში მოვა გაზაფხული. შეიმოსება სამყარო სიცოცხლის ფერებით. გამობრწყინდება ცაზე მზე, მწვანედ შეიფოთლება ბუნება და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდება ირგვლივ ყველაფერს. მთელ ქვეყანას მოედება ვარდისფერი ყოჩივარდები და ლურჯთვალა იების სურნელში ჩაიძირება ყველაფერი. ქალაქში მოიმატებს დღე და ნაზამთრალ სულს გაათბობს გაზაფხული.

ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ გაზაფხულზე იწყებენ ნამდვილ ცხოვრებას, მხოლოდ მზიან ამინდში არიან ბედნიერები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გაზაფხული ყოველთვის გულით უნდა ვატაროთ. უნდა გვჯეროდეს, როცა მოგვწყინდება ზამთრის ნაცრისფერი დღეები, აუცილებლად გამოიდარებს. იმედიანად უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ დარაბებს მიღმა ყოველთვის გაზაფხულია. მე მგონია, არ შეიძლება გაზაფხული, მხოლოდ მერცხლებმა მოიყვანონ. ადამიანებმა უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს გაზაფხული. ალბათ ყველას გვყავს ისეთი ახლობელი,რომლის სტუმრობაც ჩვენს სახლში გაზაფხულის მოსვლას გავს. ამიტომ ყველამ ასეთი ადამიანის მსგავსად ჯიბით უნდა ვატაროთ გაზაფხული და სადაც მივალთ იქ მივიტანოთ სითბო და სიყვარული. ყველამ ჯიბით უნდა ვატაროთ იების კონა და გავაბედნიეროთ ერთმანეთი. არ არის ეს გადაჭარბებული რომანტიკა, ასე ხომ ძალიან კარგი იქნება. შეგხვდება ნაცნობი, ამოაძვრენ გულიდან ყვავილების ულამაზეს თაიგულს და გაახარებ გარშემო სხვებს. სწორედ ისე, როგორც ამას უფალი აკეთებს ყოველ წელს ჩვენთვის. ყოველ წელს ხომ გარშემო, ისე საოცრად მოდის გაზაფხული, თითქოს ეს პირველად ხდება. თითქოს პირველად ყვავიან ყვავილები მინდორში, თითქოს პირველად ეშვება მდინარე მთიდან. ხარობს ადამიანის გული და სწორედ ამაშია საოცრება. ღმერთი ყოველ წელს თავიდან ხატავს მთებს და ტყეებს, ყვავილებს და ჩიტებს, რადგან ცდილობს, სილამაზე არ მოაკლოს ადამიანებს.

,,გაზაფხული''





გაზაფხულო!

გაზაფხულო!

რა კარგი ხარ,

რა კარგი!

ყვავილებით

მორთული,

მზის სხივებით

ნაქარგი!


მოხვალ,

თან მოგყვებიან

მაყრიონი - ჩიტები,

ბულბულები,

მერცხლები,

შაშვები და

გვრიტები!


გაზაფხულო!

გაზაფხულო!

რა კარგი ხარ,

რა კარგი!

ყვავილებით

მორთული,

მზის სხივებით

ნაქარგი!


,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''


გაზაფხული მოდის მართობს
სიკეკლუცის ეშხით მათრობს
გაზაფხული რა ნაზია, ალმასია, ლამაზია
რა კარგია გაზაფხული

ლხენით სავსე შვებით სრული
რა ტურფაა გაზაფხული
ვის მოსწყინდეს მისი ქება
გაზაფხულს რა შეედრება
რა კარგია გაზაფხული

ბუნება რომ აყვავდება
გულიც გადახალისდება
ვენაცვლები გაზაფხულსა
ანეტარებს იგი გულსა
რა კარია გაზაფხული.
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''


,,რა აზრი აქვს სამყაროში რამდენი მილიარდი ადამიანია, თუ შენს გულში ერთიც არ ყვავის გაზაფხულივით" ლევან ქართლელი
,,გაზაფხული''



,,ღმერთმა გაიღიმა
და მაშინ დაიბადა
პირველი გაზაფხული."

ვაჟა ხორნაული
,,გაზაფხული''



გაზაფხულია ყველაფრის დასაბამი. გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, იწყება სი-ცოცხლე. გაზაფხულს მოჰყვება მზიანი დღეები და სითბო. ასე უნდა ვთქვათ, ასეა ოდითგანვე ნათქვამი, თორემ თვითონ გაზაფხული მოჰყვება მზეს, მზიდან მოდის სითბოც და ალერსიც. «მზე დედაა ჩვენიო», ხალხური ლექსი ამბობს. ჩვენ, ყველანი, მზის შვილები ვართ, მზის სითბო გვათბობს, გვკვებავს და გვზრდის. მზე განაგებს მონაცვლეობას დროისას და თანაც მუდამ ზუსტად და შეუმცდარად.
აი, წელსაც დიდი ზამთარი იყო, დიდი ყინვები და სიცივეები გამოვიარეთ, და ჰა, თებერვალი მიიწურა, ზამთრის უკანასკნელი თვე, და გაზაფხულს ველით. საცაა მოვა, მოვა უჩინრად («თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო», — ამბობს ხალხუ-რი ლექსი). იქნებ უკვე მოსულა კიდეც და ჩვენ, ქალაქის მკვიდრნი, ჯერ ვერაფერს ვგრძნობთ, ჯერ ვერაფერს მივმხვდარვართ. იქნებ სოფლელები უკვე მიხვდნენ კი არა, კარგადაც ხედავენ გაზაფხულს... არა, ჯერ ქალაქამდე, ეტყობა, არ მოუღწევია... მაშინ ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენ წავიდეთ გაზაფხულის შესახვედრად. ის ხომ გზაშია, მოდის და ჩვენც ისე შევხვდეთ, როგორც მის მობრძანებას ეკადრება. შევხვდეთ სადმე ქალაქიდან შორს, ტყეში, ჭალაში ან მინდორში.
გაზაფხულის მოახლოებას ზოგი როგორ ხატავს, ზოგი როგორ. უმეტესობა გა-ზაფხულის მახარობლად ენძელებს და ყოჩივარდებს მიიჩნევს. თხელ თოვლზე, ოდ-ნავ, ცისფერი რომ დასდებია (ხალხი ლილო-ჭრილოს ეძახის), ალაგ-ალაგ რომ უკვე გამქრალა და მიწიდან თავწამოყოფილი ბალახი მწვანედ ხასხასებს, ალაგ კი თეთრად შერჩენია, ხო, სწორედ ამ თეთრად თუ მოცისფროდ შემორჩენილ სიფრიფანა თოვლში, თავს ამოჰყოფენ ცისფერი, ყელმოღერებული ყვავილები, რომლებსაც ენძელა ჰქვიათ, ჩვეულებრივად კი გაზაფხულის მახარობლებს ვეძახით.
ზოგი გაზაფხულის მახარობლად შოშიების მოფრენას მიიჩნევს. აბა გავიხსე-ნოთ ლექსი:
«რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა,
რა ვქნა, ვერ ვძლებდი უთქვენოდ,
ვიყავი დარდიანადა».
ამას თქვენოდენა ყმაწვილებს ეუბნება ადრიან გაზაფხულზე თბილი ქვეყნიდან მობრძანებული შოშია. თბილ ქვეყანაში რად წავიდა? ზამთარს გაერიდა. ზოგი ფრთოსანი ზომ ზამთარს სხვა ქვეყანაში ატარებს, შემოდგომაზე გაფრინდება სხვებ-თან ერთად და გაზაფხულზე ისევ ჩამობრძანდება. მაგრამ ამაზე ცოტა მერე ვთქვათ, გაზაფხული რომ მართლა დადგება და თბილ ქვეყნებში წასული ფრინველებიც მარ-თლა ჩამობრძანდებიან. ჯერ გაზაფხული არ დამდგარა, ჯერ ბუნება და ჩვენც (ჩვენც ხომ ბუნების შვილები გვქვია) მხოლოდ გაზაფხულის მოლოდინში ვართ.
,,გაზაფხული''



დღეს შეშლილივით მოეძალა სულს გაზაფხული,
უკვე რამდენჯერ გადავთვალე თეთრი კვირტები,
ფილტვებს დაუსკდათ საბურველი ხშირი სუნთქვისგან,
გაზაფხლის სუნს თან დაჰყვება გრძნობის სურნელი.

სულ სხვანაირად გამოუთბა გულს იმედები,
გამოღვიძება დასტყობია ხეთა ქარავნს,
ვეღარ წავშალე გონებიდან შენი აჩრდილი,
და მონატრების ცივი სუსხი ძვლებამდე ატანს.

ვერ გადავიტან უშენობას ამ გაზაფხულზეც,
რაღას ველოდო,ჩამოვყვები ფეხით ოცნებას,
იქნებ შენამდე მოსასვლელი გზები გავწმინდო,
და შეუთანხმო გულის წადილს ურჩი გონება.

სულს გადავბუგავ იასამნის ფერადი ცეცხლით,
თავზე გასხურებ მრავალ ფერში გავლებულ წვიმას,
იჩქარე სანამ გაზაფხული კარს მიიხურავს,
და ჩემს მაგიერ გრძნობის კართან დაგხვდება ვიღაც

ალისა ელიაშვილი

,,გაზაფხული''[/center[center],,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
,,გაზაფხული''
]



№1  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან ლამაზი და კარგი სიალეა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი kakulia

მადლო
qetiqetiA3
ძალიან ლამაზი და კარგი სიალეა heart_eyes heart_eyes

მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes

 


№3  offline წევრი dikunia

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ადამიანებიც ლამაზდებიან heart_eyes

 


№4 სტუმარი mariami

რაკაია ძაან კაია

 


№5 სტუმარი nini

ძაან მაგარია გაზაფხული

 


№6  offline მოდერი Marry Amm

მიყვარს გაზაფხული

 


№7  offline მოდერი Mary Drey

..........................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent