შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (2)


25-05-2018, 00:19
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 824

-რა ცოლი?! მაქსიმე კარგად ხარ? -გააოგნა ალექსანდრე მეგობრის ნათქვამმა.
-ხო სან ცოლი, ხეხუ (ცოლი), მეუღლე. -ჩაეღიმა ოდნავ მაქსიმეს მეგობრის რეაქციაზე.
-ვაა და ასე უცბად როგორ გადაწყვიტა, თვით მაქსიმე გვიჩიანმა ცოლის მოყვანა?
-სან დედაჩემი ძალიან ნერვიულობს ამაზე, ასეთი არასდროს მინახავს. უნდა , რომ ჩემს გვერდით ქალს ხედავდეს მე კი, მის გამო ნებისმიერ რამეს გავაკეთებ.
-მაქსიმე მესმის შენი, მაგრამ ცოლის მოყვანა სახუმარო თემა არაა ხომ იცი.
-ვიცი სან ვიცი, ამიტომაც მჭირდება შენი დახმარება.
-შენს გვერდით მიგულე ,მაგრამ ვის მოყვანას აპირებ? ან როდის?
-არ ვიცი რამე უნდა მოვიფიქროთ. ჯერ დედაჩემს წამოვიყვან დილით გამოკვლევებზე და ყველაფერს მაგის მიხედვით გადავწყვეტ.
-კარგი მაქსიმე მოვაგვარებთ ყველაფერს. როგორც კი, ჩამოხვალ დამირეკე და გამოვალ მეც საავადმყოფოში.
-კარგი სან, ღამემშვიდობისა.
-ღამემშვიდობის მაქს.
^^^
მაქსიმე მეგობარს დაემშვიდობა და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა. სახე ცისკენ მიმართა და მძიმედ ამოიოხრა. განმარტოვება უნდოდა. უნდა ეფიქრა ძალიან ბევრი. რას და როგორ გააკეთებდა. როგორც ბავშვობაში იცოდა ,ახლაც მაშინდელივით უშგულში გაიპარა. იქ მაიზერს სახლი ჰქონდა აშენებული. დიდი ოჯახი ვართ რა იცი რაში დაგვჭირდესო. როდესაც, რამდენიმეჯერე სახლიდან გაპარული მაქსიმე იქ იპოვნა, მას მერე დაარქვა იმ სახლს მაქსის სახლი. ახლა კი იმ საოცარ ადგილს მიაშურა მაქსმა. მაქსიმეს განსაკუთრებულად უყვარდა უშგული. ბავშვობაში ლამარიის მონასტერშიც დიდ დროს ატარებდა მამებთან. თითქმის ღამის პირველი საათი იყო, როდესაც თავის სახლთან გააჩერა მანქანა. ჭიშკარი გააღო და ეზოში შევიდა. ვიწრო ბილიკი გაიარა და კარებიც შეაღო. მისი საყვარელი ოთახი ბოლო სართულზე, თითქმის სახურავზე მდებარეობდა. თხელი ჟაკეტი იქვე დივანზე მიაგდო და კიბეები აიარა. როგორც კი ოთახის კარი შეაღო, იგრძნო რაღაც მძიმე დარტყმა კისერში.
-რა ჯანდაბაა.. -გამწარებულმა გამოსცრა კბილებს შორის და თავდამსხმელისკენ შეტრიალდა, რომელმაც ვერაფერი დააკლო.
-არ მომეკარო იცოდე.. არ მომეკარო.. -ხელში ვიღაც გოგონა შერჩა, რომელიც შეშინებული აფახულებდა თვალებს, რაც სარკმლიდან შემოსულ მთვარის შუქზეც კარგად სჩანდა.
-ვინ ჯანდაბა ხარ და აქ რა ჯანდაბა გინდა?! -ზედმეტად მკაცრი და მაღალი ტონით მიმართა.
-მე კი არა შენ რა ჯანდაბა გინდა აქ? -თითქოს გაუკვირდა გოგონას. მაქსიმემ კი თავი ვეღარ შეიკავა და მის სიტყვებზე გადაიხარხარა.
-მე? მე ვინ ჯანდაბა ვარ და აქ რა მინდა? -მაქსიმეს მხიარული ტონით თითქოს მოეშვა გოგონაც. მაქსიმე კი სიცილს არ წყვეტდა.
-რა ჯანდაბა გაცინებს? -ვერ ხვდებოდა დამფრთხალი.
-აჰ ახლა რა ჯანდაბა მაცინებს. ჩემს სახლში შემოიჭერი, ეგეც არ იკმარე და თავში მხიე ეგ რაღაც და კიდე მე ვინ ჯანდაბა ვარ? -დასერიოზულდა მაქსიმე
-რა ვიცი, რომ მართლა შენი სახლია და არ მატყუებ?
-ღმერთო დიდებულო ასეთი არაფერი მინახავს. საკუთარ სახლში გეჭრებოდნენ და აქეთ დაკითხვებს გიწყობდნენ!
-ანუ შენ ხარ ის დედაქალაქში გადასული, ამ სახლის პატრონი?
-დიახ მე ვარ და იქნებ დააგდო ეგ რაღაც და ამიხსნა ვინ ხარ.!
-რა ვალდებული ვარ რაიმე აგიხსნა!?
-რა ჯიუტი არსება ხარ მოკლედ! -მაქსიმე მიუახლოვდა ხელიდან გააგდებინა მსხვილი მორი და საწოლზე ძალით ჩამოსვა. თვითონ კი, სკამი აიღო და მის პირდაპირ დაჯდა.
-აბა ახლა გისმენ ისტერიკებიანო ქალბატონო!
-მე.. მე.. -აკანკალებული ლაპარაკობდა გოგონა. მაინც ეშინოდა მისი.
-დამშვიდდი და ისე ამიხსენი ყველაფერი. -ხმა დაითბო გვიჩიანმა.
-კარგი აგიხსნი.
-აი ასე. მშვიდად ჯობია საუბარი და არა იარაღებით გამოკიდება. -გაუცინა და გოგონაც გააცინა.
-მოკლედ მე ერთი უსახლკარო გოგო ვარ, რომელიც შენს სახლში შემოიჭრა.
-სახელი?
-ლილე.. ლილე გერლიანი. შენ? -ანერვიულებული ძლივს აბამდა თავს სათქმელს და თითებს იფშვნეტდა.
-მე მაქსიმე გვიჩიანი. -ომახიანად წარმოთქვა მაქსმა და დამაბნეველად მიაპყრო ის ჭრელი მწვანე თვალები ლილეს შავ თვალებს. მის გამოხედვას ლილემ ვერ გაუძლო და გვერდით გაიხედა, რაც მაქსიმეს არ გამორჩენია მხედველობიდან და შეუმჩნევლად გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში.
-ლილე გააგრძელე. -მიმართა დაბნეულს ისევ.
-კარგად მოგეხსენება ჩვენი ტრადიციების ამბავი. ოჯახში მხოლოდ სამნი ვიყავით. მე, მამა და ჩემი ძმა. დედა 3 წლის წინ გარდამეცვალა. მამის მხრიდანაც არავინ გვყავს, დედის ერთა იყო. ჩემმა ძმამ მეზობლის გოგოზე ძალა იხმარა და იმ გოგომ თავი მოიკლა. მის დაკრძალვაზე კი მამამისს ქუდი ეხურა, რაც სისხლის აღებას ნიშნავს. იმ საღამოს კი, როდესაც ვიძინებდი ჩვენს სახლს ცეცხლი წაუკიდეს. მე სასწაულებრივად გადავრჩი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გადარჩენა. ახლა აღარც პატრონი მყავს და აღარც სახლი მაქვს. აღარაფერი გამაჩნია ამ ქვეყნად. იქიდან წამოსულმა კი ტაძარს მივაშურე. იქ გავიგე, როგორ ლაპარაკობდნენ ამ სახლზე . მისი პატრონი თბილისში ფადავიდა და აქ იშვიათად ჩამოდისო. ამიტომაც შემოვიპარე აქ, მეგონა არ გამოჩნდებოდი. -როგორც კი ლაპარაკი დაასრულა თვალებიდან ცრემლი წასკდა და მუჭით ცდილობდა მის მოშორებას. მაქსიმე კი ამის მოსმენამ, რაღაცნაირად დაასევდიანა და ლილე შეეცოდა.
-კარგი ლილე შეგიძლია აქ დარჩე. არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება. -მის დამშვიდებას შეეცადა.
-კარგად? დიდი ხანია აღარაფერია კარგად. -სიმწრით გაეცინა ლილეს.
-მისმინე დამშვიდდი და დაიძინე. შეგიძლია ამ სახლში იცხოვრო რამდენი ხანიც გინდა, მაგრამ როცა მომინდება მოვალ ხოლმე იცოდე იშვიათად. -მზრუნველი ტონით მიმართა ნიკაპ აკანკალებულ ლილეს.
-კარგი მადლობა მაქსიმე. ცოტა ხანს ვიქნები და მერე წავალ.
-როგორც გინდა, მაგრამ ამ ოთახში არ დაიძინებ მხოლოდ.
-კი მაგრამ..
-არავითარი მაგრამ, ეს ჩემი ოთახია. -მიუხედავად ასეთი მზრუნველობისა, გვიჩიანს თავისი ხისტი სვანური ბუმებდა არ ტოვებდა.
-კარგი. -დანებებულმა ამოილაპარაკა ლილემ და გასასვლელად წამოდგა.
-წამო მე გაჩვენებ კიდევ ერთ კარგ ოთახს. -მაინც ვერ მოითმინა მაქსმა და მეორე საძინებელში გაიყვანა, სადაც მისი ძმისშვილი რჩებოდა ხოლმე სალომე.
-ეს სალომეს ოთახია, ჩემი ძმისშვილია. გარდეროვში მისი ტანსაცმელებია და შეგიძლია აიღო, სააბაზანო გეცოდინება სადაცაა.
-კი ვიცი. ივასუხარი მაქსიმე. (მადლობა)
-დეემგვაშ ლილე. (არაფერს)
-ღამემშვიდობის.
-ღამემშვიდობის. -მაქსი დაემშვიდობა და თავისი ოთახისკენ გაემართა დასაძინებლად.
^^^
ცოტახანს ფანჯრიდან უყურებდა ზეცას. თვალწინ ედგა ლილეს აცრემლებული შავი თვალები. მის გულს რაღაცნაირად მოხვდა ლილეს ამბავი. დედაზეც იფიქრა. ენერვიულებოდა მისი მდგომარეობა. ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა, რომ თბილისში წაეყვანა და საუკეთესო ექიმებს გაესინჯათ. არც იმაზე ფიქრმა დაანება თავი სწორად იქცეოდა თუ არა, ცოლი მოყვანა, რომ გადაწყვიტა. ბევრი იტრიალა საწოლში და ძლივს ჩაეძინა. ლილემაც სალომეს ნივთებში გამოსაცვლელები მოძებნა და როგორღაც დაიძინა დამშვიდებულმა. რაღაცნაირად ეიმედებოდა მაქსიმე. თვალდახუჭულსაც კი მაქსიმეს ჭრელი თვალები წარმოუდგა და უმალვე გაფანტა მასზდ ფიქრები. დილით კი მაქსიმემ ნაადრევად გაიღვიძა. შხაპი მიიღო და მესტიისკენ გაემართა. გაღვიძებულ ლილეს მაქსიმე, რომ არ დახვდა სახლში თითქოს გული დასწყდა. როგორც კი, გამოიცვალა ტანსაცმელი და თავი მოიწესრიგა , მაქსიმემაც კარი შემოაღო უამრავი პარკებით ხელში.
-ხოჩა ლადეღ ლილე. (დღემშვიდობის)
-ხოჩა ლადეღუ ჯარ. (გაგიმარჯოს) -ოდნავ ღიმილით მიესალმა.
-ლილე აქ პროდუქტებია და კარგა ხანს გეყოფა. სამზარეულოში დავალაგებ.
-კი მარა რატომ შეწუხდი?
-არა რა შეწუხებაა რას ამბობ. ვინ იცის რამდენი დღე არაფერი გიჭამია.
-მართლა ძალიან წუხდები მაქსიმე.
-მისმინე ნუ გრცხვენია, არაფერსაც არ ვწუხდები. მე უნდა წავიდე და ჯობია მომეხმარო და პარკები გამომართვა.
-კარგი. მადლობა მაქსიმე დიდი. -მორცხვად დახარა თავი და პარკები გამოართვა. კარისკენ წასულ მაქსიმეს თვალი გააყოლა.
-კარგი წავედი მე. კარგად.
-კარგად და კიდევ ერთხელ მადლობა.
-არ არის საჭირო ამდენი მადლობა ლილე. -უემოციოდ წარმოთქვა და კარებს უკან გაუჩინარდა. ლილე კი სამზარეულოსკენ გაემართა. მაქსი მართალი იყო. ლილე რამდენიმე დღის მშიერი იყო და კუჭი სულ ცარიელი ჰქონდა. პროდუქტები ამოალაგა და მზადებას შეუდგა გაღიმებული.
^^^
სახლში მისულ მაქსიმეს მაიზერმა თავი არ შეაწყინა კითხვებით, ისედაც მშვენივრად იცოდა სად იქნებოდა მთელი ღამით.
-მამა დედა მზად არის?
-ახლა იცმევს შვილო. მეც წამოვალ და გიორგიც.
-კარგი მამა, მაგრამ თუგინდა დარჩი დიდი გზაა დაიღლები.
-არაუშავს შვილო, ახლა მას ვჭირდები მის გვერდით უნდა ვიყო.
-კარგი მამა როგორც გინდა.
მაქსიმემ საძინებელში ააკითხა დედას და დაბლა ჩამოიყვანა. მანქანაში მოთავსდნენ და თბილისის გზას დაადგნენ. ექიმთანაც მიაღწიეს როგორღაც და ისევ პასუხს ელოდებოდნენ დაძაბულები. ამ დროს ალექსანდრეც შემოუერთდა მათ.
-რა ხდება აბა მაქს რა ამბავია.
-არ ვიცით სან. ტომოგრაფიაზე ყავთ შეყვანილი.
-მარტომ წამოიყვანე?
-არა გიორგი და მამაც აქ არიან.
-წამო შევიდეთ, ვნახავ იმათაც.
-კარგი.
-გამარჯობათ, გიორგი, ბატონო მაიზერ როგორ ხართ?
-კარგად შვილო შენ როგორ ხარ? -თბილად გადაეხვია ალექსანდრეს მაიზერი. ისიც საკუთარი შვილოვით უყვარდა.
-მეც კარგად. -გიორგისაც ოდნავ გადაეხვია ალექსანდრე. ამ დროს ექიმიც გამოვიდა და თავის კაბინეტში შეიყვანა მაიზერი და ბიჭები. სიმსივნე მართლაც ჰქონია ქალბატონ ანას.თანაც ავთვისებიანი, მეოთხე სტადიაში მყოფი. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმე იყო და ქიმიოთერაპიას საჭიროებდა. მოსმენილოსგან ყველას გულში დიდი ტკივილი გაჩნდა. თითქოს მოტყდა და უცბად დაბერდაო მაიზერი. ბიჭებს თვალები აუწყლიანდათ. მაქსიმე ხმას ვეღარ იღებდა. თითქოს ხორცებს აგლეჯდნენ და აწამებდნენ. ისე სტკიოდა ექიმის თითოეული სიტყვა.
-რამდენი დარჩა ექიმო? -მაინც ვერ შეიკავა მაიზერმა თავი და თბილი ბურთულები გადმოუშვა თვალებიდან.
-ვერაფერს გეტყვით. ეს მის ორგანიზმზეა დამოკიდებული. იყო შემთხვევები, როდესაც ქიმიოთერაპიამ რამდენიმე პაციენტს სიცოცხლე რამდენი წლით გაუხანგრძლივა. 4 და 5 წლითაც კი. ახლაკი სასწრაფოდ ქიმიოთერაპიაა საჭირო.
-კარგით ექიმო მადლობა ყველაფრისთვის. ხვალვე გავუკეთოთ თუ მოხერხდება.
-რა თქმა უნდა მოვახერხებთ. მაშინ ახლავე შევუდგებით მომზადებას. პაციენტი დაისვენებს და დილით გავუკეთებთ ყველაფერს რაც საჭირო გახდება.
-კარგით ექიმო.
-კარგით დაგტოვებთ და ექთანს შევგზავნი პაციენტთან. არ ინერვიულოთ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.
-მადლობა. -ექიმმა პალატა დატოვა და მაიზერი ბიჭებს დაელაპარაკა. გადაწყვიტა, რომ ანას სრულ სიმართლეს არ ეტყოდა. ბიჭებიც ვერ შეეწინააღმდეგნენ. გიორგის და მაქსიმეს წასვლა სთხოვა და თვითონ დარჩა ანასთან. ალექსანდრეც და გიორგიც მაქსიმესთან წავიდნენ სახლში. ძმებს სალაპარაკო ჰქონდათ.
-მაქს რას იტყვი ქორწილი, რომ დავაჩქარო ქიმიოთერაპიის მერე? -დაწყნარებულიყო გიორგი და დედამისის ცუდად ყოფნას მაქსიმეს აღარ აბრალებდა.
-კარგი იქნება გიორგი. მეც რაღაც გეგმები მაქვს იმედია გამოვა.
-რა გეგმები?
-ცოლი უნდა მოვიყვანო. არ ვიცით დედას რამდენი დარჩა. მინდაბედნიერი იყოს. ალექსანდრემ უკვე იცის ამის შესახებ და დამეხმარება.
-მაქსიმე ხომ იცი ეგ მარტივი თემა არაა.
-კი ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დედამ დარჩენილი სიცოცხლე ნერვიულობაში არ გაატაროს.
-მაქს.. მაპატიე იმდღევანდელისთვის.
-არაუშავს არაფერია. მე და ალექსანდრე გავალთ ცოტა ხნით შენც ხომ არ წამოხვალ?
-არა დავრჩები მე დავისვენებ ცოტას.
-კარგი დროებით. -ძმას გამოემშვიდობა და ალექსანდრესთან ერთად გავიდა გარეთ.
გულითადი მეგობრები თავიანთ ბარში წავიდნენ. ახლა ცოტა მაინც უნდა დაელია. ორივე უხმოდ იჯდა. ალექსანდრეც არაფერს ამბობდა. იცოდა, რომ ასე უფრო ამხნევებდა მაქსიმეს. ყოველთვის ერთმანეთის გვერდში იდგნენ და ძალიან მაგარი მეგობრობა ჰქონდათ. რომ იტყვიან უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. თავის ძმებზე მეტად მას თვლიდა ძმად. ალექსანდრე მისთვის განსაკუთრებული იყო. ალბათ იმიტომ, რომ ასაკითაც იტოლდებოდა. ალექსნდრეც 26ის იყო.
-მაქს მგონი ბევრი მოგივიდა. -მზრუნველი ხმით უთხრა მეგობარს, რომელიც უკვე კარგად იყო შეზარხოშებული.
-ვსო სან მეტს აღარ დავლევ. -ჩაწითლებული თვალები მიაპყრო მეგობარს და საუბარს ეცადა.
-ვერავინ მოიფიქრე საერთოდ?
-ლიკაზე ვიფიქრე, მაგრამ დედაჩემს არამგობია მოეწონოს , თან ახლო მეგობარია ხომ იცი.
-არა ეგ გოგო ცოტა თამამია შენი ოჯახისთვის.
-ხო მართალი ხარ.
-ლიკაზე რას იტყვი? ჩემს მდივანზე. სადა გოგოა, ჭკვიანი.
-არაა ეგ არა.
-რატო? -ეჭვის თვალით შეხედა ალექსანდრემ
-არც ეგეთი უფრთო ანგელოზია როგორიც გგონია. -ეშმაკურად ჩაეღიმა
-კაი რა მაგასთანაც?
-კი. შენს დაბადების დღეზე.
-შე გაფუჭებულო კაცო! -გაეცინა ხმამაღლა ალექსნდრეს.
-ისე გაგიკვირდა გეგონება აქამდე არ იცოდი რა! -გადაიხარხარა მაქსიმემ.
-აბა შეკაი ადამიანო შენ სადა, წესიერი გოგო გინდა შენს გარშემო, კი არამგონია ეგეთი ვინმე ტრიალებდეს. მარტო შენს კისერზე ჩამოკონწიალებულ ნაშებს ვხედავ. -ამ ლაპარაკის დროს გაახსენდა ლილეს შავი თვალები და წამსვე იდეაც გაჩნდა.
-სააან. -ხმამაღლა გაწელა მისი სახელი და ეშნაკურად გაიცინა.
-რაიყო აღმოაჩინე ტიტანიკი?
-კი კიიი. თან ისეთიი.
-ვაახ ვინაა აბა?
-ერთი პატარა გოგოა სვანეთში.
-სვანეთში?
-ხო სვანეთში. უშგულში ჩემს სახლში ცხოვრობს.
-შენს სახლში? თბილისის გოგოები არ გეყო ხომ , ყველას რომ გადაუარე და ახლა საკუთარი ხარაფხანა გახსენი შენს სახლში? -ხარხარებდა უკვე
-არა ბიჭო არა. კარგი გოგოა მართლა არავინ ყავს. შეპარული იყო და მეც დავტოვე. დედა დაღუპული ყავს. მამა და ძმა მოუკლეს. როგორც ჩანს არც ისეთი კარგი ხალხი ყოფილან.
-ვაა შენ აღარ ხუმრობ.
-ხოდაა ეგაა რა. მაინც დავიყოლიებ. კი ჯიუტია მაგრამ მაინც! -დარწმუმებით წარმოთქვა და ის შეჭმუხნული წარბები აათამაშა. ჭრელ თვალებში ჭინკებიც აუთამაშდნენ.
-ოხ მაქსიმე გვიჩიანო ქალების გულთა მპყრობელო, დარწმუნებული ვარ თავ-ბრუ უკვე დაახვიე იმ საწყალ გოგოს.
-ჯერ ისე არა რა. ჩემი ხერხებისთვის არ მიმიმართავს მაგრამ მივმართავ! -ცალყბად ჩაიღიმა გვიჩიანმა-რა ცუდი ბიჭი ხარ მაქსიმე! -იგუდებოდა უკვე სიცილით, შემთვრალ მეგობარზე, რომელიც რაღაც აღტაცებით საუბრობდა ლილეზე.
-და ძალიან სიმპათიური! -წარბები საყვარლად შეჭმუხნა და ვითომ ჰალსტუხი გაისწორა. შემდეგ კი ყურებამდე გაიკრიჭა.
-სვანი ნარცისი რა!
-შე ყალბო სვანო შენ!
-აბა შენსავით უჟმური ხომ არ ვიქნები? -ბავშვურ მაქსიმეზე ყოველთვის ბევრს იცინოდა ალექსანდრე და ახლაც ბავშვური მაქსიმე იყო ჩართული.
-კარგი კარგი წამო დავიშალოთ. ორივე ადრე უნდა ავდგეთ.
-ხო წავიდეთ.
ბარიდან გავიდნენ და სახლებისაკენ გაეშურნენ. სახლში მისული მაქსიმე ცოტა შეფხიზლებულიყო და შხაპი მიიღო. საძინებლისკენ ღიმილით წავიდა და გონებაში მზაკვრულ გეგმებს სახავდა ლილესთან დაკავშირებით. არა ეს სვანი ბიჭი ნამდვილად ჭკუიდან გადაყვანას უპირებდა მას. ის აუცილებლად გახდებოდა მისი ცოლი. თანაც იმდენი ხანი ეყოლებოდა, რამდენიც მაქსიმეს მოუნდებოდა. ფაქტობრივად გამოიჭირა პატარა გოგო და ეგ იყო.


ესეც მე2 ^^ ველი შეფასებას, იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ვაიმე როგორ შემეცოდა ანა :( მაგრამ ოჯახისწევრები უფრო.
რა ძნელია როცა იცი რო შენთვის საყვარელი ადამიანი დაავადებულია სიმსივნით :((
მაიზერიც მეცოდება საყვარელ ქალს რომ კარგავს, მაგრამ რას ვიზავთ ხანდახან ცხოვრება, მაგრად გვჩაგრავს. :(
ხო აი გიორგი მგონი მოვიდა ჭკუაზე და მაქსიმეს აღარ დააბრალებს , დედის ცუდათ ყოფნას :/
ალექსანდრეს და მაქსიმეს მეგობრობა მიყვარს მე :დდ
აი ახალი პერსონაჟის გამოჩენა ხო საერთოდ
მომეწონა, ლილე არ ჩანს სუსტი გოგო
და ველოდები მე ცოტა კამათს, ცოტა გაბრაზებას და დიდ სიყვარუუულს :) :*
აბა შენ იცი წარმატებებიი ♥♥

 


№2 სტუმარი Maria

ძაან კარგია.. აუ მალე დადე შემდეგი თავი,ვეღარ ვითმენ D :-D

 


№3  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
ვაიმე როგორ შემეცოდა ანა :( მაგრამ ოჯახისწევრები უფრო.
რა ძნელია როცა იცი რო შენთვის საყვარელი ადამიანი დაავადებულია სიმსივნით :((
მაიზერიც მეცოდება საყვარელ ქალს რომ კარგავს, მაგრამ რას ვიზავთ ხანდახან ცხოვრება, მაგრად გვჩაგრავს. :(
ხო აი გიორგი მგონი მოვიდა ჭკუაზე და მაქსიმეს აღარ დააბრალებს , დედის ცუდათ ყოფნას :/
ალექსანდრეს და მაქსიმეს მეგობრობა მიყვარს მე :დდ
აი ახალი პერსონაჟის გამოჩენა ხო საერთოდ
მომეწონა, ლილე არ ჩანს სუსტი გოგო
და ველოდები მე ცოტა კამათს, ცოტა გაბრაზებას და დიდ სიყვარუუულს :) :*
აბა შენ იცი წარმატებებიი ♥♥

ოოო ცოტა მაგ წყვილს შორის არ შეიძლება :დდდ ყველაფერი ბევრჯ უნდა იყოს:დ ❤❤

Maria
ძაან კარგია.. აუ მალე დადე შემდეგი თავი,ვეღარ ვითმენ D :-D

მალე დავდეებ ❤❤❤

 


Wow zaan kaia ana shemecoda mara maqsime da lile ukve momwons male dade❤ love you

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მომეწონა.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი Mathew

არა რა,მართლა დამამუნჯე.
ვიცოდი რომ.რაღაც ასეთი მოხდებოდა,მაგრამ ეს?!
მაქდიმე უფრო მეტად შემიყვარდა რატომღლაც ^^
ლილეც ძალია მომეწონა და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ^^

 


№7  offline მოდერი pekhshvela

მწერალი როგორც ასეთი❤
Wow zaan kaia ana shemecoda mara maqsime da lile ukve momwons male dade❤ love you

მადლობა ჩემო კარგო, მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes

La-Na
ძალიან მომეწონა.ველი ახალ თავს

მალე დავდეებ <3

Girl with pretty smile
არა რა,მართლა დამამუნჯე.
ვიცოდი რომ.რაღაც ასეთი მოხდებოდა,მაგრამ ეს?!
მაქდიმე უფრო მეტად შემიყვარდა რატომღლაც ^^
ლილეც ძალია მომეწონა და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ^^

მიხარია, რომ იმედებს არ გიცრუებთ heart_eyes

 


ოოოოოხ რა ცეცხლი ტრიალებს grin grin მალე დადე შე ინტრიგანო შემდეგი თავი heart_eyes

 


№9  offline მოდერი pekhshvela

შემოდგომის-ფერი
ოოოოოხ რა ცეცხლი ტრიალებს grin grin მალე დადე შე ინტრიგანო შემდეგი თავი heart_eyes

დეევს შე ბანძო:დდ ❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგად წერ მაგრამ თითქოს რაღაც აკლია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent