შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის პრანჭვები. (საცდელი)


24-05-2018, 15:03
ავტორი katiaa
ნანახია 1 474

-ბოლო შვიდი ჭიქა აღარ უნდა დაგელია რა!-მუცელზე ხელმოკიდებული, სიცილისგან დაღლილი ტროტუარზე მწოლიარე გეგი სიცილით უყურებს დას , რომელიც ცდილობს ტანგო ეცეკვოს თავის მიჯნურს.
-შენი გათხოვების სადღეგრძელოს ხომ არ გამოვტოვებდი გეგუშ? გეკადრება?-ძლივს ამბობს კესი და გვერდით მდგარ თავის ე.წ მიჯნურ ქეთას ხელს კაი ღიპიანი კაცივით ხვევს.
-გეგუშ ადექი ტროტუარიდან თორემ ხვალ წარსულების ხსოვნის დალევა მოგვიწევს-ხელს უწვდის არანაკლებ მთვრალი ქეთა გეგას და გეგას „მოხერხებულობით“ ცოტახანში ქეთაც გეგას გვერდით დევს.
-წარსულებზე გაჩერება არ შეიძლება, დავაი დაასხით!-კლუბისკენ მიბანცალებს კესა , ვიღაცას, რომ ასკდება და იმ ვიღაცის მოხერხებულობა , რომ არა ძირს იქნებოდა გაჯლიგინებული.
-შენ ნამდვილი ხარ?-მოჭუტული თვალებით უყურებს წინ მდგარ კაცღმერთს, რომელსაც ეტყობა , რომ მთელი გულით ცდილობს სიცილის შეკავებას.-ჩემი ლექტორი მანანა იტყოდა შენზე თეთრ რაშზე ამხედრებულ რომეოს გავსო ხოდა..-ლაპარაკის გაგრძელებას აპირებს უცბად, რომ ახსენდება რისთვის მიდიოდა კლუბისკენ. უცბად შორდება ბიჭს და იქით მიიწევს უცბად გვერდით გეგა , რომ უჩნდება და სიცილატეხილი ხელს კიდებს დას.
-ბოდიშს გიხდი კაცღმერთო ჩემი დის ნაცვლად, დალია და აგინა ისევ თავის ქმარ-შვილს, ქმარს უყვიროდა ბოლო ხმაზე სახლი კარგად რატომ არ დაალაგეო, ვერ გასწავლა დედაშენმაო?! მერე შვილებს მოსდო ერთი-ორი ყბაში და გამოვარდა სახლიდან, სად ხარ გოგო აქამდე გეძებს ანზორი ანერვიულებულია კაცი, გონია, რომ კაცებში წახვედი ისევ და მთელი ღამე არ ეძინება საწყალს!-გაოცებულ ბიჭს კესის აშორებს და ახარხარებული ქეთასკენ მიჰყავს/
-მოიცა კაცო, გატყუებს,-ბანცალით ცდილობს შეტრიალდეს ბიჭისკენ კესა-ანზორი ჩვენი მეზობელი გულნაზის ცოლია, მაგარი ისტორია აქვთ, გამახსენე, რომ გნახავ მოგიყვე უნ..
-რეკავს შენი ქმარი, საჭმელი მზადაა და ბავშვები ელოდებიან მოვიდეს მალეო,-ხელებგადაჯვარედინებული იძახის ქეთა და გეგასაც მიყავს კესა და მანქანაში სვამს. მოულოდნელად სამივეს ერთად ხარხარი უტყდებათ, ქუჩიდან ადამიანები იყურებიან და ალბათ ყველას მაგრად უნდა ტელეფონის ამოძრობა და საგიჟეთში დარეკვა.
-საჭესთან რომელი ჯდებით აბა?-გაკრეჭილი კითხულობს ქეთა,
-მიმიშვით, მივდივარ!-საჭისკენ იწევს კესი და ქეთას და გეგას ხარხარიც არ აყოვნებს.
-ამას რა გაურიეს სასმელში?
-დებილგახდომინი.
უცბად კესი მანქანიდან გარბის და გზაზე ტაქსს უვარდება , რომელიც წამის უსწრაფესად ატორმუზებს და გეგა და ქეთაც სირბილით მიდიან:
-ხედავთ? ახალი ტეხნიკური მეთოდია ტაქსის გასაჩერებლად!-მთქნარებით ამბობს კესი და ტაქსის მძღოლს ეღრიჭება, რომელიც მამის მკვლელ მზერას არ აშორებს, მაგრამ ას ლარიანს აწვდის თუ არა მაშინვე კეთილგანწყობილი მზერა ეხატება სახეზე:
-აბა , საით გენაცვალე?
მისამართს ეუბნებიან და სადარბაზოსთან მისულები ისე ხტებიან ხურდასაც არ იღებენ.
-მეზობლებო, გამოდით უნდა მოგთვ..მიგთვ..შეგთვ..ფუი დამავიწყდა!-ნერვებმოშლილი დუდუნებს ქეთა.
-დაგთვალოთ შე ლოთო, დ ა გ თ ვ ა ლ ო თ !-უმარცვლის კესა
-ლამარაა, ანზორი, გივიაა, ნაირა, მაკრინე, ზაირა, ნუგზარა, ოთარა, თენგიზა..გამოდით ყველანი უნდა შეგთვალოთ!-ყვირის ბოლო ხმაზე ქეთა-სულ მინდოდა ეს მექნა.
-დაგთვალოთ , დებილო, დააააგთვააალოოოთ!-ახარხარებული ეუბნება გეგა.
სახლში ასულები ერთმანეთზე ეცემიან პირდაპირ კარებში და სახლში მოდებული საოცრად გულის გამთბობი სამი ერთნაირი სულელის სიცილი წამებში იცვლება სამი ერთნაირი სულელის მშვიდი სუნთქვის ხმით..

-კესაა-დივნიდან ცდილობს სწრაფად წამოხტეს , რომ ძმასთან მივიდეს , მაგრამ როგორც ყოველთვის მისი მოუხერხებლობა თან სდევს და პირდაპირ სახით ეხეთქება ცივ იატაკს. ამ დროს გამოდის ზუსტად ქეთა.
-უი, რა კარგი გოგო ხარ, ახლა ვაპირებდი მოწმენდას და ისედაც ძალიან მეზარებოდა ხოდა აღარ შევწუხდები,-ბორჯომს იღებს მაცივრიდან და გეგას ოთახში შედის.
-კარგად ვარ, ნუ ნერვიულობთ,-ჩვეული ბუზღუნით დგება და გეგას და ქეთას უერთდება.
-გუშინდელიდან რა გახსოვთ?-კითხულობს ქეთა.
-მე დავიწყებ,-ამთქნარებს კესი-მახსოვს, რომ კლუბთან ვიყავით ოღონდ რომელთან წარმოდგენა არ მაქვს, კიდევ გეგა იწვა ასფალტზე სახით და რაღაცაზე იცინოდა, სამივე მაგარი გახეულები ვიყავით.
-იმაზე ვიცინოდი, რომ ცდილობდი ქეთუშასთან ტანგო გეცეკვა და ძირს ვარდებოდით ყოველ ჯერზე, თან რაღაცეებს ბოდავდი, გათხოვებას გილოცავო და წარსულების ხსოვნაო თუ ეგ ქეთამ თქვა? მერე კლუბისკენ მირბოდი და ვიღაც ბიჭს შეასკდი.
-ჰო ეგ ბედისწერა იყო,-ლუციფერული ღიმილი უნათებს სახეს ქეთას-ეუბნებოდი ნამდვილი ხარ თუ ჩემი ფანტაზიაო თუ რაღაც და მანანაზე უთხარი რაღაც, მერე გეგუშა მოვიდა ანზორა გელოდება ხელი რანაირად დაარტყი ქალი არა ხარო და რაღაცეები .
-კაროჩე ბიჭი გამოვაქლიავეთ,-ხითხითებს გეგა.
-რა მნიშვნელობა აქვს, მეორედ მაინც ვეღარ ვნახავ,-მხრებს იჩეჩავს კესა-ბოლოს მახსოვს ერთმანეთზე რო ვიწექით და ჩაგვეძინა.
-კი, ერთმანეთზე, რომ ვიწექით ფაქტია,-ატკივებულ მხრებს იზელს შეწუხებული სახით ქეთა.
-გენაცვალოთ ჩემი თავი, შემდეგში , რომ დავლევთ პირდაპირ სახლში წავიდეთ ,-ამბობს კესა და თავისი ოთახისკენ მიდის ჩასაცმელად, სამსახურში დღეს ვიღაც ახალი უფროსი მოდის, ესღა აკლდა სრულ 100%-იან ბედნიერებას. საფულეს იღებს , რომ მანქანის გასაღები ამოაძროს იქიდან უეცრად რაღაც „პატარა“ წვრილმანი , რომ აღმოაჩინა. გეგასთან და ქეთასთან ბრუნდება:
-იცით, რომ გუშინ ტაქსისტს 5 ლარის ნაცვლად 100 ლარი მივეცი?-ამბობს თუ არა გეგა თავში ხელს იტყაპუნებს.
-სულ მაინტერესებდა როგორია შიმშილი.



№1 სტუმარი დიკოსია

მომეწონა
ტკბილი ჩანს
რაღაცნაირი
სახალისო
შენიშვნები არ მაქ
არანაირი
წერე
დაე წერეე
ველოდები იცოდე

 


№2  offline მოდერი N1penguin

შეუძლება სხვა შემომედავოს, მაგრამ პირადად მე ასეთი საყვარელი პირველი თავი კაი ხანია არ წამიკითხავს. ❤ ჰოდა გააგძელე წერა. ჰო, ერთგან მგონი რაღაცეები გეწერა და სწორი ფორმა რაღაცებია.

 


№3 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ძალიან სახალისო და კარგი წასაკითხია არ შეწყვიტო ერა აუცილებლად გააგრძელე და არ გვალოდინო დიდხანს გთხოვ ????????♥♥♥♥

 


№4  offline წევრი cicino

რა კარგია გააგრძელე და მალ მალე დადე წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი თამთა

ძაან სახალისო და საინტერესოა აუცილებლად გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent