შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით შეყვარება(3ნაწილი სრულად)


24-05-2018, 16:06
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 3 555

"ვისკი ისე ძალიან მომეწონა რომ რამდენი დავლიე აღარც კი მახსოვს"
უკვე თითქმის "შემთვრალი" ვიყავი,წამოვდექი და დამიანეს ავუკვიატე გინდა თუ არ გინდა უნდა მეცეკვო-თქო,მასაც სხვა რა გზა ჰქონდა? დამთანხმდა.
ნელი და სასიამოვნო მუსიკა ჩაირთო.
დამიანეს ხელებს,ჩემი ხელები შევაგებე,ისიც ნაზად მეხვეოდა წელზე.
ბოლოს ცეკვა მომბეზრდა და დამიანეს სახლში წაყვანა ვთხოვე...
მე და დამიანე კლუბიდან გამოვედით,მან ტაქსი გააჩერა და სასტუმროსკენ წავედით.
დამიანემ ნომერში შემიყვანა,ფეხსაცმელი გამხადა და საწოლზე დამაწვინა.
თითონ კი წასვლა დააპირა,როდესაც ხელზე ხელი მაგრად მოვუჭირე და ჩემკენ შემოვატრიალე.
_დამიანე,გთხოვ არ წახვიდე,ჩემთან დარჩი!(მე თითონ არ ვიცოდი რაებს ვბოდიალობდი,ფხიზელ მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი განა ამას ვიტყოდი?მაგრამ მთვრალი ვიყავი და ვერც კი ვხვდებოდი რას ვამბობდი)
_დანიელა მთვრალი ხარ,ხვალ აღარაფერი გემახსოვრება და მე დამადანაშაულებ,ამიტომ აჯობებს თუ წავალ.
_არა!არ ვარ მთვრალი,არ მინდა მარტო დაძინება,გთხოვ მოდი!
_კარგი რახან ასე გინდა დავწვები შენთან(ეს მითხრა და ცალი თვალი საყვარლად ჩამიკრა)
ფეხზე თითონაც გაიხადა,მაისური გაიძრო და შარვლის ამარა დაწვა ჩემთან ერთად.
წელზე მომხვია ხელი და მაგრად მიმიხუტა,მე კი მის ხელებზე დავდე ჩემი ხელები.
მის ცხელ და გახშირებულ სუნთქვას ზურგზე ვგრძნობდი,და სასიამოვნოდ ეფრქვეოდა ჩემს სხეულს.
ყოველი სუნთქვის შეხებისას ტანში ჟრუანტელი სასიამოვნოდ მივლიდა.
მეც პირველად ჩამეძინა ასე ტკბილად(ერთ პოზაში,ვერ ვინძრეოდი რადგან დამიანეს ძლიერი ხელები და განიერი მკლავები ამის საშუალებას არ მაძლევდა)
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა,რომ არა ისინი ტკბილ და სასიამოვნო ძილს გავაგრძელებდი,მაგრამ ვინ გაცადა?!
თვალები ვჭყიტე და წამოდგომა დავაპირე,მაგრამ დამიანე ვის ახსოვდა?
რა ვიცოდი თუ ეს ჩემთან იწვებოდა?
ხელების წამოწევა ვცადე მაგრამ ერთ ადგილას ვყავდი მიმწყვდეული(როგორც ძაღლს ჰყავს ხოლმე ქათამი მიმწყვდეული და შესაჭმელად რომ ემზადება აი ზუსტად ეგრე)
მუცელზე ხელები ისე ჰქონდა მოჭერილი შემეშინდა სუნთქვა არ შემკვროდა და ფეხები იქვე არ "გამეფშიკა".
"აი როგორც იტყვიან ხოლმე-"შენს მკლავებში დავლევ სულს-"ზუსტად ეგრე არ დამმართნოდა.
ბოლოს მომბეზრდა, გულში ვფიქრობდი,"ამას აქ რაუნდა? ვინ მისცა უფლება ჩემთან დაწოლის? ჩემი სიმთვრალით ისარგებლა და მოკალათდა აქ იდიოტი ეს"
_დამიანეე, აეთრიე მალე,შე იდიოტო!დეგენერატო! დათვო! სპილო ხარ? თუ ძაღლი?რას მიჭერ ხელებს?ან ვინ მოგცა აქ დაწოლის უფლება?შე მართლა რეგვენო!(ბოლო ხმაზე ვკიოდი,მანამ სანამ დამიანე იატაკზე არ გაიშხლართა "დამერხა"-გავიფიქრე და ჩემს ფიქრებზე გამეცინა!,დამიანეზე ხო საერთოდ,ბოლოს სიცილი ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავხარხარდი(ეს ჭიხვინს უფრო ჰგავდა ვიდრე ხარხარს)
ბოლოს ძლივს გამოერკვა დამიანე და ყვირილი მორთო:
_ვაიმე,ჩემი წელი,ვკვდები,მიშველეთ!
დანიელა ნორმალური ხარ გოგო შენ? რა გაკივლებს ამ დილაუთენია ბოლო ხმაზე?რა ტკბილად მეღვიძა და რას გამაღვიძე?ნერვები მომეშალა ამ დილაუთენია (ყვიროდა დამიანე და თან თვალს არ მაშორებდა,არც ზემოთ უნებია ადგომა,მიწაზე იყო გაშხლართული და შარვალიც აგერ-აგერ გაძვრომას ჰქონდა)
_კიდე მე მსაყვედურობ?კიდე მე მიყვირიხარ ხო? არ გრცხვენია?მთვრალი რომ ვიყავი ისარგებლე და დამიწექი აქ კაი ქმარივით,ან რას მეხუტებოდი შე ცხენო!რო ჩამამტვრიე წელი,და სუნთქვა რო გამიჩერე აქ მე საცოდავს,ფილტვები ამოვარდნას მაქვს და ეს კიდე აქეთ ყვირის!უნამუსო ხარ !უსინდისო!ეხლავე გაეთრიე ჩემი ნომრიდან და თვალით არ დამენახო!
_ოჰჰ!კარგი ერთი?ნუ მეტლიკინები შენ მე აქ!
ისე გუშინ მთვრალი რომ იყავი,შენ ჩამავლე ხელი და დამაგდე შენთან ერთად საწოლზე,ასე გაიძახოდი"დამიანე გთხოვვ ჩემთან დაწექიო"მე უარზე ვიყავი მაგრამ ბოლოს შემეცოდე და დაგთანხმდი...(ეს მითხრა და თვალი ჩამიკრა,მე კიდევ გავწითლდი,ჯერაც არ მჯეროდა მე ეს ვთქვი?გამიკვირდა!,შოკში ვიყავი და ბოლოს ძლივს-ძლივობით ვთქვი ორი სიტყვა
_არ მჯერა!
_ხოდა ნუ გჯერა
_გაეთრიე ჩემი ოთახიდან!შე არაამქვეყნიურო არსებავ!თვალით არ დამენახო,თორე მოგკლავ!
_თუ წამომაყენებ ამ წუთსვე გავალ აქედან!დიდად არც მე მსიამოვნებს შენთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა!(მეწყინა!სასწაულად მეწყინა დამიანეს ეს სიტყვები და უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ"დამიანეს მე არ ვუყვარვარ,ტყუილად მქონდა იმედები"!ამიტომაა არ უნდა ავაგოთ ოცნების კოშკები და არ უნდა ავიდეთ მეცხრე ცაზე,იქ ასვლა ადვილია ხოლო ჩამოსვლა წამების საქმეა"(წლების ნაშენებს დაანგრევს ქარი-ო რომ ამბობენ მართალიცაა!)
ხელი გავუწოდე დამიანეს და წამოდგომაში დავეხმარე ისიც მაშინვე უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.
მთელი დღე მის სიტყვებზე ვფიქრობდი,დამიანეც არ ჩანდა როგორც ჩანს ეძინა.
საღამოსკენ შემოვიდა ჩემს ოთახში
_შეიძლება?
_მოდი,დამიანე რაღაც უნდა მეთქვა შენთვის.
_კარგი გისმენ
_სახლში მინდა!საქართველოში მინდა დაბრუნება!მომენატრა ჩემი სამშობლო მომბეზრდა აქ ყოფნა!(სინამდვილეში სამშობლოს მონატრება აქ არაფერ შუაში იყო!დანიელა დამიანეზე იყო ნაწყენი და უნდოდა რომ მისგან თავი რაც შეიძლება შორს დაეჭირა ამიტომ გადაწყვიტა მან სახლში დაბრუნება!)

_კი მაგრამ...(დანიელამ დამიანეს ლაპარაკის დამთავრების საშუალებაც კი არ მიცა ისე მოუჭრა სიტყვა

_არავითარი მაგრამ,ხვალვე მივდივართ საქართთველოში! ბევრი სამუშაო გვაქვს და დასვენებისთვის არ გვცალია!ბარგი ჩააალაგე ხვალ ზუსტად ათ საათზე ჩემს ნომერთან იდექი!ეხლა კი შეგიძლია მიბრძანდე და დუბაის ხედით დატკბე!

***
ესეც ახალი თავი,მალე დასრულდება ეს ისტორიაც<3
მაინტერესებს "კარგად" დავასრულო თუ ცუდად?
არ მინდა რომ ბოლოში ბედნიერი დასასრული იყოს ამიტომ<3
დიდი თავი არ გამოომივიდა მომიტევეთ<3



№1 სტუმარი დიკოსია

ოოო ჯერ ბოლო ვნახე
არ მომხვდა თვალში
რო იკითხე როგორ დავასრულო
შენი იტორია
შენი გმირები
შენი გოგო ბიჭები
უნდა წერო შენთვცის და არა სხვას როგორ უნდა
ეს კაი დასასრული არ მინდაო
ეგეც არ მომეწონა
ასე როო წაკითხვის სურვილი გამიქრე
ალბათ ბოლოს ვნახავ
როგორიც
იქნება
და ეგრე გადავწყვეტ

 


№2 სტუმარი სტუმარი Barbare

ძალიან კარგია არ შეწყვიტო წერა. დასასრული როგორიც არ უნდა ჰქონდეს დარწმუნებული ვარ კარგი გამოვა♥

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

დიკოსია
ოოო ჯერ ბოლო ვნახე
არ მომხვდა თვალში
რო იკითხე როგორ დავასრულო
შენი იტორია
შენი გმირები
შენი გოგო ბიჭები
უნდა წერო შენთვცის და არა სხვას როგორ უნდა
ეს კაი დასასრული არ მინდაო
ეგეც არ მომეწონა
ასე როო წაკითხვის სურვილი გამიქრე
ალბათ ბოლოს ვნახავ
როგორიც
იქნება
და ეგრე გადავწყვეტ

როგორც გინდაა<33

სტუმარი Barbare
ძალიან კარგია არ შეწყვიტო წერა. დასასრული როგორიც არ უნდა ჰქონდეს დარწმუნებული ვარ კარგი გამოვა♥

უღრმესი მადლობა<3 kissing_heart ♥♥
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№4 სტუმარი აუ კარგით დაასრულე რა ძაან მომწონს

აუ კარგით დაასრულეთ რა ძაან მომწონდ

 


№5  offline წევრი tatutatuli

კარგად დაამთავრე რაა გთხოვ innocent innocent

 


№6  offline წევრი nathali lifhonava

tatutatuli
კარგად დაამთავრე რაა გთხოვ innocent innocent

ვეცდები როგორმე <3

აუ კარგით დაასრულე რა ძაან მომწონს
აუ კარგით დაასრულეთ რა ძაან მომწონდ

კარგი ვნახოთ<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent